შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 20)


20-08-2019, 14:08
ავტორი naattii
ნანახია 1 694

სულ სხვანაირი ჩანდა ხალხი კლუბური განათების ფონზე, ეცვლებოდათ ფერი, სხეულის ფორმებიც კი, უკვე შეზარხოშებულ ახალგაზრდებს კი ორმაგად უშლიდა ხელს კარგად ხედვაში. დახლთან მიმჯდარიყო ახალგაზრდა ბიჭი და ნირ წამხდარი წრუპავდა სასმელს. ვითომ მალულად, სინამდვილეში კი ურცხვად ათვალიერებდა მოცეკვავეებს და სულარ აინტერესებდა ვინმე შეამჩნევდა თუ არა. მათ შორის გაბრიელს და ლილუსაც მოკრა თვალი და წამიერად გაეღიმა, პირველად ხედავდა ტყუპს ასეთს, ბიჭი ხელიდან არ უშვებდა ლილუს და ბედნიერი სახით ხვევდა ხელებს. არც გოგოს ეტყობოდა გულგრილობა და მათ ყურებას ნამდვილად არ ჯობდა არაფერი, თუმცა არა იოანესთვის. მისი ხედვის ობიექტს ამჯერად სულ სხვა წარმოადგენდა. გული უცნაურად უძგერდა ნენეს ასეთ საქციელზე, მაშინ როდესაც გოგოს მის გარდა არავინ ახსოვდა ასე და*იდება? ეს ხომ უნამუსობაა, რა საჭიროა ბავშვივით გაბუტვები. ბოლომდე გადაკრა სასმელი და ვითომ მეგობრებთან მოხარხარე ნენესკენ დაიძრა.
-წამო რა, საქმე მაქვს_უკნიდან მოხვია ხელი გოგოს ისე რომ მის გვერდით მდგომი ბიჭი არც შეიმჩნია.
მთელი ძალით შეეცადა ნენე დავლილი ჟრუანტელისთვის ყურადღება არ მიექცია და გაცინბულმა დაუქნია თავი.
-ახლავე მოვალ_დაუბარა მეგობრებს და ბიჭს გამოყვა.
-როდემდე უნდა მებუტო?_დაღლილი სახე ქონდა იოანეს.
-და საიდან მოიტანე?
-აბა ეს გვერდის ავლები რა ბავშვობაა ნენე? მაპატიე, რომ ჩუმად წამოვედი, არ მინდოდა შენი წყენა, ვიცოდი არ გამომიშვებდი და მიტო არაფერი გითხარი.
-რას ამბობ იოანე, რა წყენა, სხვანაირად როდის მოქცეულხარ?_გამყინავ ღიმილს სახიდან არ იშორებდა გოგო. -პრობლემა არ არის, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, ეგეთები მოსულა?_ბეჭზე მიარტყა გაოცებისგან ლამის პირდაღებულ ბიჭს და უკან გამოყოლილ მხლებელს ისევ სიცილით შეყვა შიგნით.
-ეს ახლა რამეს ნიშნავდა და მე ვერ მივხვდი?_ირგვლივ მიმოიხედა იოანემ და ბრაზი ქვაზე ფეხის კვრით გამოხატა. -ფუ შენი ......_საზაფხულო კეტში იოლად იგრძნო ტკივილი და ლამის ცალ ფეხზე დაიწყო ხტუნვა სიმწრისგან რომ არ ეღმუვლა.

როგორც იქნა მოახერხა გაბრიელმა ლილუს მოწყვეტოდა და სასმელი მოეტანა, დახლთან მისულს კი უკვე ნასვამი ტყუპი დახვდა და მთელი ხმით მოუნდა გადახარხარება.
-რა იყო ძმაო ჩემო ნოსტალგია შემოგაწვა?
-ჰაჰა, სიყვარულო ძალსა შენსა, ხუმრობის ხასიათზე ვართ?_პირველად დაიღრინა იოანემ.
-ოჰო, თურმე ძაღლებს ტყუილად არ გვეძახიან, ფრთხილად ალა მიკინო_ნეკა თითი გაუქნია სიცილით და გამზადებული სასმელებით ისევ ლილუსკენ წავიდა. გზად ნენესთან უწევდა ჩავლა და ხმაურის გადასაფარად ყურისკენ მიიწია გოგოს რომ გაეგონა:
-სწორად მიდიხარ.
-წარმოდგენა არ მაქვს რას გულისხმობ_ეშმაკური ღიმილით მოსვა სასმელი გოგომ.
-არც მე_მხრები აიჩეჩა სიცილით გაბრიელმა და მომლოდინე ლილუს სასმელი გაუწოდა.


-უეჭველი ნაღდი ინფორმაციაა?_ნერვიულად დადიოდა ქუჩაში შავგვრემანი ბიჭი.
-ამისთვის შეიძლება ტყვია მივიღო და მაგას მეკითხები?_შეშინებული აცეცებდა თვალებს მეორე.
-ნუ წუწუნებ, ჩემთან ვალში იყავი, ახლა თავისუფალი ხარ_თავი დაუკრა კაპიშონს შიგნიდან და ჩაფიქრებული გაუყვა გზას. სად დაბოდიალობდა ეს გოგო ამდენ ხანს? ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა ბარში მისვლა იყო თუ არა კარგი იდეა, მაგრამ უკვე გაკეთებული ქონდა, თანაც დარწმუნებული იყო უკვე ლილუს და ბიჭების ყურამდეც იქნებოდა მისული ვიღაც რომ ეძებდა და გაფრთხილდებოდნენ. კაპიუშონი არ გადაუწევია ისე ახედა ცას და ვარსკვლავებს დააკვირდა. მოწმენდილის მიუხედავად მალევე წამოვიდა წვიმის წვეთები და ჰაერში სასიამოვნო სუნი დაატრიალა, ბიჭმა ამოიხვნეშა, ამიტომ ვერ იტანდა წვიმას, ამაღამ სადარაჯოზე უნდა დაბრუნებულიყო და დარწმუნებული იყო გალუმპვა არ აცდებოდა.

-ხომ გაიგე რაც გითხარი? ნელი ნაბიჯებით მიხვალ სადარბაზომდე, იქ შემოწმებულია არავინ იცდის, სახლამდე მშვიდობით მიხვალ, როგორც კი შეხვალ, იმ ოთახში რომლის ფანჯრებიც წინ იხედება შუქს აანთებ, დიდს არა, შედარებით პატარას, არუნდა მიხვდნენ გამოფენას სპეციალურად რომ ვაწყობთ, შენ კი უკანა მხარეს წახვალ და დამელოდები, მეც იქედან შემოვალ პირველი სართულის მეზობლიდან_მეათედ უმეორებდა გაბრიელი ლილუს გაზეპირებულ გეგმას და გოგოც მორჩილად ღიმილით უქნევდა თავს.
-კარგი, მაშინ წავედი და ზევით შევხვდებით_თავი დაუქნია და წასასვლელად მოემზადა.
-იცოდე, ............_მეტის თქმა ვეღარ მოახერხა, რადგან ტუჩებზე ლილუ დააკვდა და სულ დაავიწყდა რის თქმასაც აპირებდა. მალევე მოშორდა ქალი, დახუჭული თვალები გაახილა და ეშმაკური მზერით დაუწყო ყურება. რამდენიმე წამში თითით ტუჩის კუთხიდან წითელი პომადა მოაშორა ბიჭს და ყურთან მიუახლოვა შეღებილი ტუჩები.
-არ დაგავიწყდეს ვის ელაპარაკები ძვირფასო_ცალყბა ღიმილით გაშორდა ჯერ კიდევ დაბრინჯულ გაბრიელს და სიცილით წავიდა სადარბაზოსკენ, ყველაფერი ისე გააკეთა როგორც დაგეგმეს და მართლაც შეუვარდა ათ წუთში ბიჭიც.
-გაგრძელებას მოვითხოვ_ტუჩები მოილოკა ტყუპმა.
-მე ჯოხიანი კამფეტი მინდა_ტუჩი გადმოაბრუნა ლილუმ და მაცივრიდან წყლის ბოთლი გამოიღო.
-ხო, მეც კამფეტი ვიგულისხმე_ღიმილით დაუქნია თავი გაბრიელმა და ამჯერად თავდ აიღო კოცნის ინიციატივა თავის თავზე.

-ახლა რას ვაკეთებთ?_სიბნელეში მჯდარმა გადახედა ტყუპს.
-დილამდე აქ ვიყოთ, თუ ვინმე გამოჩნდა აგვყავს და განყოფილებაში გადავინაცვლებთ, თუ არავინ გამოჩნდა და 9ზე მაინც ერთად წავალთ მამუკას მოხსენების ჩაბარების დრო იქნება.მთელი დღე ანკეტების გადარჩევას მოვუნდებით და დარწმუნებული ვარ ვინაობას გავიგებთ.
-იმედია_უფრო მიეხუტა ლილუ ბიჭს და თვალები დახუჭა.
ახალი ჩაძინებული იქნებოდა გაბრიელი ჩუმი ფხაჭუნი რომ გაიგონა, პროფესიის გამო იმდენად იყო მიჩვეული ფრთხილ ძილს წამიერად გამოფხიზლდა და ლილუც გააღვიძა, ქალი საძინებელში გაგზავნა და თვითონ რაც შეეძლო ჩუმად გადატენა იარაღი. მისაღებთან გამაგრებულმა წამში გააგზავნა შეტყობინება და კარიც გააღეს. ბინაში მკრთან შუქზე მალევე გამოჩნდა ორი ნიღბიანი, რომლებიც აქეთ-იქით აცეცებდნენ თვალებს. გაეღიმა გაბრიელს რომ გაამართლა, ორი საათი ამტკიცებდა ნაგაზი ქალთან ორ-სამ კაცზე მეტს არ გაგზავნისო.
ქურდებივით მოიპარებოდნენ ნიღბიანები და ჩუმად ინაწილებდნენ ოთახებს რომელს რომელი უნდა გაეჩხრიკა.
-ბოდიშით, გეგმები უნდა აგირიოთ_გამყინავად გაისმა გაბრიელის ხმა. ოსტატურად გათიშა ორ წამში ერთ-ერთი და მეორეზეც მოახერხა იარაღის ჩარტყმა, პროფესიიდან გამომდინარე კარგად ჩხუბობდა და არ გაჭირვებია ნიღბიანი ძირს გაეშოტა და ზევიდან შემომჯდარს გაეკავებინა. წამში მოხსნა სახეზე აფარებული ნაჭერი და თოფის ლულა პირდაპირ შუბლზე დაადო:
-ვინ გამოგაგზავნა?
-არავინ, გეფიცებით, მარტო ვმუშობთ, გვითხრეს ბინა რამდენიმე დღეა ცარიელიაო და ჩვენც შემოვედით_აკანკალებული იქნევდა ხელებს 30 იოდე წლის ახალგაზრდა.
-დაგიჯერე როგორ არა_ისიც ერთი ხელის მოძრაობით გათიშა გაბრიელმა და ლილუსთან შესვლას აპირებდა კარების ხმა კიდევ ერთხელ რომ მისწვდა ყურთასმენას. ამჯერად სახე მოეღრიცა, ორის ნაცვლად ხუთი ნიღბიანი გამოჩნდა, თუმცა დანებება არც უფიქრია, იოლად მოიგერია პირველი ორი, მართალია ყოველდღე არ უვარჯიშია, მაგრამ გამონატქვამი გაახსენდა გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო და თუ ოდესმე მასწავლებლისგან რამე საბრძოლო იარაღი უსწავლია ყველა გაიხსენა. მეოთხემდეც იყო მისული ცივი ხმა რომ მოესმა.
-არამგონია ამ ქალბატონის ტვინი გაინტერესებდეს კედელზე როგორი იქნება._მაშინვე გაუშეშდა ხელები და უკან მობრუნებულს სახე გაეყინა. ერთ-ერთს ლილუსთვის მიეგნო და ახლა საფეთქელზე იარაღ მიბჯენილი სატყუარად დაეყენებინათ შუა მისაღებში.
-კარგი, კარგი, _დანებების ნიშნად იარაღი ძირს დააგდო ბიჭმა და ლილუს გახედა. ვერანაირი ემოცია ვერ წაიკითხა ქალის სახეზე.
-ახლა აღარ გაქვს დიდი გული არა?_ერთ-ერთი დალურჯებული მიუახლოვდა ბიჭს და მთელი ძალით ჩაარტყა მუშტი ცხვირში. ტკაცანის ხმა, რაც ძვლის გატეხვას მოყვა მთელ ოთახში გაისმა და ახლა კი გაიგონა ყველამ ლილუს განწირული კივილი.
-გაბრიეეეეელ._ცრემლებსაც არ დაუყოვნებია ქალის სახეზე.
-კარგად ვარ_ძირს დახრილმა ბიჭმა ძლივს ამოილაპარაკა და მაინც მედიდურად ასწია თავი. სისხლი თქრიალით მოდიოდა და ლილუს ასმაგად უხეთქავდა გულს. აქვითინებულს უკვე მზერაც არეოდა.
-კარგად ყოფილა, გამოსწორებადია_დაიქადნა მაღლიდან მდგომმა და ამჯერად მუცელში უთავაზა.
მუხლებზე დავარდა ბიჭი და ტკივილისგან მაინც დასცდა ამოოხვრა.
-ახლაც კარგად ხარ?_საზიზღარი ღიმილით დააჩერდა ტკივილისგან სახეშეჭმუხნილ ბიჭს და უფრო გამწარდა გაბრიელმა ისევ რომ მოახერხა წამოდგომა. კიდევ ერთხელ შემართა მუშტი, შემომავალი დერეფნიდან ლილუსთვის კარგად ნაცნობი და თითქოს მივიწყებული ხმა რომ გაისმა.
-რატომ არავინ, არასდროს მპატიჟებს მსგავს წვეულებებზე?_თავის ქნევით გამოჩნდა შავგვრემანი ბიჭი და შემართული იარაღი ლილუს გვერდით მდგომს მიუშვირა. -ბუჰ_სროლის იმიტაცია გააკეთა ხმით და სანამ აზრზე მოვიდოდა ნიღბიანი, უკვე ნამდვილი ტყვიისგან ძირს ეგდო. მაშინ სულ დაივიწყა ტკივილი გაბრიელმა და გამწარებულმა სიამოვნებით გადაუტეხა მარჯვენა მის თავდამსხმელს.
-ახლა ვინ არ არის კარგად?_აბღავლებულს დააჩერდა ზევიდან და გაშტერებულ, ერთ ადგილზე მიყინულ ლილუს გახედა, ის კი თვალისმოუცილებლად მიჩერებოდა ახალ შემოსულს.
-რაიყო დაო ისე შევიცვალე ერთადერთ და განუმეორებელ ძამიკოს ვეღარ ცნობ?_გაღიმებულმა გაშალა ხელები დემონსტრაციულად და გაიცინა.
-სანდრო_ამოოხვრას გავდა ლილუს ხმა.



№1 სტუმარი თიკა

ძალიან კარგი ისტორიაა და ველი გაგრძელებას ♡♡

 


№2 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვახ რა მაგარი თავი იყოო : )) იოანე ცოტა შემეცოდა ბოთე როა და ვერაფერს ვერ ხვდება : D ბოლოში ლილუს ძმამ გამამხიარულა ეს და იოანე ერთნაირი იუმორით მოძრაობენ ???? : ))

 


№3  offline მოდერი naattii

თიკა
ძალიან კარგი ისტორიაა და ველი გაგრძელებას ♡♡

მადლობა დიდი ❤️

სტუმარი gvantsa
ვახ რა მაგარი თავი იყოო : )) იოანე ცოტა შემეცოდა ბოთე როა და ვერაფერს ვერ ხვდება : D ბოლოში ლილუს ძმამ გამამხიარულა ეს და იოანე ერთნაირი იუმორით მოძრაობენ ???? : ))

უნდა მიხვდეს :D სადააქ სანდროს სასაცილოდ საქმე :D

 


ყიჩაღ ნენე რა :დ არა, იო კი შემეცოდასავით მაგრამ ოდესმე აზრზე ხომ უნდა მოვიდეს? ხოდა ასე განაგრძე ნენე❤
სანდროს შემოსვლა ნამდვილად ეფექტური იყო, აი გაგრძელება კი ფრიად საინტერესო იქნება, რას იზამს ან უზამენ მაგ ბიჭს.
ჩემი გაბრიელი რა საყვარელია შეყვარებული ❤❤
საინტერესო თავი იყო და უფრო მეტად საინტერესო გაგრძელება ექნება ვატყობ.

 


№5  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ყიჩაღ ნენე რა :დ არა, იო კი შემეცოდასავით მაგრამ ოდესმე აზრზე ხომ უნდა მოვიდეს? ხოდა ასე განაგრძე ნენე❤
სანდროს შემოსვლა ნამდვილად ეფექტური იყო, აი გაგრძელება კი ფრიად საინტერესო იქნება, რას იზამს ან უზამენ მაგ ბიჭს.
ჩემი გაბრიელი რა საყვარელია შეყვარებული ❤❤
საინტერესო თავი იყო და უფრო მეტად საინტერესო გაგრძელება ექნება ვატყობ.

ყველანაირად ვცდილობ უინტერესო და სისულელე არ გავხადო ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent