განთიადის მოყვარული ბიჭი [თავი მეორე]
გეგი თავის მეგობარ გოგონას ლიზას მაცნობს. ფორმალური საუბრის შემდეგ, მუსიკის ხმა იმატებს და ყველა საცეკვაოდ მივიწევთ. ძალიან მინდა, ყველაფერი დავივიწყო და უბრალოდ გავერთო. არც კი ვიცოდი ნორმალურად ცეკვა რომ შემეძლო. ცხოვრებაში მეორედ ვარ ასეთ წვეულებაზე. პირველად შარშან ვიყავი ნინისთან ერთად. კიდევ კარგი, ისიც ჩემთან ერთად იყო, თორემ არც კი ვიცი რა მოხდებოდა. ორსაათიანი ცეკვის შემდეგ, სიტუაცია შედარებით წყნარდება. სახლის ეზოში გავდივარ. ვამოწმებ ტელეფონს. დედაჩემისგან ერთი შეტყობინებაც არ მხვდება. ეს თან მახარებს, თან მადარდებს. ნუთუ არ აინტერესებს სად და როგორ ვარ?! მაკიაჟის შესასწორებლად საპირფარეშოში გავდივარ. რამდენიმე ნაცნობ სახეს ვხედავ. თუ არ ვცდები, ჩემი სკოლელები არიან. უცნაური, დამცინავი გამომეტყველებით მიყურებენ. ერთი მეორეს რაღაცას ანიშნებს და გადიან. როგორ მინდა ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ მენერვიულება. სრული იდიოტობაა ჩემი ფიქრები. ერთმანეთში არეული იდიოტობა. გონებას ვიკრებ და წვეულებაზე გავდივარ. გეგისთან ერთად ვცეკვავ, რის შემდეგაც ვისკის ვიღებ და გარეთ გავდივარ. სიგარეტის სუნი ტრიალებს. - “ვაა დედიკოსგოგო” - მესმის შეძახილი უკნიდან. გიორგის ხმას მაშინვე ვცნობ. არ ვაქცევ ყურადღებას და უკან შევდივარ. უკან სიცილის ხმა ისმის. ამასაც ვატარებ. ხალხის რაოდენობა შემცირდა. მეც გამოვთქვი აზრი წასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ გეგიმ მთხოვა დავრჩენილიყავი და მათთან ერთად “სიმართლე თუ მოქმედება” მეთამაშა. ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი. თამაში მე, გეგიმ, ლიზამ და კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ დავიწყეთ. ბოთლის დატრიალებისას ცოტა ავღელდი. გამიხარდა, რომ ის ჩემკენ არ გაჩერდა. ლიზას მოუწია, თამაშის დასრულებამდე, მაისურის გარეშე მჯდარიყო. თავიდან უარყო, ხოლო ვიღაცის მუქარის შემდეგ დავალების შესრულებას დათანხმდა. უკან ვიხედები და ვამჩნევ რომ ჩვენკენ გიორგი და იკა მოდიან. ვცდილობ სახის ფერი შევინარჩუნო და უცნაურად არ მოვიქცე. თავს ამაყად ვიჭერ. - ოე, ჩვენ გარეშე თამაშს როგორ ბედავთ? - ამბობს იკა ირონიული ხმით. - მოდით მერე, თამაშს ვინ გიშლის ძმაო - პასუხობს ერთი. იკა და გიორგი ჩვენთან სხდებიან და გეგი ბოთლს ატრიალებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი ერთი მხარე ჩემკენ ჩერდება. “ეს ხომ უბრალოდ თამაშია” ვიმეორებ გულში. ბოთლს ვაკვირდები და ვიაზრებ, რომ მისი მეორე მხარე გიორგისკენაა მიმართული. - “სიმართლე თუ მოქმედება” - მეკითხება გამაღიზიანებელი ხმით. თავს ამაყად ვიჭერ და მოქმედებას ვირჩევ. გიორგი გაღიმებული სახით მიყურებს. - შენ უკვე აირჩიე. ჰმ... მოდი, ათ წუთზე მეტს არ წაგართმევ. ამ დროის განმავლობაში, თვალები ახვეული გექნება და არანაირ წინააღმდეგობას არ გამიწევ. თვალებს სახვევით მიხვევს. სადღაც წაყოლას მიბრძანებს. ვალდებული ვარ დავემორჩილო. გული მიფანცქალებს. რას ვაკეთებ?! იმ ბიჭს ვემორჩილები, რომელიც მძულს და რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რათა ცხოვრება ჩამიმწაროს. ფეხზე სისველეს ვგრძნობ. უკვე არამარტო ფეხზე. აუზში ვარ. წყალი მხრებამდე მწვდება. თავში უამრავი ფიქრი მიტრიალებს. ნეტა რის გაკეთებას აპირებს?! ალბათ ხელს მკრავს, წამაქცევს, სურათს გადამიღებს და დამცინებს. უკეთსს არც ველოდები. ჩემი ვარაუდი მართლდება. გიორგი ხელს მკრავს. ფეხი მიცურდება, მაგრამ დაცემის მაგივრად,თვითონვე მიჭერს. თვალები ახვეული მაქვს, ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, რომ გიორგია. უხერხულ სიახლოვეს ვგრძნობ, შემდეგ კი მისი ჩურჩული მესმის: - წინააღმდეგობის გაწევა გეკრძალება სიხარულო. ამ დროს ეს სიახლოვე მატულობს. შეხებას ჯერ ლოყაზე, შემდეგ კი ტუჩებზე ვგრძნობ. თავს ვერ ვიკავებ და წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობ. ხელით მიჭერს და გაქცევის საშუალებას არ მაძლევს. ვნებდები. მისი ტუჩები ჩემს ტუჩებთან კონტაქტს აგრძელებს. თავიდან მსიამოვნებს, შემდეგ ვიაზრებ ყველაფერს და გულის რევის შეგრძნება მივლის. გიორგი მჭიდროდ მეხვევა და წყალში მიიწევს. მეც თან მექჩება. სახვევი მძრვება და მის სველ კულულებს ვხედავ. თვალებზე ცრემლები მადგება. ზიზღის ცრემლები. როგორც იქნა, წყლიდან ამოვყავარ. გიორგი დამცინავად მიკრავს თვალს. ზიზღიან მზერას ვტყორცნი და ვეცლები. თამაშის გაგრძელების ყოველგვარი სურვილი დავკარგე. ღამის სამი საათია. ტანსაცმელს ვიცვლი და გეგის სახლამდე მიცილებას ვთხოვ. გზაში არაფერს ვამბობთ. სრულ ქაოსში ვარ. სახლში შესულს, დედაჩემი სამზარეულოში მხვდება. ნერვიული და გაბრაზებული თვალებით მიყურებს. ხმას არცერთი არ ვიღებთ. წყალს ვსვამ და ჩემს ოთახში შევდივარ. დასაძინებლად ვემზადები, მაგრამ ფიქრები არ მასვენებს. ჯერ დედაჩემი, შემდეგ სკოლა, შემდეგ წვეულებაზე მომხდარი ამბები... რატომ მოიქცა გიორგი ასე? საერთოდ რას ვუშავებ. ერთი უბრალოდ გოგო ვარ, რომელიც “რაღაც მიზეზის” გამო არ ევასება. სადაც ის, ან მისი რომელიმე ძმაკაცი მხვდება, ყველგან ცუდ გუნებაზე ვდგები, ყოველთვის ვითრგუნები. ასე გაგრძელება არ მსურს. ყველაზე კარგი გამოსავალი დაიგნორებაა, რაც მე არ გამომდის. მე შინაგანად ვნადგურდები, ისინი კი ერთობიან. ამ საქციელით, სხვის თვალში თავის ამაღლებას ცდილობენ. სამწუხაროა, მაგრამ გამოსდით კიდეც. გიორგის დღევანდელ საქციელზე ვფიქრობ. რატომ გააკეთა ეს? მეშინია. ალბათ გარშემომყოფთა მიერ გადაღებულ სურათებს ინტერნეტში განათავსებს, რათა აფსურდში ცილი დამწამოს. ყველაფერს ცდილობს ჩემს გასაღიზიანებლად. ალბათ, სკოლაში ყველა ჩემზე იჭორავებს... ამ ბოლო დროს, დედაც ძალიან უცნაურად მექცევა. არ ვიცი, მეჩვენება თუ არა, მაგრამ ვატყობ, რომ ძველებურად აღარ ვუყვარვარ. დიდი ხანია, მისგან თბილი სიტყვა არ გამიგია. მუდამ შენიშვნა, ბრძანება და გულგრილი საუბარი. ჩხუბის შემდეგ, არც კი უკითხავს სად და როგორ ვიყავი. ნეტავ მართლა არ აინტერესებს? ძალიან მიკვირს. თითქოს ის ძველი დედა აღარაა. გულგრილი გახდა. აღარ მეფერება, აღარ მეჭორავება და აღარც მისმენს. ამ ფიქრებში მეძინება. შაბათი დილაა. ვდგები და ბუჩის გასასეირნებლად ვემზადები. ძაღლს ვუყურებ და მახსენდება ის დღე, როდესაც დედამ მომიყვანა. ისეთი პატარა და საყვარელი იყო... გუშინდელივით მახსოვს ის ბედნიერი წუთები და ის ემოცია, რაც მისმა დანახვამ ჩემში გამოიწვია. უზომოდ გახარებული ვიყავი. არც კი მახსოვს, რამდენჯერ ვუთხარი იმ დღეს დედაჩემს სიტყვა “მადლობა”. მე და ბუჩი სკვერისკენ მივსეირნობთ. ხალხი საერთოდ არ ჩანს, რაც თავს მყუდროდ მაგრძნობინებს. ტელეფონის ზარის ხმა მესმის. ნინი მირეკავს. - ჰეი, ანა სად ხარ? - მე და ბუჩი ვსეირნობთ. რა არის? - არ გინდა ჩემთან გამოხვიდე? ბუჩიც წამოიყვანე, ორივე მომენატრეთ. - ჩვენც მოგვენატრე. კარგი, გამოგივლით. ქუჩას ვკვეთ და პირველივე შესახვევში ვუხვევ. მაღაზიაში ჩიპსებს ვყიდულობ და ნინისთან ავდივარ. დედამისი სიყვარულით მეგებება. ძალიან საყვარელი ქალია. ყოველთვის კარგ განწყობაზეა. ნინის ოთახში შევდივარ. ბუჩი სიხარულით უყეფს და მისკენ მიიწევს. ძაღლს ვაჩერებ და ფრთხილად მიმყავს, რათა მოტეხილი ფეხი არ ატკინოს. ბოლოს, ბუჩი ჯდება და ნინისთან მიახლოებას მეც ვახერხებ. დიდხანს ვსაუბრობთ. წვეულებაზე მომხდარ ამბავს ვუყვები, რაზეც მისი რეაქციის მეშინია. დარწმუნებული ვარ, ძალიან გაბრაზდება. - მაგას ერთი გემრიელად მიბეგვა ხო არ უნდა?! მაგდენს რატომ აბედინებ? შენც კაი სულელი ხარ. საუბრის დამთავრების შემდეგ, ფილმის ყურება გადავწყვიტეთ. ნინის ადგომაში ვეხმარები და ქვევით ჩავდივართ. პატარა ოთახში შევდივართ, სადაც ჯერ კიდევ დგას ჩვენ მიერ პლედებისგან გაკეთებული შტაბი. ეს ადგილი ძველ მოგინებებს აცოცხლებს. მაშინ მხოლოდ 12 წლისები ვიყავით. თითქოს არც ისე დიდი დრო გავიდა, მაგრამ საგრძნობლად შევიცვალეთ. ვძვრებით და კომედიურ ფილმს ვარჩევთ. გავხალისდი. კინო ნამდვილად სასაცილო იყო. ბევრი ვიცინეთ. დასრულების შემდეგ, ნინის დედამ პიცა მოგვიტანა. ძალიან მიყვარს მისი ნახელავი. საღამოს, სახლში დაბრუნებისას, გზაში იკა მხვდება. ბუჩი უყეფს. ვცილობ გავაჩერო, მაგრამ არ გამომდის. - გუშინ მაგრა მოგეწონა აუზში ხო? - მეუბნება დამცინავად. დამცინავ მზერას ვტყორცნი და ნაბიჯს ვუჩქარებ. იკა მომყვება. - ნეტავ, ამ ლამაზმა გოგონამ თუ იცის, რომ გუშინდელი სცენის ვიდეო მაქვს? გინდა გაჩვენო? ჯიბიდან ტელეფონს იღებს და ვიდეოს რთავს. უნებურად უკან ვიხედები. გულის რევის შეგრძნება მაქვს. ეს ვიდეო მართლა არსებობს. - ახლავე წაშლი! - ვეუბნები ტირილნარევი, ნაძალადევად მკაცრი ხმით, რომელსაც აშკარად ეტყობა ჩემი მდგომარეობა. - მაგასაც ვნახავთ. გიორგის მადლობელი უნდა იყო, რომ ეს ვიდეო სოციალურ ქსელში არ დევს. - ფუ რა იდიოტები ხართ. - ვეუბნები და გზას ვაგრძელებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.