შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 23)


29-08-2019, 20:22
ავტორი naattii
ნანახია 1 594

-როგორ ფიქრობ დამხმარე ძალა დაგვჭირდება?_შეშინებულმა უჩურჩულა ლილუმ გაბრიელს იოანეს სახეზე.
-ვფიქრობ დროა სპეცნაზმში ვრეკავდე_მოგუდული სიცილით გადმოხედა ბიჭმა და დაუფიქრებლად მოხვია ხელი, გიჟდებოდა როგორი გრძნობაც ეუფლებოდა ამ გოგოსთან ახლოს ყოფნისას.
იოანეს არავისი და არაფერი ესმოდა, უხეშად უვლიდა გვერდს წელში მოწყვეტილ, გადაგრეხილ მოცეკვავეებს და ნენესკენ მიიწევდა. მთელ ორგანიზმში უცნობი გრძნობა უვლიდა, რომელიც იმდენად აიძულებდა გაბრაზებულიყო, რომ ნებისმიერს მოუგრეხდა კისერს თუ წინ გადადგომას მოინდომებდნენ. დაუფიქრებლად სტაცა გოგოს უხეშად ხელი და გვერძე გამოათრია.
-გარეთ წამოდი.
-იოანე......
-ეე, ჩემი ძმა შენი აზრით რას აკეთებ? გოგოს ხელი გაუშვი_იოანესდა გასახარად გაბრაზების ობიექტი პირდაპირ შუაში ჩაუხტა და ნენეს წინ აეფარა. მზაკვრული ღიმილი გადაეკრა სახეზე, ირგვლივ მიმოიხედა, ნენეს ხელი გაუშვა და მოსიარულე უსიამოვნებას უფრო მიუახლოვდა.
-სანამ ყველა ძვალი მთელი გაქვს გაიწიე.
-ა*რაკებ ძმაო_მკერდზე მიადო ხელი მოწინააღმდეგემ.
-გაბრიელ მოკლავს, გააშველე_პირზე აიფარა ხელი ლილუმ.
-მოიცა რა, დრო მატარებინე_სიცილით აიღო მეორე ტყუპმა დახლზე დადებული სასმელი და გაღიმებულმა გააგრძელა სეირის ყურება.
იოანემ ჯერ მკერდთან მოდებულ ხელს დახედა, მერე ცალყბად ჩაიცინა და წამიერი მოძრაობით ამოუტრიალა ბიჭს ხელი.
-შენი დედაააც..._ღრიალს მოყვა ბიჭი.
-ბიჭი მომხედე აბა აქეთ_თითონაც ჩაიმუხლა და ზემოდან დააჩერდა ტკივილისგან აზმუვლებულ ბიჭს -ახლა კარგად მომისმინე, შენი აზრით დებილი ვარ? დასისხლიანებული თვალები, აწითლებული ცხვირი, მუდმივად მოწევის სურვილი, აკანკალებული ხელები და მთავარი, ნანემსრები ვენასთან. მოდი ჯიბეებს გაგიჩხრეკ გინდა? და მერე მეხვეწე სროკზე არ გამიშვაო.
-რა უფლებით ეე_თვალებ გაფართოებული ამოყურებდა ბიჭი ქვემოდან.
-აი ამ უფლებით_მოწმობა ამოიღო იოანემ და ლამის ყველას დასანახად გადაუშალა ჩაკეცილს.
-აი ამას არ ველოდიი_ხითხითს მოუმატა გაბრიელმა და სასმელი ბოლომდე გადაკრა.
-ძაღლობა გაიჩითაა_უცებ დაიყვირა ვიღაცამ და სიტუაცია წამიერად შეიცვალა, მომენტალურად შემოეცალათ ხალხი ირგვლივ, მუსიკა შეწყდა, დიჯეი უკანა კარიდან გაქრა, ბარმენი ჯერ კიდევ გაოცებული იყურებოდა და ბოლომდე ვერ გაეგო რა ხდებოდა, ნენეს სახეზე კი ადამიანი ვერაფერს წაიკითხავდა იმდენი ემოცია აღბეჭდვოდა.
-მეგონა წყნარ ადგილას დალაპარაკება იმას ნიშნავდა უფროსო, რომ ყურადღებას არ მივიქცევდით, ყოჩაღ, მაგარი ბიჭები გყავს_ვითომ მოწონების ნიშნად თავი დააქნია სანდრომ.
-ვერ ვიტან შეყვარებულებთან მუშაობას_დაჩიმ მობეზრებულმა გაიქნია თავი.
-ვიცით ბოს_უდარდელად მოსვა ბოლო ყლუპი გაბრიელმა და მთელი ძალით ეცადა არ გაცინებოდა. იოანე კი ამ დროს ძალით მიათრევდა ნენეს გასასვლელისკენ. ვითომ ძალით მიყვებოდა გოგო, სინამდვილეში კი გულში მთელი არსებით ზეიმობდა. სასურველს მიაღწია.
-ეს რას ნიშნავს?_ლამის კორიდაზე გამოსასვლელი ხარივით ბდღვინავდა იოანე.
-მაინც რა?_უცოდველად ააფახურა წამწამები გოგომ.
-სულ გააფრინე? ნარკომანს უწვებოდი გოგო?_ბოლო ხმაზე იღრიალა ბიჭმა, თუმცა გონზე მოსვლა ვერც მოასწრო ისე აუწვა ცალი ლოყა მთელი სიძლიერით მოქნეულმა ხელმა.
-ნაბი*ვარო, შენ ბო*ინკალა ნაშებს არ ვგავარ პირველივე გაცნობილს ჩავუწვე, ერთი კვირაა ერთმანეთს ვხვდებით და ბოდიში თუ კლუბში ვაკოცე. ან შენ საერთოდ ვინ ხარ? რა უფლებით ერევი ჩემს ცხოვრებაში?_ჭინკებ ჩამქვრალ თვალებში ცრემლები უბრწყინავდა ნენეს და ამ წუთს ისეთი ლამაზი იყო იოანე მზად იყო მთელი ცხოვრება საფიცრად გაეხადა. პირი გააღო რამე რომ ეთქვა, თუმცა ისევ ნენემ შეაწყვეტინა -საჭირო არაა, თავად გეტყვი, ჩვენ მეგობრები ვართ, მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები და როგორც მე არ ვნიშნავდი შენთვის იმდენად არაფერს რომ უთქმელად იპარები ჩემი სახლიდან, არც შენ ნიშნავ ჩემთვის არაფერს ის რომ გითხრა შეყვარებული მყავსთქო. *რაკი დააყენე და ცხოვრება მაცადე, მინდა ნარკომანთან ვიქნები, მინდა მკვლელთან_მაინც წამოუვიდა მოღალატე ერთი ცრემლი და სანამ ბიჭიც დაინახავდა მანამდე გაქრა ტერიტორიიდან. რამდენიმე წუთი იდგა იოანე და ისევ იმ ადგილს უყურებდა სადაც სულ ცოტა ხნის წინ აცრემლებული ნენე იდგა. აცრემლებული ნენე. ეს ორი სიტყვა ისე არ შეეფერებოდა ერთმანეთს როგორც ყავა და საზამთრო, ტორტი და მჟავე კიტრი, ან... ან.. ჯანდაბა, იდიოტური შედარებების მოყვანაც კი არ შეეძლო ისეთ დღეში ქონდა თავი. ნელი ნაბიჯებით დაბრუნდა უკან და კლუბის მართველის კაბინეტში გამაგრებულ ხალხს შეუერთდა.
-ხომ იცი რომ დაისჯები_ვითომ უდარდელად გადმოხედა დაჩიმ.
-როგორც გინდა_ცხოვრებაში პირველად არ შეწინააღმდეგებია იოანე ისე დაუქნია თავი და სანდროს გადახედა, ბიჭი ნერვიულობისგან სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და გონებაში აზრების დალაგებას უნდებოდა.
-კარგი, რაც არის არის_ამოიხვნეშა ბოლოს და ხელები ერთმანეთს მიაბჯინა.- ის არ დაგაინტერესებთ ნაგაზს როგორ შევუერთდი, მთავარი შემდეგი პერიოდია, ჯერ ბარიგობა დავიწყე, შემდეგ ასე ვთქვათ დამაწინაურა და პატარა სარდაფი გამომიყო, რომ სხვა ბარიგებისთვის თვალყური მედევნებინა, ტავარი გამეტნია და მაყუთიც ამეღო, ამის შემდეგ ერთხელ შევხვდით, არ ვიცი ზედმეტად თავზეხელაღებული რატომ მოვეწონე, მაგრამ ნუ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ქუთაისში მისი კაცი მე ვიყავი, მაღლაფერიძესთან ერთად. ვინც გადაგვაგდებდა ვიშორებდით, არა მოკვლით არა, ცემა, კარგად დალურჯება და აღარავის ქონდა ჩვენთან შარის თავი.
-რაღაც ამდაგვარს ველოდი, ჩვენ მისი მონაცემები 25 წლამდე გვაქვს, შემდეგ არც სახელი ვიცით არც გვარი. გეცოდინება რა მოხდა._დაჩიმ დაასწრო სხვებს.
-რა თქმა უნდა, ვიცი რომ ჯარში მსახურობდა, ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანიც გახდა, დიდებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ერთ დღესაც ავღანეთიდან ახალი ჩამოსული იყო და გარდაეცვალა.
-დაა? როგორ? მოუკლეს?_წინ გადმოიხარა გაბრიელი.
-დაახლოებით, თუმცა საკუთარ თავს დააბრალოს, დოზა ვერ გათვალა და გაიპარა რა.
-ნაგაზის და ნარკომანი იყო?_ლილუს ლამის თვალები გადმოუცვივდა.
-ნუ დაყარე ძვირფასო თვალები ძირს, მერე ვისი ყურებით დატკბები?_ვერ მოითმინა გაბრიელმა და ჩაეცინა.
-ცოტა ფრთხილად მეგობარო, ბოლოს ვინც მითხრა შენი და მომწონსო ტყეში აგდია და მის გვამებს მატლები ჭამენ_თვალი ჩაუკრა წინ მჯდომმა სანდრომ.
-ახლა მაღლაფერიძის მკვლელობა აღიარე თუ მომეჩვენა?
-სანდრო გიორგი მოკალი?_ისევ გაუფართოვდა თვალები ლილუს.
-და რაზე ფიქრობდა ჩემ დასთან სექსის დეტალებს რომ მიყვებოდა?_გაბრაზებული აბრიალებდა სანდრო თვალებს. გაბრიელის ჩაწითლებულ თვალებზე და დაბერილ ძარღვებზე დაჩიმ სიტუაციის გამწვავებას ისევ ისტორიის მოსმენა არჩია.
-მოდი თემას დავუბრუნდეთ, და მოუკვდა და მერე?
-უბრალოდ კი არ მოუკვდა, წამალში გაიპარა, თანაც მალე აღმოჩნდა, რომ „პოსლეზე“ კაიფობდა და რამდენიმე ათასიანი ვალი ქონდა. ოჯახში უჭირდათ, მხოლოდ ნაგაზი მუშაობდა და ამდენ მაყუთს ვერ მოკრეფდა, მაშინ მევალეებმა მშობლები მოუკლეს და თან სასტიკად, ცხოველებს ააჩეხინეს_მხრები აიჩეჩა სანდრომ.
-ამიტომ ქვია ნაგაზი?_შეძრწუნებული ხმა ქონდა ლილუს.
-არა, ამის შემდეგ თუ ვინმე ხელს შეუშლიდა ნაგაზებს აგლეჯინებდა.
-რაღაც მსგავს ველოდი_სახეზე ჩამოისვა ხელი გაბრიელმა, _თუმცა მაინც გულის ამრევია.
-ბახალას ოჯახი თავისი მიზნებისთვის გაწირა?_დაკითხვას აგრძელებდა დაჩი.
-არა, აღმოჩნდა რომ ბახალას მამაზე მუშაობდნენ ის ბარიგები, არავინ იცის ბრძანება მისგან წამოვიდა თუ იმ ნაბი*ვრებმა თითონ გადაწტვიტეს შურისძიება.
-ასაფლავებს ოჯახს, იცვლის სახელს და გვარს, უძვრება მტერს და ბოლომდე მიყავს შურისძიება_ხმამაღლა დაალაგა გაბრიელმა.
-ზუსტად_დაეთანხმა სანდროც, -ამიტომ ჩემი და დაიცავით, ნაგაზმა პატიება და კვალის დატოვება არ იცის.
-შენი ბრძანება საჭირო არაა_ტუჩი აუბზუა გაბრიელმა.
-საკმარისია_ხელი აწია დაჩიმ, -მისი სახელი და გვარი?
-თქვენ ეძებთ ირაკლი ნარიმანიძეს, რომელიც 45 წლისაა და იმაზე სუფთა ისტორია აქვს, ვიდრე ახალშობილ ბავშვს.
-გასაგებია_თავი დაუქნია დაჩიმ და წამოდგა.
-შეიძლება წავიდე?_მას მიბაძა იოანემაც და პირველად დაილაპარაკა.
-შემი ხმა მომნატრებია ძმაო_ბეჭზე დაკრა ხელი ტყუპმა.
-რომეო ხელი გაწიე და გამიშვი_უფროსის პასუხს არ დალოდებია ისე გავარდა კარებში და თვალს მიეფარა.


უკანა გზაზე ყველა თავის ფიქრებში ჩაფლულიყო და სრულ მდუმარებაში გაიარეს გზა განყოფილებამდე. სამაგიეროდ იქ შესულებს დახვდათ სრული ქაოსი და დაჩის ნომერიც აწკრიალდა. მაშინვე გათიშა და იქვე მდგომ თანამშრომლებს დაუძახა.
-მეორედ მოსვლაა?
-თითქმის უფროსო,_ შეშინებული ჩანდა ბიჭი - თქვენი მოყვანილი ექვსი მოწმე მოკლეს_ერთ სულის მოთქმაში ამოილაპარაკა და უფროსის რისხვის მოლოდინში მოიკუნტა.



რაიო? ვინაა ეს კაცი ისეთი 6 კაცი რომ მოაკვლევინა, თან ისე რომ მთელმა განყოფილებამ ვერაფერი გაიგო. ეჭვი მაქვს მოღალატე პოლიციელს კარგი არაფერი მოუვა. იმედია ამათ ფონზე სანდროს არაფერი მოუვა.
არადა რა კარგად დაიწყე. რა კარგად ვიხალისე იოანეს სახეზე. ნენე ცოტა შემეცოდა, არ იმსახურებდა იოანესგან მსგავს სიტყვებს, იოანე კიდევ ნენეს ცრემლებს. მარტო ლოყაზე გარტყმა არ კმარა მაგისთვის, ცოტა მეტის ღირსი იყო.
გაბრიელი სიყვარულმა სულ შეცვალა და შვებულებაში მყოფი იუმორის გრძნობა დაუბრუნა. :დ ლილუ და გაბრიელი ძალიან საყვარლები არიან ერთად ❤
თაბაგარის გააქტიურება მომეწონა❤
ველი შემდეგ თავს❤

 


№2  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
რაიო? ვინაა ეს კაცი ისეთი 6 კაცი რომ მოაკვლევინა, თან ისე რომ მთელმა განყოფილებამ ვერაფერი გაიგო. ეჭვი მაქვს მოღალატე პოლიციელს კარგი არაფერი მოუვა. იმედია ამათ ფონზე სანდროს არაფერი მოუვა.
არადა რა კარგად დაიწყე. რა კარგად ვიხალისე იოანეს სახეზე. ნენე ცოტა შემეცოდა, არ იმსახურებდა იოანესგან მსგავს სიტყვებს, იოანე კიდევ ნენეს ცრემლებს. მარტო ლოყაზე გარტყმა არ კმარა მაგისთვის, ცოტა მეტის ღირსი იყო.
გაბრიელი სიყვარულმა სულ შეცვალა და შვებულებაში მყოფი იუმორის გრძნობა დაუბრუნა. :დ ლილუ და გაბრიელი ძალიან საყვარლები არიან ერთად ❤
თაბაგარის გააქტიურება მომეწონა❤
ველი შემდეგ თავს❤

ანუ ის გამომდის რაც მინდოდა და ძმები ავრიე :D

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

გაბრიელი დამშვიდდა და იუმორი მოეძალა და იოანე პირიქით დამუნჯდა და აირია : )) მიყვარს ეს ტყუპები ძალიან ????

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოჰო ამას არ ველოდი.მოწმეები მოიშორა და ახლა ლილუს ჯერია? ძალიან დაიძაბა სიტუაცია.საინტერესოა რა გაქვს გათვლილი.გელი მოუთმენლად
--------------------
ლანა

 


№5  offline მოდერი naattii

სტუმარი gvantsa
გაბრიელი დამშვიდდა და იუმორი მოეძალა და იოანე პირიქით დამუნჯდა და აირია : )) მიყვარს ეს ტყუპები ძალიან ????

სიყვარული აკლდა ალბათ :D

La-Na
ოჰო ამას არ ველოდი.მოწმეები მოიშორა და ახლა ლილუს ჯერია? ძალიან დაიძაბა სიტუაცია.საინტერესოა რა გაქვს გათვლილი.გელი მოუთმენლად

ვნახოთ ვნახოთ :D

 


№6 სტუმარი maco maco

დაჩიი ხოარ დაბერდი ბიჭო აცადე წყვილებს :))

 


№7  offline წევრი მარუსიკა

აუ როდის დადებ? ნენეს და იოანეს ამბები მაინტერესებს????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent