შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარეული (თავი 4)


10-08-2019, 17:30
ავტორი ლეა
ნანახია 796

კედელზე აკრულს უკნიდან მეხუტებოდა. მისი სუნთქვა პირდაპირ ყელში მეფრქვეოდა. გულისცემა საგრძნობლად გამიხშირდა. თითებით სახეზე მეფერებოდა, შემდეგ დაიხარა და ყურის ძირში მაკოცა. მოულოდნელად და ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ მე მისი აღარ მეშინოდა. პირიქით, სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნება გამიჩნდა და მეტიც, მე მას ვგრძნობდი. მისი სხეული ისეთ სასიამოვნო იმპულსებს მიგზავნიდა, რომ თავის გაკონტროლება მიჭირდა. ძლივს შენარჩუნებული ძალით ფეხზე დგომას ვცდილობდი. ფაქტია, ის მე მთელი ჩემი ემოციით მგრძნობდა და კარგად შეეძლო ამის სათავისოდ გამოყენება, რაც მის მომდევნო მოქმედებაში შესანიშნავად გამოჩნდა. ხელი კისრიდან წელზე ჩააცურა, თავით თავზე მომეყრდნო და ჩუმი, მძიმე, ოდნავ ჩახლეჩილი, თუმცა ხავერდოვანი ხმით ჩამჩურჩულა
- გამიხარდა ჩემი საჩუქრის შენს ყელზე ხილვა და გთხოვ, არასოდეს არ მოიხსნა
მისი ხმის აღქმისთანავე ჟრუანტელმა დამიარა, სიამოვნებისაგან თვალებში დამიბნელდა და ინსტიქტურად თავი მის მხარს ჩამოვადე. მისი ჩაცინების ხმა ბუნდოვნად, მაგრამ მაინც გავიგე. გამეცინა, რატომ? არ ვიცი! ალბათ, ჩემ სისუსტეს დავცინოდი, მდგომარეობას, რომელშიც ვიმყოფებოდი და გრძნობებს, რომლებიც ჩემთვის სრულიად ამოუხსნელი იყო. გონს მოსული უკვე მარტო ვიყავი.
დილით დიდიხნის წინ შესისხლხორცებული რიტუალი ჩავიტარე, მოვწესრიგდი და ესმას დავურეკე
- ინებე მთვარიდან ჩამობრძანება?
- როდის გავფრინდი რო?
- რაც ის ღამის მოჩვენება გამოჩნდა, სულ მთვარეზე არ ხარ?!
- მომენატრა შენი უკბილო და მწარე ხუმრობები. ოთოს შეურიგდი?
- ხო
- რის სანაცვლოდ?
- დამპალო, გველაძუა, თანამდებობისთვის შეუფერებელო, მთვარის მონა...
- ბლა, ბლა, ბლაა
მანამ მესმოდა ქართული ლექსიკონისთვის შეუფერებელი და უცნობი სიტყვათა კასკადი, სანამ ჰორიზონტზე ოთო არ გამოჩნდა და მინდელის ქალი კოცნით არ დაადუმა
- ფუუ, მეც აქ ვარ
- უკვე აღარ
მინდელმა ნაგლად გამიცინა, ენა გამომიყო და უცბად აორთქლდა. ეკრანს თვალებგაფართოებული მივჩერებოდი, შემდეგ ისტერიკული სიცილი ამიტყდა და რამდენი ეგ ფაქტი გამახსენდებოდა გიჟივით, ოთხადმოკეცილს მეცინებოდა. იმ ღამით ჯერ არ განცდილს ვგრძნობდი. ძილში ვერ ვისვენებდი. ძილბურანს როგორღაც თავი დავაღწიე, თვალები ზანტად გავახილე და წყლის დასალევად გასვლა ფანჯარასთან მდგარმა სილუეტმა გადამაფიქრებინა. იმის შიშით, რომ გაქრებოდა, განძრევა ვერ გავბედე. თვალები რამდენჯერმე დავახამხამე, რათა მის სინამდვილეში დავრწმუნებულიყავი. ისე გამიხარდა "ზმანება" რომ არ გაქრა, შვებისაგან ხმამაღლა ამოვიხვნეშე, რითაც მისი ყურადღება მივიქციე და თვალები სასწრაფოდ დავხუჭე. ცოტა ხანს მიყურა, შემდეგ ისევ გაიხედა. წამწამები ერთმანეთს აუჩქარებლად დავაშორე და უცნობის ნაკვთებს შეძლებისდაგვარად დავაკვირდი. მოკლე თმა, გრძელი და ხშირი წამწამები, სწორი ცხვირი და სავსე ტუჩები ჰქონდა. მზერა მისი სხეულისკენ გამექცა. მაღალი, ბრგე ტანისა იყო. თვაბრუდამხვევ სურნელს დაატარებდა. ჯინსის შარვალი, შავი როლინგი და ბოტასები ეცვა. ცოტა ხანს კიდევ იდგა, შემდეგ მომიახლოვდა, თმა და საბანი გამისწორა, შუბლზე მაკოცა და ფანჯრიდან გაუჩინარდა. გულამოვარდნილი წამოვჯექი და ღრმად სუნთქვას მოვყევი.
ყოველი დღე მოლოდინია, მასთან შეხვედრის, შეხებისა და უფრო მეტის შეცნობის მოლოდინი. წყურვილი მასთან სიახლოვისა და საუბრის. კომპანიიაში ახალი პროექტი წამოვიწყეთ, რის გამოც მე და მაქსს ერთად ყოფნა ხშირად გვიწევდა. სასტუმროებსა და რესტორნებში მოლაპარაკებებზე დავდიოდით და სამუშაო რუტინისაგან გადაღლილები ერთობლივ განტვირთვებსაც ვიწყობდით, რაც რა თქმა უნდა "მთვარეულს" თვალთახედვიდან არ გამოჰპარვია. Valdstejnska zahrada-დან Vaclavske nam.-ზე Vytopna-ში ჩეხური შავი ლუდის დასაგემოვნებლად წავედით. საღამო არაჩვეულებრივად გავატარე, მაქსმა სახლამდე მიმაცილა და ჩვეულებისმებრ, მადიანი კოცნით დამემშვიდობა. სახლში ასვლისთანავე ფანჯრის გასაღებად გავემართე. ფარდები გადავწიე და გრილ სიოს ოთახში შემოსვლის ნება მივეცი. ქუჩის კუთხეში, ლამპიონის შუქზე ნათლად დავინახე მაქსი, რომელიც ჩემგან ზურგით მდგომ მამაკაცს ეკამათებოდა. ხელი ტელეფონს დავტაცე და მაქსს დავურეკე. პირველ ზარზე არ მიპასუხა, არც მეორეზე, მე კი რეკვას ჯიუტად არ ვწყვეტდი. ჩემმა შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო და მაქსმა მობეზრებულმა ჩამყვირა
- მაგდა არ მცალია, ცოტა ხანში დაგირეკავ
- მაქს ყველაფერი რიგზეა?
- არ ინერვიულო, ყველაფერი კარგადაა
მითხრა და ტელეფონი გამითიშა. ფანჯარასთან მივედი, თუმცა იქ აღარავინ აღარ იყო. მთელი ღამე ვერ მოვისვენე, ძილი არ მეკარებოდა, ამის გამო დილით უთენია წამოვხტი და სამსახურში უჩვეულოდ ადრე მივედი. 1 საათის შემდეგ, დერეფანში მაქსი გამოჩნდა და პირდაპირ ჩემი კაბინეტისკენ დაიძრა. კარი ნაჩქარევად შემოხსნა, ჩემ წინ სკამზე ჩამოჯდა და თვალებში ხმის ამოუღებლად ჩამაშტერდა.
- მაქს კარგად ხარ?
- მშვენივრად, გახეთქილ ტუჩს თუ არ ჩავთვლით
- გუშინ დავინახე ვიღაცას ეკამათებოდი
- ვიღაცას?
- მაქს, რას გულისხმობ?
- მაგდა, ხომ იცი ძალიან გაფასებ, მეგობრად გთვლი, ყველაფერს გეუბნები და გული დამწყდა ჩემ მიმართ შენც ანალოგიურად რომ არ ხარ. არ მენდობი?
- მაქს რას ამბობ? ვერაფერი ვერ გავიგე
- მაგდა, შეყვარებული თუ გყავდა რატომ არ მითხარი?
- შეყვარებული? საიდან დაასკვენი?
- დავასკვენი კი არა, გუშინ პირადად გავიცანი და შთაბეჭდილების გასამძაფრებლად ერთი ორიც მომდო
- რა? როგორ გამოიყურებოდა? მაქს ყველაფერი დეტალურად მომიყევი!
მაქსი მომენტალურად დასერიოზულდა, სახე მოეღრუბლა, თვალებში დიდი კითხვის ნიშნები გამოესახა და ეჭვნარევი ხმით წამოიწყო
- შენ რა გინდა მითხრა, რომ სატყუარას წამოვეგე?
- მე არ ვიცი შენ რას წამოეგე, მაგრამ მინდა ყველაფერი ვიცოდე ჩემს არარსებულ შეყვარებულზე!
- მაღალი, ძლიერი აღნაგობის ტიპი იყო. თმა დაბალზე ჰქონდა გადაღებული. ნაცრისფერი თვალები და შავი, ხშირი წამწამები ჰქონდა. სიმპატიური იყო, დაახლოებით, 30-35 წლამდე.
- რა გთხრა?
- მითხრა არ მომწონს მაგდას სიახლოვეს რომ გხედავ. მისგან თავი შორს დაიჭირეო. მე ვუთხარი რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ხარ და არ ვაპირებ შენ დაკარგას, რაზეც ის გაბრაზდა და ჩემი ტუჩი იმსხვერპლა, თან დასძინა, რომ გამაფრთხილა და შემდეგში სხვანაირად დამელაპარაკება
მაქსმა თხრობა დაასრულა და კმაყოფილმა გაიღიმა. მე კი გაოგნებული ერთ ადგილას მიყინულივით ვიჯექი და მოსმენილის გააზრება მიჭირდა. ნუთუ ჩემს "მთვარეულზე" საუბრობდა. ნუთუ მაქსი მას შეხვდა. ეჭვები მჭამდნენ, კითხვები გულს მიღრღნიდნენ და მათზე პასუხების არარსებობა მაგიჟებდა.
- მაქს, რას აპირებ?
- რა კითხვაა, შენ ჩემი მეგობარი ხარ და შენ დაკარგვას ვერავინ და ვერაფერი ვერ მაიძულებს. მე მისი არ მეშინია. ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება
დრო იყო, თანაც მაქსის წინაშე თავი ვალდებულადაც კი ვიგრძენი ჩემი და "მთვარეულის" ამბავი მომეყოლა. მაქსს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. მიმიკები ყოველი წინადადების მერე ეცვლებოდა. ხან თვალები უფართოვდებოდა, ხან პირი ღია რჩებოდა და განცვიფრებული შემომცქეროდა. მოსმენილს ვერ იჯერებდა, თუმცა საკუთარ თავსა და სიტყვებში დარწმუნებულმა ამაყად თქვა:
- მაგდა შენ ის მოგწონს!
- ალბათ ძალიან სასაცილო ვჩანვარ, მაგრამ ჩემზე ისეთი გავლენა აქვს ვერ ვეწინააღმდეგები და მგონი არც მინდა
- ძალიან უცნაურია, მაგრამ ამ ყველაფერს მუღამი აქვს. შენი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ვხვდები რომ ჩემ ჩარევას აზრი არ აქვს და საჭიროებაც არ მოითხოვს. პირადად შევხვდი და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არც გიჟია და არც მანიაკი. დანარჩენი შენ უნდა გადაწყვიტო, მაგრამ იცოდე არაფერი არ დამიმალო და თუ რამე ისე არ წავა დროულად მითხარი!
- გპირდები, მადლობა მაქს
მაქსის შემთხვევის შემდეგ, რამდენიმე დღე არ გამოჩენლა. იმდენად მივეჩვიე მის სპონტანურ გამოჩენებსა და ჩემ თავდავიწყებას, რომ საშინელი დანაკლისის გრძნობა გამიჩნდა, მაგრამ მისი გაუჩინარება ესმას სიურპრიზმა გადამავიწყა. საღამოს, ყავით ხელში ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებული გამვლელებს თვალს ვადევნებდი, რა დროსაც ტელეფონმა დარეკა. ეკრანზე დაჯღანული ესმას გამოჩენამ გამაბედნიერა და ღიმილი მომგვარა
- ტკბილო როგორ ხარ?
- კარგად შაქარყინულო შენ?
- მე ისე, როგორც არასდროს!
- ჰო? და შენი სახეცვლილება რას მივაწეროთ?
- ოო, მაგას ჯერ ვერ გეტყვი
- რატომ ვითომ?
- არ შეიძლება და იმიტომ!
- ესმაა, არ გრცხვენია? ჩემთან საიდუმლოებები როდიდან გაქვს?
-საიდუმლო არ მაქვს
- აბა? მოიცა, ფეხმძიმედ ხარ?
- მე კი არ ვარ ფეხმძიმედ შენ გაქვს ტვინი მძიმედ. მისმინე, პრაღაში ოთოს ძმაკაცი ჩამოვიდა და შენთვის რაღაც გამოვატანე, მისამართი მითხარი და მოგიტანს
- რა გამოატანე? არანორმალური ხარ!
- რომ მოგიტანს მერე ნახავ. მისამართი მითხარი
- ნუ შეაწუხებ, უხერხულია. სადმე შევხვდები
- შენ ნუ მასწავლი რაა უხერხული და რა არა მისამართი მითხარითქო!
- Zizkov-ის ქუჩა...
- რაა? მოიცა შენი ჭირიმე, ამას მე ვერ დავიმახსოვრებ, მომწერეე, გელოდები
არანორმალური, ჩავიბურტყუნე და მისამართი გავუგზავნე, ტელეფონი მივაგდე და სააბაზანოსკენ წავედი. თბილი წყლის გადავლება მეამა, მთელი დღის დაღლილობა მომიხსნა და მომადუნა. საწოლზე ხალათით მივწექი და მიმეძინა. ღრმა ძილში ვიყავი კარზე ბრახუნი რომ ატყდა. საწოლიდან დაფეთებული წამოვხტი და კარის გასაღებად რეტდასხმული გავიქეცი. საკეტი გადავწიე თუ არა, ვიღაც ქარბორბალასავით შემოვარდა და ტანზე ტკიპასავით ამეკრა, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს, მეგონა სიზმარში ვიყავი
- ღმერთო ჩემო, ესმა აქ ხარ? მართლა აქ ხარ?
- აქ ვარ ჩემო ალუბალო, მჟავევ, მაგრამ ლამაზო
- იქნებ ყურადღება მეც მომაქციოთ
გაიცინა ოთომ და ხელები გაშალა. მინდელი სხეულიდან ჩამოვიხსენი და ადგილს მოვწყდი. ოთოსკენ მთელი ძალით გავექანე, ზედ შევახტი და მის კისერში თავი ჩავრგე. ემოციებმა თავი იჩინეს და ავსლუკუნდი
- როგორ მომენატრეთ
- ჩვენც ძალიან მოგვენატრე. როგორ შეცვლილხარ, უფრო გალამაზებული და თითქოს გაზრდილიც კი ხარ. ევროპული ფერი დაგედო და პრაღის ჰაერი აშკარად მოგიხდა
- ჰო, კარგად მოქმედებს
ერთმანეთს დიდხანს ვესიყვარულებოდით და მონატრებას ვიცხრობდით. იმ ღამით ჩემთან დარჩნენ. დილით სამსახურში დავრეკე და ე.წ Day Off-ი ავიღე. როგორც კი ესმამ და ოთომ გაიღვიძეს, ვისაუზმეთ და ქალაქის დასათვალიერებლად წავედით. გიდობა შევითავსე და წყვილი მთავარი მოედნისაკენ წავიყვანე. გზადაგზა ყველაფერს ვუხსნდი, პრაღაში ჩემი პირველი დღე მახსენდებოდა. არავინ არ მყავდა, ვინც მაჩვენებდა, ამიხსნიდა, მირჩევდა. ჩემ ირგვლივ არავინ და არაფერი არ იყო. მოგონებებმა შორს გამიტაცეს, გონს ესმას შეხებამ მომიყვანა.
- მაგდა კარგად ხარ?
- კი, ყველაფერი რიგზეა
გამამხნევებლად გავუღიმე და გზა და თხრობა განვაგრძე. Wenceslas Square-ზე კაფეში წასახემსებლად დავსხედით. შეკვეთის მოტანიდან 30 წუთში მიმტანმა ნახევარმთვარეებდასკუპებული დესერტი მოგვართვა, რაზეც წვენი გადამცდა, ხველება ამიტყდა და სიმწრისგან თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა. ესმა თვალებგაფართოებული, პირღია მიყურებდა ხან მე, ხანაც ნამცხვრებს, რომლებზეც ნახევარმთვარეები თავებს იწონებდნენ. ოთო კი ჩვენი უხერხული სიჩუმისგან დაბნეული თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. მიმტანმა მრავლისმნიშვნელოვნად გადმომხედა, დესერტი მაგიდაზე დადო და უხმოდ გაგვეცალა.
- მისგანაა არა?
- ჰო
- თვითონ რატომ არ ჩნდება?
- მეთამაშება, იდუმალი ბიჭის როლი მოსწონს და მასზე განუწყვეტლივ ფიქრს მაიძულებს
- ოჰოო, აქ რა ამბები ყოფილა, მაგდა იდუმალი თაყვანისმცემელი გყავს?
- ოთო არ გინდა, ოღონდ ახლა არა
ოთომ ხელები დანებების ნიშნად მაღლა ასწია და ჩაიფხუკუნა, შემდეგ ესმას გადახედა და ორივემ ბოლო ხმაზე გადაიხარხარა
ოთხი დღე თვალის დახამხამებაში გაგვიფრიინდა. აეროპორტში ვიდექი და ორ უსაყვარლეს ადამიანს საქართველოში ვაცილებდი, თან ჩემს გულს ვატანდი. სამივე ჩახუტებულები ვიდექით და ცრემლებს ვერ ვიკავებდით.
- ბავშვებო, მადლობა ამ ბედნიერი ოთხი დღისთვის. საუკეთესო საჩუქარი იყო, რაც კი ოდესმე მიმიღია
- მთვარის ყელსსაბამსა და დესერტზეც?
- რა გველი ხარ, ჩხრიალა გველი
- მეც - "მიყვარხარ მთვარემდე და უკან"
- ესმააა
თვალები ისე ვუბრიალე, კინაღამ ბუდიდან გადმომცვივდა. მან კი პატარა ბავშვივით ენა გამომიყო და სარეგისტრაციოსკენ ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა. აეროპორტიდან სახლში გულდამძიმებული დავბრუნდი. მართალია მარტო აღარ ვიყავი, მაქსის სახით არაჩვეულებრივი მეგობარი მყავდა, მაგრამ ესმა სულ სხვა იყო. მინდელი ჩემი ბავშვობა, ჩემი ჭირი და ლხინი იყო, ჩემი განუყოფელი ნაწილი, რომლისთვისაც უკან არაფერზე არ დავიხევდი. სახლის კარი გავაღე და შესასვლელში სინათლე ავანთე. ჩემი ყურადღება ბრჭყვიალა ფურცელმა იმწამსვე მიიქციია. მის ასაღებად დავიხარე, გადმოვაბრუნე და გაკრული ხელით დაწერილი "მზად ხარ შევხვდეთ?" ამოვიკითხე. რა დამემართა? კარგი არაფერი. თითქოს ცივი, ყინულივით წყალი გადამავლეს, შემდეგ კი ცხელი, ადუღებული. ერთიანად ვცახცახებდი და ვგრძნობდი როგორ შემიძვრა შიში კანქვეშ. არა მისი შიში არმქონია, მე მოსალოდნელი შეხვედრის, ჩემი გრძნობებისა და იმედგაცრუების მეშინოდა. ჰო, იმედგაცრუების, რადგან ჩემ წარმოსახვაში გაიდიალებული კაცი, შესაძლოა არ ყოფილიყო ისეთი როგორიც წარმომედგინა და როგორადაც იგი თავს მაჩვენებდა. მან ჩემზე ყველაფერი იცოდა, თითოეული ჩემი ნაბიჯი, ადამიანები, რომლებთანაც ვურთიერთობდი, ჩემი ემოციიები, ფიქრები და სისუსტეებიც კი. მე? მე მაქსის მიერ მისი გარეგნული დახასიათებისა და ჩემი წარმოდგენების გარდა, არაფერი, საერთოდ არაფერი არ მქონდა. ჩემს ცხოვრებაში მისი არსებობა ერთი დიდი გაუგებრობა იყო, რომელიც საბოლოოდ უნდა გამერკვია. ვფიქრობდი რა შეიძლება გამეკეთებინა ისეთი, რაც მას ჩემ მზადყოფნას მარტივად მიახვედრებდა. იქნებ მისი ხერხი გამომეყენებინა, ფურცელზე დამეწერა და ჩემ საწოლთან კარადაზე დამეტოვებინა?! არა! სისულელეა, თანაც როდის ნახავს. უცებ, თავში ძალიან კარგი აზრი მომივიდა. საძინებელში ფარდები გადავწიე, ფანჯრები გამოვხსენი, პენუარი გადავიცვი და საწოლში შევწექი. ვცდილობდი არ ჩამძინებოდა, მაგრამ ძილმა თავი მაინც წამართვა. დილით გაღვიძებულმა ჩემი თავი დავწყევლე და მთელი დღე დავბუზღუნებდი. წერილების წერა ჩვევად ექცა და იმ საღამოსაც დამხვდა ხელგაკრული, მაგრამ ძალიან ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი სიტყვები: "მე შენით ვსუნთქავ და სიზმრებში ცხადად მიხდები". გამეცინა, ბიჭი და ასეთი რომან'წ'იკული პირველად ვნახე. სასწაულად გამამხიარულა "მთვარეულის" წერილმა. სპორტული სარაფანი გადავიცვი, ფეხზე ბოტასები ჩავიცვი და სასეირნოდ ჩემს სახლთან არსებულ პარკში ჩავედი. საკმაოდ დიდი მანძილი გავიარე და დასასვენებლად იქვე, ბალახზე წამოვწექი, ყურსასმენები მოვირგე და თვალები დავხუჭე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემ სიახლოვეს იყო. ვიცოდი მხედავდა და მოსასვლელად ხელსაყრელ მომენტს, დაბნელებას ელოდა. როგორც კი ცაზე მთვარე ამოიწვერა, ფეხზე წამოვხტი და სახლისაკენ გზას დავადექი. მოახლოვებაში ვეხმარებოდი. სახლამდე კარგად დაბინდდებოდა, მინდოდა შემეტყუებინა და ჩემი წესებით ეთამაშა. პარკიდან გამოსვლისთანავე ფეხს ავუჩქარე და სადარბაზომდე თითქმის სირბილით მივედი. კარის უკან დავიმალე და "მთვარეულის" გამოჩენას დაველოდე. ნახევარი საათის შემდეგ, სადარბაზოს კარი გაჩხაკუნდა და მაღალი სილუეტი გამოჩნდა, რომელსაც ზურგიდან ხელი ვკარი, კედელს ავაყუდე და ხელები ზურგს უკან დავუჭირე
- ოუ, ოუ რას აკეთებ?
- თამაშის წესებს ვცვლი
- რა თამაშის?
- თამაშის, რომელიც შენ წამოიწყე და მე დავასრულებ
- რაღაც გეშლება
- არამგონია
- მისმინე, მართლა არ ვიცი რაზე საუბრობ, თუმცა ახალი მეზობლისთვის შთამბეჭდავი დახვედრა იყო
- რაა?
ხელი ფეთიანივით ვუშვი და განზე გავხტი
- ახალი მეზობელი ანდრეი მაჩკოვა
ჩაიცინა და ხელი გამომიწოდა. ალმაცერად ავათვალიერე მაღალი, კარგი აღნაგობის მამაკაცი, რომელსაც სპორტულები ეცვა, თავზე ე.წ კეპკა ჩამოეფხატა და ხელში სპორტული ჩანთა ეკავა. ხელი დარცხვენილმა ჩამოვართვი და ბოდიში გაპარული ხმით მოვუხადე. მან კიდევ ერთხელ ცინიკურად ჩაიცინა და უხმოდ გამშორდა.



№1  offline წევრი izabella

ეს რა თავი იყო გავგიჟდი ისე მომეწონა heart_eyes heart_eyes
„ყოველი დღე მოლოდინია, მასთან შეხვედრის, შეხებისა და უფრო მეტის შეცნობის მოლოდინი. წყურვილი მასთან სიახლოვისა და საუბრის.“ ♥♥♥
მაგდას ხომ აურია გონება და არც მე ვარ უკეთეს დღეში. რა თამაშს თამაშობს ეს მთვარეული? დღითი დღე მაოცებს თავისი ორიგინალურობით, გამბედაობით, ეშმაკობებით. შენ ხარ ძალიან ნიჭიერი, ასეთ კარგ ისტორიას რომ ქმნი. ♥♥♥
არ დააგვიანო ახალი თავი

 


№2  offline წევრი ლეა

izabella
ეს რა თავი იყო გავგიჟდი ისე მომეწონა heart_eyes heart_eyes
„ყოველი დღე მოლოდინია, მასთან შეხვედრის, შეხებისა და უფრო მეტის შეცნობის მოლოდინი. წყურვილი მასთან სიახლოვისა და საუბრის.“ ♥♥♥
მაგდას ხომ აურია გონება და არც მე ვარ უკეთეს დღეში. რა თამაშს თამაშობს ეს მთვარეული? დღითი დღე მაოცებს თავისი ორიგინალურობით, გამბედაობით, ეშმაკობებით. შენ ხარ ძალიან ნიჭიერი, ასეთ კარგ ისტორიას რომ ქმნი. ♥♥♥
არ დააგვიანო ახალი თავი

უღრმესი მადლობა კომპლიმენტისთვის, ცოტა კი მეუხერხულება იმ ფონზე როცა აქ მართლაც რომ შესანიშნავი მწერლები გვყავს, მაგრამ მაინც შევიფერებ blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent