შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.მესამე ნაწილი 7 თავი.


4-08-2019, 11:09
ავტორი zia-maria
ნანახია 3 195

გინახავთ ბედნიერებისგან დაღლილი ადამიანი? გიორგი დაიღალა,დაიღალა ფიქრით და ხვალინდელი დღის მოლოდინით.თუ აქამდე დილა მალე თენდებოდა,დღეს არ დაადგა საშველი გათენებას და გული აუბორგდა.
-გაყუჩდი გულო,აქ მე ჩემს გრძნობებს ვინახავ შენ განდობ და შენ უნდა გამიტანო.არ მინდა იტირო,რადგან ცრემლები გადაშლის შიგ შენახულ მოგონებებს.ესეც გაივლის,ჩვენ დავძლევთ და გადავლახავთ დღევანდელ რთულ დღეს.ვერც უკვე ასაკოვანი და ერთანად გათეთრებული გოგი ისვენებდა და ნერვიულად დააბიჯებდა სახლის წინ,რამდენჯერმე გულში გაიმეორა ის სიტყვბი,რაც უნდოდა ეთქვა ახლად გაცნობილი შვილიშვილისთვის.უეცრად მანქანის ხმა გაიგონა და გიორგი სიგნალით შემოვიდა ეზოში,გაღიმებული და აცრემლებული რუსო შეხვდა შვლთაშვილს სახლის კართან და ხელში აიყვანა თუ არა პატარა გოგის შეხედა.
-მომესალმე დიდო ბაბუ მე ხომ შვილთაშვილი ვარ შენი,რატომ არ მესალმები? კარგიიი, დავიმახსოვრებ და ნახე რა დღე დაგაყარო ჯერ ცოტა გავიზარდო.ყველას გაეცინა და გოგიმ მიუახლოვდა რუსოს ღიმილით დახედა პატარას და ხელის პაწაწინა თითებზე მოეფერა.
-ჩემი სიცოცხლის გამხანგრძლივებელი მოვიდა,ჯამრთელი გაიზარდე ბაბუ როგორც დედაშენი.უმცროს მარიამს ძალიან მოეწონა პატარა რუსკას ოთახი,სახლიც შეივსო ნელა-ნელა და ყველა გულის ფრიალით ელოდებოდა უმცროსი გიორგის მოსვლას და აი დადგა ამაღელვებელი წუთები,გიორგიმ ორივე ხელებით დატვირთულმა შევიდა სახლში,მის სახეს უზარმაზარი წითელი ვარდების რამდენიმე თაიგული უფარავდა,ერთი თაიგული მან პირადად გადასცა ახალბედა დედიკოს,მეორე თაიგული თვალცრემლიან რუსოს და მესამე მარიამს,გოგის კი ხელი ჩამოართვა,მაგრამ გოგიმ ორივე ხელები მოხვია შვილიშვილს და გულში ჩაიკრა.ყველას თვალში ცრემლი ჰქონდა,გიორგიმ კი ქალბატონი ნონა გააცნო ყველას და ნონამაც ღიმილით მიესალმა იქ მყოფთს,სიტყვით კი თქვა.
-სადაც კი შევსულვარ ბედნიერება მიმაქვს,აქაც მოვიტანე ამ სახლის ბედნირების ნაწილი და მინდა ვიყოთ ღიმილიანი სახეებით და ბდნიერებით სავსე თითოეული ჩვენთაგანი.
-მობრძანდით ქალბატონო ნონა.
-არა,მე ჯერ ძალიან დიდი პატივი მაქვს ამ ოჯახის ყველაზე უფროსი ვნახო და გავიცნო,რადგან მასთან მაქვს სულ პატარა საქმე,შემდეგ კი თქვენ შემოგირთდებით.გოგიმ გიორგის შეხედა და ფეხზე წამოდგა,მაგრამ ნონამ ის შეაჩერა.
-თქვნ არა,თქვენ დღეს ჩამოგართვეს უფროსობა ბატონო გოგი,ამ სახლში ყვლაზე უფროსი ის არის,ვინც პირვლად შემოაღო სახლის კარი,მე პატარა პრინცესა უნდა ვნახო.მარიამი ღიმილით გაუძღვა ნონას და პატარას ოთახში შვიდნენ,ნონამ თვალის ლოცვა წაუკითხა პატარას,შემდეგ ჩანთა გახსნა და უმცროს მარიამს გადასცა პატარა და ლამაზი კოლოფი.
-ეს მასავით პატარა და შუმჩნეველია,არ დამიწუნო ბებო.
-რას ამბობთ ნონა ბებო დიდი მადლობა.მარიამმა კოლოფი გახნა და პატარა წითელ-თვლიანი საყურე ნახა,ისეთი საყვარელი იყო ეს ორი პატარა წერტილი რომ გაეღიმა.კარი გაიღო და გიორგიმ ღიმილით თქვა.
-მიმიღებთ?
-მორძანდით.
-მარიამ ძალიან გთხოვ ასე ოფიციალურად არ მომმართო,ჩვენ ხომ უცხოები არ ვართ,ასე თუ თვლი არც არასოდეს იქნება აქ ამ სახლში ჩემი ადგილი.
-რას ამბობ,ძმა მყავს.უთხრა და ორივე ერთმანეთს ჩაეხუტა.გიორგიმ მარიამი ორივე ხელებით უკან დასწია,ჯიბეში ხელი ჩაიყო და მარიამს პატარა შეკვრა გადასცა.
-მინდა ჩემგან გქონდეს ეს პატარა ნივთი,მინდა შენ ატარო.მარიამმა ძმის საჩუქარი გაიკეთა და ღიმილით უთხრა გიორგის.
-მუდამ აქ იქნება ჩემს მკერდზე და არასოდეს მოვიხსნი.
-ეს საჩუქარი კი ჩემს პრინცესას,თუ არ მოგეწონება შევცვლი.ღიმილით გახსნა საგანგებოდ შერჩეული საჩუქარი და მარიამს შეხედა.
-არ მოგეწონა? შიში გაერია ხმაში.
-გიორგი ეს ძალიან ძვირფასია,ძალიან დიდი მადლობა,მაგრამ.........გიორგიმ ორივე ხელებში მოიქცია მარიამის ხელები და უთხრა.
-არანაირი მაგრამ არ არსბობს მარიამ,შენ ვერ გაიგებ ახლა ჩემი გული როგორ ფეთქავს,ზუზუნებს და არ შემიძლია გავაჩუმო,იცი რატომ? არ ველოდი ასეთ დახვედრას და მადლობა თქვნ რომ არსებობთ.
-დღეიდან ერთად ვიქნებით,კარგია რომ გამოჩდი და მოდი ჩვენამდე გიორგი.ყველას მოეწონა გიორგი და ნონა და ყველა გააოცა მამა-შვილის მსგავსებამ,როგორც იყო მღლვარე წუთებმა ჩაიარა და მაგიდას მიუსხდნენ.გოგის რადგან დიდი ხნით არ შეეძლო მაგიდასთან დარჩენა ჭიქა აიღო ხელში და უმცროს გიორგის შეხედა.
-ცხოვრება სიურპრიზია ყველა მოკვდავისთვის,ძალიან ბევრჯერ გაგვაოცებს, გაგვაბედნიერებს,სიხარულისგან აგვატირებს კიდეც და არის მომენტებიც რომ ფრთებს შგვასხამს და ცაშიც აგვაფრენს.დღეს შენ ხარ დიდი სიურპრიზი ჩემს სახლში,ჩემს ოჯახში შვილო გიორგი.ცხოვრების განვლილი გზა უკან არ ბრუნდება,მოდი ჩვენც არ მოვიხედოთ უკან და გავაგრძელოთ სვლა წინ მომავლისკენ,მაგრამ წინ სვლასთან ერთად ყოველთვის იქნება ის ტკივილი შენში რომელიც თავს არ გავიწყებს და გულს გიმძიმებს,სუნთქვას გიკრავს და ეს ყველაფრი იმ ერთადერთი ადამიანის დაკარგვით არის გამოწვეული ვინც ქვეყანას და ამ სამყაროს მოგავლინა.ეს ტკივილი შენში ტკივილად დარჩება,მაგრამ მაპატიე დღეს ჩემი ბედნირი ღიმილი,ღიმილი რომლიც შენი აქ მოსვლით მაქვს.დიდი იმედი მაქვს შენი ტკივილის გაქრობას თუ ვერ შევძლბთ,დარწმუნბული ვარ ცოტა მაინც შგიმსუბუქდება.ის ყოვლთვის შენს გვერდით არის შვილო და მან შენი ყველა ნაბიჯი იცის.უნდა გიხაროდს,რომ მან სიმართლე გითხრა,გული დაიმშვიდა და ისე წავიდა,მან იცოდა შენ კარგი ადამიანი დადგებოდი,მადლობა მას და მადლობა თქვენ ქალბატონო ნონა თქვენი დიდი ღვაწლი გიორგის აღზრდაში ჩადეთ.გოგიმ შვილიშვილს კიდევ ერთხელ მოეხვია შვილს კი თვალი ჩაუკრა.უმცროსმა გიორგიმ ყველას კარგად გაუგო,იღიმოდა მათ იუმორზე და ჯერ მხოლოდ მარიამთან იყო თამამად,შემდეგ ლუკას დაუახლოვდა და ვახოსაც გაუგო,გიორგიმ ადგილიც გამოუყო კომპანიაში რადგან უნდოდა შვილი ახლოს ჰყოლოდა.
იჯდა და ელოდა,ბოლოს მობეზრდა ლოდინი და გაბრაზებული წამოდგა,ფული გადაიხადა და მანქანასთან მივიდა,საბურავს ფეხი მიარტყა და ისედაც გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-საბურავი დაშვებულა,ამის დრო იყო ახლა? მანქანის კარი გამოაღო და უეცრად დაინახა მისკენ თმაგაშლილი და ფეხშიშვლი გოგონა მორბოდა,რომელმაც ტირილით უთხრა.
-მიშვლე,გთხოვ დამმალე რომ არ მნახონ,მომდევენ.ვახომ უკანა კარი გააღო და მკაცრი ხმით უთხრა.
-ჩქარა დაიმალე და სანამ არ გითხრა თავი არ ასწიო მაღლა,მაგრამ იმედი მაქვს რამე შარში არ გამხვევ.კარი დაკეტა და იქაურობას მშვიდად,აუღელვბლად გაეცალა.
-რა გქვია,ან რატომ იმალები.
-ანასტასია მქვია,მაგრამ რატომ ვიმალები ეს თქვენ არ გეხებათ.
-რას ამბობ,მანქანაში შემომივარდი და ამბობ არ მეხება? შენ მგონი შემოგზავნილი ხარ.გოგონას ფერი დაეკარგა,თითქოს მიუხვდა ვახომ საიდუმლოს,მაგრამ ვახოს იქით შეუტია და გააჩუმა.
-გააჩერე და ჩამოვალ, დამტოვთ გზაში და მივხედავ თავს, მე დახმარება გთხოვეთ და თქვენ ვიღაცაში აგერიეთ.ვახომ არ მიაქცია ანასტასიას ბუზღუნს ყურადღება და გიორგის შეტყობინბა გაუგზავნა,გიორგიმ კი გაოცბულმა წაიკითხა.
-შარში ვარ უნდა მიშველო,მართამ არ უნდა გაიგოს.
-სად ხარ,მომწერე და მოვალ.
-ჩვენს კომპანიასთან გავჩერდები მოშორებით,იქ ვერ შევიყვან.გიორგი მალე მივიდა ვახოსთან და ვახომ ანასტასია გიორგის გადაულოცა,გიორგიმ ანასტასია წინ დაისვა,მაგრამ ვახოს მიუბრუნდა და უთხრა.
-მოვედი და გიშვლე,მაგრამ მე სად წავიყვანო და რა ვუყო ამ გოგოს.
-მე სიკეთე გავაკეთე და გადმოგილოცე,უცოლო ადამიანი ხარ და ვინ იცის,იქნებ ბედმა თავად მოგძებნა.უთხრა ვახომ ღიმილით და წავიდა.გიორგიმ გაოცებულმა შეხედა ვახოს და გაბრაზებულმა დაუძახა.
-შენ სად მიდიხარ.
-როგორ თუ სად,ჯერ საბურავს უნდა მივხედო და მერე კომპანიაში.
-ვახო მე................
-დაველოდები შენს ზარს მეგობარო.
-დღეს ვიღაცამ დამწყევლა,რა დღე მაქვს და ეს არა-ნორმალურიც მე უნდა ვაპრავაჟო? თქვა და გაბრაზებულმა აამუშავა მანქანა,შემდეგ კი ანასტასიას შეხედა შიშველ ფეხებზე და უთხრა.
-ლამაზი ფეხსაცმელბი გაცვიათ,პირველად დავინახე ეს მოდა თქვენს ფეხებზე ალბად ბოლო მოდაა.ანასტასიამ გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა.
-თქვენ რა დამცინით?
-არა,როგორ გეკადრებათ.
-თქვენ თავხედი ხართ.
-მადლობა,ახლა მაღაზიაში შევალთ და ფეხსაცმელებს ვიყიდით,შემდგ ბინას მოვიფიქრებ სად წაგიყვანო,დაგაბინავებ და მშვიდად ვისაუბრებთ.
-რაზე ვისაუბრებთ?
-როგორ თუ რაზე,ამინდზე და ჩვენს ბედზე,ჩვენს ქორწინებაზე.
-რაზე?
-შენ მეღადავბი თუ მართლა ვერ ხვდები რა ხდება შენს გარშემო.
-ვიცი რაც ხდება,ვიღაცას ჩემი გატაცება უნდოდა და მე შევძელი მისგან თავი დამეხსნა.
-,,მე როდის შევძლებ შენგან თავი დავიხსნა ესაა გასარკვევი''.ჩაილაპარაკა და სერიოზულადშეკითხა.
-ვინ არის ის ვინც ამოგიჩემა.
-არ ვიცი ვინ არის,არ ვიცნობ.
-არც მე მიცნობ,მაგრამ ჩემს მანქანაში ხარ.ანასტასიამ შეხედა გიორგის და გიორგიმ უთხრა.
-კარგი ხო არ დაგტოვებ შუა გზაში და ნუ მიყურებ საწყალი ბავშვივით,დამშვიდდი და ხვალ ვისაუბროთ.მალე მაღაზიაში შევალთ,მითხარი რა ზომა ფეხსაცმელი გჭირდება,კარგად ვერ ვერკვევი,მაგრამ თუ არ ვცდები 37 ზომა უნდა გჭირდებოდეს.
-37 ზომა მჭირდება.გიორგიმ სადგომზე დააყენა მანქანა,შეხედა ნასტასიას და უთხრა.
-გადმოდი.
-რა? სად გადმოვიდე ასე.
-კონკია ხომ არ გინდა მოგიტანო ფეხსაცმელები და აქ ჩემი ხელით ჩაგაცვა,მერე ხელსაც გთხოვ, დამთანხმდები?
-უჟმური.ჩაილაპარაკა ანასტასიამ და კარი გააღო,გიორგიმაც ღიმილით გადავიდა მანქანიდან და ჯერ ოთახის წითელი ფლოსტები იყიდა და ანასტასიას მიუბრუნდა.
-ჩაიცვი.
-ესენი? და ამით ვიარო?
-სანამ არ მეტყვი სიმართლეს,ამ ფლოსტებით ივლი.ანასტასიამ გაოცბულმა შეხედა გიორგის და უთხრა.
-მართლა ამბობ თუ ხუმრობ?
-გადმოგცვივდა თვალები,ჩაიცვი და გამომყევი.ანასტასიამ ჩაიცვა ფლოსტები და გიორგის უკან აედევნა,მაღაზიაში ყველა ღიმილით უცქერდა მათ,გიორგი კი არავის ყურადღებას არ აქცევდა და წინ მიიწევდა,მხოლოდ მაშინ მობრუნდა უკან როცა ფეხსაცმელების სექციასთან გაჩერდა,მობრუნდა და ანასტასია ცხვირით შეასკდა გიორგის განიერ მკერდს.გიორგიმ გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა.
-ყველა ჩვენ გვიყურებს და ახლა არ გაბედო და არ შემეკითხო აქ რა გვინდა,უბრალოდ დაველოდოთ,კარგი?
-რას დაველოდოთ?იკითხა გაოცებულმა ანასტასიამ და გიორგის თვალს არ აცილებდა,გიორგი კი მშვიდად ფეხსაცმელებს ათვალიერებდა და ანასტასიას მშვიდი ხმით უთხრა.
-დაველოდოთ ყავას მოგვართმევენ.
-აქ? იკითხა გაკვირვბლმა და ხმამაღლა მოუვიდა თქმა,პირზე ხელი მიიფარა და გიორგის უყურებდა
-აქ რას უნდა დაველოდოთ,ანასტასია აარჩიე რომელიც მოგწონს.დიდი ხანი არჩევდა ანასტასია ფეხსაცმელებს,ყველა მოსწონდა მაგრამ იმხელა ფასები ეწერა ვერ გაბედა აღება,გიორგი კი ტელეფონზე საუბრობდა,თითქოს არ აქცვდა ყურადღებას,მაგრამ მაინც აპარებდა თვალს ანასტასიასკენ და ერთი საათის ლოდინის შემდეგ მიუბრუნდა და მკაცრი ხმით უთხრა.
-ვერაფრი შეარჩიე?
-აქ ყვლაფრი ძვირია.
-აბა იაფიანი გაცვია და წამოდი.მკაცრი სახე ჰქონდა გიორგის,მაგრამ ანასტასიას რომ შეხედა გაეცინა და მასაც ცოტა გულზე მოეშვა,ახლოს დადგა გიორგისთან და უთხრა.
-იცით? არ გამიბრაზდეთ,რაღაც მინდა გითხრათ.
-თქვი,გისმენ.
-ღიმილი თქვნს აღნაგონას უფრო სიმპატიურს ხდის და ნუ გაქვთ მკაცრი სახე,ოდნავ გაიღიმეთ,თორემ ირგვლივ ყველას აშინებთ.გიორგიმ კონსულტანტ გოგონების ფარულ ღიმილს შეასწრო თვალი და ისევ დაიბრუნა მისი მკაცრი სახე.
-აარჩიე,წავიდეთ? ანასტასიამ ერთ-ერთი თაროდან შეეცადა ჩამოეღო დაბალ-ძირიანი იასამნისფრი ფეხსაცმელი,მაგრამ გიორგის შეხედა და გიორგიც მიუახლოვდა,ხელი ასწია და ფეხსაცმელი ჩამოიღო,შემდეგ კი წინ გაატარა და თავადაც იყიდა მის არჩული ფეხსაცმელი,ფული გადაიხადა და მაღაზია დატოვა სადაც მისი მკაცრი გამოხდვით მას ქვისკაცი დაარქვს.გორგიმ გაიგონა,მაგრამ არაფერი თქვა ანასტასიამ კი შიშნარევი თვალებით შეხედა გიორგის მაგრამ ღიმლი მასაც შეეპარა ბაგებზე.
-სად მივდივართ? იკითხა ანასტასიამ როცა მანქანაში დასხდნენ.
-პასპორტი ან პირადობა თან გაქვს?
-კი თან მაქვს,სასტუმროში უნდა დამტოვო?
-არა,მომეცი პასპორტიც და პირადობაც,უნდა გავიგო ვისი აგენტი ხარ და რა საქმებს ხლართავ,ვინ გამოგაგზავნა ჩვენთან.
-რას ამბობ,მე არავინის აგნტი არ ვარ. გაბრაზდა ანასტასია და გიორგის გაბრაზბულმა შეხედა.
-დავიჯრო?
-როგორც გინდა.
-დაწყნარდი,ჩემს სახლში მიმყავხარ.
-შენს სახლში? მარტო ცხოვრობ?
-რატომ გაგიკვირდა.
-რას იტყვის შენები.
-ვეტყვი რომ დავქორწინდით და თაფლობის თვიდან დავბრუნდით.
-შემდეგ,რა მოხდება შემდეგ?
-შემდეგ? შემდეგ ერთ ოთახში და ერთ საწოლში დავიძინებთ.
-რააა,შემდეგ?
-შემდეგ...................ვერ ხვდები რა მოხდება შემდეგ?
-არ გააგრძელო,გააჩერე მე არ მოვდივარ შენს სახლში.გიორგის გაეცინა და ანასტასიას უთხრა.
-დამშვიდდი იქ მარტო იცხოვრებ,ხანდახან მოგაკითხავ და გავიგბ თუ ისევ ცოცხალი ხარ.სანამ შენ იქ ჩაკეტილი იქნები,მე გავარკვევ ვინ ხარ და რა გამოძრავებს.
-მკაცრი ხართ,გინდათ შემაშინოთ მაგრამ თქვენს გამოხედვაში ძალიან დიდი სითბოა,თქვნნაირი თვალეები დიდი ხანია არ მინახავს.გიორგი დაიბნა და ანასტასიას თავადაც თვალებში ჩააშტერდა,შემდეგ მის თითებში სიგარეტი შენიშნა და წუთიერად დედა გაახსენდა,დედა რომელმაც ნერვიულობის გამო დაიწყო მოწევა და უთხრა.
-ეს არ გინდა,არ გიხდება და თუ ნებისყოფა გაქვს,გადააგდე.ეს ჩემი სავიზიტო ბარათია,თუ დაგჭირდა დამირეკე.ანასტასიამ სავიზიტო ბარათი გამოართვა და წაიკითხა.
-ადოკატი გიორგი დოლიძე.
-მაცივარში ყვლაფერია,პირსახოცები გარდერობში ნახე და ერთი სიტყვით აქ მშვიდად იქნები,მე კი დაგტოვებ,რომ არ მოგერიდოს ჩემთან ერთად ცხოვრება,ღამე მშვდობისა პატარა ქალბატონო.გიორგი წავიდა და ანასტასიამ კარი ღიმილით დახურა,გიორგიმ კი სახლისკენ წავიდა და მის სახეს ღიმილი არ შორდებოდა,უფროსი გიორგი კი მასზე ნერვიულობდა და ეზოში დააბოტებდა,ფარები ჩააქრო ეზოში შესულმა და მანქანიდან გადმოვიდა,რომ ტელფონზე უცხო ნომერმა დაურეკა და თავისი ჩვეული დინჯი ხმით უპასუხა.
-გისმენთ.
-გიორგი ანასტასია ვარ.
-რა მოხდა,რატომ ჩურჩულებ.
-მომაგნეს.
-რაააა,როგორ ან სად ხარ.
-სახლი დავტოვე და წამოვედი,სადღაც ბნელ ადგილზე ვარ სადაც შუქი არ აღწევს იქვე სახლთან.
-შეეცადე არ დაგინახონ და რაც შეიძლება მალე მოვალ.გიორგიმ გაიგონა შვილის აღელვებული ხმა და მასთან მივიდა.
-რა მოხდა,ვინ არის გასაჭირში.
-არავინ,არ დამელოდოთ შვეცდები მალე მოვიდე.
-გიორგი.ისეთი მკაცრი იყო გიორგის ხმა,უმცროსმა გიორგიმ ვერაფერი ვერ უთხრა და ვერც ნაბიჯის გადადგმა გაბედა.
-მარტო არ წახვალ,მეც შენთან ეერთად მოვდივარ.
-გითხარი მალე დავბრუნდებითქო.
-მე კი გითხარი მეც წამოვალ,სხვაგვარად უჩემოდ ვერ წახვალ.გიორგიმ შეხედა მამას და მიხვდა ის ასე ადვილად არ დათმობდა მის პოზიციას და უთხრა.
-დაჯექი,მივდივართ დრო არ გვაქვს.გიორგიც გაბრზებული უცქერდა შვილს,ეს გამოხედვა იმის ნიშანი იყო,რომ მას ყველაფერი უნდა მოეყოლა.
-არ ვიცი ვინ არის,ვახომ მითხრა დახმარება ჭირდებაო და მეც სხვა არაფერი შევეკითხე.
-სად გყავს,სად მიიყვანე.
-ჩემს სახლში მივიყვანე,დავტოვე და წამოვედი,დამირეკა,რომ ისევ მიაგნეს,მაგრამ ვინ და რატომ ეძებენ არ ვიცი ამას ერთად გავიგებთ.
-იქნებ ეს ხაფანგია,არ გიფიქრია?
-არა,ძალიან გულუბრყვილოა.ჩაეცინა გიორგის.უფროსმა გიორგიმ კი წარბი მაღლა ასწია და უთხრა.
-წადი გაზს მიაჭირე,ვინ იცის რა მდგომარეობაშია.
-გიორგი სად მიდიხართ.მოესმათ მარიამის ხმა და მას მიუბრუნდა.
-გააწყვეთ მაგიდა და მალე მოვალთ,გაითვალისწინეთ სტუმარი გვეყოლება.უკვე მიდიოდნენ,რომ სახლიდან ანდრეა გამოვიდა და გიორგის დაუსტვინა,გიორგიშ შეჩერდა და ისიც მათ გაყვა.ჩქარა მიდიოდა და სახლთან მოშორებით გააჩერა,ჯერ მიდამო დაზვერა და შემდეგ გიორგის უთხრა.
-მე გადავალ,მამა შენ ჩემი ადგილი დაიკავე რომ დრო არ დავკარგოთ და სასწრაფოდ გავიდეთ აქედან.გიორგის ბაგეებს ისე მოულოდნელად წამოცდა მამა,რომ თავადაც ვერ მიხვდა,მაგრამ გიორგის გაქვავებულ სახეს რომ შეხედა მხოლოდ მაშინ მიხვდა და ეგონა მამას აწყენინა.
-არ მინდოდა გწყენოდა,მაპატიე.
-არა შვილო არ მწყნია,მაგრამ შეენმა ნათქვამმა მამამ სულ სხვა გრძნობა გააღვიძა,მარტო არ გაგიშვებ,მეც შენთან ერთად წამოვალ.
-არა უეთესია მარტო წავალ,არ მინდა შეეშინდეს ისედაც შეშინებულია.გიორგი წავიდა,ფეხაკრებით მიდიოდა რომ ერთ ბუჩქს მიუახლოვდა და ჩურჩული მოესმა.
-აქ ვარ გიორგი.
-აქ ხარ? გამოდი,მომეცი ხელი და წავიდეთ.ანასტასიას ხელი ჩაკიდა და ის იყო უნდა წასულიყო,რომ ანასტასიამ იყვირა.
-წადი,წადი დამტოვე არ მინდა შენც საფრთხში ჩაგაგდო?
-ახლა მეუბნბი მაგას? საფრთხეზე აქამდე უნდა გეფიქრა,გიორგის უკნიდან დაესხა ორი ჩაფსკვნილი მამაკაცი და ცემა დაუწყს,ერთმა ანასტასიას მოკიდა მკლავში ხელი და მიყავდა,რომ იარაღის გასროლის ხმა გაიგონეს და გაიქცნენ.ანდრეამ იარაღი შეინახა და ძირს დაგდებულ გიორგისთან მივიდა,გიორგი ტკივილისგან გმინავდა და საავადმყოფოში წაიყვანეს.უფროსი გიორგი გიჟს დაემსგავსა,რადგან ვერ გაიგო რა ხდებოდა შვილის თავს და ვინ იყო ეს ქალი ვისთვინაც შეიძლებოდა მოეკლათ.გიორგიმ იქვე მდგარ ანასტასიას შეხედა და უთხრა.
-ადამიანი ზოგჯრ თავის თავს კარგავს და შეცდომას უშვებს,მაგრამ არა უშავს შეცდომის გამოსწორება შეიძლება ყოველთვის,ახლა რაც მინდა ვიცოდე,მინდა გავიგო ვინ ხარ და როგორ გაჩნდი ჩემი შვილის ცხოვრბაში,ისინი ვინ იყვნენ.ანასტაია შეაშინა გიორგის ცივმა ხმამ და აკანკალბულმა უთხრა.
-მე....................
-ახლა დამშვიდდი და როცა მიხვდბი რომ საუბარი შეგიძლია დამელაპარაკე,მოგისმენ და ერთად გადავწყვიტოთ შენიც და გიორგის ბედიც.პიჟაკი გაიხადა და სიცივისგან თუ ნერვებისგან აკანკალებულს მხრებზე მოახვია.ანდრეა შორიდან უცქერდა ამ ყველაფერს და გიორგის მიუახლოვდა.
-შენ რას იტყვი,რას ფიქრობ ანდრეა.
-არ დაგიმალავ და უცნაურად მეჩვენება ეს ყველაფერი,მაგრამ ეს გოგონა საჭიროა,წაიყვანე სახლში და მოგვიანებით დაველაპარაკები.გიორგი დააფიქრა ანდრეას სიტყვებმა და ანასტასიას შეხედა,შემდეგ კი მიუახლოვდა და უთხრა.
-წამოდი სახლში წაგიყვან,აქ ანდრეა დარჩება.სახლში უცხო გოგოსთან ერთად მისული რომ დაინახეს ყვლას გაუკვირდა და მარიამმა პირველად უმცროსი გიორგი მოიკითხა.
-გიორგი სად არის გიორგი.
-სუპერმენობა უნდოდა,მაგრამ მოერიეს და ახლა საავადმყოფოში კვნესის.
-რაააააა,როგორ არის.
-საშიში არაფერია,ცოტა დაჟეჟილობაა,მე ისვ მივდივარ და სტუმარს მიხედეთ სუპერმენს მის ამაგს ნუ დავუკარგავთ გოგონა გადაარჩინა.ანასტასია დარცხვენილი იდგა და მარიამმა ის ოთახში აიყვანა,გიორგიმ კი თვალი ჩაუკრა.
-დაისვენე შვილო ნანერვიულები ხარ დადამშვიდდი,გიორგიც დაბრუნდბა და შემდეგ ვისაუბროთ.მარიამი გავიდა თუ არა ოთახიდან,ანასტასიამ უბიდან ტელეფონი ამოიღო,ჩართო და გადარეკა.
-სახლში შემოვაღწიე,ჯერ ოჯახის წევრების ნდობა უნდა მოვიპოვო,სხვა ინფორმაციას დრო და დრო მოგაწვდით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent