რეალური (სრულად)
ღამის ნათურის ფონზე ვუყურებ მის გამოსახულებას, თხელი სწორი ცხვირი, ბუნებრივად ლამაზი წარბები და სქელი ღვინისფერი ტუჩები. თმა შუბლზე ჰქონდა გაოფლილს მიკრული და მშვიდად ფშინავდა. გული მწყდებოდა ჩვენი ურთიერთობა ასე უბრალოდ რომ უნდა დასრულებულიყო. მაგრამ მე ვერ შევთავაზებდი უზრუნველ ცხოვრებას მხოლოდ ჩემი მშობლების ქონების ხარჯზე, მათ იმედზე. ----- საკეტის ჩხაკუნი და ჩუმი ნაბიჯების ხმა მესმის. დივანზე წამოწოლილი ნელა ვახელ თვალებს და ოთახში შემოსულს ვუღიმი -რატომ არ გძინავს?-როდესაც მამჩნევს მეკითხება ის -არ დამეძინა-ვუღიმი და დივანზე ადგილს ვათავისუფლებ მისთვის. ისიც თეთრ კეტებს იქვე კუთხეში ტოვებს და გვერდით მიწვება. მისი შეხება და ჩემი სრულად გამოფხიზლება ერთია. ჟრუანტელი როგორც ყოველთვის არ აყოვნებს და მეც, მისი სხეულის სითბოთი ბედნიერი მხრებზე ვეხვევი. თავს გულზე ვადებ და ისიც წელზე მხვევს მკლავებს, შუბლზე მეკვრის ცხელი, ღვინისფერი ბაგეები. -ძალიან დაიღალე?-ვეკითხები და თან მზერა ტელევიზორზე მაქვს გაშტერებული, სიბნელეში მხოლოდ მისი გამოსხივება ანათებს ოთახს -როგორც ყოველთვის, ხალხი თითქმის არ იყო მაგრამ მაინც ბევრი საქმეა-მპასუხობს თბილად და ამჯერად ყელზე მაკრობს ტუჩებს. -წამოდი, დაწექი, ცოდო ხარ-ისევ მე მეცოდება ის წელის ტკივილისთვის და ღიმილით ვდგები ფეხზე. -საჭმელი გვაქვს რამე?-ისე საწყლად მეკითხება, უნებურად სიცილი მიტყდება მასზე -დღეს გაგიმართლა, გვაქვს-ჩემ პასუხზე გაკვირვებული წევს წარბებს მაღლა და მიღიმის სამზარეულოს მაგიდასთან ვზივართ ორნი, მე და ლაზარე, ღამის 5 საათზე. ის ჩემს მიერ გაკეთებულ ბოსტნეულის სუპს აგემოვნებს, თან გაკვირვებული მიყურებს, ეს გაკვირვება გემრიელი საჭმლითაა გამოწვეული, რომელიც თითქმის არასდროს გვაქვს სახლში თუ ჩემი მომატებული მადით ვერ გამიგია -რა ხდება?-ვეკითხები და ატმის ჯემს კიდევ ერთხელ ვუსვამ პურზე და გემრიელად ვილუკმები -არაფერი, ძალიან გემრიელია-მიღიმის და საჭმელზე მანიშნებს. რამდენიმე წუთში მე მაგიდას ვალაგებ, ის კი ჭურჭელს რეცხავს. სამზარეულოს მილაგების შემდეგ ერთად შევდივართ საძინებელში და მთელი დღის და ღამის გადაღლილებს ერთმანეთზე ჩახუტებულს გვეძინება. 7 საათზე უკვე ჩუმად ვდგები საწოლიდან, ვცდილობ უხმაუროდ გავემზადო და ქუჩაში გავდივარ. წამით მის სხეულს ვავლებ მზერას, საბანში ცხვირამდეა გახვეული, მოუხედავად იმისა, რომ ზაფხულია და მშვიდად ფშინავს თითქმის 8 საათიანი მუშაობის შემდეგ უზომოდ გადაღლილი მივდივარ სახლში. ლაზარე ფხიზლადაა, როგორც კი შევდივარ მეგებება და კოცნით მაჯილდოებს. -დავიღალე-მაშინვე წუწუნს ვიწყებ და სამზარეულოს პატარა მაგიდას ვუჯდები -აგვისტოში რას შვები? მიდიხარ საქართველოში?-მკითხა მას შემდეგ რაც ქვაბი მაცივრიდან გამოიღო და გაზქურაზე დადგა -არვიცი, მომენატრნენ მშობლები, შენ აპირებ წამოსვლას?-შევუბრუნე ამჯერად კითხვა. -ხომ იცი, საბუთებს ვამზადებ-დამნაშავე ხმით ჩაილაპარაკა მან -ვიცი, ამერიკაში გინდა წასვლა-გავუღიმე, ვითომ ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებდა. -ხომ იცი, ოდესმე უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში ელენე, ვეღარ ვიტან უცხო ქვეყანას, ემიგრანტობას, არ მინდა ჩემი მშობლები ჩემს გარეშე დაბერდნენ, აქ ცხოვრება ჩემთვის უკვე იმდენად აუტანელია, ულამაზესი ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭული მეზიზღება ელე-ხმაში სევდა ერევა მას. -კარგი, მე ხომ არ გეწინააღმდეგები ლაზარე? უბრალოდ ერთად რომ ვერ ვიქნებით იმიტომ ვწუხვარ, თორემ შენი მომავალი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია-ამჯერად გულრწფელად, რეალურად ვუღიმი და მოწყვეტით ვკოცნი ტუჩებზე. მე და ლაზარე დგებუაძემ ერთმანეთი თითქმის სამი წლის წინ გავიცანით. რომში უკვე 1 წელი იყო რაც ვცხოვრობდი, ის კი ახალი ჩამოსული იყო. ერთ ბინაში დავსახლდით და ქირაც გავიყავით. აქედან დაიწყო ჩვენი ერთობლივი ცხოვრება. ზაფხული იყო, აგვისტო მოდიოდა, 2 აგვისტოდან შვებულება მეწყებოდა 2 კვირიანი, ჯერ კიდევ ვერ გადამეწყვიტა, წავსულიყავი საქართველოში, მენახა მშობლები თუ დავრჩენილიყავი და ლაზარესთან ერთად გამეტარებინა დაუვიწყარი ბოლო ორი კვირა. არჩევანი მალევე გავაკეთე. ივლისის შუა რიცხვები იყო. სახლში მისულს კვლავ ლაზარე შემეგება ღიმილიანი მზერით. -ბილეთი ვიყიდე-ვუთხარი შესვლისთანავე და გავიხადე თუ არა ფეხი სამზარეულოსკენ წავედი. -როდის მიფრინავ?-ხმაჩამწყდარმა მკითხა და გვერდით მომიჯდა -2-ში, ჯერ კიდევ 2 კვირა გვაქვს წინ-ვუღიმი და ლოყაზე ვჩქმეტ. მასაც ეცინება ჩემს ქცევაზე მთელი ორი კვირა როგორც გვჩვეოდა, ერთმანეთის ზრუნვაში და სამსახურისგან გადაღლილებმა გავატარეთ. -- -ადექი, ახლავე, მივდივართ, გარეთ ვივახშმოთ-ფეხზე დგება ის და ხელზე მექაჩება მეც ასაყენებლად, ბოლო ღამე იყო ჩვენი ერთად გატარებული. მეც ვაპირებდი მისთვის სადმე წასვლა შემეთავაზებინა, მაგრამ ორმაგად მესიამოვნა, რომ დამასწრო. მის ქცევაზე კისკისი მიტყდება, ამხელა კაცი ისეა აჟიტირებული, ლამისაა თავისი ხელით ჩამაცვას. ჯერ ჭრელ სარაფანს ვიცვამ, შემდეგ შავს და მის წინ ვტრიალდები -შავი ჯობს-თავს მიქნევს ის და მეც თეთრ სუპერსტარებს ვირგებ ფეხზე. -სად მივდივართ?-ვეკითხები მას შემდეგ რაც ინტერნეტში იწყებს სასურველი ავტობუსის ძებნას სამი ავტობუსის გამოცვლისა და 1 საათის შემდეგ უკვე მდინარე ტიბრის ნაპირს მივუყვებით. მასზე მიხუტებული მონუსხული ვათვალიერებ ნაცნობ ადგილებს. მდინარე სხვადასხვა ფრად ელვარებს, რასაც მის სანაპიროებზე არსებული რესტორნების მრავალფეროვნება განაპირობებს. ქუჩის მომღერლები კიდევ უფრო მეტ ელფერს სძენდნენ გარემოს. ერთ-ერთ რესტორანში შევედით. პირდაპირ მდინარეს გადაჰყურებდა მაგიდა. -ძალიან მომენატრები-ჩემს ხელს მის ტორებში იქცევს და სევდიანად მიღიმის ის. -რაღაც უნდა გითხრა ლაზ-მისი განწყობა მეც მედება და თვალები მაშინვე მიწყლიანდება -საქართველოში სამუდამოდ მივდივარ-მის მომლოდინე მზერას რომ ვუყურებ ვეუბნები -ძალიან კარგია ელენე, ეს როდის გადაწყვიტე?-ეღიმება მას. -თითქმის ორი კვირაა-მძიმედ ვსუნთქავ და მონოლოგისთვის ვემზადები -ლაზარე, რამდენი ხანია ერთად ვცხოვრობთ, შენ თითქმის ყველაფერი გახდი ჩემი, შენს გარეშე როგორ უნდა გავაგრძელო ამ სახლში ცხოვრება არვიცი, არც ამ ქალაქში გაჩერება მინდა, რომელიც ყოველ დღე, ყოველ წამს შენს თავს გამახსენებს, შენ ისედაც უკვე წასული იქნები მე რომ ჩამოვალ, მინდოდა ეს ორი კვირაც ერთად გაგვეტარებინა, მაგრამ რაღაც მოხდა, რასაც სრულიად შეეძლო შენი გეგმების შეცვლა-სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს, გატეხილი ხმით ვსაუბრობ და ძლივს ვიკავებ ცრემლებს, რომლებიც სადაცაა ჯებირს გადმოლახავენ. -რა მოხდა?-გაოგნებულია აშკარად ჩემი სიტყვებით -პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ მიყვარხარ-პირველად ვეუბნები სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მამაკაცს და ვუღიმი, ბედნიერი ვარ და თან არ ვარ, ვერ გამიგია ეს ცრემლები მისი წასვლისგან გამოწვეული უბედურების ცრემლებია თუ ჩემი სიტყვებისგან და მომავალი კარგი ამბისგან -მეც მიყვარხარ ელ, ეს მრავალჯერ მითქვამს შენთვის-ეცინება მას -ხო მაგრამ მე ხომ არ მითქვამს?-ზედმეტად გულაჩუყებული ვწევ მისკენ სკამს და გვერდით ვუჯდები, ტანზე ვეკვრი და ვსლუკუნებ, ვიცი რომ არ ღირს, არ ღირს მისი კიდევ უფრო დამძიმება მაგრამ თავს ვერ ვერევი. არ ვამტყუნებ რატომაც მიდის, ძნელია, ძნელია მისთვის სამშობლოს გარეშე ცხოვრება, საკუთარი მიწის გარეშე ცხოვრება, ჩემსავით მხოლოდ გასართობად არაა წამოსული. არ შეუძლია მასაც ისე ხშირად იაროს მშობლებთან როგორც მე. ახლაც, ისე მიფრინავს სხვა კონტინენტზე ვერც კი ახერხებს საკუთარი ქვეყნის და მეგობრების მონახულებას. -მალე დავბრუნდები გპირდები-შუბლზე მაკრობს ტუჩებს, მასაც გაბზარული აქვს ხმა, მაგრამ ცდილობს ემოციები დამალოს. -კიდევ მინდა რაღაცის თქმა-ვსწორდები უცებ -ორსულად ვარ ლაზარე-ვეუბნები ჩუმად და მის გაკვირვებულ-გაბრაზებულ სახეს ვუყურებ -ახლა? ახლა რატომ მეუბნები ელენე?-აშკარად გაურკვევლობაშია ის -იმიტომ, რომ ხვალ მე მივდივარ, მე და ჩვენი პატარა დაგელოდებით, ოღონდ საქართველოში, ერთადერთი რასაც ბავშვისთვის გთხოვ ისაა, რომ არ თქვა შენს გეგმებზე უარი. წადი, წადი და თუნდაც 10 წლის შემდეგ ჩამოდი. მე და ბავშვი დაგელოდებით-სიტყვები, რა თქმა უნდა, წინასწარ გააზრებული იყო. -რა? სად წავიდე? ნორმალური ხარ? ან შენ სად მიდიხარ? როგორ აპირებ ბავშვის გაზრდას? ან სად აპირებ? ამაზე დაფიქრდი საერთოდ? მარტო როგორ შეძლებ ელენე?-უამრავ უაზრო თუ აზრიან კითხვას სვამდა ის და ეტყობოდა, ჯერ ვერც კი გაეაზრებინა რა უნდა ექნა. -მე ძალიან კარგი ოჯახი მყავს ლაზარე, შენ არ იცნობ, მაგრამ ვიცი, აუცილებლად გამიგებენ ისინი, მათთან ვიცხოვრებ და დედა დამეხმარება ბავშვის აღზრდაში, პატარა არც მე ვარ, უკვე 26 წლის ვარ. ხვალ წავალ და შენ მშვიდად დაფიქრდი, გაანალიზე სიტუაცია, კარგად აწონ-დაწონე ყველაფერი, მაგრამ ჩემი რჩევა მაინც იქნება მიყევი შენს გეგმებს, ახლა კი წავიდეთ სახლში-ავდექი ფეხზე და სანამ აზრზე მოვიდოდა ანგარიშიც გადავიხადე. უხმოდ გავუყევით სანაპიროს კვლავ, შემდეგ კი დიდხანს ვიმგზავრეთ ავტობუსით, ერთად, კვლავ უხმოდ. მშვიდად მეძინა ლაზარეზე მიხუტებულს მთელი ღამე, ღამე რომელიც შეიძლება უკანასკნელიც ყოფილიყო მასთან ერთად გატარებული. არც კი ვიცოდი როდის მეღირსებოდა კიდევ მისი ნახვა. არ ვიცოდი... -- -არ წახვიდე-მკაცრი იყო მისი ხმა -უნდა წავიდე ლაზარე, ნუ სულელობ-მეცინებოდა უკვე მასზე -თვითმფრინავში რამე რომ დაგემართოს? მუცელი რომ აგტკივდეს? ბავშვზე სულ არ ფიქრობ?-უკმაყოფილო ტონი ჰქონდა მას -7 თვის ორსულები მგზავრობენ, მე ჯერ 2 თვის ვარ, დაწყნარდი რა, რომ ჩავალ, მაშინვე დაგირეკავ-მოვეხვიე მას და ძალიან, ძალიან ვეცადე ცრემლების შეკავებას. მშვიდად ავედი თვითმფრინავში.. არ მსურდა ჩემი ცრემლებით მისი აფორიაქებული სული კიდევ უფრო დამემძიმებინა. მე შეიძლება რომში მხოლოდ თავგადასავლების საძიებლად ვიყავი ჩამოსული, მაგრამ ის ოჯახისთვის, მშობლების და დის დასახმარებლად, უწევდა მთელი ღამე სამსახურში ყოფილიყო, ოღონდ იმაზე მაღალი ხელფასი აეღო, ვიდრე დღე აიღებდა. კიდევ დიდხანს ვფიქრობდი ლაზარეზე, ძალიან დიდხანს, სანამ ძილი არ მომერია და დაფრენისას გამცილებელმა არ გამაღვიძა. მშობლები, რა თქმა უნდა, გაფრთხილებული მყავდა, აეროპორტში დამხვდნენ და მხურვალედ გადამეხვივნენ დიდი ხნის უნახავს. რა თქმა უნდა, ჰორმონებმა ამჯერად ძლიერად იმოქმედა და მხურვალედ ავტირდი მათ დანახვაზე. ღამის ორ საათზე ჩასული, გათენებამდე ვსაუბრობდით მე და დედა. მამა, როგორც ყოველთვის, დასაძინებლად წავიდა. დედასთვის არ მითქვამს იმ ღამეს ორსულობაზე, მინდოდა ორივესთვის ერთად მეთქვა. -- -მოკლედ, კარგად იცით, რომ შეყვარებული მყავდა რომში-ვუცხადებ მშობლებს -მიგატოვა და იმიტომ ჩამოხვედი?-წარბებს წევს მამა, ირონიულია, როგორც ყოველთვის -არა მამა, არავის მივუტოვებივარ, უბრალოდ რამდენიმე წელი ცალცალკე მოგვიწევს ცხოვრება, ამასთან არის რაღაც მნიშვნელოვანი, რის გამოც მე უკვე სამუდამოდ ვბრუნდები აქ-ამოვთქვი ნერვიულად. -სამუდამოდ? იმედია ჩვენთან ცხოვრებას არ აპირებ-თბილი ურთიერთობების პიკი იყო მამა, რომელი ნორმალური ადამიანი ეტყოდა ამას საკუთარ შვილს? მაგრამ ჩემი უსაყვარლესი მამა, როგორც ყველა ჩამოყალიბებული ადამიანი ფიქრობდა, რომ 26 წლის გოგოს არ უნდა ეცხოვრა მშობლებთან, პირიქით, ის დამუკიდებელი უნდა ყოფილიყო ყველანაირად. -ვაპირებ მამა სამწუხაროდ-წარბები შევკარი მე -პაატა, დააცადე ბავშვს, ჩვენთან თუ არა სად უნდა იცხოვროს? არ მოგენატრა მაინც?-უკმაყოფილო იყო დედა მამას სიტყვებით -ორსულად ვარ-ვაჯახე სანამ კამათს დაიწყებდნენ. წამით ორი წყვილი თვალი გაოცებით მომაშტერდა -ბავშვის მამა სადაა?-მშვიდად მკითხა მამამ -ამერიკაში მიდის რამდენიმე დღეში, ბავშვის არსებობის შესახებ მხოლოდ გუშინ ვუთხარი, თქვენგან მხარდაჭერას და დახმარებას ველი ის წლები, რაც ის საქართველოში არ იქნება-ვუთხარი მოკლედ და გაოცებული მშობლები მისაღებში დავტოვე, მე კი მესამე სართულზე, ჩემს ოთახში ავედი და მშვიდად დავიძინე. --- -კარაქიანი პური და თაფლი მინდა ცაცხვს ჩაისთან ერთად-ვუთხარი მზარეულს და ვერანდაზე გავედი. მართალია ჩვენი უზარმაზარი სახლი ყველანაირად კარგია, მაგრამ აუზი არ აქვს, რომელშიც სიამოვნებით ვიბანავებდი. მშვიდად დავჯექი სარწეველა სკამში და მზეს მივუშვირე სახე. -თქვენთან არიან-დამლაგებელმა შემაწყვეტინა მზის აბაზანების მიღება -ვინაა?-გამიკვირდა ძალიან, თითქმის არავინ იცოდა, რომ ჩამოვედი. -ვიღაც მამაკაცია, მისაღებში გელოდებათ-მითხრა ქალმა და გამეცალა. მეც მაშინვე წამოვდექი და მისაღებში შევედი. ლამის თვალები ბუდიდან გადმომცვივდა ზურა ღლონტი, ჩემი ყველაზე არანორმალური ნათლია რომ დავინახე -არ არსებობს-ვიკივლე მაშინვე და ისე ძლიერად ჩავეხუტე, წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა. -არსებობს, არ გკითხავ როგორ ხარ, უბრალოდ ეს უნდა ნახო-მომიშორა მაშინვე და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. რაღაც მოძებნა და ცხვრწინ ამიფრიალა -ეს ვისი სახლია?-გამიკვირდა მე -3 დღით ვიქირავე, ვერთობით ბოლომდე, სვანეთშია-გამიცინა მან. -ახლა წამოდი ვისაუზმოთ და მერე ვისაუბროთ-მაშინვე გამახსენდა გამზადებული საუზმე და მაგიდისკენ გავეშურე. ზურამაც მალევე უთხრა მზარეულს, რას შეჭამდა და მხიარული სახით დამიჯდა წინ -აბა? არაფერი ჩამომიტანე?-წარბები ამიწია მან, თუმცა პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი კვლავ დამადგა დამლაგებელი თავზე -ვიღაც მამაკაცია თქვენთან-მითხრა კვლავ' -შემოიყვანე, ალბათ გიორგია-მივუბრუნდი ზურას, გიორგი მისი ძმაა და ჩვენი მეგობართაგანი. ისიც გაიგებდა ჩემს ჩამოსვლაზე ალბათ. -ლაზარე?-ლამის ყბა ჩამომივარდა შემოსასვლელში დგებუაძის მაღალ სხეულს რომ მოვკარი თვალი. მან ჯერ ზურას შეავლო მზერა, შემდეგ კი მე გადმომხედა რაღაცნაირი მზერით, რომელშიც ეჭვიანობა ამოვიკითხე. -დილამშვიდობის ელენე-ჩემს გვერდით სკამი გამოწია მან და დაჯდა. პირდაპირ ზურას გაუსწორა მზერა და გაიღიმა -აქ რას აკეთებ?-გაოგნებულმა მხოლოდ ამის კითხვა მოვახერხე -ჩამოვედი ელენე, შენ გეგონა ჩვენ შვილს უპატრონოდ მივატოვებდი?-წარბაწეულმა გადმომხედა -შვილსო? ელენე ბავშვი როდის გააჩინე-გულრწფელად გაკვირვებულმა გადმომხედა ღლონტმა რაზეც სიცილი ამიტყდა -ლაზარე, ეს გაიცანი ჩემი ნათლიაა, ზურა ღლონტი, ეს კი ჩემი შეყვარებულია ლაზარე, ბავშვი ჯერ არ გამიჩენია ზურა, 7 თვეში გავაჩენ-წამით შევნიშნე ლაზარეს სახე როგორ დაუწყნარდა, როდესაც გაიგო ჩემს წინ ნათლია იჯდა და არა უბრალოდ "მეგობარი" -სასიამოვნოა ძმაო, ერთმანეთს მერე უკეთ გავიცნობთ-ხელი ჩამოართვა სერიოზული სახით ზურამ და ზუსტად ვიცოდი "მერე"-ში სადმე ბარში დალევა და ლაზარესთვის "გოგოს თუ აწყენინებ მოგკლავ"-ს თქვა იგულისხმა. -სალაპარაკო გვაქვს არა?-გადმომხედა ლაზარემ, ზურასთვის კი პასუხი აღარ დაუბრუნებია -კარგი, მე წავალ, სვანეთს ისევ განვიხილავ იცოდე-სწრაფად წამოხტა ფეხზე ზურა, ლოყაზე კოცნით დამემშვიდობა და გაუჩინარდა -არ მინდოდა შენს გეგმებზე უარი გეთქვა-მშვიდად ამოვისუნთქე და ისე გავხედე გაღიმებულმა -და შენ რა ფიქრობ რომ ჩემი გეგმები შენზე და ბავშვზე მნიშვნელოვანია ელ?-საოცრად თბილი გაუხდა ხმა მას, შემდეგ კი მზერა სახლს მოავლო -შეგეძლო გეთქვა მილიარდელი რომ იყავი-წარბაწევით მითხრა მან -და რა შეიცვლებოდა მაგით? ფული ნიშნავს რამეს? მილიარდელი კიდევ არვარ-უკმეხად ვუთხარი და ხელები გულზე გადავიჯვარედინე -უფრო ადრე დაგკერავდი და მერე არც ამერიკაზე ვიფიქრებდი, არც მარტო წამოსვლა მოგიწევდა-რა თქმა უნდა, მეხუმრებოდა ის. -წამოდი, ჩემს მშობლებს გაგაცნობ-სწრაფად წამოვხტი ფეხზე და მასთან ერთად წავედი მეორე სართულისკენ. -- -დარწმუნებული ხარ ამ სასახლიდან ჩემს ოროთახიანში გადმოსვლა რომ გინდა?-წარბები აწია ჰაერში ლაზარემ -კი სრულიად-გამეცინა მასზე -შენს ადგილზე არ წამოვიდოდი-კვლავ ხუმრობის ხასიათზე იყო ვაჟბატონი -- -მამაშენმა სამუშაო შემომთავაზა-წინ დამიჯდა დაღვრემილი სახით ლაზარე -მერე დათანხმდი-მხრები ავიჩეჩე -მინდოდა ჩემით მეპოვნა რამე-ამოიოხრა მან -ეს საქართველოა ლაზიკო, დათანხმდი, შენ გგონია ახლა პაატა კაბინეტში წამოგჭიმავს? ხელფასს მოგცემს მაგრამ გაგწყვიტავს წელში, თან სიძე კაცს ბევრად მკაცრად მოგექცევა-ვიცოდი მამაჩემის ხასიათი და გულრწფელად შემეცოდა ის. -- -რატომ მაღვიძებ ელენე, ვკვდები ისეთი დაღლილი ვარ-ნახევრად ძილბურანში მყოფი მეუბნებოდა ის -თაფლის ქილას ვერაფრით მოვხსენი თავი, მე კი ისე მომინდა, ლამისაა ნერწყვით დავიხრჩო-ლოგინშივე მივაწოდე მას ქილა და გამობზეკილი მუცელზე ხელი დავიდე. --- -იმედია რამე სასწაული არ გინდა-შუაღამეს, ხრიწიანი ხმით მპასუხობს იგი ძახილზე. -მოთუშული ხახვი მინდა-ჩემი სიტყვები და მისი გაოცებული ოხვრა ერთია -აი ნორმალური თუ იყოთ შენ და ჩემი ბიჭი რა-სიცილით წამოდგა ფეხზე. აგარაკზე ვიყავით, სვანეთში, ზურას მიერ მოძებნილში, ოღონდ ამჯერად ახალ წელს ვხვდებოდით აქ. -ამდენი საჭმელია და მოთუშული ხახვი საიდან გაგახსენდა?-უკმაყოფილო იყო ის. უგემრიელეს სუნზე მალევე გაეღვიძა ყველას. -მეგონა მეჩვენებოდა, ამ შუაღამეს რამ გაგაღვიძა-გაოცებული დაჯდა ბარზე ზურა და მომაშტერდა -აუ ამის შემხედვარე ბავშვი აღარ მინდა ტო-ამოიბუზღუნა როდესაც დამინახა როგორ ვჭამდი ტაფიდან პირდაპირ პურით ხახვს. -- მოუხედავად მცირე განსაცდელებისა, რომელიც მოუწიათ გადაეტანათ ლაზარესა და ელენეს მაინც ერთად არიან დღესაც, რადგან ისტორია რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და ძალიან მინდოდა ის თქვენთვის გამენდო. არვიცი რამდენად კარგად გადმოვიტანე მათი ცხოვრება ვორდის ფურცლებზე, მაგრამ ძალიან მმინდა თქვენი აზრი გავიგო.მივიღებ კრიტიკასაც,რა თქმა უნდა, რადგან ვიცი ისეთი არაა როგორიც უნდა იყოს. მე მაინც ვეცადე <3 მადლობა ყურადღებისთვის ტომაჩკა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.