შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისიდან (სრულად)


28-08-2019, 00:08
ავტორი გოგლიკო
ნანახია 14 057

თბილისიდან

თბილისი.. ბუნდოვნად მახსოვს. მახსოვს შემოდგომის მზით განათებული თბილი, სიყვარულით სავსე ქუჩები, ძველი ქვაფენილები, ლესელიძე, აბანოები, შარდენი, ქართული ეიფელი, ბნელი სკვერები, შეყვარებული წყვილები, ბიჭები ხელში გოგონების ფეხსაცმელებით და ფეხშიშველი გოგონები. ბევრი ამ ქალაქს პარიზსაც ამსგავსებს. 15 წლის ქალიშვილობა დაკარგული ბავშვები და 50 წლის უსექსოდ გარდაცვლილი ქალბატონები. კანალიზაციის პრობლემები, ჭორიკანა მეზობლები, ჩარეცხილი სართულები, "ბირჟავიკი" ბიჭები, დანაგვიანებული ბუნება, დაუსრულებელი სადღეგრძელოები, დედები და მამები...

მე ვუდი გახლავართ, თბილისიდან - პარიზში.

ჩემი ისტორიის საინტერესო ნაწილი, რომელიც თქვენთვის მოსაყოლად გავამზადე ჩემი კონსერვატორიაში სწავლით იწყება. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მახსოვს თვალზე პრობლემები მქონდა, დედამ შავი დღისთვის საგულდაგულოდ გადანახული ფული ამოიღო კარგად გადამალული ბიბლიის შუა გვერდებიდან და სათვალე მიყიდა. ფულს ბიბლიაში იმიტომ ინახავდა რომ მკაცრად სჯეროდა: ფულის იქ ყოფნის შემთხვევაში ღმერთი მას შავი დღისთვის არ დააჭირვებდა. არ ვიცი შეიძლება თუ არა ჩემი თვალის პრობლემები შავ დღედ ჩაითვალოს. და აი ისიც, ვუდი სათვალის მაღაზიაში დაწვრილებული თვალებით შედის, იქიდან კი გაფართოებულით გამოდის. ამის შემდეგ ყოველთვის გაკვირვებული, შეცბუნებული თუ გაოცებული სახით მიწევდა სიარული. - ეს ბიჭი ნიჭიერია, ან მსახიობი გამოვა ან მუსიკოსი.- გაბადრული სახით, ბედნიერი ხმით წამოიძახებდა ხოლმე ბებიაჩემი ამ ფრაზას და მეც სიამაყით ვივსებოდი. ბებიამ იმდენი იძახა რომ ნიჭიერი ვიყავი დედამ გადაწყვიტა კონსერვატორიაში ვიოლინოზე შევეყვანე. საშინად წინააღმდეგი ვიყავი, ისეთ უბანში ვიზრდებოდი სადაც ჩემი ასაკის ბიჭები ბორდიურებზე იყვნენ ჩამომსხდრები, ჩაცუცქულები, ხელში "ბაბაჩკა" დანებს ატრიალებდნენ და გამვლელ გოგონებს მზერით ტრაკებს წვამდნენ. "ბირჟა" ჩემი სახლის წინ იწყებოდა და უახლოეს მეტრო სადგურამდე გრძელდებოდა. არც მამაჩემის ტვინი განასხივოსნა ამ იდეამ მაგრამ...

მამამ ვუდი ცნობილი რეჟისორის, ჯაზმენის, სცენარისტის და რავი კიდევ ათასი პროფესიის მქონე ვუდი ალენის საპატივსაცემოდ დამარქვა, თან ეს სათვალეც დაემთხვა... ძალიან უყვარდა ჯაზი და სწორედ მის შემოქმედებას ეტრფოდა, უყვარდა Miles Davis და John Coltrane აქა იქ Queen-საც უსმენდა ხოლმე. ამის ფონზე კიდევ კარგი ჯონი არ დამარქვა და ვუდის აღარ ვჩივი. წარმოიდგინეთ ჯაზის ამხელა თაყვანისმცემელია ადამიანი და მისმა შვილმა კლასიკური მუსიკა უნდა დაუკრას ვიოლინოზე და არა საყვირზე ან საქსაფონზე.

ჩემი აზრი ამ ყველაფერზე ალბათ მეათე ხარისხოვანი იყო, არაფერი მკითხეს და მიმიყვანეს კონსერვატორიაში გამოცდაზე. თეთრი პერანგი მეცვა, დედამ ყელზე ბანტიც გამიკეთა, მაზით გამიწმინდა პრიალა ფეხსაცმელები და შარვალი რა თქმა უნდა მთელი 2 ზომით დიდი მიყიდა. ჩემს სახეზე მუწუკების გამოჩენამაც არ დააგვიანა და ზუსტ დროს ზუსტ ადგილას მობრძანდნენ....
- ვუდი ზანდუკელი ! - წამოიძახა საგამოცდო ოთახთან ფურცლებიანმა ქალბატონმა, დედა ხელზე მაგრად ჩამეჭიდა და მე უკვე ოთახში ვარ 4 ზედმეტად მოწესრიგებული ადამიანის წინაშე.
- ასაკი ?
- 15 წლისაა. - გაღიმებულმა მიუგო დედაჩემმა და მეც ოფლი წამსკდა.
- ყველა კითხვაზე თვითონ გვიპასუხოს თუ შეიძლება. ვუდი, რას ფიქრობ, ნიჭიერი ხარ ? - მხრები ავიჩეჩე, მათ ერთმანეთს გადახედეს, ერთ-ერთმა მათგანმა კი დედას უთხრა რომ უკვე დაგვიანებულია ჩემი იქ მოხვედრა.
- გთხოვთ, ვცადოთ, ჩვეულებრივად ჩაატარეთ საგამოცდო პროცედურები. - მათ ისევ ერთმანეთს გადახედეს, რაღაცები იჩურჩულეს და....
- ეხლა მე ტაშს დავუკრავ, როდესაც დავამთავრებ ეცადე ზუსტად იგივე გაიმეორო, კარგი ? - თავი დავუქნიე, პირველი სამი ზუსტად გავიმეორე, მეოთხე ცოტა გამიჭირდა მაგრამ მეხუთეს და ყველაზე რთულსაც საკმაოდ ადვილად გავართვი თავი. - მუსიკალური განათლება თუ გაქვს ? - უარყოფის ნიშნად ვაქნევ თავს.- ქალბატონო ბავშვმა ლაპარაკი არ იცის ? - სათვალის ზემოდან გამოხედა დედას.
- იცით, ერიდება. - მორიდებით უპასუხა დედამ და მთხოვნელი თვალებით გახედა.
- მოკლედ, მომავალი 1 კვირა ივლის და დაკვირვების ქვეშ იქნება, ამის მიხედვით გავარკვევთ რა შეუძლია, იმედია ალაპარაკდება კიდეც. გარეთ გოგონა რომ ზის მას მიმართეთ სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით.
- უღრმესი მადლობა ბატონებო. - დედამ თავი დაუქნია მათ და ჩვენც მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაში გავეშურეთ ვიოლინოს საყიდლად. საბოლოოდ აღმოჩნდა რომ 15 წელი მაინც დაგვიანებულია ამ საკრავისთვის და ასე აღმოვჩნდი პიანინოსთან.

ბოდიშით სცენაზე მიხმობენ, დავბრუნდები და გავაგრძელებ ამბის თხრობას.

შემდეგი 3 წელი სოლფეჯიოს სწავლას შევალიე, მარტივ სავარჯიშოებს ვაკეთებდი კლავიშებზე, ვუკრავდი კლასიკურ მუსიკას სანამ დედა დამყვებოდა გაკვეთილებზე, 18 წლისა უკვე სრულ სწლოვანი ვიყავი საქართველოს კანონმდებლობით და დედამაც როგორღაც დაასრულა გაუთავებელი ნერვიულობა და მარტომ დავიწყე კონსერვატორიაში სიარული. შოპენი ნელნელა გერშვინით შეიცვალა, გაკვეთილები კი რეპეტიციებით. ამასობაში კიდევ 3 წელი გავიდა და იმპროვისაციასაც მივმართავდი რეპეტიციებზე, ამაში ნიჭი მართლა მქონია... "WoodyBlack" ესეც ჩემი სასცენო ფსევდონიმი. ყოველთვის მინდოდა შავ კანიანი ვყოფილიყავი, აი ზუსტად ისე როგორც მაიკლ ჯექსონს უნდოდა თეთრ კანიანობა თუმცა ოპერაცია არ გამიკეთებია. და აი როგორც იქნა დადგა ის ნანატრი დღე როდესაც უნდა წარვსდგე ფართო აუდიტორიის, დედის და მამის წინაშე. ვნერვიულობ, საღამოს გახსნა მე მიწევს, თან საკმაოდ რთული ნაწარმოები მაქვს შესასრულებელი "Duke Ellington - Caravan" მამა ალბათ სიხარულისგან გაგიჟდება. არავინ იცის ჩემი ჯაზის შესახებ, ყველას გონია რომ "Astor Piazzolla - Libertango-ს" ვასრულებ.

კულისებიდან პარტერში მსხდომ დედას და მამას ვხედავ, დედა ისე ნერვიულობს სულ შემოეჭამა პერანგის საყელო, იხსნება ფარდა და სცენაზე დრამი, კლავიში, საყვირი, ბას გიტარა და საქსაფონები მოსჩანს, დაბნეულობისგან ფეხზე წამოდგა, ნელი ნაბიჯებით მივედი ჩემს პიანინოსთან, დავჯექი და სცენაზე მოვიწვიე ბენდი. ჩემი ადგილიდან პარტერი საერთოდ არ ჩანდა, თვალებში განათება მანათებდა, პირველ ნოტზე დედას ინფაქტმა დაარტყა და გარდაიცვალა, მამას არც კი შეუმჩნევია იმდენად იყო გახარებული, ემოციებში შესული, მე დავამთავრე კომპოზიცია უშეცდომოთ. პარტერში ჩოჩქოლი ატყდა, დავინტერესდი და რამდენიმე წუთში აღმოვჩნდი მკვდარი დედით ხელში. ამ ფაქტმა გარკვეული ხნით ჩემი მუსიკასთან დაშორება გამოიწვია.

ამ ეტაპზე თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ვუკრავ ფანდურზე, ჩემს ჯგუფს კი "მთის სურნელი" ქვია.

One more chance

ცხოვრებაში დამატებით ერთ შანსს ყველა იღებს, მეც წყნარად ველოდებოდი ჩემს შანსს ჩემი სამსახურის შემდეგ რესტორნიდან ზურგზე ფანდურ მოკიდებული თბილისის სხვადასხვა ბარებში დავდიოდი ჯაზის მოსასმენად, ჯაზი "ლაივში" სულ სხვა მოსასმენია, სულ სხვა ენერგიაა როდესაც ხვდები რომ ბენდის წევრები იმპროვიზირებენ. ერთხელაც ერთ-ერთი ასეთი გასეირნების დროს ბარის სცენაზე მენეჯერს ვხედავ რომელიც ბოდიშს იხდის იმის გამო რომ ბენდის პიანისტმა ვერ მოახერხა მოსვლა და საღამო მუსიკის გარეშე ჩაივლიდა. ფეხზე დაბნეული ვდგები და ხელს ვიწევ, მიკროფონთან მყოფი მენეჯერიც გაოცებული მიყურებს.
- გისმენთ.
- ერთი წუთით შეიძლება გაგესაუბროთ ? - ხმამაღლა ვუთხარი.
- არა, ახლა არა, ხომ ხედავთ ვსაუბრობ.
- სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მინდა საუბარი, თუ არ გინდათ კლიენტებით გაძეძგილი ბარი რამდენიმე წამში დაიცალოს, უნდა მომისმინოთ.- ვხვდებოდი რომ ასეთი შანსი აღარ მომეცემოდა და ყველანაირად ვეცადე მისი ყურადღება მიმექცია...
- გისმენთ.- ის სცენაზე დგას ჩემსკენ დახრილი, მე იატაკიდან შევყურებ მას.
- ვუკრავ კლავიშზე, შემიძლია იმპროვიზაცია, დამთავრებული მაქვს კონსერვატორია, დამსვით და არ შერცხვებით მენდეთ.- ღმერთო საიდან მაქვს ამდენი ამბიცია, ისე ამ ბარში ხშირად დავდიოდი და კლავიში ნამდვილად არ მომწონდა.
- კარგი რომ არ გამოვიდეს ? - ეჭვის თვალით გამომხედა და მეც სწრაფადვე ვუპასუხე.
- რა მნიშვნელობა აქვს ხალხი უმუსიკობის გამო წავა თუ ცუდი მუსიკის გამო ?
- ვცადოთ... ლუკა ! მოდი ! - ეძახის ბენდის ერთ-ერთ წევრს და ალბათ ხელმძღვანელს. - ეს ბიჭი ამბობს რომ უპრობლემოდ შეძლებს კლავიშზე დაკვრას, რა ვქნათ ?
- რაღა უნდა ვქნათ სწრაფად ამოდი სცენაზე. - ჩურჩულით ვილაპარაკეთ სანამ ინსტრუმენტები მოვამზადეთ, ვერაფერზე შევთანხმდით და აბსოლიტურად დაბნეულები აღმოვჩნდით სცენაზე.
- გერშვინის "Summertime" მი-ბემოლი. დავიწყებ და ამყევით.- წამოვიძახე და დავიწყე... საკრავების შემოსვლა ვანიშნე ყველას საჭირო დროს და შედეგით ჩვენც და მსმენელიც აღფრთოვანებული დავრჩით. ამასობაში ხალხი შეთვრა, მე კი ვუკრავდი ყველაფერს რაც ვიცოდი თუ არ ვიცოდი. - "Hit the road Jack." - ვყვირი მე და ხალხი შეშინებული ბრბოსავით მორბის საცეკვაო ადგილისკენ და ყველაფერი ისეა როგორც მესიზმრებოდა და ვვოცნებობდი ხოლმე.
- არაჩვეულებრივი საღამო იყო. გაოცებულები ვართ ასე რომ გიწვევთ ჩვენს ბენდში.
- სიამოვ......- საუბარს ერთი ხელჯოხიანი მოხუცი ბატონი გვაწყვეტინებს. მოდის ჩემთან და სავიზიტო ბარათს მაძლევს.
- დიდ მომავალს გპირდები, დამირეკე.
დავემშვიდობე ყველას, შევთანხმდით შემდეგ რეპეტიციაზე და სახლში დავბრუნდი. მთელი ღამე არ მეძინა და შემდეგ დღეს ვურეკავ ბატონ ჰარის.
- გისმენთ.- ტელეფონიდან მისი და სხვადასხვა საკრავების ხმა მესმის.
- ბატონო ჰარი, მე ის ბიჭივარ, გუშინდელი საღამოდან. თქვენ თქვენი სავიზ....
- ააა ხო ხო, დღეს შევხვდეთ, საღამოს გელოდები რესტორან "ლე ფრანკოში".
- მოვალ აუცილებლად.
- საღამომდე.

თბილისიდან - ნიუ-ორლეანში

შევდივარ რესტორან "ლე ფრანკოში" ასეთ რესტორანშ პირველად ვარ, პირღია მივაბიჯებ მაგიდისკენ სადაც ჰარი ზის, ჭიქით ვისკს შეექცევა და დაჯდომისკენ მანიშნებს.
- რას დალევ ?
- წყალს ვუპასუხე და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
- საუკეთესო ვისკი მოუტანეთ. - ეუბნება მიმტანს რომელიც წელში გამართული დგას, ცალი ხელი მუცელზე მიუბჯენია და თეთრი ტილო აქვს გადაფარებული. ასეთი პირველად ვნახე. - კარგად ხარ ? - ცდილობს ჩემი მზერა და ყურადღება თავისკენ მიმართოს.
- მეე ? კი კარგად. მადლობა, თქვენ როგორ ბრძანდებით ?
- მადლობა კარგად. მომიყევი შენზე...
- ვუდი გახლავართ თბილისიდან.
- საინტერესოა, მაგრამ მე შენს მუსიკაზე და განათლებაზე გეკითხები. - მე ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი მას. - საინტერესოა და საიდან ჯაზის ესეთი სიყვარული ?
- მამისგან.
- იცი ? შენს მუსიკაში ბევრი გენიოსი ჯაზმენის სტილი იგრძნობა, თითქოს ყველაფერი ერთიანდება და საბოლოოდ საინტერესო სინთეზი გამოდის.- მე რათქმა უნდა ძალიან მესიამოვნა ეს სიტყვები.
- თქვენ რას საქმიანობთ ?
- მე შენნაირი ახალგაზრდებით ვარ დაკავებული. ვცდილობ ვიპოვნო ნიჭიერი ადამიანები და დავეხმარო კარიერის აწყობაში, თავის და ნიჭის განვითარებაში.
- ქართველი ხართ ?
- აფრიკელი, ამერიკაში დავიბადე და გავიზარდე. საქართველოსთან ხშირი და მჭირო კონტაქტი ბავშვობიდანვე მქონდა, თქვენ საოცარი ჯაზ ბენდი "რერო" გყავდათ რომელიც ერთ დროს დარბაზებს ავსებდა სხვადასხვა ქვეყნებში. საქმეზე გადავიდეთ.
- გისმენთ.- წამოვიწიე სკამიდან მის სიახლოვეს.
- მე შენ გთავაზობ ამერიკის ვიზას, შენ ჩახვალ ამერიკაში და შეხვდები ყველა იმ ადამიანს რომლებიც ამ საქმის პროფესიონალები არიან, შენ თუ სწორედ წარმოაჩენ შენს თავს დიდი მომავალი გექნება, ჩაწერ რამდენიმე დემო სიმღერას, დაუკრავ ბარებში რომ გქონდეს ყოველდღიური შემოსავალი, იქ მოგიჩენენ ადამიანს ვინც ამ ყველაფერში დაგეხმარება, შენი ბენდი გეყოლება და ხელმძღვანელიც შენ იქნები, თუ საკმარის ცნობადობას მოიპოვებ და მისაღები იქნება შენი სიმღერა მსმენელისთვის შემდეგ უკვე ალბომზეც დავილაპარაკებთ.
- თანახმა ვარ !
- ასე დაუფიქრებლად ?
- ესაა ჩემი ოცნება .

Welcome to New-Orlean

ნიუ-ორლეანი, ლუიზიანას შტატი, ამერიკის სამხრეთი, აეროპორტიდან გასვლისთანავე თავისუფლებას გრძნობ, ქალაქი სადაც დილით მზე ხოლო საღამოს შოკოლადის ფერი გოგონების ეშხი გწვავს, ჯაზის სამყარო, ჯაზის დედაქალაქი სადაც დღემდე იგრძნობა ის ენერგია და ხასიათი რომელიც ყველა ჯაზის მოყვარულმა ერთხელ მაინც უნდა შეიგძნოს. აეროპორტიდან გასვლისთანავე ვხედავ ახალგაზრდა გოგოს რომელსაც დიდი თეთრი ბანერი უჭირავს წარწერით "Woody".
- Hello.
- Hi, I'm Lara.
- Nice to meet you.
- For me too. Just follow me.
საყვარელია ლარა. ტაქსისკენ წამიყვანა და მიმიყვანა სახლში რომელიც ერთი ოთახის სიდიდის იყო. მომცა ტელეფონი სიმ კარტით და შეხვედრაზე შევთანხმდით. მეორე დღეს მირეკავს ტელეფონი და იწყება დიდი გასეირნება.

