განთიადის მოყვარული ბიჭი [თავი პირველი]
- არ გასინჯავ? - დაანებე თავი. დედიკოს გოგოა რა უნდა გასინჯოს -ეპასუხება გიო. - ერთი ნაპასი დაარტყი მაგრა გაგისწორდება - უკაცრავად, უნდა წავიდე, მეჩქარება. გამოვდივარ შენობიდან. ავრბივარ კიბეებზე და სახლში შევდივარ. სარკეში ვიხედები. ლოყები აწითლებული მაქვს. გული სწრაფად მიცემს. ვერ ვიაზრებ რა მოხდა.რატომ მიგდებენ მასხრად?! ნორმალური ტანი მაქვს, არც ისე დაბალი ვარ, შავგვრემანი. ნუ ამ ცხვირს ეშველება რამე. სოფიზე ნაკლები ვარ თუ ლიზაზე... - ანა პური ამოიტანე! - მესმის დედაჩემის გამაღიზიანებელი ბრძანება. მეტი რა გზა მაქვს. ვიძახებ ლიფტს და შევდივარ. მეთხუთმეტე სართულზე ვცხოვრობ, ამიტომ ლიფტი ჩასვლას ძირითადად სამ წუთს ანდომებს. უცებ ლიფტი ჩერდება და ორი უცნობი ბიჭი შემოდის. დახურული სივრცის შიშს ვძლიე, მაგრამ ორ გამაღიზიანებელ ახალგაზრდასთან ერთად ყოფნა მაინც მაშინებს. გულის ცემა ამიჩქარდა. ბიჭები ერთმანეთში დაბალ ხმაზე საუბრობენ, მაგრამ შინაგანი ხმის ბზუილის გარდა არაფერი მესმის. ამას ემატება სიგარეტის სუნიც, რომელიც ლიფტში დადგა. თავბრუ მესხმის. თავს ძალას ვატან რომ გავმაგრდე და არ წავიქცე. თავში ათასი უაზრო ფიქრი მიტრიალებს. ამ დროს კარი იღება და მეც გავდივარ. რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი ლიფტს და ერთერთი ბიჭის ზედმეტად ბოხი ხმა მესმის. დაზუსტებით ვიცი რომ ჩემსკენაა მომართული. ძალიან მეშინია და გავრბივარ. ისეთი სისწრაფით,რომ მარკეტსაც გავცდი. უკან მობრუნება დავაპირე. ამ დროს კი ის ბიჭი დავინახე. გაქცევას აზრი არ ექნებოდა ამიტომაც გავმაგრდი. მუშტები მოვამზადე, ვიყვირე კიდეც. შემდეგ ზემოთ ავიხედე. ბიჭი ჩემს სამაჯურს მაწვდიდა. დავიბენი. არვიცოდი გამეცინა თუ არა. თავგზა ამებნა. დაბნეულმა გამოვართვი სამაჯური და მადლობა გადავუხადე. ვიყიდე პური და ავედი სახლში. მეცადინეობის თავი არ მაქვს. ამ ბოლო დროს დაბნეული ვარ. ერთადერთი ვისაც ჩემი ესმის ნინია. დედაც გაუცხოვებულია. მუდამ მკაცრად მესაუბრება. არ ადარდებს რას ვგრძნობ. არ ცდილობს ჩემი მდგომარეობა გაიზიაროს. ამიტომ მიჭირს მასთან გულახდილად საუბარი. ვიკეტები ოთახში. ნინის ვურეკავ და დღევანდელ ამბებს ვუყვები. თავიდან დამცინის, მაგრამ შემდეგ მირჩევს რომ დავიკიდო. მართალიცაა, თავს არ უნდა ვიტანჯავდე იმაზე ფიქრით, თუ ვინ რას ფიქრობს ჩემზე. არაა აუცილებელი, ყოველდღე იდეალურად გამოვიყურებოდე. ნუ რა მნიშვნელობა აქვს. მაინც არავის აინტერესებს რა აცვია 16 წლის ანას. ვცდილოვ დავიკიდო. რა ვქნა, არ გამომდის.ნინი ყოველთვის მეხმარება და მამხნევებს. ნუ მაინც სულ ცუდ სიტუაციებში ვხვდები. განსაკუთრებით ახლა, როცა ნინი სკოლაში არ დადის. ცუდად ვხდები სკოლის ხსენებისასაც კი. სწავლაზე ლაპარაკიც ზედმეტია. გაკვეთილები არც ტარდება. არავის ადარდებს განათლება. სრული კატასტროფაა. ნუ, ეს ორი წელიც და დავამთავრებ. თენდება კიდევ ერთი მოწყენილობით აღსავსე დღე. როგორც ყოველთვის, ჩემი წითელი მაღვიძარის გამაღიზიანებელი ხმა მაღვიძებს. ამას მოჰყვება ბუჩის დაუსრულებელი ყეფა. თავს მატკიებს გვერდითა ოთახიდან გამოსული ჩემი მშობლების კამათის ხმა. ვიცვამ და ვემზადები ჩემს აუტანელ მეობლებთან ერთად საუზმისთვის. საბოლოოდ თავს ვაღწევ სახლს და სკოლაში მივდივარ. მძულს ყველაფერი რაც ამ შენობას უკავშირდება, ბავშვები ხომ საერთოდ. ავდივარ კლასში. როგორც ყოველთვის, ჩემს შემოსვლას ვერავინ ამჩნევს. ჩანთას ვდებ ბოლო მერხზე და ვჯდები. გაკვეთილის ბოლომდე თავს ზემოთ არ ვწევ. შესვენებაზე საპირფარეშოში გავდივარ. სკოლის “გაჩითული ტიპების” გამო დერეფანში სიარული მძულს. ახლაც ვხედავ რამდენიმე მათგანს. “დედიკოს გოგოს გაუმარჯოს”, “ვაა რანაშა გაიჩითა”, “ გამოიხედე ვინ მოდის”, “ზმანებს გაფიცებ” -მესმის შეძახილები,რასაც ხმამაღალი სტვენა მოჰყვება. ნაბიჯს ვუჩქარებ და დაბნეული კლასისკენ ვბრუნდები. თავს ვაჩვენებ, თითქოს მათი საქციელი ცალ ფეხზე . არადა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მეტყობა რასაც ვგრძნობ. გიო მხარზე ხელს მადებს და მაჩერებს. მაისურს იმ დონემდე მიქაჩავს რომ თავს უხერხულად ვგრძნობ. ბრაზის და სირცხვილის ერთობლივი გრძნობა მაწითლებს. ვგრძნობ, რომ თვალებზე ცრემლები მადგას, მათ შესაჩერებლად ბოლომდე ვიბრძვი. ვცდილობ თავი ამაყად დავიჭირო მაგრამ ყველაფერი პირიქით გამომდის. სასტავი იცინის, მე კი მეტს ვერაფერს ვფიქრობ, სახეში ვულაწუნებ და გავრბივარ. გაკვეთილების ბოლომდე გარეთ არ გავდივარ. სახლში წასვლისას კი ყურადღებას არავის ვაქცევ. The Beatles-ის Let It Be-ს მოსმენით ისე ვარ გართული, რომ გიორგის და მისი ძმაკაცი იკას შეძახილები არც კი მესმის. შემდეგ კი მოახლოებულ ნაბიჯებს ვგრძნობ. მხარზე ხელის შეხება ნამდვილად არ მსიამოვნებს. უკან ვიხედები. ორ ნაცნობ სახეს ვამჩნევ. გიორგი და მისი ძმაკაცი იკა. გიორგი ხელს მკრავს და ძირს მაგდებს.არ ვიცი ორი წამით თუ ირი წუთით მაგრამ ვგრძნობ რომ გონებას ვკარგავ. ვხვდები, რომ ვიღაცის მანქანაში ვარ. მანქანა იძვრის და ჩემთვის უცნობ ადგილას ჩერდება. მანქანიდან გადმოვდივარ და გაქცევას ვცდილობ, მაგრამ ბიჭები მიჭერენ. - შენ ვის დაარტყი? - შენ - ვპასუხობ დაუფიქრებლად. - ხოდა იცი ვინ ვარ?! ჩემნაირებს დარტყმას კი არა მიახლოებასაც ვერ უბედავენ. - ხოო შენნაირებს, გოგოების დამცირებითრო ერთობიან და თავი სტრანი ტიპები რო გონიათ. - იცოდე მაინც, ვიზე რა უნდა ილაპარაკო შე ბო*ო ამ დროს ვხტები და ფეხს ფეხებს შორის ვურტყამ. იკა უკნიდან მიჭერს, მაგრამ გავრბივარ. სახლის გზას ძლივს ვიკვლევ. ავდივარ ჩემს ოთახში და ბალიშს ცრემლებით ვასველებ, ნინისთან ლაპარაკის თავიც არ მაქვს. დედაჩემი სასადილოდ მიხმობს. მე ვეუბნები, რომ დღეს არ მსურს მათთან ერთად ჭამა. -ანა, შენს ოჯახთან ერთად უნდა ისადილო. -გთხოვ, დღეს ცუდ ხასიათზე ვარ, ჩემს ოთახში ვისადილებ. -გამოდი ჩქარა. არ მაქვს შენი ახირებების თავი! ან ჩვენთან ერთად ისადილებ, ან საერთოდ არ შეჭამ! -კარგი რა... მთელი ამ დროის განმავლობაში თქვენს ჩხუბს უნდა ვუსმინო და თქვენ ამას ეძახით ოჯახურ სადილს?! -ანა!! გამოეთრიე შენი ოთახიდან და ჭამე, ახლა შენი თავი არ მაქვს! -საერთოდ როდის ფიქრობ ჩემზე ერთხელ მაინც გიკითხავს რას ვგრძნობ და რას განვიცდი? ან საერთოდ რატომ არ მინდა თქვენთან ერთად სადილობა, საერთოდ გაინტერესებს? დედაჩემმა კარი გაიხურა და გავიდა. ჭამის მადა საერთოდ დავკარგე. დილით ჩვეულებისამებრ ვდგები და მივდივარ. სკოლისკენ მიმავალ გზაზე, ჩემდა გასაკვირად, არავინ მხვდება. წყნარად მივდივარ, Nirvana-ს ვუსმენ და ფიქრით ვარ გატაცებული. წვიმის წვეთები ლოყებზე ნაზად მეცემა. ვინმემ რომ დამინახოს, ეგონება რომ ვტირი. სკოლის შესახვევს ვცდები და მდინარის პირას მივდივარ. ქვაზე ვჯდები და დინებას ვუყურებ. პატარა თევზებს ვხედავ, რომლებიც თავისუფლად დაცურავენ. ნეტავ შემეძლოს ყველაფრისგან თავის დაღწევა და მათსავით უდარდელად ცურვა... მინდა ცხოვრება დავიკიდო და უბრალოდ ვისიამოვნო. დავივიწყო ყველა, ვინც გულს მტკენს და ცხოვრებით დავტკბე. მეც მეკუთვნის სიმშვიდე, მხიარულება. მინდა ვინმესთვის ნამდვილად ძვირფასი ვიყო. უკნიდან ხელის შეხებას ვგრძნობ. აღელვებული ვიხედები და ნერვიულობა მიქრება. ჩემს ძველ მეგობარ გეგის ვხედავ. ვდგები და ვეხვევი. მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, ძალიან იშვიათად ვხედავ. -როგორ ხარ? -მეკითხება -რავი შენ? -არამიშავს, ახლა სკოლაში არ უნდა იყო? რატომ აცდენ? -ცუდ ხასიათზე ვარ და მინდა ერთი დღით დავისვენო სკოლისგან. -დედაშენმა იცის? -არც აინტერესებს, არც მეკითხება როგორ ვარ. კარგი აღარ მინდა ამაზე საუბარი. გადავწყვიტეთ კაფეში შევსულიყავით. ყავას და ნამცხვარს მივირთმევთ, ამავდროულად ერთად გატარებულ დროს ვიხსენებთ. ბავშვობაში ძალიან ხშირად ვიყავით ერთად. ვჩხუბობდით, ვრიგდებოდით, შემდეგ ისევ ვჩხუბობდით და გრძელდებოდა ასე. მასთან ლაპარაკმა დარდი შემიმსუბუქა და გამამხიარულა. დამშვიდობებისას, გეგიმ წვეულებაზე მასთან ერთად წასვლა შემომთავაზა. თავიდან ვიუარე, შემდეგ კი დავთანხმდი. მჭირდება ყურადღების სხვა რამეზე გადატანა. ცოტა გართობა არ მაწყენს. წვეულებამდე მხოლოდ საათნახევარია დარჩენილი, მე არც კი ვიცი რა ჩავიცვა. დედაჩემისთვის რჩევის კითხვას აზრი არ აქვს, ამიტომ ნინის უნდა ვკითხო. ვურეკავ და ამ ორი დღის მანძილზე მომხდარ ამბებს ვუყვები. ამასობაში დიდი დრო გადის. ნინის რჩევით, შავ, წელში გამოყვანილ კაბას ვიცვამ. ჩემი აზრით, კარგად გამოვიყურები. გეგის ვხვდები და წვეულებაზე მივდივარ. ორსართულიან, აუზიან სახლში შევდივარ, საიდანაც ხმამაღალი მუსიკის ხმა გამოდის. უამრავ ახალგზარდას ვხედავ. შესვლისთანავე მცემს სიგარეტის მძაფრი სუნი. არეული სიტუაციაა. გოგონა კოქტეილს მთავაზობს. მადლობას ვუხდი და ვართმევ. ვცდილობ ამ არეულობაში გეგი ვიპოვო. შორიდან მისნაირ შავ, ოდნავ ხუჭუჭა თმებს ვხედავ. ვუახლოვდები და ვხვდები, რომ ვიღაცას კოცნის. არ მინდა ხელი შევუშალო, ამიტომ არც ისე თვალსაჩინოდ ვუახლოვდები. ამ დროს ვამჩნევ, რომ ის გეგი არ არის, ის ჩემი კოშმრების მთავარი გმირი, სკოლის დღეების შემზიზღებელი გიორგია. ჩემი გულის ბაგა-ბუგი მესმის. ვცდილობ ამაყად შემოვბრუნდე და გეგის ძებნა განვაგრძო. ასეც ვაკეთებ. მის მომღიმარ სახეს მალევე ვამჩნევ და გზის გაკვლევით მისკენ მივიწევ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.