შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პროფესია თავი 31 ,,შეხვედრა რვა წლის შემდეგ"


11-08-2019, 11:16
ავტორი Ellen96
ნანახია 1 046

შეხვედრა რვა წლის შემდეგ
რა არის ბოროტება? ადამიანები ამას გამიჯნულად სჩადიან თუ, ეს ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი. შვილს ართმევენ დედას, რადგან მას ჯამრთელობის პრობლემა აქვს. მოსამართლე, იღებს ისეთ გადაწყვეტლებას, რაც შეიძლება ადამიანის ცხოვრებაზე საბედისწერო აღმოჩნდეს. განა სიბოროტე არ არის, როდესაც თავისივე აშენებული სახლიდან შვილი, მოხუც მამას ქუჩაში აგდებს? განა სიბოროტე არ არის? სხვისი ცხოვრების მითვისება თითქოს და მისი იყოს. ბოროტებაა მშობელზე ხმამაღალი სიტყვა. ბოროტებაა, როდესაც დედას, დაუფიქრებლად ეტყვი ,,შემეშვი ჩემს ცხოვრებას მე უკეთესად მივხედავ!“ ყვირი და სახლის კარს ხმამაღლა გაიხურებ. მერე რა მოყვება ამ ყველაფერს? გეუფლება დანაშაულის გრძნობა, შიგნიდან გტანჯავს და ეს შეიძლება ძალიან ადრე იგრძო, ან კი საერთოდ ვერა, თუმცა შემდეგ იაზრებ, რომ ეს უკვე წასრულია და ვერაფერს შეცვლი. მან შენი სიტყვების გამო ღამეები გაათენა, გამთენიამდე ცრემლი ბალიშზე ღვარა. შვილის მიერ მიყენებული ტკივილი მშობლისთვის ძალიან მძიმეა, რთული გადასატანია. განა გამწარებულ დედას არ უთქვამს:_ წადი და შენს ცხოვრებას ისე მიხედე, როგორც გინდა. დიახ! უთქვამს და შემდეგ მასაც უნანია. ყველაზე ძლიერი გრძნობა სწორედ მაშინ იღვიძებს, როდესაც დადა-შვილს შორის ხდება კამათი.
მე რვა წლის წინ მივატოვე ოჯახი და მამასთან ერთად დავიწყე ახალი ცხოვრება. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ვცხოვრობდით იმ ქალაქში, სადაც ვიცოდით ვერავინ მოგვაგნებდა. თავიდან მამა ძალიან მანებივრებდა, მუშაობდა და ყველაფერი მქონდა, რასაც მოვისურვებდი. რამოდენიმე წელში მამას საშინელი წელის ტკივილები დაეწყო, რაც დრო გადიოდა მით უფრო უჭირდა ფეხით გადაადგილება. რამოდენიმე თვეში კი ლოგინად ჩავარდა. იმ დღიდან ძალიან რთული პრიოდი დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში. მე უნდა მემუშავა,რადგან სახლში, მწოლიარე მამა მელოდებოდა, რომელსაც წამლები სჭირდებოდა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ეს დაავადება მამისგან გენეტიკურად ერგო. მამას ტკივილები თუ ძალიან შეაწუხებდა ეგრევე მამამისის სახელს წარმოთქვამდა და ამბობდა:_ მოკვდა და მაინც არ მასვენებს. ექიმმა, ტკივილების შესამსუბუქებლად ნემსები დაგვინიშნა ეს ნემსები, რამოდენიმე დღე შველის და ისევ წვება, ისევ უჭირს სიარული. თავიდან მუშაობა რესტორანის შიდა სამზარეულოში დავიწყე. ღამის სმენაში ვმუშაობდი, ჭურჭელს ვრეცხდი. ერთ თვეში უფროსმა, მიმტანის პოზიციაზე გადამიყვანა და იქიდან უფრო მეტი შემოსავალი მქონდა. გზაში და წამლებზეც ასე თუ ისე მყოფნიდა. სკოლის მოსწავლე ვარ, სამომავლოდ მინდა ფული ავაგროვო და წარმატებული სტუდენტი გავხდე. პროფესია ჯერ არ ამირჩევია, თუმცა რამოდენიმე ვარიანტი უკვე განვიხილეთ მე და მამამ. მამაჩემი, ერთადერთი ადამიანია ვინც გამაჩნია, ვისაც დავეყდნობი ვინც გამიგებს. მის გარეშე არცერთი დღე არ წარმომიდგენია. ბავშვობაში მამისგან სითბოს მოკლებული ბავშვი ვიყავი. მახსოვს ყოველღამე, ძილის წინ დედას ვეკითხებოდი:_ მამა სად არის? მამა მალე მოვა? დედაჩემი კი ათას ტყუილს მოიგონებდა, რომ გავეჩუმებინე. ოთახში შუქს ჩააქრობდა და სულ არ აინტერესებდა მეძინა თუ არა. არადა ძალიან მეშინოდა სიბნელის და მჭირდებოდა სითბო, ჩახუტება ტკბილი სიტყვები. მერვე წელია დედაჩემი, თვალით არ მინახავს. არ ვიცი, სად არის რას აკეთებს? ყველაზე მეტად მამიდა მენატრება. ის ყველაზე საუკეთესოა. უცნაური ბავშვი ვიყავი, ყოველთვის ცალკე განმარტოვებით მიყვარდა თამაში. მამიდაჩემი კი ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ჩემი ესმოდა.
* * *
- ნია, გამაგებინე ხელფასს რაში გიხდი?
- მაპატიეთ შეფ, უკვე გამოსვლას ვაპირებდი.
- ასე თუ გააგრძელებ ერთმანეთს დავემშვიდობებით.
-შეფ, ხო იცით, რომ ეს სამსახური ძალიან მჭირდება. გპირდებით, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
- ადექი! სამზარეულოში მჭირდება შენი დახმარება.
- მზად ვარ. რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
- ბოსტნეული გამირეცხე... მოდი აქ! ასე არა. წინსაფარი გაიკეთე და ისე შემოდი სამზარეულოში რამდენჯერ გაგაფთხილე.
- შეფ, შეიძლება რაღაც გკითხოთ?
- მიდი გისმენ, ოღონდ თუ ისევ სისულელეს მკითხავ არ გიპასუხებ.
- არა რა სისულელე... პირველი მზარეული, ქალი იყო თუ კაცი?
- აი, ხომ ვამბობდი. მოიცადე სად გარბიხარ? პასუხს არ მოისმენ?
- შეფ, მეგონა, რომ ისევ სისულელე გკითხეთ.
- კი, კითხვა არც თუ ისეთი საინტერესო იყო, მაგრამ გეტყვი ერთ რამეს. თუ გინდა, რომ მზარეული გახდე უნდა იცოდე მსოფლიოს სულ შვიდი შეფ-მზარეული ჰყავს, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე. მოდი შენ, ხახვის დაჭრა გააგრძელე მე კი ამასობაში მოგიყვები.
- კარგით შეფ, გისმენთ.
-ჯეიმი ოლივერი
ბრიტანელი რესტორატორი, შეფ-მზარეული, შოუმენი, ცნობილია როგორც შიშველი მზარეული. სწორედ ამ სახელწოდებით გამოვიდა მისი პირველი სატელევიზიო გადაცემა და შემდგომ ერთ-ერთი პირველი წიგნი ჯანსაღ და გემრიელ კვებაზე. ჯეიმი აქტიურად იბრძვის ერის სიჯანსაღისთვის, მიიჩნევს, რომ სწორედ ბრიტანელების კულინარული მისწრაფებებისგან იწყება იგი.
- ანუ შეფი ჯეიმი, ჯანსაღ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებს?
- სწორადაც, რომ ასეა. მას უდიდესი წვლილი ჯანსაღი კვების მსოფლიო ფილოსოფიაში.
- შეფ, ხახვი ასე, თუ უფრო წვრილად?
- საკმარისია, მასე გააგრძელე... მეორე ადგილს გორდონ რამზი იკავებს. იგი
ცნობილი კულინარული ტელეპროგრამების ჯოჯოხეთური სამზარეულო, დუღილის წერტილს, კოშმარები რამზის სამზარეულოში ავტორი და წამყვანი. სატელევიზიო კარიერის მიღმა, რამზი 10 რესტორნისა და 3 ბარის მფლობელია ინგლისში, ასევე 12 რესტორნის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მზარეულის პირველმა რესტორანმა - Gordon Ramsay at Royal Hospital Road - გახსნიდან 3 წელიწადში მიშლენის 3 ვარსკვლავი მიიღო. სხვა რესტორანმა Pétrus კი გახსნიდან 1 წელიწადში მიშლენის 1 ვარსკვლავი. ასევე გორდონ რამზი არაერთი წიგნის ავტორია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ბესტსელერი გახდა.
* * *
საინტერესო საუბარში გართულებს დრო, როგორ გავიდა ვერც მივხვდით. რესტორნის გახსნამდე დარჩენილია ერთი საათი. შეფმა ძირითადი კერძების მომზადება დაასრულა. 12 საათზე რესტორანში ქორწილია და შეფიც სადღესასწაულოდ ემზადება. მისგან ძალიან ბევრი, რამ ვისწავლე და ახლას ვსწავლობ. რამოდენიმე წუთში დანარჩენი მზარეულებიც მოვლენ და უკვე სტაბლურად დაიწყებენ მუშაობას. ამ რესტორნის მფლობელი შეფი გურამია. მან ეს ყველაფერი გარდაცვლილ მეუღლეს მიუძღვნა, რომელიც რამოდნიმე წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. შეფი მის მეუღლეზე ბევრს არ საუბრობს, მაგრამ როგორც ვიცით ქორწილის მეოე დღეს მოხდა ავარია. ისინი, იმ დღეს საქორწინო მოგზაურობაში მიდიოდნენ და გზაში მოხდა ეს უბედურებაც. შეფი ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო, როდესაც გონს მოვიდა მაშინ გაიგო, რომ მეუღლე გარდაცვლილი იყო. წლები დასჭირდა თავის პროფესიას დაბრუნებოდა. სტრესიდან გამოსასვლელად ეს გზა აირჩია და მან გახსნა რესტორანი, რომელიც მის გარდაცვლილ მეუღლეს მიუძღვნა. მე აქ, უკვე ორი წელია ვმუშაობ და მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. შეფი, გამუდმებით წესრიგს მასწავლიდა. მასწავლიდა, რომ სამზარეულოში უპირველეს ყოვლისა სისუფთავეა მთავარი. ძალიან მკაცრია. ხმამაღლა ყვირილსაც იწყებს თუ სამზარეულოში ისე არ მიდის ყველაფერი, როგორც მას უნდა. დღეს რამოდენიმე მიმტანი დაგვემატება, რადგან ქორწილი, როგორც ვიცით მაღალი საზოგადობაა. კაცი ბიზმესმენია, მისი მეუღლე კი ქალაქში რამოდენიმე კვირის წინ ჩამოვიდა, როგორც ხალხი ამბობს იმ ქალს, ძალაუფლებამ მოხიბლა თორე 15 წლით უფროსი მამაკაცზე რატომ იქორწინებდაო? სამზარეულოში სალაპარაკო თემას რა დალევს ესაც ჩვენმა დამლაგებელმა თქვა გასულ ღამეს, სანამ რესტორანს დავხურავდით. დღეს, როგორც ჩანს გვიან მომიწევს სახლში წასვლა. შეფი ამბობს, რომ ანაზრაურება დიდი იქნება და მეც შესაბამისად დავრჩები, სადამდეც საქმე მოითხოვს.
ამ ორ წლის განმავლობაში სხვადასხვა საზოგადოებას წავაწყდი. ამ რესტორანში იყო გამოსაშვები საღამოც, იყო ისეთი დღეებიც, როდესაც წყვილი მხოლოდ ერთი მაგიდის ჯავშნიდა. იყო ისეთიც, როდესაც ჩვენც მასთან ერთად ვისხედით მაგიდაზე. ერთი ასეთი დღე გამოსაშვებზე იყო. ერთი შეხედვით ლაღები, უდარდელები იყვნენ. მე ერთერთმა გოგონამ მიმიპატიჯა მის მაგიდასთან გამაცნო მისი თანაკლასელები. მიამბეს მათი თავგადასავლები. თუ, როგორ შლიდნენ გაკვეთილებს. რა ხერხით ატყუებდნე პედაგოგებს, რომ ცუდად იყვნენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ შეფმა არ დამინახა, რომ მეც მათ მაგიდასთან გვერდით ვიჯექი. თავდაპირველად ზრდილობიანად დამიძახა. გვერდით მჯდომმა გოგონამ, სთხოვა, კიდევ ცოთახნით ვყოფილიყავი მის გვერდით. შეფმა, უკვე მკაცრად სცადა ჩემი წამოყენება და სამზარეულოში გავიქეცი, რამოდენიმე წუთში შეფი, სამზარეულოში შემოვიდა და მაღალი ტონით მეუბნება:_ შენ არ გაქვს უფლება კლიანტის მაგიდასთან იჯდე! მე თავი დავხარე და ხმადაბალი ხმით ვუპასუხე:_ მე მათ მიმიპატიჟეს... ,,მაგ საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს!!!“ ეს სიტყვები ისეთი ხმამარალი იყო ადგილზე გავშრი. მეორე დღეს ვცდილობდი ჩემი და შეფის გზები არ გადაკვეთილიყო, ყველაფერს ჩუმად და ისე ვაკეთებდი, როგორც მას სურდა.
აი, უკვე დიზაინერმა დაასრულა მაგიდების გაფორმება. მიმტანების რაოდენობაც იზდება, თანდათან მაგიდებზე ძირითად კერზებს ვაწყობთ. შეფი, ყველაფერს დაკვირვებით აკვირდება. არ უნდა რამე გამოეპაროს. სტუმრებიდან პირველი პატარძლის დედა მოვიდა. იკითხა:_ ხომ ყველაფერი კარგად არის და მანაც თვალიერება დაიწყო. დარჩენილია ერთი საათი და ცერემონია იწყება. მე სამზარეულოში ვარ, კერზებს მიმტანებს ვაწვდი. ისე გავიდა ეს ერთი საათი გარეთ ვერც ვიხედები არადა ძალიან მაინტერესებს გარეთ რა ხდება. შეფი სამზარეულოში იშვიათად შემოდის უფრო გარეთ მაგიდებს აკვირდება.
* * *
- უკაცრავად აქ ყინულებს ვერსად ვიპოვი?
- რადროს ყინულებია... გამომართვი ეს კერძი მე_8 მაგიდაზე მიიტანე.
- ააა...
- რა გაცინებს?
- არა, არაფერი... კარგი მე ამას წავიღებ, მაგრამ, რომ დავბრუნდები ყინულები დამახვედრე კარგი. მე_9 მაგიდას უნდა.
- რა მე_9? აქ მხოლოდ 8 მაგიდაა.
- უკაცრავად შემეშალა. მე_7 უნდა მეთქვა. შვიდიანს რაა...
- ნია, ვინ იყო? ვის ესაუბრებოდი?
- მე რა ვიცი... მიდი გამომართვი მე_7 მაგიდას ყინულები უნდა.
- აბა მზად არის ჩემი ყინულები?
- ჩემს თანამშრომელს უკვე გავატანე.
- რაა? არ ასებობს!
- ვერ გავიგე?
- ეგ ყინულები მე მინდოდა.
- რატო? თავი მიარტყი რამეს? მიდი იმუშავე ცერემონიალი დაიწყება სადაცაა.
- ბატონო, ყინულები მოგართვეს უკვე?
- ბატონო... შენ მიმტანი არ ხარ?
- კარგით რა შეფ, ცოტას კიდევ ვიხალისებდი.
- უზრდელი...
- ვერ გავიგე? რამე მითხარით?
- არა, როგორ გეკადრებათ. ყინულებს ახლავე მოგართმევთ.
- ეს არა, წყალი მინდა ყინულით.
- აი, გამომართვით.
- გადავიფიქრე... კოკა კოლა მინდა ყინულით.
- ღმერთო გაძლება მომეცი...
- მეჩვენება თუ საკუთარ თავს ელაპარაკებით?
- კიდევ გნებავთ რამე? სამუშაოს უნდა დავუბრუნდე.
- გაბრიელ, სად ხარ ძმაო? ცერემონიალი უკვე დაიწყო.
- მიდი და მოვდივარ. მოიცა ვნახო რა გქვიათ? გული მიგრძნობს, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება მარიამ.
* * *
რა უზრდელი ბიჭი იყო. სამზარეულოში შემოვიდა ისე თითქოს აქაურობის ბატონი იყოს. აი, უკვე დაიწყო ცერემონია და მე ისევ ვერ ვახერხებ გარეთ გასვლას. ერთდროულად ჭურჭელსაც ვაწერიგებ და ამავდროულად მიმტანებს ვეხმარები. მამაჩემს ნემსი უწევს. მე კი აქედან, ისე უნდა გავიდე, რომ ვერავინ შემნიშნოს. ჩემი სახლი აქედან 10 წუთის სავალზეა. ჩემს დაქალს მარიამს, ვთხოვე, რომ ცოტახნით შევეცვალე, იქამდე სანამ მამას ნემს გავუკეთებდი. წინსაფრებს ვცვლით იმ შემთხვევაში, როცა ასეთი საღამოები იგეგმება რესტორანში. თავმოყრის ადგილებსაც ვერიდები. აი, მოვიდა მარიამი წინ საფარი დავუტოვე მე კი მამასთან გავიქეცი. გარეთ საშინელი სიცხეა, მაგრამ მაინც ვცდილობ სირბილით ავიარო აღმართი. ამ უბანში უკვე სამი წელია, რაც ქირით ვცხოვრობთ, რაც მამა ავად გახდა მის შემდეგ ყველა ხარჯები ჩემს კისერზეა. ყველანაირად ვცდილობ ჩემი ხელფასი ყველაფერს ვამყოფინო. ყველაზე მეტად მამას ჯამთელობის გამო არ მენანება ფული. გული ამოვარდნას მაქვს წამებში უნდა მოვასწრო, რომ მამას ნემსი გავუკეთო და სამსახურში ისე დავბრუნდე, რომ შეფმა ჩემი იქ არ ყოფნის ამბავი არ გაიგოს. აი ვაღებ კარს მამა დივანზე წევს და ახალ ამბებს უყურებს.
* * *
- მოხვედი ჩემო პრინცესა?
- კი მამა, შემოვირბინე ნემს გაგიკეთებ და უკან სამსახურში უნდა დავბრუნდე.
- ხო გითხარი სანამ საქმეს არ დაასრულებ არ გამოიქცე. შეხედე შენს თავს ძლივს სუნთქავ. ჯანდაბა ჩემს თავს, როგორ დამასუსტა ამ ავადმყოფობამ, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
- კარგი რა მამა, ისევ თავიდან ნუ დაიწყებ. აიღე შეჭამე ეს რესტორნიდან წამოვიღე.
- შვილო, რამდენჯერ გაგაფთხილე რესტორნიდან საჭმელი ნუ მოგაქვს.
- კარგი რა მამა, მდიდრების ქორწილია. არავინ პირს არ აკარებს ამ საჭმელს ტყუილად ფუჭდება. არადა შეფმა, რამდენი იწვალა.
- ვისი ქორწილია?
- არ ვიცი მაღალი საზოგადოებაა, როგორც გავიგე. ეტყობა, რომ ძალიან უზრდელი სანათესაო ჰყავთ. ერთი სამზარეულოში შემოვიდა და მეთამაშებოდა ვითომ და მიმტანი იყოს.
- შვილო, ეგეთ ხალხს მოერიდე ყველაფერზე წამსვლელები არიან.
- კარგი მამა, ეხლა გავიქეცი მიყვარხარ! არ დამელოდო დაიძინე. დღეს გვიან დავბრუნდები.
- თავს გაუფთხილდი ჩემო პრინცესა.
* * *
ჩამოსვლა ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი სახლიდან, რადგან დაღმართია და ნაკლებად ვიღლები. გზაში რამოდენიმეჯერ შევჩერდი, მეზობლებს მივესალმე და ისევ სირბილით გავაგრძელე გზა რესტორნამდე. ,, რა ზრდილობიანი ბავშვია და როგორ არ გაუმართლა მშობლებში...“ ამ სიტყვებს მოვკარი ყური, მაგრამ მაინც არ შევანელე სვლა და აი, მივედი კიდეც სამსახურში.რესტორნის უკანა ეზოდან შევიპარე, რადგან შეფს არ დავენახე. ჩემი წინსაფარი მოვირგე და აი, უკვე მშვიდად ვარ, რადგან ყველაფერი მოვასწარი, რაც მინდოდა, თუმცა ჭურჭელი ორმაგი დამხვდა. მარიამს, არ უყვარს ჭურჭლის რეცხვა. ის მხოლოდ სტუმრებთან გარეთ მუშაობს. სასწრაფოდ დავიწყე რეცხვა, რადგან შეფს არ ენახა და ვგრძნობ, რომ ვიღაც მხარზე მადებს ხელს.
* * *
- უკაცრავად... გარეთ ჭიქა გამიტყდა და რამდენია ჩემზე გადასახდელი?
- ისევ თქვენ? ნასვამი ხართ?
- მე კი ვარ ნასვამი, მაგრამ როგორც სწორად მახსოვს თქვენ მარიამი გერქვათ.
- ააა, ის ჩემი მეგობრის წინ საფარი იყო. სინამდვილეში მე ნია მქვია.
- ვაა, ჩემს ყოფილსაც ნია ერქვა...
- ვერ გავიგე?
- არაფერია ყურადღებას ნუ მომაქცევ... მოიცადე შენ თუ ის ხარ, ვინც მე მგონია გარეთ, რაც ხდება მაშინ შენ აქ არ უნდა იყო.
- ვერაფერი გავიგე, მგონი დალევა ზედმეტი მოგივითად.
- ხელი მომეცი.
- თავხედო! ხელი გამიშვი.
- არა! მე უნდა გამომყვეთ.
- აქ რა ხდება?
- არაფერია შეფ... უნდა იცოდეთ, რომ თქვენს სამზარეულოში დიდი ხნის დაკარგულ განძს ინახავთ.
- შვილო, სად ხარ? რამდენი ხანია შენ გეძებ?
- გაიცანით ეს მამაჩემია, თომა. მამაჩემი, მსოფლიოში საუკეთესო დეტექტივია და მეორე ასეთი ნათლიაჩემია მისი მეწყვილე.
- შვილო, ზედმეტი დაგილევია. წამოდი სახლში მივდივართ.
- მამა, ამ გოგონას შეხედე. არავის გაგონებს?
- რომელ გოგოზე ამბობ?
- აი, უკანა კარით ეზოში გავიდა. წამოდი უნდა განახო.
- შვილო, წამოდი უნდა გავიდეთ. გაურკვევლობისთვის ბოდიშს გიხდით.
- არაუშავს, თქვენი ბიჭი, გაიყვანეთ ჩემს თანამშრომლებს კი მე მივხედავ.
* * *
აი, როგორც იქნა დასრულდა მაღალი საზოგადოების ქორწილი და ჩვენ, დალაგებას ვიწყებთ. რესტორნის ეზოში იქ, სადაც ქორწილი იყო. უბრალოდ საშინელება ხდება. გეგონება აქაურობას ,,ბაკულას ღორებმა“ გადაუარესო. მიმტანები, ვინც დაგვემატნენ უკვე წავიდნენ, რადგან მათი დაქირავებული ხალხი იყო. ხოლო ეს არეულობა, რაც აქ, დაგვიტოვეს ჩვენი პერსონალის დასალაგებელია. შეფი გამოვიდა რესტორნის ეზოში მწკრივად დაგვაყენა და ყველას მადლობას გვიხდის, რადგან ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც გეგმავდა. გულში ვამბობდა. რამ ჩაიარა კარგად? აქაურობა საღორედ გადააქციეს. ეზოს ახლოს ულამაზესი ტბაა. იქაც კი ჩაუყრიათ ქაღალდები და ისინი, ჩვენ გვასწავლიან წესრიგს. მე და მამა, მართალია ბარკალს ხელით მივირთმევთ და არა დანა-ჩანგლით, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ მძვალი თეფშზე უნდა დატოვო. ჩვენ იმდენი შეგნება გვაქვს, რომ ბოთლები ტბაში არ უნდა ვისროლოთ. უკვე ღამის 11 საათია და ჩვენ ახლა ვიწყებთ დალაგებას. შეფმა გადაგვანაწილა თვითონ კი საზარეულოს მოპირდაპირე ოთახში ჩაიკეტა. ყველაფერი, როცა სრულდება შეფი, თავის კაბინეტში შედის და ისვენებს. საათობით აკვირდება თავისი გარდაცვლილი ცოლის ფოტოს და ასეც იძინებს.
* * *
- ნია, ის ბიჭი, ნახე დეტექტივის შვილი? რა სიმპატიური იყო.
- სიმპატიური კი არა, უზრდელი იყო.
- არა რა, ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა. მეც აუცილებლად მდიდარ პრინცზე ვიქორწინებ და აღარ მომიწევს აქაურობის დალაგება.
- მარიამ ნუ ოცნებოდ და ადექი დალაგებაში მომეხმარე.
- დამაცადე რა. შეფი იქიდან დილამდე მაინც არ გამოვა მე კიდე ვეცდები იმ ბიჭის INSTAGRAMI ვიპოვო.
- გოგოებო, რა ხდება? ვინმეს ეძებთ?
- მე არა გიო, მაგრამ მარიამი ეძებს. იმ, მდიდარ ბიჭს ეძებს სამზარეულოდან ძლივს, რომ მოვიშორეთ.
- სერიოზულად? მარიამ, შენ რა მდიდარ პრინცს ეძებ?
- ხო, აბა მთელი ცხოვრება აქაურობის დალაგებას კი არ ვაპირებ.
- როგორ გამაცინე... ბავშვებო ვინმეს გახსოვთ, რომ მარიამი ალაგებდეს?
- არააა!!!
- ხედავ არავის ახსოვს. ტყუილად ოცნებობ მდიდარ ბიჭებს სიყვარულის არაფერი გაეგებათ. ისინი გოგოებს, მხოლოდ იყენებენ.
- აუ, გიო შემეშვი რა.
- მარიამ, ჩვენ თითქმის დავასრულეთ. შენ კი ისევ ზიხარ...
- აქ რა ხდება?
- შეფ!... თქვენ რა, არ გძინავთ?
- მარიამ, ბიჭების მოძებნას ჯობდა საქმე უფრო მეტი გაგეკეთებინა და შენს მეგობრებს წახმარებოდი.
- შეფ მოხდა რამე? როგორც წესი ასეთ დროს გარეთ არ გამოდიხართ.
- კი მოხდა. პატარძალს აბაზანასი ტუჩსარცხი დარჩა და ითხოვს, რომ სახლში მივუტანოთ.
- სერიოზუდად? განა რა ღირს ის ტუჩსარცხი, სახლში მიტანას, რომ ითხოვს.
- ნია, ეგ ჩვენი საქმე არ არის. კლიანტი ამბობს, რომ პრაღაში ყოფნისას იყიდა და ძალიან ძვირფასია მისთვის.
- ღმერთო, ნეტა მათ თავში ჩამახედა ცოტახანს.
- ნია მოეშვი სიცილს, წადი სახლში, გამოიძინე და ხვალ 7 საათზე პატარძალს ეს სახლში მიუტანე.
- მე შეფ?
- დიხ შენ. მე წავედი უნდა დავისვენო. მარიამ!
- დიახ შეფ!
- ტელეფონი მე მომეცი. ნიას საქმეს შენ გააგრძელებ.
- კი მაგრამ...
- არავითარი მაგრამ.
* * *
არ მეგონა თუ საქმეს ასე ადრე დავასრულებდი და ყველაფერი ამ ტუჩსარცხის დამსახურებით. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დილიდ 7 საათზე რა უბედურებაა. ძალიან ნელი ნაბიჯების აუყვები აღმართს. 10 წუთიან სავალი გზა, ნახევარ საათში გავიარე. მივდივარ და დაღლას მკლავებში უფრო ვგრძნობ. თვალწინ წარმოვიდგენ ჭურჭლით სავსე დაღს, რომელიც ისევ გასარეცხია. მოსაწმენდ სამზარეულოს, რომელსაც ჩემს გარდა არავინ ეკარება. ხორციან ქვაბებსა და ჯამებს, რომელიც ზედმეტად ცხიმიანია და ისე უნდა გავრეცხო, რომ შეფი უკმაყოფილო არ დარჩეს. სახლის კარამდე ისე მივედი ვერ გავაცნობიერე, რომ სამუშაო დღე დასრულდა შემიძლია დავისვენო. მამას სიარული უჭირს, თუმცა ცდილობს სახლში საქმე არ დამახვედროს და ყველაფერს ჩემს მისვლამდე აწესრიგებს. ახლაც ყველაფერი მიულაგებია და თავის ოთახშია. მამას ოთახიდან, პატარა შუქის სხივი თუ გამოდის ესეიგი ჯერ კიდევ ღვიძავს და წიგნს კითხულობს. მეც მიყვარს კითხვა, თუმცა ამისთვის დრო საერთოდ არ მრჩება. სახლში თუ მოვდივარ მხოლოდ ძილი მინდა. ფეხაკრეფით გავიარე პატარა დერეფანი და ჩუმად ჩემს ოთახში ვცდილობ შეპარვას, მაგრამ მეძახის მამა.
* * *
- ნია, მოდი სანამ დაიძინებ, რაღაც მინდა მოგიყვე.
- მამა, ოღონდ ეხლა არა. ხვალ, ისედაც ადრე უნდა ავდგე.
- კარგი მოდი პატარა ისტორიაა.
- კარგი მიდი გისმენ.
- გუგას ცოლი უნდა მოეყვანა, ხოდა ყველა გადაგვანაწილეს საქმეებზე. ზოგს თაიგულზე უნდა ეზრუნა, ზოგს ტორტზე. ანას და გაბრიელს, კი ბეჭედზე.
- მე რა მოხდა?
- ვერცერთმა ვერ გავართვით თავი დავალებას.
- ვაიმე გაგიჟდებოდა გუგა. მერე რა მოხდა?
- ბოლოს ყველაფერი გაბრიელის მოსაგვარებელი გახდა.
- მოიცა გაბრიელი ვინ იყო?
- გაბრიელი, ანას ქმარია შვილო. დაგავიწყდა?
- არა ეგ ვიცი. კიდევ ვინმეა, ვისაც გაბრიელი ქვია?
- შვილო, ეგრე შეიძლება ბევრი იყოს. რატომ მეკითხები?
- ისე უბრალოდ... მამა მე დილით 6_ზე სახლიდან უნდა გავიდე კლიანტს, რაღაც დარჩა და ითხოვს, რომ სახლში მივუტანოთ. შენ არ ადგე დაიძინე მე მალე დავბრუნდები. სამსახურში წასვლადე სახლში შემოვივლი.
- კარგი შვილო, თავს გაუფთხილდი!
- შენც მამა.
* * *
მამაჩემი, ამ 8 წლის განმავლობაში სულ თავის წარსულზე მესაუბრება, თუმცა ყველაზე ნაკლებს, მაინც დედაზე საუბრობს. ვცდილობ დაძინებას, მაგრამ მაინც ჭურჭლით სავსე დაღს წარმოვიდგენ. არ მინდა გათენდეს, არ მინდა ისევ იქ მივიდე, მაგრამ მამაჩემის ჯამთელობაზე მთავარი, მაინც არაფერია. ყველაფერს მხოლოდ მის გამო ვაკეთებ. შევყურებ განათებულ უბანს. გარეთ ოდნავ ნიავია. ნახევრად ღია ფანჯარაში, ხის ტოტებმა ლამის ჩემს ოთახში შემოაღწიოს. თითქოს და ამბობს:_ გამიშვით! თავისუფლება მინდა, მაგრამ კორპუსის კედლები ამის საშუალებას არ აძლევს. ვცდილობ დავიძინო, არ მინდა 7 საათს გადავაცილო. მინდა ნივთი დროულად და დათქმულ ადგილზე მივიტანო. ბლოკნოტი და კალამი გვერდზე გადავდე, შუქუ ჩავაქრე და თვალებს მჭიდროს ვუჭერ. თითქოს ასე მალე ვცდილობ ჩაძინებას. ეს ჩვევა მე ბავშვობიდა შემომრჩა, როდესაც დედა ჩემი ოთახიდან გადიოდა და კარს მიიხურავდა. ახლა არ არის დედა, მაგრამ მე და მამა ვართ და ვცდილობთ ისე ვიცხოვროთ, რომ თავი არ დავიღუპოთ.
* * *
- დილამშვიდობისა!
- მამა ეს რა არის? ხო გითხარი, რომ დაგეძინა.
- ვიცი შვილო, რომ ჩემზე ზრუნავ, მაგრამ მომეცი უფლება მეც ვიზრუნო შენზე.
- ეს რა არის? რა მოგიმზადებია?
- მაცივარში მეტი არაფერი არ იყო, ამიტომ კვერცხი შეგიწვი. ჩაიც მიაყოლე სანამ გაცივდება.
- ჩემო ძვირფასო მამა. რა ტკბილი ხარ, მაგრამ ცოტას შევჭამ არ მინდა დამაგვიანდეს. დანარჩენი შენ გააგრძელე.
- კარგი წარმატებები შვილო, თავს გაუფთხილდი.
- შენც მამა, ძალაინ მიყვარხარ!
- მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო პრინცესა.
* * *
გარეთ გავდივარ. ვცდილობ ტაქსი ვიპოვე, რადგან რა მისამართიც მომცა შეფმა ჩემგან საკმაოდ შორსაა ამიტომ გაცილებით ადრე გავედი სახლიდან. აი, როგორც იქნა ქუჩის კუთხეში ტაქს ვხედავ. მივუახლოვდი, ვცდილობ ხმა გავაგონო, თუმცა მძღოლს ღრმად ჩასძინებია. ეტყობოდა, რომ მთელი ღამე გაათენა და ეხლა ღრმა ძილით სძინავს. როგორც იქნა მისი გაღვიძება მოვახერხე. მამის ტოლა კაცია, ცოტა სასაცილოდ აქვს წვერი გაპარსული. ულვაშ აქვს და ლაპარაკის დროს აქა-იქ გაურბის. ვცდილობ თავი შევიკავო და არ გამეცინოს. მე უკანა სავარძელზე დავჯექი და გზას შეუდექით. უკვე 5_ჯერ შევამოწმე მგონი ჩემი ჩანთა. მაინტერესებდა ადგილზე იყო თუ არა ქალბატონის ტუჩსარცხი. უკვე 45 წუთია გზაში ვართ და მძღოლმა მთელი თავისი ცხოვრება მიამბო. არა ყველაფერი გასაგეია, მაგრამ ღამენათევს, საიდან ამხელა ენერგია? გამკვირვებია. აი უკვე დილის 06:45 წუთია და მე ვდგავარ ქალბატონის სახლთან. ამხელა ჭიშკარი მგონი სიზმარშიც არ მინახავს. უცებ რისი გარკვევაც მოვახერხე ეს იყო ღილაკი. ღილაკს დავაწექი და ეგრევე ვიღაც მპასუხობს:_ რომელი ხართ? მე დაბალი ხმით ვპასუხობ:_ მე რესტორნიდან ვარ ქალბატონის ნივთი მოვიტანე. ადრე არაო? ეს კითხვა, რო დამისვა ლამის უკან გავბრუნდა. ამის გამო მე ამხელა გზა გავიარე, არ მინდოდა დამეგვიანა და ესენი 7_ზე ადრე სტუმარს არ იღებენ. შემოდიო, მაგრამ 7_მდე მოცდა მოგიწევთო. რაღა უნდა მექნა შუა ქუჩაში ვერ დავდგებოდი და შიგნით შევედი. ვაი, რო აზრი არ ქონდა შიგნით შესვლას. ზუსტად იმხელა მაინძილის გავლა მომიწია, რაც ჩემი სახლიდან სამსახურამდეა, როგორც იქნა სახლს მივუახლოვდი და გახდა კიდეც 7 საათი. კართან სამი კაცი დამხვდა. ვიფიქრე ესენი ალბათ ამ სახლის დააცვაათქო, მაგრამ მოგვიანებით ვიგებ, რომ ეს სამი ადამიანი, მხოლოდ მეპატრონის ძაღლს იცავს, რომელიც სასეირნოდ ჰყავთ ეზოში გამოყვანილი. ძაღლი ეგრევე ჩემსკენ გამოიქცა და მოფერება დამიწყო. დაცვა, როგორც კი ჩემსკენ წამოიწია ყეფა დაუწყო.
* * *
- რა უცნაურია ბომბორა, უცხოებს უყეფს.
- ეს იმიტომ, რომ ძაღლები გრძნობენ.
- შვილო შემოდით. ქალბატონი უკანა ბაღშია და გელოდებათ.
- ამ სახლში მხოლოდ ესენი ცხოვრობენ.
- რატო მეკითხები? მეტისმეტად დიდია ხო?
- დიახ, სწორედ ეგ უნდა მეთქვვა.
- შვილო ეს ჩვენთვის არის დიდი.
- ქალბატონო, რესტორნიდან არიან. თქვენი ნივთი მოიტანეს.
- როგორც იქნა...
- ქალბატონო რა დაგემართათ? კარგად ხართ?
- სპირტით დაუზილეთ ხელები.
- შვილო, თუ იცი მოდი დაგვეხმარე.
- გონს მოდის. ესე ხშირად ემართება?
- არა, ეს მაშინ ემართება, როცა თავისი შვილი ეჩვენება.
- სალომე შვილო, კარგად ხარ?
- კი კარგად ვარ. ყველანი წადით!
- არაფერი გნებავთ? მართლა კარგად ხართ?
- გაეთრიეთ!!!

გაგრძელება იქნება!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent