შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებშია თავისუფლება! (13) ბედისწერა


3-08-2019, 23:58
ავტორი truelove
ნანახია 2 835

ნერსე

ეზოში გამოვედი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე,ხელები სახეზე ჩამოვისვი და სკამზე ჩამოვჯექი...მიჭირდა,ძალიანმიჭირდა ათანასიას გაშვება,მაგრამ მისთვის ასე აჯობებდა,მასთან მიმართებაში ეგოისტი ვერ ვიქნებოდი,მას უნდა ესწავლა,კარიერა აეწყო,ბარებში ევლო მეგობრებთან ერთად,აქ შინაური ცხოველივით ვერ გამოვკეტავდი..მე თბილისში ვერ ვიცხოვრებდი,ან თუნდახ გამეჭირვა და ნასიას გამო მეცხოვრა იქ ხუთი წლით მერე რაიქნებოდა? აქ დავბრუნდებოდით?ანასტასია თავისი პროფესიით ვერასდროს იმუშავებდა..ეს სიყვარული თავიდანვე დანგრევის გზას ედგა,ვერ ვიტყვი,რომ ის არმიყვარდა..პირიქით ძალიან მიყვარდა და სწორედ ამიტომ ვუშვებდი აქედან.

ანასტასია
მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე,ცრემლებად ვიღვრებოდი და ვფიქრობდი რატომ გამიკეთა ეს ნერსემ? მეგონა მასაც ისე ვუყვარდი როგორც მე..კარგი დავუშვათ ჩემთვის უკეთესი მომავალი უნდა და იმიტო მიშვებს რატომ არ მომყვება..დავიჯერო თუ ვუყვარვარ რამდენიმე წელი ვერ გაძლებს თბილისში? თუმცა ალბათ არც არასდროს ვყვარებივარ..გამახსენდა როგორ უთხრა მამამისს,რომ მისთვის მხოლოდ ღირსების საკითხი ვიყავი..საერთოდ რატო დავიბადე? ან რატომ გავიცანი ნერსე? ამდენ ტკივილს ხომ ჯობდა მთავარს მოვეკალი? მამაჩემის საქციელი შიგნიდან მჭამდა ახლა ამას ნერსეც დაემატა.
ფეხზე ავდექი კარადიდან ჩემოდანი გამოვიღე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე,თითოეული დეტალის დამახსოვრებას ვცდილობდი..ეს ოთახი ნერსეს სუნით იყო გაჟღენთილი თითი ფრთხილად დავუსვი მის ჩოხას შემდეგ სკამისკენ გავიხედე და ნაბადი დავინახე ამ ნაბადით მომიყვანა აქ პირველად,გამახსენდა ის დღე,როცა ქალაქის ცენტრიდან მუხლებ დაჩოქილი წამომაყენა და ცხენზე მასთან ერთად შემსვა..გამახსენდა როგორ ვვარჯიშობდით ვიცინოდით,ვიბრძოდით ყველა მომენტი ამომიტივტივდა თავში.
ნაბადი ავიღე ჩავიხუტე და ჩავიკეცე..ბოლოხმაზე ვტიროდი და თან ნაბადს ვებღაუჭებოდი.
საათს,რომ დავხედე შვიდს მიჩვენებდა..კალამი ავიღე და თეთრფურცელზე ის დავწერე რასაც ვფიქრობდი.
“ისიც კიარვიცი წერა როგორ დავიწყო,არც ის ვიცი ამას რატომ ვწერ უბრალოდ არმინდოდა ამხელა გრძნობა ასე უბრალოდ დამემთავრებინა და ჩემი სათქმელი შენთვის არ მეთქვა,ნერსე შენ ჩემი პირველი სიყვარული ხარ,შენამდე არავინ შეხებია ჩემს გულს ისე როგორც შენ,თავიდან როცა აქ მომიყვანე საშინლად შეშინებული და დაბნეული ვიყავი,თუმცა ცოტახანში შენმა საქციელებმა სრულიად დამილაგა თავში ყველაფერი,დრო გადიოდა და უფრო მიყვარდებოდი,ბოლოს ვიფიქრე,რომ შენც იმავეს გრძნობდი რასაც მე,თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა,შენთან თავს დაცულად ვგრძნობდი მეგონა,რომ მართლა გიყვარდი,მაგრამ შენთვის ჩემს მიმართ ერთადერთი გრძნობა ღირსება ყოფილა..არვნანობ,რომ გაგიცანი,არც იმას ვნანობ,რომ შემიყვარდი შენ მე მაგრძნობინე რას ნიშნავს გიყვარდეს ადამიანი უანგაროდ.
მიყვარხარ ნერსე,მთელი გულით მიყვარხარ,მაგრამ შენ მე მიმატოვე და სულ მარტო დამტოვე,მეგონა ყველაზე ძლიერი კაცი იყავი,თუმცა შეგეშინდა,შეგეშინდა,რომ მანძილი ჩვენს ურთიერთობას დაღუპავდა..მხოლოდ ეს შემიძლია გითხრა,არვიცი სხვა დროს როდის შევხვდებით ერთმანეთს,მაგრამ თუ იდესმე ეს მოხდება,გთხოვ არდამენახო,ერთგზაზე თუ ვიქნებით სხვა მხარეს გადადი,ჩემგან თავი შორს დაიჭირე გთხოვ”

ათანასია არაბული 05.08.19

წერილი საწოლზე დავდე,რაც დრო გადიოდა წყენა სიბრაზეში გადამდიოდა. ჩემოდანს ხელი მოვკიდე და კარში გავჩერდი,ოთახს ერთხელად მოვავლე თვალი და კარი გამოვკეტე კიბეებზე ჩუმად ჩავედი არმინდოდა ვინმე გამეღვიძებინა.
გასასვლელში მარინე და ზურა დამხვდნენ,მარინე ქმარს საგზალს აწოდებდა და თან რაღაცეებს ჩურჩულებდნენ შემდეგ მე ამომხედეს.
-შვილო ხომ მშვიდობაა?-საათს შეხედა მარინემ.
-დიახ უბრალოდ,სახლში ვბრუნდები.
-რას ამბობ შვილო,კიდევ უნდა გაიქცე?-მითხრა მარინემ.
-არა მარინე დეიდა,ამჯერად მე და ნერსემ ვილაპარაკეთ და ასე გადავწყვიტეთ.-სიტყვა ძვლივს დავამთავრე სუნთქვა შემეკრა.
ზურა დაკვირვებით მიყურებდა.
-რა ხმაურია?-თვალების ფშვნეტით ჩამოვიდა ბათუ და ჩემს დანახვაზე სახე გაეყინა.-არმითხრა,რომ ისევ მირბიხარ.
-არა ამჯერად ნერსეს ნებითაც მივდივარ-ცრემლები მომადგა.
-ერთი წუთი,ბოდიშით-ხელი მომკიდა ბათუმ და სამზარეულოში შემიყვანა,კარი მიკეტა და სერიოზული სახით შემომხედა.
-რახდება შენით მომიყვები თუ მე გავარკვიო?
-არაფერი-თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები გადმომცვივდა.
-არაფრის გამო ტირიხარ?
ხელები სახეზე ავიფარე და უფრო ხმამაღლა დავიწყე ტირილი.
-ნერსემ მითხრა შეგიძლია უკან დაბრუნდეო,გამიშვა ბათუ ნერსემ გამიშვა-ვტიროდი და სიტყვებს ზვლივს ვაბავდი ერთმანეთს.
-რას ნიშნავს გაგიშვა..
-არვუყვარვარ ბათუ,ნერსეს არვუყვარვარ,მისთვიხ მხოლოდ ღირსება ვიყავი.
ბათუმ ხელები მომხვია და ჩამეხუტა.
-დამშვიდდი რა ტასო,არ იტირო ნერსეს ხო იცნობ რაღაც ექნება ჩაფიქრებული.
თავი აქეთიქით გავაქნიე.
-არა ბათუ,არა...
-სად არის ეხლა?!-ბათუსაც დაეტყო გაბრაზება.
-არვიცი..-მხრები ავიჩეჩე.
მობილური ამოიღო და ნერსესთან დარეკა,თუმცა არ უპასუხა.
ფეხები მოვკეცე და თავი მუხლებში ჩავრგე

ბათუ
აღარ ვიცოდი რამექნა ანასტასია ცალკე ტიროდა ნერსე არმპასუხობდა და სადღაც გადაიკარგა..სამზარეულოდან ლილეს ოთახში ავედი და კარი ფრთხილად მივხურე,მის საწოლთან დავიხარე და ტუჩები ფრთხილად შევახე შუბლზე,ოდნავ შეიშმუშნა.
-ლილე..-ვუჩურჩულე და თითი ლოყაზე ჩამოვუსვი.
-ჰმმმ-ჩახლეჩილი ხმით მიპასუხა.
-მაპატიე ჩემოპრინცესა,რომ გაგაღვიძე,მაგრამ შენი დახმარება გვჭირდება..
თვალი გაახილა და წამოჯდა.
-რამოხდა?-მკითხა შეშინებული ხმით.
-ნერსემ და ანასტასიამ იჩხუბეს,ანასტასია სახლიდან მიდის ნერსე გადაიკარგა.
-რას ამბობ?!-გაოცებისგან პირი დააღო.-სადაა ტასო?
-სამზარეულოში მაგიტო გაგაღვიძე მარტო ვერ ვტოვებ და იქნებ შენ ჩახვიდე? მე ნერსე უნდა მოვძებნო.
-ხო აბა რას ვიზავ ჩავიცვამ და ჩამოვალ.
-კარგი,მიყვარხარ-ტუჩებზე ფრთხილად ვაკოცე და გამოვედი.
სამზარეულოში დავბრუნდი და ანასტასიას წყლის ჭიქა დავუდგი.
-არმინდა..
-დალიე დამშვიდდები-ვუთხარი,ცოტა მოსვა და უკან დადგა.
ლილეც ჩამოვიდა ანასტასიასთან მივიდა და გვერძე დაუჯდა.
-მე წავალ და ცოტახანში მოვალ-ვთქვი და სასწრაფოდ ნერსეს მოსაძებნად წავედი.

ლილე
სამზარეულოში ჩასულს განადგურებული ანასტასია დამხვდა გვერძე მივუჯექი და ხელი შემოვხვიე,ვეღარ მოითმინა ამდენი ტკივილი და ატირებული ჩამეხუტა.
-ჩშშ ნუტირი რა ტასო გეხვეწები-თმაზე ვუსვავდი ხელს და წარმოდგენაც არმინდოდა ბათუს და მე იგივე,რომ დაგვმართნოდა როგორ ვიქნებოდი.
-წამოდი ეხლა ამოალაგე ეს ჩემოდანი და საღანოს დაელაპარაკე ნერსეს.
-არა,არმინდა.-თავი გააქნია.
7 საათი გავიდა რაც ანასტასია ამ დღეში იყო,უკვე ორი საათი ხდებოდა,ორიწუთი ითახში ავედი,რომ აივნის კარი გამეღო და უკან ჩამობრუნებულს ანასტასია არსად დამხვდა არც ჩემოდანი იყო,გაფითრებული მარინე იჯდა სამზარეულოს სკამზე და თავი ხელებში ქონდა ჩარგული,ზურა მობილურზე ელაპარაკებოდა ვიღაცას და ცდილობდა ტასოს ადგილსამყოფელი დაედგინა.


ბათუ
ცხენით თითქმის მთელი ქალაქი შემოვიარე,ქალაქში არიყო ერთადერთი ადგილი,სადაც ნერსე
ახლა მეგულებოდა ტყე იყო,ის ტყე სადაც ბავშვობაში ზურას და მარინეს ემალებოდა ამიტომაც ტყისკენ წავედი.
ტყეში შევედი და დიდ აღმართს ავუყევი,როგორც იქნა მივაგნე იმ ადგილს და ნერსეც დავინახე,მდინარის პირას იჯდა.
დავუსტვინე,რომ მისი ყურადღება მიმეპყრო.
-ოე რომეო,საცოლე გაგირბის სახლიდან,შენკიდე აქ მოთქვავ.-მისკენ წავედი და გვერძე მივუჯექი.
-არმირბის ვუშვებ.
-მართ”ლ”ა? ხოდა მაგიტო ვარ აქ მე..მომიყევი რახდება.
-ხოიცი უკვე რაც ხდება?!-გაღიზიანებულმა გამცა პასუხი და ფეხზე წამოდგა.
-ნერსე სად მიდიხარ?! 4 საათი მაინც იქნება რაც გეძებ!
-სახლში წადი ბათუ!
-არა! ამჯერად შენსას არ გაგატანინებ!-წინ გადავუდექი.
-რაგინდა ბათუ?
-რამინდა? რამინდა და ანასტასია მთელი ღამე ტიროდა,დღეს 7 საათზე გარბოდა სახლიდან ძვლივს გავაჩერე,ახლაც ტირის..იცი ეს?! მითხარი არგაწუხებს,რომ შენი საყვარელი ქალი ასე იტანჯება? არგაწუხებს,რომ მთელი ღამე ტირილში გაატარა და ახლა სახლიდან მიდის?? როგორ უშვებ ნერსე ამდენი რაღაცის შემდეგ როგორ უშვებ?!! გეკითხები ნერსე როგორ?!!!-ვუყვირე და ხელი ვკარი.
დიდხანს დუმდა აშკარა იყო,რომ წუხდა რაღაცის გამო თავიდან ვიფიქრე,რომ თავის საქციელს ნანობდა,თუმცა მისი პასუხიდან გამომდინარე სულ სხვანაირად იყო.
-ვუშვებ,აი ასე ჩვეულებრივად ვუშვებ.
ისევ ისე დაიწყო გაჯიქება როგორც ბავშვობაში გვერდი ამიარა ცხენზე შეხტა და სადღაც წავიდა.
გაოცებული ვიყავი მისი საქციელით პირდაღებული ჩამოვჯექი ქვაზე და ლილეს დავურეკე.
-ლილე რასშვრებით აბა?
-ბათუ ანასტასიას ვერსად ვპოულობთ.
-რას ნიშნავს ვერსად პოულობთ?!
-ხო ოთახში ამოვედი ორი წუთით და არსად დაგვხვდა.
-კარგი შენ არინერვიულო ვიზავ რამეს.
მობილური გავთიშე და ქვას ფეხი მივარტყი.
-ესღა გვაკლდა.-ვიყვირე და ცხენზე შევხტი.
ვცდილობდი ნერსეს დავწეოდი,როგორც იქნა დავინახე და შორიდან დავუყვირე.
-ნერსე!!!!
შემომხედა,თუმცა არ გაჩერებულა.
-ნერსე!!!!! ნასია გაქრა!
ცხენი ისე გააჩერა,რომ ორ ფეხზე დადგა,რომ არმცოდნოდა როგორ ჯირითობდა ვიეჭვებდი,რომ გადმოვარდებოდა.
-რათქვი?-გაფითრებული სახით შემომხედა.
-ლილეს ველაპარაკე ბოლოს ტიროდა და მერე ვეღარ ვნახეთო.
-ალბათ სახლში დაბრუნდა ხო?-აღელვებულმა შემომხედა.
-არვიცი ნერსე არვიცი!
ცხენს მათრახი გადაჰკრა და ქალაქისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ ნერსე?!!!
-მთავართან,ეგ მოიტაცებდა!
ჭკუიდან იყი გადასული,რომ შეხედავდით ჩვეულებრივ გიჟს გავდა.

ანასტასია
საათს დავხედე სამის ნახევარი იყო,ჯიბიდან დაკუჭული ფურცელი ამოვიღე და მისამართს დავხედე,ფარეხში შევედი და მანქანა გამოვიყვანე.
ქალაქში ჩავედი და ერთ ხალხის ჯგუფთან გავაჩერე.
-უკაცრავად ხომ ვერ მეტყვიტ ეს ქუჩა საით არის?
ფურცელი ახალგზარდა კაცს მივეცი,დაკვირვებით შემომხედა და გზა მიმასწავლა.
-გმადლობთ-მანქანა კვლავ დავძვარი და მითითებებს მივყევი ბოლოს ჩიხში აღმოვჩნდი.
ჯანდაბა..მეორე ზით უნდა მოვსულიყავი,ტვინი სულ ამერია,გუშინდელის მერე. მეგონა,რომ ეს ყველაფერი მესიზმრებოდა,მუდმივად ნერსე მიტრიალებდა თავში და ტვინი მერეოდა ცრემლი მოვიწმინდე და მეორე მხრიდან წავედი,ჩემს წინ უშველებელი სასახლე იდგა ისეთივე როგორიც ჯიშკარიანებს და მთავარს აქვთ მანქანიდან გადმოვედი და ჭიშკართან მივედი.
დავაკაკუნე და ხმას დაველოდე.
-მობრძანდით.-გამომძახა ვიღაცამ და მეც კარი გამოვაღე.
ეზოში ის კაცი დამხვდა სუპერმარკეტში,რომ ვნახე.
-კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში ქალბატონო ათანასია.
-სახლში?!-სასახლეს თვალი მოვავლე.
-დიახ,აქ რასაც ხედავთ თქვენია,წლების წინ აქ ცხოვრობდით ახლა კი მამათქვენმა ეს სახლი თქვენ გიანდერძათ.
-რას ნიშნავს მიანდერძა? მისი არაფერი მჭირდება და არც ესარის ჩემი სახლი.
-შემობრძანდით დავილაპარაკოთ,კარგად არ გამოიყურებით ყავას ხომარდალევთ?
-არმინდა.
სახლში შევედი და იქაურობას თვალი მოვავლე ნახევარი სახლი დამწვარი იყო.
-მამათქვენი,რომ გაიქცა მთავარმა ყველაფერი გადაწვა,ეზო და გალავანი აღადგინა მამათქვენმა დანარჩენი ვერ მოასწრო.
-რასნიშნავს ვერ მოასწრო?-ხმაზე აღელვება დამეტყო.
-ქალბატონო ანასტასია მამათქვენი ძალიან ცუდად არის..
-რაა?
-დიახ,დაახლოებით ერთი თვის წინ ავტოკატასტროფაში მოყვა,ნელნელა მომჯობინდა,შემდეგ თქვენი მოწამვლის ამბავი,რომ გაიგო ნერვიულობისგან კომაში ჩავარდა,თქვენმა დამ კი ანტიდოტი მოიპარა და თქვენთან გამომატანა.
კანკალმა ამიტანა,ეს რა დაწყევლილი დღე გამითენდა...
-დ-დედაჩემი? სად იყო დედაჩემი?
-დედათქვენმა მამათქვენი მიატოვა იმის მერე რაც გაიგო,რომ მოგიტაცეს და ამაში მამათქვენი დაეხმარა.
-არაფერი მესმის...მამაჩემს ჩემი სიკვდილი სურდა,მაგიტომაც მოატაცებინა ჩემი თავი,შემდეგ კი მოვიწამლე და ამისგამო კომაში ჩავარდა?
-დიახ,ყველაფერი ჩახლართულია,თუმცა თქვენმა დამ მთხოვა,იქნებ ჩამოვიდესო,მასაც ძალიან უჭირს მარტო თავის გართმევა.
-კესო როგორ არის..
-ნორმალურად,თუმცა როგორც გითხარით თავის გართმევა უჭირს.
სკამზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე..
-რას იზავთ ქალბატონო ანასტასია წამოხვალთ?
შევხედე და თავი მსუბუქად დავუქნიე.
-ძალიან კარგი,წინ დიდი გზა გვაქვს ახლა გავიდეთ?
-არა,ჯერ ვერა..ჯიშკარიანების მანქანა მყავს წამოყვანილი უნდა დავაბრუნო.
-ჩვენ ბიჭებს დავაბრუნებინებ.
-არა,ჩემგან მანქანის მიყვანას არ იმსახურებენ,უნდა ვნახო და თითოეულ მათგანს ისე დავემშვიდობო როგორც ეკადრებათ.
-კიბატონო,მაშინ ჩვენც გამოგყვებით,რომ წამოგიყვანოთ.
-კარგი,იყოს ასე.
გარეთ გამოვედი და მანქანაში ჩავჯექი,უკან შავი მანქანა გამომყვა ჯიშკარიანების სასახლესთან გავაჩერე და მანქანიდან გადმოვედი.
-ჭიშკარი გახსენით-ვიყვირე და ვაჟამ როგორც კი დამინახა ეგრევე გააღო.
ეზოშივე გამოვარდნენ მარინე ზურა და ლილე.
-შვილო სად იყავი ძალიან ვინერვიულეთ-ჩამეხუტა მარინე.
-სახლში შევიდეთ რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკოთ.
ზურამ სერიოზული სახით შემომხედა.
დივანზე დავსხედით სიტყვები არ ამომდიოდა წყალი მოვსვი და დავიწყე.
-არც კივიცი თქვენი ოჯახი,რომ არ ყოფილიყო რა მომივიდოდა,ალბათ მთავარი თავისი ვაჟის საფლავს ჩემი სისხლით დაფარავდა და ბოლოსდაბოლოს დაისვენებდა,თუმცა თქვენმა ოჯახმა ეს არდაუშვა და ჩემი სიცოცხლე იხსნა,თქვენთან სიცოცხლის ბოლომდე ვალში ვიქნები,ისე მიმიღეთ როგორც საკუთარი ქალიშვილი და ჩემსგამო,თქვენი ხალხის სიცოცხლე დააყენეთ საფრთხის ქვეშ ამას ძალიან ვაფასებ.
-ამას რატომ გვეუბნები?-მკითხა მარინემ გაფართოებული თვალებით.
-უბრალოდ მინდოდა წასვლის წინ თქვენთვის მადლობა გადამეხადა.-ხმა გამებზარა ბოლოში.
-ორი წუთი გაქვს წასვლამდე?-ფეხსე წამოდგა ზურა.
-დიახ ზურა ბიძია.-ცრემლები ყელში გამეჭედა.
სამზარეულოში გავედით.
-დაჯექი შვილო.
სკამი გამომიწია და მაგიდას შემოვუჯექით.
-არვიცი შენსა და ნერსეს შორის რამოხდა,თუმცა ერთი რაღაც ზუსტად ვიცი,ჩემი შვილი შეცვალე,ნერსე არასდროს ყოფილა ასეთი ბედნიერი და ლაღი იქნებ ილაპარაკოთ.
-აზრი არაქვს ზურა ბიძია იგივეს,რომ ფიქრობდეს არ გამიშვებდა,ახლაც აქ იდგებოდა,მაგრამ არარის..-თვალები ცრემლებით ამევსო.
ზურამ ხელი ხელზე დამადო და თვალებში შემომხედა.
-შენ კარგად იცი ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ და ახლა რასაც ვიტყვი იმიტომ არ ვამბობ,რომ ნერსე ჩემი შვილია..ნერსე ერთადერთი ადამიანი ვინც ბოლომდე მე თავად მშობელმა მამაც კი ვერ შევიცანი,თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი ნერსეს შენზე მეტად ამ ქვეყნა არავინ უყვარს,დაფიქრდი ათანასია რამ აიძულა ნერსეს იმის გაკეთება რაც გააკეთა,მე მხოლოდ ეს შემიძლია გირჩიო დანარჩენი შენიცი ყოველთვის გამიხარდება შენი წარმატება და კარგად ყოფნა.
ფეხზე ადგა მზრუნველად გადამისვა თავზე ხელი და ნაღვლიანი თვალებით დამხედა.
-შენთან მეორეჯერ აღარმინდოდა განშორება,თუმცა რა გაეწყობა..მშვიდობით ჩემო პატარა ანგელოზო.
მარტო ეს მითხრა და კარიდან გავიდა,თავი ხელებში ჩავრგე და ბოლოხმაზე ავქვითინდი,აღარვიცოდი რა გამეკეთებინა.

ბათუ
ნერსე მთავრის სასახლესთან იდგა და ბოლოხმაზე ღრიალებდა..ვცდილობდი დამეწყნარებინა,თუმცა არ გამომდიოდა,ბოლოს ჭიშკარი გააღეს და ესეც პირდაპირ მთელი სისწრაფით შექანდა.
-გარეთ გამოდი მთავარო!!!-ღრიალებდა ეზოში.
მთავარი აივანზე გამოვიდა და ნერსეს მაღლიდან დახედა.
-აქ რა გინდა ჯიშკარიანო!!!
-დამიბრუნე ათანასია,თორემ მთელ სასახლეს გადაგიწვავ.
ნერსემ კედელზე დაკიდებული ჩირაღდანი ამოიღო და აქეთ-იქით იქნევდა.
-როგორ ბედავ ჩემს სახლში ასე შემოვარდნას,ისე არმეგონა კვლავ ცოცხალი თუ იყო ეგ შენი ძ*კნა.
ნერსეს მთელი სხეული აუკნკალდა სიბრაზისგან და რისიც მეშინოდა ის გააკეთა.
ხმალი ამოიღო და კიბეებზე აირბინა,რამდენიმე დაცვა უსიცოცხლოდ დავარდა ძირს ხმალი ამოვიღე და მეც გავყევი.
აივანზე ავიდა,ყველა დაცვა ჩამოიშორა და მთავარს კისერში წვდა,ორივე ცერა თითი თვალებზე მიადო.
-თვალებს ამოგთხრი გესმის? ენას ამოგგლეჯ თუ კიდვ ერთხელ გაბედავ მისი სახელი ცუდად მოხსენიებას.-უყვიროდა და ხელებს კისერზე უჭერდა,მთავარი გაფითრებული იყო.
ეს არშეიძლებოდა თუ მთავარს მოკლავდა სიკვდილით დასჯიდნენ და თემს წინ ვერავინ აუღდგებოდა,სასწრაფოდ მივვარდი და ხელი გავაშვებინე.
-ნერსე გეყოფა! გონს მოდი-ვცდილობდი აქეთ გამომეწია,თუმცა საშინლად იყო გამწარებული,მთლიანი ჩოხა დაცვის სისხლით ქონდა მოთხვრილი,სახეც კი ნახევრად სისხლიანი ქონდა,როგორც იქნა შევძელი და კისრიდან ხელები გავაშვებინე,მთავარმა სული მოითქვა,თუმცა ნერსემ მუშტი ისე დაარტყა ყბაში,რომ ძვლების ხმა გავიგეთ,რამდენიმე კბილიც კი გადმოუვარდა..ძირს გაიფინა მთავარი ზემოდან გადააწვა და მუშტებს დაუნდობლად ურტყავდა.
-ეს იმისთვის,რომ თავიდან მომტაცე,ეს იმისთვის,რომ მისი მოკვლა გსურდა,ეს იმისთვის,რომ ის დაწყევლილი ისარი ესროლე,ეს მისი შეურაწყოფისთვის ეს კი იმისთვის,რომ იმდენად არაკაცი გამოდექი,რომ საკუთარ ქალიშვილზე ძალადობდი.
ლილეს ამბავი გულზე უხეშად მომხვდა და მთავრის მიმართ გაბრაზება მომეძალა,თუმცა თუ ახლა ჭკუიდან გადავიდოდი ნამდვილად შემოგვაკვდებოდა..ნერსე შეურაცხადი იყო,თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა,ხელები დარტყმებისგან ქონდა გადახლეჩილი,მთავარი სისხლში ცურავდა და ძვლივს სუნთქავდა,მთელი ძალით გამოვქაჩე უკან და როგორც იქნა შევძელი მისი შეკავება,თუმცა დიდხანს ვერ გავუძლებდი,მთავრის დაცვაც მოვიდა და შეთანხმებულად დამეხმარნენ ნერსეს გამოყვანაში.
მთავარი საკუთარ თავს აღარ გავდა იმდენად ნაცემი იყო.
ნერსე ეზოდან ძვლივს გამოვათრიე ბოლოს ისე გაგიჟდა,რომ ჩემი ხელებიც მოიშორა.
-ნერსე დაწყნარდი!!!-ვუყვირე და ხელები ავუქნიე.
-ნუ მაწყნარებ!-იღრიალა და მუშტი დამარტყა,ცხვირიდან სისხლი წამსკდა-სახე გაეყინა და ხელები თავზე შემოილაგა,სასოწარკვეთილი იყო.-მაპატიე,მაპატიე ძმაო-სისხლიანი ხელები მიიფარა სახეზე.
-არაფერია,მირტყი თუ ეს დაგაწყნარებს..მირტყი ოღონდ არ მაიძულო,რომ ასეთ მდგომარეობაში გხედავდე.
მობილურმა დამირეკა,ლილე იყო.
-გისმენ ლილე..
მეორე მხრიდან ლილე მოგუდული ხმით მეუბნებოდა,რომ ანასტასია ახლა სახლში იყო და ცოტახანში მიდიოდა.
-კარგი..-ვუთხარი და გავთიშე შემდეგ კი ნერსეს მივუბრუნდი.
-დამშვიდდი ცოტა?-ვკითხე და მის სახეს შევხედე.
ოდნავ დაწყნარებული იყო,თუმცა სახე მაინც ალეწილი ქონდა.
-ანასტასია სახლშია და რამდენიმე წუთში სახლში მიდის.
თვალები გაუნათდა ამ ამბის შემდეგ თითქოს დაწყნარდა მისი ადგილსამყოფელი,რომ გაიგო.
-წამო,წავიდეთ სახლში-მხარზე ხელი დავარტყი და ცხენებზე შევხტით.
ბილიკი გავიარეთ და სხვა მხარეს გადაუხვია.
-ნერსე საით..?
-უბრალოდ სახლში წადი ბათუ.
-მარტო? ანასტასია მიდის ნერსე არ გააჩერებ?
-არა..
ცხენს მათრახი გადაჰკრა და ტყეში ღრმად შევიდა.
რაუნდა მექნა ორი წლის ხომ არიყო..სახლისკენ წავედი,ფერდობზე დავეშვი და ჩვენს სასახლესაც მივადექი.
ლილე ჭიშკართან დამხვდა ცხენიდან ჩამოვხტი და მისკენ წავედი,ჩემს დანახვა პირზე ხელები აიფარა და ჩემსკენ გამოიქცა,თითებს ფრთხილად მისვავდა ცხვირზე.
-რა დაგემართა?-ცრემლიანი თვალებით შემომხედა.
-არაფერი...გზაში რამდენიმე იდიოტს შევეჩეხე და..
მომეხვია და სახლში ერთად შევედით.
ანასტასია კარებში იდგა ჩემოდნით ხელში,როგორც ჩანს მხოლოდ მე მელოდა დასამშვიდობებლად.
-რა?! ეხლა უნდა მომეხვიო და ქვითინი დაიწყო?
ოდნავ გამეღიმა და გული ჩამწყდა,ანასტასიას ჩემი ყველაზე კარგად ესმოდა..ჩემ საუკეთესო მეგობრად ვთვლიდი.
-ხო თუ შეიძლება-ხმა გაებზარა და ჩემსკენ გამოექანა.
მაგრად ჩავეხუტე..
-ცანცარა მასხარა-თმები ამიჩეჩა და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა.
-მომენატრები კაპასო.
-მეც მომენატრები..
ცრემლებად იღვრებოდა ბოლოს ყველას მოეხვია რამდენიმე სიტყვა უთხრა და გასვლისას ისევ მე შემომხედა.
-მიდი..-ვუთხარი ძალდატანებითი ღიმილით.
ყველას მოგვავლო თვალი მიყვარხართო ჩაიბურდღუნა და ტირილით გავიდა ეზოდან..მანქანაში ჩაჯდა მანქანაც წავიდა,რატომღაც ბოლოწამამდე მქონდა იმედი,რომ ნერსე შეაჩერებდა,თუმცა ეს არ გააკეთა.



ბოლო წუთებში მთის წვერზე უდრეკად იდგა ნერსე ჯიშკარიანი და საკუთარ სასახლეს გადაჰყურებდა,ფეხის თითიდან თმის ღერებამდე სისხლით იყო დაფარული,უყურებდა როგორ გამოვიდა მისი საყვარელი ქალი საკუთარი სახლიდან და როგორ ჩაჯდა მანქანაში,გული მის შესაჩერებლად იბრძოდა,ტვინი კი მის გასაშვებად სხეული ამ ორს შორის მერყეობდა..ამაყად უყურა ამ სანახაობას იქამდე სანამ მანქანაში არ ჩაჯდა,შემდეგ კი პირველად თავის ცხოვრებაში,პირველად ჩამოუგორდა ობოლი ცრემლი თვალიდან..მობილური ამოიღო და ვიღაცასთან დარეკა.
-ყურადღება მიაქციეთ,რომ მშვიდობით ჩავიდეს ქალაქში.
ეს თქვა და მობილური გათიშა,შემდეგ დახედა და მთიდან მოისროლა.
-ჭირსაც წაუღია თქვენი ქალაქი!
ცხენზე შეხტა და სამუდამოდ გადაიკარგა მთებში.

იმდღეს თითქოს ამინდიც მოიღუშაო ძლიერად წვიმდა არცერთი სულიერი არ იყო ქუჩაში,მხოლოდ ერთი მოხუცი ქალი მოდიოდა ქუჩაში და ხელში ბედისწერის ქვებს ატრიალებდა თან ბუტბუტებდა.
-ბედს ვერ გაექცევი,მისგან ვერ წახვალ,ბედი ყველას იქ მიგვიყვანს,სადაც გვიწერია.

პ.ს არმჯერააა არმჯერა,რომ ამას ვტვირთავ,ხალხნო ვერ წარმოიდგენთ რამხელა გზა გავიარე ამის დასადებად,იმედიმაქვს მოგეწონებათ და ტყუილად არგამომივა ნაწვალები...



№1 სტუმარი სტუმარი ანი

აუუუუუ აი ძალიან მაგარი იყოოოო ძალიან...
საერთოდ არ ვამტყუნებ ნერსეს.. რაქნას როცა სულში აქვს გამჯდარი თავისი მიწა-წყალი ...
ძალიან ემოციური თავი იყო..
ინტრიგაში ჩავვარდი ძალიან მაინტერესებს შემდეგში რა მოხდება..
მალე დადე რა შემდეგი გთხოოოოვ^-^

პ.ს ანასტასიას დასკვნები არ მომეწონა... იმედია დაწყნარებულზე ყველაფერს გაიაზრებს

 


№2  offline წევრი anako

ვაიმეეე ჩემი საყვარელი ისტორიააა
ასე მალე გავიდა ეს ათი დღე თუ შენ დადე მალე? joy joy
ბათუ ძააან მაგარი ბიჭია აი ძაან
კოკას მდგომარეობა რომ გავიგე ყველარის მიუხედავად შემეცოდა(ჩემ კეთილ გულს რა ვუყო თორეეე... joy joy )
მეგონა ნერსე შეაჩერებდა ნასიას და არ გაუშვებდა მარაა მაინც წავიდა
იმედი მაქვს მაე დადებ და შემდეგასც შემოგვთავაზებ
წარმატებები სიხარულოო kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი ზზნ

შემდეგი როდის იქნება?

 


№4  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

რამდენიხანია გელოდებიი(((( ????????

 


№5 სტუმარი სტუმარი ლოლა

გელი გელი მოგელიიიიი

 


№6 სტუმარი -_-

რა ჯანდაბაააააა. ... სადაა ახალი თავი???

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

დედა ეს რა იყო,რა ჯანდაბაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent