შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ გაიღვიძებდა (სრულად)


30-08-2019, 00:28
ავტორი ტურაგო
ნანახია 4 002

√ ვარსკვლავების ხმაურს მოკლებულ ცაზე ელვის ლურჯ-წითელი ხაზები ზიგზაგისებრ იკლაკნებოდნენ, ისე ძლიერ ჰგავდა თითოეული გაელვება მონიტორზე გამოსახულ აჩქარებულ გულის ხაზების ფეთქვას... და ეს ქუხილი შიშისმომგვრელად რომ გუგუნებდა ჯავრ ჩაგუბებულ გულის ხმაურს მოჰგავდა, გაავებული წვიმის წვეთებს სიბნელის გაჰკვეთა სულაც არ უჭირდა, ნიაღვრებს აჩენდნენ მიწას მსგავსად ცრემლებისა, მარტივად რომ იკვლევენ გზას თვალებისაკენ და ღაწვებს სანთლის ნაღვენთებივით ცხელ, მხურვალე ბილიკებად დაუყვებიან
ამგვარად ჭექდა! იისფრად გაღებილ კორპუსში ყველას ფანჯრებიდან გამოკრთოდა მოყვითალო შუქი, გარდა ერთისა, იმ ერთს ცის ხმაური ღრმა ძილს ვერ უფრთხობდა
და ჩაძინებულს...
''''
მზეს მთვარესთვის დაეთმო ადგილი ცაზე. ბნელით მოცულ სივრცეს მისი მოვერცხლისფრო შუქი დაჰყვებოდა ფანრად და ეს სიჩუმე ისე ხმაურობდა ინსტიქტურად მიგაბჟენინებდა ხელებს ყურებთან.
გზაზე უხმაურო, მძიმე ნაბიჯებით მომავალის შავი ჩრდილი სასაცილოდ იწელება მიწაზე. მეწამული კაბა შავ, გრძელთმიან ქალბატონს კოჭამდე ურტყავს და აი ისიც -ჩერდება, მუხლებში წვას გრძნობს და წელიც ტეხავს. ჩაიჩოქა, ზურგით გადააწვა შემთბარ ასფალტს, თავისი მხურვალე ხელები მუცელს გადააწყო და ვედრებით აღვსილი მზერით ჰკვეთავს უზარმაზარ სივრცეს მიწიდან ცამდე. მთვარის ვერცხლისფერი ელვარება შთამბეჭდავად აცხუნებს მის სხეულს.
ჩაფიქრებულს, მძიმედ რომ ახამხამებდა ქუთუთოებს სიჩუმე წვეროსანი მამაკაცის ხმამ დაურღვია. მამაკაცი წელში მოიხარა, ზემოდან დააცქერდა დაბლა განრთხმულს და მუხლებზე ხელებდაბჟენილმა ინტერესით აღსავსე ხმით მიმართა:
-აქ რას აკეთებთ ქალბატონო შუაღამისას?
-გამშორდი! (უთხრა ქალმა ისეთი გაფაციცებული, გაცრილი სიტყვებით გონებაზე-ვერ მყოფებს რომ სჩვევიათ)
-რა დაგემართათ ქალბატონო?
-არაფერი და თან ყველაფერი(ლამის გული ამოაყოლა თითოეულ ბგერას)
-აქ რას დაეძებთ?
-(დააშტერდა მაღლიდან მომზირალს და ისეთი მძიმე ოხვრით გაჟღინთა ფრაზა ჰაერთან ერთად შეგესუნთქებოდა მისი განცდები) დაკარგულ ოცნებას დავეძებ, მგონია ფეხდაფეხ მივდევ, მაგრამ ის ერთი ნაბიჯით ყოველთვის მასწრებს. მართალი ყოფილა ბატონო რომ ამბობენ ოცნების გარეშე დარჩენილი კაცის ცხოვრება აზრს კარგავსო
-მე კი ადამიანებს დავეძებ, ცხოვრების გზაზე დაკარგულ ადამიანებს
(ორჯერ გაისმა სიჩუმეში ჭრიჭინას ზუზუნი)
-მაშ, ერთად ხომ არ განგვეგრძო გზა? ერთად ვეძებოთ ჩვენ-ჩვენი
-ვეძებოთ ქალბატონო, ვეძიოთ!
ქალი წამოიმართა, მამაკაცის მკლავს დაეკიდა და გზის პირდაპირი მიმართულებით განაგრძეს სვლა. მთვარე მიიმალა. ირგვლივ ისეთი წყვდიადი გამეფდა როგორიც მათ სულში იყო. მიაბიჯებდნენ ორივენი შავი ვარდის ფურცლის მსგავს ბნელ ღამეში...
-როგორ დაგეკარგნენ ადამიანები? (მოულოდნელად წაიჩურჩულა ქალმა)
-პასუხების ძიებამ დამაშორა ყველას, უგზო უკვლოდ დავეხეტებოდი. თურმე როცა ერთი და იმავე საგანზე, რაც წარსულის ნაწილია ბევრს ფიქრობ მერე მასზე იციკლები და ისიც ყოველთვის შენს თავს ზემოთ აგრძელებს ფრენას. მე ისე მოვაწყვე რომ მხოლოდ წარსულია ჩემს ირგვლივ, მომავალი კი უფერული
-შენი ფიქრები აბსურდში გახლართულან! თუმცა კარგია ახლა მაინც რომ დაეძებ ფერებს მომავლისთვის, ეს ფერები ხომ დაკარგული ადამიანები არიან(პაუზის შემდეგ დააყოლა) მაინც რის პასუხებს ეძებდით ასე გულმოდგინედ?
-ჩემო კარგო... წლების წინათ ჩემთვის ყველაზე ძვირფასმა მეგობარმა ჩემს თვალწინ დალია სული. ჩვეული დილა იყო, როგორც ყოველთვის მე გზის ერთ მხარეს ველოდი, როცა დავინახე "დააჩქარეთქო" დავუძახე, ისიც ღიმილიანი სახით გამოიქცა და სწორედ ამ დროს ელვის სისწრაფით გაიქროლა ავტომობილმა... მე, მე მახსოვს წითლად გაღებილი მინა, მეგობრის ძირს გართხმული სხეული სახე რომ ისევ უღიმოდა და ფრაზა რომელმაც იმ წამიდან ზარივით იწყო რეკვა გონებაში "იქნებ რომ არ დამეჩქარებინა გადარჩენილიყო" საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი. მასზე ფიქრები ამეკვიატა "ნეტავ რას გრძნობდა ბოლო წამებში" "ვისზე ფიქრობდა" "რისი თქმა სურდა" "რას ნიშნავდა მისთვის სიცოცხლე"... გავიქეცი ალბათ უფრო საკუთარი თავისაგან, ჰოდა ყველა უკან მოვიტოვე. დიდმა დრომ განვლო და ახლა დაკარგულებს დავეძებ თავად საკუთარ თავში დაკარგული!
-ცუდი აზრები/შიშები არასდროს გვეკითხებიან, მოდიან და მოდიან მათი სადავეების დამორჩილება ყველაზე რთულია
-და თქვენი ოცნება როგორ დაიკარგა ქალბატონო?
-თავად გავუშვი როცა არ ვიბრძოლე მისთვის და ახლა დავეძებ, ადრე სვლა შევწყვიტე, მაშინ როცა უნდა მევლო ახლა არ გავჩერდები, ვეძებ და ვეძიებ

ამ საუბარში ციცინათელებით განათებულ მდელოს მიადგნენ, მათ წინ ძველი ხის დიდი შენობა აღმართულიყო
-იქნებ დაგვესვენა ქალბატონო?
(ქალმა მორჩილად დაუქნია თავი) ჭრიალით გაიღო ძველი კარები, შესვლამდე ორთავემ ჩაიბუტბუტეს წარწერა კარებზე "სიზმრების დამჭერი". სახლს შიგნით არსებული შეგუბებული სიჩუმე მათ სხეულებს ჰარმონიით ავსებდა.ღია დარაბებში დაბრუნებული თეთრი მთვარის შუქი დანათოდა ოთახს, ნელი სიო ფარდას ჰაერში არწევდა, ფარდაზე მოქარგული ბაბუაწვერები ისე ქანაობდნენ გეგონებოდათ გაფრენას ლამობენო თითქოს ვიღაცეებს მათთვის სურვილი ჩაეთქვათ და მათ ცაში ატყორცნას ესწრაფვიანო.
მეწამულ კაბიანი ნახატებით გადავსებულ კედელთან შედგა და ერთ-ერთს დააშტერდა... შეჰყურებდა ნახატზე გამოხატულ საწოლ ლოგინს რომელზე გადაკრული თეთრი ზეწარი ჰაერში ფრენდა, ვიღაც შავთმიანს კი მშვიდად ეძინა და ამ ზედაპირზე ნიღბების მსგავსად სამი სახე ეხატა ერთი მათგანი იცინოდა, ერთიც მოწყენილი იყო ხოლო მესამეს გამოუცნობი ემოცია შეზავებოდა.
სანამ ქალი თვალებს აცეცებდა წვეროსანიც მიაუახლოვდა, მის წინ შეჩერდა და ჰკითხა:
-როგორ ფიქრობ დრო რომ გავა ეს წამი გვემახსოვრება?
-ყველაფერს დრო გვაჩვენებს(ისევ ჩურჩულით საუბრობდა ქალი) მაგრამ მე დაბეჯითებით შემიძლია გითხრა რომ შენი თვალები და ეს წითელი სისხლის ძაფები მათში არ დამავიწყდება, არ დამავიწყდება რომ მათ გაჩენაში ალბათ უამრავ დამსხვრეულ ღამეს მიუძღვის ბრალი, ვიფიქრებ რომ სისხლიანმა ცრემლებმა გადმოდენისას ეს ხაზები დაგიტოვეს... გეტყვი, რომ მაგ ხაზებს იმ ადამიანების სახე აქვთ შენ რომ ცხოვრების გზაზე დაგიკარგავს ჩემო...
-(მამაკაცმა თავი ჩაქინდრა) დაკარგული ოცნება ვერ გაპოვნინე
-თურმე რასაც დაკარგული ერქმევა, საპოვნელად აღარ გენახება.
დაღლილი სხეული მიაყრდნო მამაკაცის გულ-მკერდს და ორთავემ დაიწყეს ცეკვა,ფარდა გაფრენას ლამობდა. სადღაც ჩაძირულები ვერც კი ამჩნევდნენ ირგვლივ შემოპარულ ცეცხლის კაშკაშს და ეს წითელ-მოლურჯო ალის ხაზები ლამაზადაც კი ეხვია გარს მთელს სახლს... ცეკვავდნენ და ვერც კი შეამჩნიეს როგორ შეემატა ნახატების კედელს კიდევ ერთი გამოსახულება"ხის სახლს მთვარის ვერცხლისფერი ადგას, ირგვლივ ცეცხლი ეპარება საძირკველს, ღია დარაბებიდან კი აფრიალებული ფარდის მიღმა მოსჩანს მოცეკვავე ქალისა და მამაკაცის მშვენიერი სილუეტები"
''''
ცაზე ზიგზაგისებრ ისევ დაიკლაკნა ელვა, მეხმა ძლიერ დაიქუხა და შუქჩამქვრალი ოთახის ფანჯრები შეაღო. შვიდად ჩაძინებულსაც ძილიდან გამორკვევა აიძულა. დამფრთხალი გოგონა საწოლზე წამოჯდა, მაჯა შუბლზე გადაისვა, შეშინებულმა გაიწოდა ხელი ჭიქისაკენ, თვალი ოთახს მოავლო და ჩაილაპარაკა"სიზმარი მინახავს"
წამოდგა ღია ფანჯრების დასახურად გაემართა. წვიმისაგან დასველებული ბაბუაწვერებიანი ფარდა დამძიმებული დაშვებულიყო ძირს.




...

ახლა ისე მომინდა მადლობა მეთქვა ყველასთვის რომლებმაც სულ ამწამს ჩაამთავრეთ ისტორისს ბოლო ფრაზები(არვიცი როგორია, იმედია ძალიანაც დამთრგუნველი არ იქნება. ჰო და რაღაც ფრაგმენტი ჩემი სიზმრიდანაც გავაცოცხლე... იყოს აქ)



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

დილა მშვიდობისა...
ჰოდა იყოს შენი ერთი სიზმრის გაცოცხლება...

 


№2  offline წევრი Niniko11

კარგი იყო მომეწონაა♡♡

 


№3  offline წევრი ტურაგო

terooo
დილა მშვიდობისა...
ჰოდა იყოს შენი ერთი სიზმრის გაცოცხლება...


დილა მშვიდობისა...
გამიხარდა შემოსულს შენი კომენტარი რომ დამიხვდა...

Niniko11
კარგი იყო მომეწონაა♡♡




მადლობა ნინიკო❤

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამო

ფერები, არა დაკარგული ადამიანები, არამედ ახალი, თუნდაც დროებითი ადამიანები არიან. ბნელი ჩვენში... ყველაფერს ვეჩვევით და ყველაფერს ეჩვევა ადამიანი ნათქვამია. მიმაჩნია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი წყევლაც და ჯილდოც შეგუებაა. შემაგვიანდა... ვფიქრობ, ახლა ეს სიტყვები იმიტომ მომხვდა გულზე , რომ თავად გამომაცოცხლეს. უბრალოდ, დიდხანს ზამთარს შეჩვეულს ამიყვავდა ისევ იები, იასამნები და ეს ფერიც სწორედ რომ ხსნასთან ასოცირდება ჩემთვის. მზეო, მზეო, შემოგნატრის მთვარე ღამის. უფრო მძიმე, უფრო ლაღი და მეტად ფერადიც. მე მიყვარს ღამის სევდა და დღის სილაღე, ღამის კრთომა და დღის სუსხი, მე მიყვარს ღამე, უვარსკვლავო ღამე და მთვარე, ერთადერთ მნათობად ბნელის... ვარსკვავებს ადრე იმ ადამიანებად მივიჩნევდი ვინც აწყმოში ჩამომრჩნენ და მომავალში აღარ შემომიერთდებოდნენ, ხო , ვხედავთ ბევრია. არ ვიცი, მე შენში მომწონს ლოდინი. ვგულისხმობ, განცდებს. არ მეჩვენება დრო ბევრი შენი ნაშრომიდან-ნაშრომამდე. დღეში მხოლოდ ერთხელ გკითხულობ, რადგან ბევრ ემოციას წაატანს ხოლმე ხელს შენი გრძნობები და მეც ვიშლები. რაც არ უნდა კარგად მქონდეს წიგნი დახურული, მაინც იხსნება და ირევიან ჩემში ფურცლებზე შეჩერებული სიტყვა-აზრები. ასე შემოგეჩვიე. არ მიყვარს მოლოდინის გრძნობა, რადგან გარკვეულ ზღვარს აწესებს და თითქოს რაღაც მხრივ ერთ ჩარჩოში ექცევი. სხვა დროს უკეთ აგიხსნი რას ვგულისხმობ, მაგრამ ახლა , მიხარია რომ არ მაქვს რაღაცის მოლოდინი, რადგან ვიცი, ყოველთვის მოახერხებ იმ წერტილების, მახვილების დასმას, რაც აუცილებლად გაგვახსენებს საკუთარი ცხოვრების განვლილ-განსავლელ და რაღა თქმა უნდა არსებულ გზასაც. რომ შეძლებ ყოველთვის მაწერინო შენთვის და გელოდო, არა რაღაც განსხავებულისთვის, არამედ შენ შესაცნობად, გასაზიარებლად შენის გრძნობების, შენი ყოფის. მადლობა ამისთვის. წარმატებები ❤

 


№5  offline წევრი ტურაგო

სტუმარი მარიამო
ფერები, არა დაკარგული ადამიანები, არამედ ახალი, თუნდაც დროებითი ადამიანები არიან. ბნელი ჩვენში... ყველაფერს ვეჩვევით და ყველაფერს ეჩვევა ადამიანი ნათქვამია. მიმაჩნია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი წყევლაც და ჯილდოც შეგუებაა. შემაგვიანდა... ვფიქრობ, ახლა ეს სიტყვები იმიტომ მომხვდა გულზე , რომ თავად გამომაცოცხლეს. უბრალოდ, დიდხანს ზამთარს შეჩვეულს ამიყვავდა ისევ იები, იასამნები და ეს ფერიც სწორედ რომ ხსნასთან ასოცირდება ჩემთვის. მზეო, მზეო, შემოგნატრის მთვარე ღამის. უფრო მძიმე, უფრო ლაღი და მეტად ფერადიც. მე მიყვარს ღამის სევდა და დღის სილაღე, ღამის კრთომა და დღის სუსხი, მე მიყვარს ღამე, უვარსკვლავო ღამე და მთვარე, ერთადერთ მნათობად ბნელის... ვარსკვავებს ადრე იმ ადამიანებად მივიჩნევდი ვინც აწყმოში ჩამომრჩნენ და მომავალში აღარ შემომიერთდებოდნენ, ხო , ვხედავთ ბევრია. არ ვიცი, მე შენში მომწონს ლოდინი. ვგულისხმობ, განცდებს. არ მეჩვენება დრო ბევრი შენი ნაშრომიდან-ნაშრომამდე. დღეში მხოლოდ ერთხელ გკითხულობ, რადგან ბევრ ემოციას წაატანს ხოლმე ხელს შენი გრძნობები და მეც ვიშლები. რაც არ უნდა კარგად მქონდეს წიგნი დახურული, მაინც იხსნება და ირევიან ჩემში ფურცლებზე შეჩერებული სიტყვა-აზრები. ასე შემოგეჩვიე. არ მიყვარს მოლოდინის გრძნობა, რადგან გარკვეულ ზღვარს აწესებს და თითქოს რაღაც მხრივ ერთ ჩარჩოში ექცევი. სხვა დროს უკეთ აგიხსნი რას ვგულისხმობ, მაგრამ ახლა , მიხარია რომ არ მაქვს რაღაცის მოლოდინი, რადგან ვიცი, ყოველთვის მოახერხებ იმ წერტილების, მახვილების დასმას, რაც აუცილებლად გაგვახსენებს საკუთარი ცხოვრების განვლილ-განსავლელ და რაღა თქმა უნდა არსებულ გზასაც. რომ შეძლებ ყოველთვის მაწერინო შენთვის და გელოდო, არა რაღაც განსხავებულისთვის, არამედ შენ შესაცნობად, გასაზიარებლად შენის გრძნობების, შენი ყოფის. მადლობა ამისთვის. წარმატებები ❤




ახლა გაციებული, ცუდ ხასიათზე მყოფი ვიჯექი და შენი კომენტარის დანახვამ ვერ წარმოიდგენ როგორ გამომიკეთა ხასიათი მარიამო

იციი პატარაობიდან მწერლობას ძალიან ვაფასებდი, ვიჯექი ხოლმე ჩემთვის მარტო და გონებაში ვწერდი "რაღაცეებს" მაგრამ ფურცლამდე არასდროს მიმქონდა...რათქმაუნდა ისინი დაიკარგნენ. ახლა როგორც იქნა ფურცლის დაძახილს მივუხედე, სანამ აქ მოვიდოდი მანამდეც ბევრი ვიფიქრე(გქონდეს მწერლობაზე პრეტენზია ბევრს ნიშნავს, აქ რომ ნაწერს ვაქვეყნებ მას "ავტორი"ეწერება ეს პასუხისმგებლობაა) ვფიქრობდი ღირდა კი ჩემი ნაწერები სხვებისთვის გასაზიარებლად?...შენი სიტყვები მარწმუნებს ხოლმე რომ ღირდა, ჰოდა სწორედ ამიტომ მადლობა პირიქით შენ მარიამო❤
მთავარია ვაკეთოთ ის რაც გულს უნდა, სხვა დანარჩენს?... სხვა დანარჩენს დრო გვაჩვენებს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent