გზა მისკენ (სრულად)
√ აშარი ქარი თამამად დანავარდობდა მაღალი ხეების ბებერ ტოტებს შორის. ხეთა ჯარისაგან დაბურულ ტყეს ზოლად გასდევდა ფართო ბილიკი, ეს უკანასკნელი ამ წამს აჩქარებული ნაბიჯებით იფარებოდა და რომ არა ქარი ადვილად გაიგონებდით როგორ ჩხრიალებდა ბილიკზე მიმოყრილი კენჭები ნაბიჯების შეხების დროს. გზის მარჯვნივ ვრცელი, მწვანე ტბა ეფინა მიწას, ქალის ნაბიჯებმაც მისკენ გადაუხვია. ნაპირთან მისულმა ჩაიჩოქა, პეშვით ამოღებულმა წყალმა ზედაპირს ნაოჭები მოგვარა, ახლაგაზრდა ქალმა დაცვარულ სახეს გრილი შხეფები შეაშველა, სველი წამწამები შეარხია და ტბისკენ გადახრილი საკუთარ ანარეკლს დააშტერდა,შეჰყურებდა მის მუქ თვალებს და უცებ იგრძნო, რომ თავისმა შავმა გუგეებმა შეისრუტეს, უსასრულო გვირაბად მოევლინნენ და ამ წამს უსწრაფესად გააქანეს ამ გვირაბში... წამი წამს მიემატა-ამ მცირე გაელვებაში იგრძნო რომ გვირაბმა კარი გაიხსნა და წარსულის ერთ, ფერად დღეში გადაისროლა... ''' ახალგაზრდა გოგონას წაბლისფერი თმები მხრებზე დაჰფენოდა, თავი უკან სკამის საზურგეზე მიებჯინა და ინტერესით დაატარებდა თვალებს გარშემო! მაია ახლახანს გამოაბრუნეს თეატრიდან(რეპეტიცია გადაიდოვო) და ვინაიდან სახლში წასვლა არ უნდოდა იქვე ყვავილების ხეივანში შეუხვია... სხვებისაგან ცოტათი განსხვავებული, ახალგაზრდა ქალბატონი ცდილობდა მასში არსებული "უცნაურობების"აფიშირება მოეხდინა, თუმცა ამას სხვების დასანახად არასდროს აკეთებდა. სახლში მისული ყვავილებს ფურცლებს აცლიდა და ლარნაკში ისე ყრიდა, მხოლოდ მას შეეძლო დაეკრა პიანინოზე მიუხედავად იმისა რომ დაკვრა არ იცოდა, მისი მსმენელი ცარიელი ოთახის კედლები იყო, ისინი კი მისით ყოველთვის კმაყოფილნი რჩებოდნენ. მაიამ რამდენიმე დღის წინ წიგნების მაღაზიაში გვერდით მდგომი გოგონას თეთრი ბლოკნოტის ყდაზე წარწერა ამოიკითხა"მოდიან სხვები მაგრამ მაინც იგივეები. მოდიან სხვანაირად მაგრამ მაინც ისე"ახლა იქ მჯდომიც ამ ფრაზაზე ფიქრობდა, ფიქრობდა რომ მის თავსაც სწორედ ასე ხდებოდა, ამ ფიქრებში გართულმა ხეივანში ახლახანს შემოსულ ბიჭს გააყოლა თვალი, რომელიც მისგან არც თუ ისე მოშორებით მინდორზე ჩამოჯდა.მაიას უცნაურმა ჩვევამ აქაც იჩინა თავი, შეეძლო საათობით ეცქირა ვინმესთვის ან რამესთვის თუ კი აიკვიატებდა, ახლაც იჯდა და შეჰყურებდა უცნობს-ხელები მუხლებზე დაეწყო ჯვარედინად, თავი ცარიელი სივრცისკენ აეღრიცა და სადღაც უსასრულოდ გაჰყურებდა სივრცეს! ამ უსასრულო მზერის პატრონი რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა ქალაქს, თავისი ტყის განმარტოებით მდგარი ქოხიდან(უკან დაბრუნებას მალევე აპირებდა) ალექსი სხვებს არ ჰგავდა, მას ხალხმრავლობა არ ხიბლავდა, იქ თავს ყოველთვის ზედმეტად გრძნობდა, სულ ეგონა რომ ადამიანები ცდილობდნენ დაემსგავსებინათ, მაგრამ აბა კი როგორ ჩაახშობდა მასში უცნაურ თვისებებს... მას არასდროს სწყინდებოდა სიჩუმის მოსმენა, საათობით შეეძლო ეყურებინა სადღაც უსასრულობაში(მის გონებაში კი ამ დროს რა ხდებოდა ღმერთმა იცის) შეეძლო უმიზეზოდაც კი დაეფინა სახეზე ღიმილი და ამავ დროს სხვებთან ყოფნის დროს ეყურებინა მკაცრი მზერით და ეს მზერა ერთგვარ ბარიერად ექცია ადამიანებისთვის რათა ვერ გაებედათ დაუკითხავად ერიათ ხელები მის ცხოვრებაში. დიდი ხანია რაც პერიოდულად ტოვებდა ქალაქს, იშვიათად შემოურბენდა ხოლმე "მარაგის"შესავსებად, ეს მარაგი არ ითვალისწინებდა მხოლოდ ადამიანური ყოფისთვის საჭირო ატრიბუტებს, ის ივსებდა ცნობისმოყვარეობის მარაგსაც აინტერესებდა ხომ არაფერი შეცვლილა ხმაურიან სამყაროში, ივსებდა მარაგს იმის შესახებ შეეძლოთ თუ არა აეტანათ ის ასეთი უცნაური.... თუმცა რაც უფრო შორდებოდა ყველას მით უფრო ხვდებოდა მარტოობის ხიბლს. დედამაც კი უთხრა ერთხელ: -შენთან რთულია ალექსს! -და ჩემად ყოფნა არ არის რთული დედა? ამგვარად გაუცხოვდა... ცხოვრობდა სხვებისთვის უინტერესოდ, საკუთარი თავისთვის კი მომაჯადოვებელ სამყაროში. თავისი ტყის ყვითელი ქოხის შეღებისას ეგონა პლანეტას ტოვებდა და მზის კარებს აღებდა, უყვარდა სითბოთი აღსავსე კედლების მიღმა ხატვა, ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლი ხიბლავდა და სწორედ ამ დროს გრძნობდა რა იყო ბედნიერება მისთვის. ამ უცნაურს, დიდი თეთრი კედელიც ჰქონდა რომელზეც ათასგვარ "რაღაცეებს"აბინავებდა, გიჟდებოდა მარკების შეგროვებაზე ფერად-ფერადი მარკები ისე ამშვენებდნენ მის კედელს გეგონებოდათ ისტორიული რელიექვის ნაწილს შეადგენდნენ. ასევე საპატიო ადგილს იკავებდა კედელზე ჩარჩოში ჩასმული მკვდარი მწერები, რომლებიც ქარვაში გაქვავებულებს ჰგავდნენ. ადამიანები ალექსს საერთოდ არ იცნობდნენ ცივ, უხეშ პიროვნებად თვლიდნენ და ცოტა არ იყოს ფიქრობდნენ გონება ვერ აქვს წესრიგშიო. ამ უსასრულო მზერის პატრონმა ახლახანს გადაწყვიტა ენახა ბავშვობის დროინდელი ყვავილნარი, ჰოდა ისხდნენ ორი უცნაური ადამიანი ერთმანეთის პირისპირ და სამყარო უხილავ ვერცხლისფერ ძაფებს აბამდა მათ შორის... შემოღამებამ მაიას სახლში წასვლის დრო ამცნო, დაჭმუჭვნილ კაბაზე ხელი ჩამოისვა და ქუჩას გაუყვა. მალევე სახლში იყო, შინ მისული მდივანზე ჩამოჯდა, თავი უკან გადაიღრიცა და ჭერზე თვალებით რაღაც გაურკვეველს ხატავდა. გარეთ ღამე, ოთახში სიჩუმე, გონებაში კი ფიქრები ბატონობდნენ! უეცრად ღამეც, სიჩუმეც და ფიქრებიც კარზე ზარის ხმამ დაარღვია, მაიამ ჯერ კარისაკენ გააყოლა მზერა, მერე წამოდგა სახელური აჩქარებით ჩამოსწია და ზღურბლთან მდგომ "უსასრულო მზერის"პატრონს გადააწყდა. ისეთი გრძნობა დაეუფლა თითქოს მხრებზე უხეში ხელები ჩაებღუჯა და ძლიერად შეანჯღრიეს(ამ გრძნობამ სადღაც წუთების ისრის ორჯერ გახმაურებაში გაიელვა) მერე კი კართან მდგომმა თავნება ღიმილით უთხრა: -გული არ წაგივიდეს! -... შენ აქ საიდან? (დაბნეულმა მიახალა) -ისე დაჟინებით მიყურებდი შენმა მზერამ წამომიყოლა ამ სიტყვებზე კარი სწრაფად მიუჯახუნა ისე, რომ ბიჭის მიერ წარმოთქმული ბოლო ბგერები ჰაერში შთაინთქა. მაია კარებს მიეყრდნო ზურგით დაბნეული და ასე არეულმა გაატარე ღამე... მეორე დღის გვიანი ღამე, სიჩუმე და ფიქრები ისევ კარზე ზარის ხმამ დაარღვია, ამჯერად ღია კარებში მაშინვე შეაბიჯა სტუმარმა და თავად მიხურა კარები -ვინ მოგცა უფლება ჩემს სახლში მოსვლის! -ვინ მოგცა უფლება, რომ დაჟინებით მიყურებდი! -(ცოტა შერცხვა)... შენ ნორმალური არ უნდა იყო, იმ საღამოს უკან გამომყევი? არაფერი უპასუხნია, მიმოიხედა პიანინოსაკენ დაიძრა, ხელები მხატვრულად შეარხია ჰაერში და წუთებში ოთახი მელოდიით აივსო. ალექსი უკრავდა მაია კი ხელებდაჭდობილი კედელთან იდგა და უსმენდა ამბავს რომელსაც ალექსი მელოდიით უყვებოდა...ეს ყველაფერი ისეთი უცნაური იყო, გეგონებოდათ არა აქ, ამ რეალობაში ხდებოდა არამედ სადღაც სხვა სამყაროს კარი გაიხსნა და ეს ორი იქ გაიტაცესო. იმ დღის შემდეგ ღამის მდუმარებას, ოთახის სიჩუმესა და მაიას გონების მყუდროებას ალექსი არღვევდა ''' დღეები დღეებს მისდევდა, მათი კავშირი კი უფრო ღრმავდებოდა, ისინი ერთმანეთისთვის უცხონი აღარ იყვნენ. უყვარდათ ფეხით საღამოს გზაზე სიარული, უკან იტოვებდნენ ადამიანებს რომლებიც დაუღალავად საუბრობდნენ მათზე, მაგრამ ეს ხმები მხოლოდ ხმაური იყო მათ გარშემო. თუმცა ესეც არის რაც არ უნდა გაექცე რეალობას მაინც გაგკრავს მხარს უხეშად გზაზე მიმავალს, ასე დაემართა მათაც, ალექსი უკან უნდა დაბრუნებულიყო მაგრამ ასე მარტივად ვერ მიჰყვებოდა მაია. სწორედ ამ დროს პირველად ატკინა გული მისმა ნათქვამმა სიტყვებმა ალექსს -შენ დასაკარგი არაფერი გაქვს, მე კი აქ ბევრი რამ უნდა მოვიტოვო უკან -ესეიგი შენ ამ ყალბ რეალობას ვერ ელევი იმ დღეს ალექსს გონებამ ხმამაღლა ჩასძახა"ის წამოსვლაზე არასდროს დაგთანხმდება" ორი დღის შემდეგ მაია ბოდიშის მოხდის ჟინმა შეიბყრო. სწრაფად კვეთდა ქუჩაში შემოჭრილ მზის სხივებს. საათი თერთმეტს უჩბენებდა და ის უკვე კარებთან იდგა, გასაღები მოარგო და დაუკითხავად შეაბიჯა,საძინებელთან მისულმა ღია კარებში ცხადად გაარჩია ბალიშზე ზვირთებივით მღელვარე ქერა კულულები, გვერდით კი მშვიდად თვლემდა მისთვის ძვირფასი... გოგონების მზერა წუთით ერთმანეთს გადააწყდა მერე კი მაიამ უხმაუროდ გამოიხურა კარები,ქუჩაში მიმავალმა არ იცოდა რას გრძნნობდა ამას სახელს ვერ არქმევდა. სამყარომ კი იგრძნო როგორ დასუსტდა, დაწვრილდა და საბოლოოდ გაწყდნენ მათ შორის გაბმული ძაფები! *** წამი წამს, წუთი წუთს, საათი საათს, დღე დღეს მიემატა და წელიწადიც გავიდა ერთ ჩვეულ დილით მაიამ საყვარელი მარმელადების საყიდლად იმ მაღაზიის კარი შეაღო რომელსაც თითქმის ყოველ დღე სტუმრობდა და აი მის წინ ქერა ქალის თმებმა გაიშრიალეს, მათი თვალები ისევ შეხვდა ერთმანეთს... ვერც ახლა ხვდებოდა რა სახელი დაერქმია ამ გრძნობისთვის, ეს ზიზღი არ ყოფილა, მაგრამ თითქოს ტანზე რაღაც ამაზრზენი მწერები დაესივნენ და მათ გაქრობას ლამობდა (ეს ყველაფერი საათის ისრის ორჯერ გახმაურებაში იგრძნო ისევ) და უკვე ის მის წინ იდგა! -გამარჯობა მაია -(მხოლოდ თავი დაუკრა, მწერებმა ტანზე ხოხვას უმატეს) -რაღაც მინდა აგიხსნა, უნდა იცოდე გონებამ მაია საუბარზე დაითანხმა, ყელში რაღაც აზრჩობდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ჭამდა -მაია, მაპატიე რომ აქამდე არ მოგძებნე, პირადი პრობლემები მქონდა ახლახანს დავბრუნდი, ესეც არ იყოს მან... მან მკაცრად გამაფრთხილა არაფერი მეთქვა, მაგრამ შენ უნდა იცოდე, ჩემსა და ალექსს შორის არაფერი მომხდარა, მას სურდა ასე გეფიქრა. მე არ ვიცი რატომ... შენ გაუგებ ალბათ! (ხანგრძლივი დუმილის შემდეგ წამოდგა და მარტო დატოვა) ... მთელს ქალაქს გააგონებდა რომ შეძლებოდა მის უცნაური გრძნობით აღსავსე სიცილს. როცა აღფრთოვანების ტალღამ გადაუარა, მერეღა ჩაფიქრდა, მიხვდა რომ კარგად კიდევ არ სცნობია ალექსი მხოლოდ მისნაირი თუ მოიფიქრებდა ასეთ რამეს საყვარელი ადამიანისთვის(მოაგონდა მისი ნათქვამი სიტყვები და გული შეეკუმშა იმის გაცნობიერებაზე თუ როგორ აწყენინა ალექსს როცა უთხრა "შენ დასაკარგი არაფერი გაქვს") მიხვდა რომ ეს საქციელი ერთგვარი მსხვერპლად თავის გაღება იყო, რადგან შემდეგ თავად მაიას არ ეგრძნო თავი დამნაშავედ როცა თან არ გაჰყვებოდა(ის ხომ დარწმუნებული იყო ამაში) ასე კი არჩევანი გაუადვილა. ... ტბასთან მჯდომმა დაისვენა, წამოდგა დაჭმუჭვნილ კაბაზე ხელი ჩამოისვა და მონატრებულის ქოხისაკენ გაუყვა გზას-ის კვლავ უცნაური გრძნობით მოცული მიაბიჯებდა სამყარომ კი ისევ იგრძნო როგორ დაიწყეს აღდგენა დასუსტებულმა, გაწყვეტილმა ვერცხლის ძაფებმა... ... წვიმა დაიწყო... წავალ მივესალმები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.