შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, უშენოდ...(ნაწილი 3)


29-08-2019, 19:09
ავტორი natuci555
ნანახია 2 269

მთელი დღე მაღაზიებში იბოდიალა. ცდილობდა ისეთი ტანსაცმელი ეყიდა ფესტივალზე რომ გამოადგებოდა, ფული არაფერში ენანებოდა რადგან მისი ხელგაშლილი უფროსის წყალობით უხვად ჰქონდა და თავს განებივრების საშუალებას ყოველთვის აძლევდა. დასკვნითი ნაწილისთვის კლასიკური კაბის ყიდვაც გადაწყვიტა, არჩევანი ერთ ძალიან ლამაზ, სადა და ზედმეტად პროვოკაციულ შავ კაბაზე შეარჩია. მარაიმის აზრით ეს კაბა ყველაფერს უკვეთავდა მის სხეულზე რაც კი ღირებული გააჩნდა. გოგოებისგან იცოდა რომ ყველა ასეთი ფესტივალის შემდეგ ყოველთვის იმართებოდა შემაჯამებელი ვახშამი სადაც ღვინის კომპანიის მდიდარი წარმომადგენლები ყოველთვის იწონებდნენ თავს თავიაანთ მეწყვილეებთან ერთად. რატომღაც სიგიჟემდე უნდოდა მისი მომხიბვლელობა ახვლედიანსაც შეემჩნია. ნუცას გამოტანილი დასკვნების გამო ტვინში ინტერესის ჭია მაინც გასჩენოდა და თავისივე ფიქრებზე ნერვები ეშლებოდა. დღის ბოლოს დაღლილმა ძლივს მიაღწია სახლამდე პარკები ამოალაგა და ერთი ლამაზად დაკეცილი მაისური ნუცას საწოლზეც მიაფინა. იცოდა მისი მეგობარი საკუთარი თავისთვის რომ ვერაფერს იმეტებდა, რადგან მისი ხელფასი ბინის ქირას და ყოველდღიურ ხარჯებს ძლივს ფარავდა, მარიამი კი ყოველთვის ცდილობდა სანამ ამის შესაძლებლობა ჰქონდა პატარ-პატარა საჩუქრებით ყოველთვის გაეხარებინა მეგობრის გული.
- ღმერთო ეს სამარშუტო ტაქსები შემიწირავს მე- კარებში აქაქანებული ნუცა გამოჩნდა. ინტერესით დააკვირდა ჩაბარგებაში გართულ მეგობარს - სად მიმგზავრება ჩემი კაცების ამაღელვებელი და ჰორმონების ამშლელი დაქალი?!
-სიღნაღში მივდივართ ხვალ კომპანიიდან ღვინის ფესტივალზე- მეგობრის სიტყვებით გახალისებულმა მარიამმა ნუცა საქმის კურსში ჩააყენა. - მანახე ერთი რა იყიდე-შეეხვეწა ნუცა და საწოლზე მხიარულად გადაწვა - ეს რა არის მე მიყიდეეე?- წამოიკივლა სიხარულისგან - აი ვგიჟდები შენზე, თან რა ლამაზია, ღმერთო ტანზეც რა კარგად მადგას, სასწაული გემოვნება გაქვს ჩემო დაო- ქოთქოთებდა გახარებული ნუცა და თან მაისურს იზომავდა - ის შენი რომეოც მოდის-უცბათ შეტრიალდა მარიამისკენ და ლოყაზე აკოცა.
- ვინ ჩემი რომეო ნუცა? - ჰკითხა მეგობრის გაბედნიერებით გახალისებულმა.
- ვინ და დათა ახვლედიანი. დღეს იყო მოსული ჩვენს მაღაზიაში სმოკინგის საყიდლად. ღმერთო რა სიმპათიური კაცი ყოფილა გოგოო. მთელი მაღაზიის კონსულტანტები მაგას უყურებდნენ ენა გადმოვარდნილები, ვიფიქრე ვინ არის ასეთითქო და გოგოებმა განმანათლეს ეს ჩვენი მდიდარი სიმპაწიური ბიზნესმენი მეღვინე დათა ახვლედიანიაო- ჩამოარაკრაკა წყალივით ტუჩებდაბზეკილმა ნუცამ და მეგობარს ცერა თითი აუწია მის მიერ ნაჩვენებ კაბაზე.
-გოგო თქვენ რა ერთმანეთს ეჯიბრებით? იმასაც ისე უხდებოდა ის სმოკინგი - ტუჩი კბილებს შუა მოიქცია ნუცამ ახვლედიანის გახსენებაზე.
- ჯერ ეს ერთი არავის არ ვეჯიბრები და მეორეც სადაც უნდა იქ წაბრძანებულა. იმედია სიღნაღში ახლოს არ გამეკარება თორემ იმ თავის ახალ ნაყიდ სმოკინგს სულ თავში ვურტყავ. ისედაც მაგის გამო იმდენი პრობლემაა კომპანიაში- იმართლა თავი დანაშაულზე წასწრებულივით მარიამმა.
- შენ რა მოგწონს ეგ კაცი? - ინტერესით ჰკითხა ნუცამ და თავის კითხვას თვითონ უპასუხა - პრინციპში როგორ არ უნდა მოგწონდეს გოგო კაცი კი არა ღმერთკაცია.
- კარგი რა ნუცა მე შენ სერიოზულად გელაპარაკები შენ კი დამცინი, მომწონს არა ის. მაგისმა გამოჩენამ იმდენი პრობლემა შექმნა უკვე კომპანიაში გიორგი ორივეს ტყავს გაგვაძრობს რამე რომ შეამჩნიოს. დღეს ისეთი გაცოფებული იყო ვიფიქრე ყველას ფანჯრიდან გვისვრის მეთქი.
- ნეტა რა ხდება მათ შორის? - იკითხა ჩაფიქრებულმა ნუცამ - ალბათ რაღაც ვერ გაიყვეს და ეჭვი მაქვს ეს რაღაც ქალი უნდა იყოს -თითები ჰაერში გაატკაცუნა თავისი აზრით აღფრთოვანებულმა.
- არ ვიცი და მეც ეგ მაინტერესებს. იმედია მე არაფერ შარში არ გავეხვევი და ორივეს უტეხიათ კისერი - ამოთქვა დაღონებულმა მარიამმა და გულში ეჭვის ჭიამ გაჰკრა იქნებ მართლა ვიღაც მოსწონთ ორივესო.
- კაი ნუ დარდობ შენ რა შუაში ხარ. ალბათ ძველი ამბებია. ისე კი შარში გახვევა კი ღირს ჩემო ძვირფასო ამ შარს თუ დათა ახვლედიანი ერქმევა - თვალი ჩაუკრა მარიამს - ის შენი გიორგიც კაი ვინმეა, სიმპაწიჩნია მაგრამ მგონი ცოტა დოყლაპია ტიპია არაა?! კაცს ქალი მოგწონსდეს და ამდენი ხანი ვერ ეუბნებოდე რომელი საუკუნეა? ეტყობა ცოტა პრობლემებიც აქვს იქ- თვალით ანიშნა წელს ქვემო ადგილისკენ მარიამს.
-შენ რასაც არ დაასკვნი ხოლმე რა. არავისაც არ მოვწონვარ. თან რა ჩემის საქმეა გიორგის კაცური ღირსებები. ვაფშე არ მიზიდავს იცი?! რაღაცნაირად წესიერი ტიპია და ხომ იცი ქალებს უფრო რთული წარსულის მქონე მამაკაცები გვიზიდავს- გადაიხარხარა მარიამმა და დაამატა- მორჩი ეხლა ამ მაიმუნობას და წამო ვჭამოთ, მერე უნდა გავემზადო და დავიძინო ხვალ ადრე გავდივართ.
- მაგარი შტერი გოგო ხარ შენ, მაგრამ რას ვიზავთ ჩემო დაო მეგობარი ხარ და მიყვარხარ,ასე უცბათ ხომ არ ავიცრუებ გულს შენზე- ხელი მხრებზე მოხვია მარიამს და ლოყაზე ხმაურით აკოცა - წამო, წამო ვჭამოთ დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს რა იქნება, ოღონდ დაგასწარი მეჯვარე მე ვარ იცოდე, სიძე თუ არ მომეწონება ქორწილიდან ისე გაგაპარებ ის შენი კავალერები მთვარეზეც ვერ გიპოვნიან -უთხრა სიცილით მარიამს და გიჟივით გავარდა სამზარეულოში.
...
მეორე დილით 7 საათზე გამოუარა გიორგი გაბრიაძემ მარიამს. ქალბატონი უკვე გამზადებულიყო და კორპუსის წინ ელოდებოდა უფროსის გამოჩენს. თავდაპირველად თავაზიანი სახით პასუხობდა გიორგისათვის საინტერესო კითხვებს მგზავრობასთან დაკავშირებით და მთელი გზა ცდილობდა კორექტული ყოფილიყო. ამდენი მომაბეზრებელი კითხვებისგან დაღლილი უკვე ნერვებზე იჯდა. გაბრიაძე რატომღაც ყველაფრით ინტერესდებოდა და იმდენი ინფორმაციის მიღებას ცდილობდა უკვე ნერვებს უშლიდა მისი ასეთი ცნობისმოყვარეობა. გზაში ნუცასაც კი მიწერა "ამ ტიპს ეხლა თავისივე მანქანაში მივახრჩობ ისე გამბურღაო" რაზეც ნუცას სიცილებიანი სმს მოუვიდა ტექსტით " ხომ გითხარიო". ზუსტად ვერ მიხვდა მარიამი ეს ხომ გითხარი რომელ საკითხს შეეხებოდა, მაგრამ ის კი დაასკვნა რომ მისი დაქალი ბევრ საკითხში სწორად აფასებდა სიტუაციას. აი ამიტომაც უყვარდა ნუცა ასეთი გონებაგახსნილი რომ იყო და გული სწყდებოდა რომ თავისი თავის რეალიზება ვერ მოახერხა და პროფესიით ვერ მუშაობდა.
10 საათზე უკვე სიღნაღში იყვნენ ჩასულები სადაც ლაშას და თამარს ჩასვლა უკვე მოესწროთ და მათთვის გამოყოფილ მაგიდასთან დიდი ინტერესით ათვალიერებდენ განთავებული პროდუქციის განლაგებას. უამრავი ტურისტს და დამთვალიერებელს მოეყარა თავი ღვინის ფესტივალზე. 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ერთმანეთს თავისი ღვინის ხარისხსა და გემოში ეჯიბრებოდა. ერთმანეთში ბაასობდნენ, ხუმრობდნენ და ზოგჯერ კამათობდნენ კიდეც. შუადღისით ფესტივალის ორგანიზატორი სიტყვით გამოვიდა და მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებსა და მასპინძლებს ამხელა წვლილის შეტანისთვის ქართული ღვინის განვითარებაში. შემდეგ კი სიტყვა გადასცა გაყიდვებში ქართული ბაზრის ლიდერი კომპანიის ხელმძღვანელს ბატონ დათა ახვლედიანს.
ახვლედიანის დანახვაზე მარიამს ფერი ეცვალა და მის გვერდით მდგარ გაბრიაძეს გახედა, რომელსაც ღვინის ბოკალზე ხელი ისე ძლიერად შემოაჭდო სულ ცოტაც და შემოეფშვნებოდა.
- ქალბატონებო და ბატონებო- დაიწყო სიტყვით გამოსვლა ახვლედიანმა - ძალიან მოხარული ვარ რომ დღევანდელი დღის სიტყვის თქმაა მე მერგო წილად - და ნიშნიშმოგებით გახედა გაბრიაძეს, რომელიც ბოლო რამოდენიმე შეხვედრაზე მას ჰქონდა ეს პატივი - ყველა ჩვენგანი ვინც დღეს აქ ვართ- ხელი საზოგადოებისკენ გამოიშვირა - ვემსახურებით ქართული ღვინის აღორძინებას და განვითარებას როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის საზღვრებს გარეთაც. მოხარული ვარ რომ პატარა წვლილი მეც შემაქვს ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში. ისიამოვნეთ ჩვენი პროდუქციით. დააგემოვნეთ და არ დაგავიწყდეთ ხელსაც გააყოლოთ რამოდენიმე ბოთლი- ღიმილით მოავლო თვალი იქ მყოფთ, კოსტიუმი შეისწორა და გამომსვლელთათვის გამოყოფილი სცენიდან სხარტად ჩამოირბინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent