შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული წლები !3!


25-08-2019, 01:29
ავტორი მმარიამმი
ნანახია 1 387

თავი 3
ზღვისპირა სახლი. დიდი ხნის წინ გამოკეტილი კარი. ჰაერში გაფანტული ძველებური სურნელი, მოგონებებით სავსე ოთახის კუთხეები, თითოეულ ფეხის გადადგმაზე ცხვირწინ გაჩენილი წარსულის გადმონაშთი. 6 წლის წინ ჩაედგა ამ სახლს სული. შავ სავარძელში ნახატებით გავსებულ კაბინეტში იჯდა ახვლედიანი.რამდენიმე დღე დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად რომ ამ სახლში კატოს გარეშე შემოდგა ფეხი, მაგრამ ბინის კედლები ისევ სუნთაქვდენ, პატარა ხალისიანი არსების სტუმრობით გახარებული სახლის თითოთოეული კუთხე ნელ-ნელა ახალ სიცოცხლეს იძენდა.
კედლებსაც ტკივათ, ისინიც გლოვობენ პატრონის დაკარგვას
როგორც ჩვენ ვისისხლხორცებთ სახლის თითოეულ კუთხეს, როგორც ჩვენ გვტკივა მათი მიტოვება ისე ტკივა სახლსაც, ისიც გვცნობს და მასაც ვუყვარვართ. მაგრამ ჩვენ ხომ გარკვეული ან თუნდაც გაურკვეველი მიზეზების გამო ზოგჯერ ვტოვებთ ჩვენს კერას და სახლიც უაზრო ლოდინის შემდეგ მტვრის სქელი ფენითა და ობობის ქსელებით იფარება. რა აზრი აქვს ისეთი სახლის არსებობას საიდანაც სიცილისა და მხიარულების ,ბავშვის კისკისის ან თუნდაც ტირილის ხმა არ გამოდის? განა ეს ყველაფერი არ ამტკიცებს იმას რომ ვცოცხლობთ, ხმაური ასულდგმულებს სახლს და არა უჯრებში ჩაკეტილი ლამაზი ჩარჩოდან მომზირალი გაღიმებული ფიგურები. განა სახლი არ ინახავს ყველა მოგონებას? დრო. საათის სამი ისარი. წამებს გაყოლილი წუთები და საათები. მაგრამ ბოლოს ყველა საათი ფუჭდება, ყველა ბატარეა ჯდება, ის იცვლება მაგრამ არა გასული წამი, წარსული ის ერთადერია რასაც ვერ შვცვლით,ვერ შევეხებით. შესაბამისად ყველა წარსულს გაყოლილი გმირიც შეუცვლელია. გონებაში ჩაბეჭდილ ყოველ მნიშვნელოვან წამს თან ახლავ მისი მოქმედი პერსონაჟები. სწორედ ასე იბეჭდება ჩენს გონებაში თითოეული გარდაცვლილი ადამიანის წარსულს 'ჩაჭიდებული' აჩრდილი
კიდევ ერთხელ იხსენებდა წარსულს ახალგაზრდა მამაკაცი, თითებში მოქცეული სიგარეტი ტუჩებთან ნელ-ნელა მიიტანა, მაგრამ მაინც არ მოაქცია ტუჩებს შორის. ამ წამს გრძნობები მართავდნენ მის სხეულს, მოძალებულმა მოგონებებმა კიდწვ წრთხელ აიძულეს ფერებთან გამმარტოვება. ანდრიას ტილიობზე არასდროს არ იხატებიდა კატერინას გაშავთერებული ფუგურა. თითქოს ფერებით სძენდა სიცოცხლეს. ღმერთო ჩემო ზოგისვის რა მწარეა ცოვრება. ყველაფერს ხომ ბედი უნდა არა? მხოლიდ ერთმა იცის როგორ დატრიალდება გრძნობებით სავსე ბედის ბორბალი, მხოლოდ მან იცის როგორი გზის გავლა მოუწევს ამ უზარმაზარ საცავს,საცავს რომელიც ჩვენს ცხოვრებასა და გრძნობებს იცავს, მაგრამ ზოგჯერ ისიც გვღლატობს. რომ არა მოღალატე ბორბალი, იქნებ ეს ორი სიგიჟემდე შეყვარებული არსება ცხოვრებით დამტკბატიყო. მაგრამ ვერც ამ ცხოვრებას გაუგებ და ვერც საკუთარ ბედს, რომელიც მაღლა,ღრუბლებსაგან დაცულ ყველაზე ნათელ ადგილას იწერება.

**
საოცრი კმაყოფილებით აივსო პატარა ქალბატონი. გაცისკროვნებული სახით შკუსკუსდა სახლში.არა რა ერთ უბრალო ადამიანს როგრო შუძლია 360 გრადუსით გადაატრიალოს ადამიანის განწყობა, და კიდევ ერთი სხვა ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვებით ცეცხლმოკიდებული გულის ჩაქრობა . რომც მოვინდომოთ მაინც ვერ დავთვლით ადამიანების ტიპებს. მთავარია ყველა არსებას გააჩნდეს ადამიანობა.
ჩქარი ნაბიჯებით გაიარა დერეფანი, ყველა ოთახი მოავალიერა და ბოლოს ანდრიაც იპოვა. რამდენიმე ფერის შერწყმით მიღეებულ გამოსახულებას შესცქეროდა უფროსი ახვლედიანი იფიქრებთ ალბათ ამით იცხრობდა მონატრებასო, მაგრამ ის არც ქრება და არც ფერმკრალდება. მონატრება, ეს ის გრძნობაა მთელს სხეულში ლავასავით რომ იღვრება,ნელ-ნელა გვფერფლავს და დრო და დრო უბრალო ავადმყოფობიდან განუკურნებელ სენად იქცევა.
ელენას დანახვისთანავე მიანება თავი მონატრებული გამოსახულების ფურცელზე გადატანას, სკამი უკან გააჩოჩა, გაიღიმა, ხელები გაშალა და შვილს თვალებით ანიშნა ჩამეხუტეო. არც მოკისკისე გოგონამ დააყოვნა, ელვის სისწრაფით აღმოჩნდა მამიკოს კალთაში.
-აუ მა იცი რა მაგარი გოგოა? იცი რა ძლიან მომეწონა. ორ დღეში კიდევ უნდა მივიდე მაგრამ როგორ მოვითმინო?
ღიმილით უსმენა აფორიაქებულ შვილს ახვლედიანი.
-ანუ მოგეწონა ხო? არ გეუბნებოდი გუშველისთქო?
-ჰო. აუ მა კარგ ხასიათზე ვარ და არ გინდა სადმე წამიყვანო? - საყვარლად ააფახულა თვალები და ფართედ გაიღიმა. ორივე ლოყა საყვარლად ჩაეჭუტა.
-ჰმ… სასად სურს წასვლა ჩემს ფისუნას?
-ზღვაზე.
-გოგო ამ წვიმაში ზღვაზე რა გვინდა.
-აუ მინდა მე.
-ოოჰ ელენაა ყველაფერში კატოს როგირ გავხარ. - ბუზღუნებდა მაგრამ მაინც იღიმოდა. ბოლოს და ბოლოს მაინც გადაწვიტეს ზღვაზე გასეირნება.აღელვებულ ზღვის ნაპირს მშვიდად მიუყვებოდნენ.
***
კიდევ ერთხელ დამძიმებული გულით შეაღო საკუთარი სახლის კარები, სახლის რომელშიც არასოდეს სუფევდა ხალისი. ოთახში შესვლისთანავე საჭირო ნივთები აიღო და სააბაზანოს მიაშურა. ისევ ისე შეერწყა ქალის ცრემლები დუშიდან მომავალ წყალს. წყლის ჭავლიში გაეხვია ატირებული ქალის მთრთოლვარე სხეული. სულიერი ტკივილის კიდევ ერთი გამოვლინება, გულიც ისე თრთოდა როგორც სხეული. ელენა ახვლედიანი. ნაცნობი სახელი და გვარი. ტვინში არეული მილიონი ფიქრი,მოგონებების მოზღვავება. გაახსენდა ავისი თვი 19 წლის ასაკში და მის მუცელში მოკალათებული ბავშვი. თითქოს ყველა გრძნობა განუახლდა ახალი პაციენტის ხილვისას. თითქოს მისმა ზღავისფერმა თვალებმაა ააღელვა და ტალღებში ჩიძირა.პირსახოცშემოხვეული დადგა ნიჟარასთან, მის თავზე განთავსებულ სარკეში ჩიხედა. არც კი ვიცი მერამდენედ ვამახვილებ ყურადღებას ახალგაზრდა ფსიქოლოგის სიძლიერეზე.მხოლოდ სარკეში ჩანდა აბაშიძის მეორე მხარე, მასში მცხოვრები მეორე ქალი,ქალი რომელიც ტიროდა. მხოლოდ სარკეში ჩანდა მისი რეალური მხარე, მისი ანარეკლი. განა ყველა ჩრდილი ადამიანის გაშავთეთრებულ ფიგურას არ ასახავს? მაგრამ სარკის ჩრდილი სხვაა. ტუალეტში, ნიჟრის თავზე განთავსებული ყველა სარკე იტევს გულგატეხილი ქალის ცრემლებს. ვინ არ ჩკეტილა საპირფარეშოში, ვინ არ ჩაკეცილა კარებთან და ვის არ ჩუხედავ სარკეში თვალებდასიებული ანარეკლის დასანახად? ვის არ უცდია გაღიმება? მანაც ცადა.ფსიქოლოგის აწითლებული სახეს წყლის წვეთებს შრეული ცრემლები ამშვენებდა, წამწამებზე ჩამოკიდებული მარილიანი წყლის წვეთები ძვირფასი ქვებივით ბზინავდნენ. ისე ამძიმებდნენ თვალებს როგორც გულს მოძალებული გრძნობები.
ნახევარ საათიანი ტირილის შემდეგ დაწყნარდა, ხაკისფერი ნაჭრის თხელი შარვალი, თეთრი ზედა და ამავე ფერის თხელი კედები ჩაიცვა. მხარზე გადასაკიდი შავი ჩანთა აიღო, ქოლგა, საფულე და სათვალე ჩაგდო. ჩვეულებისამებრ ზღვას მიაშურა. ნელი ნაბიჯებით დაადგა ზღვის ნაპირს. წკრიალა ხმის გაგონებისას შეაბრუნა თავი.
***
-მა ნაყინი მინდა.
-ელე მარტო ხომ არ დაგტოვებ.
-აუ მამა.
-ოჰ ელენა კარგი რა. - ამაოდ დაიწყო ბუზღუნი, უამრავი დარიგების შემდეგ პატარა დატოვა და ნაყინის საყიდლად გაეშურა. აქეთ იქით აცეცებდა თვალებს პატარა ახვლედიანი. წამით ქალის მაღალ სილუეტს მოჰკრა თვალი.
-ფსიქოლოგო. - აბშიძეს დაუძახა და მისკენ გაღიმებული გაეშურა
თბილად შეხვდნენ ერმანეთ, ელენამ მამა მელოდება უნდა წავიდეო და მალევე გაიქცა. რაღაც უცნაურ მიზუდულობას გრძნობდ ააბაშიძის მიმართ. რაღაც სხვანაირად უყვარდა ერთი დღის გაცნობილი ადამიანი.
**
ამჯერად ელენას ნახვამ ძალიან დიდი სიხარულით აავსო აბაშიძე, მაღაზიაში შეიარა, პროდუქტები შეიძნა და სახლისაკენ გაეშურა. შკოლადის კექსი გამოაცხო, ტელეფონი მოიმარჯვა და ნაცნობ ნომერზე დარეკა.
-თამთა როგორ ხარ?
-კარგად ქუნქულ თვად?
-ოჰ თამთა კარგი რა რამდენხანს უნდა მეძახო ეს ქუნქულ სახელი არ მაქვს?
-მერე რა ჩემს დაქალს რასაც მინდ აიმას დავუძახებ.
-ბავშვი ხარ რა.
-შენც ჩემი ტოლი ხარ მაგრამ უბრალოდ ზედმეტად ადრე დაბერდი.
ჰო ზოგჯერ შინაგანად ვბერდებით, გამოუცდელობის მიუხედავად მოხუც ფილოსოფოსებად ვიქცევით და საკმაოდ კარგ რჩევებსაც ვიძლევით.
-ოჰ მორჩი ახლა ლაქლაქს. ჩემთან ხომ მოხვალ დღეს?
-აუცილებლად, ჩავიცვამ და მოვალ, თან სალაპარაკოც მაქვს ჩემო ფსიქოლოგო.
-კარგი გელოდები, მეც და შოკოლადის კექსიც. - გაიცინა და ტელეფონი გათიშა.

ნახევარ საათში ენერგიულად შემოვარდა ქარიშხალი თამთა.
-ჩემი ბებერი დაქალი სად არისოო?
-აქ ვარ თამთა, შემობრძანდი. - სამზარეულოდან გასძახა აბაშიძემ და წყლით სავსე მადუღარა შეაერთა.
-აუ იცი რა ამბები მაქვს?
-სანამ ყავას გავაკეთებ, მანამ დაიწყე.
-ანუ ნიკა ხომ იცი? მე რომ მწერდა, რამდენიმე კვირის წინ მითხრა რომ მოვწონვარ.
-და აქამდე რატომ არ მითხარი?
-არ ვიცი.
-კი კაგრამ შენ არ თქვი 5 შეყვარებული ყავდა და ყველას თვითონ დაშორდაო?რა იცი რომ შენც ისე არ მობეზრდები.
-რომ არ ვიცი მაგაშია საქმე. უბრალოდ რაღაცნაირად ვარ
-ვხვდები. შენ მოგწონს რომ მოსწონხარ და არც გინდა რომ გული ატკინო. ეს არის თამთა ადამიანობა სხვა კი არაფერი. შენს ადგილას ბევრი უარით გაისტუმრებდა. მაგრამ საქმე იმაშია რომ არც კი იცნობ. არ გინაცავს, და არც მის თვალებში ჩაგიხედავს. ადამიანს თვალებში რომ ჩახედავ მერე მიხვდები ვინც არის.
-ჩემი ფილოსოფოსი ხარ დაო.


*****
მე თუ მკითხავთ ყველა გულშია კომასი, ის კომპასი მხოლოდ ერთ მიმართულებას რომ აჩვენებს და იმ ერთისკენ გვიბიძგებს.

……..
მეორე ვიზიტის დღეც დადგა,ამჯერად ნათლიამ წააცუნცულა ქალბატონი, სწრაფად აირბინა კიბეები და აბაშძს კაბინეტს მიაშურა.
კიდევ ერხელ გააოცა ფსიქოლოგი პატარა ელენას ხასიათმა და მისმა გონებამახვილობამ. ამჯერად ნახევარ საათზე დიდხანს გაგრძელდა სეანსი. ისევ ისე რამდენიმე დღით დაემშვიდობნენ ერმანეთს.
***
ახვლედიანის ტელეფონში შემოსული ზარი, მისი ბოხი ხმა, გაიშული ტელეფონი და ღრიალი. კიდევ ერი ადამიანი დაკარგა. ამჯერად დედა. ძულდათქო კი ვამბობ მაგრამ დედა შეუცვლელია, რაც არ უნდა გააკეთოს და როგორიც არ უნდა იყოს გულის ნაწილი მინც განიცდის მის სიყვარულს. შინ დაბრუნებულ ელენას, ყველაფერი წყნარად აუხსნა, პატარა ჩნთაში მისი ნივთები ჩაწყო, მანქანაში ჩადო და კილომეტრების დასაფარად მოემზადა. ელენამ რა იგრძნო? მხოლოდ სინანული. შეეცოდა. უცნობი იყო მისთვის როგორც დედა-შვილური ასევე ბებია-შვილიშვილური ურთიერთობა. საათები დასჭირდა გრძელი გზის გავლას. ერთ დროს სიცოცხლით სავსე სახლი სიკვდილმა დაიპყრო, მოერია და მისი დაცემაც მოახერხა.ელენასთვის სრულიად უცნობი იყო ეს სიტოაცია.უცნობი მაგრამ დამრთგუნველი. ერთადერთი შემთხვევა იყო როცა ანდრია ყურადებას ვერ აქცევდა ამიტომაცსალომეზე იყო მიწეპებული. პირველი დღეები ყველაზე მძიმეა ყველა გარდაცვლილის ოჯახში.რამდენიმე დღე და მიწას მიბარებული უსიცცხლო სხეული. გასვენების წინ გაკეთებული მაკიაჟი, ფერუმარილის სქელი ფენა რომელიც მაინც ვერ უქმნის გარდაცვლილ ადამიანს ცოცხალის იერს. ქმარს გვერდით მიუწვინეს მაიას სხეული. მგონი ლევანი ერადერთი ადამიანი იყო რომელთანაც მაია გულრწფელ და ძალიან მოსიყვარულ ადამიანად გადაქცევას ახერხებდა. ეს კაცი ცვლიდა.იქნებ იქ ისევ ყოფილიყო მასთან.მაგრამ ამდენი ცოდვის შემდეგ ვინ იცის სად მოხვდება?..

გასვენებიდან პირდაპირ სახლში დაბრუნდნენ. რაც არ უნდა იყოს მაინც ეტკინა მაიას ამბავი ახვლედიანს. დედის ოთახს მიაშურა, კარი შეაღო და საწოლზე დაფიქრებული ჩამოჯდა. ფიქრებიდან გამორკვეულმა თვალი ტუმბოზე ლამაზად გადაკეცილ თაბახს მოკრა, ხელი ნელა გასწია ფურცელი აიღო და გაშალა.ამ ფურცელზე ლამაზად დაწერილი ასოები ფარდას ხდიდნენ 5 წლის საიდუმლოს. მშვიდად დაიწყო კითხვა, ნელ ნელა გულისცემაც ჩქარდებოდა.
"ანდრი, ჩემო სიცოცხლევ, ვიცი ყველაზე და ყველაფერზე მეტად გძულვარ და ვარ კიდეც ამის ღირსი. მე ყველაზე ცუდი ადამიანი ვიყავი ანდრი, ყველაზე ცუდი. ღმერმა იცის სად მოვხვდები, იმდენი ცოდვა ჩავიდიდე მკვდარიც დავიტანჯები, და არც ვარ ღირსი გავიხარო. ორი წელია კიბოს ვებრძვი, მაგრამ თქვენ ხომ ხუთი წლელია გტანჯავთ… ვიცი გტკივა, კატერინა გტკივა. ის ერთი საბრალო გოგოა შენი სულის ტკივილი ანდრი.

დანახვის პირველივე წამს ამოვიჩემე კატერინა დედი.იცი როგორ მიყვარდი? ამოვიჩემე, რად მინდოდა ობოლი გოგო ოჯახში. ერდერთი ძმა ყავდა და ისიც საზღვარგარეთ სასწავლებლად. ბევრჯერ გატკინე შენც და იმ გოგოსაც. არც კი ვიცი რას გერჩოდით.
მახსოვს შენი სახე მისი სიკვდილის შესახებ რომ გაიგე. სახეზე შეგეყინა ბედნიერების ღიმილი და მას მერე ისე არ გაიღიმია. და რატომ? ჩემს გამო. ჩემს სულში შემომძვრალმა სატანამ რა მაიძულა იცი? ჩემი შვილის ცოცხლად დამარხვა. შენ იმ დღეს მოკვდი როგორც ხალისიანი, სიცოცხლით სავსე კაცი და იქეცი მზრუნველ და მშრომელ მამად, მთლიანად ელენაზე და კარიარიერაზე გადაერთდე. საკმაოდ ადრე ჩაკეტე შენი გულის კარი და არც გამტყუმებ შენ მუდამ კატერინას ეკუთვნოდი და სულ ასე იქნება. იცი რა ვქენი კატერინა რომ დაფეხმძიმდა? სანდო ხალხის ძება დავიწყე. ლევანი რომ ცოცხალი ყოფილიყო შემაჩერებდა ანდრია, მაგრამ მე ცუდი ვარ, ყველაზე ცუდი. იმდენად გავბოროტდი შენი ცოცხალი ცოლი მკვდრად გამოვაცხადე, ყალბი საფლავი გავაკეე და იქ დავმარხე შენი და მისი სიცოცხლე. კატერინაც იმ დღეს მოვკალი, ექიმმა აცნობა თქვენი შვილი გარდაცვლილი დაიბადაო, ხოლო ჩემი პირიდან ის სიტყვები ამოვიდა საბოლოოდ რომ გაანადგურა. ის ცოცხალია ანდრი, ცოცხალი. მაგრამ შენ მკვდარი ჰგონიხარ, გონია რომ მასთან როცა მიიჩქაროდი ავარიაში მოყევი. ასე გაგიმეტეთ შენც, ჩემი პატარაც და კატერინაც. დღემდე არ ვიცი რა დამიშავა იმ გოგომ მაგრამ ვიცი რომ ვნანობ. გაგანადგურეთ ანდრი. არ ვითხოვ პატიებას რადგან ეს ძალიან რთულია ბოდიშის მოხდაზე ბევრად რთული. შეუძლებელიც კია მაპატიო, შენ კი არა მეც ვერ ვპატიობ საკუთარ თვს. მეგონა ბედნიერი
იქნებოდი, მეგონა ის უბრალო გატაცება იყო ანდრი, მაგრამ როგორც ჩანს ღმერთმა ერთმანეთისვის შეგქმნათ და მე კი არა ეშმაკიც კი ვერ დაგაშორებთ. ან მე რა განმასხვავებს ეშმაკიდან.
პ. ს. მარლა ვნანობ ანდრი. იმედია იპოვი და ახლა მაინც იქნებით ბედნიერები. "
რამდენიმე წუთი გაშეშებული იჯდა ახვლედიანი, დაბურული თვალებიდან ძლივს არჩევდა ფერებს. მალევე გადმოვარდა თვალიდან ცრემლი. ძლივს ამოთქვა რამდენიმე სიტყვა.
-ცოცხალია. ის… ის ცოცხალია.



№1  offline წევრი Rania

Zalian magariaaa. Yochagg. Male dade momdevno
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი მმარიამმი

Rania
Zalian magariaaa. Yochagg. Male dade momdevno

მადლობაა ❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თაკო

ეუუუ მაგარი ისტორიაა ზაან, მალე დადე რა შემდეგი თავი

 


№4 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგია, ველოდები როდის შეხვდებიან ერთმანეთს, წარმატებები, კარგად წერთ.

 


№5  offline წევრი მმარიამმი

სტუმარი მანანა
ძალიან კარგია, ველოდები როდის შეხვდებიან ერთმანეთს, წარმატებები, კარგად წერთ.

მადლობაა ❤️❤️

სტუმარი თაკო
ეუუუ მაგარი ისტორიაა ზაან, მალე დადე რა შემდეგი თავი

მადლობაა❤️❤️ვეცდები მალე ავტვირთო ❤️❤️

 


№6  offline წევრი Maia G.

რა კარგიაა,მომწონს ❤

 


№7  offline წევრი მმარიამმი

მაია❤
რა კარგიაა,მომწონს ❤

მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent