შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოიდარებს (თავი 1)


9-08-2019, 06:38
ავტორი OCEAN.drive
ნანახია 2 119

ისევ შევხვდებით.
დედა და მამა 20 წლის ასაკში დავკარგე ამან უდიდესი დარტყმა მომაყენა აღარ ვიცოდი ცხოვრება როგორ გამეგრძელებინა,სუიციდურმა ფიქრებმა შემომიტიეს,თავს ვეღარ ვერეოდი ფიქრები მჭამდნენ...შინაგანად და ფიზიკურად გავნადგურდი აღარავინ დამრჩა, ყველაფერი ხელიდან გამომაცალა ერთმა ავარიამ და უბედურმა შემთხვევამ ჩემი ორი საყვარელი ადამიანი დამაკარგინა, გული გატეხილი მქონდა დეპრესია დამეწყო ბიძაჩემმა,რომელმაც დიდი თანადგომა გამოიჩინა ჩემს მიმართ თავისთან გადასვლა შემომთავაზა არ დავთანხმდი, რადგან სიმარტოვე მინდოდა მინდოდა არავინ მენახა საჭმელსაც ვეღარ ვჭამდი წყალსაც მცირე ოდენობით ვიღებდი ვიჯექი და ვერც კი ვხვდებოდი რა მოხდა ჩემს თავს.
როცა მივხდი რაც მოხვდა თავს ვეკითხებოდი რატომ მოხვდა? რატომ მაინც და მაინც მე?
დღეები ერთმანეთში მერეოდა სანამ ბიძაჩემმა სერიოზული სიმკაცრე არ გამოავლინა სახლში მოვიდა გაბრაზებული და თავადაც განადგურებული, მონოლოგი წამიკითხა იმის შესახებ,რომ თავადაც წუხდა ერთადერთი ძმა დაკარგაა,შავი ფარდები გადაწია და დამიბარა ხვალ ფსიქოლოგთან მივდივართო უარს თუ მეტყვი ჩათვალე მომკლავო ახლა კი ნელიკოს გამოვუშვებ- სახლს მიგილაგებს, წვნიანს გაგიკეთებს მიგხედავს ჩემთან არ მოდიხარ და სხვანაერად ვერ დაგეხმარებიო წავიდა დამიბარა ხვალ საღამოს 7 საათზე გამოგივლი მზად დამხვდიო.
ბიძაჩემზე მოკლედ გიამბობთ 45 წლის კაცია დიდი ბიზნესი აქვს და ძალიან შეძლებული ტიპია სახელიც განთქმულიაქვს ქართულ ბიზნესში.
ჰყავს ცოლი,რომელიც ახლახანს შეირთო და არ ჰყავს შვილები ჩემს მიმართ კი ყოველთვის გულუხვი და კეთილი იყო მანებივრებდა ისე მექცეოდა, როგორც ღვიძლ შვილს მეც ძალიან მიყვარდა მამისგან ვერც ვანსხვავებდი... რატომ არ გავყევი სახლში? არ მინდოდა ვინმეს ტვირთად დავწოლოდი მას ხომ ცოლი ჰყავს იქნებ სულ არ სურდა ჩემთან ერთად ცხოვრება,თანაც დიდად არც მე მსურდა ვინმესთვის ჩემი ფიქრების უძილობის და ჩემი ჩვევების გაზიარება არ მინდოდა ახალ გარემოში ყოფნა მიჩვევა და შემდეგ რამის დაკარგვის შიშით ცხოვრება.
დილით ბიძაჩემმა გამომიარა თვალები ჩასისხლიანებული და გასიებული მქონდა ტირილისგან თმები უხალისოდ დავივარცხნე შავები ჩავიცვი და ქვევით ჩავედი სადაც ბიძაჩემი თავისი ჯიპით მელოდა.
შავები იმიტომ არ მეცვა რომ ეს წესი იყო ზოგადად ტანსაცმელს განწყობის მიხედვით არჩევენ მე კი არმინდიდა ფერადი ტანისამოსის ტარება მთელი გულით არ მსურდა, არ მინდოდა დამენახა რაიმე ფერადად ცხოვრება შავთეთრიც კი არ იყო თითქოს უფრრულობაში ჩავიკარგე სადაც არ არსებობს ფერები მათ შორის არც შავი და თეთრი თითქოს დიდ უაზრობაში აღმოვჩნდი სადაც არ მთავრდება შენი წვალება სულის წვალება სწორედ ასეთი წარმომედგინა ჯოჯოხეთი.
გზაზე უნივერსიტეტი გამახსენდა და მივხვდი რომ გამიმართლა,რომ სწორად ახლახანს დამთავრდა ვერგადავიტანდი ბავშვების მოსამძიმრებებს მათი დაკრძალვაც ძლივს გადავიტანე და უნივერსიტეტში სიარულს ნამდვილად ვერ შევძლებდი.
ბიძაჩემმა საუკეთესო ფსიქოლოგთან მიმიყვანა.
გამარჯობა მაია გეგეჭკორი ხელი გამომიწოდა სასიამოვნო გარეგნობუს საშუალო სიმაღლის წაბლისფერთმიანმა ქალმა.
ვიძიტმა კარგად ჩაიარა სიმართლე გითხრათ დიდად არაფერი მიგრძვნია მაგრამ კარგი იყო სამყაროსთან კონტაქტზე გასვლა.
სახლში მივედი ყავა დავლიე და მივხვდი რომარაფრის ნელიკოს გუშინდელი წვნიანი გამოვიღე გავიცხელე და ორ ლუკმას გეახელით დასაძინებლად წავედი მაგრამ ვერ დავიძინე დილის 6 საათი იყო როცა გარეთ გასვლა გადავწყვიტე ჩიტების ჭიკჭიკის გარდა არაფრის და არავის ხმა არ მესმოდაა დილით გრილიდა ამიტომ თბილად ჩავიცვი და მეშვიდე სართულიდან ფეხით დავეშვი.
ქვევით ჩასულმა პატარა სკვერს მივაგენი, სადაც არასდროს ვმჯდარვარ ყურსასმენები გავიჯეთე ვივალდის "winter" ჩავრთე 20 წუთი გაუნძრევლად ვიჯექი მუსიკის მოსმენა ჩემი ფსიქოლოგის იდეა იყო მძიმედ მოსასმენი მუსიკა კი ჩემი იდეა.
სახლში დაქანცული ავედი ტანზე გადავივლე და საწოლზე დავეშვი დასიებული თვალები მოვადუნე ტელეფონს არც კი ვრთავდი თბალები დავხუჭე და მალევე გავითიშე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent