შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარალელურ დროს (სრულად)


11-08-2019, 16:04
ავტორი ტურაგო
ნანახია 2 352

√ პარალელურ დროს საერთო ქალაქში სხვადასხვა ადამიანთა თავს განსხვავებული მოვლენები ვითარდებიან!
სადღაც ავტომობილი ტრასას მოსწყდება და ვინ იცის ბრმა მსხვერპლი ვინ აღმოჩნდება. იმავ დროს ორი გონებაარეულნი თავიანთ თავს დაღუპვის პირას მიიყვანენ და პარალელურად სადღაც ახლომახლო ბედნიერების ნოტა გაიჟღერებს...

18:00
ატმის ხის მოვარდისფრო ყვავილები მინდორს აფიფქავდა, თითქოს მოწყვეტით იმიტომ სცვიოდნენ სურდათ გაეგონათ ხის ძირში მსხდომი წყვილის დიალოგი:
-გახსოვს ის დღე როცა გაგიცანი?
-იმ დღით მარტის თხუთმეტი იყო.
-აი იმ ბილიკს ზურმუხტისფერი კაბით მოუყვებოდი, მე დაგეჯახე შემთხვევით არა განძრახ. მახსოვს როგორ აიბზუე ცხვირი და გაბრაზებულმა განაგრძე გზა
-მე მახსოვს როგორ ათევდი ღამეებს ჩემი სარკმლის წინ
-იმ დღეების უმთვარო ღამეებს შენ მინათებდი!
-შენს ნაჩუქარ ვარდებს ფურცლებზე ძვირფას სიტყვებს ვაწერდი და საყვარელ წიგნებში ვინახავდი
-... და აი ახლა ჩემო ენ, თუ კი შენ ამ პატარა კოლოფში მოთავსებულ რგოლს აიღებ ჩვენ მთელი ცხოვრება ერთად ვივლით საერთო გზაზე!
-მე თანახმა ვარ...
მათ ისევ ათოვდათ ატმის ყვავილები-მომავალ პატარძალს ეცეკვებოდნენ.


18:00
შინაგანი ფორიაქი ხშირად წინათგრძნობაა...

უჩვეულოდ თენდება დილა, სახეზე მთელი ღამის გამოვლილი ერთფეროვანი გამომეტყველება ირხევა, იცვლება და დაღლილად გახელილი თვალები ეპყრობა სარკმელს რომლისგანაც შემომავალი მზის სხივები შემაწუხებლად მოქმედებს გადაღლილ ნერვებზე, მეორე მხარეზე გადაბრუნებით ცდილობ ისევ ჩაიკარგო სიბნელეში, ზეწარი უკვე სახესაც ფარავს და წუთები კმარა კვლავ გადაეშვა ძილის მორევში...
საათებიც გადის... უცნაურად დგება საღამო, არასასიამოვნო ზმანება აფორიაქებულ სულს აიძულებს სწრაფად გაეცალოს ჩაკეტილ სივრცეს და მიაშუროს ნაცრისფერ ქუჩებს.
მზერა პირდაპირ და ნაბიჯები უჩვეულოდ წყნარი, ქალაქში ჩამოწოლილი საოცრად თბილი შეგუბებული ჰაერი აფორიაქებული სხეულით ორად იპობა, ცაზე ტყვიისფრად შეყრილი ღრუბლები შეშფოთებულ სულს უფრო აშფოთებს...
გზის გადაკვეთა
ნელი ნაბიჯები
წინ სამი განსხვავებული ფერი არაფერს ნიშნავს დაბინდული შუქების გარდა, ჰაერშივე შეშდება წინგადადგმული ნაბიჯი, გულის წამღები საბურავების მოსხლეტის ხმა...
ძლიერი ბიძგი -შეგრძნებები ქრება
სხეულიდან გამოუთქმელი სიმსუბუქე... ახლა მხოლოდ ტყვიისფერი ზეცა მოსჩანს რომელიც იმწამსვე გადაფარეს ადამიანთა სახეებმა, სიტყვები გაურკვეველია ასფალტზე მწოლეარესთვის, თუმცა მათი მიმიკებით რწმუნდება, რომ ბლანტი სითხე რომელშიც სხეული გაწოლილა სწორედ მისგან იღვრება
სხეულს შიგნით ფეთქვა ქრება
სიმსუბუქე
დაღლილი ქუთუთოები საბოლოოდ იხურება...

18:00

ყველას თავისი სამყარო აქვს ამ უზარმაზარ სამყაროში

რამდენჯერმე გაისმა კაკუნი კარზე, თუმცა ფანჯრის რაფაზე მჯდარ დაქანცულ სხეულს არ სურს შეწყვიტოს სიმაღლის ცქერა, კაკუნი ნელდება...
წინა კორპუსშიც ერთ-ერთი სარკმლის მუქ ფარდაზე ორი ლანდია, ხელჩართულ ბრძოლას აწარმოებენ, ქალის კივილიც წვდება წინა სარკმელზე მჯდარი მამაკაცის სმენას და უკვირს რატომ ვერ გებულობენ ამ ხმაურს იმ ქალის გვერდით მცხოვრები მეზობლები!
მოსწყვიტა სმენა/მოსწყვიტა მზერა და ახლა ხედავს ნაყინის გამყიდველს ხურდებს რომ ითვლის, მერე რაღაცას თითებზე ნომრავს (ალბათ სურს გაიგოს რის საყიდლად ეყოფა კაპიკები).
წამით ისევ ყრუ კაკუნი აღწევს მის სმენამდე გარედან მოძახილს კი ვერ არჩევს... მალევე თვალი ჰკიდა მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრის რაფაზე მჯდარი ქალის სხეულს, მის სახეს ლურჯი ელფერი მოსავდა...
წუთები/წამები-ორივენი ეძებდნენ ოთახში შებრუნების მიზეზსს მაგრამ... ორთავეს სხეული შეირხა სარკმლიდან...
...
რამდენიმე დღემ ჩვეული რიტმით ჩაიარა. და აი ისევ ჩამოკრა საათმა შუადღის სამი
ქალაქის ქუჩები ხმაურით აღსავსე. ფართო ტრასას ავტომობილების ხმაური ავსებს. გზის ერთი მხრიდან მოემართება სამგლოვეარო პროცესია, მოპირდაპირედ კი თვალისმომჭრელი ფერადი ბანტებით ქორწილს ზეიმობენ.. . წამებში გაუსწორდნენ ერთმანეთს გზაზე შავი ჯვრით ყვავილებ დატვირთული ფურგონი და ლიმუზინი რომლის ფანჯრიდანაც დედოფალი დამჭკნარი ვარდის ფურცლებს აბნევდა...

სადღაც ავტომობილი ტრასას მოსწყდება და ვინ იცის ბრმა მსხვერპლი ვინ აღმოჩნდება. იმავ დროს ორი გონებაარეულნი თავიანთ თავს დაღუპვის პირას მიიყვანენ და პარალელურად სადღაც ახლომახლო ბედნიერების ნოტა გაიჟღერებს...



№1 სტუმარი psicho

Ra kai iyoo dzaan momewonaaa

 


№2  offline წევრი ტურაგო

psicho
Ra kai iyoo dzaan momewonaaa



ძალიან მიხარია რომ მოგეწონა... მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent