შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 24)


2-09-2019, 13:32
ავტორი naattii
ნანახია 1 719

-როგორ თუ მოკლეს?_ლამის შენობა შეზანზარდა დაჩის ბღავილზე. -ამდენი პოლიციელი აქ რა ჯანდაბას მიკეთებთ? ექვსი კაცი მოგვიკლეს, ექვსიი, და თქვენ ამდროს რას იფხანდით? _ბოლო ხმაზე ბდღვინავდა კაცი.
-ვერავინ ვერაფერი გაიგო უფროსო, საჭმელი მოწამლეს, ეჭვიც არ გვქონია ასეთ რამეზე_უფრო დაპატარავებულიყო ამბის მომტანი. მთელი განყოფილება გარინდულიყო, უფროსის ასეთი ყვირილი არავის გაგონა და თავდახრილი უსმენდნენ დამსახურებულ საყვედურს.
-ეგეც უნდა დამებარებინა არა? ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის მოწმეები იყვნენ, ნუთუ ვერცერთმა მოიფიქრეთ რომ ფრთხილად ყოფილიყავით? და გამომძიებლები გქვიათ?_თვალებ დაწითლებული აგრძელებდა ყვირილს. ბოლოს ერთი ღრმად ამოიხვნეშა და წინასწარი დაკავების საკნისკენ წავიდა გაბრიელთან ერთად.
ექვსივე მოკუნტულები და პირიდან ქაფ გადმოსულები ეყარნენ ცივ იატაკზე. საჭმლის ნარჩენები ყველას ჯერ კიდევ ხელში ქონდათ შერჩენილი და ისე შეჰყინვოდათ სახეზე საბოლოო ცივი გამომეტყველება.
-ექსპერტიზა ჩუტარონ ყველას და დეტალებში მომახსენონ საწამლავის ყველა შემადგენელი კომპონენტი, იქნებ რომელიმე იშვიათი იყოს და მისი პოვნით ნაგაზზე გავიდეთ_უკვე დაბალი ხმით დაიბარა უფროსმა გამომძიებელმა და გაბრიელს მიუბრუნდა -მოკიდე ორივე და-ძმას ხელი და ჩემთან შემოდით, შენმა ძმამაც დაანებოს ბუტიაობას თავი და ათ წუთში აქ გაჩნდეს.
-გასაგებია_თავი დაუქნია ბიჭმა და მაშინვე მოიძებნა მობილური.

ფიქრებით სავსე მიუყვებოდა იოანე ტროტუარს და მაინც ვერც ერთზე ფიქრობდა საფუძვლიანად. ხვდებოდა, რომ ნენეს მართლაც ცუდად მოექცა, თავს ლანძღავდა სოფელში ჩადენილი საქციელის გამო, ყველაფერი ხომ სწორედ იმ დღის შემდეგ დაიწყო. მეორე მხრიდანაც, მართალიც იყო გოგო, რა უფლება ქონდა მის ცხოვრებაში ასე ჩარეულიყო? თვითონ ხომ ყოველ საღამოს იცვლიდა სხვადასხვას, ნენეს არ ქონდა უფლება ვინმე ეპოვა და შეყვარებოდა? მართალია ცივად გასცრა ნენეს სხვასთან წარმოდგენისას, მაგრამ მას არავინ ეკითხებოდა. გონს მაშინ მოვიდა, როცა ნაცნობ კარებზე ხელმა მის დაუკითხავად დაიწყო კაკუნი.
-იოანე_რამდენიმე წამში უკვე ჯერ კიდევ ნაწყენი თვალები უმზერდნენ ღია კარიდან.
-შეიძლება?_ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული ბიჭი და საერთოდ ვერ ფიქრობდა რა უნდა ეთქვა.
-რადგან მოხვედი. _უკან დაიხია გოგომ.
-ნენე, მისმინე, მე არ მინდოდა ასე გამოსულიყო_მისაღებში ჩამოჯდა გოგოს წინ და აშკარად მოერიდა თვალი გაესწორებინა.
-როგორ გინდოდა იოანე?_სამაგიეროდ ნენემ ამოხედა უტეხად.
-მე, მართალი ხარ, შენ ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ მაქვს, უბრალოდ არ მინდა ისეთ ადამიანებთან გქონდეს კავშირი.
-როგორ ისეთთან? იცნობ საერთოდ დათოს?
-ის ხომ ნარკომანია_წარბები აეზიდა ბიჭს.
-საიდან დაასკვენი? რადგან ნანემსარები უნახე? ორი კვირაა არ გაუკეთებია, ვეხმარები, ერთად გადავაგდებთ მის ამ ჩვევას და ყველაფერი კარგად იქნება_ცივად ჟღერდა გოგოს ხმა.
-ნენე ყოფილი ნარკომანები არ არსებობენ, წამლის გადაგდება ასე იოლი გგონია? ან რაიცი რომ არ იკეთებს? დაურეკია ლომკაში მყოფს? მასთან ყოფილხარ? იცი რომ ამ დროს შეიძლება რამე დაგიშაოს?_აღშფოთება გაერია იოანეს ხმაში.
-მეგონა ბოდიშის მოსახდელად მოხვედი და შევმცდარვარ, ისევ იგივეს აკეთებ. შენი დაკარგვა არ მინდა იოანე, მინდა ისევ ისეთი მეგობრები ვიყოთ, მაგრამ როგორც ჩანს შეუძლებელია, მე რატომღაც ჩუმად ვატარებდი ბო*ებს შენს ცხოვრებაში, მათგან რამდენიმე რამე შეიძლებოდა გადაგდებოდა?
-მაგრამ ირგვლივ იმდენი ბიჭია.
-მე დათო მომწონდა_ჯიუტად იმეორებდა ნენეც.
-მაგრამ, ადამიანო ......_ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა სათქმელი. -გაბრიელია_მაშინვე უპასუხა ტელეფონს და წარბები შეეკრა. უხმოდ გათიშა და ნენეს გახედა -მაპატიე უნდა წავიდე.
ნაღვლიანი მზერა გააყოლა მასპინძელმა მიმავალ საყვარელ კაცს. ეს ბოლო წვეთი იყო, ცრემლების ამოხეთქვას ვეღარ გაუძლო, იოანეს კარი მისთვის დაკეტილი იყო, დრო მოვიდა საბოლოოდ შეგუებოდა ამას და ცხოვრება გაეგრძელებინა...

ბოლთას ცემდა დაჩი ოთახში და ყველა დაბარებულის შეკრებას ელოდა. რამდენიმე წუთში იოანემაც შემოაღო კარი და ჩუმად დაჯდა მძვინვარე უფროსის წინ.
-მოკლედ, ამ წუთიდან ასმაგად ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, ნაგაზი მოწმეების მოშორებაზე გადავიდა, ამიტომ და-ძმა უნდა დავიცვათ. რამდენიმე ბიჭს გამოგიყოფთ.
-გმადლობთ, მაგრამ უკვე ვნახე თქვენი ბიჭები რა კარგად იცავენ ხალხს, ჩემ თავს თავად მივხედავ და ლილუსაც_ფეხზე წამოდგა სანდრო.
-ლილუ აქ იქნება_მტკიცედ ჟღერდა გაბრიელის ხმა.
-მაგრამ ....
-აქ მირჩევნია სანდრო_თავის დაქნევით შეაწყვეტინა გოგომ სანამ ისევ კამათზე გადავიდოდნენ.
-მე წავალ ექსპერტიზას დავადგები თავზე და იქნებ ცოტა დავაჩქარო_საქმეში უკვე გარკვეულმა თქვა იოანემ.
-კარგი, მაშინ გაბრიელი ლილუს დააბინავებს და მერე მალხაზისთან შეიკეტება_ბიჭს გადმოხედა და მის თანხმობაზე კარისკენ მიუთითა ყველას. თავად კი დაძაბულმა აიღო ტელეფონი და პროკურატურის ნომერი აკრიბა. დრო იყო უფროსობისთვის მსხვერპლზე ეთქვა.

ცარიელ გზატკეცილზე მიქროდა მანქანა, გაბრიელს გვერდს ლილუ უმშვენებდა და ხმას არცერთი იღებდა. ხეები ლაქებივით ცვლიდნენ ერთმანეთს და ნამდვილად ახერხებდა ლილუ ყურადღების მათზე გადატანას. ადელეს ხმა ნაზად იფრქვეოდა მანქანაში და მსმენელს მოდუნების საშუალებას აძლევდა.
-აქ რა გვინდა?_დაუსახლებელ მიდამოს გადახედა ლილუმ და მანქანიდან გადმოვიდა. ცას ნელნელა ეპარებოდა განთიადი და ვარსკვლავებს ჩაქრობას აიძულებდა.
-მემგონი ცოტა განმარტობა და დასვენება ორივეს გვჭირდებოდა_თბილად გაუღიმა ბიჭმა და სქელი პლედი ამოიღო.
-თანაც ირგვლივ არც ხეა არც შენობა და თუ ვინმე მოგვიახლოვდება დავინახავთ_გაეცინა გოგოს.
-ან პროფესიონალი ხარ ან ნელნელა ხდები_სიცილი აუტყდა გაბრიელს და ჯერ კიდევ ცივ მინდორზე დააფინა პლედი.
-რა სიმშვიდეა_ცხვირით ღრმად შეისუნთქა ჰაერი გოგომ და თვალები დახუჭა, სულ ოდნავ არხევდა სიო მის თმებს.
-ერთი საათი გვაქვს დასვენების უფლება_მოწყენილმა დახედა გაბრიელმა საათს.

-ახლა რა იქნება?_რამდენიმე წუთიანი სიჩუმე დაარღვია ლილუმ და თვალების გახელა არ იჩქარა.
-ახლა? ახლა მე და იოანე ყველაფერს გავაკეთებთ ნაგაზის დასაჭერად, სიმართლე რომ გითხრა ჩემს ერთ რომელიღაც ნაწილს, რომელიც უფრო ბოროტია_გაეცინა გაბრიელს, -სულაც არ უნდა ნაგაზის დაჭერა, ოცნებობს რომ შეეწინააღმდეგოს და საკადრისი მიიღოს, მაგრამ მეორე უფრო მოაზროვნეა.
-და რატომ? ის ხომ ცხოვრების ბოლომდე ციხეში წავა?
-ხოდა სწორედ ეგ არ მინდა, მისნაირებს ციხეში ტახტრევანს უდგამენ, ეთაყვანებიან, ციხის უფროსად აყენებენ და ყველანაირი აკრძალვის მიუხედავად მის საქმიანობას აგრძელებიებენ, ჩვენ კი ამ ყველაფერს ვერ ვუშველით.
-ჩვენ რა გვეშველება?_ჩუმად ამოთქვა ლილუმ.
-ჩვეენ? _გოგოსკენ მიაბრუნა სახე გაბრიელმა. -არამგონია პირველი გამომძიებელი ვიყო, რომელსაც დამნაშავე შეუყვარდა.
-შეუყვარდა?_წამში გაახილა თვალები და მანაც ბიჭს გამოხედა.
-შეუყვარდა_თავი დაუქნია ბიჭმა და გაეცინა რამდენიმე წამში ლილუს ტუჩები რომ იგრძნო.
-ხვდები მაინც რა შარში ყოფ თავს?_ზემოდან დაჩერებოდა გაცისკროვნებული გოგო.
-ვერც მივხვდი ისე გავყავე, ამ მიმზიდველ ერთ ადგილს რომ მითამაშებდი და მიღიმოდი რა გეგონა_სიცილით წამოარტყა საჯდომზე ხელი გაბრიელმა და ლილუც აიყოლია.
-იოანეს და ნენეს რა ვუყოთ?
-აი ნახე სანამ ნენეს არ ვაიძულებ სულ გამოაშტეროს ჩემი ძმა არ დავნებდები_სიცილით ამოიღო აზუზუნებული ტელეფონი ბიჭმა. -აჰა, ძაღლი ახსენეო_ეკრანი მიუბრუნა გოგოს რომელზეც ნენეს სახელი ციმციმებდა.
-გისმენ ნენე.
-........
-შენ რა მთვრალი ხარ?_ლილუთი წამოჯდა გაბრიელი მინდორზე.
-.................
-კარგი, დამელოდე_ოხვრით გათიშა ტელეფონი და ლილუ იგივე პოზაში მჯუცელზე შემომჯდარი წაიყვანა მანქანისკენ.
-დამსვი არანორმალურო_ბოლო ხმაზე ჭყიოდა გოგო და მთელი გულით იცინოდა, სხვა გზა არ ქონდა, ბედნიერება მოწყენის საშუალებას არ აძლევდა.
-ნუ მაიმუნობ_გვერდითა სავარძელზე შეაგდო ბიჭმა და თვითონ საჭესთან დაიკავა ადგილი, -ჯანდაბა, სამსახურში რომ უნდა დავბრუნდე_საათს დახედა გაბრაზებულმა.
-მოდი შენ სამსახურში წადი, მე ნენეს მივხედავ.
-კარგი, თავის კლუბშია, გალეწილი მთვრალი, შენც დაგალევინებს თანაც ბევრს და დიდი იმედი მაქვს რომ მასსავეთ წაქცეულს არ მოგაგნებ, ჩემებს დავურეკავ და ორ თავისუფალ პატრულს ჩუმად გამოგაყოლებ, მყავს გამოცდილები_თვალი ჩაუკრა გაბრიელმა და ტელეფონი მოიმარჯვა.


-უფროსო, მართალი იყავით, ისევ აქ მოვიდა_ჩურჩულებდა ხეს ამოფარებული ფიგურა.
-ვიცოდი, უკან შეყევი და ნახე ვისთან მივიდა, ასეთ დროს მნიშვნელოვანი თუ არ არის არ შეხვდებოდა. მარტოა?
-გასაგებია, არა რამდენიმე კაცი ახლავს და არც იმის შანსია დიდად რამე გამომივიდეს, ზედმეტად ბევრი ხალხია.
-აუცილებელი არაა აყალმაყალი, ვაიძულებ თავად მოვიდეს ჩემთან.
-ვიღაც გოგოს მიუჯდა უფროსო, ა ეს ხომ აქაურია, აი ის გოგოა ჯერ იმ მოღალატე სანდროსთან რომ ვნახეთ და ახლა მას მოეხვია.
-ესეიგი ახლობლობენ, ძალიანაც კარგი, აცადე იჭორაონ და ხვალ დილისთვის ეგ გოგო ადგილზე დამახვედრე. იცოდე უხმაუროდ, გატაცების კვალი არ უნდა ჩანდეს.
-გასაგებია უფროსო, შევასრულებ.
-მაგ ენაჭარტალს მაცადოს თუ თავისი ფეხით არ მოვიყვანო ჩემამდე_ფიფქიას დედინაცვლის სიცილით გათიშა ნაგაზმა ტელეფონი.



№1  offline წევრი წერო:)

პირველიიი ახლა წავიკითხო დდ

ვაი დედიკოოო
არა კი ვიცოდი ეს დროც რო დადგებოდა მაგრაამ მაინც ამენერვიულაა დდდ
ნეტა გაბრიელის ტვინში ჩამახედა სად უშვებდა რო უშვებდა გაიგებს მერე რო გაიტაცეს და ლეწოს თავისი ნივთები რამდენიც უნდა დდდ
დავინტრიგდიიი კაი თავი იყოო და ახალი მინდაა რაც შეიძლება მალე დდდ????????❤❤????????????????????

 


№2  offline მოდერი naattii

მარიამ კახიძე
პირველიიი ახლა წავიკითხო დდ

ვაი დედიკოოო
არა კი ვიცოდი ეს დროც რო დადგებოდა მაგრაამ მაინც ამენერვიულაა დდდ
ნეტა გაბრიელის ტვინში ჩამახედა სად უშვებდა რო უშვებდა გაიგებს მერე რო გაიტაცეს და ლეწოს თავისი ნივთები რამდენიც უნდა დდდ
დავინტრიგდიიი კაი თავი იყოო და ახალი მინდაა რაც შეიძლება მალე დდდ????????❤❤????????????????????

კარგად წაიკითხე ბოლო ნაწილი ცოტა აგერია :D :D :D გაბრიელი არა მაგრამ სხვა დალეწავს გემრიელად :D

 


№3 სტუმარი თიკა

ბოლოში ნენეზე იყო საუბარი? ნენე რა შუაშია? ნუ მოკლედ ძალიან მაინტერესებს კარგი ისტორიაა წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს <3

 


№4  offline მოდერი naattii

თიკა
ბოლოში ნენეზე იყო საუბარი? ნენე რა შუაშია? ნუ მოკლედ ძალიან მაინტერესებს კარგი ისტორიაა წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს <3

კიი ნენე იყო, რადგან ლილუს და ბიჭების მეგობარია მიტო დაინტერესდა

 


იოანე ისედაც აღრენილი დაიარება და ახლა ნენეს რამე რომ დაემართოს მერე ხო საერთოდ აიწყვიტავს. იმედია ნენეს არაფერი დაემართრბა, ნუ, პრინციპში ნენეს ცოტა ხნით გაქრობა შეიძლება დაეხმაროს კიდეც მიხვდეს რას გრძნობს, მაგრამ მაინც, ჩემი გოგო უსაფრთხოდ უნდა იყოს.
შეყვარებული გაბრიელი საოცრებაა❤ ძალიან ტკბილი წყვილია ეგ ორი❤
აი, ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერაფრით მივხვდი ვინ შეიძლება იყოს მოღალატე და არ გინდა მითხრა ვინაა?
ველი შემდეგ თავს❤

 


№6  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ეს ნაგაზი სულ უფრო საშიში ხდება :( ვეღარ ვითმენ როდის დააკავებენ.

 


№7  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
იოანე ისედაც აღრენილი დაიარება და ახლა ნენეს რამე რომ დაემართოს მერე ხო საერთოდ აიწყვიტავს. იმედია ნენეს არაფერი დაემართრბა, ნუ, პრინციპში ნენეს ცოტა ხნით გაქრობა შეიძლება დაეხმაროს კიდეც მიხვდეს რას გრძნობს, მაგრამ მაინც, ჩემი გოგო უსაფრთხოდ უნდა იყოს.
შეყვარებული გაბრიელი საოცრებაა❤ ძალიან ტკბილი წყვილია ეგ ორი❤
აი, ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერაფრით მივხვდი ვინ შეიძლება იყოს მოღალატე და არ გინდა მითხრა ვინაა?
ველი შემდეგ თავს❤

არადა თავიდან სულ სხვა წყვილის შექმნა მინდოდა, ლილუ ძალიან უკარება დორბლებს რომ გადმოაყრევინებდა გაბრიელს და გააწვალებდა, მაგრამ რაღაც სულ სხვა მხრივ წავედი და ნენეზე გადავიდა ის როლი :D

 


№8 სტუმარი Tam

Discounts on popular products

Good afternoon!

Only we have such low prices. Watch and choose.

Hot Sales 20% :

- Bottoms
- Tops & Tees
- Cellphones & Telecommunications
- Laptop Parts
- Camera & Photo
- Earrings
- Home & Garden, Appliance
- Women's Bags
- High Tech Toys
- Sports Accessories
- Men's Grooming
- Lights & Lighting

You can see even more here: https://rb.gy/yk3vte

The best offer on the market. Best price and fast delivery.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent