შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახდენილი ოცნება (სრულად)


23-08-2019, 00:03
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 30 454

-შენი ოცნება რა არის?-ვეკითხები არჩილს და თავს მისი მხრიდან ვიღებ, თვალებში ვუყურებ და ვუღიმი
-რავიცი, კარგი მანქანა?-ეცინება მას ჩემს გაბუსხულ სახეს რომ უყურებს
-შენი?-ხმას რომ აღარ ვცემ კითხვას მიბრუნებს ის
-მინდა, ოდესმე მთაში დავიწეროთ ჯვარი, პატარა კერიაში, მხოლოდ უახლოეს ადამიანებთან ერთად და იქ მანქანებით კი არა ცხენებით მივიდეთ-ნიშნისმოგებით ვეუბნები და კვლავ მის მხარს ვეყრდნობი, თვითონ ხის მსხვილ ძირსაა მიყრდნობილი და თბილი თვალებით მიღიმის.
---
-აღარ მიყვარხარ-აუღელვებლად ვეუბნები
-რა?-წარბებს წევს ღიმილით ის
-აღარ მიყვარხარ-უფრო გამოკვეთილად ვამბობ და პირდაპირ თვალებში ვუყურებ, არ ვიცი ამას როგორ ვახერხებ, როგორ ვიკავებ მოწოლილ ცრემლებს
-ამ ბოდვის დაჯერებას არ ვაპირებ ლანა-ხმა ცინიკური უხდება მას
-კარგად არჩილ-ვემშვიდობები და ისე ვაქცევ ზურს არც კი ვაცდი სიტყვის თქმას.
მაშინვე ცრემლები მცვივა თვალებიდან, მისი ყვირილიც მესმის უკნიდან, ჩემს სახელს რომ ღრიალებს, მაგრამ არ შემიძლია, ვერ შევბრუნდები, ჩემი გული ორად იპობა და დარწმუნებული ვარ მისი უკვე ნამსხვრევებადაა ქცეული, მაგრამ ვერ გავწირავ, ასე ვერ გავწირავ მას..
---
-რამდენიმე წუთში ავფრინდებით-ხელს მკიდებს დედა და გამამხნევებლად მიღიმის.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2 საათში უკვე ათათურქის აეროპორტში ვფრინდებით, დილის რვა საათია, მე კი ათზე უკვე ექიმთან ვარ ჩაწერილი.
თურქმა სპეციალისტებმაც დამიდასტურეს ის დიაგნოზი, რაც თბილიში, მაგრამ სრულიად სხვა მკურნალობის სისტება შემომთავაზეს, რაც ოპერაციას არ ითვალისწინებდა.
ჩემმა ოჯახმაც მალევე მიიღო გადაწყვეტილება და ასე დავრჩით მე და დედა თურქეთში.
თავიდან ვფიქრობდი რამდენიმე თვე გაგრძელდებოდა და ისევ დავბრუნდებოდი სამშობლოში.
ერთი წელი გამიცდებოდა, მაგრამ ისევ შევძლებდი უნივერსიტეტში ჩაბარებას, ისევ გავაგრძელებდი რუტინულ ცხოვრებას, არჩილს სიტუაციას ავუხსნიდი და კვლავ შევრიგდებოდით.
თანდათან ჩემი იმედები ცრუვდებოდა.
ექვსთვიანი ქიმიოთერაპიის კურსს რადიოთერაპიის ერთთვიანი კურსი მოჰყვა.
მაგრამ შედეგი არც ისე სავალალო აღმოჩნდა.
სამშობლოში კი დავბრუნდი, მაგრამ სტუმრის სტატუსით.
1 თვიანი შესვენების შემდეგ კვლავ ქიმიების კეთება უნდა გამეგრძელებინა.
უამრავი მონატრებული სახე ვნახე ერთ თვეში.
არჩილმა კვლავ არაფერი იცოდა.
რადგან მხოლოდ ოჯახისწევრებმა და უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ რა მჭირდა არც მის ყურამდე მიუღწევია ამ ამბავს.
რა თქმა უნდა ყველას შეცვლილი ვეჩვენე.
თავზე პარიკი და ქიმიისგან ოდნავ შესიებული სახე სულ სხვა იერს მაძლევდა და სარკეშიც კი იშვიათად ვიხედებოდი ისე მძულდა ჩემი თავი.
შორიდან ვაკვირდებოდი უკვე ჩემი ყოფილი მეგობრების ცხოვრებას, რამდენჯერმე მხიარულად მოცინარ არჩილს მოვკარი თვალი და თვალცრემლიანს გამახსენდა ერთად გატარებული წუთები, უამრავი სიგიჟე, ბავშვური თამაშები.
ჩემზე ერთი წლით დიდი ყოველთვის ისე მექცეოდა როგორც პატარა ბავშვს, სინამდვილეში ვიყავი კიდეც, უბრალოდ ისიც ბავშვი იყო.
შეყვარებულები რომ გავხდით მე 15 წლის ვიყავი, ის კიდევ 16-ის.
სამი წელი ვიყავით ერთად ისე, რომ არც კი გვიჩხუბია და კონფლიქტი არ მოგვსვლია.
მშობლებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ ჩემი და არჩილის ურთიერთობის შესახებ.
თავიდან ორივეს აზრით, არჩილისთვის ყველაფერი უნდა მეთქვა,მაგრამ შემდეგ ორივე დამეთანხმა, რომ ასე სჯობდა.
არც ის განერვიულდებოდა ზედმეტად და არ მომეჯაჭვებოდა მთელი ცხოვრება მხოლოდ იმიტომ, რომ სიმსივნე მქონდა.
--
ჩემი მკურნალობა 4 წელი გაგრძელდა.
ბოლოს ექიმმა მახარა საბოლოოდ გამოჯანმრთელდიო და მეც სიხარულით ვიყიდე იმ დღესვე ბილეთი.
მაგრამ აუცილებელი იყო კონტროლზე სიარული ყოველ 3 თვეში.
ოჯახისთვის არც მითვამს რომ ვბრუნდებოდი.
რასაკვირველია, დედაც და მამაც ხშირად ჩამოდიოდნენ, მაგრამ ბოლო წლებში ისე მივეჩვიე სტამბულის ქაოსურ, მრავალფეროვან ცხოვრებას, უკვე ისე ვგრძნობდი თავს როგორც საკუთარ სახლში, თურქი მეგობრებიც მყავდა და ენაც საკმაოდ ვისწავლე.
--
-ჩამოვედიიი-ვიკივლე და ჩემს დას ისე ჩავეფსკვენი, გოგო გაკვირვებული მიყურებდა ნამდვილად შენ ხარო?
-სუულ?-თვალში ცრემლები ჩაუდგა მას
-სულ, სულ-სიხარულით ვიკივლე და ამჯერად მშობლებს მოვეხვიე.
დიდხანს ვესიყვარულეთ ერთმანეთს.
დიდხანს ვცვლიდით მე და ხატია ერთმანეთი ამბებს ჩვენი ცხოვრებიდან.
-როგორ გიხდება ასე თმა?-მიღიმის თბილად უმცროსი გოგიჩაიშვილი
უნებურად სარკეში ვიხედები.
სწორი და გრძელი თმის ნაცვლად ამჯერად ხვეული თმა მაქვს, რომელიც ახალი ამოსულია და ძალზე მოკლეა.
წარბები შეთხელებული მაქვს მაგრამ არა ისე რომ არ მეტყობოდეს.
წონაში მომატებული ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე დავიკლებ როგორც ქიმიების შემდეგ ხდება ხოლმე.
-მაინც ძველი თმა მენატრება-სევდიანად ვამბობ და წამში მიტივტივდება როგორ მეფერებოდა ჩემს ჩალისფერ, გრძელ თმებზე არჩილი და ხშირად ისუნთქავდა მის სურნელს.
-გინდა დღეს საღამოს ჩემს მეგობრებთან წამოდი? პატარები არიან მაგრამ ძალიან კარგები-თბილად მეუბნება ხატია და გვერდით მიჯდება
-კარგი, წამოვალ-ვთანხმდები ღიმილით.
-ხომ არ იცი არჩილი როგორაა?-სულ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში და ძლივს გავბედე კითხვა დამესვა დისთვის
-რამდენიმე თვის წინ შევხვდი, მგონი ორი-დაფიქრდა ხატია-უბრალოდ მომესალმა და გვერდი ამიარა, მერე ნაცნობს ვკითხე და საცოლე ჰყოლია-არ დამიმალა სიმართლე, რა თქმა უნდა, დამ.
-კარგია, მიხარია ცხოვრება რომ განაგრძო-გულრწფელად ვუთხარი დას და გავუღიმე
-მოდი დაისვენე ახლა ცოტა, საღამოს კიდევ გაგაღვიძებ წასასვლელად-თვალი ჩამიკრა მან და ოთახი დატოვა.
მეც დაღლილი მივწექი საწოლზე და რამდენიმე წუთში უკვე მეძინა.
--
შემთხვევით გადავაწყდი ქუჩაში
-არჩილ-დავუძახე, რადგან მივხვდი ვერ მიცნო, მე კი მინდოდა ერთხელ მაინც მესაუბრა მასთან მანამ, სანამ უკვე ცოლიანი კაცი გახდებოდა
-ლანა?-ჯერ გაკვირვებულმა გამომხედა, შემდეგ როდესაც მიხვდა ნამდვილად მე ვიყავი ნაცნობმა ცინიკურმა ღიმილმა გაუპო ბაგე.
-როგორ ხარ არჩილ?-ვკითხე და მისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგი
-რატომ დაბრუნდი? არ გეყო რაც გააკეთე?-კითხვაზე კითხვით მიპასუხა მან
-არ მქონდა სახლში დაბრუნების უფლება?-მისმა ზედმეტად მკაცრმა ტონმა შემაშინა, რა თქმა უნდა, უკვე კაცი იყო, ალბათ თავის პროფესიით დასაქმებული და იმაზე სერიოზული ვიდრე 19 წლის ასაკში, ალბათ ჭკუაც ისწავლა მას შემდეგ რაც "მიაგდო" შეუბრალებლად შეყვარებულმა, ბავშვობის პირველმა სიყვარულმა
-სახლში კი, ჩემს ცხოვრებაში-არა-მითხრა და პასუხის დაბრუნებაც არ მაცადა, ისე შებრუნდა და თავის გზას გაუყვა.
ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი აღარ მქონდა უფლება მის ცხოვრებაში დაბრუნების, მაგრამ მაინც მინდოდა მიზეზი მეთქვა, არ მინდოდა ისე დავშორებოდით სამუდამოდ ერთმანეთს მიზეზი არ ცოდნოდა მას ჩემი აქედან წასვლის, რეალური მიზეზი.
თვალზე მოწოლილი ცრემლი შევიმშრალე და კაფეში შევედი, ხატიას გვერდით მივუჯექი და მის მხიარულ მეგობრებს გავხედე.
-ცუდად ხომ არ ხარ?-მიჩურჩულა მან
-არა, კარგად ვარ-გავუღიმე და სასწრაფოდ ჩავები მათ საუბარში.
--
-როგორც იქნა-გავიღიმე როდესაც ძლივს სამსახური ვიშოვე.
-ლანუკა, გთხოვ-უკმაყოფილო იყო დედაჩემი
-რას დედა? რაც გადავიტანე მეყოს, დღეიდან სრულფასოვან ცხოვრებას ვიწყებ-განვუცხადე მას და ლოყაზე ვაკოცე.
მეორე დღესვე დავიწყე კონსულტანტად მუშაობა ჰიპერმარკეტში. ხელფასიც ნორმალური იყო და სამუშაოც, დიდად არ ვიღლებოდი.
--
-ახლა ყველგან შენ უნდა შეგეჩეხო?-უკმაყოფილოდ გადმომხედა ბიბილურმა და სასმლის სექციაში ღვინის ბოთლების თვალიერება დაიწყო
-აქ ვმუშაობ, შემდეგზე რომ შემოხვალ გაითვალისწინე-მხრები ავიჩეჩე და დახმარება შევთავაზე
-მეთვითონ ავარჩევ-უხეში იყო მისი ტონი
-შენთან საუბარი მსურს-გავბედე და ვუთხარი საბოლოოდ.
არც კი დაუბრუნებია პასუხი ისე აიღო ერთ-ერთი ბოთლი და სალაროსკენ გაეშურა.
კიდევ ერთხელ შევიკავე მოწოლილი ცრემლი და მუშაობა ძველებური ტემპით განვაგრძე.
--
-შეცვლილია?-მკითხა ხატიამ და ლოგინში შემომიძვრა
-მგონი უფრო ნაწყენი და გაბრაზებული, არც კი შემოუხედავს-ვთქვი და თავი მის ყელში ჩავრგე
-აუცილებლად მოგისმენს, არ იჯავრო-გამამხნევა დამ და შუქი ჩააქრო, დღეს ერთად ვიძინებდით.
--
-შენ რა კუდში დამსდევ?-წინა შეხვედრიდან ორი კვირა იყო გასული, ბანკში რომ შევხვდით ერთმანეთს
-არა, მაგრამ შენთან საუბარი მინდა-სიტუაციის კვლავ ჩემს სასარგებლოდ შემოტრიალებას ვცდილობდი
-ნომერი ჩამაწერინე და რომ მოვიცლი დაგირეკავ, ახლა სამსახურში ვარ-უემოციოთ მითხრა და ტელეფონი ამოიღო
-არ მაქვს ტელეფონი, შემდეგ შეხვედრაზე იყოს-გავუღიმე ოდნავ და გაოცებულს ზურგი ვაქციე.
--
-მართლა როგორ შეიძლება დღევანდელ დროში ტელეფონზე უარი თქვა?-უკმაყოფილო იყო ხატია
-შენი ტელეფონის ფულით, ერთ ქიმიას გაიკეთებს ადამიანი, რომელსაც ამის საშუალება არ აქვს და ერთ ნაბიჯს გადადგამს სიცოცხლისაკენ, შენ რა გგონია ჩვენ რომ ფული არ გვქონოდა მე ახლა ცოცხალი ვიქნებოდი?-ვუთხარი დას და მის აწყლიანებულ თვალებს რომ შევხედე ჩავეხუტე
-უხეშად გამომივიდა, ბოდიში-ლოყაზე ვაკოცე და გავუღიმე
-ყველაზე კარგი ხარ, ვისაც კი ვიცნობ-ჩემს ხელში სლუკუნებს ის, ძალიან გულჩვილია.
--
კვლავ ჩემს სამსახურში რომ ვხედავ არჩილს მიკვირს.
ისევ სასმლის სექციაშია და ბოთლებს ათვალიერებს.
-დაგეხმარო?-ვეკითხები და გვერდით ვუდგები
-სამსახურს რომელზე ამთავრებ?-კითხვას მიბრუნებს ის
-8-ზე-ვეუბნები და ჩემი პასუხისთანავე დაუმშვიდობებლად, ბოთლით ხელში მიდის სალაროსთან.
სამსახურიდან ჩაფუთნული გავდივარ, გაციება ჩემთვის კატასტროფაა ბოლო ოთხი წელია.
კართან დგას და მელოდება
-როგორ ხარ?-ვეკითხები და კაშნეს უფრო მჭიდროდ ვიხვევ ყელზე
-შეცვლილხარ-ჩემს ჩაცმულობას ათვალიერებს ის
სანამ ქიმიებს გავიკეთებდი და იმუნიტეტი დამიქვეითდებოდა ზამთარში სულ თხლად დავდიოდი, მაგრამ პირველი ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ საშინლად გავცივდი, რის გამოც 1 თვე შეწყდა მთლიანად მკურნალობა და გრიპთან ბრძოლაზე გადავედით მეტასტაზების მაგივრად,
-ცოტა-გამეცინა და უკან გავყევი მაღალ სხეულს.
მომეჩვენა რომ სიმაღლეშიც კი გაზრდილი იყო ამ 4 წელიწადში
შავი მერსედესის კარს აღებს ის და მეც უხმოდ ვჯდები.
-სად წავიდეთ?-მეკითხება და მანქანას ძრავს
-მშვიდად რომ ვისაუბროთ და სითბოც იყოს-ვეუბნები
-მაშინ მანქანაში ვისაუბროთ, მშვიდ ადგილზე დავდგები-მაცნობს ის
-როგორც გინდა
--
ტყის პირას აჩერებს, მანქანაში მართლაც თბილა.
-გავიგე დაქორწინებას აპირებ, ბედნიერებას გისურვებ მართლა მთელი გულით-ვიწყებ საუბარს მისკენ მიბრუნებული
-მადლობა, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ-თვალებს მისწორებს ის
-კარგია, მიხარია თუ ბედნიერი ხარ-ვუღიმი
-შენ?-ერთადერთ სიტყვას ვისმენ საპასუხოდ
-მე? არც არაფერი, არავინ მყავს-მხრებს ვიჩეჩ და ქუდს ვიძრობ თავიდან, მართლა ცხელა მანქანაში
-თმებიც შეგიჭრია-ხელი მოაქვს ჩემი თმისკენ, მაგრამ შუა გზაში გონს ეგება და დენდარწყმულივით წევს უკან.
-ბოდიში მინდა მოგიხადო-ვეუბნები და თვალებს დაბლა ვხრი
-რისთვის? რომ აღარ გიყვარდი?-ეცინება ცინიკურად მას
-არა, რომ მოგატყუე იმისთვის-ვამბობ ჩუმად და მის ხმას რომ ვერ ვიგებ კვლავ ვუსწორებ მზერას
-იმ დღის შემდეგ რაც შენ წახვედი მოსვენება დავკარგე, რამდენჯერ მოგაკითხე სახლში არ ვიცი, არავინ არ მეუბნებოდა სად იყავი, არ მეუბნებოდნენ რატომ აღარ ჩანდი, ისიც კი ვიფიქრე ხომ არ მოკლა ვინმემ და ცხედარი გადამალათქო, სოციალური ქსელები გააუქმე, ნომერი გამოცვალე, თითქოს აორთქლდი, ლანა, რა ჯანდაბა მოხდა?-მშვიდად მესაუბრება ის, როგორც ყოველთვის.
-სასწავლებლად წახვედი?-მითხვას მისმვამს მას შემდეგ რაც ხმას არ ვიღებ, უფროსწორად ვერ ვიღებ, ყელში უდიდესი ბურთი მაქვს გაჩხერილი და საუბრის საშუალებას არ მაძლევს.
-გახსოვს ხშირად რომ მტკიოდა ხოლმე თავი?-ვეკითხები არჩილს და ხელებს ნერვიულად ვაწვალებ.
-მახსოვს-უბრალოდ მეთანხმება ის
-მშობლებმა ექიმთან წამიყვანეს, მესამე სტადიის სიმსივნე მითხრეს-წელში ვსწორდები და საქარე მინიდან ვიხედები მის მზერას რომ არ გადავაწყდე
ხმას არ იღებს, ალბათ ნახევარი საათი მაინც ვზივართ უხმოდ. ბოლოს კარს აღებს და გადადის. ვუყურებ როგორ დადის ნერვიულად აქეთ-იქით, შემდეგ კი ისე ძლიერად ურტყამს მუშტს მანქანას შიშიგან ვხტები.
-და მე ამას ახლა ვიგებ? ახლა? ოთხი წლის შემდეგ?-იმხელა ხმაზე ღრიალებს მანქანის შიგნითაც აღწევს ხმა
-იცი რა?-მეკითხება მას შემდეგ რაც კარს აღებს და მანქანაში ჯდება
-რა?-ვეკითხები ჩურჩულით
-ჩემთვის ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ შენთვის ის სამწლიანი ურთიერთობა არაფერს ნიშნავს,არაფერს, სრულიად არაფერს-ნერვიულად იმეორებდა და ჯიბეებში იქექებოდა, ბოლოს ძლივს იღებს სასურველ ნივთს და კოლოფიდან ერთ ღერ სიგარეტს აცურებს
-ბევრს რომ ნიშნავდა იმიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ერთადერთი რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში იმედს მაძლევდა, რაც ყოველ დილით ადგომას და კვლავ კლინიკაში წასვლას მაიძულებდა ეს შენ იყავი, ვიცოდი ოდესმე დავბრუნდებოდი, გეტყოდი რომ მე ისევ ისე ძლიერ მიყვარდი და მიყვარხარ, როგორც ადრე და მომავალშიც ვერ დაგივიწყებ, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ჩემთან დარჩები და ჩემთან იქნები ბედნიერი თუ სხვა ქალთან, მთავარია შენ ბედნიერი იქნები და სრულფასოვანი ცხოვრება გექნება, კლინიკის, ავადმყოფობის და ექიმებში სირბილის გარეშე, ამიტომ დავთმე შენი თავი, სწორედ ამიტომ-ვჩურჩულებ და მოწოლილ ცრემლებს უკვე აღარ ვიკავებ, წყლის ბურთულები ლოყებზე მოცურავს და ნიკაპთან ერთდება, შემდეგ კი ძირს ვარდება.
არაფერს მეუბნება, ჩემკენ იწევა და ნელა მიმშრალებს ცრემლებს სახიდან, მის სახესაც ეტყობა ცრემლების კვალი. შუბლზე მკოცნის და მისი ტუჩების შეხებისას კვლავ ჟრუანტელი მივლის, კანი მეხორკლება და თვალები მენაბება.
შემდეგ თმებში მიცურებს თითემს და მოკლე თმაზე დიდხანს, დიდხანს მეფერება.
-ჩემები ინერვიულებენ-ვჩურჩულებ უცებ. გარეთ ღამეა, საათი 10-ს აჩვენებს, მე კი სახლში საათ-ნახევრის წინ უნდა დავბრუნებულიყავი
-დაურეკე-თავის ტელეფონს მიწვდის და სავარძელში სწორდება
ხატიას ნომერს ზეპირად ვკრებ და ზარიც გადის
მშვიდად ვეუბნები რომ არჩილთან ერთად ვარ და სახლში მალე დავბრუნდები, დამშვიდებული ვუწოდებ ტელეფონს ბიბილურს და უკვე დაძრული მანქანის მინას ვადებ თავს.
რამდენიმე წუთში მანქანას სადარბაზოსთან აჩერებს
-ქუდი დაიფარე-მეუბნება და ქუდს, რომელიც ხელში მიჭირავს, თვითონ მაფარებს თავზე
-მადლობა, რომ მომისმინე-ვეუბნები და მანქანიდან ისე გადავდივარ მის პასუხს არ ველოდები
სითბოდან სიცივეში გადასხვა სასტიკად არ მსიამოვნებს, სირბილით ავრბივარ მესამე სართულზე და ქოშინით ვაღებ კარს.
მშობლებს ვამშვიდებ, რომ კარგად ვარ და პირდაპირ ხატიას ოთახში შევდივარ.
--
ჩვენი უკანასკნელი საუბრიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ მაკითხავს სამსახურში ბიბილური.
-როგორ ხარ?-მეკითხება და მათვალიერებს
-კარგად შენ?-ვუბრუნებ პასუხს და თაროებზე პროდუქციის დალაგებას განვაგრძობ
-გარეთ დაგელოდები-საათზე იხედება ჯერ ის, შემდეგ კი მეუბნება.
-კარგი-ვთანმხდები და ზუსტად ნახევარ საათში კვლავ შეფუთნული ვზივარ მისი მანქანის წინა სავარძელზე.
ამჯერად მის ბინასთან აჩერებს მანქანას
-სახლში არიან შენები?-ვეკითხები და უკან მივყვები
-კი, ამიტომ მოგიყვანე-ეღიმება მას.
მესამე სართულზე ასული ისე ვნერვიულობ კარზე ზარს რომ რეკავს, როგორც მათი პირველი გაცნობისას, 7 წლის წინ.
კარს არჩილის დედა-ლელა აღებს და ჩემი დანახვისას ცრემლებით ევსება თვალები
-ლანა, შვილო-მეხვევა მთელი ძალით ის და მეც ვხვევ ხელებს.
მანამდე ვტირით კარში მდგომები სანამ არჩილი არ გვაფხიზლებს და გვაიძულებს შიგნით შევიდეთ.
თბილ ქურთუკს, კაშნეს და ქუდს ნაცნობ საკიდზე ვკიდებ და ბათინკებსაც იქვე ვიხდი.
-ჩუსტები მინდა-მორცხვად ვეუბნები ქალს, რომელიც ისე კარგად მიცნობდა ადრე, არასდროს არ მთავაზობდა სახლის ფეხსაცმელს, იცოდა ფეხშველი სიარულზე ვგიჟდებოდი.
თვალები კიდევ ერთხელ ენამება ცრემლით და კარადიდან მაწვდის წყვილ ფეხსაცმელს.
-შენ რომ გიყვარს ის ტორტი გამოვაცხვე-მეუბნება ქალი და სამზარეულოში მივყავარ.
განახლებულ ბართან ვჯდებით მე და არჩილი გვერდიგვერდ, ის კი ნამცხვირს დაჭრას იწყებს
-ელენე არ არის?-ვეკითხები არჩილს დაზე
-სამსახურშია და წუთი-წუთზე მოვა-მპასუხობს ლელა და წინ დიდ ნაჭერ კექსს მიდებს.
-მადლობა-ვუღიმი და ჭამას ვიწყებ
-ყველაფერი მომიყევი თავიდან ბოლომდე-წინ მიჯდება ყავის ფინჯნით ის.
-ჯერ თქვენ მითხარით როგორ ხართ?-ვეკითხები და ვგრძნობ როგორ მომნატრებია ეს სახლიც, ლელაც, ელენეც და ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, არჩილი.
-დაიწყე, ნუ მაბრაზებ-წარბებს მიწევს ლელა
-საქართველოში რომ დიაგნოზი დამისვეს თავიდან არ დაიჯერეს ჩემმა მშობლებმა-ვიწყებ მოყოლას და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვას ვცდილობ
-იმ დღესვე გადაწყვიტეს ჩემი თურქეთში წაყვანა, სწორედ ფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ვნახე არჩილი-გავხედე ბიბილურს, რომელიც ჭიქას მიშტერებოდა მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერს ისმენდა
-რატომ გააკეთე დედიკო ეგ? ხომ იცოდი ჩვენ სულ შენს გვერდით ვიქნებოდით, ყველაფერს გავაკეთებდით-ცრემლები არ შორდება მის მწვანე თვალებს.
-ვიცოდი, მაგრამ მეგონა რამდენიმე თვეში ყველაფერი დასრულდებოდა, მითხრეს 7 თვეში სრულიად ჯანმრთელი იქნებიო, მაგრამ 4 წელი გაგრძელდა მკურნალობა, რთული აღმოჩნდა მეტასტაზებთან ბრძოლა-კიდევ ვაპირებდი საუბრის გაგრძელებას კარში ელენე რომ გამოჩნდა კივილით
-როგორ მომენატრეე-კიოდა ის და კისკისით მეხუტებოდა
-ნუ გაგუდე-უკმაყოფილო ჰქონდა არჩილს ხმა და ელენეც მაშინვე მომშორდა, მაგრამ თვალები ვუბრიალე უფროსს ბიბილურს და კვლავ მაგრად ჩავეხუტე გოგოს.
-შენ რომ განახა, ეს ვაჟბატონი რა დღეში იყო შენ რომ დაიკარგე, ნუ ჩვენც ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ ძალიან ცუდად იყო, არც შენ იქნებოდი კარგად, მაგრამ მჯეროდა რომ დაბრუნდებოდი, ვიცოდი რომ სერიოზული მიზეზი გექნებოდა-არ წყვეტდა ტიკტიკს პატარა ბიბილური
-ძალიან გალამაზებულხარ ელ-არ მივაქციე მისსიტყვებს ყურადღება და ავათვალიერე მისი სხეული
-შენც ძალიან ლამაზი ხარ, ძალიან გიხდება ხვეული თმა-ჩემს ბუჩქს გადაუსვა სიცილით ხელი, რომელიც კიდევ უფრო გაზრდილიყო ერთ თვეში
მთელი საღამო ვსაუბრობდით, მონატრებულ დედა-შვილს მთელი 4 წლის ამბებს ვუყვებოდი და ისინიც, თავის მხრივ ყველაფერს მეუბნებოდნენ.
-ახლა რას აპირებთ თქვენ ორი?-თითი ჯერ ჩემკენ გამოიშვირა ელენემ, შემდეგ არჩილისკენ
-რას უნდა ვაპირებდეთ-უხერხულად შევიშმუშნე მე
-ხომ იცი ელენე, რამდენიმე თვეში ქორწილი მაქვს-წარბები აუწია არჩილმა მკაცრად პატარა დას და მისმა სიტყვებმა ჩემს გულში აფეთქება მოახდინა, მეგონა უამრავ ნაწილად დაიფლითა ჩემი გული, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მოხდებოდა, არჩილი არ მიატოვებდა მის საცოლეს და არ დაბრუნდებოდა ჩემთან-ბავშვობის მოგონებასთან.
-ვის არ ჩაუშლია ქორწილი?-როგორ ყოველთვის-მხიარულ ნოტაზე იყო უმცროსი ბიბილური
-ჩემი წასვლის დროა-საათს რომ დავხედე და 1-ლს უჩვენებდა ლამის შუბლზე ამივიდა თვალები
-ჩუსტები რატომ გაცვია?-როგორც ჩანს ზედმეტად დაკვირვებული იყო ელენე
-მარტივად ვცივდები, შემდეგ კი დიდხანს ვუნდები გამოჯანმრთელებას-მოკლედ ავუხსენი და ჯერ ფეხსაცმელები ჩავიცვი, შემდეგ კი ქურთუკი, არჩილი უკვე გამზადებული მიცდიდა.
-კიდევ გნახავთ მალე-დავპირდი მათ და სახლი დავტოვე
-ძალიან ენატრებოდი, რომ გაქრი ყველაზე ცუდად იმოქმედა ამან-ჩუმად მითხრა არჩილმა
-მაგრამ მე გასართობად არ გადავკარგულვარ არჩილ, ცუდად ვიყავი და არ მინდოდა ამ სიტუაციაში გენახეთ-უხეში ტონით ვუთხარი და გაბრაზებული ჩავჯექი მანქანაში
-როგორ სიტუაციაში ლან? ჩვენ ერთად ვიყავით და ეს ყველაფერიც ერთად უნდა გადაგვეტანა, უნდა მქონოდა არჩევანი-არც მას ჰქონდა კმაყოფილი ტონი
-და რა გინდოდა რომ გენახა? როგორ ვიჯექი უნიტაზთან მთელი ღამეები და ღებინებით ვკვდებოდი? როგორ მიჭირდა გადაადგილება ქიმიებისგან დასუსტებულს, როგორ მაწუხებდა ღვიძლი წამლებისგან გაჭყეპილს? როგორ მცვიოდა თმები? ამ დროს მე ჩემი თავი მეზიზღებოდა არჩილ, ვერ ავიტანდი შენს იქ ყოფნას, ეს ყველაზე მეტად გამანადგურებდა, ჯანდაბას შენი გრძნობები, ჯანდაბას ჩემი სიყვარული, საერთოდ არაფერი მაინტერესებდა მაშინ ქიმიებისგან დასუსტებულს საავადმყოფოში რომ ვიწექი, არ მინდოდა უცხო მიწაზე სიკვდილი, მხოლოდ იმას ვჯავრობდი საქართველოში მაინც მოვმკვდარიყავი წესიერად გამასვენებდა ოჯახი-მეთქი-ვუთხარი იმდენად მშვიდად, ჩემი თავისაც კი მიკვირდა.
-იქნებ ჩემს გვერდით უფრო მარტივად გადაგეტანა? ყველაფერში დაგეხმარებოდი, მე არ მოგცემდი უფლებას ეგ ყველაფერი გეფიქრა-ხმამაღლა მითხრა მან
-ვერ დავანგრევდი არჩილ შენს ცხოვრებას, ხედავ? საცოლე გყავს, მუშაობ, უნივერსიტეტი დაამთავრე, ოჯახი გვერდით გყავდა მთელი ეს დრო.
მე კი რას გთავაზობდი?
აუცილებლად ჩემთან ერთად წამოსვლას მოიდნომებდი, უცხო ქვეყანაში, ემიგრანტობას, სწავლის მიტოვებას და მომავლის დამახინჯებას.
ან გადავრჩებოდი, ან ვერა.
ისიც კი არ ვიცი შვილი მეყოლება თუ არა ოდესმე ისე გამოფიტა ქიმიებმა ჩემი ორგანიზმი-ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი უკვე.
-მაპატიე ყველაფერი კარგი?
-რა უნდა გაპატიო?-გაკვირვებულმა გავხედე მის აცრემლებულ თვალებს
-ბოლო წლები მაპატიე ლანა, რაც უჩემოდ გაატარე-ჩემკენ გადმოიწია და ისე მოულოდნელად მომაკრა ტუჩები ბაგეებზე, ვერც გავიაზრე.
თვალები მივლულე და მონატრებული ტუჩებს მეც ავყევი კოცნაში.
თუმცა რამდენიმე წამში მოვეგე გონს და უკან დავიხიე
-მაპატიე არჩილ, მიყვარხარ და წლები ვოცნებობდი ამ მომენტრზე, მაგრამ შენ საცოლე გყავს და მასთან უნდა იყო, სრულფასოვანი მომავალი უნდა გქონდეს-დავიჩურჩულე და საქარე მინას გავხედე.
-სახლში წამიყვანე-მისი ხმა რომ ვერ გავიგე კვლავ ვუთხარი და რამდენიმე წუთში მართლაც დაძრა მანქანა და სახლში მიმიყვანა.
---
-რას ალაგებ?-ინტერესით დავხედე დედას, რომელიც ჩანთას ალაგებდა
-ძველ ნივთებს, გაჭირვებულ ოჯახებს უნდა დავურიგო-მითხრა ღიმილით მან და მეც გამეღიმა
-ყველაზე კარგი მყავხარ-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
რამდენიმე წამში კი კარზე ზარი დარეკეს
-მე გავაღებ-ვუთხარი და კარს მიღმა მომღიმარი არჩილი რომ დავლანდე გამიკვირდა
-2 თვეა არ გაგხსენებივარ და ახლა რა მოგელანდა?-გავუღიმე და სახლში შემოვუშვი
-სადღაც უნდა გამომყვე-მითხრა და დივანზე დაჯდა
-ჩავიცმევ და გამოვალ-ვითომ უკმაყოფიდ ვუთხარი და ოთხში შევიკეტე.
გაზაფხული იყო, მაგრამ მაინც საკმაოდ თბილად ჩავიცვი და ოთახი დავტოვე.
--
-სად მივდივართ?-ვკითხე მას შემდეგ რაც თბილისი დავტოვეთ
-ნახავ-გაეღიმა მას და მარჯვენა ხელით ჩემი ხელი მოძებნა, ასე ხელჩაკიდებული ვიჯექით მანამ, სანამ არ ჩამეძინა.
ალბათ იფიქრებთ, რა დამშვიდებული ზისო, მაგრამ რა გამეკეთებინა?
თვალები რომ გავახილეთ თოვლიანი მთები მომხვდა თვალში და უნებურად გამეღიმა
-სად ვართ?-ვკითხე და ფანჯრიდან უფრო მოხერხებულად გავიხედე
-ყაზბეგში-მიპასუხა მოკლედ.
-აქ რა გვინდა?-წარბები ავწიე ჰაერში გაკვირვების ნიშნად
-ნახევარ საათში ყველაფერს ნახავ
ნახევარი საათი სრულ სიჩუმეში გავატარეთ, შემდეგ მანქანა სადღაც სასტუმროს წინ გააჩერა და ჩვენც გადავედით.
საბარგულიდან ის ჩანთა ამოიღო, დედა რომ ალაგებდა და წამით გამეცინა
-დედაჩემიც შეაცდინე?
-"ც" რა შუაშია? შენ აქეთ შემაცდინე-ეღიმება მას თბილად.
სასტუმროს უკვე დაჯავშნილ ნომერში ავდივართ და ერთ-ერთი ჩანთიდან რაღაცას იღებს.
დიდ, თეთრ კაბას ხელში ათამაშებს და ეშმაკური ღიმილით მიყურებს
-რა ხდება? არა კი ვხვდები რა ხდება, მაგრამ მაინც შენგან მაინტერესებს გავიგო-გაოცებული ვუმზერ მას
-ვქორწინდებით, ჩქარა ჩაიცვი-მეუბნება და ჩანთიდან კიდევ რაღაცეებს იღებს.
სქელ კოლგოტს და თეთრ თბილ ბათინკებს.
თეთრ მანტოსაც და საწოლზე აწყობს
-კიდევ კარგი, მეგონა მარტო ამ კაბაში გამყინავდი-მეცინება და მისკენ ვიწევი.
ამჯერად ჩემი ინიციატივით ვიწევი ფეხის წვერებზე და ნაზად ვკოცნი ტუჩებზე.
წელზე მხვევს ცხელ ხელებს და კოცნას უფრო მომთხოვნს ხდის, მის სხეულზე მიკრავს და მანამ ვერ მოვდივართ გონს სანამ კარზე არ აკაკუნებენ
-ვინ არიან?-ვეკითხებო გაკვირვებული, ისიც მხრების ჩეჩვით აღებს კარს და ხატიას და ელენეს რომ ვხედავ გამოპრანჭილებს მეცინება.
-გიჟები-ვამკობ მათ და შემდეგ სამივე არჩილს ვისტუმრებთ ოთახიდან.
მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ, საქორწინო დიდ, ფრიალა კაბას ვიცმევ და ისეთი ბედნიერი ვარ, მეშინია ბედნიერებისგან გული არ გამისკდეს
-როდის დაგეგმეთ?-ვეკითხები უკვე გამზადებული მათ
-ჩვენთან რომ იყავი მას შემდეგ-მიცინის ელენე..
სასტუმროდან გასულს მანქანების მაგივრად ცხენზე ამხედრებული ნაცნობი სახეები მხვდება.
დედა, მამა, ლელა, არჩილის რამდენიმე მეგობარი და ჩემი სკოლის რამდენიმე, ძველი მეგობარი, მათ დანახვაზე კიდევ ერთხელ მიტყდება ტირილი და ყველას სათითაოდ ვეხუტები.
ბოლოს ბედნიერი ღიმილით ვიშორებ ცრემლებს თვალებიდან და არჩილთან ერთად ვჯდები თეთრ ცხენზე.
მართალია პატარძალი ვარ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ქუდს ვიფარებ თავზე, ჯანმრთელობა მაინც სხვაა, თითქმის ნახევარი საათი ვატარებთ გზაში, ნელა დავდივართ და თან ვსაუბრობთ, საბედნიეროდ მზე ანათებს და ძალიან არ ცივა.
პატარა ეკლესიაში შევდივართ, თვალები მაინც ცრემლიანი მაქვს.
ახსოვდა, ყველაფერი ახსოვდა მიუხედავად იმისა, რომ ეს ოცნება 5 თუ 6 წლის წინ გავუმხილე მას.
ბედნიერებისგან ვტირი მთელი ჯვრისწერის ცერემონია და ვერც არჩილის თბილი სიტყვები მამშვიდებს.
კიდევ ერთი ჩემი ოცნება აქცია მან რეალობად. ჯვარი მაღლა, მთაში პატარა ტაძარში ბევრი ხალხისგან და აყალმაყალისგან შორს დავიწერეთ.
--
-ბოდიში, რომ მიგატოვე და ძალიან მიყვარხარ-ვეჩურჩულები სასტუმროს ნომერში საწოლზე გაშოტილს და მის გვერდით ვთავსდები
-მეც მიყვარხარ -წელზე ხელს მხვევს ის და ტუჩებს მაწებებს ყელზე
-არ მჯერა, რომ დავქორწინდით, ამდენი წლის შემდეგ-კიდევ გაოგნებული ვარ მე
-8 წელია თითქმის, რაც ერთმანეთი გვიყვარს ლანა, რა ვერ დაიჯერე?-ხარხარებს ის და საბოლოოდ ახერხებს ჩემს გაჩუმებას და სიამოვნების მორევში ჩაძირვას....



ნუ არ ვიცი ახლა, ჩემთვის პირადად ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანია, სულ მგონია კი არა დარწმუნებული ვარ ჩემს ემოციებს ნაწერში ვერანაირად ვერ ვაქსოვ მაგრამ ახლა ძალიან ვეცადე.
ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ მოგეწონებათ და გამიმხელთ თქვენს ფიქრებს.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მომეწონა,.

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

მომწონს შენი ისტორიები...
პატარები და სიყვარულიკოებია ^-^

 


№3  offline წევრი დარინა

ამ დილით გამათბეე, მართლაც რომ
ჯამრთელობის ფასი არაფერია, ისეთი ისტორიაა ცხოვრებაზე რომდაგაფიქრებს, ხომ იცი როგორ მიყვარს მე შენი ასეთი პატარა და ემოციური ისტორიები, დღე ბედნიერად დავიწყე უკვე ახალ სიტკბოებას ველოდები.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი nancho
ძალიან მომეწონა,.

მადლობა❤️❤️❤️

სტუმარი ანა
მომწონს შენი ისტორიები...
პატარები და სიყვარულიკოებია ^-^

მადლობა❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

დარინა
ამ დილით გამათბეე, მართლაც რომ
ჯამრთელობის ფასი არაფერია, ისეთი ისტორიაა ცხოვრებაზე რომდაგაფიქრებს, ხომ იცი როგორ მიყვარს მე შენი ასეთი პატარა და ემოციური ისტორიები, დღე ბედნიერად დავიწყე უკვე ახალ სიტკბოებას ველოდები.

დიდიიი დიიდიიი მადლობა ჩემო საყვარელოო❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ჟოზე
რა უსინდისობაა ის რო თქვა შენს ემოციებს ისტორიებში ვერ აქსოვდე თითქოს :((
დილა გამილამაზე,გამითბე და გამაბედნიერე ამ პაწაწკუნტელა სიყვარულით ❤❤❤
საოცარი ტომაჩკა ❤❤ დაკარგულის გოგო :დდ

ცოტა უნამუსო და უსინდისო ყველაა რაღაც დოზით joy მადლობა ყველა თბილი სიტყვისთვის და მინდა იცოდე რომ საუკეთესო ხარ❤️❤️❤️❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ჟოზე
ტომაჩკა
ჟოზე
რა უსინდისობაა ის რო თქვა შენს ემოციებს ისტორიებში ვერ აქსოვდე თითქოს :((
დილა გამილამაზე,გამითბე და გამაბედნიერე ამ პაწაწკუნტელა სიყვარულით ❤❤❤
საოცარი ტომაჩკა ❤❤ დაკარგულის გოგო :დდ

ცოტა უნამუსო და უსინდისო ყველაა რაღაც დოზით joy მადლობა ყველა თბილი სიტყვისთვის და მინდა იცოდე რომ საუკეთესო ხარ❤️❤️❤️❤️

მმმმ! როგორ გყვარობ მე შენ ❤❤

მეც მეც❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი Tako

ძალიან ვისიამოვნე კითხვით❣

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Tako
ძალიან ვისიამოვნე კითხვით❣

❣️❣️

 


№9  offline წევრი Niniko11

ძალიაან კარგიიი იყოოო მომეეწოონააა...
კარგად წერ და ასე განაგრძეე და ახალი ისტორიააც მალე წაგვაკითხე...
წარმატებებიი♡♡

 


№10  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Niniko11
ძალიაან კარგიიი იყოოო მომეეწოონააა...
კარგად წერ და ასე განაგრძეე და ახალი ისტორიააც მალე წაგვაკითხე...
წარმატებებიი♡♡

დიდი მადლობა❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი ლიამი

მე პირადად ემოციები დამაკლდა, ვერაფერი ვიგრძენი.
ვერც ტკივილი, ვერცონატრება, ვერც სიყვარული...
არ გიწერ ამას იმიტომ რომ გაწყენინო, უბრალოდ პირფერობა და ის რომ სასწაული ისტორიაა დაგიწერო შენთვისვეა ცუდი.
ხომ უნდა განვითარდე და გაიზარდო.
ხოდა ბევრად უკეთესი ისტორიის დაწერა შეიძლებოდა, მოკლე იყოს შეიძლება მოთხრობა მარა ცცარე ცრემლით მატიროს მომენტებში .
აი აქ არაფერი არ იყო

 


№12  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ლიამი
მე პირადად ემოციები დამაკლდა, ვერაფერი ვიგრძენი.
ვერც ტკივილი, ვერცონატრება, ვერც სიყვარული...
არ გიწერ ამას იმიტომ რომ გაწყენინო, უბრალოდ პირფერობა და ის რომ სასწაული ისტორიაა დაგიწერო შენთვისვეა ცუდი.
ხომ უნდა განვითარდე და გაიზარდო.
ხოდა ბევრად უკეთესი ისტორიის დაწერა შეიძლებოდა, მოკლე იყოს შეიძლება მოთხრობა მარა ცცარე ცრემლით მატიროს მომენტებში .
აი აქ არაფერი არ იყო

მადლობა არ მწყინს, ყველას თავისი აზრი აქვს, მე ჩEმი ვცადე და შEმდეგშI შEვეცდები კიდევ უფრო მოვინდომო❤️❤️❤️მადლობა რომ შემაფასე ბევრს ნიშნავს❤️❤️❤️❤️

 


№13 სტუმარი თათუს დავრდომილი დედამთილი

როგორ მიყვარს ეს შენი პატარა ტკბილი ისტორიები ❤

 


№14  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

თათუს დავრდომილი დედამთილი
როგორ მიყვარს ეს შენი პატარა ტკბილი ისტორიები ❤

მადლობაა❤️❤️❤️

 


№15  offline წევრი ნორმი

რამდენად გახსოვარ არ ვიცი...ყველა შენი ისტორია მომწონს პატარა და გემრიელი საკითხავია.შეცდომებისგან და ტანჯვა წამებისგან შორ.მაგრამ ერთადერთი რასაც ვერ დაუმუღამამ გრძნობების და ემოციების გადმოცემააა..ისე რომ სცადო სხვა ჟანრში შემოგვთავაზო ისტორია არ გიფიქრია?მაგლითად დეტექტივი ან ფანტასტიკა ანავი რა ვიცი..აიღო ისეთი ჟანრი სადაც სიყვარულის დავემოციები გადმოცემა არ დაგჭირდება.
ამასობაში იმიტომ, რომ კი არ გეუბნები რომ ცუდია და რაიმე უბრალოდ უფრო მეტად გაიწაფები...მეტი იკითხე ამ საიტზე ისტორიები ახალბედა მწერლების ან სხვების რომლებიც წარმოიშობა გრძნობბს გადმოცემენ ან უბრალოდ ისე საკითხავი წიგნები და აუციებლად მიეჩვევია.ისე რომ გითხრა გაქვს რამდენიმე ისტორია რომელშიც ემოციებს კარგად გადმოცემ..უბრალოდ ახლა სახელი არ მახსოვს....
წარმატებები!
--------------------
მორფეოსი

 


№16  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ნორმი
რამდენად გახსოვარ არ ვიცი...ყველა შენი ისტორია მომწონს პატარა და გემრიელი საკითხავია.შეცდომებისგან და ტანჯვა წამებისგან შორ.მაგრამ ერთადერთი რასაც ვერ დაუმუღამამ გრძნობების და ემოციების გადმოცემააა..ისე რომ სცადო სხვა ჟანრში შემოგვთავაზო ისტორია არ გიფიქრია?მაგლითად დეტექტივი ან ფანტასტიკა ანავი რა ვიცი..აიღო ისეთი ჟანრი სადაც სიყვარულის დავემოციები გადმოცემა არ დაგჭირდება.
ამასობაში იმიტომ, რომ კი არ გეუბნები რომ ცუდია და რაიმე უბრალოდ უფრო მეტად გაიწაფები...მეტი იკითხე ამ საიტზე ისტორიები ახალბედა მწერლების ან სხვების რომლებიც წარმოიშობა გრძნობბს გადმოცემენ ან უბრალოდ ისე საკითხავი წიგნები და აუციებლად მიეჩვევია.ისე რომ გითხრა გაქვს რამდენიმე ისტორია რომელშიც ემოციებს კარგად გადმოცემ..უბრალოდ ახლა სახელი არ მახსოვს....
წარმატებები!

მადლობა დიდი რჩევისთვი, აუცილებლად ვცდი რამე სხვა ჟანრს, აუცილებლად, ძალიან მადლობელი ვარ განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის ბევრს ნიშნავს და ვაფასებ❣️❤️

 


№17  offline წევრი izabella

ძალიან ცხოვრებისეული ისტორია იყო, მომეწონა. ხშირად გამოანათე ხოლმე ასეთებით blush

 


№18  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

izabella
ძალიან ცხოვრებისეული ისტორია იყო, მომეწონა. ხშირად გამოანათე ხოლმე ასეთებით blush

მადლობა დიდი❤️❤️❤️

 


№19  offline აქტიური მკითხველი terooo

უბრალო , სადა, მხიარულსევდიანი და რეალური ისტორია იყო...
წარმატებებს გისურვებ..

 


№20  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

terooo
უბრალო , სადა, მხიარულსევდიანი და რეალური ისტორია იყო...
წარმატებებს გისურვებ..

მადლობა❤️❤️❤️❣️

 


№21 სტუმარი ეკა

სამწუხარო რეალობა... დიდი მადლობა თქვენ რომ ასეთი ლამაზი და სევდიანი ისტორია შემოგვთავაზეთ cry ძალიან მომეწონა heart_eyes

 


№22 სტუმარი ეკა 5

ბევრჯერ მაქვს წაკითხული ❤️ ძალიან თბილი და საყვარელი ისტორიაა, კეთილი ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent