დაუვიწყარი {4}
ორი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ეს საქმე ოფიციალურად აიღო, ახლაც სავარძელში იჯდა და ერთ-ერთი მსხვერპლის მიმდებარე მცხოვრებ ქალზე ფიქრობდა, რომელიც უკვე მოენახულებინა და დარწმუნებული იყო რომ ქალი რაღაცას ატყუებდა, მან რაღაც დაინახა თუმცა ძლიერ ეშინოდა, ფიქრებს ტელეფონის ზარმა მოსწყვიტა -გისმენთ? -გამარჯობა ნია შენი თანაშემწე ჩამოვიდა ბოდიში გუშინწინ მომხდადი გაუგებრობისთვის მაშინვე გაახსენდა ბიჭი რომელიც მისი თანაშემწე უნდა გამხდარიყო, მოულოდნელად მოიწამლა თან ძალზედ ძლიერად -ააჰ არაფერია 10 წუთში განყოფილებაში ვიქნები ტელეფონი გათიშა და გარეთ გავიდა. 10 წუთში მართლაც იქ იყო და შიგნით შედიოდა როდესაც გზას ბიჭი შეეჩეხა -ეცადე წინ იყურო ხოლმე მკაცრად დაუბრუალა თვალები და გვერდის ავლა სცადა თუმცა მალევე მისწვდა მისი ჩაცინების ხმა -შენ ნია უნდა იყო? მას კი ხავერდოვანი იტალიური ხმაც მიჰყვა ადგილზე გაჩერდა და მისკენ მალევე მიტრიალდა, ცალი წარბი აუწია თავიდან ფეხებამდე აათვალიერა, მაღალი კარგი სხეულით, შავგვრიმანი, ოოო ღმერთო ეს ხომ ის ბიჭი იყო მაშინ იმ ლაწირაკის მაგივრად რომ გააკრო კედელს -ვაი აღმოხდა გაუცებულს ნამდვილად არ ელოდა მას აქ, მერე უცბად თავი გააქნია და ხელი გაუწოდა -ბოდიში იმ გაუგებრობისთვის სანდოდ გაუღიმა და ბიჭისგანაც იგივე მიიღო თითქოს რაღაც მოეშვა -მე თქვენი თანაშემწე ვიქნები ამ სიტყვებმა კი ნამდვილად გააოგნა ქალი. რამოდენიმე დღით ადრე: -რა ხდება მასთან? -არაფერი ყოველდღიური რუტინა და ისეევ აუარება შოკოლადი როგორ შეუძლია ამდენის ჭამა გაოცებული ხმა ჩაესმა და ჩაეცინა -ხო მაგაში გავხართ ერთმანეთს -შენღა მაკლდი გაბრაზებულმა ჩაიფრუტუნა -ეე გამოდის სადღაც მიდის ტაქსს აჩერებს -ხელს აღარ შეგიშლი ძმას გაუთიშა და სკამზე მოხერხებულად გადაწვა, რა არ ეცადა რომ ნია გაენთავისუფლებინათ მაგრამ ყველა გზა მოჭრილი აქვს ამიტომ ახლა თავს იჭ....ტდა რომ რამე ახალი მოეფიქრებინა, ფიქრები ისევ მობილურის ზარმა გაუწყვიტა და გამწარებულმა აიღო -რა ჯანდაბა ხდება -ვოოო დაწყნარდი რა ნერვებზე ხარ ძმა სიცილი ჩაესმა ყურმილში ნოემაც მალევე იცნო მატიას ხმა და ცოტა მოეშვა -ანდრეაც მანდა?? -კი აბა სად უნდა ვიყო ერთი შენ სად ხარ ეგ მაინტერესებს ზღვის ხმაც მისწვდა ნოას ყურთასმენას და ჩაეღიმა ეგრევე მიხვდა სად იყვნენ -ანდრეა შენი დახმარება მჭირდება დროზე ორივენი ჩემთან გაჩნდით წამში მოფრენილ იდეას მაშინვე საფუძველი ჩაუყარა და გეგმები დააწყო, ტელეფონი გაუთიშა და მშვიდად მიესვენა სკამის ზურგზე მკრთალი ღიმილით რომელიც იმედს გამოხატავდა, ერთ საათში გაჩდნენ ბიჭები მასთან, მათ პირველი კლასიდან იცნობდა მართალია თავიდან ურთერთობა ვეერ ააწყეს მაგრამ შემდეგ განუყრელები გახდნენ, ახლაც მათ ყველაზე მეტად ენდობიდა ამიტომ ყველაფერი მოუყვა თავისი ტყუპისცალის შესახებ და ბიჭების რეაქციას დაელოდა -არ მჯერა ანუ და გყავს აქამდე რატომ არ გვითხარი?? დაშოკილი წამოხტა ანდრეა -ასე იყო საჭირო! -და ვერ გავიგე რას ითხოვ ჩვენგან? თვალები მოჭუტა და ნოას შეაცქერდა -შენგან არა კონკრეტულად ანდრეასგან მოცინარ ბიჭს გადახედა და მანაც თავი დაუკრა კი ბატონო ყველაფრით დაგეხმარებიო, მაგრამ მის შემდეგ სიტყვებზე სახე სრულიად მიეყინა -როგორმე პოლიციაში უნდა შეაღწიო და ნიას თანაშემწის ადგილი დაიკავო შემდეგ კი იზრუნო რომ არაფერი დაუშავდეს და რაც მთავარია საქმეში ღრმად არ ჩაეფლეს ყველაზე კარგად ეს შენ გამოგივა ხომ იცი?? და თუ რამეა ჩემი დის ხელსაც მოგცემ ბარემ დამიჯერე.. შეგიყვარდება ბოლოს თვალიც ჩაუკრა და დადუმებულ ბიჭს ღიმილით გახედა, შემდეგ კი მატიასს გადახედა რომელიც ჩუმად ფხუკუნებდა -შენ სულ გაგიჟდი?? როგორც იქრა ხმა ამოიღო ანდრეამ და ნოას მიაჩერდა. სკამის ზურგზე კომფორტულად გადაწოლილიყო, მოწყენილობისგან უკვე იმდენი პოზა გამოეცვალა.. მაგრამ ნია ისევ იჯდა და მსხვერპლის სურათებს ჩასჩერებოდა, უკვე გაგიჟების პირას იყო მისული როდესაც ნია მოულოდნელად წამოდგა და ბიჭს დაუქნია ხელი წამოდიოს ნიშნად ისიც გახარებული ადგა და გოგოს აედევნა -სად მივდივართ?? -ლორენზო უნდა მოვინახულოთ -ეგ ვინღაა უცბადვე ჭყიტა თვალები და ქალის უნდობი სახეც დაიმსახურე -საქაღალდეებს თვალი არ გადაავლე? -აა კიიი მარა კონკრეტულად აღარ მახსოვს თავი მოიქექა, გოგომ თვალები აატრიალა და უხმოდ განაგრძო გზა შავი ჯიპისკენ, ბიჭიც თავგზააბნეული გაჰყვა და ჩაუჯდა, ნიამ მანქანა დაქოქა და ნავიგატორში ადგილი მიუთითა ორი წუთი ხმა არ ამოუღია შემდეგ კი როგორც ჩანს ხმამაღლა დაიწყო ფიქრი გრეტა რომანოვა საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან 27 წლის ნარკომანი სხეულის გაკვეთის შემდეგ მასში ნარკოტიკი აღმოაჩინეს მის კუჭში პარკის პატარა პაკეტი, მომხმარებელთან ერთად გადამტანიც იყო ან ქურდი შეიძლება დათქმულ ადგილას არ მიიტანა საკმაოდ ძვირიანი და იშვიათი ნარკოტიკია... მაგიტომ მოუსწრაფეს სიცოცხლე, ყელი არაადამიანურად გამოსჭრეს არანაირი სხვა სამხილი მაგრამ რატომ დაუტოვეს ნარკოტიკი?? რაღაც არ არის რიგზე, მისი შეყვარებულიც რაღაცას არ ამბობს დარწმუნებული ვარ ბიჭი დაძაბული იჯდა და გოგოს ბლუყუნს უსმენდა ჭკვიანი იყო ძალიან ჭკვიანი და მოქნილი რაც ნოეს საქმეს გაურთულებდა, მანქანა მალევე გადააყენა გზიდან და უხმოდ გადავიდა მანქანიდან, ზურგსუკან ხელი მოიპოტინა ბიჭი თავიდან ვერ მიხვდა რა შეამოწმა უბრალოდ კორპუსისკენ გაჰყვა ლიფტი გამოიძახა და გვერდით ამოუდგა, მეექვსე სართულზე ისე ავიდნენ არცერთს უთქვამს რამე, გოგო უხმოდვე გავიდა და პირდაპირვე კარზე ჩამოჰკრა ხელი ზარის დასარეკს, ბინაში ხმაური გაისმა და ორ წუთშივე გაიღო, კარებში მაღალი გამხდარი შავგვრემანი ბიჭი იდგა და გოგოს დანახვით გაკვირვებული თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა -არ შემოგვიშვებთ? დამტკბარი ხმით იკითხა გოგომ -კიი მაგრამ ვინ ხართ?? -პოლიციელებივართ რამოდენიმე კითხვას დაგისვამ და წავალ დამიჯერე დიდ დროს არ დაგაკარგვინებ ტკბილად გაუღიმა და ბიჭმაც კარები ფართოდ გააღო ნია შევიდა თუ არა ანდრეაც აპირებდა შესვლას როდესაც გოგომ შეაჩერა -დამიჯერე არაა შენი შემოსვლა საჭირო მანქანაში დამელოდე უცბად გამოვალ თვალები ისე დაუქაჩა გოგომ ავტომატურად გაბრუნდა უკან, ეს გოგო უსიტყვოდაც აჩმორებდა უკვე, ლიფტშივე დაიწყო ნომრის აკრეფა, ნოემ მალევე უპასუხა -როგორ მიდის საქმეები?? უდარდელი ხმით ჩაჰყვირა თან მუსიკის ხმებიც ისმოდა, ეს აქ ამ დღეში იყო თვითონ კი კლუბში ერთობოდა??!!! -რა და გყავს ძმაო არ ვიცი რა გითხრა გარდა ამისა ძალიან ჭკვიანიცაა თან მანქანასთან მიდიოდა -ახლა ვიღაც ლორენზოსთან არის სახლში და და... ხმა ხმაურის ხმამ გააწყვეტინა სწრაფად აიხედა მეექვსე სართულზე და როდესაც ფანჯარას გაკრული ენზო დაინახა სულ მთლად გალურჯდა -ამის დედაც შენი და გიჟია ძმაო ტელეფონი გაუთიშა და კორპუსისკენ სირბილით წავიდა ლიფტს გაუჩერებლად აჭერდა ხელს მაგრამ უკვე ჩამოდიოდა, როგორც კი გაიღო ის-ის იყო შევარდნას აპირებდა როდესაც ნია დაინახა, ლიფტიდან ისე გამოვიდა არაფერი უთქვამს სახეზეც კი არაფერი ეტყობოდა, სახე აწითლებული გაჰყვა უკან ეს ნამდვილად არ იყო მისი საქმე, ის ყველაზე კარგი შენობებზე ხტომასა და სროლაში იყო ასევე გოგოების საწოლში ჩათრევაშიც მარა ეს ზედმეტი იყო მისთვის, მანქანასთან მისულებს მოთმინების ფიალა ამოეწურა და ისეთი ბოხი ხმით კითხა რა ჯანდაბა მოხდაო ნია ადგილზე გახევდა, მანქანის გასაღებად წაღებული ხელი უკან ბიჭისკენ წაიღო და ისე უცბად ააკრა მანქანას გონს ვერც კი მოვიდა -მისმინე, ვინც არ უნდა იყო არ გენდობი გესმის?? არც შენ და არც არავის ამიტომ უბრალოდ გირჩევ ზედმეტი კითხვებისგან თავი შეიკავო და საქმეში ცხვირი არ ჩაყო მკვახედ მიუგო და ისე უშვა ბიჭი რამოდენიმე წუთი არ განძრეულა, შემდეგ კი როცა რეალობას დაუბრუნდა ნიას მანქანა იქ უკვე აღარ იდგა -ამის დედაც კინაღამ ტელეფონი მიამსხვრია გამწარებულმა ასფალტს მაშინვე ნოას დაურეკა -ყ*ეზე სად ხარ ახლავე ჩვენ ადგილას შემხვდი. ერთ-ერთ რომის ჩაბნელებულ ქუჩაზე ძლივს ძლიობით განათებული ბარის სახელი წითლად ანათებდა, შიგნით უგონოდ მთვრალი მაწანწალების განდა არავინ იყვნენ, ამიტომ შეარჩიეს ეს ადგილი წყნარი და უსაფრთხო, ბართან ოთხი მამაკაცის სილუეტი იჯდა სადაც ჯერ კიდევ ისმოდა ლუქასის ფხუკუნის ხმა -შეწყვიტი თორე სახეს გაგიერთიანებ მოთმინება დაკარგულმა ჩაიღრინა ანდრეამ და ბიჭს მამისმკვლელი მზერით ახედა -როგორ შემიძლია უბრალოდ გიყურებდით და ისე მიგაჩმორა გეფიცები კინაღამ ნიას კისერზე არ ჩამოვეკიდე ჩემი ერთადერთოს ძახილით, ნოესაც ეპარებოდა ღიმილი უხაროდა ის ფაქტი რომ ასეთი ძლიერი და ჭკვიანი და ჰყავდა მაგრამ მისთვისვე უმჯობესი იქნებოდა ესე არ ყოფილიყო, ერთადერთი მათიასი იჯდა მშვიდად და ამ ყველაფერზე კარგად ფიქრობდა -ბიჭებო რამდენად სასაცილოც არ უნდა იყოს საქმე ძალიან სერიოზულად ყოფილა თავი გააქნია ის ენზო სავადმყოფოში გატეხილი ცხვირით მივიდა, რაღაც ათქმევინა დარწმუნებული ვარ, ის ართამაშობს ნოე პოლიციელის წესებით კარგად იცის რომ ჩვენი დაჭერა მხოლოდ ჩვენივე თამასში ჩაბმითაა შესაძლებელი შუბლი მოისრისა ნოემ და მატიასს გახედა, აღარ იცოდა რა ექნა უკვე ვეღარ ფიქრობდა -ანდრეა თავი უნდა შეაყვარო ამის გაგონებამ ყველა დაადუმა ყველა გამოშტერებული უყურებდა მათიასს და ჯერ კიდევ ცოტახნის წინ მის წარმოთქმულ სიტყვებს ხარშავდნენ -ცუდად ხომ არხარ? მალევე წამოენთი ლუქასი -დაწყნარდი.. მისმინეთ ქალის გონების გაფანტვა მხოლოდ ორ გრძნობას შეუძლია სიყვარულს ან სიძულვილს თუმცა უფრო სიყვარულს რათქმაუნდა თუ ნიას გრძლობები გაუჩნდება კონცეტრაცია გაუჭირდება ვერ დაუდებს საქმეს მთლიან გულს და ბევრი დეტალიც გამორჩება -არა არა არ იცნობ მას ყველაფერს დამახსოვრება შეუძლია გესმით? შეუძლია ისიც კი დაიმახსოვროს წინა დღეს რამდენ მაღაზიას ჩაუარა ანდაც რა ნომრის მანქანები ნახა ყველაფერი ტვინში ებეჭდება ადრე თუ გვიან ყველაფერს მიხვდება აზრი არ აქვს -მაგრამ დროს მაინც მოვიგებთ შეეწინაღმდეგა მატიასი თუმცა დიდად არ მოსწონდა ნოას ეს ამბავი -არა და ვსო! ჩემი დის გრძნობებით არ ვითამაშებ გესმით!??? -მართალია ეს დაუშვებელია მხარი აუბა ლუქასმაც და წარბები როგორც იქნა გახსნა -რომ გითხრათ რომ თქვენი და მომწონს? ჩაღუნული თავი ამოსწია და წელში გაიმართა, ყველა დადუმდა თუმცა მალევე შეკრა ნოამ წარბები და ძმაკაცს მოუბრუნდა -კარგად ვიცი ანდრეა მე შენი გრძნობები საწოლის იქით ქალი არასდროს მიგყავს შენთვის ისინი მხოლოდ სათამაშოები არიან და ეს შენ თვითონაც კარგად იცი! ხელი დაჰრა მაგიდას და ბარიდან გამწარებული გავარდა -თან მას მხოლოდ ერთი დღეა რაც იცნობ წარბ შეკრული ლუქასიც ძმას გაჰყვა -მართლა მოგწონს? -აბა ტყუილად ვიტყოდი??! გეფიცები მეც ვერ მოვტვინე როგორ ერთ დღეში მაგრამ ის ისეთი განსხვავებულია თავი მწარედ გააქნია და დაღლილმა ბარი დატოვა. ამ დროის განმავლობაში კი ნია ბარის წინ ჩრდილში გაჩერებულ მანქანაში იჯდა და ოთხეულს დაზაფრული აკვირდებოდა -რაღაც უცნაური ხდება და აუცილებლად გავიგებ რა! მანქანა ოთხივეს გამოსვლის შემდეგ დაქოქა და სასტუმროსკენ წავიდა, დაღლილს მალევე ჩაეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.