შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაჭრილი გულები ( ნაწილი პირველი )


14-08-2019, 00:33
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 10 179

გულში დასადგურებული სიმშვიდით, ბედნიერებით დამუხტული ენერგიით, ცხოვრებაში ყველაზე ლამაზ დილა გაუთენდა თამარს. ისე კარგად ეძინა საყვარელი მამაკაცის მკლავებში რომ ახალი დილის დაწყებაც ვერ გაიგო. დრო საკმაოდ გასულიყო. უცხო გარემოში გაღვიძებამ ცოტა არ იყოს შეაცბუნა, ისიც მხოლოდ რამოდენიმე წამს გასტანა სანამ საყვარელ მამაკაცზე გაიფიქრებდა. სახეზე სულელური ღიმილი გამოესახა, ხელზე წამოცმულ ბრილიანტის თვლიან ბეჭედს დაჰყურებდა თვალებ აკაშკაშებული. უცებ თავი საწოლის მეორე მხარეს მიატრიალა, სადაც მამაკაცს უნდა სძინებოდა, მაგრამ ცარიელი დახვდა. ოცნებად ჰქონდა, როდესაც გაიღვიძებდა პირველად მას დაინახავდა. სწრაფად წამოიჭრა ლოგინიდან, ფარფატით გასწია საკიდისკენ, ხალათი მოიცვა ტანზე.
პირველ რიგში გაბრიელი უნდა მოეძებნა. უცნაურად დაუწყო გულმა ცემა, რომ ვერ დაინახა. პირველად ეძინა სხვა საწოლში, უცხო სახლში, ცოტა არ იყოს უცნაურად გრძნობდა თავს, ამავდროულად სასიამოვნოდაც.
ტუმბოზე დადებულმა თეთრმა ბარათმა მიიქცია მისი ყურადღება.- ,, მოემზადე და ქვემოთ გელოდები საუზმეზე.’’ - ეწერა.
ყურადღებით ნასიამოვნებმა, ღრმად ამოისუნთქა, სიხარულისგან გაეღიმა. არც ერთი წუთის დაკარგვა არ უნდოდა, ჩემოდანთან მივიდა, პირველივე ხელში რაც მოხვდა, ზურმუხტისფერი კაბა, გრძელი წელზე გამოყვანილი, გულთან პატარაზე ამოღებული, ნაჩქარებად გადაიცვა.
ჩემოდნის წინა ჯიბიდან სავარცხელი ამოიღო, პუფზე სარკის წინ ჩამოჯდა, ტალღოვანი, ყორნისფერი თმები გადაივარცხნა. მოუნდა მაკიაჟი გაეკეთებინა, იმისდა მიუხედავად რომ არ ხიბლავდა, ახლა ძალიან უნდოდა ლამაზი ყოფილიყო, მისი მამაკაცი გაეოცებინა. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, ტუჩები ბუნებივრად მარწყვისფერი ჰქონდა, ამიტომ მხოლოდ ღია ფერის ბლესკი გადაისვა. კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავი სარკეში, თავის თავზე გაეღიმა. არასდროს ყოფილა კეკლუცი გოგო, მაგრამ ახლა ამ წუთებში არაფერი აინტერესებდა.
ოქტომბერი ილეოდა, ამინდები ხან ზაფხულივით ცხელი იდგა, ხან კიდევ ზამთრის ცივი დღეებივით ყინავდა. გუშინ, ქორწილის ლამაზ დღეს, მისი ხასიათივით თბილი დღე იდგა, მისი გულივით ხარობდა ამინდი, მაგრამ დღეს ციოდა, მძიმე ამინდი იყო.
ოთახიდან გამოვიდა, გუშინ შემოსვლისას, როდესაც მამაკაცის ძლიერ მკლავებში ჩიტივით ფართხალებდა, შეამჩნია სამზარეულოში შესასვლელი. ფრთხილი, მორიდებული ნაბიჯებით გასწია სამზარეულოსკენ. ღამის კადრებმა გაურბინა გონებაში და წამს ლოყები აუჭარხლისფერდა.
მისგან ზურგშექცევით იჯდა მამაკაცი მაგიდასთან, სწრაფად შემოუარა და მის მოპირდაპირე სკამზე მოთავსდა. გაბრიელს შეხედა სიყვარულის თვალებით, მის გვერდით გული ყოველთვის, ფრენისგან დაღლილი ჩიტივით უთრთოდა.
- დილამშვიდობის.. შემთხვევით ერთი ფერის მაისურები ჩაგვიცავს. - სიცილით ამოთქვა.
მამაკაცმა უსასრულობას, რომელსაც დასცქეროდა თვალი მოაშორა, თავი მძიმედ ასწია, თითქოს ფიქრებში ღრმად იყო წასული და ქალის ხმამ გამოაფხიზლა.
მისი ყორნისფერი თვალები, თამარის თაფლისფერ თვალებს შეეგება და ყინულივით გამყინავი ხმა გადმოიღვარა მისი თხელი, მოვარდისფრო ტუჩებიდან. - დილა მშვიდობისა. - მისმა ხმის ტონალობის ასეთმა ცვლილებამ შეაცბუნა გოგონა, არასდროს მოესმინა მამაკაცის ასეთი ცივი ხმა..
‘’ - რამე არასწორად ვთქვი ? უნებლიედ რამე ვაწყენინე ? - გაკვირვებულს ამოუტივტივდა გონებაში კითხვები. - მაგრამ დილიდან რა უნდა ჩამედინა ასეთი.. ‘’
- მიდი ისაუზმე !
თამარს გაღვიძებისთანავე შიმშილი გრძნობამ შეაწუხა, მაგრამ თითქოს რამოდენიმე წამში გაუქრა ეს გრძნობა. გაბრიელის ასეთი ცივმა ხმამ, გული აუჩქარა, გულზეც ლოდივით აწვებოდა სიმძიმე. იქნებ ზედმეტად აზვიადებდა კიდეც, მაგრამ თითქოს გული რაღაც ცუდისთვის ამზადებდა, რაც წინ ელოდა. თავი გააქნია, თითქოს სურდა უსიამოვნო გრძნობები გაედევნა.
ფიქრები არადა არ სცილდებოდნენ, ნუთუ ახლად დაქორწინებული კაცი ასე უცხოსავით უნდა იქცეოდეს ?! ჯერ ის რომ გაღვიძებულს მამაკაცი გვერდით არ დახვდა, შემდეგ მისდამი სიცივეც დაემატა, ტირილის პირას იყო, მაგრამ თავს იკავებდა.
მაგიდა ლამაზად იყო გაწყობილი, ლარნაკში მისი საყვარელი მინდვრის გვირილებიც ელაგა, თამარს სულ არ ეჩვენებოდა ლამაზად. ხასიათი წაუხდა, სახე დაუსევდიანდა, მაგრამ გაბრიელისთვის არაფერი უთქვამს.
ჩანგალი ხელის კანკალით აიღო, პატარა ნაჭერი ყველი დაიდო თეფშზე. იგრძნო მზერა რომელიც სახეს უწვავდა, მიხვდა რომ მამაკაცი მას უყურებდა, მაგრამ ამაში სასიამოვნო არაფერი იყო, პირიქით უსიამოვნოდაც კი მოეჩვენა, თითქოს რაღაც სხვა, ცივი იგრძნობოდა.
თავი ასწია, მორიდებით ჩახედა საყვარელ თვალებში, რომელშიც უკუნითი სიბნელე იდგა, ეუცნაურა.
- შენ რატომ არ ჭამ ?
მამაკაცს არც ხმრის ტემბრში ჰქონია ცვლილება, პირიქით უფრო გაუცივდა, სახეც მოღრუბლული ცასავით მოჰქუფროდა.
- ხომ იცი რომ დილაობით მხოლოდ ყავას ვსვავ. - ცივი ხმით უპასუხა.
გოგონას სხეული უფრო და უფრო აუთრთოლდა, გაქცევა უნდოდა, იმ მამაკაცისგან რომელიც ახლა მის წინ იჯდა.
- მე დავნაყრდი .. - თეფში გაბუტული ბავშვივით გვერდზე გასწია. სკამის საზურგეს მიეყრდნო.
უნდოდა მამაკაცს მისთვის რამე ეთქვა, უნდოდა აეხსნა მისთვის მისი ასეთი ცივი საქციელის მიზეზი. ნამდვილად არ იმსახურებდა ქორწინების პირველ დღეს მისგან ასეთ მოპყრობას.
წვავდა უკვე მისი ასეთი ცივი მზერა, აუტანელს ხდიდა იმ ჰაერის სუნთქვას რომელიც მამაკაცი სუნთქავდა. იხრჩოვოდა, არარსებული ბურთი ეჩხირებოდა ყელში, ხელის კანკალით ფინჯანს დაწვდა და წყალი მოსვა.
ორივე დუმდა იმ წუთას. ორივეში განსხვავებული გრძნობები ბობოქრობდნენ. თამარის გულში წარმოქმნილ ნაპერწკლებს, ცოტახანში მამაკაცის წარმოთქმული სიტყვები აალებდა.
თითზე მორგებულ ბეჭედს მზერა მოსწყვიტა, რომელიც უმალ ინანა. მაშინ დაინთო გოგონას გულში ცეცხლი რომელიც სულს უწვავდა.
‘’ - რატომ ხედავდა მამაკაცის თვალებში ამხელა ზიზღს ?! რამ შეცვალა სიყვარულით ანთებული თვალები ?! როგორ შეეძლო თბილი მზერა ასეთი ცივი გაეხადა ?! - ხვდებოდა რომ დიდ პრობლემასთან ჰქონდა საქმე რაც მის ცხოვრებას დაატრიალებდა, თან ცუდისკენ. - ნუთუ ეს იყო გაბრიელი რომელსაც ცხოვრება დაუკავშირა ?! საკურთხევლის წინ შეჰფიცა ?! ეს ის კაცი იყო რომელიც მისი ქმარი გახდა ?!
პირი გააღო, უნდა ეკითხა გაბრიელისთვის მისდამი ასეთი ცივი დამოკიდებულების მიზეზი, ზუსტად მაშინ გაბრიელის სიტყვებმა ჰაერი გაჰკვეთა და ზუსტად გულში ეკალივით დაესო.
- წუხანდელი ღამისთვის უღრმესი მადლობა, ქალბატონო თამაარ ! - სასტიკად ჟღერდა მისი სიტყვები.
დაიბნა, თავიდან ვერ გაიაზრა მისი ნათქვამი, რისთვის უხდიდა მისი საყვარელი მამაკაცი მადლობას. დაფიქრდა რითვის უხდიდა მადლობას, არ მოსწონდა მისი საქციელი, ასეთი გარდასახვა, სხვა მამაკაცის დანახვა, ძველი გაბრიელისგან განსხავებული ვერსიის. თუ ეს ხუმრობა იყო, რომელიც სულაც არ იყო სასაცილო დროზე უნდა დასრულებულიყო.
სულ ცოტაც და ატირდებოდა მამაკაცის წინაშე, ისე როგორც დასჯილი ბავშვი.
- რისთვის მიხდი მადლობას ? - ხმის კანკალით ამოთქვა. პასუხს გულის კამკალით დაელოდა, გულის სიღმეში არც სურდა მოესმინა.
მამაკაცმა მორგებული ნიღამი ერთი ხელის მოსმით მოიშორა, გამოჩნდა ნამდვილი, დამალული სახე, გამოჩნდა სიყვარულით ავსებული თვალების მიღმა კარგად დამალული ბოღმა. თამარს როგორც მონადირებულ მსხვერპლს ისე უყურებდა, რომელსაც ფერი დაჰკარგვოდა შიშისგან და სხეული უცახცახებდა მისწინ.
კაცის ყორნისფერ თვალებში რომელშიც აქამდე სიყვარულით იკარგებოდა, ახლა მხოლოდ შიშის გრძნობას უჩენდა, სიცივე კი სულს უყინავდა.
გაბრიელი იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო, მისი ცარიელი გამოხედვა გოგონას გაფართოვებულ გუგებს შეხვდა და უმალ გაუპო ტუჩები დამცინავმა ღიმილმა.
- როგორი საცოდავი ხარ, გული რომ მქონდეს ალბათ შემეცოდებოდი კიდეც. - თვალები მობეზრებულად გადაატრიალდა. ამხიარულებდა გოგონას სახის ცვლილებები. - გეგონა რომ მართლა ჩემი ცოლი გახდებოდი ? - გახალსებულმა მამაკაცმა გადაიხარხარა.
აი, ამ წამს, ამ მომენტში წამის მეასედში გაჩერდა დრო, გოგონას გულის ცემასთან ერთად დედამიწამაც შეწყვიტა ბრუნვა. რამოდენიმეჯერ გაიმეორა გულში ეს სიტყვები, ექოდ ჩაესმოდა თითოეული სიტყვა, მამაკაცის იმ მომენტში გულის ამრევი სიცილი. თითქოს სახეში ზედიზედ, მთელი ძალით გააწნეს სილა, რომელსაც გონს კი არ მოჰყავდა, პირიქით გონს უბინდავდა. არა, ეს ვერ იქნება სიმართლე, ჯერ კიდევ სძინავს, კოშმარი ესიზმრება, ახლა თვალებს გაახელს და მამაკაცის ძლიერ მკლავებს შეაფარებს თავს, მის თვალებში ჩაიკარგება და ყველაფერი დაავიწყდება.
ნერწყვი ვერ გადაყლაპა, არა ეს ნამდვილად ცუდი ხუმრობა იყო. ცდილობდა დაელაგებინა მისი სიტყვები, აზრს ჩასწვდომოდა, მაგრამ ტვინმა ფუქციონირება შეწყვიტა, არ ემორჩილებოდა, არ სურდა ეტირა, მაგრამ თვალები თავისით ევსებოდა ცრემლებით.
ტუჩები უკანკალებდა, ხმის ტემბრი არ ემორჩილებოდა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და მაინც ჰკითხა.
- რას ნიშნავს ეს ? ვერაფერი გავიგე, ნუთუ ცუდი ხუმრობაა ?
ფეხზე წამოდგა მამაკაცი, ხელები ჯიბეში ჩაიწყო, არწივივით დაჰყურებდა დამცინავი მზერით თამარს.
- შენ ჩემი ცოლი არ ხარ ! - დამარცვლით გაუმეორა და სამზარეულოდან გავიდა.
თამარმა ფეხების დამორჩილება ძლივს მოახერხა, არეული ნაბიჯებით მიჰყვა უკან გაბრიელს, ბოლომდე სჯეროდა რომ ეტყოდა ეს უბრალოდ ხუმრობა იყო და ეს მის გამოსაცდელად მოიგონა და მერე ამას სიცილით გაიხსენებდნენ. თორემ სხვანაირად სამყარო ჩამოიქცეოდა და თამარს ქვეშ მოიყოლებდა.
- იცი თამარ ?! - უთხრა გაბრიელმა და მისკენ შეტრიალდა. შემოსასვლელში იდნენ. გოგონამ შეშინებულმა უნებურად ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
- ზოგჯერ ჩვენთვის საყვარელი ადამიანები გვითხრიან საკუთარი ხელებით სამარეს.
ისევ გაურკვევლობა, ისევ მოსმენილისგან გაოცებული გოგონა. მის ადგილად სხვაც ვერ მიხვდებოდა მოსმენილის მნიშვნელობას.
- არ მესმის, რისი თქმა გინდა გაბრიელ ?
მამაკაცმა დამცინავად გადააქნია თავი.
- არც მეგონა რომ გაიგებდი, იცი მე ვინ ვარ ? - ბოლო წინადადებაში ცივი ტონი გაურია, არაფერი იყო დამცინავი.
თამარი განცვიფრებული შესცქეროდა საყვარელ მამაკაცს, რომელიც სხვა კაცად ქცეულიყო.
მისი სიტყვები იმ მომენტში საწამლავზე მწარე იყო. ფიქრობდა რისი გაკეთება შეეძლო ძველი გაბრიელის დასაბრუნებლად.
- გაბრიელ მაშინებ.. ძალიან მაშინებ.. - ამოთქვა ბოლოს.
- ნუ დუმხარ, იცი ვინ ვარ?
- არა, არ ვიცი, ახლა ვინ დგას ჩემს წინ.. - უპასუხა თამარმა.
- ნორმალურია რომ არ იცოდე.. - ხელში ყვავივილი აიღო და უმოწყალოდ მოსრისა, თითქოს იმ მომენტში მასაც მამაკაცის თვალში ამ ყვავილის ფასი ჰქონდა.
- მე ის გაბრიელი არ ვარ რომელიც შენ გაიცანი, ახლა ვინც დგას შენს წინ, დამერწმუნე შენს ადგილზე არ ვინდომებდი მის გაცნობას. მე ის ადამიანი ვარ რომელმაც დაიფიცა შურს იძიებდა, რომელსაც გული შურისძიების გამო უცემდა. ზოგისთვის დაუნდობელი ცხოველი, მაგრამ ჩემთვის სამართლიანი. ყველას უნდა მიეზღოს სამაგიერო, ყველა უნდა დაიწვას შურისძიების ცეცხლში. - ისე მშვიდად, აუღელვებლად საუბრობდა, თითქოს ჩვეულებრივ ამბავს ყვებოდა, მაგრამ გოგონას გული რამოდენიმე დარტყმას ტოვებდა და ყოველ ჯერზე სიზმარში ყოფნას შესთხოვდა უფალს. - შენმა ნაბ..ჭვარმა ძმამ რაც მე წამართვა დაუდობლად, მსგავსად გადავთელე მისი კაცობა. ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია, იქამდე მივიყვან სანამ სიკვდილს სანატრელს გავუხდი. მე დადებული ფიცი ნაწილობრივ შევასრულე. - თქვა და ერთ დროს ლამაზად გაფურჩნილი ვარდი ძირს დააგდო. არ ადარდებდა მის წინ შიშისგან მოცახცახე, მტირალი გოგონა. მასთან ახლოს მივიდა, ხელები განზე გაშალა, სახეში ირონიულად შეხედა და ჰკითხა.
- აბა როგორია? ხომ კარგად შევასრულე ჩემი მისია? ხომ კარგად დაგაჯერე ? მგონი სამსახიობო ნიჭი აღმომაჩნდა. - თვალები მოჭუტა.
როგორ სურდა სახეში სილა გაერტყა მის წინ მდგომი უცხო მამაკაცისგან, მაგრამ იმდენად იყო დაუძრულებული ხელებს ვერ იმორჩილებდა, ერთ ადგილს იყო მიყინული.
- გონება ამერია გაბრიელ, ამას რატომ მიკეთებ ? როგორ შეგიძლია ასეთი იყო ? - სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა.
- რა ვერ გაიგე ? რატომ გგონია ხუმრობა ? აი, ეს სახე, ეს კაცი რომელიც შენს წინ დგას, შენი ყველაზე დიდი მტერია თამარ ქალო. - არ იცოდა მისი მტერი იყო თუ არა, მაგრამ დანამდვილებით იცოდა რომ იმ მომენტში ის მისი მკვლელი იყო. დღეს ამ სახლში, რომელიც მისი ბედნიერების დასაწყისი ეგონა, უბედურების აღმოჩნდა, ის დღეს აქ მოკვდებოდა. ბოლო დარჩენილი გამბედაობაც მოიკრივა და ჰკითხა.
- ვინ ხარ ჰა? ვინ ხარ შენ გაბრიელ ?
- გაბრიელ ახვლედიანი, ის კაცი რომლის დაც უმოწყალოდ გაიმეტა შენმა ნაბ..ჭვარმა ძმამ, რომელიც უმოწყლოდ გაწირა, თავისი ხელით გამოუტანა განაჩენი. - თამარის ხელი რომელსაც ძლიერ უჭერდა გამწარებულმა მოიქნია, თავი ვერ შეიკავა და ძირს დაეცა. - ახლა გასაგებია ვინც ვარ ?
ცრემლით სავსე თვალები მიაპყრო გაბრიელს, მაგრამ არაფერი არ უთქვამს. სხეული უკანკალებდა, ყელში ბურთივით გასჩხეროდა რაღაც, სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ნუთუ ეს ყველაფერი სინამდვილე იყო და არა სიზმარი? ყურებზე ხელი აიფარა, მთელი სხეული უკანკალებდა. მხოლოდ ამას იმეორებდა : - მე რა დაგიშავეე ? მე რა დაგიშავეე ? - მაგრამ გაბრიელს ეს არ ადარდებდა, კარისკენ მიემართებოდა.
- სად მიდიხარ გაბრიელ ? მე მტოვებ და სად მიდიხარ? როგორ შეგიძლია ასე არაკაცურად მოქცევა ? ასეთი გულქვა როგორ ხარ ? - ყველაფერი დილით მოეგვარებინა უკვე, ნივთები მანქანაში ჩაეწყო, მხოლოდ კარი უნდა გაეხურა და წასულიყო.
გაბრიელი შეჩერდა, მოტრიალდა და უთხრა :
- სპექტაკლი დამთავრდა ლამაზო, ფარდაც დაეშვა, დროა რეალობას დავუბრუნდეთ. შენ შენს გზაზე, მე ჩემსაზე ! - ბოლო სიტყვების სათქმელად მასთან ჩაიმუხლა. - გუშინდელი ღამე ნამდვილად საოცარი იყო. - როგორი სასტიკი იყო ბოლომდე, სიტყვები რომელიც ესმოდა ტყვიად ქცეულიყო და გულში მოხვედროდა. აუხსნელი იყო ის ტკივილი რასაც იმ დროს გრძნობდა, ვერ მიმხვდარიყო რითი დაიმსხურა ასე მოქცევა, მას ხომ მხოლოდ უყვარდა, იმდენად უყვარდა რომ გული, სული, სხეული, თვალ დახუჭული მიანდო გაბრიელს.
- მიყვარხარ-ო რომ მეუბნენოდი, ეს ტყუილი ვერ იქნებოდა. შენს თვალებში ამოკითხული სიყვარული თვალთმაქცობა ვერ იქნებოდა. - ამოთქვა თამარმა მაგრამ გაბრიელს არ ესმოდა. - იმდენად ცხადი იყავი რომ ტყუილი ვერ იქნებოდი ! - ხელი მარცხენა მკერდის არეში მიიდო, ამჯერად გული მღელვარებისგან არა შიშისგან უცემდა. ამ სიმართლის ატანა უკვე აღარ შეეძლო, არასოდეს ყოფილა ძლიერი, ამიტომაც ვერ აღუდგა მამაკაცს წინ, უნარ წახდილ სხეულს ვეღარ იმორჩილებდა. უჭირდა იმის აღქმა რომ მოატყუეს.
ფეხზე მდგომ კაცს შეხედა, კაცი რომელიც უყვარდა ახლა სიყვარულით კი არა ზიზღით სასვსე თვალებით უყურებდა. თურმე არც არსოდეს შემოუხედავს სიყვარულით. მის თვალებში შურისძიება სიყვარული ეგონა , როგორ შემცდარა. სიცოცხლის გაზაფხულის დღეები ედგა, კაცს რომელსაც სიცოცხლეს ეძახდა, ის სიცოცხლეს ართმევდა და სამაგიეროდ მხოლოდ შესცქეროდა. ერთი პირი წამოდგომა სცადა, მაგრამ ძალა ვერ იპოვა, ხელი გული ფრთები მოემტვრია გაბრიელს. იდგა გაბრიელი, მხოლოდ შეტრიალება იყო საჭირო ზურგით და იცოდა თამარს ვერასოდეს ვეღარ ნახავდა. ცხოვრებაში ერთ ფარდას კიდევ ჩამოუშვებდა. სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა გასასვლელ კარს, ვერ წარმოედგინა თუ ასე გაუჭირდებოდა კარიდან გასვლა. ის კი არა ათასჯერ წარმოიდგინა ეს სცენა, დააწყო თავში, გული არ უნდა სტკენოდა, სინდისის ქენჯნას არ უნდა შეეწუხებინა.
შურისძიების სიხარულს უმიზეზოდ მოწყენილად განიცდიდა.
ასეთი ფიქრებისგან მას რომ მოვშორდები განვთავისუფლდებიო იფიქრა. ყველაფერი დამთავრებული იყო.
ის იყო კარიდან გასვლას აპირებდა რომ გოგონას სიტყვები მოესმა :
- მე ეს მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება, შენც არ დაგავიწყდება, არ დაგავიწყებ ! დრო მოვა და პატიების სათხოვნელად მოხვალ, მაგრამ დაიმახსოვრე არასდროს გაპატიებ, არასდროს ! - ეუბნებოდა ტირილით, გულ ამომჯდარი.
გაბრიელს დამწუხრებული სახე შეეცვალა მოტრიალდა და უპასუხა საბოლოოდ.
- ეს არ მოხდება ლამაზო, ცუდ სიზმარშიც არ მოვალ შენთან. - ღიმილით ჩაუკრა თვალი და შებრუნდა.
მეტი გაჩერება აღარ შეეძლო, კარი გააღო და ხმაურიანი ნაბიჯებით გავიდა,
გაბრიელი უკან მოუხედავად მიდიოდა.
მიდიოდა, გოგონა უყურებდა მის წასვლას. პირზე ხელი აიფარა ,უნდოდა ტირილი შეეკეავბინა.
ყველაზე მაღლებულ ადგილას, სადაც ასე უყვარდა ყოფნა, სვანეთში, ყველაზე ლამაზ ადგილას, სულ მარტოდ-მარტო დარჩა, ჯოჯოხეთი გახდა მისთვის იქაურობდა. ქორწინება რომელიც ყალბი აღმოჩნდა, დიდ ცეცხლის ბურთვით გასკდა თამარის გულში და ცეცხლის ალში გაეხვია.
- მაგრამ ჩემი სიყვარული ტყული არ ყოფილა, მე შენ მართლა მიყვარდი. - ჩაილუღლუღა და ბოლოჯერ შეავლო მამაკაცის ზურგს თვალი.
პირველად იყო ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში, საყვარელი კაცის წასვლა, მისთვის ცხოვრებაში გამოუცდელი პირველი ტკივილი იყო.
გაბრიელი მარტო არ მიდიოდა, ბევრი რამ წაიღო მისგნ,
გული სული, სიხარული იმედი, ცხოვრება.
ყელიდან ამოსული ქვითინს პირველად გაეცნო თამარი, იმიტომ რომ ცხოვრებაში პირველად იტირა ასე გულით.
პირველად უყვარდა, პირველად ჩაკიდა კაცს ხელი, პირველად გაუღო გულის ბაღის კარი მას.. უნდოდა გაჰკიდებოდა, შეეჩერებინა, მაგრამ ვერ ადგა ფეხზე, არ ეყო ძალა.
გაბრიელი უკვე მანქანაში იჯდა, ვერც თამარი ხედავდა უკვე და არც გაბრიელი იხედებოდა უკან. საბურავების ხმამ ქვიშის კორიანტელი დააყენა და თვალს მიეფარა.
შეასრულა ნათქავამი გაბრიელმა, წავიდა.. ისე წავიდა რომ არც იცოდა რომ ზურგს უკან დაჭრილი გოგო დატოვა.
ახლა დანახშირებულ გულთან მარტოდ-მარტო იყო პირისპირ. დაკარგულ იმედებს გლოვობდა,
მის თვალებში დაჭმუჭნული ფოთოლივით ჩანდა გაბრიელი. მის წასვლას ყლუპ-ყლუპვით აგემოვნებდა .არ არსებობდა სხვა ტკივილი, კვდებოდა, ვერ სუნთქვდა,
იმდენად იყო დაჭრილი რომ უკვე შეეძლო მისი სიძლულვილი,
ის უკვე ქალი იყი, გულში დაჭრილი ქალი.
შავი ზარები რეკავდა მის ცხოვრებაში. მწარე ტყუილს ტყვედ ჩაეგდო დღეანდელი დღე, ყალბი ბედნიერება გამოსცლოდა ხელიდან და მის მაგივრად დიდი სიცარიელე ეკავა. ის აღარ იყო პატარა გოგო რომელსაც დედის მუხლებზე ედო თავი, ერთ ღამეში გაზრდილი ქალი იყო უკვე,
როცა წამოსადგომად ძალა მოიკრიბა, ისევ მომხდარზე ფიქრობდა, მამაკაცის სიტყვები ექოსავით უმეორდებოდა ყურში და ამ ხმის მოსაცილებლად საფეთქლებს იზელდა. თმაში წაივლო ხელი და რაც ხმა ეყო ხმამაღლა დაიყვირა. თვალები შეღებულ კარს მიაპყრო საიდანაც ის გავიდა. გაახსენდა როგორ უცქეროდა მის წასვლას, ვერაფერი რომ ვერ მოიმოქმედა მის შესაჩერებლად.
როგორი იმედით შემოაღო ამ სახლის კარი, რამდენიმე დღე აქ უნდა დარჩენილიყვნენ და მერე საყვარელ ადამიანთან ერთად თბილიში საკუთარ ბუდეში უნდა ცხოვრება, ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო.
შესასვლელიდან თუ რამე მოხვდა ხელში კედელს მიანარცხა, მტვრევა დაიწყო ყველაფრის, ყურებში ისევ გაბრიელის ხმა ჩაესმოდა ექოდ.
საძინებელის კარი ფრთხილად შეაღო , თითქოს შესვლის ეშინოდა , ნელ-ნელა შეაბიჯა, თვალში პირველი რაც მოხვდა საწოლი იყო.
‘’ - ნუთუ ამის გამო იყო ის ყველაფერი ?! ამხელა ტყუილი, ქორწილი, ერთი ღამის შურის ძიების გამო ?! „ - საწოლთან მივიდა, სწრაფად გადააძრო თეთრეული , ჩამოჯდა, სწრაფი კადრივით ტრიალებდა მის თალწინ მომხდარი.
საკიდზე დაკიდული ჩანთა მოხვდა თვალში. მივიდა წინა მხრიდან ქორწინების მოწმობა ამოიღო, დახედა, სხვა გვარი ეწერა, გაოცებისგან პიზე ხელი აიფარა, თურმე საერთოდ არ დაქორწინებულა. ეს როგორი თამაში იყო, კიდევ ცდილობდა მეტად გაეაზრებინა.


მოგესალმებით, ესეც ჩემი მკვდრეთით აღდგომა, არ ვიცი რა გამომივა, რა იქნება მაგრამ იმედი მაქვს შევძლებ იმის გადმოცემას რაც გულში მიდევს.
შემაფასეთ, მომეცით რჩევები.



№1 სტუმარი Nino

Dz momewona imedia daasruleb warmatebebi.

 


№2 სტუმარი სტუმარი Nine

Dzalian kargad cer, imedi maqvs shua gzaze ar sheckvet da rac mtavaria xshirad dadeb axal tavebs. Carmatebebi!

 


№3  offline წევრი მეამბოხე ^^

Nino
Dz momewona imedia daasruleb warmatebebi.

გამიხარდა, აუცილებლად დავასრულებ ????❤️

სტუმარი Nine
Dzalian kargad cer, imedi maqvs shua gzaze ar sheckvet da rac mtavaria xshirad dadeb axal tavebs. Carmatebebi!

ასეთი კომენატარების მეშვეობით აუცილებლად დავასრულებ????❤️

 


№4 სტუმარი Mari

Jashushi magal quslebze agar daasruleb?

 


№5  offline წევრი მეამბოხე ^^

Mari
Jashushi magal quslebze agar daasruleb?

კი დავასრულებ, უბრალოდ დროის საკითხია და მუზის.

 


№6 სტუმარი სტუმარი კატო

მალე დადებ???

 


№7 სტუმარი სტუმარი ელენე

ვერ გავიგე რა არის ამდენი ლოდინი??? შეგიძლია უბრალოდ ერთიანად დაწერო თუ მუზა არ მოგდის და სულაც არ არის საჭირო ნაწილ-ნაწილ დადება, არ უნდა ალოდინო ამდენ ხანს მკითხველი თუ იცი რომ ხშირად ვერ დადებ. ამდენი ნახვა აქვს და ამდენი ადამიანი გელოდება, წესით უნდა გაითვალისწინო ეს და იმედები არ გაგვიცრუო. წარმატებები!

 


№8 სტუმარი სტუმარი ნათი

რატომ აღარ დებთ ახალ თავს. მუზა აღარ მოგდიით.ან რატომ დსიწყეთ საერთოდ

ის მაინც გვიტხარიტ თუ დადებთ საერთოდ

 


№9 სტუმარი სტუმარი ნანა

გაგრძელენას არ აპირეებთ. გვიპასუხე ადამიანო

 


№10 სტუმარი სტუმარი ნანა

აღარ ავრძელეებ. გვიპასუხე. ასე ძნელიაა. გთხოოვთ

 


№11 სტუმარი სტუმარი ნანა

გააგრძელე გთხოვთ, ადამიანი არ ხააართ? ამდენი წლებია გთხოვთ. გვიპასუხეთ მაინც ჩვენც ადამიანები ვართ. ასე არ შეიძლება

იქნებ მოხდეს სასწაული და გააგრძელოთ. გთხოოვთ

 


№12 სტუმარი ნია

გააგრძელე გთხოოვთ

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინა

გთხოვთ გააგრძელეთ. სასწაულების გვჯერა

 


№14 სტუმარი ნია

აღარ აგრძელეებ. კითხვა ხომ იცი. ხალხის აზრი წაიკითხე ადამიანო.რა მოგივიდა ადამიანი ხომ ხარ. ყური უგდე ჩვენს თხოვნას

 


№15 სტუმარი სტუმარი ნანა

გააგრძელეთ დაჭრილი გულები გთხოოვთ. რაკი დაიწყეთ გააგრძელეთ ეს ისტორია

 


№16 სტუმარი ნია

გააგრძელე ეს ისტორიაკითხვა არ იციი თუ გამოშტერდი. ამდენი ხანია გეხვეწებით

კითხვა ხომ იცი. წაიკითხე.

 


№17 სტუმარი ნია

გააგრძელე შე იდიოტო ეს ისტორია. 4 წელია გელოდებით და გეხვეწებით. შტერი

 


№18 სტუმარი სტუმარი ნანა

გააგრძელეთ გთხოოვთ. ადამიანი არ ხაართ

 


№19 სტუმარი სტუმარი ნინა

გააგრძელეთ ადმიანო, ვერ ხედავ რამდენ ადამიანს უნდა წაკითხვა თუ თავს იფასებ. იდიოტი

 


№20 სტუმარი სტუმარი ნანა

რატომ არ აგრძელებ შე დამპალო

 


№21 სტუმარი სტუმარი ნანა

გააგრძელე შე ახვარო

 


№22 სტუმარი სტუმარი გვანცა

გააგრძელე ასე დაკარგე მუზა? ეტყობა შენ სრ წერდი. სხვისას იტვისებდი, აბა სად ხარ აქამდე მოკვდი?

 


№23 სტუმარი სტუმარი მარი

რატომ აღარ აგრძელებთ?ხომ მშვიდობაა

 


№24 სტუმარი სტუმარი გვანცა

გააგრძელე რა მოხდება. ის პირობა შეასრულე რაც მკითხველს მიეცი. თავმოყვარეობა არ გაქვს?

 


№25 სტუმარი სტუმარი ნინო

რატომ აღარ აგრძელებთ 5 წელია ველოდებით ამ ისტორიას. თავმოყვარეობა არ გაქვს?გვიპასუხე მაინც

 


№26 სტუმარი სტუმარი მარი

გააგრძელე ისტორია, ადამიანი არ ხაართ?

 


№27 სტუმარი სტუმარი ნინო

გთხოვთ გააგრძელეთ ეს ისტორია, იმედია სასწაულებიც ხდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent