უმისამართოდ... (სრულად)
√ ვაკვირდები მაღლა ცაზე როგორ დაღელავს თეთრ-ნაცრისფერი ტონალობა ტალღების მსგავსად და საკუთარ თავს ვეუბნები "შეხედე ღრუბლებს რა სასაცილო ფორმა აქვთ"... მალევე სარკმლიდან მზერას თავს ვანებებ, ვიცვამ ჩემი ერთფეროვანი ცხოვრების განუყრელ ფორთოხლისფერ ჟილეტს, ხელში ვიჭერ ასევე განუყრელ ნივთს და ქალაქის ქუჩებს მივუყვები ნაგვისაგან გასანთავისუფლებლად ჩანს ადამიანებმა იგრძნეს წვიმის მოახლოვება გაეცალნენ ცარიელ სივრცეს... მე კი სახე ხარბად ავიღრიცე ზეცისაკენ და იქვე ბაღში ლამპიონს ავესვეტე-წვიმა შრიალით გადმოეშვა მაღალი ციდან, მაცოცხლებდა მისი სიცივე! წვეთებმა ხმაური დააყარეს ჩემს ახლოს მდგარ გამჭირვალე "პლასმასი ბოთლების" ნაგვის ურნას, მეც უნებურად მას დავაშტერდი, მაშინვე შევნიშნე შავი ოთკუთხა საგანი როგორ ეგდო ბოთლებს ზემოდან, გაუცნობიერებლად გავიწოდე ხელი მისკენ და ახლა უკვე შავვ ოდნავ დანამულ ტყავის ყდას ვფურცლავდი პირველ გვერდზე გაშლილი ასოებით ეწერა "მ ა რ ი" სახელის ქვემოთ კი თარიღი შემდეგნაირად ეწერა "სადღაც 2017წლის ივლისი/2019" (დღიურიათქო გავიფიქრე) მერე წვიმამ აღარ დამაცადა, ფურცლებს დაეწაფა. დღიური უბეში შევიმალე, დაბნელებისას კი როცა საქმეს მოვრჩი სახლისაკენ გავემართე-თ. შინ მისული როგორც კი მოვწესრიგდი ნაპოვნი დღიური დავიჭირე და წვიმის მელოდიური ხმის სმენის პარალელურად დაუკითხავად დავიწყე სხვისი ცხოვრების კითხვა. დღიურს შიგადაშიგ ამოხეული ფურცლების კვალი ეტყობოდა, რაც შეეხება გადარჩენილ ფარატინა ქაღალდებს მათზე თხრობა შემდეგნაირად იწყებოდა: '''' სადღაც 2017წლის ივლისი/2019 შუა ღამეა მე კი ისევ მაგონდები! ცხოვრებაში პირველად ხელში წიგნაკს ვიჭერ, წარმოდგენა არ მაქვს როგორ დავიწყო წერა არადა თეთრი ქაღალდი უკვე მელნისაგან გამოძერწილი ასოებით იფარება... ალბათ იმიტომ რომ ვერავისთან ვსაუბრობ მინდა ვწერო, უნდა მოვიგონო ამ წლების მანძილზე ნაგროვები გრძნობები შევკრა და აქ დავიტანო, უნდა განვთავისუფლდე მათგან. კალამი ხელში მიკანკალებს, აზრები ჩრდილში მემალებიან და მაინც... ჩვენ ყოველთვის ერთ და იმავე დროზე ვიძინებთ დაძინებამდე ვსაუბრობთ ათას სისულელეზე, სუსტ წელზე შემოხვეულ მის ძლიერ მკლავს სითბოს ანარეკლი მოაქვს, კისერში სასიამოვნოდ მაფრქვევს თბილ ჰაერს და მერე ის ჩემს სიზმრებში აგრძელებს ხეტიალს. სადღაც 2017წლის ივლისი/2019 ორი წლის წინ ნაცნობი ქუჩის ხეივანთან თვალი მოვკარი ბიჭს რომლის თვალებიდან მომავალმა თბილმა, სევდიანმა ფერებმა ამავსო, იმ დღეს სადაც მე ვიყავი ისიც იქ იყო ჩემს შიგნით და ვერ ვიგდებდი გონებიდან მის სახეს, იმდენად მოძალებულად ვიგრძენი სურვილი იმისა რომ ისევ მენახა იმ წამს შუაღამეზე მზად ვიყავი მიმერბინა იმ ხეივანთან თუ კი მეცოდინებოდა რომ ისიც იქ იქნებოდა. იმ დღის შემდეგ ვინ იცის რამდენჯერ გადავკვეთე იგივე ქუჩა მისი მიზეზით, იყო ხოლმე ისევ ხეივანთან როგორც სჩვეოდა ნაცრისფერ კვამლში გახვეულს ფეხმორთხმული ჯდომა(მარტოს იშვიათად ვხედავდავდი) სწრაფად ვაცილებდი მზერას მისკენ და აჩქარებული გულის ფეთქვის დარეგულირებას ვცდილობდი უშედეგოდ. ეს წუთების შეხვედრა მთელს დღეებს მყოფნიდა, იმ დღემდე სანამ კიდევ არ გამიმართლებდა და არ მოვკრავდი ისევ თვალს. მისთვის ალბათ უბრალო შემხვედრი გოგო ვიყავი ჩემთვის კი "წარმოუდგენელს"ნიშნავდა. ვერასდროს ვბედავდი მივსულიყავი მასთან რეალურად ან კი რა უნდა მეთქვა რომც მივსულიყავი ამ გრძნობისთვის სახელი არასდროს დამირქმევია (ახლაც ვერ ვბედავ) მაგრამ გონებაში ის ცხოვრობდა უკვე ჩემთან ერთად, ცარიელი სახლის შეღებისას არასდროს იყო ის ცარიელი, რადგან ჩემთან ერთად იყო "ისიც". სადღაც 2017წლის ივლისი/2019 ვინ იცის რამდენჯერ წარმოვიდგინე ჩვენი გაცნობის პირველი სცენა. ეს სცენა ყოველთვის იგივე ქუჩით იწყება... წარმოვიდგენ როგორ მოვაბიჯებ სახლისაკენ, გონებაში კი მოლოდინის ფიქრებია მასზე, რომ გამიმართლებს და გამოჩნდება. ვხედავ-და ვგრძნობ რთულია სუნთქვა როცა ის ჩემს წინ დგას, კისერში ისეთი სისწრაფით იწყებს არტერია ფეთქვას მგონია კანს მალე გაუჩენს ბზარებს... ვახერხრბ გავცილდე და ამ დროს ჩამესმის მისი ხმა აქამდე არმოსმენილი გონებაში რომ უამრავჯერ ჩამძახოდა "და მე ლო დე! " მე შებრუნებას ვერ ვბედავ, ის კი მკლავზე ხელს მჭიდებს და მისკენ მიბიძგებს, მისი თვალებიდან ისევ სიფერადე მოდის... სიტყვები? -ისინი ხომ ამ დროს ზედმეტი ხდება... მერე ჩვენ ყველა დღეს ერთად ვატარებთ, გვიყვარს უხმო მუსიკის ფონზე ცეკვა, თავი როცა მის მკერდზე მიდევს და ვითვლი მისი გულის ფეთქვას ჩემსას რომ უსწრებს... ჩვენ ძილითაც ერთ დროს ვიძინებთ, დაძინებამდე კი ვსაუბრობთ ათას სისულელეზე. ასეთი ფიქრებით მოვედი დღემდე, დღემდე ძალიან ხშირია ჩვენი შემთხვევითი შეხვედრები და ყოველ ჯერზე უფრო მყარად იკიდებს ფეხს ჩემს გონებაში ეს აუტანელი ხდება! ყოველწამს ჩემს ფიქრებშია და აი უცებ ვხედავ და ვერაფერს ვაკეთებ უბრალოდ გვერდს ვუვლი! უნდა დავივიწყო... დავწერ და ნაწერებთან ერთად დაიფერფლება ჩემი მისდამი არსებული გრძნობები... (აქ დღიურში ამოხეული ფურცლების კვალია, მერე კი თხრობა შემდეგნაირად გრძელდება) სადღაც 2017წლის ივლისი/2019 ახლა რომ მეტყოდნენ რა გინდაო დაუფიქრებლად ვიტყოდი დამავიწყე ფიქრები მასზეთქო *არც ისე მარტივი ყოფილა... ღმერთო ჩემო წერა რომ არ დამეწყო ვერც ჩავწვდებოდი ასეთი ძლიერი გრძნობა თუ გამაჩნდა მის მიმართ. ყველაფერი რაც შენთან ასოცირდება ჩემთვისაც საყვარელი ხდებოდა. მახსოვს როგორი აღტაცებული ვიყავი როცა შენი სახელი გავიგე შემთხვევით და კიდევ რაღაც-რაღაცეები! ორი წელის განმავლობაში შენზე ფიქრებისგან ნელ-ნელა უზარმაზარი აგურის კედელი ამიგია, ახლა ჩემივე ნაშენებს მივადექი და დანგრევას ვუქადი, მაგრამ ვაი რომ ძალა არ მყოფნის... სასაცილოა ისე ვწერ თითქოს შენ მოგმართავდე, თუმცა შენ ხომ ამ ყველაფერს ვერასდროს წაიკითხავ! სადღაც 2017წლის ივლისი/2019 ყოველ დღე/ყოველ წამს საკუთარ თავთან ცხარე კამათს ვაწარმოებ, რომ დავუმტკიცო თუ რატომ სჯობს დავიწყება, მაგრამ საკმარისია თვალი მოვკრა და ჩემს თავთან დადებული ყველა პირობა წვრილად იმსხვრევა, იმსხვრევა და უმისამართოდ მიფრინავენ ჩემგან. ერთი გამოხედვა, ოჰ ღმერთო ჩემო რამდენს ნიშნავს ეს ეღი გამოხედვა, ისე მინდა ახლოს ჩავლის დროს მის ხმას მოვკრა ყური, დავხუჭო თვალები და ისევ ისე განვაგრძობდე მის სმენას... ის ალბათ არც კი მიყურებს, რაში აინტერესებს მხედავდეს ან ესმოდეს ჩემი, ალბათ მე იმ უამრავ მოსიარულეთა შორის მისთვის რიგითი ვარ და მაინც... ფიქრი მეზიზღება რომელშიც ის არ არის და როცა არის ჩემს თავზე მომდის ბრაზი როგორ შემიძლია ვბლანდო ასეთი არარსებული მომავალი(იქნებ ქვეცნობიერში არც მინდა დავიწყება) სადღაც 2017წლის ივლისი/2019 ახლა ქარია, საღამო ხანი, წვიმის გაყინული შხეფები გამეტებით აწყდება რაფებს, დასავიწყებლად ვწერ და ახლაც ფიქრი მასზე მეძალება-ნეტა რასშვება ამ სუსხიან ღამით ის მე რომ მასზე ვწერ და მინდება ვხედავდე მის შორიდან შესწავლილ სახეს... მემგონი საყავრელი ამბავივითაა და ყოველ დღე თავიდან ვუყვები საკუთარ თავს სადღაც 2017წლის ივლისი/2019 დღეს აუჩქარებელი ნაბიჯებით მოვუყვებოდი სახლისკენ გზას, გონებაში საყვარელ ლექსს ვკითხულობდი და აი... შორიდანვე მოვკარი თვალი, რაღაცამ ისე ძლიერ ჩამავლო ყელში მეგონა გავიგუდებოდი, თუმცა მშვიდად ჩავუარე გვერდი-მშვიდად? ყოველშემთხვევაში გარეგნულად ასე ვჩანდი... ზურგით იდგა საუბრობდა, გავიგონე როგორ უთხრა მის წინ მდგომ ბიჭს "მესტუმრე" როგორ გინდა ახლა გონებიდან ამოიგდო ამ ნანატრი ხმის მოსმენა! * ორი დღე გავიდა ქუჩებში არსად ჩანდი ეს კარგიც იყო, მაგრამ დღეს თვალი მოგკარი ვიღაც ხუჭუჭთმიან გოგონას უჯექი წინ, ისე თბილად შეყურებდი, გული მეტკინა... რა მოხდებოდა მის ნაცვლად რომ მე ვყოფილიყავი (აქ ისევ ამოხეული ფურცლების კვალია) სადღაც 2017წლის ივლისი/2019 ყოველი ფიქრი ისევ შენზეა-ამ სიტყვებს გავრცობაც კი აღარ სჭირდებათ. გეფიცები მინდა აღარ მახსოვდე, მიმძიმს იმის გაცნობიერება რომ უძლური ვარ შენს წინაშე.. შენი სახეყოველთვის ცხადად მიდგას თვალწინ... გუშინ თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობდი როგორ არ ვეცადე მაგრამ სანამდე არ წარმოვიდგინე რომ ჩემს გვერდით იყავი მანამ თვალი ვერ მოვხუჭე... ხელები შემოვიჭდვე და მეგონა შენ გეხვეოდი... ვიცი, ვიცი რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მაგრამ... * საკუთარ თავს ბოლოჯერ ვითხარი -დაასრულე! დაასრულე-რადგან არშეიძლება ყოველთვის ბრბოში მის სახეს დაეძებდე! დაასრულე-და ნუ ფიქრობ ამ წინადადებების დროს გულთან გაწყვეტილ ძაფებზე! დაასრულე-რადგან აღარ შეიძლება არ გქონდეს ფიქრი რომელიც მასზე არ იქნება! დაასრულე და შეძელი თვალის არიდება როცა დაინახავ! *ვცდილობდი სხვებით შენს დავიწყებას, თუმცა როგორც კი შენზე გამეფიქრებოდა ყველას ჯანდაბაში გაშვებისთვის ვიყავი მზად... წარმოდგენა არ მაქვს როდიდან გახდი ასეთი ძვირფასი ჩემთვის გავა დრო, სხვის გვერდით მყოფს აღარ გამახსენდები, მაგრამ უბედურება ის არის რომ ამაში ეჭვი მეპარება, წლების მერე რომ სადმე შეგხვდე არ გამახსენდება ფიქრები შენზე? ფიქრები რომლებშიც შენ საოცრად ახლობელი და ყველაზე რეალური იყავი ჩემთვის. (დღიურში არსებული ბოლო ჩანაწერები კი ამ ფურცლებით სრულდება) 2 0 1 9 არ ვიცი სად როგორ იკვეთება ადამიანთა ბედი, რომელი შემთხვევაა საბოლოო ნასკვი ურთიერთობების დასაწყისისა... არ ვიცი ახლა ამ წამს რას აკეთებ, ვისზე ფიქრობ, რა გაწუხებს... ალბათ ვერც ვერასდროს გაგიცნობ ახლოს, ვერასდროს გაიგებ რომ დადიოდა ერთი ძალიან ჩვეულებრივი გოგო რომელიც ყოველ წამს შენზე ფიქრობდა... იციი არის ერთი ფრაზა"ერთხელაც შეხვდები ადამიანს რომელსაც ვერასდროს ვერ დაივიწყებ" და მეშინია რომ ეს ადამიანი შენ ხარ, გეფიცები მართლა მეშინია... ''' ფურცლებისაგან შეცოტავებული დღიური დავხურე... წვიმა ჩაწყნარებულა, მალე დამათენდებოდა. ბარბაცით გავემართე ოთახისაკენ, მივაბიჯებდი და ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი, თავში წაკითხული ფრაზები მიტრიალებდნენ! მეფიქრებოდა სად იყო ახლა ამ ნაწერების ავტორი... ნეტავ ვერასდროს ვერ იპოვიდნენ ერთმანეთს თუ... თვალებმილულულს გონებაში სადღაც ამოკითხული ფრაზა მომაგონდა" რამდენს ვფიქრობთ ერთმანეთზე და ამის შესახებ არავინ იცის" ნამდვილ სიყვარულს ხშირად ალბათ ასეთი ფერი აქვს... ..... ნაწერი ეძღვნებოდეს იმ ადამიანებს რომლებსაც შევხვედრილვართ-შევხვედრილვართ და წარუშლელი კვალი დაუტოვებიათ ჩვენზე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.