შემდეგი 2 წელი რეპეტიციები იყო, ლარა გახდა ჩემი ყოველდღიურობა და ჩემი შეყვარებული, გოგონა რომელსაც ულამაზესი ხვეული თმა მხრებზე აქვს ჩამოშლილი და უზომოდ სექსუალურია. მე მასთან გადავედი საცხოვრებლად. შევქმენი ბენდი "WoodyBlack and Brothers" ლარამ 3 აფრიკელი ძმა გამაცნო, წარმოშობით განელები იყვნენ, ამერიკაში დაბადებული და გაზრდილები, სამუელი, უოლტერი და ლუი. სამუელი ბასზე არაჩვეულებრივად უკრავდა, ლუი დასარტყამ ინსტრუმენტზე უოლტერი საქსაფონზე და თან მღეროდა, მე კლავიშზე ვიჯექი და ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, ძმები ასევე სიმღერის ტექსტებსაც წერნენ, მე მელოდიას. შემოთავაზებები ძალიან ბევრი ბარიდან გვქონდა, ლარამ მენეჯერობაც შეითავსა და სხვადასხვა ხმის ჩამწერ კომპანიებთან მართავდა მოლაპარაკებებს, ჩვენი მუსიკა ყველას მოსწონდა თუმცა შეთანხმება ვერ ხდებოდა სხვადასხვა მიზეზების გამო. გადის კიდევ ერთი წელი და ლარა ორსულადაა, რამდენიმე თვეში მე ფერად კანიანი შვილი მეყოლება, ხმის ჩამწერი სტუდია როგორც იქნა ვიშოვეთ "Cadillac Records" დიახ ეს სწორედ ის სტუდიაა ფილმში ედრიენ ბროუდი რომ თამაშობს, თუმცა მხოლოდ სახელი და ისტორიაა შემორჩენილი, აქ ჯერ ვერც Muddy Waters ვერც Etta James და ვერც Beyonce ვნახე რომელიც ამ უკანასკნელის როლს ასრულებს ფილმში. ყველაფერი ისე მიდის როგორც წარმომედგინა, ალბომი იწერება, მე და ლარას სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი და ჩვენი პატარა, კონცერტები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ყველა ბედნიერ პერიოდს როგორც ყოველთვის დასასრული აქვს ხოლმე. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს ტელეფონზე ზარი შემოდის და ეკრანს ქართული ნომერი ანათებს. ეს ჩემი კარის მეზობელი თამარია რომელმაც მამის გარდაცვალების შესახებ შემატყობინა და მითხრა რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავსულიყავი თბილისში დაკრძალვის საქმეების მოსაგვარებლად. მეც აი ასე უბრალოდ და უემოციოდ მივატოვე ყველაფერი და პირველივე რეისით დავბრუნდი თბილისში. მონატრებული სახლის ცარიელ ოთახში მამას ცხედარს ვხედავ.

მამა ძალიან მიყვარდა, როგორც ამბობენ ბიჭებს განსაკუთრებით მამები უყვართო, ალბათ ჩემს შემთხვევაშიც ასეა... სწორედ მისი დამსახურებაა ჩემი წარმატება, მახსოვს ჯერ კიდევ ბავშვობაში, მაშინ როდესაც დედა ჩხუბობდა სახლში როდესაც ჯაზის ხმა ესმოდა, მამა ყურსასმენებში უსმენდა ქაოსურ მელოდიებს და უჩვეულო ხმებს, მეც მივუცუცქდებოდი ხოლმე და ცალ ყურსასმენს ვართმევდი, შემდეგ დაწვრილებით და აღფრთოვანებით მიყვებოდა ამა თუ იმ შემსრულებელზე. დედასგან განსხვავებით ის არაფერს მაძალებდა, ყოველთვის ამაყობდა ჩემით და დედის სიკვდილში ერთი წამითაც კი არ დავუდანაშაულებივარ, მაშინ როდესაც მძულდა საკუთარი თავი და ყველაფერს "Myself"-ს უკაცრავად.. ჩემს თავს ვაბრალებდი. ახლა ვუზივარ მის სასახლეს და ცრემლებით ვუსველებ მხარს. დიახ ! ბიჭებიც ტირიან.

თბილისიდან - ლას-ვეგასში

დაკრძალვის შემდეგ თბილისში რამდენიმე დღით მომიწია დარჩენა. სახლი ნახევარ ფასში გავყიდე იმის გამო რომ მეჩქარებოდა. ერთი ღამის სასტუმროში გათევა და თბილისთან გამომშვიდობება გადავწყვიტე. შევუარე ნაცნობ ქუჩებს, ბარებს, ღამის კლუბებს. თბილისი ძალიან შეცვლილია ჩემი ბოლო გასეირნებიდან, თითქოს დროს დაეწია, მოკლე კაბები, ულამაზესი ქუჩები, რესტორნები, ვსეირნობ და ვფიქრობ როგორ უხდება ამ ქალაქს ძველი არქიტექტურა, მერე რა, რომ საბჭოურია, ამასაც განსაკუთრებული სილამაზე აქვს... ჩემს ძველ სამსახურში მივედი, ყველა და ყველაფერი შეცვლილი დამხვდა, ბართან დავჯექი და სმა დავიწყე, ვისკის გემო ნიუ-ორლეანის მონატრებას მიმძაფრებდა თუმცა მე თბილისში ვიყავი, კარგად დავთვერი და სასტუმროში ფეხით დაბრუნება გადავწყვიტე. საოცარია, თბილისი ძალიან გავს ლას-ვეგასს. ამდენი კაზინო სხვა არც ერთ ქალაქში არ მინახავს, თან თუ არ ვცდები სხვა ქალაქებში აკრძალულია. გადავდივარ მშვიდობის ხიდს და თვალს დიდი შუქი და მიმზიდველი ექსტერიერი მჭრის. "კაცმა ცხოვრებაში ყველაფერი უნდა ნახოს" ესეც ქართული ფრთიანი გამონათქვამი, მე კაზინოში მხრებში გამართული მივაბიჯებ. თავიდან 5 000-ის ჩიპებს ვყიდულობ, მარტივად ავდივარ 10 000-ზე, კაზინოს გოგოებს ჩემთვის ნაირნაირი ვისკი მოაქვთ და თან უფასოა, თავს კომფორტულად და ამაყად ვგრძნობ, რატომაც არა... თუ 10 000 მოვიგე 20 000 -საც მოვიგებ. "არიფებს უმართლებთ ?" როგორ თვალის მომჭრელად ანათებს ეს სათამაშო აპარატები, ნეტავ რომელი საათია, ტელეფონი გამეთიშა. ჯანდაბას ! წითელი 7 ! ვეუბნები დილერს და 10 000-ის ჩიპებს მისკენ ვაცურებ. - ეს ჩემი მეუღლის დაბადების რიცხვია.- ვამბობ და არხეინად ვეყუდები კომფორტულ სკამს.
- ფსონები მიღებულია, გისურვებთ წარმატებებს.- საკუთარ თავში დარწმუნებული ისევ ვისკის შევექცევი.
- აქ ყველა ფულიანი დადის ?- ვეკითხები ჩემს გვერდით მჯდომ ინდოელს.
- სორი, სორი, ა დონტ ნო გეორგია. - მეუბნება ინდური აქცენტით და იდიოტურად მიღიმის.
- ინგლისურს ხო ბრდღვნი.- მივაძახე და რულეტს გავხედე.
- 21 შავი. კიდევ განათავსებთ ფსონებს ?
- რა პრობლემაა ! - გავხედე დილერს და ცალი თვალი მოვჭუტე რომ კადრი დამეზუსტებინა. ძლივს გადმოვფოფხდი მაღალი სკამიდან და სალაროსკენ გავემართე. გაყიდული სახლის დარჩენილი 20 000-ის ჩიპები ვიყიდე. - 20 000 ესეიგი 40 000. - ჩავიბურტყუნე და ისევ იმ მაგიდისკენ გავემართე, გზაში გადავიფიქრე და სხვა მაგიდისკენ წავედი, ვიფიქრე იქ პალასა დაკარგე და სხვაგან დავჯები თქო. ჯერ 5 000 გავანაწილე სხვადასხვა ციფრებზე, შემდეგ მეორე 5 000, ამას ველოლიავო თქო ვიფიქრე და 10 000 მამას დაბადების რიცხვზე გავუშვი. როგორღაც მივხვდი რომ ამის წაგების შემთხვევაში უფულოდ ვრჩებოდი და აი მანდ მერხეოდა, თუმცა ჩვეული იმედი და სამწუხაროდ ატეხილ აჟიოტაჟს შედეგი არ მოყოლია, მოწიწებით გამომაცილა კაზინოს დაცვამ გასასვლელი კარისაკენ და მეც ფეხით მომიწია სასტუმროში წასვლა, ბევრი ვიბოდიალე, ძლივს მივაღწიე სასტუმრომდე და დავწექი, ტელევიზორი ჩავრთე, რა დროს ტელევიზორია, გადავბრუნდი და დასაძინებლად მოვემზადე, სანამ ბოლომდე გავითიშე, რაც ძალიან მალე მოხდა, ცოტა გავაანალიზე რა გავაკეთე და მორჩა.

თბილისიდან - მოსკოვში

მომდევნო დღეს ტელევიზორის ხმა მაღვიძებს.
- "საომარი მოქმედებები გრძელდება, 10 დაღუპული და 50-მდე დაჭრილი, ასეთია ბოლო არაოფიციალური ცნობები კომფლიქტის ზონიდან, გორში ამ წუთებშიც ისვრიან, რუსი სეპარატისტები იერიშს არ წყვეტენ და ქართული სოფლების დაბომბვას განაგრძობენ."
- Shut up man ! - ნახევრად მძინარე ტელევიზორის პულტს ძლივს ვპოულობ და ვთიშავ.- თავი მისკდება, რა მოხდა გუშინ, ღმერთო ეს რა არის, ვინც ეს დალევა მოიგონა.- წამიერად მახსენდება გასული ღამის დეტალები და ვოცნებობ რომ სიზმარი იყოს, სახეზე წყალს ვისხამ და ფანჯრიდან ვიხედები, ქუჩები უჩვეულოდ ცარიელია, არადა შუა დღის 2 საათია. - რა ხდება ?- ვამბობ და ტელევიზორს ვრთავ.
- "ჩვენ პირდაპირ ეთერში ვრთავთ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რომელიც საგანგებო განცხადებას ავრცელებს."
- რა ხდება ?- პირღია და გაოგნებული შევჩერებივარ ტელევიზორს
- "ძვირფასო თანამემამულენო, როგორც იცით გუშინ, სეპარატისტების მიერ, თამარაშენის და სხვა ჩვენ კონტროლ ქვეშ მყოფი სოფლების დაბომბვაზე საპასუხოდ ჩვენ გავხსენით ცეცხლი და გადავედით შეტევაზე. მე მინდა განვაცხადო მთელი მსოფლიოს გასაგონად: საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესია. ბოლო საათების განმავლობაში, განხორციელდა საქართველოს დაბომბვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დაიბომბა დასახლებული პუნქტები და ქალაქები." ჩვენ გვჭირდება თითეული საქართველოს მოქალაქის გვერდში დგომა, საზღვები დაკეტილია, ყველა ფრენა გაუქმებული. ქართველ ჯარს, ქართველ ხალხს თქვენი დახმარება სჭირდება. მე ვაცხადებ საყოველთაო მობილიზაციას, ყველა უნდა გამოცხადდეს გაწვევის პუნქტებში, ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! - შეშინებული დამჯდარ ტელეფონს ვაერთებ და ლარას ვურეკავ, ყველაფერს ვუყვები, ვაწყნარებ, და ვპირდები რომ მალე დავბრუნდები. ვიცვამ და გარეთ გავდივარ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ქუჩებში ტანკები გადაადგილდებიან და დედაქალაქის დასაცავად ემზადებიან, ხალხი ტყეში იხიზნება.

"ისევ ომიდან, ისევ შორიდან
მოვალ და ლამაზ ყვავილებს მოგიტან."

იმედით რომ ომი მალე დასრულდებოდა და ჩემი ქვეყნის სიყვარულმა შემაწუხა ომში წავედი. იარაღი თვალითაც კი არ მქონდა ნანახი, ფორმა ჩამაცვეს, ყელზე ავტომატი ჩამომკიდეს და წინა ხაზზე გამიშვეს, მეუბნებოდნენ რომ მებრძოლები არ ყავდათ. არადა მეგონა რეზერვში მაინც დავუდგები ჩემს ქვეყანას გვერდით და თუ დავჭირდი მტერსაც შევაკლავ თქო თავს. ნამდვილად არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა, ძველებურ საომარ მანქანაში ჩავსხედით და კომფლიქტური ზონისკენ გავემართეთ, შეიძლება ჩემმა შვილმა ვერც კი მნახოს, ფიქრები მახრჩობს და ვნანობ აქ ჩამოსვლას მაგრამ გვიანია, ხელში საქსაფონის ნაცვლად რაღაც ავტომატი მიჭირავს, თავზე ორი ზომით დიდი ჩაფხუტი მახურავს, როგორც მაშინ გამოცდის დღეს, ოღონდ ამჯერად შარვალი არ მაცვია დიდი, და არც პოტენციურ სიკვდილის მოედანზე მივდივარ. მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს, ჩვენი ათეული ყველა ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, დაბნეულები დავრბოდით დაბომბილ შენობებში, მსგავსი რამ მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებში თუ გვენახა და ახლა ეს ნამდვილად ხდება, თან ჩვენ ამ თამაშის გმირები ვართ, ასობით მიტოვებულ სახლში შევედით, მიტოვებული სათამაშოები, საწოლები, ინსტრუმენტები, ამდენი გვამი და პირღებინება ყოველ ათ ნაბიჯში, შიშისგან და ზიზღიზგან. მიხარია რომ ახლომახლო არავინაა და ცეცხლის გახსნა არ მიწევს, უჩვეულო სიჩმეა და ერთ-ერთი ჩვენთაგანი ბომბზე ფეხს ადგამს. მერე არაფერი მახსოვს. საშინელი ტიკივილით ვიღვიძებ და თავზე დამდგარ თეთრ ცისფერ თვალება გოგოს ბუნდოვნად ვხედავ, თავზე თეთრი, წითელ ჯვრიანი ქუდით.
- Не загрязнять. - მხარზე ხელს მაჭერს ჩემი მოძრაობის შესაჩერებლად.
- Где я ? - როგორღაც ვკითხულობ და ტკივილისგან საშინლად ვიჭმუხნები.
- Московская клиника, успокойся.
- Что ?! Грузинский язык ? - დაბნეული და შეშინებული ვკითხულობ იცის თუ არა ვინმემ ქართული ენა რომ გავარკვიო რახდება.
- Одну минуту. - ის მიდის და ჩემი ათეულის ერთ-ერთ ბიჭთან ერთად ბრუნდება.
- დაბრუნებას გილოცავ.
- რახდება ?
- 1 წელია აქ ვართ გამოკეტილები, ამ დედა მოტყნულებს ბომბი ქონიათ დამონტაჟებული, ლექსომ ფეხი დაადგა და ყველაფერი აფეთქდა, ათეულიდან მხოლოდ მე და შენ გადავრჩით, რუსებმა ტყვედ აგვიყვანეს, შემდეგ ომი დასრულდა და აქ აღმოვჩნდით. მთელი ეს დრო კომაში იყავი.
- ლარა ? ბავშვი? - ჩავიბურტყუნე და უძლურად წამოდგომა ვცადე.
- დაწყნარდი, არ იმოძრავო, ძალები უნდა აღიდგინო, შენ ჯერ კიდევ ბევრი გაქვს გასავლელი. - ნეტა რა იგულისხმა ამ ნათქვამში, ჩავფიქრდი და გავითიშე. როდესაც მოვსულიერდი და მოვძლიერდი ნიუ-ორლეანში დაბრუნება გადავწყვიტე, ათასი პროცედურა, კავშირები საქართველოსთან, ათასი განცხადება, თანხმობა, უარყოფა. ქართულმა მთავრობამ მგზავრობა და სასტუმრო დამიფინანა. სასტუმროს ოთახის ტელევიზორში ვხედავ კლიპს წარწერით "John and Brothers - See you soon" ეს ჩემი მუსიკაა, ძალიან გავბრაზდი. თუმცა კლიპის დასრულებისთანავე ძმებიდან ერთ-ერთი ამბობს რომ მუსიკის ავტორი მათი გაუჩინარებული მეგობარია, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა რუსული აგრესიის დროს და არ იცის ცოცხალია თუ მკვდარი. ბევრი წვალების შემდეგ ჩავფრინდი ნიუ-ორლეანში, ტაქსმა ლარას სახლთან მიმიყვანა, წითელი ვარდი კბილებით დამაჭერინა, კარზე დააკაკუნა და წავიდა. კარი ბავშვით ხელში ლარამ გააღო, გაოცებისგან კინაღამ ბავშვი ხელიდან გაუვარდა, ცრემლები წასკდა და სიხარულით მომეხვია, დიდხანს იყო ასე. ცრემლებს კისერზე ვგრძნობდი როგორ მინდოდა მთელი ძალით მიმეკრა ჩემს სხეულზე მაგრამ ვერ ვეხვეოდი. ვერ ვეხებოდი ვერც მას და ვერც კლავიშებს.
ჩემი ხელები საქართველოს მიწაზე დარჩა.



№1  offline წევრი Niniko11

კარგი იყო მომეწონააა♡♡

 


№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

ძალიან კარგია! უფრო მეტიც, აღფრთოვანებული ვარ! ❤️
ერთი შენიშვნა: აბსოლუტურად -ესაა სწორი გრამატიკული ფორმა.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3  offline წევრი გოგლიკო

Niniko11
კარგი იყო მომეწონააა♡♡

ქეთი იმერლიშვილი
ძალიან კარგია! უფრო მეტიც, აღფრთოვანებული ვარ! ❤️

მადლობა რომ წაიკითხეთ .
ერთი შენიშვნა: აბსოლუტურად -ესაა სწორი გრამატიკული ფორმა.
--------------------
Run Forrest run !

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი ისტორია იყო,

 


№5  offline წევრი Barbare ❤

ძალიან ჩვეულებრივად სა თან არაჩვეულებრივად ნაწერი ისტორია.. არ ველოდი ასეთ განვითარებას ნამდვილად.. მაგრამ შეუდარებელი იყო მართლა.. მიკვირს 2 კომენტარის მეტი როგორ არ აქვს ამ ისტორიას.. მშვენიალურია ❤ წარმატებები ❤

 


№6 სტუმარი სტუმარი კრავაი

შესანიშნავია!!!

 


№7  offline წევრი გოგლიკო

სტუმარი nancho
ძალიან კარგი ისტორია იყო,


Barbare ❤
ძალიან ჩვეულებრივად სა თან არაჩვეულებრივად ნაწერი ისტორია.. არ ველოდი ასეთ განვითარებას ნამდვილად.. მაგრამ შეუდარებელი იყო მართლა.. მიკვირს 2 კომენტარის მეტი როგორ არ აქვს ამ ისტორიას.. მშვენიალურია ❤ წარმატებები ❤


სტუმარი კრავაი
შესანიშნავია!!!


დიდი მადლობა ყველას ❤️
--------------------
Run Forrest run !

 


№8 სტუმარი სტუმარი თეკლა

უბრალოდ არაჩვეულებრივია, აღფრთოვანებული ვარ <3 დიდი ხანია ასეთი ისტორია არ წამიკითხავს

 


№9  offline წევრი Lu Miki

საერთოდ არ ველოდი ასეთ განვითარევას ყოჩაღ ????
--------------------
θεόνα

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent