შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 19)


17-08-2019, 16:01
ავტორი naattii
ნანახია 1 768

-გამარჯობათ ბოს, მობრძანდით ბოს_იოანემ დაასწრო გაბრიელს კარის გაღება.
-შენი ძმა მართალია, არასდროს გაიზრდები ბიჭო?
-თქვენც გვეყოფით უფოროსო_თავი დაუკრა სიცილით კაცს და უკან გაყვა მისაღებისკენ წასულს.
-არაფერს ვიტყვი რადგან კარგი ამბები გაქვთ.
-იქნებ ცუდი გვაქვს_გაეცინა გაბრიელსაც.
-მაშინ ყურებამდე გაღიმებულები არ დამხვდებოდით, გამარჯობათ ქალბატონო ლილუ_თავი დაუკრა ქალს დაჩიმ.
-გვინდა წარმოგიდგინოთ ბატონი ნაგაზი, ნარკოტიკის ბიზნესში 25 წლიდან ჩანს, ბახალამ მთელი ინფორმაცია გადმოგვცა, სადაც დეტალურადაა ნაჩვენები ტავარის ყოველი გადმოსვლა საზღვარზე, დამალული ტვირთები ფოთში, რამდენიმე კონტეინერ გამოკლებული გემი, ყველაფერს აქვს თარიღი გემის სახელი, ნომერი, საიდენტიფიკაციო კოდი, მოკლედ ყველანაირი საბუთი გვაქვს იმისთვის, რომ დამტკიცება შევძლოთ._დემონსტრაციულად გადასცა იოანემ უფროს ქაღალდების დასტა.
-ამასთან გვაქვს ფოტოსურათები, რამდენიმე ვიდეოც სადაც მკვლელობებია ასახული, რასაკვირველია თავად ნაგაზი არ კლავს, მაგრამ ცოტა განძრევა დაგვჭირდება რომ ერთმანეთთან დავაკავშიროთ_სიტყვა ჩამოართვა ძმას გაბრიელმა.
-მხოლოდ ერთი პრობლემაა_უკვე სახე მოეღუშა იოანეს -როგორც ჩანს ბახალამაც გადაწყვიტა ცოტა წათამაშება და სახელი და გვარი არ გვაქვს.
-არაუშავს, ცოტა ჩვენც ხომ უნდა გავანძრიოთ თავები? ამდენი ინფორმაცია გადმოგვცა ვერც ვიოცნებებდით, ვინაობას დავადგენთ, გამომძიებლები ტყუილა ხომ არ ვართ_ბოლო სიტყვებზე ჩუმად გახედა ფურცლებზე თავდახრილმა დაჩიმ და მაშინვე შეამჩნია გაბრიელის მზერა ლილუს მიმართ. ქალი სამზარეულოში წასასვლელად ამდგარიყო ყავის გასამზადებლად, დაღლილებს მთელ დღიანი მუშაობის შემდეგ გამოფხიზლება არ აწყენდათ.
-მოიცა, ჩვენ ხომ ნაგაზის სამედიცინო ანკეტა გვაქვს?_უეცრად წამოიყვირა იოანემ.
-რასაკვირველია_ფურცლებში ჩიჩქვნა დაიწყო გაბრიელმა, -აქ ვნახე, მახსოვს ეწერა ფეხი ქონდა მოტეხილი, ერთხელაც ნაღველზე ოპერაცია გაუკეთეს.
-მერე?_უცებ დაიბნა ლილუ
-მერე ის რომ მისი სახელი და გვარი არავინ იცის_გამარჯვებულის ღიმილი აიკრა იოანემ და თვითონაც დაიწყო საჭირო საბუთების ძებნა.
-ეს კი იმას ნიშნავს რომ საავადმყოფოს თავისუფლად მიაკითხავდა_ქალს ამოხედა გაბრიელმა.
-დამალვა არ მოუწევდა, საუკეთესო ქირურგს მიაკითხავდა......
-ფულის გადახდა არ მოუწევდა და ოფიციალურად გააკეთებდა ყველაფერს,.....
-ჩვენ კი მითითებულ დღეზე და თვეზე ანკეტების მოძებნით ვინაობას გავიგებთ_ერთმანეთს უმთავრებდნენ ტყუპები წინადადებებს.
-ვერ ვიტან როცა ერთად ფიქრობთ_თავი გადააქნია დაჩიმ -თუმცა იდეა კარგია, ამისთვის მხოლოდ მალხაზი დაგვჭირდება, მივცეთ რიცხვი და ყველა დიდი ქალაქის საავადმყოფოს მონაცემები მოგვაწოდოს, რასაკვირველია მხოლოდ მამაკაცები.
-მის საპოვნელად მე სხვა იდეა მაქვს_მორიდებით მიუჯდა ჭიქით ხელში ლილუ კაცებს.
-აბა?_ავტომატურად შეეკრა წარბები გაბრიელს.
-ბევრი ფიქრი არ უნდა იმას, რომ თუ ნაგაზი უკვე აქ არ არის, მალე ჩამოვა, პირველ რიგში მე მომიძებნის და მომაკითხავს, შეგვიძლია ჩემი თავი სატყუარად გამოვიყენოთ. რაც მასზე მაქვს განაგონი დარწმუნებით ვიტყვი, რომ ჩემს გაქრობას მოინდომებს.
-არა_მკაცრად ჟღერდა გაბრიელის ხმა.
-შენ არც კი გესმის, შეგიძლიათ მოსასმენი ან კამერა დამიყენოთ, ჯიპიესის მოწყობილობა ან რავიცი რაც გინდათ, ამითი მასზე პირდაპირ გავალთ_არ დაუთმო ლილუმაც.
-უკვე გითხარი არა, სამედიცინო ანკეტებით ისედაც იოლად ვიპოვით, ვინმეს გაწირვა ან საფრთხეში ჩაგდება საჭირო არაა_წარბები არც გაუხსნია გაბრიელს.
-დედიკო, მამიკო გეყოფათ, უფროსმა გადაწყვიტოს_ხელები ასწია იოანემ.
-არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ვერ ვიტან წყვილთან მუშაობას_თავი გადააქნია დაჩიმ და შუბლი მოისრისა.
-ესეც მე ვარ?_გამარჯვებულის ღიმილით შემოკრა ტაში იოანემ თუმცა უფროსის სახეზე წამიერად გაჩერდა.
-სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს_უკვე უფროსი გამომძიებელი ჩართო დაჩიმ, -სამედიცინო ფაილებითაც ვცდით და ლილუს იდეასაც გავითვალისწინებთ.
-მაგრამ, ბატონო დაჩი........_შეწინააღმდეგება სცადა გაბრიელმა
-შენ მასთან იქნები და ვინც მოაკითხავს აიყვან დასაკითხად, ბინაში ჩუმად შეაღწევ რასაკვირველია_ხელის აწევით შეაწყვეტინა ბიჭს.
-მაშინ მე საავადმყოფოები და მალხაზი მრჩება_ წასასვლელად მოემზადა იოანე.
-კი ბატონო, ოღონდ ახლა ღამის ორია, ყველამ კარგად იმუშავეთ და რამდენიმე საათი დასვენებას იმსახურებთ, დილით კი რვა საათიდან გეგმის შესრულებას შევუდგებით_ფეხზე წამოდგა დაჩი.
-გასაგებია ბოს_ დაჩი გააცილეს და დაძაბული სახეებით გადახედეს ერთმანეთს.

უამრავი ადამიანი არხევდა ტანს კლუბური მუსიკის ფონზე. ნასვამები, მოწეულები, ზოგს მოსაწევი არ ყოფნოდა და უფრო ძლიერი წამლისთვის მიემართა, გათიშულები ვერც კი ხვდებოდნენ რას სჩადიოდნენ და ამითი თავიანთ ფარულ სურვილებს აძლევდნენ გამოხატვის საშუალებას. ძლივს გაიკვლია გზა ბიჭმა დახლამდე და ბარმენი აათვალიერა. ქერა ახალგაზრდა გოგო მხიარული სახით ასხამდა სასმელებს და ცდილობდა კლიენტებს სწრაფად მომსახურებოდა.
-ქერა, ტეკილა გვააქვს?_ეუცხოვა უცნობი ბიჭიდან შინაურული მომართვა
-რა თქმა უნდა_მაინც თავაზიანად გაუღიმა ბიჭს და სასმელი ჩამოუსხა.
-ბევრი ხალხია_გამოლაპარაკება სცადა ისევ.
-როგორც ყოველთვის_ისევ თავაზიანი ღიმილი მიაგება პასუხად
-ხო ჩემმა მეგობარმა მიქო ეს ადგილი კარგიაო, ახლა კი თავად ვეღარ ვპოულობ, უკვე ორი ღამეა ზედიზედ მოვდივარ და მი*იდებს_გაეცინა ბიჭს, -შემთხვევით ხომ არ იცნობ?_ფოტო დაუდო გოგოს წინ და სახეზე დააკვირდა. რასაკვირველია იცნობდა, გასცრა ნენეს ნაცნობი წითური გოგოს დანახვაზე და მთელი ძალით ეცადა უდარდელი გამომეტყველებით დაკვირვებოდა ბიჭის ნაკვთებს.
-როგორც თავად აღნიშნეთ აქ უამრავი ხალხია, მე კი ყველას სახეს ვერ დავიმახსოვრებ_ სიმწრის ღიმილით ეცადა ბიჭი მოეცილებინა, თუმცა მაშინვე ამოიღო დახლის ქვემოთ მალულად მობილური.
-კარგი, პასუხი ისედაც გასაგებია, მადლობა_დამშვიდობების ნიშნად გაუღიმა გოგოს და ხალხს შეერია.
-გაბრიელ, ლილუს ეძებენ_რამდენიმე წამში უკვე მთლიანი ისტორიის მოყოლა მოახერხა ბიჭისთვის და მის მოსვლას დაელოდა. იცოდა იოანეც მოყვებოდა და წინასწარ შეამზადა მისი თავი დადებული პირობის შესასრულებლად.

მართლაც გამოჩნდნენ მალევე, როგორც ყოველთვის უპრობლემოდ შემოვიდნენ შიგნით და ნენესკენ წავიდნენ პირდაპირ. ხელისკვრით იკვლევდა გაბრიელი მოცეკვავეებს შორის გზას და სერიოზული სახით ჩაებღუჯა ლილუს ხელი.
-რა ხდება ნენე?
-არ ვიცი გაბრიელ, ვიღაც შავგვრემანი ბიჭი იყო, დაალოებით ნახევარი საათია რაც წავიდა, ტეკილა შეუკვეთა, ლილუს ფოტო მაჩვენა და სიცილით გავიდა რომ ვუთხარი არ ვიცითქო.
-ანუ ნაგაზი ადგილზეა?_იოანემ ჩუმად დაიწყო ხალხის თვალიერება.
-შეიძლება_თავი დაუქნია ძმამ და დახლიდან გამოსულ ნენეს ახედა გაკვირვებულმა. -უკვე მორჩი?
-კიი, მორიგე აღარ ვარ, ახლა ცოტას მეც გავერთობი, მეტი ვერაფრით დაგეხმარებით_მხრები აიჩეჩა გოგომ, თავადაც გადაკრა ერთი ტეკილა და მოცეკვავეებს გახედა. -თუ რამე დამიძახეთ ნაცნობებს ვნახავ_ხელი დაუქნია გაკვირვებულ ძმებს და მუსიკაზე ტანის აყოლებით შეერია ხალხს.
-დავიჯერო ასე გავაბრაზე? _ბიჭზე გადახვეულ ნენეს წარბ აწევით გახედა იოანემ და მეორე ნაცნობ ბარმენს სასმელი შეუკვეთა.
-ან როგორც იქნა მიხვდა რაც უნდა ქნას_ჩუმად, მხოლოდ ლილუს გასაგონად ჩაილაპარაკა გაღიმებულმა გაბრიელმა.
-ერთად არიან?_იგივე ხმით გადაულაპარაკა ლილუმ
-ჯერ არა_თვალი ჩაუკრა ბიჭმა და გაღიმებულმა აათვალიერა დაძაბული იოანე. ტყუპი ყლუპ-ყლუპით სვამდა სასმელს და დაძაბული მზერით ათვალიერებდა ნენეს ირგვლივ მდგომ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი იმ ბიჭს, გოგოს წელზე რომ მოეხვია ხელი და საკმაოდ ხშირად უჩურჩულებდა ყურში რაღაც სიტყვებს.



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

აუ ნენე და იოანე ძაან მაგრები არიან ვგიჟდები მაგათზე დდ
ის შავგრემანი ბიჭი ნაგაზის მსახურიც მგონია და ლილუს ძმაც დდ
რომელია ვერ გადავწყვიტე დ

როგორც შეძლებ იმდენად მალე დადე რა გთხოვ და იქნებ გაზარდო კიდეც დ

 


იოანეს დაერხა :დ მიდი ნენე, ეგრე გააგრძელე, ვნახოთ რამდენ ხანს ეყოფა ბატონ გამომძიებელს მოთმინება, მერე იქნებ აზრზეც მოვიდეს :დ
ლილუს იდეა მეც მომეწონა, მაგრამ თან არ მინდა საფრთხეში ჩაიგდოს თავი. ნაგაზი ზედმეტად საშიშია. ამიტომ მე იოს ვემხრობი.
ის ბიჭი კიდევ სანდრო უფრო მგონია, რადგან სურთზე ჯერ კიდევ რიჟა ლილუ იყო. საინტერესო იქნება და-ძმის შეხვედრა.
კიდევ მინდოდა დაჩი. არ მეყო :(
ველოდები შემდეგ თავს

 


№3  offline მოდერი naattii

სტუმარი უცნობი
აუ ნენე და იოანე ძაან მაგრები არიან ვგიჟდები მაგათზე დდ
ის შავგრემანი ბიჭი ნაგაზის მსახურიც მგონია და ლილუს ძმაც დდ
რომელია ვერ გადავწყვიტე დ

როგორც შეძლებ იმდენად მალე დადე რა გთხოვ და იქნებ გაზარდო კიდეც დ

მადლობაა, ვცდილობ ყველანაირად ❤️

რუსკიმარუსია
იოანეს დაერხა :დ მიდი ნენე, ეგრე გააგრძელე, ვნახოთ რამდენ ხანს ეყოფა ბატონ გამომძიებელს მოთმინება, მერე იქნებ აზრზეც მოვიდეს :დ
ლილუს იდეა მეც მომეწონა, მაგრამ თან არ მინდა საფრთხეში ჩაიგდოს თავი. ნაგაზი ზედმეტად საშიშია. ამიტომ მე იოს ვემხრობი.
ის ბიჭი კიდევ სანდრო უფრო მგონია, რადგან სურთზე ჯერ კიდევ რიჟა ლილუ იყო. საინტერესო იქნება და-ძმის შეხვედრა.
კიდევ მინდოდა დაჩი. არ მეყო :(
ველოდები შემდეგ თავს

მოკლედ ვგიჟდები შენ კომენტარებზე ❤️❤️❤️

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

პირველ რიგში გილოცავ ნათი შენს პაწუკელას.ახლა წავიკითხე ყველა თავი და ცოტა გვიან გავიგე ამის შესახებ.ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს.ხშირად ვერ შემოვდიოდი და გამიხარდა შენი ისტორია რომ ვნახე.

მოკლედ ტრადიციას არ ღალატობ, როგორც ყოველთვის გამოძიება და თან ისე კარგად წერ ერთმანეთს არ გავს,რაც საინტერესოს ხდის და არ გბეზრდება მისი კითხვა.დაჩი განუმეორებელი არის როგორც ყოველთვის.ტყუპები მართლაც ტყუპებია რა,მათი მსჯელობა საქმეზე ძალიან მომწონს,თან ერთმანეთის სიტყვებს რომ აგრძელებენ.ნუ ლილუს როგორმე რომ გამოიყვან მშრალად მჯერა და არ ვნერვიულობ მასზე და გაბრიელზე.ისე ლილუმ და გაბრიელმა დაჩი და მისი ქალბატონი გამახსენა.ისინიც ასე კამათობდნენ სულ.აი ნენე რომ ბოლოს მოუღებს იოანეს ამის მჯერა და წინასწარ ვხალისობ იოანეს ეჭვიანობებზე,რაც ბლომად იქნება,თუ დროზე ვერ მიხვდა smile ველოდები შემდეგ თავს.რომ გთხოვო თავები გაზარდეთქო,უნამუსო უნდა ვიყო smile რადგან ვიცი პატარა რამდენ შრომასა და დროს მოითხოვს.ველოდები ძმებს რას იზამენ.
--------------------
ლანა

 


№5  offline მოდერი naattii

La-Na
პირველ რიგში გილოცავ ნათი შენს პაწუკელას.ახლა წავიკითხე ყველა თავი და ცოტა გვიან გავიგე ამის შესახებ.ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს.ხშირად ვერ შემოვდიოდი და გამიხარდა შენი ისტორია რომ ვნახე.

მოკლედ ტრადიციას არ ღალატობ, როგორც ყოველთვის გამოძიება და თან ისე კარგად წერ ერთმანეთს არ გავს,რაც საინტერესოს ხდის და არ გბეზრდება მისი კითხვა.დაჩი განუმეორებელი არის როგორც ყოველთვის.ტყუპები მართლაც ტყუპებია რა,მათი მსჯელობა საქმეზე ძალიან მომწონს,თან ერთმანეთის სიტყვებს რომ აგრძელებენ.ნუ ლილუს როგორმე რომ გამოიყვან მშრალად მჯერა და არ ვნერვიულობ მასზე და გაბრიელზე.ისე ლილუმ და გაბრიელმა დაჩი და მისი ქალბატონი გამახსენა.ისინიც ასე კამათობდნენ სულ.აი ნენე რომ ბოლოს მოუღებს იოანეს ამის მჯერა და წინასწარ ვხალისობ იოანეს ეჭვიანობებზე,რაც ბლომად იქნება,თუ დროზე ვერ მიხვდა smile ველოდები შემდეგ თავს.რომ გთხოვო თავები გაზარდეთქო,უნამუსო უნდა ვიყო smile რადგან ვიცი პატარა რამდენ შრომასა და დროს მოითხოვს.ველოდები ძმებს რას იზამენ.

როგორ მიხარია ისევ რომ ვხედავ შენს კომენტარს ❤️ იმედია გავამართლებ თქვენს იმედებს ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვახ ამ ტყუპებზე ვგიჟდები ,მაგრამ გოგოებიც სასწაულები არიან : )) ნენე ,ნენე მიყვარს ჭკვიანი ადამიანები იოანეს გადარევს და გააგიჟებს : )) ის უცნობი რატომღაც ლილუს ძმა უფრო მგონია მეც.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent