ჰილ ჰაუსი (ნაწილი 1)
არცერთ ადამიანს შეუძლია შეინარჩუნოს სიჯანსაღე აფსოლუტური რეალობის გააზრების პირობებში... გორაკების არაჯანსაღი სახლი იდგა მისი გორაკების პირისპირ, შუაგულ ტყეში ჩაკარგული, უკუნით სიბნელეში ჩაკეტილი. იდგა ასობით წლის მანძილზე სანამ ჩემი ოჯახი არ ჩასახლდა მის იდუმალებაში... იდგა და ალბათ კიდევ ასი წელი იდგება. კედლები ვერტიკალურად იყო დაყოფილი აგურით ნაშენები, იატაკი მყარი და ურყევი. სიწყნარეც შედარებით სტაბილური იყო ტყისა და გორაკების ქვების წყალობით... და რასაც არუნდა ევლო იქ, მარტო დადიოდა... - შტორმი დედამიწას ანგრევდა, განა არ გახსოვს? თუმცა არა! შენ ლოს- ანჯელესში იყავი. ასეთი შტორმი ცხოვრებაში პირველად მქონდა ნანახი, თითქოს სურდა დედამიწის ქერქი გაეხლიჩა და მასში სამუდამოდ ჩაკარგულიყო, თითქოს ის ერთ მრისხანე ადამიანის სასაში იყო გაჩხერილი და უმოწყალოდ ეხეთქებოდა შემოგარენს თითქოს ადგილიდან გამოღწევა და თავისფულების წყურვილით გაგიჟებული, დაუოკებელ სურვილს ებრძოდა რათა სამუდამოდ გაექარწ....ბინაო. ყველაფერი იმ ღამით დაიწყო, კრისტიანი სამსახურიდან გამოიძახეს და როდესაც ქალაქის ჭუჭყს წყალდიდობის დიდი მასა შეერია მან მანქანაზე კონტროლი დაკარგა, თავსხმა წვიმაში ჯებირებს გადაახტა და მანქანაც ამოტრიალდა, გამომძიებლების თქმით შეეძლო სამაშველო ღილაკზე თითის დაჭერა თუმცა ხელი მოტეხილი ჰქონდა და ვერ ახერხებდა... ამ ყველაფერს ვხედავდი, ვხედავდი როგორ შთანთქავდა მის სულს ზეცა სამუდამოდ, უკუღმა იყო ღვედით დაკიდებული და სიცოცლის ბოლო წამებს ითვლიდა წამზომზე, ჟანგბადია ბოლო ნაფაზს ურტყამდა ფილტვებში, და ამ ღამის შემდეგ აღარ მძინავს.- მონოლოგი აწყლიანებული თვალებით ჩაამთავრა და შუახნის მამაკაცს სახეზე დააკვირდა. - ამ ღამის შემდეგ რამოხდა? - ამ ღამის შემდეგ? - ცოტახანს დაფიქრდა, შეკავებული ცრენლები ისევ უკიაფებდნენ თვალის ჭრილში თუმცა გადმოსვლას ვერ ბედავდნენ.- არვიცი... იცით... სისხლის წვეთები თავზე მეცემა... სიცივეს ვგრძნობ, მაღლა შიშით ვწევ თავს და წამი უსაზღვროდ იწელება... კრისტიანის მთლიან სხეულს ჭერზე აკრულს ვაფიქსირებ, რომელიც ღვედით არის შეკავებული და მუცლის ცენტრში ხორცის საჭრელი დანა აქვს მთლიან სიგრძეზე შერჭობილი, ისე რომ კედლის ნაპირს წვერით ეჭიდება... არაფრის მთქმელი სამუდამოდ გაყინული ცისფერი თვალები, ერთ წერტილში აქვს გაშტერებული და მგონია რომ მიყურებს და გრძნობ, პირიდან ის სისხლის წვეთები სდის რომელიც ცოტახნისწინ ჩემს შუბლზე იდებდა ბინას. კივილი გინდა, მაგრამ ვერ კივი... ვგრძნობ რომ ღრმა ძილში ვარ, მაგრამ ქალის ნატიფი და საკმაოდ ნაცნობიხელების შეხებისას პარალელურ სამყაროს ვეთიშები და მისკენ ვტრიალდები. დედაჩემი ყოველ ღამით სტუმრობს, ჩემს ღიმილიან სახეს შიში ცვლის მისი არაამქვეყნიური კივილის შემდეგ... - არადა ლოგინში მარტო გძინავთ?- ჩაეძია მამაკაცი. - სრულებით გეთანხმებით. - ჰაუცინაციებს როდიდან ხედავთ?- კაცს სახე არ ეცვლებოდა, არც ოდნავი თანაგრძნობდა იგრძნობოდა მის გამომეტყველებაში, უფრო მომაბეზრებელი. თითქოს: "ასეთი სისულელეები ხშირად მაქვს მოსმენილი, უკვე მომბეზრდა"-ოს ამბობდა მისი თვალები. - აკი გითხარით კრისტენის გარდაცვალების ღამესთქო. თუმხა ეს ჰალიცინაციები არარის ექიმო. - მაშ, თქვენ გჯერათ რომ ისინი ნამდვილები არიან. - ეს წინადადება კითხვა ნამდვილად არიყო. - ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. - დანანებით გაეღიმა.- ვიცი რომ ჩემი არგჯერათ ექიმო... ბავშვობიდან ასეა, ჩემი არავის სჯერა... მიჩვეული ვარ. - თქვენი ძმა ავტოკატასტროფაში მოყვა, ხომ ასეა.- წიგნაკში რაღაც ჩაინიშნა კაცმა. - კრისტენი მოკლეს.- მტკიცედ ჩაილაპარაკა. - მაშ, მოკლეს? - დიახ. - დედათქვენი? - ის უძლური აღმოჩდა. - მამათქვენი? - მოკლულია. - ექსპერტიზა სხვა რამეს ამტკიცებს. - ჩვენც ბევრ რამეს ვამტკიცებთ, მაგალითად თქვენ. თქვენ ამტკიცებთ რომ მე გიჟი ვარ. თუმცა გიჟები ვერ აანალოზებენ რას სჩადიან, მე ეს არ მაწუხებს. - მე ეს არ მითქვამს.- წარბები შეკრა ექიმმა.- თქვენ მომხდარიდან გამომდინარე სტრესი გაქვთ. ეს ბუნევრივია რომელიც რეგულარული მკურნალობით განიკურნება.- ხმა არ გაუცია. - კარგით, დავუბრუნდეთ ძველ თემას.- წარბები გახსნა კაცმა და სანდომიანი მზერით დააკვირდა.- შევეხეთ თქვენს წარსუკს ბავშვობას, აწმყოს თუ მომავალს, ყველა საუბარს თქვენს მშობლიურ სახლთან, ჰილ ჰაუსთან აკავშირებთ, რატომ? - რადგან იქ მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე. - მხრები აიჩეჩა. - სულ ეს არის? - შეიძლება. - და მაინც რა არის ჰილ ჰაუსი? - ეს არის ჯოჯოხეთი, რომელიც თავს არასდროს დაგანებებს. ეს არის სენი. ეს არის ტრაგიკული დრამა, რომელიც მანამ არ მოისვენებს სანამ ბოლომდე არ გამოგცლის, დაგასუსტებს, დაგამახინჯებს, გამოგფიტაბს და სამუდამოდ მის კედლებში არ ჩაგკეტავს სამუდაოდ. ჰილ ჰაუსია ყველაფრის მიზეზი. - მაშ ასე თვლით?! - დიახ. - დარწმუნებული ხართ? - სრულებით...- ექიმმა საშუალო ზომის რუხ წიგნაკში ბოლო წინადადება ჩაწერა და სამუდამოდ დალუქა ის რაც რელურად ხდება ყველა ჩვენგანის თავს... სეანსი N2 რომელიმეს მაინც რომ გვქონდეს წარმოდგენა რა ხდება ჩვენი ქუთუთოების მიღმა სამყაროში, თვალის გახელა არც ერთს მოგვინდებოდა. ვერცერთი ადამიანის ფსიქიკა ვერ უძლებს რეალობის სრულ გაანალიზებას... - ძველის ძველი სახლი ვუდის ტყის ცენტრში იდგა, მაღალ ხეებში ჩაფლული მედიდურად გადმოყურებდა არემარეს, შეგრძნება მქონდა თითქოს მის გარშემო მოსიარულე კალიასაც კი აკვირდებოდა მასთან მოახლოებულს სამუდამოდ კარგავდა საკუთარ თავში. მანამ სანამ ჩვენ არ ჩავსახლდით მის იდუმალებაში, ჰილ ჰაუსის შესახებ არაფერი ვიცოდი... - განაგრძე.- წამიერი შეჩერების შემდგომ შეახსენა ექიმმა. - პირველად ექვსი წლის ასაკში დამემართა, გაუნძრევლად ვწევარ თავიდან ვიყინები, განძრევის საშუალება არ მაქვს, პანიკის შეტევა მეწყება და... თითქოს ვგიჟდები...გაგრძელება გაუჭირდა ... - დაა?...- ჩაეძია ფსიქოლოგი. - იცით, შემდეგ არაფერი... - ამ სიტუაციიდან თავს როგორ იხსნით? - ვერ ვიხსნი...- გაეცინა. - თქვენთან სწორედ ამის გამო ვარ. - კარგი, რას მეტყვი არტურზე? - არტური?- ყელში მონატრების ბურთი გაეჩხირა და კინაღამ დაიხრჩო.- არტური ჩემი ექიმი იყო, რომელიც ყურებამდე შემიყვარდა. - ის ეპილეფსიით გარდაიცვალა...? - ვიცი... - ანუ მეთანხმებით? - არა... ვამბობ რომ ეს ეპილეფსიას გავდა. - ბუნებრივია რომ დამნაშაცეს ეძებთ.- გაეღიმა ექიმს. - ვიცი რაც არის დამნაშავე. - გაყინული მზერით ჩაილაპარაკა. - სახლი...? - ჰილ ჰაუსი...- ექიმს გაეცინა.- არ ველოდებ რომ დამიჯერებთ ექიმო, ამის მოლოდინი არ მაქვს.- ღიმილით წარმოთქვა და დივანის საზურგეს ნახევარი ტანით მიეყრდნო. - არტურზე უფრო მეტის მოსმენა მინდა, მაინტერესებს რას გრძნობდი მასთან ყოფნისას. - არტური, როგორც გითხარით, ჩემი ცხოვრების აზრი იყო, სიგიჟემდე მიყვარდა... გაცნობიდან ძალიან მოკლე დროში დავქორწინდით, დანახვისთანავე მომხიბლა, მისმა არაამქვეყნიურმა თვალებმა და ღიმილმა, რომელიც მადნობდა და აზროვნების უნარს მაკარგვინებდა,მასთან თავს უბედნიერესად ვგრძნობდი, სრულყოფილ ქალად, არტურთად თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი, მასთან შეტევები არასდროს მქონია, ის ყოველთვის აკონტროლებდა ჩემს ჯანმრთელობას თუ ფსიქიკურ მდგომარეობას, თუმცა ერთ ღამეს, როდესაც შეტევა დამეწყო, არტური მოწყვეტით დავარდა იატაკზე და იმ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება დაინგრა...-წყლიან თვალები ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა, ცრემლები უმისამართოდ დაცურავდნენ მის ნაკვთებზე და ყელში ლავიწებში იკარგებოდნენ. - იმ ღამის შემდეგ რა მოხდა? - იმ ღამის შემდეგ ის დაბრუნდა... - ვინ? - მკვლელი... - მკვლელი ვინ არის?- წარბშეკრული ინტერესიანი თვალებით შესცქეროდა მამაკაცი. - საკუთარი თავი. - ანუ? - ანუ, საკუთარი თავი... - კარგი- ამოიოხრა ექიმმა. - კრისტენზე რას მეტყვი. - ის ჩემი უფროსი ძმა იყო. - მეტი არაფერი? - მიყვარდა კრისტენი. - მან შენს შესახებ იცოდა? - რის თქმას ცდილობთ?- ახლა ქალი ჩაეძია ექიმს. - ვგულისხმობ თუ იცოდს შენი დაავადების შესახებ.- ჩაასწორა ექიმმა. - გიჟი გგონივართ?- ჩაეცინა. - მე ეს არ მითქვამს. - თუმცა ასე ფიქრობთ. - და მაინც რას ფიქრობ კრისტენზე.- თემა უცბად გადაიტანა ექიმმა. - ისიც ჩვენნაირი იყო, თუმცა არ აღიარებდა. - თქვენნაირში რას გულისხმობ. - ჩვენ ყველა ოჯახისგან განსხვავებულები ვიყავით. - უფრო კონკრეტულად? - უფრო კონკრეტულად, ჩვენ სხვას არასდროს ვგავდით, კრისტენი ჩვენს შესახებ წიგნს წერდა, მასში იმ მოჩვენებესა თუ ჰალუცინაციებს ასახვდა, რასაც ჩვენ ჰილ ჰაუსის მაცხოვრებლები ვხედავდით, როდესაც ამ თემაზე ლაპარაკი მინდოდა ჩემს უფროს ძმასთან ის ყოვთვის თავიდან მიშორებდა და გიჟს მეძახდა... - გასაგებია... ის ავტოკატასროფაში დაიღუპა. - ხო ავტოკატასტროფას გავდა.- გაეცინა. - ეს ასე არ იყო? - დაინტერესდა ფსიქოლოგი. - არა, რა თქმ უნდა. - მაშ, მითხარით როგორ იყო. - ჰილ ჰაუსია ყველაფრის მიზეზი. - არაფრით არ მესმის, როგორ შეიძლება იმოქმედოს ასე ადამიანზე, ქვის აგურების, მინის და ხის ერთობლიობამ.- ხმაში გაღიზიანება შეეტყო კაცს. - თქვემ არ გესმით ექიმო, უბრალოდ არ გესმით.- სევდიანად გაიღიმა და თავი ჩახარა.- როდესაც ჰილ ჰაუსი შენი სახლია, უნდა იცოდე, რომ განწირული ხარ და განაჩენი უკვე გამოტანილია... - გასაგებია... რას მეტყვი შენს დაზე, შირლიზე? - შირლის ჩემი ყოველთვის ესმოდა.- აწ უკვე გარდაცვლილი დის გახსენებაზე ცრემლმორეულს გაეღიმა. - მან თავი ჰილ ჰაუსში ჩამოიხრჩო.- დააზუსტა კაცმა.- შენი მოსაზრება მაინტერესებს. - ჩემი მოსაზრება უკვეიცით ექიმო. - მაინც? - მაინც ის რომ ჩვენ სუსტები აღმოვჩნდით. - მაინც ის რომ წითელი ოთახი, ჰილ ჰაუსი, ეს სახლი ერთი დიდი ჯოჯოხეთია. - მოიცადე, შენ წითელი ოთახი ახსენე...- ჩაეძია ექიმი. - ის ჩვენი ოცნებების და მიუღწეველი მიზნების ადამიანურუ მხარეა, მისი გაღება ძალიან მინდოდა ბავშვობაში, მაგრამ ვერ ვახერხრბდი. - იქ ნამყოფი ხარ? - კი, ჩაის წვეულების დროს, ერთი დღით ადრე სანამ დედა თავს მოიკლავდა. - მაშინ რამდენი წლის იყავი. - ექვსის, დედა შეიშალა და ჩაის მაგივრად, თაგვის წამალს მასმევდა, მამამ წამის მეასედში მოასწრო, რომ ხელიდან გამოეგლიჯა ჭიქა... - შემდეგ რა მოხდა? - მამამ, ხელი მომკიდა და პირობა დამადებინა, რომ რაც არუნდაა ყოფილიყო თვალს არ გავახელდი, ხელში ამიტაცა და გავიწეცით, თვალი მაინც გავაპარე და ტირილი ამივარდა, დედა იყო, შეშლილი სახით, გადარეული მოგვსდევდა, მამამ მანქანაში ჩამსვა და აღმოჩნდა, რომ ჩემი დანარჩენი და- ძმაც იქ იყვნენ, მამამ გვითხრა, რომ ის დედა არ იყო და მაშინ როდესაც ჩვენ უსაფრთხო ადგილზე მიგვიყვანდა, დედას წამოსაყვანად დაბრუნდებოდა ჰილ ჰაუსში. - დაბრუნდა? - დიახ, ოღონდ მარტო, სისხლიანი პერანგით, მთელი ღამის მანძილზე გარეთ ვიჯექი და ველოდებოდი... თუმცა დედა ბოლოს დაკრძალვაზე ვნახე... - დედა მოდიოდა შენს სამყაროში? - კი, ჩემი და არტურის ქორწილის დღეს. - რა იგრძენი? - შიში. - როგორ გადალახე. - ხომ გითხარით, არტურთან არაფრის მეშინიდა მეთქი, იმ ღამით კი პირველად ვიგრძენი. - რა? - საფრთხე. - რატომ?- ჩაფიქრდა, თუმცა ამ კითხვისთვის პასუხი აღარ გაუცია, თვალები დახუჭა, დინავს ზურგით მიეყრდნო და ბოლოჯერ ამოისუნთქა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.