შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობა 11 თავი


30-08-2019, 19:26
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 1 530

- სად იყავი მთელი ერთი კვირა? _ ყვირილით შეჰყვა კაბინეტში ლაშხს ლიჩელი.
- ნუ ყვირი, ფიქრი მჭირდებოდა. _ მშვიდი ხმით ამბობს გოგო, ჩანთას იხსნის და თავის ადგილს იკავებს.
- რა გჭირს დარო? ძალიან შეიცვალე.
- მე? მე არა, რა სისულელეა. ეს თავად ცხოვრება ცვლის ადამიანებს. ხვალ გადაცემაში მიმიწვიეს, იქ ყველაფერს ვიტყვი.
- რის თქმას აპირებ?
- იმის, რომ დემნა მამაჩემია. _ იღიმის და საბუთებს ახარისხებს.
- ხომ იცი ამ ყველაფერს რაც მოჰყვება?
- არ მაინტერესებს. ერეკლე ძალიან ბევრი საქმე მაქვს.
- მაგდებ?
- ასე გამოდის.


- რა ხდება დარო?
- შენი დახმარება მჭირდება ჯონათან. _ ერთ წერტილს მიაშტერდა.
- ხომ იცი მე ყველაფერში დაგეხმარები.
- ერეკლეს უნდა უთვალთვალო. მასზე ყველაფერი უნდა ვიცოდე, ყველაფერი. მისი საქმიანობაც, ვის ხვდება, რას აკეთებს, რას ჭამს. როდის იღვიძებს როდის იძინებს.
- რამე მოხდა?
- აღარ ვენდობი.
- ის ხომ.
- ჰო ჩემი შეყვარებულია, მაგრამ მაინც. _ ჩანთა გახსნა, რაღაც დოკუმენტი ამოიღო და ჯონათანს გაუწოდა. - აი მიზეზი რატომაც არ ვენდობი მას.
- შეუძლებელია.
- არა, შესაძლებელია.
- ყველაფერს გავარკვევ. _ ფეხზე დგება კაცი, თავზე კოცნის გოგოს და იქაურობას სცილდება. ჯონათანის წასვლის შემდეგ დაროს ტელეფონი რეკავს. ნაცნობი ნომრის დანახვისას ეღიმება.
- მოგენატრე? _ ირონიით ეუბნება კაცს.
- დარო შენი ნახვა მინდა. _ სევდიანი ხმით ამბობს კაცი.
- რას ამბობ? მართლა?
- გთხოვ.
- არ არსებობს. ამდენი წლის შემდეგ, შენ უბრალოდ მირეკავ და მთხოვ შეგხვდე. მთხოვ და არა მოითხოვ.
- უნდა გელაპარაკო. ისე, რომ არავინ გაიგოს.
- უსასრულოდ დაგელოდები. _ წლების შემდეგ პირველად გამოიყენა სიტყვა, სიტყვა რომელსაც მხოლოდ მას ეუბნებოდა.
- 20 ცუთში მანდ ვარ. _ ტელეფონი გამორთო და ჩანთაში დააბრუნა.


- ყალბი ღიმილი, ყალბი მისალმება, ყალბი მეგობრობა, ყალბი სიყვარული. სიყალბემ მოიცვა ქვეყანა, ყალბია ადამიანი. გაქრა ადამიანობა, გაქრა მეგობრობა, ყველაფერი გაქრა რაც ერთ დროს ფასობდა. ახლა მოდაში სიყალბე, ორპირობა და არა ადამიანობაა. რთულია გამოიცნო ვინ არის ნამდვილი და ვინ ყალბი. რთულია ენდო, ვეღარ ენდობი, არც უნდა ენდო. შენც ყალბი ხარ, შენი სამეგობრო, მეც, ჩემი სამეგობრო. არ ენდო, აღარავის არ ენდო, არც შენს თავს არ ენდო. გატკენს ყველა გატკენს, არ შეიყვარო, დამიჯერე არავინ შეიყვარო. არავის ენდო, არც მას ვისაც სარკეში ხედავ. გგონია, რომ ვბოდავ არა? ვიცი ასეა, მაგრამ ამ სიყვების სისწორეში სულ მალე დარწმუნდები. მოვლენ თავს შეგაყვარებენ, გატკენენ. წავლენ, წავლენ ისე თითქოს არაფერი მომხდარა. შენ კი დაიტანჯები, მთელი ცხოვრება ეს ტკივილი შეგჭამს, გაგანადგურებს, დაგაჩოქებს. შემდეგ როდესაც გამოჩნდება, ნამდვილი ადამიანი სიყალბის გარეშე, შეცდები და მას უარს ეტყვი. რადგან ტკივილი რომელიც სიყალბემ დაგიტოვა, არ მოგცემს უფლებას ისევ ენდო.

- არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ისევ ისეთი არის როგორც ადრე. _ ფიქრი კაცის ხმამ შეაწყვეტინა.
- ცდები. აღარაფერია ისე როგორც ადრე.
- რომ შემეძლოს.
- რომ შეგეძლოს რა? აღარ მიგვატოვებდი? მაშოს აღარ მოკლავდით? დედას არ უღალატებდი? რას გააკეთებდი?
- რომ გითხრა ძალიან ვწუხვარ- თქო დამიჯერებ? მაპატიებ?
- გაპატიებ? რა გაპატიო? ჩემი დის სიკვდილი? დედის გაუბედურება? თუ ჩემი გამწარება? ცხოვრება ჯოჯოხეთად, რომ მიქციე ეგ? თუ ის მამა, რომ წამართვი? რომელი ერთი გაპატიო? ყველაფერი რომც გაპატიო, მაშოს სიკვდილს არასოდეს გაპატიებ. როგორ შეგეძლო? მითხარი? როგორ დაუშვი მისი სიკვდილი? ის შენ გაღმერთებდა? მისთვის ყველაზე წმინდა შენ იყავი. როგორ მოგვექეცი ასე? დედა, დედას როგორ მოექეცი? ჯერ მიატოვე, შემდეგ შვილი მოუკალი. ამასაც არ დასჯერდი და მისი მეორე შვილი, მის კალთას მოაშორე. სადღაც ჯანდაბაში გაუშვი. იქ სადაც ყოველ დღე ნატრობდა სიკვდილს. ისიც მოკალი შინაგანად მოკალი. მერე რა, რომ სუნთქავს ისიც მკვდარია. შენ თავად დაანგრიე ყველაფერი, ის რასაც ამდენი წელი აშენებდი, ერთი ხელის მოსმით გაანადგურე. ბაბუაჩემი ახლა ცოცხალი, რომ იყოს ხომ იცი ამ ყველაფერს არ გაპატიებდა. ხომ იცი მოგკლავდა, ყველას მოკლავდა ვინც ჩვენ გვატკენდა. საკუთარივი თავი მძულს რადგან, ყოველივე ამის შემდეგ მაინც მიყვარხარ. შეუძლებელია, მაგრამ მაინც მიყვარხარ. იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე მაქამდე. იცი კიდევ რას ვერ გაპატიებ? იმას, რომ ჩვენს თავს ის კრუელა ამჯობინე. შენ მე უმამობისთვის, ტკივილისთვის და მარტოობისთვის გამიმეტე.
- მომკალი.
- არა, შენთვის სიკვდილი შვებაა.
- მე ყოველ დღე ვკვდები, შენს გარეშე, დედაშენის გარეშე, მაშოს გარეშე. მტკივა, ის დაკარგული წლები. მე ყოველ დღე ვკვდები თქვენს გარეშე. მაშოს სიკვდილის ამბავი, რომ გავიგე. მოვკვდი იმ დღეს მოვკვდი. მე არ ვიცოდი, მის სულს ვფიცავარ არ ვიცოდი მაშო ცოცხალი თუ იყო. როდესაც სახლში ნიკა მომიყვანა, მხოლოდ შემდეგ გავიგე. ყველფერი, რომ მცოდნოდა მის გადასარჩენად ყველაფერს გავაკეთებდი. საკუთარ სიცოცხლესაც გავიღებდი. ოღონდ ის გადარჩენილიყო. შენმა წასვლამ საბოლოოდ გამანადგურა, მეგონა იქ კარგად იქნებოდი თუმცა როგორც სჩანს შევცდი. იცი რა რთულია ყოველ დღე უყურო, შენს საყვარელ შვილს და ვერ ჩაეხუტო? ვერ აკოცო? ვერ მოეფერო? მე ეს უფრო მანადგურებს, შინაგანად მკლავს. დედაშენი ერთადერთი ქალია ვინც მიყვარს, მიყვარდა და მეყვარება. მის გარდა არავინ შემიყვარდება. არ მინდოდა, შენს სიცოცხლეს და მის თავს გეფიცები არ მინდოდა, არ მინდოდა თქვენი დატოვება, მაგრამ მომიწია. დამემუქრნენ თუ არ მიგატოვებდით, ყველას დაგხოცავდნენ. შემეშინდა თქვენი დაკარგვის შემეშინდა. მხოლოდ თქვენს დასაცავად გადავდგი ეს ნაბიჯი, მაგრამ მაინც ვერ დაგიცავით.
- შენი "სიყვარული" მაინც ვერ გადამაფიქრებინებს, ჩემს შურისძიებას. არ მჯერა, შენი არც ერთი სიტყვის არ მჯერა. რაც არ უნდა მითხრა, მაინც არ დაგიჯერებ. შენ, სწორედ შენ დამაკარგინე ადამიანების მიმართ ნდობა. ამის მერე არც ერთ შენ სიტყვას არ დავიჯერებ. შენ, რომ ჩვენი დაცვა გსდომოდა ჩვენთან დარჩებოდი და არ წახვიდოდი. რატომ გამოჩნდი ახლა? გაიგე არა? გაიგე ხალხისთვის ყველაფრის თქმას, რომ ვაპირებ? პრემიერი, მინისტრები, ბიზნესმენები უკვე მოვიშორე. ახლა დროა პასუხი შენც აგო. თუმცა იცოდე, შენს ბო** ცოლს ყველაზე მძიმე სასჯელი ელის.
მას არ ვაცოცხლებ გესმის? ჩემი ხელით მოვკლავ. ისე მოვკლავ, რომ ხელიც არ ამიმანკალდება. მათგან ერთ-ერთს ვესაუბრე. მან ყველაფერი მითხრა. დეტალები მითხრა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია გიმტკიცებ ამ ყველაფერში შენი კრუელაა დამნაშავე-თქო შენ მაინც არ მიჯერებდი. მან დამიდასტურა, ბრძანება სწორედ, რომ შენმა კრუელამ გასცა. ვაუპატიურების არა, მოკვლის. მან მაშოს მოკვლის ბრძანება გასცა. ყველანაირი დოკუნტი, მტკიცებულება მაქვს. სამი წლის წინ დედას თავს, რომ დაესხნენ. მისი მოკვლა, რომ სცადეს ისიც მან მოაწყო. ბაბუა, იცი ვინ მოკლა ჩემი ბაბუა? იცი ვინ მოკლა მამაშენი? შენმა საყვარელმა სიმამრმა. იცოდნენ თუ მას არ მოიშორებდნენ, შენ ვერანაირად ჩაგიგდებდნენ ხელში. ბაბუას ავარია შემთხვევითობა კი არა, მოწყობილი იყო. იცოდი შენს კრუელას პირველი ქორწინებიდან შვილი, რომ ჰყავს?
- შვილი? ის არასოდეს ყოფილა გათხოვილი. _ დაიბნა კაცი.
- რას ამბობ? ნუთუ არაფერი იცოდი. მამა. _ წლების შემდეგ პორველად, სიძულვილით, ზიზღით ან ირონიით კი არა სიყვარულით დაუძახა კაცს. - ეჰ მამა, მამა. შენ, რომ იცოდე, რომ იცოდე რა ახლოს გყავს შენი გერი,მაგრამ ვერაფერს ხვდები. პრინციპში ვერც მიხვდები. ისინი არაფრით გვანან ერთმანეთს ფიზიკურად, აი სულიერად კი. სულიერად გვანან, ორივენი ერთნაირი დამპლები, სულით ნაბ***რები არიან. წარმოგიდგენია, მან ჩემი მოტყუებაც მოახერხა, მაგრამ ბოლომდე ვერა. გავიგე, ყველაფერი იმაზე ადრე გავიგე ვიდრე, საჭირო იყო. მე ყველაფერს დაგინგრევ, ცხოვრებას თავზე ჩამოგამხობ ისევ როგორც შენ გაგვიკეთე. იმ შენი კრუელას წვალები თუ წამებით შექმნილ შენს, პოლიტიკოსობას სულ მალე მოეღება ბოლო. ვერავინ შემაჩერებს, იცოდე. თუ ვინმე შეეცდება ჩემს გაჩუმებას, მაშოს სულს ვფიცავ ნებისმიერს ისე მოვკლავ თვალსაც არ დავახამხამებ.
- დავიღალე დარო. შენს თავს ვფიცავარ დავიღალე შვილო. არ მინდა, აღარ მინდა, არც პოლიტიკა აღარ მისი ნახვა, კრუელასი როგორც შენ ეძახი. მომკალი შვილო, მომკალი და ერთხელ და სამუდამოდ დავისვენებ მეც და შენც.
- არა. _ ბოლოჯერ შეათვალიერა კაცი. კაცი რომელიც ერთ დროს მისი სიამაყე იყო, კაცი რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა. ნაღვლიანად გაუღიმა და იქაურობა დატოვა.


- არ არსებობ. ეს გოგო.
- ანუ პრეზიდენტის შვილია.
- შეუძლებელია.
- არა რა, უეჭველი ღადაობს.
- რა სისულელეა.
- არა, არა ისე კი გვანან ერთმანეთს.
მეორე დღეს მთელი ქალაქი მხოლოდ დაროს ვიდეოს უყურებდა ინტერნეტში, მან პირობა შეასრულა, ყველას გააგებინა ვინ იყო სინამდვილეში. მამამისის პოლიტიკოსობას მართლაც, რომ ერთ დღეში მოუღო ბოლო.
- ჩვენ გავიმარჯვეთ. _ ღიმილით გადაეხვია ასაკოვანი მამაკაცი.
- გავიმარჯვეთ ბაბუ.



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგია, ეხლა რამდენი ხნით დაიკარგებით ...

 


№2  offline მოდერი LurjTvala demoni

სტუმარი მანანა
ძალიან კარგია, ეხლა რამდენი ხნით დაიკარგებით ...


გპირდები დიდი ხნით აღარ ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან კარგია და მალე თუ დადებთ ახალ თავს გაგვახარებთ ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი Maariiammi

ძალიან მომწონს ეს ისტორია
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე 11 თავიი
იმედია მალე დადებბ
რატომღაც კრუელას შვილი ერეკლე მგონია!?
იმედია ერეკლე არაფერ შუაშიაა????❤

 


№5  offline მოდერი LurjTvala demoni

სტუმარი თეო
ძალიან კარგია და მალე თუ დადებთ ახალ თავს გაგვახარებთ ❤️


ვეცდები რაც შეიძლება მალე ავტვირთო ❤️

სტუმარი Maariiammi
ძალიან მომწონს ეს ისტორია
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე 11 თავიი
იმედია მალე დადებბ
რატომღაც კრუელას შვილი ერეკლე მგონია!?
იმედია ერეკლე არაფერ შუაშიაა????❤


არ ვიცი, ვნახოთ ვნახოთ. მიხარია რომ კითხულობთ ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი მაკო

კარგი ისტორიაა მაგრამ ასე 5 თვეში ერთხელ დადება ტეხავს. იმედია მალე დადებ სიამივნებით წავიკითხე

 


№7  offline მოდერი LurjTvala demoni

სტუმარი მაკო
კარგი ისტორიაა მაგრამ ასე 5 თვეში ერთხელ დადება ტეხავს. იმედია მალე დადებ სიამივნებით წავიკითხე


მაპატიე ჩემო კარგო მქონდა მიზეზი როს გამოც ვერ ვდებდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent