დაკარგული დრო !დასასრული!
თავი 5 ორი კვირით ადრე გადაღლილი ძლივს მილასლასდა სახლში.ძალიან იტვირავდა თავს, თითქოს ფიქრებიდან თავის დაღწევას ცდილობდა. ჩვეულებრივ, წყალი გადაივლო, ივახშმა და ხმაჩაწეულ ტელევიზორს მიუჯადა. ისიც ისე დუმდა როგორც სახლის თითოეული კედელი. ფიქრებიდან ზარის წკრიალა ხმამ გამოარკვია. გაკვირვებული წამოდგა, რკინის კარს მიუახლოვდა, სახელურს ხელი ჩამოკრა და კართან მდგომ მაღალ მამაკაცს დააკვირდა. -გამარჯობა, თქვენთვის ამანათია,გთხოვთ ხელი მოაწერეთ. ბიჭს მიერ მოწოდებულ ფურცელზე ხელი მოაწერა და კუთვნილი კონვერტიც მიიღო. თავაზიანად დაემშვიდიბა კურიერს, კარი მიხურა და ჩქარი ნაბიჯებით გაუდგა ოთახისკენ მიმავალ გზას. ვერ ხვდებოდა ვისგან შეიძლებოდა ყოფილიყო. კონვერტი გახსნა და ლამაზად დაკეცილი ფურცელი გაშალა. თერ ფურცელზე უამრავ სიტყვას მოეყარა თავი. თვალს ლამაზ ნაწერს აყოლებდა. გაუაზრებლად იკვალავდნენ გზას ცრემლები კატერინას ლამაზ სახეზე, ბოლოს ფურცელზე ხმაურიანად ეცემოდნენ და მელნსაც ტყაპნიდნენ. ნელ-ნელა იაზრებდა წაკითხულს. ფურცლის ბოლოს მარჯვენა კუთხეში დაწერილ სიტყვებს დააკვირდა. დაბურული თვალებიდან მაია არაბული ამოიკითხა და გულიანად ატირდა. მანაც მიიღო მაიას წერილი, მისთვისაც სწორედ იმ დღეს აეხადა ფარდა კარგად შენახულ საიდუმლოს. ######## რიტმულად ფეთქავდა ორი გული.სრულიად სხვანაირად. გაშეშებულ კატერინას დაუფიქრებლად სდიოდა ცრემლები, სხეული უთრთოდა. რაღაც სხვანაირად უცემდა გული, სისხლიც კი სულ სხვანაირად მოძრაობდა. ყოველი უჯრედი ხარობდა, მაგრამ ტვინი მაინც ვერ იჯერებდა რომ მის წინ ანდრია ახვლედიანი იდგა და გაოცებული თვალებით უყურებდა. ნახევარი წუთი ადგილს ვერ მოსწყდა ახვლედიანი.ზუსტან ნახევარ წუთში გაიაზრა რომ საყვარელი ქალის წინ იდგა, აკანკალებული ქალისაკენ დაიძრა და გულში მაგრად ჩაიკრა, ზუსტად ისე როგორც მაშინ, ისე როგორც პირველად. ეხვეოდა,შუა ზაფხულში გაყინულ ქალს თავის სითბოს უნაწილებდა, ზუსტად ისე ათბობდა როგორც წლების წინ. ორი ყველასაგან განსხვავებული, სიყვარულით სავსე გული ერთმანეთს ეხებოდა. დაშვებულ ხელებს ვერა და ვერ ამოძრავებდაკატერინა, ბოლოს მანაც მიადო აკანკალებული ხელი ახვლედიანს და კიდევ ერთხელ მისცა მის მუხტს თვის სხეულში გადმოსვლის საშუალება. დიდხანს იდგნენ ასე. როგორც იქნა გონს მოეგო ახვლედიანი და ხელებში მოქცეულ გამხდარ სხეულს ფრთხილად მოშორდა.გაკვირვებული თვალებით შესცქეროდა წყვილს ელენა, ვერ იზარებდა მომხდარს, არ ახსოვდა ანდრია ვიღაც ქალს ჩახუტებოდა, მხოლოდ მას იკრავდა გულში. -მართლა შენ ხარ? - ძლივს ამოთქვა კატერინამ და იქვე ფუმფულა დივანზე მოწყვეტით დაეცა. ხელზე მაგრად იჩქმიტა და წამოიკვნესა. შეამოწმა ისევ სიზმარში ხომ არ ვხედავო.უსედაც გრძნობდა რომ რეალურად ეხებოდა მის სხელს, სიზმარი ხომ უბრალო ილუზია, თავის მოტყუება და სადღაც არარეალურ სამყაროში გადაკვარგა, სადაც ვერც კი ვგრძნობთ როგორ გვეხებიან, ვერც ვიაზრებთ სად ვართ, ჩვენს თავს რა ხდება, მაგრამ თუ ნაცნობ, მონატრებულ სილუეტს დავინახავთ მომენტს ვიყენებთ და ამ სიზმრით ვტკბებით. ვცდილობთ გონებაში გამოვკეტოთ,მეორე დღეს მივიწყებული რომ არ დაგვხვდეს. ოთახში გამეფებული სიჩუმე ელენას წკრიალა ხმამა დააღღვია. ანდრიას მიუახლოვდა და მომთხოვნი ამავე დროს გაკვირვებული სახით ახედა. -რა მოხდა მა? გაისმა კითხვა და წამში გამოფხიზლდა აღელვებილი კატერინა. ფეხზე წამოხტა, კი არ წამოხტა წამოფრინდა და შვილს მაგრად ჩეკრა. წარმოუდგენელი სითბო იგრძნო.ოდნავ მოშრდა და სახეზე მოფერება დაუწტო. აკანკალებულ ხელებს ფრთხილად უსვამდა ელენას გლუვ კანს და იღიმოდა. ისევ სცვიოდა ცრემლები, მაგრამ ეს არ იყო მწუხარების გამოძახილი, სხეულიდან წამოსული სიხარულის ცრემლებით ტიროდა აბაშიძე. დედა-შვილს ნელი ნაბიჯებით მიუხალოვდა ახვლედიანი, ჩაიმუხლა და ორივე მაგრად ჩიკრა. პირველად იყვნენ ასე, ერთად,ყოველგვარო დანაკლისის გარეშე.კარგა ხანს იყვნენ ასე. პირველად ანდრია ჩამოშრდა სამეულს, წამოიმართა,თხელი თითებით თმა აირია, ყველაფერი გადახარშა და სიჩუმე დაარღვია. -კატო ცოტა ხნით დაგვტოვე კარგი? ძლივს გამოერკვა, ნელ წამოდგა და ფრთხილი ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი. შვილის პირისპირ ჩაიმუხლა ახვლედიანი, სახეზე მოეფერა, ხელშ აიტაცა და მასთან ერთად დივანზე მოკალათდა. -ელე. - შეპარვით დაიწყო საუბარი. ძალიან ფრთხილობდა. საშინელებაა ასეი სიტოაციიდან გამოძრომა. -მა შენ მას კატო დაუძახე ხო? ნამდვილად არ ელოდა ამ კითხვის მოსმენას, თავი დაუქნია და წარბები გახსნა. -ის ცოცხალია ანდრია? ჰო, მიხვდა. ამოიცნო. როგორ? რთულია ამაზე პასუხის გაცემა. ისიც საკვირველია აქამდე როგორ ვერ იგრძნეს. მაგრამ იმ ყველა ეჭვის, სხეულში დავლილი ჭანჭველების გამომწვევი მიზეზი ეს ზებუნებრი გრძნობა არ იყო? სიახლოვე. დედა და შვილი, ორი ერთმანეთისავია ყველაზე ახლო ადამიანი. დედის მუცელში ვიწყებთ სიცოცხლეს,აქედანვე ვგრძნობთ ერთმანეს, აქედანვე ერთმანეთით ვართ. ჰო და აი ასე ამ არაბუნებრივი სიახლოვის წყალობით იპივეს ერთმანეთი. პირველივე დღესვე რაღაც სხვანაირი იგრძნო, სულ სხვანაირად დაიწყო სისხლმა მოძრაობა,ელენას სხეული აბაშიძის მიერ მოპოვებულმა ნდობამ და აუხსნელი მიზეზებით გამოწვეულმა სიყვარულმა მოიცვა. დაშტერებული სახით იყურებოდა ახვლედიანი. ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლება აეხსნა მომხდარი თითისტოლა ბავშვს. უამრავჯერ ჰქონდა ნანახი დედის სურათი, მაგრამ ისიც შეიცვალა 19 წლის ჯერ კიდევ ბავშვი იყო,ახლა კი გაიზარდა, დაიხვეწა, გალამაზდა და ძალიან შიცვალა. მაგრამ მასში ისევ იყო ძველი კატერინა რომელიც თავს გვახსენებდა და ამოცნობის საშუალებას გვაძლევდა. -ჰო. -იცოდი? -რამდენიმე დღის წინ გავიგე მა. ისევ სიჩუმე. -ელენა გაბრაზდი? -ნწ. - თავი გააქნია და გაიღიმა. - ვიპოვე მა, ჩვენ ის ვიპოვეთ. -ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ ელე. -ერთად ვიცხოვრებთ მა? თბილისში? კიდევ გააჩენთ შილებს? ხომ ვეყვარები? რომ არ მოვეწონო და ვერ შემიყვაროს? - ერთიანად დააყარა კითხვები და პასუხის მოლოდინში გაინაბა. -რას ქვია ვერ შეგიყვაროს ელენა? მე ხომ გიყვებოდი როგორ უყვარდი? იცი როგორ ენატრებოდი? უყვარხარ,ყველაზე და ყველაფერზე მეტად ელე. ის დედა და შეუძლებელია არ უყვარდე, და მოიშორე ასეთი ფიქრები. -ჩვენთან ხომ იცხოვრებს? -იცხოვრებს აბა სად წავა. - გაიღიმა, პატარა სხეული კიდევ უფრო ძლიერ მიიკრა და ლოყები დაუკოცნა. ……. ნელი ნაბიჯებით გაიარა დერეფანი, საფირფარეშორ კარი შეაღო, ნიჟარასთნ დადგა და ვალი თავის ანარეკლს გაუსწორა. ცრემლები მოიწმინდა, პირი მოიბადა კიდევ ერხელ შეხედა საკუთარ თავს. სრულიად ვანსხვავებულ ეკატერინეს, აი იმ ქალს 5 წლის წინ რომ მოკვდა და დღს ხელახლა დაიბადა. კარგახანს უყურებდა სარკეს. დამშიდებული დაუბრუნდა კაბინეტს თვალი დივანზე მსხსომ მამა-შვილს გაოსწორა. გაეღიმა. წლების შემდეგ ძველებურად, გულრწფელად იღიმოდა. უყვარდა ეს ორი, საკუთარ თავზე მეტად. სიჩუმე ისწვ ანდრიამ დაარღვია. -ელენა. - ბავშვი გადასვა და გაუღიმა. მასაც მეტი არაფეტი აარ უნდოდა, თავისმა სახელმა დააბრუნა რეალობას, გაიღიმა, წამოდგა და დედუს გრძელ ფეხებს მიეხუტა. მასაც მეტი რა სჭრდებოდა, დაიხარა, შვილი ხელში აიტაცა და ძალიან ძიერად მოეხვია. ეხვეოდა საყვარელ სხეულს და გულს უსაზღვრო სიყვარულით ავსებდა. არაფერი აკლდა. ყავდათ ერთმანეი და ჰქონდა ერმანეის სიყვარული. მელი ზაფხულუ ბათუმში გაატარეს. მონატრებულ მეგობრებთან ერად ისვენებდა აბაშიძე. სექტემბერშ ისევ თბილის დაუბრუნდნენ. წლების შმდეგ ისევ გააღეს სახლის კარი, სახლის რომელიც ერთ დროს მათი სიყვარულით ხარობდა. ისევ გააცოცხლეს მისუ კედლები, ისევ აავსეს სიყვარულითა და მხიარულებით. ერთად ცხოვრობდნენ ოთხნი. სამი ახლვლედიანი და ერთიც აბაშიძე. ქალბატონები როგორღაც უმკვლავდებონდნენ ორ ერთნაირ ახვლედიანს ანდრიასა და და ვაჩეს, პატარა ვაჟბატონს, მამის დაპატარავებულ მოდელს.არც ერ ახალწელს არ შეხვედრილან უერთმანეთოდ.არც ერი დაბადების დე არ გაუტარებიათ ცალ-ცალკე. მუდამ ერთად ერთ დიდ, სიყვარულით სავსე სახლში ცხოვრობდნენ ორი ერთნაირი ქალი და ორი ანალოგიური მამაკაცი. ესეც ჩვენი სამი ახვლედიანისა და ერთი აბაშიძის ისტორია. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.