შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, უშენოდ... (ნაწილი 5)


4-09-2019, 15:08
ავტორი natuci555
ნანახია 2 743

თვალები ძლივს დააშორა ერთმანეთს. თავი ისეთი გაბრუებული ჰქონდა ეჩვენებოდა როგორ ტრიალებდა ირგვლივ ყველაფერი. ცდილობდა გაეხსენებინა როგორ აღმოჩნდა ამ გაურკვეველ სიტუაციაში. წამოწევა სცადა მაგრამ ხელებში სუსუსტემ არ მისცა უფლება ადგილიდან დაძრულიყო. ბოლოს რაც ახოვდა დათა ახვლედიანის ხელის შეხება სახეზე და რაღაც საშინელი მომწარო სუნი, რომელმაც ცხვირის ნესტოები საშინლად აუწვა და ტვინისკენ დაძრულმა მოდუნების ბრძანება გასცა. მერე ყველაფერი გუფერულდა თითქოს. ახლა კი გონს მოდიოდა მისთვის უცნობ ოთახაში და ვერ ხვდებოდა უნდა შეშინებოდა თუ არა ამ სიტუაციაში. როგორც იქნა მოახერხა და თავი ოდნავ წამოწია. საწოლის წინ სავარძელზე მჯდარი დათა ხვლედიანი დაინახა, რომელიც მობილური ტელეფონის კლავიატურას აწვალებდა და ისე იყო ამ საქმით გართული არც გაუგია მარიამის გაღვიძება.
-იქნებ ამიხსნა რა ჯანდაბა ხდება და აქ რა მინდა?
- მზეთუნახავმა გაიღვიძააა!- უცბათ ამოიხედა ტელეფონიდან ახვლედიანმა და გაიღიმა - ასე უცებ ტო?! ჯერ მე არ უნდა მეკოცნა?! რანაირები ხართ ეს თანამედროვე პრინცესები.
- მორჩი ლაზღანდარაობას და პასუხი გამეცი - ხმას აუწია მარიამმა.
- ჯერ ეს ერთი ჩემს სახლში და ჩემი მისამართით მეორედ აღარ გაბედო ხმის აწევა თორემ ძალიან ცუდი გაბრაზება ვიცი გირჩევნია შენს თავზე არ გამოსცადო და მეორეც აწი კითხვებზე პასუხებს მაშინ მიიღებ როცა მე გადავწყვეტ ამას ჩემო მომავალო ცოლო - კბილებში გამოსცრა დათამ და მარიამს გაყინული მზერით გახედა.
- რაა ჯანდაბა ხდება?!-ტირილით ამოილაპარაკა მარიამმა- რა გინდა ჩემგან, რას გადამეკიდე? - უკვე ისტერიკა ეწყებოდა შეშინებულს.
- როგორ უკვე ზემოთ ავღნიშნე ამას მაშინ გაიგებ როცა მე გადავწყვეტთქო გითხარი მგონი უკვე, ცუდი სმენა გქონია, მაგრამ ამას გამოვასწორებთ. ხოლო რაც შეეხება ჩვენს მომავალ გეგმებს ჩემო ძვირფასო, ხვალ მე და შენ ხელს მოვაწერთ და ოფიცილურად ცოლ-ქმარი გავხდებით-სერიოზული ხმით საუბრობდა ახვლედიანი.
- შენ ჯანმრთელი ხარ? - მისი ნათქვამისგან გაოგნებულ ნაკაშიძეს თვალები გუფართოვდა.
- კი ცნობა მაქვს. სრულიად ჯანმრთელი,ყველანაირად. ამას პირველივე ღამეს დაგიმტკიცებ-თვალი ჩაუკრა და ეცადა არ გასცინებოდა.
-ღმერთო შენ მიშველე, ახლა გავგიჟდები- თავზე ხელები ძლიერად მოიჭირა და საწოლის კიდესთან ჩამოჯდა.
-ასე არ მაწყობს. მე გიჟი ცოლი არ მინდა. სერიოზული, შემდგარი კაცი ვარ. რას იტყვის ხალხი ცოლი გაუგიჟდაო - ცოტაც და ახარხარდებოდა ახვლედიანი.
- ცოლად კი რა შენ მაღაზიაშიც არ გამოგყვებ- ზიზღით ამოილაპარაკა მარიამმა.
- მინდა შეგახსენო ჩემო მომავალო ცოლო,რომ უკვე ორჯერ გამომყევი შენი ნებით. ერთხელ სახლამდე დ მეორედ საცეკვაოდ. ახლა მოეშვი ამ უაზრო ისტერიკას არ გიხდება ვაფშე ეს თავის დაფასება. მითუმეტეს თუ სხვა გამოსავალი არ გაქვს.
-რაა? რა გააკეთე? - შეშინებულმა გახედა და თვალებით თავისი ტელეფონისა და ნივთების მოძებნა დაიწყო.
- ნახე რა კარგად გიმუშავებს თავი როცა გჭირდება? ეს უკვე მომწონს - ხელი ხელს შემოჰკრა გახარებულმა ახვლედიანმა - ყველას ჰგონია რომ ჩემთან ერთად გაიპარე. სიყვარულის პონტში რა. - შენ სულ გამოშტერდი? ვის რა ჰგონია? შენ ყველა შტერი გგონია თუ დაიჯერებენ რომ ასე უცბათ გადამრია სიყვრულმა შენი ცოლობა გადავწყვიტე? - ბრაზისგან ერთიანად გაწითლებულმა წამოიყვირა მარიამმა.
- ამას შენს მიერ დაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები ამბობენ ჩემო ძვირფასო. თუ არ გჯერა ნახე -ტელეფონი გაუწოდა და გვერდით მიუჯდა.
მარიამმა თითების კანკალით გამოართვა მობილური ტელეფონი და მაშინვე შეტყობინებების დაფა გახსნა. შიშისგან გული გადაუქანდა. მისი ყველა ახლობელი ადამიანისათვის სმს იყო დაგზავნილი სადაც ნაკაშიძე ზედმიწევნით კარგად აღწერდა მისი გრძნობებისა და გადწყვეტილების შესახებ. ყურადღება ბოლოს გაგზავნილმა სმს მიიქცია სადაც უფროსს ატყობინებდა რომ სამსახურიდან მიდიოდა და ბოდიშს უხდიდა მომხდარისა და ფუჭი იმედების გამო.
- რა ნაძირალა ხარ?ღმერთო ჩემო ასეთი არარაობა როგორ ხარ? - ცრემლები გადმოსცვივდა მარიამს.
- მისმინე პრინცესავ სიტყვები მაქსიმალურად აკონტროლე - კბილებში გამოსცრა ახვლედიანმა - ერთ დღესაც მადლობას გადამიხდი, რომ იმ გამო..ირებული გაბრიაძის მკლავებიდან გიხსენი და მისი მორიგი სათამაშო არ გახდი. ეხლა კი დაისვენე ხვალ მძიმე დღე გაქვს ეს საქორწილო აურზაური დაგღლის ვიცი - ტელეფონი ხელიდა აართვა, შუბლზე აკოცა და კარში გაუჩინარდა.
კარების გადაკეტვის ხმა გიაიგო მარიამმა რაც იმას ნიშნავდა რომ ამ ოთახში უნდა ყოფილიყო გამოკეტილი. შიშისგან ლამის გული გაუსკდა. ათასი აზრი მოსდიოდა თავში. ცდილობდა აზრები თანმიმდევრობით დაეწყო და ყველაფერი ცივი გონებით გაეანალიზებინა მაგრამ არ გამოსდიოდა. გონებაში უცებ გაქცევის გეგმა დასახა, აივნის კართან მივარდა, მაგრამ ისიც დაკეტილი დახვდა, ფანჯრებიც იგივე მდგომარეობაში იყო. გალიაში მომწყვდეული ჩიტივით აწყდებოდა ყველაფერს და ცდილობდა როგორღაც იმ ოთახიდან და სახლიდან გაეღწია, სადაც დარჩენის შემთხვევააი უბედური იქნებოდა. კაი ხანი ამაოდ ცდილობდა კარების გაღებას. ბოლოს კი ენერგია დაკარგულს და ემოციებით დაღლილს როგორ მიეძინა არც ახსოვს.
დილით საწოლში გაეღვიძა. ვერ გაიხსენა საწოლში როდის ჩაწვა თან პერანგის ამარა. კარებზე კაკუნი ხმაზე უცბად წამოხტა და სავარძელზე ლამაზად მიფენილი ხალათი ისე მოიცვა არც მიუქცევია ყურადღება იქ ვინ დადო ან როდის.
კარებში სასიამოვნოდ ჩაცმული ასე 60 წლის ქალი გამოჩნდა. თმებში ჭაღარა შერეული მაინც ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. გამოხედვაში რაღაც ისეთი ჰქონდა რაც მის მიმართ ნდობას გიჩენდა.
-ბოდიში გაღვიძებისთვის ქალბატონო მარიამ, ბატონი დათა ქვემოთ გელოდებათ სასაუზმოდ. ეს პირადი მოხმარების ნივთებია, ჩავთვალე რომ დაგჭირდებოდათ - ნივთები საწოლზე დააწყო და კარში უცებ გაუჩინარდა.
საწოლზე დაწყობილი ნივთები უგულოდ გადაათვალიერა მარიამმა და ყურადღება ერთ დეტალზე გაამახვილა. ზუსტად მისი ზომა იყო ყველაფერი და ყველა ნივთი ისეთი იყო რასაც მარიამი მოიხმარდა. მიხვდა რომ სტრატეგია უნდა შეეცვალა, რადგან ახვლედიანი არ ჩანდა ის პიროვნება ასე უცებ რომ წაეღო მისის სიტყვები უკან და მარიამი მშვიდობით გაეცილებინა სახლამდე. მოწესრიგდა და ნელი ნაბიჯებით დაუყვა კიბეებს. თან საგულდაგულოდ ათვალიერებდა ყველაფერს.
-დილა მშვიდობის მარიამ - ყავა მოსვა და ღიმილიანი სახით გახედა კიბეებზე ჩამომავალ ნაკაშიძეს.
- ალბათ მშვიდობის აღქმა მე და შენ სხვადასხვანაირი გვაქვს - ცინიკურად ამოილაპარაკა მარიამმა.
- მოდი დილიდან ნუ ვიკამათებთ კაი? დღეს დიდი დღეა ხომ იცი. განწყობას ნუ გამიფუჭებ გთხოვ - მოჩვენებით შეეხვეწა დათა.
- იცი რა მინდა გკითხო? - ყავა მოსვა მარიამმა - თავს იშტერებ თუ ასეთი ხარ?
- რატომ ცდილობ ყოველთვის ჩემს გამოწვევას? ეს აღგაგზნებს? - წარბები შეკრა ახვლედიანმა, თუმცა მარიამზე არ გაბრაზებულა. ართობდა ამ გოგოსთან ურთიერთობა თან ბავშვური რომ იყო და თან ქალურიც. ახლაც ჭიქა ისე გრაციოზულად ეჭირა და ყავას ისე სვამდა დათას მოუნდა მისი თითები და ბაგეები დაეკოცნა.
- ალბად მე და შენ ვერასდროს მივალთ ერთ აზრამდე - მხრები უიმედოდ ჩამოუშვა მარიამმა - მე შენ ცოლად ვერ გამოგყვები, ასე უსიყვარულოდ არ შემიძლია ვიცხოვრო ადამიანთან, რომელსაც საერთოდ ვერაფერში ვერ ვუგებ.
- არც მე ვიწვი შენი სიყვარულით, მაგრამ გადავიტან როგორმე, ჩვენი წინაპრები სულ ასე ქორწინდებოდნენ ადრე მაგრამ როგორი მყარი ოჯახები ჰქონდათ?! თან იქნებ მერე შეგიყვარდე კიდევაც რა იცი - ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ახვლედიანს.
-ოცნებას კაცი არ მოუკლავს - სახე დამანჭა მარიამმა და ყავის სმა გააგრძელა- მაინტერესებს როგორ მაიძულებ შენს ცოლობას. ხომ იცი ასე მარტივად არაფერი არ გამოგივა ჩემთან. თან ჩემი ბიძაშვილი არ დაიჯერებს, რომ შენ გამოგეკიდე. იმდენად კარგად მიცნობს მაშინვე მიხვდება ყველაფერს და პასუხსაც მოგთხოვს ყველაფერზე.
-იცი რას გეტყვი ჩემო კარგო?! შენი ხისთავიანი ბიძაშვილი კოტიკო მხოლოდ იმ გამოს..ირებულ გაბრიაძისნაირებს აშტერებენ. მე საერთოდ არ მეშინია. თან შენ რომ აუხსნი როგორ იწვი ჩემი სიყვარულით და მეც როგორც კაცი კაცს ისე დაველაპარაკები და გაიგებს დამიჯერე - გაეღიმა დათას.
- ამას არ გავაკეთებ, არა არა - ხმას ნელ ნელა უწევდა ნაკაშიძე.
- გააკეთებ მარიამ გააკეთებ. სხვა გზა არ გაქვს. არც წასასვლელი გაქვს არსად. აღარ მუშაობ, შესაბამისად ქირის ფულსაც ვერ გადაიხდი. თავს ვერ გაიტან. თან ისეთი მასალები მაქვს შენს წინააღმდეგ დამიჯერე გაბრიაძე თუ გაიგებს ეგრევე ციხეში გიკრავს თავს ჯაშუშობისთვის და თუ მოახერხე და გამოძვერი იქიდან დამიჯერე სამსახურში არავინ აღარ აგიყვანს.- მის გვერდით დადებული კონვერტი აიღო ახვლედიანმა და იქიდან უამრავი ფოტოსურათი და ფურცელი ამოაძვრინა. ყველა ფოტოსურათში მარიამი და დათა იყვნენ ერთად სხვადასხვა ადგილებში. ხან ერთმანეთს უღიმოდნენ ხანაც სერიოზული სახით საუბრობდნენ. შემდეგ ფურცლებს გადახედა და გაოცებისგან პირი დააღო. ყველა დეტალი იყო მისი ყოფილი სამსახურის შესახებ, ყველა ხელშეკრულება თუ ტენდერი. ისეთი ინფორმაციებიც კი იყო რომელიც მხოლოდ გიორგიმ და მარიამმა რომ იცოდნენ.
-ეს ყველაფერი საიდან გაქვს? როგორ მოახერხე არ მესმის - თავისთვის ჩურჩულებდა გაოცებული.
-ეჰ რა პატარა ხარ მარიამ, რა პატარა. ფული რომ ჯოჯოხეთს ანათებს შენ არ იცი ხომ? არსებობენ ადამიანები ვისაც ზედმეტ ორ კაპიკს დაანახებ და ყველაფერზე არიან წამსვლელები. თუ დაგჭირდება ფეხებსაც კი დაგიკოცნიან. ამიტომ მორჩი ეხლა ამ უაზრო მოთქმას და კარგად დაფიქრდი არჩევანი გაქვს თუ არა საერთოდ. მე საქმეები მაქვს შენ კი გირჩევნია საღამოსთვის მოემზადო. ხელის მოწერის პროცედურა გვექნება 7 საათზე ვიწრო წრეში - სკამიდან წამოდგა და პიჯაკი შეისწორა - კაბას მოგიტანენ, სტილისტიც მოვა. და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვო და ამას მეორედ აღარ გავიმეორებ დედაჩემიც იქნება და ისტერიკის გარეშე თუ შეიძლება.
მთელი დრე უაზროდ იბოდიალა ოთახებში. მერე მობეზრდა და ეზოში გავიდა, ძალიან მოეწონა რაღაცნაირი სიმშვიდე იყო. დიდი სიამოვნებით იჯდებოდა მთელი დღე აქ წიგნით ხელში. თავის ფიქრებზე ნერვები მოეშალა, გაურკვევლობაში იყო, არ იცოდა რა გაეკეთებინა. იცოდა რომ ახვლედიანი გამკეთებელი იყო იმის რასაც ეუბნებოდა. ისიც იცოდა რომ გაბრიაძე არ დაუჯერებდა და არც აპატიებდა ამ ამბავს. ცალკე პრობლემა მისი ბიძაშვილი კოტიკო იყო, რომლის შემორიგებაც დიდ ძალისხმევად დაუჯდებოდა. ერთადერთი ვინც ყველაფერს გაუგებდა ნუციკო იყო, მისი ნუციკო. ისე ძლიერად მოენატრა გული მოეწურა, რას არ მისცემდა ახლა მის გვერდით მჯდარიყო და გულამოსკვნილი ეტირა დანგრეული აწმყოსი და მომავლის გამო.
კურიერმა კაბა მოიტანა მისთვის. ბატონ ახვლედიანს პირადად აერჩია და სოლიდური ფასიც გადაეხადა მასში. ძალიან სადა და ულამაზესი კაბა იყო. ზურგზე ოდნავ ამოღებული და ბრძ ნერვები ეშლებოდა ასეთ გამოუვალ სიტუაციაში რომ აღმოჩნდა. ვერ ხვდებოდა თვითონ რა შუაში იყო ან რა დააშავა საერთოდ. ახვლედიანზე უფრო ეშლებოდა ნერვები ასეთი გაიძვერა და ნაძირალა კაცი რატომ უდგებოდა ქორწინების საკითხს ასე სულელურად. ან ეს კაბა და მასკარადი საერთოდ რა საჭირო იყო. ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია მაკიაჟისა და თმების გაკეთება რომ დაესრულებინა სტილისტს და მის შეფასებას ელოდებოდა. პასუხად მხოლოდ გაუღიმა და კაბის ჩაცმა დაიწყო. გულში ღმერთს შველას სთხოვდა ამ სიტუაციიდან თავის დახსნას თან თვალზე ცრემლები სდიოდა, არ ნერვიულობდა არც მაკიაჟზე და არც იმაზე თუ ვინმე რამეს შეამჩნევდა. თითქმის დასრულებული ჰქონდა კაბის ჩაცმა კარში ახვლედიანი, რომ გამოჩნდა. ისეთი ელეგანტური იყო მარიამს თვალი უნებურად გაექცა მისკენ.
-ხომ არ დაგეხმარო - ზურგს უკან ამოუდგა დათა და ტუჩები მარიამის ყელთან მიიტანა. ხელები კაბის ზურგისკენ მიიტანა და თასმები შეკვრა ნელ-ნელა დაიწყო, თან თითებით მის ზურგს ეხებოდა.
უცნაურმა ჭიანჭველებმა დაუარა სხეულში ნაკაშიძეს. ყელთან დათას სუნთქვა ეფრქვეოდა და მისი სურნელი უცნაურად უძვრებოდა ცხვირში. მაქსიმალურად ცდილობდა თავი ხელში აეყვანა, ხვდებოდა რომ ახვლედიანს რომ მოენდომებინა უცბათ აღმოჩნდებოდა მის მკლავებში.
-მოვრჩი, მგონი დროა წავრსდგეთ საზოგადოების წინაშე - ხელი მარიამის მხარზე ჩამოაცურა ყელზე ტუჩები მიაკრო.
-გთხოვ არ გინდა- თავი უკან გადააგდო მარიამმა და თვალები დახუჭა.
-რატომ ჩემო საყვარელო? - ტუჩებით ყურისკენ გაიკვლია გზა ახვლედიანმა -გეშინია შემდეგების?
-მალე დავამთავროთ ეს მასკარადი - თავი დაიხსნა მომავალი მეუღლისგან და კარებისკენ გასწია.
თმა შეისწორა ახვლედიანმა და შარვლის ჯიბეებში ხელჩაწყობილი ნაკაშიძეს უკან მიჰყვა.



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

უბრალოდ ვგიჟდები დათა ახვლედიანზეეე, როგორი საყვარლად საზიზღარიააა, სანამ გიორგიმ სიყვარულის ახსნა მოინდომა დათამ ცოლად მოიყვანააა, აუ შემდეგი იმედია მალე იქნება.

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან მაგარი ისტორიაა.წარმატებებიი

 


№3 სტუმარი Lizi

Au dzaan magaria shemdegi tavi imedia male daideba

 


№4  offline წევრი natuci555

Lizi
Au dzaan magaria shemdegi tavi imedia male daideba

ლიზი,სავარაუდოდ ხვალ დავდებ შემდეგ თავს. მიხარია რომ მოგწონს ????????????

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინუცი

სხვათაშორის კარგი სტარტია. რაც შეეხება მკითხველის ნაკლებობას მაგას ,,ძველბედებიც " უჩივიან. ვინაიდან ვერ გაიგებ რა მოსწონს მკითხველს. ხან ისეთი რამე მოსწონს (100 000) ნახვა. ბლა ბლს ბლა რომ არის. ასერო ნუ იდარდებ

 


№6 სტუმარი სტუმარი ელე

მომწოონს. აბაა რაც შეიძლება სწრაფად სხვა თავები და ცოტაც გაზარდე რა თორე არ მყოფნის. წარმატებებიი

 


№7 სტუმარი სტუმარი ლია

კარგად წერ, მომწონს ისტორია.მაინტერესებს, რატომ უშვებ გრამატიკულ შეცდომას,,,აართვა,,, და არა,,,გამოართვა,,,.

აართვა,,,არის აჭარული დიალექტი, დაწერე მართწერით გამოართვა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent