შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰილ ჰაუსი (ნაწილი 2 დასასრული)


19-08-2019, 09:09
ავტორი Yagam
ნანახია 1 150

არსებობს ადგილები რომელიც სიწმინდეზე ან ხვთაებრიობაზეა
მიჯაჭვული... ან შეიძლება ითქვას რომ ზოგიერთი სახლი თავიდანვე ცუდი დაიბადა, ვგრძნობ ვეღარ ვაგრძელებ... არვიცი... ჯანდაბა... ეს რთულია. მიუხედავად ყველაფრისა ვგრძნობ რომ სახლში ვარ. მიუხედავად სიტუაციის უკუპროპორციულობისა თავს ცუდად არ ვგრძნობ და მიკვირს...
ჯანდაბა წერა ნელა მიმდინარეობს, არ ველოდი თუ ჰილ ჰაუსზე წერას გადავწყვეტდი... ჩვენ... და უბრალოდ აღარ.


ძველი დრო:

სახლის შუაგულში მრავალჯერ დახვეულ ჩუქურთმებიან კიბეს სწრაფად აუყვა და წითელ კარებთან ინტერესიანი მზერით მჯდარ ნილს გაუღიმა.
- ჯანდაბა ვიპოვე.- გახარებულმა აათამაშა ხელებში გასაღები და ნილის ფართოდ გახელილ თვალებს დაკვირდა.
- ჯანდაბა.- სიხარულისგან გაიბადრა პატარა.
- ამ სიტყვას ნუ ამბობ.- შეუღრინა და გასაღები კარს მოარგო.
- ორი წამის წინ შენც თქვი. - შეეპასუხა ნილი.
- მე დიდი ვარ.
- არ ხარ.
- გეყოს!- გასაღებს ბევრი ეწვალა თუმცა კლიტეს ვერ აღებდნენ.
- კიდევ სცადე.- არ ეშვებოდა ნილი.
- მეც მაინტერესებს რა არის ამ ოთახში.- გასაღებს დაუნანებლად უჩხაკუნებდა კლიტეში.
- იქნებ ბამბის ნაყინის აპარატია? ან პონი?
- პონი რომ იყოს უკვე მკვადრი იქნებოდა.
- მაგრამ იქ მართლა არის რაღაც კარების ღრიჭოდან ჩრდილი დავინახე.
- მართლა?
- ხო და ეს გასაღები საიდან მოიტანე?
- მისტერ ბეგველმა მითხრა რომ ეს გასაღები ყველა ოთახიის კარს აღებს.
- აშკარაა, რომ ამას ვერა.- თქვა და ფეხზე იმედგახრუებული წამოდგა.
- მაშინ სხვა მოვძებნოთ.- შირლიმ ნილს მიბაძა.
- მამა, სხვა გასაღები გვჭირდება, ეს სასწრაფოა...- დაიყვირა ნილიმ და კიბეებზე ხმაურით დაეშვა.

ახლანდელი დრო:

ეს სახლი თითქოს თავისით აშენდა, თავისით შეიკრა.
წვერი ცას აუშვირა კაცობრიობის ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ეს სახლო აშკარად არიყო კარგი, არიყო სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, გაგებისთვის, ბედნიერებისთვის.
ეს იყო სახლი სადაც ხალხს არასდროს არ
უნდა ეცხოვრა.
ეს იყო სახლი რისი მოპირისპირეც უნდა ყოფილიყავი ან უნდა დანებებულიყავი ან უნდა გაბრძოლა, თუმცა სანახევროდ ვერცერთს გააკეთებდი.
თავიდანვე ვფქირობდი ამ სახლის გადაწვას თუმცა რწმენა არცერთს არ გვქონდა სათანადო.
სახლის თითოეული კუთხე დანახშირებულიყო თუმცა მაინც
ვგრძნობდი მის გავლენას.
რაც იქ მოხდა ამის
ემოციებად გადმოსახვა ძალიან მიჭირს და ყოველთვის ასე მიჭირდა. იმ ოთახის კარს, რომელსაც მთელი ჩვენი ცხოვრება, თითოეული ოჯახის წევრი გასაღებად ვებრძოდით ღია დამხვდა და ჩემი ძმა სტივენი მომაკვდავი ეგდო ძირს, პირიდან ქაფი სდიოდა და მკლავში ნემსი ჰქონდა შერჭობილი, ხელი მთლიანად დავენებული თითქოს მაღალი ძაბვის ანტენას მიუახლოვდა და
უამრავმა ვოლტმა ერთიანად დაარტყაო. დასეტყვილს არა უფრო მეხდაცემულს ჰგავდა. მთლიანად გაშავებულს ლურჯი კაპილარები მკვეთრად გამოსჯდომოდა ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე.
ჩემი ძმის გონზე მოსაყვანად ყველაფერს ვაკეთებდი, შირლი და დოვიც მალე შემოვარდნენ.
- მან გადამარჩინა.- კანკალოთ ამოილაპარაკა გონმოსულმა სტივენმა და კართან მდგარი ნილისკენ გაიშვირა ხელი.
- გული არა, მუცელი... ყველას გვაქვს.- თვალი ჩაბნელებული ფანჯრისკენ გაეშტერებინა და საუბრობდა.
- ნილ?
- ზუსტად ამის ცოდნა მჭირდებოდა. ჩვენ ყველა ვყოფილვართ აქ.- ფანჯრისკენ დაიძრა.
- ნილ?- ვეძახდით და ყურადღებას არ გვაქცევდა აშკარა იყო ჩვენი არ ესმოდა.
- კარი გააღეთ.- ფეხზე წამოვხტი სტივენის დასახმარებლად.-სტივენს საავადმყოფო ესაჭიროება.
დოვი კარს მივარდა გასაღებად.
- ჯანდაბა ვერ ვაღებ.
- ჯერ ამ დაწყევლილ ოთახში ვერ შამოვდიოდით ახლა კი ვერ გავდივართ.
- თითქოს ამ ოთახში ადრეც ვყოფილვარ.- იატაკზე მჯდარმა შირლიმ თავისთვის ამოილაპარაკა.
- კი, ყოფილხარ.- წამკიძახა ნილიმ.- ყველანი ვყოფილვართ, თან ძალიან ბევრჯერ, თუმცა არ ვიცოდით, ხოო არ ვიცოდით. ახლა უფრო ცხადია ყველაფერი. მე მივხვდი. - ძალიან მშვიდად საუბრობდა და ზანტად დააცოცებდა თვალებს ოთახის კედლებზე.
- რა ჯანდაბას ამბობ?- გაურკვევლობისგან წამოვიყვირე, კარს ორივე მოვეშვით და ნილისკენ მივაპყარით ინტერესიანი მზერა, ინტერესი მკავდა თავში სრული ბარდაგი მწონდა, ნილი კი უფრო არეულ გონებას კიდევ უფრო მიხლართავდა და სადაც იყო საფეთქლები ამდენი ფიწრისგან დამისკდებოდა, არ ვგრძნობდი თავს კარგად, თუნცა ვიცოდი რომ ნილისთვის ბოლომდე უნდა მომესმინა, ჩემს და ძმასაც სახეზე ეს ეწერათ. ბოლობოლო უნდა გაგვერკვია რა ჯანდაბა ხდებოდა ჩვენს თავს ჩვენ კი სირაქლემას პოზიციაში ვიყავით, ან არა და რაღაც სხვაში იყო საქმე...
- ახლა ყველაფერი დალაგდა, თითქოს რაღაც პერიოდი მეგონა, რომ ერთი ხაზი ვიყავით.- საუბარს ხელებიც შეაშველა, თუმცა ისევ ისეთი მშვიდი იყო, ადრე ყოვთვის აფორიაქებულს ვამჩნევდი ეს შიმშვიდე არ იყო ჩვენი თანმდევი, განსაკუთრებით ნილის. - თითქოს დომინოებივით ვიყავით, ერთი მეორეს აქცევდა, დასაწყისიდან დასასრულამდე. გაიხსენეთ, დედა ყოველთვის ამბობდა, ყველა სახლს აქვს თვალები...- ოთახის კედლისკენ დაიძრა და ხელის თითები გააყოლა სიგრძეზე- ძვლები... ტანი... თითები...- ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო, დრო საშინლად იწელებოდა.- ეს ოთახი სახლის გულივით არის... არა... მუცელივით.- შეასწორა.- კრისტიან- დამიძახა და შევცბი, ისეთი სევდიანი თვალებით მიყურებდა, გული სადაც იყო გამისკდებოდა.- შენ შენს სათამაშო ოთახში გიყვარდა ყოფნა, ეს შენი სათამაშო ოთახია... შირაილ. ახლა შირლის გახედა.- ეს შენი მისაღები ოთახია... სტივენ, ეს შენი ხის სახლია ბაღში, შენ და მამამ რომ ააშენეთ.- ცრემლები წამოუვიდა, მეკი ერთი სული მქონდა როდის დაასრულებდა, მთელმა ბავშვობამ თვალწინ გადამირბინა, ყველას ჩვენ ჩვენი ოთახები გვქონდა, მაგრამ არა დასაძინებელი, არამედ ისეთი სადაც ყველაზე ხშირად ვატარებდით დროს, მე ჩემს სათამაშო ოთახში მიყვარდა ყოფნა, შირლის მისაღებ ოთახში სადაც ხატავდა, სტივენმა და მამამ ბაღში ხის სახლი ააგეს და სტივენი იმ ოთახიდან არასდროს არ გამოდიოდა, დედას საკითხავი ოთახი ჰქონდა ბიბლიოთეკა, ნილი კი ცეკვავდა. საცეკვაო ოთახში ათენებდა და აღმებდა, ჯანდაბა... ნილი აგრძელებდა, ჩემთვის კი უკვე ყველაფერი ნათელი იყო...- ეს დედას საკითხავი ოთახია.- სივრცეში გაიხედა- ეს ჩემი საცეკვაო ოთახია სადაც დროის დიდ ნაწილს ვატარებდი ბავშვობაში. ეს ჩვენი ოთახია თუმცა ჯამში ეს წითელი ოთახია, რომელიც სახეს იცვლიდა, რათა ჩუმად ვყოფილიყავით, მე პატარა არსება ვარ, რომელიც მონსტრმა გადაყლაპა, ის კი ჩემს ყველა მოძრაობას გრძნობს.- თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე ვგონებ ვეღარაფერს ხედავდა, თან იცინოდა, იმდენად ლამაზი იყო..

მამა? მამა ამ კარს იჭერდა რათა მონსტრები არ გამოსულიყვნენ, იჭერდა ძლიერად რათა ჩვენ დავეცვით, მაგრამ ამან არ გაჭრა..
ყველაფერი გაირკვა...
- კრისტიან.- ოლივერისკენ შევბრუნდი და თვალი გავუსწორე, მარტო დავრჩენილიყავით, რა თქმა უნდა ეს მხოლოდ მე მეგონა ასე, მარტონარასდროს ვყოფილვართ.- ეს სახლი შენია შვილო, დაიმახსოვრე... თქვენ ჩემი ყველაზე ძვირფასი ნაწილი იყავით.- კიბეებზე გავიხედე და მამაჩემის (ოლივერის) ცხედარი დავინახე, ქვემოთ ჩავიხედე და დედაჩემის დასისხლიანებული სხეული შევნიშნე, რომელსაც თავზე ასევე დედაჩემი ედგა, სისხლიანი პერანგით. ამომხედა და ხელი დამიქნია, ოლივერ მივუბრუნდი ჩემზე თბილი მზერით მომზირალ მამას დავაკვირდი და გამეღიმა. - შვილო, მონსტრები გარეთ გამოდიან - გაიღიმა, წითელი ოთახის კარი გააღო და შიგნით, დედა, ნილი, შირლი და სტივენი დავინახე, ოთახი მთლიანად ნათელი იყო...- მე თქვენთვის ყველაფერი გავაკეთე კრისტიან, ვეცადე თუმცა უძლური აღმოვჩნდი. უძლურები აღმოვჩნდით.
ვამაყობ თქვენით შვილო.- წინ უკვე ახალგაზრდა შავგვრემანი, სიმპათიური ოლივერი მედგა, გამეღიმა. - თავს გაუფრთხილდი კრისტიან.- ოლივერმა უკან დაიხია, ოთახში შევიდა, შვილებსა და ცოლს ძლიერად მოეხვია, კარი კი აწ უკვე სამუდამოდ დაიკეტა...
ვიცოდი ვინც ვიყავი და ამას ვერასდროს შევცვლიდი. ვიცოდი... ეს ჩემი იყო, ჩემი საკუთრება ჩემეული და არ მეზიზღებოდა, ან ეს რას შეცვლიდა. სახლის უზარმაზარ ცენტრში ცხადად ვხედავდი ყველა ავ სულს, თუმცა წარბი არ შემიხრია, მათთან ერთად მთელი ბავშვობა გავატარე, ყველაფერი ნათელი იყო...
სახლში ვიყავი, ასე ვფიქრობდი, შემდეგ ფიქრიც შევწყვიტე...
წასვლის დრო იყო, ბევრი შეცდომა დავუშვი, მთელი ბავშვობა მოჩვენებებთან ვცხოვრობდი, სანამ ამას არ მივხვდი. ახლა თითოეულს ცხადად ვხედავდი, მოჩვენებები... ისინი იყვნენ ამ ყველაფროს დასაწყისიც და დასაარულიც, მონანიებაც, დამარცხებაც, შიშიც.
მაგრამ მოჩვენება უფრო სურვილია...
ვფიქრობ, ნეტავ უკეთესი ქმარი ვყოფილიყავი, უკეთესი ძმა ვყოფილიყავი, უკეთესი შვილი ვყოფილიყავი...
ვცდილობ ვთქვა რომ ჩემს ცხოვრებაში დიდი კედელი ავაშენე და ვცდილობდი ამას ამოვფარებოდი, მაგრამ ამან არ იმუშავა, კედლები ასე არ მუშაობენ... და ახლა... წასვლის დროა... წასვლის.

შიში არანაირ ლოგოკას არ ექვემდებარება, საერთოდ არაფერს არ ექვემდებარება... მის გარეშე რთულია შეინარჩუნო სიჯანსაღე არაჯანსაღ რეალობაში.
ჰილ ჰაუსი... არა ჯანსაღი სახლი, რომელშიც სიბნელეა გამეფებული, სახლი რომელიც ასობით წელი იდგა და კიდევ ასობით წელი იდგება სახლი მყარი იატაკით, სუფთად ნაშენი ქვებით და დაკეტილი კარებით... მის ქვებსა და ხეებში სიჩუმეა...
და რასაც არ უნდა ევლო იქ ერთად დადიოდა...


დასასრული


იმედი მაქვს თქვენს მოწონება დაიმსახურებს, ვერცკი წარმოიდგენთ როგორ ველოდები თქვენს შედასებებს იმედი მაქვს დამატკბობთ. ცოტა ჩახლართულია ვიმედოვნებ მთავარ აზრს ჩაწვდებით.



№1  offline წევრი Kathara

მართლა ძალიან მომეწონა:)

 


№2 სტუმარი Kevin

Raaa?? Es raikoo? Iseti dasasruli konda ro vercki warmovidgine sul isetebs adzrob ro ver mixvdebi boloshi ra dagxvdeba tavidan bolomde intriga xar ;ddd momwonxar da ase ganagrdze gelodebi sulit da gulit

 


№3  offline წევრი Yagam

Kevin
Raaa?? Es raikoo? Iseti dasasruli konda ro vercki warmovidgine sul isetebs adzrob ro ver mixvdebi boloshi ra dagxvdeba tavidan bolomde intriga xar ;ddd momwonxar da ase ganagrdze gelodebi sulit da gulit
ძალიან
დიდი მადლობა მიხარიხართ <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

ცოტა გამეცინა.
მიხვდები, რატოც.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent