ჩემი პროფესია თავი 33_ე ,,მონანიება თუ მკვლელობა?"
მონანიება თუ მკვლელობა? გინდა გჯეროდეს რომ ადრე თუ გვიან გამოიდარებს. ყველაფერი ცუდი უკან მორჩება, მაგრამ არა! დღევანდელი დღე თითქოს გუშინდელს გავს, თითქოს ისევ მამა ებრძვის სიკვდით, თითქოს ისევ გავრბივარ უსასრულობისკენ. მიპყრობს სიბნელე და უკან დასახევ გზას ვერ ვხედავ. დაბრუნდე? სად? დედაჩემმა მდიდარ კაცზე იქორწინა, მამიდაჩემს ვერ შევაწუხებ. არ მინდა ჩემი პრობლემები კისერზე დააწვეს.ვდგავარ გაშეშებული ისე თითქოს სამყარო გაჩერდა, ყველაფერი გაჩერდა. აღარც ფოთლების შრიალი მესმის, აღარც შეფს სიტყვა. ჩემს წინ ბიძაჩემი დგას და ვერაფერს ვამბობ. ვგრძნობ, ვიღაც მიახლოვდება და მეკითხება:_ ნია, კარგად ხარ? მე არავისი მესმის. არც იმის, ვინც ახლა ჩემს გვერდით დგაც. რამოდენიმე წამი ასე გავშრი ხოლო, როდესაც ისევ გავიგე ბუნების ხმა, რაც თავში მოვიფიქრე იყო ის, რომ გავიქეცი. გავიქეცი და ავტობუსის უკანა სავარძელზე დავიკავე ადგილი. ყველა მე მომიახლოვდა. ვცდილობ გავიგო რა უნდათ ჩემგან? რას მეკითხებიან? მე კი თავში შეფის და ბიძიას გამოხედვას ვიბეჭდავ. შეცვლილია... წვერი გაუზრდია, თუმცა ძალიან მოვლილი აქვს. თმაც ოდნავ გრძელი გვერდზე გადავარცხნილი. დიდი გაბრიელი, ყოველთვის ფორმაში იყო. მისი მხოლოდ მაშინ მეშინოდა, როდესაც სახლიდან გასვლამდე იარაღს იღებდა. როცა მომიახლოვდებოდა და გვერდზე დამიჯდებოდა თვალებს ვერ ვუსწორებდი. შევხტებოდი ხოლმე და იქვე ახლოს მივიმალებოდი. ავტობუსი დაიძრა და ჩემს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. მივდივართ რესტორანში? არც ეს არ ვიცი. ვზივარ ავტობუსში და სახე, მინას მაქვს მიბჯენილი. ჩვენი სვლა ისეთი ნელია, ხეებიც, ისე ნელა გადაადგილდებიან თითქოს და არც მათ უნდათ დატოვონ წარსული. ადამიანები გამუდმებით წარსულში იქექებიან ცდილობენ იპოვონ ის გზა, როდის ან, როგორ იყვნენ კარგად. მე ეს შეგრძნება დიდი ხნის წინ გამიქრა. მაშინ როდესაც მივხვდი, რომ მამა და ოჯახი, ჩემს კისერზე უნდა ყოფილიყო. გამახსენდა მამაჩემის სიტყვები. ,,შენ იმსახურებ დედასთან ყოფნას“. ვეკითხები საკუთარ თავს:_ მას უნდა? უნდა, რომ მე დავბრუნდე? არც ეს არ ვიცი. დავანებე ყველაფერზე ფიქრს თავი და გიორგის დავუძახე. მარიამთან ერთად ზის. მის მხარზე ჩასძინებია და ვერ დგება, ეშინია მარიამს, არ გააღვიძოს. დროც ისეთი ოხერია შენ არ დაგიცდის. მოულოდნელად პირველი გააჩერება გააკეთა მძღოლმა და მე მითხრა, რომ უნდა ჩავსულიყავი. გავიარე ავტობუსის გრძელი გასასვლელი და წინა რიგიდან გიორგი ხელს მკიდებს. მეუბნება, რომ დღეს 8_მდე ბარში უნდა ვიყო. გამიხარდა, რადგან ჯერ 12 საათია და დასასვენებლად საკმაოდ დიდი დრო მაქვს. მძღოლმა, ავტობუსი თითქმის სახლთან გამიჩერა. ჩამოვედი თუ არა ჩემი სახლის კართან, რამოდენმე ქალს ვხედავ. ერთი ვიღაცას ზემოდან დასტრიალებს მეორეც მორბის, რომ წყალი მოუტანოს. თავში მხოლოდ მამაჩემის სახელი მიტრიალებს. განა ვინ უნდა იყოს მის გარდა. ფეხებში ვიკეცები. არ მინდა! არ მინდა იქ, მამაჩემი დამხვდეს და უცებ ყურში მესმის მამაჩემის სახელი. ,,ლუკა“! ხელიდან ყველაფერი ძირს დავყარე, ქალებს ხელი ვკარი და მამასთან ახლოს მივედი. ის სულ თეთრია, უგონოდაა. ხელებს გულ მკერდში ვურტყავ ვცდილობ მის გამოფხიზლებას. ვყვირი? არ ვიცი იქნებ ხმა, პირიდან სულ არ ამომდის. ,, მამა არ გინდა! ამას ნუ გააკეთებ. მარტო ნუ დამტოვებ გეხვეწები“? ხელების დარტყმას ისევ ვაგრძელებ. ქალები, ჩემს წამოყენებას ცდილობენ. მე კი ვუძალიანდები. ,,წყალი! წყალი მომიტანეთ. მამამჩემმა ასეთი ძილი იცის. ხო ვიცი ჩამოჯდებოდა და ჩემს ლოდინში ჩაეძინებოდა“. მამას ხელს მჭიდროდ ვუჭერ ველოდები, როდის გაიღვიძებს. ყურში ხმადაბლა ველაპარაკები. ,, კარგი რა მაა, ხომ გითხარი ნუ დამელოდები. შეხედე შენს თავს სად ჩაგეძინა.“ გამიღიმა! ხო ვხედავ, რომ ჩემს სიტყვებზე გაეღიმა. მოუდოდნელად სასწრაფო მოვიდა და მამა საკეცზე გადაჰყავთ. იქვე მდგომი ქალი ეკითხება:_სად წაიყვანთ? სასწრაფოს თანამშრომელი კი კითხვას კითხვით პასუხობს:_ ვინაა მისი ოჯახი? ვინ გამოგყვება? მე დაჟინებული, ხმამაღალი ტონით ვპასუხობ:_ მე მისი ქალიშვილი ვარ! ექიმმა მამასთან ერთად მანქანაში გადაგვიყვანა. მე ხელს არ ვუშვებ მამაჩემს. ხელი ცივი აქვს მე კი მის გათბობას ვცდილობ. ვხედავ არაფერს არ აკეთებენ. ,,გააკეთეთ რამე! რატომ არაფერს აკეთებთ? სახლში! სახლში დავბრუნდეთ ნემსი დამავიწყდა.“ შვილო დამშვიდიო. ქალი, ჩემს დამშვიდებას ცდილობს. მე ყვირილს ისევ ვაგრძელებ. უკვე პანიკა დამეწყო. მამაჩემს სცივა იქნებ სიცხე აქვს ესენი კი არაფერს აკეთებენ. ძალიან სწრაფად ახლო საავადმყოფოში მივედით მამაჩემი არც ისე სწრაფად გადმოიყვანეს მანქანიდან. მე ვცდილობ ხელი არ გაუშვა. სავადმყოფოში შესვლისას ექიმმა მითხრა:_ თვენ აქ დააელოდეთ. უკვე მშვიდად ვარ. იქ მამაჩემს ნემს გაუკეთებენ სიცხეც აღარ ექნება და მალე სახლში წავიყვან. შეფი! მოულოდნელად სამსახური გამახსენდა. არადა დრო ისევ მაქვს. ჯერ საღამო არ არის. იქამდე ყველაფერს მოვასწრებთ. მამა გონს მოვა და აქედან წავალთ. უკვე ნახევარი საათია მამა შიგნით ჰყავთ. ადგილს ვეღარ ვპოულობ და წინ და უკან დავდივარ. * * * - აი სად ყოფილხარ. - აქ რას აკეთებ? - გზაში გავიგე, რომ მამაშენი ცუდად გახდა და ვიფიქრე, რომ ჩემს გოგოს გვერდში ყოფნა დასჭირდებოდა. - აზრი აღარ აქვს. - რაა? ნუთუ ლუკა... - დღეს ბიძაჩემს შევხვდი და მიცნო. - ეგ როგორ? მე ყველაფერი მოვაგვარე. - შენ მამაშენთან მოაგვარე, მაგრამ გაბრიელი, შეფმა მოყვანა ჩემს მოსაძებნად. - ძალიან ვწუხვარ. - ნუ წუხდები კარგი! წადი მარტო მინდა ყოფნა. - მოიცადე აქ მარტო ვერ დაგტოვებ. - ნია, ძვირფასო მამა, როგორ არის? - კარგადაა, სიცხე ჰქონდა. ნემს გაუკეთებენ და მალე გონს მოვა. - დიდი ხანია შიგნით ჰყავთ? - კი გიორგი უკვე ნახევარი საათია. - წყალი გინდა? - მე მოვუტან წყალს. - არა, მე მოვუტან! - ახლა ამის დროა? ორივე წადით! - ბავშვებო მოდით აქ! - გისმენთ ექიმო! მამა კარგადაა? უკვე შეიძლება მისი ნახვა? - აქ უფროსი არავინ არის? - მე ვარ! - თქვენ ვინ ბრძანდებით? - მე ამ ბავშვის ბიძა ვარ. - წამომყევით! - მე რატო არაფერს მეუბნებიან? მამაჩემის ნახვა მინდა! გამიშვით მამა უნდა ვნახო! - ძვირფასო, ექიმს დაველოდოთ იქნებ რისი თქმა უნდა. * * * - პაციანტი ჩვენთან სულ სამჯერ იყო ჩემთან. მას ზურგის თვინის თიაქარი აღენიშნებოდა. ის მკურნალობას ჩვენთან გადიოდა, რო წამოვიყვანეთ უკვე გარდაცვლილი იყო. მის ქალიშვილს აღარაფერი ვუთხარით. აქაც შემოწმებაზე გადმოვიყავნეთ, თუმცა ეს არ არის გარდაცვალების მიზეზი. - აბა რა არის მიზეზი? - პაციენტი მოგუდულია. მას ნაირევი ყელზეც ეტყობა, რომ თოკითაა გაგუდული. ნია, ძალიან ემორციული ბავშვია. მას როგორმე უნდა ვუთხრათ, რომ მამამისი გარდაიცვალა. საწყალ ბავშვს, მთელი გზა მამაისის გაყინული ხელი, ხელში ეჭირა და უთბობდა. - ყველაფერი გასაგებია ექიმო, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. * * * რამოდენიმე წუთს ექიმს, ისე ხმადაბლა ელაპარაკებოდა ბიძაჩემი.ვერც გავარკვიე რაზე საუბრობდმემ. ალბათ მამაჩემის დაავადებაზე უყვებოდა. მე ვეღარ მოვითმინე და იქითკენ გავიქეცი, სადაც მამაჩემი შეიყვანეს. პალატაში შევდივარ და ვხედავ, რომ მამას სახეზე რაღაც აქვს გადაფარებული. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს სინამდვილეა, რომ ის რაც აქამდე ფილმებში ხდებოდა ახლა ჩემს თავს ხდება. მივდივარ მამასათან მინდა სახიდან თეთრი ზეწარი გადავხარო და მახსენდება ის საღამო, როდესაც მე და მამა, ვიცინოდით და ვამბობდით ის მსახიობია. ის ამ ფილმში გარდაიცვალა, მაგრამ მონაწილეობას ისევ სხვაგან გააგრძელებს სხვა როლით. მის თეთრ და და ნატანჯ სახეს ვხედავ. ვხედავ, რომ დაიღალა. დაიღალა წამლებით, დაიღალა წარსულში ჩადენილი შეცდომების გახსენების. ვუყურებ თითოქოს მშვიდად მძინარეს, მაგრამ რო ვაი, ეს არის დასასრული. ეს არის ის ყველაფერი, რის გამოს მე წლები ვიბრძოდი?,,მამა! ჩემო ძვირფასო მამიკო რამდენი ვიბრძოლეთ, მაგრამ დაავადებამ მაინც გვაჯობა, მაინც გაგვტეხა“. ვეფერებო მის სახეს და ყურში ვეუბნები:_ არაფერია, მალე აქედან გაგიყვან და მე მეყოლები. ისევ მე ვიზრუნებს შენზე. დერეფნიდან ექიმის სიტყვები შემომესმა ის ამბობს, რომ მალე საბუთებს გაგვიმზადებს და გაგვიშვებს. ,,გესმის! მამა ხო გაიგა? მალე აქედან წავალთ.“ პალატიდან ექთნები, ჩემს გაყვანას ცდილობენ. დავიხიე უკან იმ იმედით, რომ მალე მე და მამა სახლში წავიდოდით. რამოდენიმე ნაბიჯი გავიარე თუ არა დერეფანში ექთანი ამბობს. ,, საწყალი დაღუპულაო.“ ჩავიკეცე, გავშრი. ცრემლებიც გამიშრა თითქოს. აღარ სიტყვები ამომდის პირიდან. თვალებს მჭიდროდ მოვუჭირე გავჩერდი ასე, რამოდენიმე წუთი. ველოდები თვალებს გავახელ და ყველაფერი სიზმარი იქნება. ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდი კოშმარი იქნება, მაგრამ ვახელ თვალევს და ვხედავ მამაჩემი, როგორ გადაჰყავთ საკეცით, მას სახეზე ისევ გადაფარებული აქვს და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ. მე წამოვხტი დავიწყე ყვირილი. ,,ხელი გაუშვით! მამაჩემი სად მიგყავთ?“ ბიძაჩემმა ხელი მომკიდა და თავის მანქანაში ჩამსვა. * * * - ნია, საკმარისია! თავი ხელში უნდა აიყვანო. - თქვენ ვინ ხართ, რომ ამას მეუბნებით? - ბიძაშენი ვარ. - შენ იცი მე და მამამ რა გადავიტანეთ? შენ იცი, რომ ერთად ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ? შენ იცოდი, რომ მამა ავად იყო და კვდებოდა? ახლა გამოჩნდება ყველა. აქამდე სად იყავით? საად? - შვილო, შენ წახვედი. შენ აიჩიე ეს გზა. - ხო, მე წავედი, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავდა, რომ სანამ არ მოვკვდებოდით არ მოგვიკითხავდი. ახლა თქვენი დახმარება არ მჭირდება. მარტოც კარგად გავართმევ თავს. - ნია რამდენიც არ უნდა ილაპარაკო არავის შენგან არ წავა. ეხლა ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მამას ღირეულად დაემშვიდობო. - მოკვდა არა? მამაჩემი გარდაიცვალა... - შვილო, მართალია მან ბევრი ცუდი რამ ჩაიდინა, მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდე, რომ მას შენ ძალიან უყვარდი. - ეხლა სად არის მამაჩემი? სად წაიყვანეთ? - შენ მე მენდე კარგი? - ვინ ხართ, რომ გენდოთ? თქვენ ჩემთვის არავინ ხართ... * * * მივედით იქ, საიდანაც რვა წლის წინ გავიქეცი. აქ, ყველაფერი ისევ ძველებურად არის, თითქოს არაფერი შეცვლილა. სახლში შესვლა არ მინდოდა და იქვე ბაღში ჩამოვჯექი. ვცდილობ გავიაზრო ჩემს თავს რა ხდება, ან აქ რა მინდა, მაგრამ ძალიან მიჭირს ყველაფრის აღთქმა, გაანალიზება. ვხედავ სკამს, სადაც ბოლოჯერ გაბრიელს ვესაუბრე წასვლამდე. გამახსენდა მას ვუთხარი პირველად, რომ გაქცევას ვგეგმავდი, რომ მამაჩემი უნდა გადამერჩინა. გაბრიელს არ უნდოდა ჩემი გაშვება. ის, მეუბნებოდა, რომ მამაჩემი საშიში კაცია და რაღაცას დამიშავებდა. მე მაინც უშიშრად წამოვდექი, ხელი დავუქნიე და ისე დავტოვე აქაურობა რვა წლის წინ. ახდა რა ხდება? ზუსტად რვა წლის შემდეგ, ისევ აქ ვარ და ვიცი, რომ მამაჩემს ვეღარასდროს ვნახავ. ვეღარასდროს გავიდებ მისგან სიტყვებს. ,,დაბრუნდი ჩემო პრინცესა?“ ვეღარ ჩავიკრავ გულში და ვეღარ მოვისმენ იმ ისტორიებს, რაც მის თავს გადახვდა. მამაჩემი მკვლელი იყო, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო მამა. ძალა გამოცლილი ვზივარ გამწვანებულ მინდორზე, ხელები გვერდზე მაქვს გადაგდებული. ხელში მისი პატარა ნახატი მიჭირავს. ფოტოზე მე და მამა ვართ. ამ სურათს სულ თან ვატარებ, სადაც არ უნდა წავიდე სულ თან მაქვს. ეს ერთგვარი თილისმასავითაა ჩემთვის. რაც არ უნდა დაბრკოლება შემხვდეს წინ, ამ სურადთს დავხედავ და ძალიან მშველის ეს. ვიღაც მიახლოვდება. თვალები ცრემლის გუბეთი მაქვს სავსე. მამაზე ვტირი... ის ქალია და თმა ქერა აქვს, მაგრამ მოკლე. გონებაში მხოლოდ მამიდას სახემ გამიელვა. მაშინაც, როდესაც ცუდად ვიყავი. ასე ფეხაკრებით მოდიოდა ჩემსკენ. * * * - შენი საყვარელი ფორთოხლის წვენი გავამზადე. არ ვიცი იქნებ გემოვნება შეგეცვალა... - მამიდა!!! - იტირე ნია... მიდი იტირე და განთავისუფლდები. - მამიდა იცი, რომ მამა... - კი ვიცი და ისიც ვიცი, რომ ლუკამ სიკვდილამდე ყველაფერი მოინანია. - ეგ როგორ? - ლუკა, გარდაცვალებამდე ყველას სათითაოდ შეგვხვდა. მათ შორის მეც. - მერე რა გითხრა? ალბათ ჩემზე იყო გაბრაზებული იყო, რომ მე მის გვერდით არ ვიყავი. - არა ნია, პირიქით. ის ამაყობდა შენით. ამბობდა, რომ ძალიან მშრომელი და მიზანდასახული გოგო ჰყავს. - ჩემი ბრალია... მე ის ვერ დავიცავი. - ნია თავს ნუ იდანაშაულებ. შენ არაფერში ხარ დამნაშავე. - ახლა რა იქნება? - მე ვიცი, რომ ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ. ბარში მუშაობაც დაგიწყია. - მე ყველა გეგმას მამასთან ერთად ვაწყობდი. - ვიცი ეხლა ამას არ უნდა გეკითხებოდე, მაგრამ სხვა არავინ გყავს? - კი შეფი და ბავშვები. - ახლა სად არია? - მე უნდა წავიდე. - კარგი მოიცადე ბიძაშენს დავუძახებ. არ გინდა გოგოები ნახო? - არა, ასეთ მდგომარეობაში ბავშვებს ვერ ვნახავ. - აქ იყავი იცოდე მალე დავბრუნდები. - მამიდა არსაც გასაქცევი აღარ მაქვს. - მართალი ხარ შენი ადგილი აქ არის ჩვენს გვერდით. - არა, სახლში უნდა დავბრუნდე. მამასთან... * * * წიქის შესატანად სამზარეულოში შევედი. აქ ყველაფერი ისევ ისეა მხოლოდ ბებია აკლია აქაურობას. დამავიწყდა მამიდასთვის მეკითხა სად არის ბებია? ჭიქა პატარა მაგიდაზე დავდე და უკან ბაღში გავბრუნდი. დავინახე მამამიდა, ბიძიას მანქანასთან იდგა და ელაპარაკებოდა. ლუკას ახსენებდნენ გამუდმებით. მათთან მიახლოვება ვცადე, თანაც ხომ უნდა წავყოლოდი მას. მამასთან უნდა წავიდე. თავში მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებს და ვცდილობ გავიგო რაზე საუბრობენ. * * * - ხო ყველაფერს მოაგვარებთ? იცოდეთ მაკას გვერდით დავკრძალოთ. - კი ძვირფასო ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ იტყვი. - ნია ცოტახან აქ დარჩეს კიდევ რაღაცის დადგენა მინდა. - კიდევ რამე მოხდა? - კი ლუკა, დავადების გამო არა მომკვდარა. - აბა? - ის მოკლულია. - რააა? - ჩუმად იყავი ბავშვმა არ გაიგოს. * * * მამაჩემი მოკლეს?ვის რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი? ვინ ჩაიდინა ეს ყველაფერი? სიბრაზემ ყელში ამომასხა. უკან დავიხიე, ბაღში გავიქეცი. ახლა ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო, თითქოს და არაფერი გამიგია. ახლა ისე უნდა მოვიქცე, როგორც ესენი იტყვიან ამასობაში კი ყველაფერს გავარკვევ და თუ მართლა ასეა და და მამაჩემი მოკლულია. მკვლელს სათანადო პასუხს ვაგებინებ. ეს არავის არ შერჩება! ეს არ შეგჩება! გულში ვიკლავ სიბრაზეს, ამ სიტყვებს იმას, რომ მამაჩემი გარდაიცვალა. ამის გაცნობიერება ვერ მოვასწარი და კიდევ დაემატა იცის, რომ მამაჩემი მოკლეს. ადგილს ვეღარ ვპოულობ. მინდა მამაჩემის მკვლელი, ახლავე ვიპოვო თვალებში ჩავხედო და ვკითხო:_ რატომ? რატომ ჩაიდინა ეს? მამიდაჩემი მიახლოვდება და მეკითხება:_ რას იზავ აქ დარჩები თუ ბიძაშენს გაყვები სახლში? მე ხმადაბალი ტონით ვპასუხობ.:_ მირჩევნია კიდევ ცოტახნით დავრჩე აქ. თუ რათქმაუნდა რამე პრობლემა არ იქნება. მამიდაჩემის სახეს ბედნიერების ღიმილი გადაეკრა:_ არა, რათქმაუნდა დარჩი. ეს შენი სახლიც არის. მამიდამ ჩემს ოთახში წამიყვანა. ცოტახანს დაისვენეო. * * * - არ მინდოდა რამე შემეცვალა და ყველაფერი ისევ ისე დავტოვეთ. - ნამდილად ზუსტად ისეთია აქაურობა, როგორც მაშინ. ეს თოჯინა ისევ აქ არის? არადრა, რომ წავედი დიდი ხანი ვერ ვიძინებდი, რადგან ეს არ იყო ჩემთან. - ხო, გახსოვს ეს შეშლილმა რატიმ, როგორ მოგიტანა? - კი მახსოვს მაშინ მაღაზიაში ვიყავით. რატი კი გამორბოდა შენნაირი უზმური გოგო ვიპოვეო. გამყიდველს ეგონა, რომ ვიპარავდით და დაცვა გამოგვეკიდა. - ეს თოჯინების სასახლე გახსოვს? - კი ბებიამ მიყიდა დაბადების დღეზე. - ნია ბებია... - მამიდა ვიცი... არ არის საჭირო ყველაფრის ახსნა. ისედაც ახლა ძალიან მძიმედ ვგრძნობ თავს. - გინდა დაიძინო? - არ ვიცი ამას, როგორ შევძლებ. - შეძლებ მთავარია ,,მოპარული თოჯინა“ ახლა შენს გვერდითაა. * * * - თომა აბა რა ხდება? არის რამე სიახლე? - არ ვიცი ძმაო, მაგრამ როგორც ჩანს მკვლელს, ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. აქ, არანაირი კვალი არაა იმისა, რომ ლუკა გაგუდულია. - თოკი? - არც თოკია. - ბოლოს ვის შეხვდა? ვის ესაუბრა? ყველა დაკითხეთ. - ო, მაშინ შენი ცოლით უნდა დავიწყოთ? - ვინ? მოიცა ანა, შეხვდა ბოლოს ლუკას? - არამარტო ძმაო. რატიც ნახა ბოდიში დის გამო მოიხადა. - ანუ გამოდის, რომ სიკვდილამდე მოინანია? - ეგრე გამოდის, მაგრამ ლუკა, კი არ მოკვდა არამედ მოკდეს და ვინ? მაპატიე ძმაო, მაგრამ ანა და რატი, დაკითხვაზე უნდა ვიყვანოთ. - გასაგებია. ახლავე დავურეკავ ორივეს და ოფისში მოვლენ. * * * რამოდენიმე დღის შემდეგ! ასე გაიწელა მამაჩემის საქმეც მეც რამოდენიმე დღეა მამიდაჩემთან ვცხოვრობ. ნორმარულად ვერც ვიძინებ, ვერც ვჭამ თვალწინ მხოლოდ მამაჩემის მომღიმარე სახე მიდგას, როგორ უხაროდა, როდესაც სახლში გვიან დავბრუნდებოდი და თუ ეს დროზე ადრე ხდებოდა ერთად ფილმსაც ვუყურებით. დაძინებამდე ცოტას მის წარსულზე მომიყვებოდა. შემდეგ შევდიოდი ჩემს ოთახში და საათობით ვუყურებდი ჭაღს, გაცვეთილ კედლებს. აქ ყველაფერი სხვა გვარად არის. კედლები სულ თეთრ ფერებშია და ძალიან მოწერსიგებულია. სამზარეულოც დიდია და ძალიან მარტივია იქ რამის მომზადება. ვაი, რომ რთული იყო იმ სახლში გატარებული დღეები, მაგრამ მაინც რომ გენატრება, მაინც რომ გულზე გაწვება დარდი, მონატრება. მოგვაინებით გავიგე, რომ ბინის მეპატრონეს სახლი სხვაზე მიუქირავებია. აქ ცოტახანსაც დავრჩები და მალე ახალს სახლხს მოვძებნი. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ სამსახურში პირველად დღეს მივდივარ. სამსახური აქედან ნახევარი საათის სავალზეა და უფრო ადრე მომიწევს გასვლა. ბარი საღამოს 8_ზე იხსნება. იქამდე კი არ არის აუცილებელი ჩემი იქ მისვლა. უკვე შუადღის პირველი საათია. მე სახლში უკვე აღარ მინდა გაჩერება. ცოტა წავიხამსე ტყუპებთან ერთად და გასასვლელად ვემზადები. გასასვლელში ტყუპები, კალთაზე მეკიდებიან მთხოვენ, რომ წასვლამდე ნაყინი ისევ მოვუმზადო. ტყუპებს ხელი მოვკიდე და სამზარეულოში შევედით. * * * - მართალია დედიკო, რომ ამბობს ადამიანები, დიდი ხნის შემდეგ ანგელოზები ხდებიან? - ალისა დედა მართალია. დროთა განმავლობაში ჩვენც ანგელოზებად გადავიქცევით. - მე უფრო დიდი ფრთები მექნება. - არა, მე უფრო დიდი მექნება! - გოგონებო, ნუ იჩხუბებთ. ეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოხდება. - ერთი... ორი... სამიი... - სესილი, ტყუილად ითვლია, რადგან მაგ დროის დათვლა არ შეიძლება. - გოგონებო, აქ რას აკეთებ? - დედა ნია, ნაყინს აკეთებს. - შვილო, ამდენი ნაყინის ჭამა ვის გაუგია. მიდით ბაღში გაიქეცით. გამზადდება და დაგიძახებთ. - ძალიან საყვარლები არიან. - ხო ხანდახან დიდი გოგოებივით აზროვნებენ. ზოგჯერ ისეთ, რაღაცას იტყვიან მაკვირვებენ. - პირველად რესტორანში შევხვდი ტყუპებს. - ვიცი სახლში, რო მოვიყვანეთ სულ შენზე საუბრობდნენ. მეუბნებოდნენ:_ დე, იცი იქ წითურ გოგოს შევხვდით. ძალიან გემრიელ ნაყინს აკეთებსო. - მაიმიდა ბებოს რა დაემართა? - ლუკაზე ნერვიულობდა, შემდეგ შენი წასვლა განიცადა ძალიან... - ყველაფერი ჩემი ბრალია.... - მოდი ამაზე ნუ ვისაუბრებთ. გამომყევი, შენთვის საჩუქარი მაქვს. - ეს რა არის? - ვიცი, რომ ტრასპორტი არ გიყვარს ხოდა ველოსიპედი გიყიდე. - მადლობა, მაგრამ ვერ მივიღებ. - ნია დიდი ხანია შენთვის საჩუქარი არ გამიკეთებია. ჩათვალე, რომ ეს ერთერთი დაბადების დღის საჩუქარია. - დიდი მადლობა! ეს ნამდვილად მჭირდებოდა. ნაყინები წიქებში გავანაწილე. მე სამსახურში მივდივარ! - მიდი... ფთხილად იარე! - მადლობა მაა... * * * არ არ შემშლია... მე ისევ ვგრძნობ მამას სიახლოვეს. ვგრძნობ, რომ მას ვემშვიდობები, რომ ისევ დამილოცავ გზას სამსახურამდე. ბავშობაში მქონდა ველოსიპედი, მაშინ ბებიამ მიყიდა. ეზო ძალიან დიდი გვქონდა და თითქმის გარეთ არ მიწევდა გასვლა. ახლა კი ორჯერ დიდია ეს ველოსიპედი და საკმაოდ დიდი გზის გავლა მიწევს სამსახურამდე. ქალაქში ამ ტრასპორტისთვის განკთვნილი ადგილია გამოყოფილი, თუმცა იმ გზაზეც ხალხი დადის. ვცდილობ ყველა ჩამოვიშორო გზიდან ან ვინმე არ დავაზარალო. აი, უკვე მივუახლოვდი ჩემს სამსახურს. ველოსიპედი უკანა ეზოში გავაჩერე და უკანა კარით შევედი. სამზარეულოში ჩემი მეგობრები საზეიმოდ დამხვდნენ. ,, კეთილი იყოს შენი დაბრუნება!“ შეფმა ომახიანად მომესალმა და მითხრა, რომ ,,დაე ყველაფერი ცუდი უკან დარჩეს\". მე გირგის შევხვდი და ბარში გადავინაცვლეთ. მართალია ძალიან ადრეა ბარის გახსნამდე, თუმცა აქაურობის მოწესრიგებაში დავეხმარები. მაგიდებიც სუფრთაა და ლამაზად დაწყობილი. ვხედავ სცენას აწყობენ. გიორგიმ მითხრა, რომ დღეიდან ამ ბარში ბენდი იმღერებს. გამიხარდა თუ მეწყინა? არცერთის შეგრძნება არ მაქვს, როგორც ჩანს დღეს ბარს საზეიმოდ გახსნიან და ხალხიც საკმაოდ იქნება. გიორგის ბარის დალაგებაში ვეხმარები და ვხედავ ბიძაჩემს ეზოშია და შეფს ელაპარაკება. მიდა მივუახლოვდე გავიგო იქნებ მამაზეა რამე სიახლე, მაგრამ არა! თავს ვიკავებ და ისევ გიორგისთან ერთად ვრჩები ბარში. როგორც გავიგე ახალგაზრდები დაუკრავენ. შეფი ტრადიციას არ არღვევს და აქაც ბავშვები დაასაქმა. ერთ საათში ბენდი, უკვე რეპეტიციას დაიწყებს. მუსიკა მიყვარს ძალიან მიყვარს განსაკუთრებით, როდესაც ბიჭი გიტარაზე უყვარს. გიტარა დავინახე თუ არა გავიფიქრე. ნეტა ვინ დაუკრევს? ცოტახანს სამზარეულოში გავედი ყელი გამომიშრა და ვიფიქრე რამეს დავლევდი. მაცივრიდან დაწურული ფორთოხლის წვენი გამოვიღე და დალევა დავიწყე თუ არა ვინ გაცდის სიმშვიდეს? * * * - იცი? აღარ მიკვირს. უკვე მივეჩვიე სადაც მე ვარ იქაც შენ ხარ. - ფთხილად იყავი ძალიან არ შემეჩვიო, თორე შეიძლება მერე მე მომიწიოს მოულოდნელად წასვლა. - როგორ არ იღლები გამუდმებით ჩემს წასვლას, რომ ახსენებ. აქ რას აკეთებ? - გავიგე, რომ ამ საღამოს ბენდი იმღერებს და ხელი უნდა გთხოვო. - რა სასაცილოა... - კი, კი შენ იცინე და მართლა მაგას ვაპირებ. საკმარისია! ისედაც ამდენი ველოდეთ. ცოლად უნდა გამომყვე. - რას ბოდავ? - კარგი მიდი ყინულები ჩამიყარე და მივდივარ. მეჩქარება. - აი, გამომართვია, მაგრამ სად მიდიხარ? - გამომყევი და გაიგებ. - ყოველთვის სადღაც რატომ მიმათრევ? - დასრულდა! ჩვენ შეყვარებულები აღარ ვართ. ახლა კი შეგიძლია შენს ბიჭს დაუბრუნდე. - რას ბოდავ? გიორგი ჩემი მეგობარია. - ყველაფერთან ერთად ბრმაც ხარ ალბათ. ვერ ხედავ როგორ გიყურებს? ა, შენ ხო სულელი ხარ და არაფერს აკვირდები. - ეს შენ ხარ სულელი, რაღაცას ბოდავ... - ამ სიტყვებს ძალიან მალე გამიხსენებ. - ვინ ხარ, რომ გაგიხსენო. სად მიდიხარ? მანდ ბენდის ადგილია. გიტარას ხელი გაუშვი! - გოგონი, გზიდან ჩამომეცალედ რეპეციციას ვიტყებს. - მზად ხართ? - კი გაბო, მზად ვართ. დავიწყთ! - პირველი რა სიმღერაა? - აი ძმაო, განრიგი უკვე შევადგინეთ. * * * არა! უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. სულაც არ მიმაჩნია რომანტიკად, რომ ბიჭები, გიტარაზე უკრავენ. სისულელეა, რაც გაბრიელმა წეღან მითხრა. გიორგი ჩემი მეგობარია. ის, როგორც გოგო არასოდროს არ შემომხედავს. ახლა ნელ-ნელა ვცდილობ საქმეზე ვკონცენტრილდე. ბენდი დიდი შემართების საღამოს გახსნისთვის ემზადება. ახლა გაბრიელი გიტარაზე აკორდებს ასწორებს და აი, პირველი ფრაზაც წაიმღერა ჩემი საყვარელი სიმღერიდან. საიდან იცის? თითქოს და მან ყველაფერი ისიც ჩემს შესახებ. არა! თავში ხელი წამოვირტი და ვცილობ ეს ფიქრები თავიდან ამოვიგდო. ,,Bazzi – Beautiful’’. სიმღერა, რომელიც მე ძალიან მიყვარს გიტარაზე ამღერებული კიდევ უფრო ლამაზი მოსასმენი იყო, როგორც ჩანს ამ საღამოს ამ სიმღერით გახსნიან. ვდგევარ ბართან ცალი ხელით ბარის მაგიდას დავეყდენი. ცოტახანს ასე გავირინდე. მესიამოვნა მუსიკა, გიტარის ხმამ უკვდავებისკენ გამიტაცა. ეგრევე ბერ კარგ და სასიამოვნო რაღაცაზე დავიწყე ფიქრი. არ მინდა სიმღერა დასრულდეს, არ მინდა გიტარამ შეწყვიტოს სასიამოვნო ჰანგების ხმა. ასე კიდევ დიდი ხანს ვიდგებოდი და ვუყურებდი გიტარას მოვუსმენდი მუსიკას. ჩემს სახეს კმაყოფილების ღიმილი დაჰკრავს. ამდენი ხანია ასე სასიამოვნოდ თავი არასდროს არ მიგრძვნია. თვალები დავხუწე და ვფიქრობ. ნეტა უასასრულოდ გააგრძელოს დაკვრა. ნეტა გიტარა არასდროს გაჩუმდეს. უკვე ბოლო მისამღეია და ვგრძნობ, რომ სრულდება, რაღაც სრულდება და რაღაც ახალი ისევ იწყება. რამოდენიმე დღის წინ და ახლაც მჯერა, რომ ჩემს ცხოვრებაში, რაც ღირებული გამაჩნდა დავკარგე. ჭაღი და გაცვეთილი კედლების მიღმა მამას მომღიმარი სახე დავტოვე. გულში ჩავიკალი მისი ღიმილი, სახე და გამოხედვა. აი, დასრულდა კიდეს მუსიკა და ვიღაც მოულოდნელად მხარზე მირტყამს ხელს. * * * - ნია, რა დაგემართა? გამოფხიზლდი მალე ხალხი დაიწყებს მოსვლას. - არაფერია გიორგი, უბრალოდ ეს სიმღეა ძალიან მიყვარს. - არაუშავს კიდევ ბევრჯერ მოგიწევს აქ, ამ სიმღერის მოსმენა, რადგან რეპერტუარში აქვთ. - ასე თუ გააგრძელებს შემიყვარდება... - რაა? ნია რამე თქვი? - არა, არაფერი მითქვამს წავალ პირველს სტუმარს მივემსახურები. * * * არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ადამიანი, აქ ჩემს გასაგიჟებლად არის შემოგზავნილი. უკვე გაბრუებული დავდივარ. პირველის სტუმრის მაგიდამდე, როგორ მივედი არც მახსოვს. ახლა ვდგევარ მათ წინაშე და ხმას ვერ ვიღებ. ისინი კი გამალებით ჩემს სახელს ყვირიან:_უკაცრავად! გოგონი, კარგად ხართ? მე თავი ზემოთ ავწიე და ვპასუხობ:_ დიახ, კარგად ვარ რა გნებავთ? სტუმრის შეკვეთა წიგნაკში ჩავიწერე და ბარისკენ გავბრუნდი. ბენდი უკვე მზად არის საღამო გახსნას. ყველაფერს გაბრიელს ეკითხებიან. ეტყობათ, კიდეც რომ ყველაფერს მას უთანხმდებიან. ბენდში ერთი გოგოც ჰყავთ ის ბას-გიტარაზე უკრავს. მგონი ყველაზე ლამაზი გოგოა ვინც კი აქამდე მინახავ. შავი გრზელი თმა აქვს. ჩემზე მაღალია და ჩემზე დახვეწილი. შორიდანაც ჩანს, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. შეკვეთა გიორგის ვანახე მან კი კოქტიელის მომზადება უკვე დაიწყო. ასეთი რამ ამ ბარში არ მახსოვს. ხალხი შემოდის და შემოდის. ყველა მაგიდა დაკავებულია. ადგილიც აღარ არის და ზოგი ფეხზე დგას. სულ ცოტა დარჩა 8 საათამდე, მაგრამ ხალხი უკვე დაწყებას ითხოვს. ბენდმა საღამო ნახევარი საათით დაიწყო. პირველი სიმღერა ჩაირთო თუ არა ვინც იჯდა ყველა ფეხზე წამოდგა და ცეკვა დაიყო. გიორგი კოქტეელების გაკეთებას არ წყვეტდა მე კი სტუმრამდე მიტანას. ზოგიც ისეთი სტუმარი იყო მიტანა საჭირო არ იყო თვითონ მოდიოდნენ ბართან. აქაურობა ნამდვილ დღესასწაულს ჰგავდა. ძალიან ენერგიული შესრულების შემდეგ მოულოდნელად წყნარი, რომანტიული სიმღერა დაიწყო. გიორგი მიხვდა, რომ აღარავის დახმარება არ სჭირდებოდა და ცეკვა შემომთავაზა. ვხედავ, რომ გიორგი ძალიან ახლო მწევს მისკენ. მე კი მის მოშორებას ვცდილობ. ვგრძნობ, რომ ჩემს თმას ეხება. გაბრიელის სიტყვები გამახსენდა და მას შევხედე. გაბრიელმა ეს ყველაფერი, რომ დაინახა დაკვრა შეწყვიტა და თქვა ცოტახნით შევისვენოთო. დავინახე გაბრიელი უკანა ეზოში გავიდა. ბენდმა წყნარი მელოდიის დაკვრა ისევ გააგრძელა. დიდი ხანი ვფიქრობდი გავიდე თუ არა გარეთ და აი, მოვიზიზეზე, რომ ცოტა ჰაერს ჩავყლაპავ და დავბრუნდები. * * * - უკან რატომ გამომყევი? დავინახე , როგორ კარგად ცეკვავდით ერთად. შენ და ის.... - ცეკვა შევწყვიტე, რადგან შუა სიმნღერის დროს დაკვრა გააჩერე. რატომ გააკეთე ეს? - ,,ჩემი გოგო’’ მირეკავდა და უეჭველი უნდა მეპასუხა. - არ გაბედო! - რაზე მეკითხები? - ვინა ის გოგო? ისევ ის გრძეფეხება? - ეს შენ რაში გაინტერესებს? - არ ვიცი იქნებ იმიტომ, რომ ეს დღეებია თითქმის მეგობრები გავხდით. - რა სასაცილოა. ნია მე და შენ მეგობრები არასდროს გავხდების. ეს საიდან მოიტანე? - იმ დღეს ჩემს ოთახში შენ არ მოხვედი? შენ არ მამშვიდებდი? შენ მაშინ მითხარი, რომ დამიცავდი და არასდროს არ მიმატოვებდი. - ეს იმიტომ გითხარი, რომ დამშვიდება გჭირდებოდა. - შენ... შენ ძალიან... - უნდა გეთქვა, რომ იდიოტი და საზიზრარი ადამიანი ვარ და ხო კიდე გარტყმა დაგავიწყდა, თანაც ლოყა უკვე მომირჩა. - შიგნით ძალიან ბევრი ხალხია და ყველა შენ გელოდება. გამოვედი იმისთვის, რომ ეს მეთქვა. - ხო, როგორც წესი ძალიან გვიწელდება სატელეფონო საუბარი მითუმეტეს ახლა,როცა დროებით სსხვა ქალაქში იყო წასული. - დეტალები არ მაინტერესებს. - მე კი პირიქით მგონია კვდები ისე გაინტერესებს ყველაფერი. - ფეხი გამოადგი! - ფეხებში ნუ მებლანდები. - კარგი მე გავჩერდები და შენ გაიარე. - გაბრიელ რას აკეთებ? - რატომ იბნევი, როცა შენთან ახლოს მოვდივარ? - სისულელებს ნუ ამბობ გამატარე. - გაიარე. * * * ადამიანები კვდებიან რისთვის? ისინი იმსახურებდნენ? არა, არავინ იმსახურებს სიკვდის. ან აქ, ვინც რჩება . ასე შეუძლეთ ხმამაღლა მუსიკაზე ცეკვა? ვინ იცის აქ ჩემს გარდა კიდევ რამდენია. ვინ დაკარგა საყვარელი ადამიანი. ყოვეღამ, როცა საკუთარ თავთან მარტო დაარჩებაა გაახსენდება. ახლა კი დღას და შეუჩერებლივ ცეკვავს. ვინ იცის იმ ადამიანების, მიღმა რა იმალება და დარდი აქვს, რა ტკივილი. არავინ იცის და არც არავინ იწუხებს ამის გარკვევისთვის თავს. რატომ? იმიტონ რო თავად ის ადამიანებიც ვინ ამას ფიქრობენ, ისინიც სიმძიმეს ატარებენ გულით. საყვარელი ადამიანის სიკდილი შენს გარდაცვალებასაც ნიშნავს. ჩაიცმევ ლამაზად, ტუჩზე წითელ თუჩსარცხს წაისმევ და ბარში საცეკვაოდ გამოხვალ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი, უდარდელია მას არაფერი არ აწუხებს, რადგან ქალს მოკლე კაბა აცვია ესიგი მას გარდაცლილი ქმარი დაავიწყდა? არა! არავის არაფერი არ ავიწყდება. ისინი უბრალოდ ცდილობენ მივიწყებას მისცენ ის ბედნიერი წარსული, რომელიც მასთთან ერთად გაატარეს. აი, მე მაგალითად ბართან ვდგევარ გაშეშებული და სულელივით ვიღიმები გიტარის ხმაზე. მსიამოვნებს მისი ჰანგები და მავიწყდება ტკივილი, ცრემლი მავიწყდება, რომ რამოდენიმე დღის წინ მამა დავკარგე. ახლა კი ვდგევარ და სულელივით მეღიმება. ბარი ერთ საათში იხურება. ხალხიც ძალიან ცოტა დარჩა. სცენაზეც მხოლოდ ერთი წყივილია. ცეკვას მაინც აგრძელებენ მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა დამთავრდა. წყვილს მივუახლოვდი ვკითხე:_ რამე ხო არ გნებავთ? თავის გრძნობებში გართულს ცოტაც მორცხვათ მიპასუხეს:_ არა, არაფერია ჩვენ უკვე წავალთ. მადლობა გადავუხადე სტუმრობისთვის და დავემშვიდობე. ბენდიც ნელ-ნელა დაიშალა. ბარის დალაგება მე არ მეხება და უკვე სახლში წასასვლელად ვემზადები. მოულოდნელად გიორგი, შემოდის ჩემს გასახდელში და მეუბნება. * * * - მოიცადე, მოიცადე არ შემოხვიდე! - მაპატიე მეგონა, რომ მასე აპირებდი წამოსვლას. - არა, ამ კაბაში თავს უხერხულად ვგრძნობ. - ჩემი ბიძაშვილია მოსული თავის სახლში გვეპატიჯება წამოხვალ? - არა, მადლობა მაგრამ სახლში მალე უნდა დავბრუნდე. - კარგი რა, მენდე აი ნახავ კარგ დროს გავატარებთ. - აბა გიო, მზად ხარ? მივდივართ! - კი, კი მოვდივართ. - გიორგი ნუ დამაძალებ ძალიან გთხოვ. - წამოდი და გპირდები მე მიგიყვანს სახლში. - მოიცადეთ! ამას აქ ვერ დავტოვებ. - რა პრობლემაა საბარგულში ჩავდებთ. - ილო ფეხით ვარ შენ გამოგყვები რა, მაგრამ მგონი ადგილი არ გაქვს. - გაბო, გაიცანი ეს ჩემი ბიძაშვილია გიორგი. ეს კიდევ ნია. - არ არის საჭირო ორივეს ვიცნობ. ეს გოგო კი დროებით ჩემი შეყვარებული იყო. - კარგი ჩასხედი და წავედით! გიო შენ მე დამიჯექი გვერდით. ბიძია რას შვრება ისევ იქ მუშაობს? - კი ისევ მძღოლია. - არ ჩაჯდები? - შენს გვერდით რატომ უნდა დაჯდე? - მაშინ საბარგულიდან შენი ველოსიპედი ამოიღე და უკან გამოგვყევი. - არა! არავინ არ ჩავა მანქანიდან. დასხედით! - ვხედავ უკვე ხალხშიც გადიხართ? - მოკეტე! გაიგებენ... - რა გინდა რატომ მოდიხარ? იქ შენნაირი ადამიანები არ დადიან. - მოიცადე ილოს სახლში არ მივდივართ? - არა კლუბში მივდივართ. ოღონდ კლუბი ჩემი სახლის სარდაფშია. - რაა? - ხო დედაჩემი სხვა ქალაქშია. მამაჩემიც, მამაჩენის საქმეზე მუშაობს. ჩემი სახლი კი ცარიელია. - მანქანა გააჩერეთ! მე ჩავდივარ. - კი კი ჩავდივართ, რადგან უკვე მოვედით. - მე უნდა წავიდე. - მოიცადე ნია სად მიდიხარ, ჯერ ახლა არ მოვედით? - ანერვიულდა შენი ბიჭი... - გაბრიელ მოკეთე! - დარჩი კიდევ უნდა დავუკრათ და ძალიან მოგეწონება. - მართლა? - კარგი მაშინ დავრჩები. - როგორ დაითანხმე? - გიორგი შენ მე წამომყევი და გოგოებთან მოგცევას გასწავლი. * * * ამ სახლში არც ბავშვობაში ვყოფილვარ. სახლი არც ძალიან დიდია და არც ბევრი ხალხია . გაბრიელმა გზაში კი მითხრა, რომ საღამო სარდაფში იქნებოდა, თუმცა ეზო უკვე საზეიმოდაა განათებულია. მაგიდაზეს ასმელებია, ხოლო დაბლა კი ფერადი ბალიშები. ხალხის უმეტესობა დამლა ზის უმეტესობაც კი ხორცთანაა და შეწვას ელოდება. გაბრიელმა გიტარა მოიმარჯვა და თქვა, რომ ეს სიმღერა ,,მოპარულ თოჯინას “ ეძღვნება. ამ სიტყვების გაგონებაზე შევხტი. ეს ხო ჩემი თოჯინაა? სიმღრა ჩემზეაა? საკუთარ თავს დავუსვი ეს შეკითხები თუ არა გაბრიელი ისევ აგრძელებს სიტყვას. ,,ეს უკანასკნელი ნივთი იყო, რაც მე მისგან დამრჩა. წლების განმავლობაში მჯეროდა, რომ დაბრუნდებოდა. ზშირად ვიჯექი იმ ბაღში და იმ მიმართულებით ვიყურებოდი საითაც ის წავიდა. ახლა ის დაბრუნდა. ლოლიტა ამერიკიდან დაბრუნდა და ამ სიმღერას მას ვუძღვნი. ის არის გოგო რომელსაც ეს სიმღერა დავუწერე.“ გაბრიელი გოგონას ხელს კიდებს და მის წინ სვავს. გიტარას იმარჯვებს და სიმღერას იწყებს. იმ სიმღერას, რომელიც ბარში პირველივე მცდელობაზე შეასრულა. ცხეულში უამრავმა ემოციამ გაიღვიძა ჩემში. თითქოს დამცხა და შემცივდა ერთდროულად. ვიდანაშაულებ ჩემს თავს, რომ აქამდე ჩემი თავი მეგონა. მეგონა, რომ ეს სიტყვები მე მეკუთვნოდა. თვალებში ცრემლებით მევსება. არ ვიცი რატო? მამა გამახსენდა? არა! ეს გრძნობა სულ სხვანაირაი. განსხვავებული. ვტირი და ადგილს ვერ ვპოულობ. მისამღერი, რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს. ამ მისამღერზე წამოვდექი და არ ვიცი ,მაგრამ არარეალური მიმართულებისკენ წავედი. იქვე ტბაა და ტბის პირას ჩამოვექი. ვტირი... ცრემლებს ვერ ვიკავებ. ერთდროულად დამიგროვდა ყველა დარდი, ტკივილის შეგრძნება. თითქოს გული საგულედან ამოდის მე კი მკაცრად ვცდილობ უკან დაბრუნებას. ნახევარი საათი ასე გარინდულმა ტბის ნაპირას გავატარა. მიზეზი მჭირდებოდა იქიდან წასასვლელად და ვთქვი, რომ მამიდამ დამირეკა და სახლში უნდა დავბრუნდე. ილოს საბარგულიდან ჩემი ველოსიპედი გადმოვიღე და სახლისკენ დავაპირე წასვლა. * * * - სად მიდიხარ? გზა იცი? - არა, მაგრამ გავაგნებ. - აიღე გამომართვი ნარკ*ტიკია. - რაა? - რატომ გადაადგდე? - აბა, შენი აზრით მაგას გავშინჯავ? - გამომართვი კიდევ მაქვს დამიჯერე გესიამოვნება. - გაბრიელ თავი დამანებე. წადი და შენ შეყვარებულს მიხედე. - არ დაგავიწყდეს, რომ შენც მიაგდე შენი ბიჭი და სახლში მარტო აპირებ წასვლას. ნუ გიორგიმ ალბათ არ იცის, რომ ასეთ დროს გოგო, მარტო არ უნდა გაუშვას სახლში. - შენ რა ახლა ნარკოტიკი ჩაიდე პირში? ავადმყოფი ხარ? - ტკბილია... პირში ჩაიდებ თუ არა დადნება. - შემეშვი რას აკეთებ? - პირი გააღე! აი, ეგრე.... - ეს რა კანფეტია? - კი ძვირფასო, მაშინაც მივხვდი, რომ ეს დაინახე. ტკბილი ჩემთვის ნარკოტიკია. - შენ ეს იცოდი, მაგრამ თამაში გააგრძელე. - ვაღიარებ, რომ ძალიან კარგი თამაში გამოგვივიდა. შენთან ერთად ტყეშიც კი თავს მშვიდად ვგრძნობდი. - უკვე გვიანია მე უნდა წავიდე. - დამელოდე მეც გამოგყვები, თანაც გზას გასწავლი. - ეს შენი ველოსიპედია? - კი ჩემია. პირველი ხელფასით ვიყიდე. აქამდე პატარა მქონდა ძალიან ხშირად მიფუწდებოდა. - აბა წამოდი რამდენად კარგად იცი ამის ტარება? - შენ არ იცი, რომ ამაში ჩემპიონი ვარ? მოიცადე შეანელე! ნია შეანელე! ძალიან სწრაფად მიდიხარ. - მივფრინავთ... მივფრინავთ! - ნია შეანელე თორე მართლა გაფრინდები. - კარგი ხო, რისი გეშინია? - მე არ მეშინაია. ჩემთვის მთავარია შენ არაფერი დაგიშავდეს. - რას აკეთებ? რის მიღწევას ცდილობ? მეთამაშები და ეს სიამოვნებას განიჭებს? - ვაიმე გოგონი, ეს რამდენი შეკითხაა? - ,,მოპარული თოჯინა“ ის მე ვიყავი ვინც წასვლისას დაგიტოვა. - მოიცა მოიცა ის ყველაფერი შენ.... საკუთარ თავზე მიიღე? - რა არ უნდა მიმეღო? - არა, ის სიტყვები მე დიდი ხნის წასულ შეყვარებულს მივუძღვენი. - ხოდა წადი დიდი ხნის წასულ შეყვარებულთან. - მოიცადე მოდი ვილაპარაკოთ. - რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი გამუდმებით მეთამაშები. არც ის ნარკოტიკები იყო სიმართლე. არც ჩემს ოთახში ნათქვამი სიტყვები არ იყო სიმართლე. რა გინდა? თავს რატომ არ მანებებ? - გახსოვს რა გითხარი შენს ოთახში ყოფნის დროს? - კი მახსოვს. - მერე მე ეხლა სად ვარ? - იქ, სადაც მე... - მე შენთვის არაფერი არ მომიტყუებია. ახლა კი სახლში შედი უკვე გვიანია... * * * სანამ ეზო ხეებს არ ამოვეფარე გაბრიელი, იქ იდგა და მელოდებოდა. ველოსიპედი უკანა ეზოში გავაჩერე და მეც უკანა შესასვლელით შევედი სახლში. ეგრევე სამზარეულოში შეცედი, რადგან წყალი ძალიან მინდოდა. ,,არასოდეს დაგტოვებ მარტო“. სიტყვები, რომელიც გაბრიელმა მამაჩემის გარდაცვალების დღეს მითხრა. იმ დღეს მე მის მხარზე ბევრი ცრემლი ვღვარე. მეუბნებოდა იტირეო მე აქ ვარო. ის, როცა ჩემს გვერდით იყო თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობდი.ვგრძნობდი, რაც არ უნდა მომხდარიყო ის დამიცავდა. უკვე გვიანია, სახლში სიჩუმეა ტყუპებსაც ალბათ სძინავს. ჩემი ოთახი სახლის მეორე სართულზეა. უჰაერობა ბავშობიდან მაწუხებდა და მამიდამ, სპეციალურად ეს ოთახი შეარჩია ჩემთვის. ჩემი ოთახი პატარა და მყუდროა. ოთახის კარს გააღებ თუ არა აივანია. ულამაზესი ხედით. აი, თითქმის მივუახლოვდი ჩემს ოთახს და დერეფანში მამიდას და ბიძიას საუბარი შემომესმა. * * * - ხვალ სალომეს დავიბარებთ დაკითხვაზე. - ხო ალბათ აუცილებელი იქნება, როგორც ყოფილი ცოლი ხომ? - არა, როგორც ეჭვმიტანილი. მეზობლის ქალმა, დაინახა იმ დღეს მის სახლში, როგორ შევიდა კარგად გამოწყობილი ქალი. - მოიცადეთ იქნებ ის ქალი, სალომე არ იყო და სხვა იყო. - ყველაფერს გამოძიება დაადგენს. * * * ამ სიტყვები გაგების შემდეგ ზუსტად ვიცოდი, რომ ამას დედაჩემი ჩაიდენდა. ის ძალიან გაბორეტებულია, ძალიან განებივრებული. ეხლა მხოლოდ ის ვიცი, რომ მივალ და პასუხს მოვთხოვ მამაჩემის მკვლელობის გამო. გამოვრბივარ სახლიდან პირველივე შემხვედრ ტაქს ვაჩერებ და მის სახლში მივდივარ. ,,მამაჩემის სიკვდილი არავის არ შერჩება“. არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება. არ ვიცი ახლა რა იქნება? ამდენი ხნის შემდეგ დედაჩემს უნდა გამოვუცხადო, რომ მისი შვილი ვარ, რომ პასუხი უნდა ვაგებინო მამაჩემის სიკვდილის გამო. მისი სახლი აქედან არც ისე შორსაა. მივედი ჭიშკართან ზარი დავრეკე თუ არა ვუთხარი:_ ქალბატონს გადაეცით რომ მისი ქალიშვილი დაბრუნდა. კარი ძალიან მალე გაიღო. სახლამდე სირბილით მივედი, როგორც კი კარს მივუახლოვდი დაცვა დამხვდა. * * * - სად არის თქვენი ქალბატონი? - ქალბატონს უკვე სძინავს. - ხოდა გააღვიძეთ. უთხარით, რომ მისი შვილი დაბრუნდა. - შვილო, აქ ყველა მისი ქალიშვილია. წადით ძალიან გთხოვთ. - გზიდან ჩამომეცალეთ. - შვილო სად მიდიხარ? ასე მოქცევა არ შეიძლება. - ქალბატონო! ქალბატონო სალომე გაიღვიძეთ.! თქვენი ქალიშვილი დაბრუნდა. - რა ხდება აქ? არა ხმაურია? - ბატონო, თქვენი ცოლი გააღვიძეთ. ის მკვლელია მან მამაჩემი მოკლა! - რას ამბობს ეს ბავშვი? - ხომ გითხარით, რომ მათხოვრები ამ სახლსი არ შემოუშვათ. - ქალბატონო სალომე, დიდი ხანია საჭმელს ჯამიდან აღარ ჭამთ? - დაცვა ამდენი ხანი რას აკთებს? სასწრაფოდ გაიყვანეთ ეს გოგო აქდან. - ნია! ჩემი სახელია ნია. მე სალომეს ქალიშვილი ვარ. დამამტკიჩებელი საბუთიც მაქვს ამ ფოტოში მე მშობლებთან ერთად ვარ. გაგრძელება იქნება! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.