შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ანგელოზი 1


12-08-2019, 12:58
ავტორი თათუ♡
ნანახია 1 365

სახლი დიდად არ იყო გადასარევი 2 სართული იდგა, თუმცა სახლი ან მატერიალური მდგომარეობა რა მოსატანია, როცა სახლში დიდი სიყვარული სუფევს. ახლაც კი მისი უმცროსი წევრი დიდი ბედნიერებით გაჰყურებდა თავის პატარა, თუმცა ულამაზეს სოფელს და ღმერთს რაც გააჩნდა იმისთვის უხდიდა მადლობას. ბედნიერი იყო იმ ყველაფრით რაც ჰქონდა.
ჰყავს მშობლები, რომლებიც ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას მისთვის. მშობლები რომლებმაც მოახერხეს და აქამდე დიდი წინააღმდეგობებისდა მიუხედავად მოაღწიეს და შექმნეს ულამაზესი ოჯახი. არასოდეს არ უჩიოდნენ ბედს ისინი უბრალო გლეხები იყვნენ, რომლებიც თავს ყანის თესვითა და სხვა სამეურნეო საქმიანობით ირჩენდნენ მათთვის უბრალოდ მთავარი ერთმანეთი იყო, არის და იქნება მუდამ.
ამ სახლის ერთადერთი სიხარული ანა მომავალი სტუდენტი იყო, წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები, თუმცა ოჯახისაგან განსხვავებით მას დიდად არ გახარებია, რადგან კარგად იცოდა, რომ ამის საშუალება არ ჰქონდათ. ერთი პერიოდი ისიც კი იფიქრა, რომ არ ჩააბარებდა უნივერსიტეტში, სოფელში დარჩებოდა და მშობლებს დაეხმარებოდა ისედაც თავს ძლივს ირჩენდნენ მიღებული მოსავლით, რომელსაც ზოგჯერ ფასიც კი არ ჰქონდა და რჩებოდნენ ბედის ამარა.
ხელები სულ დაკაწრული და გატანჯული ჰქონდა მუშაობისაგან, მაგრამ ერთხელაც არ გამოუთქვამს უკმაყოფილება, პირიქით მშობლების უარის მიუხედავად იგი მუდამ მათ გვერდით იდგა და როგორც ქალის ასევე მამაკაცის სამუშაოსაც ასრულებდა.
უკვე სექტემბერი იწყებოდა მას კი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა როგორ უნდა გაეტანა თავი თბილისში, შეგუებოდა კი იქაურ გარემოს, ხალხს ან საერთოდაც სად უნდა ეცხოვრა როგორ უნდა ერჩინა თავი. მშობლები თავგამოდებით შრომობდნენ რათა მისთვის საცხოვრებლისა და სწავლის ფული შეეგროვებინათ, რადგან არ უნდოდათ მისი შვილის შრომა ასე უკვალოდ ჩავლილიყო.

სკოლაში ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო რამოდენიმე კონკურსის გამარჯვებულიც კი გახდა რითაც ძალიან ამაყობდნენ მშობლები, რომელთა იმედებსაც უპირობოდ ამართლებდა ანა.
ანა მუდამ ჩაკეტილი ბავშვი იყო, მითუმეტეს უცხოებთან ძალიან უჭირდა კონტაქტი და საერთო ენის გამონახვა. უცხოსთან საუბრის დროს უნდა გენეხათ როგორ გადაწითლდებოდა ხოლმე სახეზე და ხელები აუკანკალდებოდა ვაი და რამე არასწორად გავაკეთო ან ვთქვაო. მშვიდი, შრომისმოყვარე და თბილი, ვისაც კი ჰკითხავდით ყველა მსგავსი დადებითი ეპითეტებით ამკობდა გოგონას.
მეგობრობა მისთვის, რაღაც განსაკუთრებულთან ასოცირდებოდა ჰყავდა ძალიან ახლო მეგობარი ალექსანდრე, რომელიც ყველასა და ყველაფერს ერჩივნა. სხვა არავისთან არ ჰქონია ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორიც მასთან. ალექსანდრე ადამიანი, რომელიც ისე უფრთხილდებოდა გოგონას, როგორც მისი უფროსი ძმა, მუდამ გვერდში ედგა და როცა რამე უჭირდა სულ მის გვერდით იყო და ყველა პრობლემის გადაჭრაში ეხმარებოდა.
მატერიალური მდგომარეობის შედარება არც ღირს ალექსანდრე მდიდარი ოჯახის შვილი იყო, მაგრამ არ ჰქონდა თავში ავარდნილი და არავის უყურებდა ზემოდან, პირიქით ყველას ეხმარებოდა იმით რითაც შეეძლო. მის ასეთ პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ოჯახმა შეასრულა.
ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა ალექსანდრეს მალევე მოუხდა წასვლა საზღვარგეარეთ სწავლის გაგრძელების გამო ამას ორივე ძალიან განიცდიდა, არც ერთს უნდოდა ერთმანეთის გარეშე ყოფნა, მაგრამ ასე იყო საჭირო. უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, ერთმანეთი არ ენახათ თუ არ ჩავთვლით სოცუალური ქსელით დამყარებულ კავშირს.
მისი წასვლის შემდეგ ანი მიხვდა, რომ სწორედ ალექსანდრეს გამო ემეგობრებოდა თითქმის ამის გამო ძალიან დაითრგუნა და იმაზე მეტად ჩაკეტილი და მარტოსული გახდა ვიდრე იყო.
მხოლოდ ალექსანდრე ჰყავდა, ერთადერთი მეგობარი, ძმა და მამაც კი, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფებოდა ამ პერიოდისათვის და არც ის იცოდა როდის დაბრუნდებოდა.
თავდაპირველად ალექსანდრე კი ცდილობდა ანისგან მალულად რამენაირად მისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ საიდანღაც გაიგო და მთელი ორი თვის განმავლობაში არც კი დალაპარაკებია ალექსანდრეს, მრავალი მცდელობის შემდეგ ძლივს შემოირიგა გოგონა და პირობაც დადო, რომ ასე აღარ მოიქცეოდა. განა ეთაკილებოდა ღარიბი მეგობრის ყოლა?! არა პირიქით მისით ყოველთვის მაყობდა, უბრალოდ ვერ იტანდა, როცა მის გადატყავებულ, დაკაწრულ და გატანჯულ ხელებს, რომ ხედავდა.
თითქმის ყოველთვის ეხმარებოდა ალექსანდრე სხვადასხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულებაში ანის მამასაც, ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს კი ის წარმოადგენდა, რომ იცოდა მისი პატარა ჭინკა სახლში არ გაჩერდებოდა და გამოვიდოდა მამის დასახმარებლად. ბევრჯერ უთქვამს ანის მამას, რომ შესულიყოდა დაესვენა ემეცადინა და თუ დრო დარჩებოდა მერე დედას დახმარებოდა, თუმცა სულ ტყუილად ორივეს ეხმარებოდა გაკვეთილებს კი ბოლოსთვის იტოვებდა. ხშირად დახმარებია მამას მოსავლის აღებაშიც, მაგრამ ალექსანდრე და გიგი ყოველთვის უკრძალავდნენ მძიმე სამუშაოს შესრულებას და იმის გამო რომ არცერთს არ უსმენდა სამუშაოს შესრულების პარალელურად მასაც აკონტროლობდნენ, მაგრამ როცა ალექსანდრეც იქ იყო თითქმის არაფერს აკეთებინებდა, მე რისთვის ვარ აქ წადი ახლა შენ და თუ აუცილებლად რამით დასაქმება გინდა საჭმელი გაგვიმზადეო.
ძალიან ენატრებოდათ ერთმანეთი, ტიროდა კიდეც ანი ამ მონატრებისაგან და იმედს იტოვებდა რომ მალე დაბრუნდებოდა.

____________


მალევე იშოვეს თბილისში ბინა არც ისე კარგი, მაგრამ შეღავათიან ფასებში, თან მისი თქმით ძალიან კარგი არჩევანი იყო, იმასაც კი ამბობდა, ეს ზედმეტიც კი იყო მისთვის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მასზე შეჩერდა.
2 დღეში უკვე უნივერსიტეტის პირველი დღე იყო ექნებოდა მან კი ისიც იი ვერ მოახერხა, რომ თბილისში გაევლო, თითქმის არაფერი ახსოვდა მას შემდეგ რაც ალექსანრემ წამოიყვანა ერთი კვირით მასთან თბილისში დასასვენელად. ზოგადად უჭირდა ორიენტაცია ქუჩებში მაგრამ ამ ჯერად იკითაც დაკმაყოფილდა, რომ უნივერსიტეტის გზა იცოდა.
მშობლები გააცილა და ძილს მისცა თავი. ყველაფერზე ნერვიულობდა, რადგან არ იცოდა როგორ მიიღებდნენ თავისი კურსელები საერთოდაც გაუგებდა კი ვინმეს. ისედაც უჭირდა უცხოებთან კონტაქტი ახლა კი სრულიად მარტოს უხდებოდა ახალ გარემოსთან შეგუება ალექსის გარეშე. არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, მისი ეს ჩაკეტილობა, რომ არა ალბათ ამაზე არც კი იდარდებდა. კი უნდოდა, რომ ყველასთან გახსნილი ყოფილიყო, მაგრამ რაღაც შიგნიდან მაინც ბოჭავდა და თავისუფლების უფლებას არ აძლევდა.
ხშირად უტარებდა ლექციებს ამასთან დაკავშირებით ალექსანდრეც, მაგრამ არ შეეძლო. ამის მიზეზი ალბათ სიმორცხვეც იყო.



------------

არვიცი როგორი გამოვიდა გთხოვთ ყველამ გახათქვათ თქვენი მოსაზრება ღირს გაგრელება?



№1  offline წევრი n.k.

gaagrdzele veli shemdeg ta s

 


№2  offline წევრი თათუ♡

n.k.
gaagrdzele veli shemdeg ta s



გავაგრძელებ

 


№3 სტუმარი სტუმარი სალო

აუცილებლად უნდა გააგრძელო ♡

ძალიან კარგია

 


№4  offline წევრი თათუ♡

სტუმარი სალო
აუცილებლად უნდა გააგრძელო ♡

ძალიან კარგია



მადლობა გაიხარე

 


№5 სტუმარი სტუმარი თაკო

გააგრძელე ????

გააგრძელეე

 


№6  offline წევრი თათუ♡

სტუმარი თაკო
გააგრძელე ????

გააგრძელეე



აუცილებლად გავაგრძელებ
აუ

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიკუნა

მომწონს უკვე

 


№8  offline წევრი თათუ♡

სტუმარი მარიკუნა
მომწონს უკვე



მიხარია თუ ასეა.

 


№9  offline წევრი Rania

Saxelebis xshirad gameoreba argindaa. Nacvalsqxelebit chaanacvle da ufro lamazi gamovaa. Ase zalian gadatvirtuliaaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№10  offline წევრი თათუ♡

Rania
Saxelebis xshirad gameoreba argindaa. Nacvalsqxelebit chaanacvle da ufro lamazi gamovaa. Ase zalian gadatvirtuliaaaa



გავითვალისწინებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent