შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცდუნება (სრულად)


6-09-2019, 13:01
ავტორი R.M
ნანახია 66 107

ლიფტი კარი იღება და შევდივარ. მთელი სხეული მიკანკალებს, რას ვაკეთებ, ან აქ რა მინდა? ვეკითხები საკუთრ თავს და მოწოლილ ცრემლებს უკან ვაბრუნებ. მესამე სართულის ღილაკს ხელს ვაჭერ და ის არის ლიფტის კარი უნდა დაიკეტოს, რომ ვიღაც ფეხით აჩერებს და ლიფტში შემოდის. შეშინებული ვუყურებ ჩემს უფროსს და ჩანთას ხელებს მაგრად ვუჭერ, რომ კანკალი შევაჩერო.
-უკაცრავად შეგაყოვნეთ.-ირონიული ღიმილი დასთამაშებს სახეზე და ფეხებიდან იწყებს ხარბად ჩემს შეთვალიერებას, ბოლოს კი მზერას ჩემს დაბნეულ თვალებზე აჩერებს.-თქვენ რომელ სართულზე?
-მე, მე.. -სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.-მეც მესამე სართულზე.-როგორღაც ვახერხებ და ვასრულებ სათქმელს.
-ჩემს ოფისში?-გაკვირვებული მიყურებს. მე კი მალულად ვათვალიერებ ჩემს უფროსს. „ღმერთო რა სიმპათიურია“ გავიფიქრე.
-დიახ. -თვალს ვარიდებ და ლიფტის კარიც იღება. ვგრძნობ დაჟინებულ მზერას ზურგს უკან და ფეხს ვუჩქარებ. ტურნიკეტზე ჩემს მოსვლას ვაფიქსირებ და ზაზას კაბინეტისკენ სწრაფად მივიწევ.
-დამელოდე!-ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა. მინდოდა მიწა გამსკდარიყო და გავმქრალიყავი.-ჩემს ოფისში როდიდან მუშაობ?-მკლავში მკიდებს ხელს და თავისკენ მაბრუნებს, აშკარად გაბრაზებულია.
-დღეიდან ბატონო დავით.-ვცდილობ შიში დავძლიო და თავს მაღლა ვწევ.
-ვინ აგიყვანათ, ან რა უნდა აკეთოთ?-წარბს მაღლა სწევს და მიყურებს.
-კადრების განყოფილებაში ვიწყებ მუშაობას, ტრენინგ ცენტრში. ბატონ ზაზასთან გავიარე გასაუბრება.-როგორ მოვახერხე ამ ყველაფრის თქმა არ ვიცი.
-იცი მე ვინ ვარ?-შემომხედა წარბ აწეულმა.
-დიახ. ამ კომპანიის მთავარი აქციონერი და გენერალური დირექტორი, დავით ხარბედია.-ვცდილობ არ დავიბნე მის მზერაზე, თვალს ვუსწორებ მას კი ირონიული ღიმილი დასთამეშებს სახეზე.
-ჩემი ხელმოწერის გარეშე ვერავინ იწყებს აქ მუშაობას.
-თქვენ უკვე მოაწერეთ შრომით ხელშეკრულებას ხელი ბატონო დავით.-გამოვუცხადე და მანაც დაბნეულმა შემომხედა.
-მე? დარწმუნებული ბრძანდებით? რომ არ მახსენდება?-გაკვირვებული მიყურებდა.
-ერთმანეთი უკვე გაიცანით?-კაბინეტიდან გამოსული ზაზა ჩაგვერთო საუბარში.
-ჯერ ვერა.-გაბრაზებულმა შეხედა ზაზას.-ეს ქალბატონი..
-ნინა, ნინა ჟღენტი.-წარვუდგინე თავი ბატონ დავითს.
-ნინა.-ჩაეღიმა და ისევ ზაზას შეხედა.-ამტკიცებს, რომ აქ მუშაობს, იქნებ ამიხსნა.
-ერთი კვირის წინ გელაპარაკე და აიყვანეო მითხარი. თანამშრომლებს გადამზადება სჭირდებათ. ნინა კი ამ საქმეში დაგვეხმარება. ხელშეკრულებასაც მოაწერე უკვე ხელი. დღეს დავიბარე და უნდა წარმედგინა შენთვის.
-ახლა შეხვედრა მაქვს და მოგვიანებით დაგელაპარაკებით.-გაბრაზებულმა შემოგვხედა ორივეს და დერეფანს გაუყვა. მე კი ვიდექი და ვუცქეროდი სანამ კაბინეტის კარი არ გააღო და თვალს არ მიეფარა.
-ნინა.-ზაზა მიყურებდა.-შენ გელაპარაკები.
-გისმენთ ბატონო ზაზა.-ფიქრებში წასულმა გაკვირვებულმა დავუწყე ზაზას ყურება.
-უბრალოდ ზაზა. შევთანხმდით?-გამიღიმა ზაზამ და ხელით მანიშნა წამოდიო. მეც უკან ავედევნე.
ზაზამ ჩემი სამუშაო მაგიდა მაჩვენა, სამუშაოს არსშიც გამარკვია. ტრენერები უნდა მომეწვია კადრების გადასამზადებლად, ღონისძიებები დამეგეგმა. სამსახური მომწონდა თუმცა ის რის გამოც აქ ვიყავი მანადგურებდა, როგორც ადამიანს, როგორც პიროვნებას. საკუთარი თავი მძულდა ამ ყველაფრის გამო, თუმცა სხვა გზა და სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობდა. ლევანიკოს სევდიანი თვალები მანადგურებდა. ჩემი დის სახე მედგა თვალწინ. ასე, რომ გავდა დედას ჩემი პატარა.

2 თვით ადრე...

-თეო რა უნდა ვქნა? მართლა არ ვიცი რა გავაკეთო? სააგენტოდანაც წამოვედი.-ცრემლები გზას მიიკვლევდნენ ჩემს სახეზე.
-რამეს მოვიფიქრებთ. ლევანიკოს სურათები გადავუღე. ირაკლი და მე საქველომოქმედო ფონდებს დავუკავშირდებით, კეთილი ხალხი ბევრია, დაგეხმარებიან საყვარელო.-ხელები მომხვია თეომ.
-როცა რუსკა გარდაიცვალა ძალას ლევანიკო მაძლევდა. მერე ალექსიც გარდაიცვალა და დეპრესიისგან ლევანიკომ მიხსნა. თითქოს გავძლიერდი, მასზე უნდა მეფიქრა, მასზე უნდა მეზრუნა. ახლა ეს ყველაფერი მკლავს. მას, რომ რამე დაემართოს, ისიც რომ დავკარგო მოვკვდები.-თავი ხელებში ჩავრგე და უკვე ვღრიალებდი.
-ნუ ფიქრობ ამაზე. ყველაფერი კარგად იქნება, გთხოვ დამშვიდდი.-თეო ჩამეხუტა და მაწყნარებდა, თუმცა მხარზე მის ცრემლებს ვგრძნობდი. ისიც ხვდებოდა, რომ უიმედო მდგომარეობაში ვიყავი.-ბებიამისს დაელაპარაკე, ფულის მეტი რა აქვთ, იქნებ მოუბრუნდეთ გული.
-არა თეო. უკვე ველაპარაკე ნაილის. ჩემს დას აბრალებს შვილის სიკვდილს. მან დამიღუპაო, არ სჭირდება ლევანიკო. ალექსის სიცოცხლეში არ მოუკითხავს ლევანიკო და ახლა მოიკითხვს?
-რაში სჭირდება ფული თუ ერთადერთი შვილიშვილისთვისაც კი არ ემეტება.-ბრაზობდა თეონა.
-რას ვიზავთ თეო.
-დედაშენი? მას დაურეკე?
-ჩვეულებრივ ცხოვრობს, მილიონერზე კი არ გათხოვილა. თანაც ძალიან ვარ გაბრაზებული, არ მინდა საერთოდ რამე ვთხოვო.-შევხედე თეოს თვალ ცრემლიანმა.
-ყველაფერი მოგვარდება, რწმენა არ დაკარგო.-ცრემლები მომწმინდა თეომ.
ლევანიკო ეზოში თამაშისას წაიქცა, მერე მთელს ტანზე გამოაყარა. ექიმთან მივიყვანე, გამოკვლევები ჩაუტარეს და ლეიკემია აღმოაჩნდა. ჩემი დის გარდაცვალების მერე ის ერთადერთია ვინც დამრჩა. მალე ჩემი სიძე, ალექსიც ავოკატასტროფაში მოჰყვა და გარდაიცვალა. სასაფლაოდან ბრუნდებოდა, ნასვამი იჯდა საჭესთან. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი მას და ჩემს დას. ნაილის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მოიყვანა ობოლი გოგონა ცოლად. დედამთილმა არ შეუშვა სახლში და ჩვენს პატარა ბინაში ვცხოვრობდით მე, ალექსი და რუსკა. მერე ლევანიკო დაიბადა. ალექსმა გარდაცვლილი მამის სახელი დაარქვა, თუმცა ამანაც ვერ მოულბო გული ნაილის. რუსკა ხუთ წელიწადში გარდაიცვალა, მხოლოდ ხუთი წელი იცხოვრეს ბედნიერად. ბოლო ერთი წელი კი ნამდვილი ტანჯვა იყო. დღეში ოთხჯერ უკეთებდნენ მორფს და ვერ უყუჩებდნენ ტკივილებს ჩემს სიცოცხლეს. სულ დაილია, წყეულმა დაავადებამ თითქოს შეჭამა. ახლა კი ლევანიკო, ისევ იგივე მეორდებოდა და მე ამას ვეღარ გადავიტანდი.
მამის გარდაცვალების შემდეგ დედა იტალიაში წავიდა, იქ კი მალევე გათხოვდა. ძალიან განვიცადეთ მეც და ჩემმა დამაც. მე საერთოდ არ ვეკონტაქტებოდი. შვილიც ეყოლა, იტალიაში ძმა მყავს ნიკოლა, რომელსაც არც კი ვიცნობ. ვერ გავუგე, იქნებ დრო, რომ გავა გავუგო კიდეც. ბოლოს დედა რუსკას გასვენებაში ვნახე, ატირებულს უბრალოდ ზურგი შევაქციე სასაფლაოზე და სახლში წამოვედი. ისე მინდოდა ჩავხუტებოდი, ისე ძალიან მაკლდა, მაგრამ ვერ ვაპატიე. არც თვითონ არ სცადა ჩახუტება და ახსნა. ის და რუსკა მეგობრები იყვნენ, მე როგორც პატარა მამას ნებიერა გოგო ვიყავი. არ არსებობდა საიდუმლო რასაც მამას არ მოვუყვებოდი. პირველად ბიჭმა სიყვარული რომ ამიხსნა ისიც კი მოვუყევი.
ეკლესიაში შევედი და მამა აკაკი მოვძებნე.
-მოდი ნინო.-თავზე ხელი დამადო და დამლოცა მამაომ.-რაც არ უნდა მოხდეს იცოდე, რომ უფალი გვცდის. შენი დაც და ალექსიც უფალთან არიან. თუ უფალი გადაწყვეტს და წაიყვანს ლევანს...
-არა მამაო. მე ვერ გავუძლებს. ამას ვეღარ გავუძლებ.
-ვილოცოთ, ლევანისთვის ვილოცოთ და უფალი სასწაულს მოახდენს.
-ლოცვის ძალაც აღარ მაქვს. ვგრძნობ, რომ რწმენას ვკარგავ. თუ ვუყვარვარ უფალს რატომ მსჯის ასე, ყველას რატომ მართმევს?-თვალ ცრემლიანი შევცქეროდი მამა აკაკის.
-ყველა ქარიშხალს მოჰყვება დარი, ამის გჯეროდეს. რაც ხდება ეს უკვე დაწერილია, უფლის ნებაა. რაც არ უნდა მოხდეს უნდა გწამდეს და გზიდან არ გადაუხვიო. უფლის გზას გაყევი და ის სასწაულს მოახდენს. ყველაფერს რაც ხდება აქვს თავის მიზეზი. ამას კი დრო გვიჩვენებს შვილო.-მხარზე ხელი დამადო მამა აკაკიმ და სევდიანად შემომხედა.
-თუ გამოსავალი იქნება და ლევანი გადარჩება მე ეშმაკის გზასაც დავადგები.
-აღარ თქვა ეს შვილო, აღარ იფიქრო ამაზე, უფლის სახლში ხარ და განდევნე ეშმაკი შენგან.
-თუ აღარ მჯერავს სასწაულის?
-რომ არ გჯეროდეს აქ არ მოხვიდოდი, რომ არ გწამდეს ახლა აქ არ იქნებოდი.
-ძალა აღარ მაქვს. ერთი წელი ვუყურე, როგორ დადნა და დაიფერფლა რუსკა. რაც მაძლიერებს და ძალას მაძლევს ლევანია და ის...-ტირილი ამივარდა. მამაომ დამამშვიდა, მაგრამ უკვე აღარ მჯეროდა სასწაულების, უკვე აღარ მჯეროდა სიკეთის. სახლში განადგურებული დავბრუნდი.

ახლანდელი დრო...

სამსახურში შიდა ტელეფონი რეკავდა. ზაზა გასული იყო ამიტომ მე ვუპასუხე.
-გისმენთ.-თითქმის დავიჩურჩულე ტელეფონთან, სანაცვლოდ კი სიჩუმე მივიღე.-გისმენთ.-გავიმეორე.
-ზაზა სად არის?-უცებ გაისმა ბატონი დავითის მკაცრი ბარიტონი.
-ახლახანს გავიდა ოთახიდან.
-რომ შემოვა უთხარი შემოვიდეს ჩემთან, შენც გამოჰყევი.
-კარგით.-დაველოდე ტელეფონს როდის გათიშავდა, ის კი რატომღაც არ თიშავდა, ან მე მომეჩვენა ეს წუთები უსასრულო. მისი სუნთქვა მესმოდა. შეშინებული ტელეფონს ხელებს მაგრად ვუჭერდი. როგორც იქნა გათიშა და მეც დავდე ტელეფონი. საპირფარეშოს მივაშურე, თავი ცოტა მოვიწესრიგე. სარკეში საკუთარი თავი შევაგულიანე, რომ შიში უნდა დამეძლია და თამაში უნდა გამეგრძელებინა, ლევანის გულისთვის, ეს მას სჭირდებოდა. თვალზე მომდგარი ცრემლები უკან გავაბრუნე, ღრმად ჩავისუნთქე, ღიმილის ნიღაბი მოვირგე და შევბრუნდი ოთახში.
-ნინა, დღეს ამ კომპანიას დაუკავშირდი, ჯანმრთელობის დაზღვევა უნდა შევცვალოთ, საკუთარი პაკეტები გაგვაცნონ და წარმოადგინონ. თუ წარმომადგენელსაც შეხვდები კარგი გოგო იქნები. მალე უნდა მოვაგვაროთ, ახალი წლიდან ახალი პაკეტები უნდა ავიღოთ.-ზაზა სადაზღვეო კომპანიის შეცვლაზე მესაუბრებოდა.
-ზაზა დავითმა დარეკა, რომ მოვა შემოდითო.-ისე შევხედე ზაზას თვალებით ვთხოვდი შველას.
-წამოდი, წავიდეთ.-ხელით მანიშნა წინ წავსულიყავი და უკან ამედევნა. კაბინეტის კართან ერთი ღრმად ჩავისუნთქე. ზაზამ კარი შეაღო და ოთახში შევედით. წინ სამდივნო ოთახი იყო. ლამაზი გოგონა იჯდა და გვიღიმოდა.-ნატუკა დათო აქ არის?-ჰკითხა ზაზამ.
-კი გელოდებათ.-გაგვიღიმა ნატუკამ და ჩვენც ბოსის კაბინეტისკენ დავიძარით.
-დათო საქმე გქონდა?-შესვლისთანავე სავარძელში მოკალათდა ზაზა და მანიშნა მეც დავმჯდარიყავი. ზაზას წინ სავარძელზე ჩამოვჯექი და თითებს ერთმანეთს ვუჭერდი. ბატონ დავითს ხელში რაღაც ეჭირა და შიგა და შიგ მე გამომხედავდა ხოლმე.
-ნინა ჟღენტი, 23 წლის, მუშაობდა სამოდელო სააგენტოში მოდელად. სამოდელო სააგენტოდან წამოვიდა პირადი განცხადებით. რატომ ნინა?-შემომხედა მე. ისე მიყურებდა მინდოდა გავმქრალიყავი.
-ჩემი და ავად იყო, რეკლამებში გადაღებებს უბრალოდ ვეღარ ვართმევდი თავს. რეკლამაში ყველას მომღიმარი სახე უნდა, მე კი ღიმილი უბრალოდ დავკარგე.-ის ვთქვი რასაც ვგრძნობდი, ის ვთქვი რაც გულიდან წამოვიდა.
-ახლა როგორ არის შენი და?-სევდა შეერია ხმაში. არც ისეთი ტირანი არ ყოფილა, როგორც მითხრეს.
-გარდაიცვალა.
-ვწუხვარ.-აშკარად შეწუხდა.
-მადლობა.-თავი ავწიე და შევხედე, დაჟინებით მიყურებდა, რატომღაც არც მე მომიცილებია თვალი.
-და მაინც, რატომ გგონია რომ აქ მუშაობას შეძლებ? არანაირი გამოცდილება, მოდელი კადრების შერჩევაში?-ახლა ზაზას შეხედა გაბრაზებულმა. მერე ისევ რეზიუმეს ჩახედა და კითხვა განაგრძო.-პროფესია მარკეტინგის სპეციალისტი.-ისევ მე შემომხედა.-რატომ არ მუშაობდი პროფესიით?
-დავაპირე, მაგრამ არ გამოვიდა. პიარში მინდოდა მუშაობა სამოდელო სააგენტოში, თუმცა მათ ჩემს გარეგნობაში დაინახეს დიდი პოტენციალი და ჩათვალეს, რომ საუკეთესო სარეკლამო მასალა ვიყავი. ჩემს შესაძლებლობებს უბრალოდ არც გაეცვნენ. მერე კი დავიწყე მუშაობა მოდელად.
-ნატა სამი ყავა შემოიტანე.-მოულოდნელად რეზიუმე დადო მაგიდაზე და მდივანს დაურეკა, მერე ისევ რეზიუმეს დააცქერდა.-იცი ინგლისური, რუსული, ფრანგული. ენები სასაუბრო დონეზე იცი, თუ თარგმნაც შეგიძლია სრულყოფილად?
-თარგმნაც შემიძლია.
-კარგი. ეს გადამითარგმნე და დღეს შუადღემდე მომაწოდე.-საქაღალდეში ჩაწყობილი რამდენიმე ფურცელი მომაწოდა.
-ელექტრონული?
-არა ხელნაწერი, ელექტრონულად ნატა აკრიფავს.
-კარგით.-ნაძალადევად გავუღიმე.
-ღიმილი არ დაგიკარგავს.-ისევ რეზიუმეს უყურებდა ისე ჩაილაპარაკა.
-მე რატომ ვარ აქ?-შეხედა ზაზამ, თან ეღიმებოდა.
-იმიტომ, რომ შენს დაქვემდებარებაში მყოფ კადრს ვუტარებ გასაუბრებას და მინდა იცოდე, რა შეუძლია.-ირონიულად ჩაეღიმა დავითს.
კარში ნატუკა გამოჩნდა სამი ყავით და ყველას დაგვიდგა წინ. მადლობა გადავუხადე ნატუკას, მანაც ღიმილით მიპასუხა.
-ბატონო დავით რა სუნამო გასხიათ?-უცებ დაუსვა კითხვა ჩვენს ბოსს. დავითმა ისეთი სახით შეხედა ღიმილი გამექცა სახეზე. მისმა სუნამომ ლიფტში ყოფნისას ცხვირის რეცეპტორები ამიწვა. ნაცნობი და სასიამოვნო სურნელი ასდიოდა. Hugo Boss-ის სუნამო იყო Just Different ლიფტში რომ ვიყავით ძალიან მეცნო, ერთ დროს ეს სუნი მაგიჟებდა.-ასე ნუ მიყურებთ, ძალიან მომწონს და მინდა ჩემს შეყვარებულს ვუყიდო.-გაინაზა ნატუკა, ძალიან საყვარელი გოგო იყო. უშუალო, ცოტა გულუბრყვილო და ბავშვური. ეს დავითმაც იცოდა და დარწმუნებული ვარ ამიტომ ჰყავდა სამსახურში.
-იღლიის სპრეი.-წარბაწეულმა შეხედა. მე და ზაზამ კი ნატუკას შევხედეთ და სიცილი ვერ შევიკავეთ მის სახეზე.
-მორჩით სიცილს?-შემოგვხედა დავითმა და რეზიუმეს ჩახედა ისევ. ნატუკა კი გაბრაზებული გავიდა კაბინეტიდან.
-დათო სულ რატომ აბრაზებ ამ ბავშვს?-გაღიმებულმა ჰკითხა ზაზამ.
-სწორად აღნიშნე ბავშვს და მე არ ვარ საბავშვო ბაღის დირექტორი, დროა გაიზარდოს.-მკაცრი ტონით შეხედა ზაზას.
-კარგი რა. ისეთი საყვარელია, ეგ ამხიარულებს ოფისს, თანაც მშრომელია.-ისევ აგრძელებდა ნატუკას დაცვას ზაზა.
-ახლა ნატალიზე ვლაპარაკობთ?-შეხედა ზაზას და ეს უკანასკნელიც გაჩუმდა.-კარგი შეგიძლია საქმე გააგრძელო, თარგმანს ველოდები. ყოველ დღე ვინ რას აკეთებს გეგმას წარმომიდგენ შენ.-შეხედა ზაზას.-მათ შორის ნინაც.-წარბაწეულმა შემომხედა, მერე კი თმაზე გადაისვა ხელი. შესამჩნევად გაიბზინა მის ხელზე საქორწინო ბეჭედმა და ჩემი აქ ყოფნის მიზეზი კიდევ ერთხელ შემახსენა. გულის რევის შეგრძნება მქონდა, მინდოდა გავქცეულიყავი აქედან, მაგრამ გასაქცევი არსად არ იყო. მე უკვე მივყიდე ეშმაკს სული, მე უკვე დავუმეგობრდი ეშმაკს და ახლა საფასურიც უნდა გადამეხადა, ეს საფასური კი ძალიან მძიმე იყო.

2 თვით ადრე...
-თეო ყველა პოსტი წაშალეთ შენც და იკამაც.-ჩავყვირე ტელეფონში.
-კარგად რიცხავენ, ერთი ორი გიჟი ყველგან გამოერევა, დამშვიდდი.-მაწყნარებდა თეო.
-როგორ დავწყნარდე, მირეკავენ და ბავშვით მანიპულირებო მლანძღავენ. ერთმა ქალმა იმდენი მწყევლა..-ქვითინი ამივარდა. -არ მჭირდება არავის ფული, ნუ მლანძღავენ, ნუ მწყევლიან, ისედაც დაწყევლილი ვარ მთელი ცხოვრებაა.-ისევ ვტიროდი.
-კარგი პოსტებს წავშლი და საქველმოქმედო კომპანიებს დავტოვებ მხოლოდ.-სევდიანად ჩაილაპარაკა თეომაც.-ირაკლი და მისი მეგობრები კონცერტს გამართავენ და დაგეხმარებიან. არ დანებდე ჩემო გოგო, ყველაფერს მოვაგვარებთ.
ტელეფონი გავთიშე და ქვითინი ამივარდა. ტირილში ჩამეძინა იატაკზე ჩამომჯდარს. კარზე გაბმულმა ზარმა გამაღვიძა, გული ამოვარდნას მქონდა, ვერ ვერკვეოდი ძილიდან, ასე დაჟინებით ვინ რეკავდა კარზე, ან რამდენ ხანს მეძინა? შეშინებული გავიქეცი კარისკენ. შეშინებულმა გამოვაღე კარები, ჩემს წინ ლამაზი ახალგაზრდა ქალი იდგა. იქნებოდა 50 წლამდე.
-შეიძლება შემოვიდე?-კარში ისე შემოვიდა თანხმობას არც დალოდებია.
-დიახ, მაგრამ ვფიქრობ მისამართი შეგეშალათ.-უკან ავედევნე დაუპატიჟებელ სტუმარს. ძვირფასი სუნამოს სუნმა ცხვირის რეცეპტორებს მიაღწია. მისი შეთვალიერება დავიწყე, ხელში გუჩის ჩანთა ეკავა, ფეხსაცმელებისკენ გამექცა მზერა. ფეხსაცმელიც გუჩის ეცვა. ჩემმა სამოდელო კარიერამ ბრენდებში კარგად გამარკვია.
-არ შემშლია მისამართი, ნინა ჟღენტი თქვენ არ ხართ?-ჩემსკენ შემობრუნდა და სავარძელზე დაჯდა, ჩანთა დივანზე გადადო და ფეხი ფეხზე გადადებულმა შემომხედა.
-დიახ მე ვარ.-ძლივს გასაგონად წარმოვთქვი.
-ნინა შემოთავაზება მაქვს თქვენთან, აჯობებს დაჯდე და ყურადღებით მომისმინო.
-გისმენთ.-მის წინ სავარძელში მოვკალათდი და ინტერესით შევხედე.
-პატარა ბინაა, ეს არ გეყოფა ბავშვის მკურნალობისთვის, თანაც სად იცხოვრებ მერე. ჭკვიანი გოგო ხარ და ყურადღებით მინდა მომისმინო.
-პირდაპირ მითხარით რის თქმას ცდილობთ, ან ვინ ბრძანდებით?
-ვინ ვარ მნიშვნელობა არ აქვს.
-აქვს, ვისგან ვიღებ შემოთავაზებას უნდა ვიცოდე.-შევხედე მკაცრად, არ ვიცოდი ვინ იყო და რა უნდოდა. ამიტომ ვცდილობდი გამეგო ვინ იყო, ან რა უნდოდა ჩემგან. არა სასიამოვნო განცდა დამეუფლა.
-მე ელენე ნემსაძე ვარ. ჩემი სახელი და გვარი არაფერს მოგცემს, მთავარი ის არის რას გთავაზობ.
-და რას მთავაზობთ?
-ლევანის სრულ დაფინანსებას, მთლიანი მკურნალობის ხარჯებს. ყველაფერს გაუკეთებენ რაც საჭიროა, თურქეთში უმკურნალებენ ბავშვს.
-ამას რის სანაცვლოდ აკეთებთ?
-ერთი კაცი უნდა მოხიბლო და საწოლში შეიტყუო. ფოტოები დამჭირდება, რომ ღალატი დავამტკიცო. სხვა არაფერი მინდა შენგან. ამისთვის იდეალური გარეგნობა გაქვს და მინდა გითხრა, რომ ის კაცი ვინც უნდა მოხიბლო ისეთია შეიძლება იქით მოგხიბლოს.
-რა, ნორმალური ხართ? იცით საერთოდ ვინ ვარ? ასეთ რამეს როგორ მთავაზობთ? ვინ გგონივართ?
-ლამაზი ქალი ხარ ნინა. შენ გაქვს შანსი, შენნაირი თუ მოხიბლავს მას, რიგითი ქალი ამას ვერ იზავს.
-წადით ჩემი სახლიდან.-ხელით კარისკენ ვანიშნე.
-ლევანზე იფიქრე. მას ჩემს კლინიკაში მკურნალობენ, ვიცი რა მძიმეა მისი მდგომარეობა. შენ გაქვს შანსი ის გადაარჩინო. თუმცა ის შენი შვილი არ არის და რატომ გაიღებ მსხვერპლს?
-ის ჩემი შვილია, ის ჩემი გულია. თვენ ვინ ხართ საერთოდ, თქვენ რა იცით სიყვარული და თავგანწირვა. ერთი ინტრიგანი ქალი ხართ.
-მეც ვიცი სიყვარული და ჩემს სიყვარულს ვიცავ.
-იქნებ ამიხსნათ სხვისი ოჯახის დანგრევით როგორ იცავთ თქვენს სიყვარულს?
-ის ვისაც შეაცდენ ჩემი სიძეა. მეტის ცოდნა არ არის შენთვის საჭირო. არ არის ანგელოზი და მრავალჯერ უღალატა ჩემს შვილს, მე უბრალოდ ფაქტები მჭირდება.
-გასცილდეს, ეს ფარსი რა საჭიროა?
-ვერ გასცილდება, რომ გასცილდეს ყველაფერს დაკარგავს. ამიტომაც მჭირდება ფაქტები, ეს ჩემი ნომერია. -გასასვლელში სავიზიტო ბარათი დატოვა და ჩემი სახლიდან წავიდა.
-ნინა ვინ იყო? რატომ ტირი?-ლევანი გამოვიდა ოთახიდან და ჩამეხუტა. თმა აღარ ჰქონდა ჩემს პატარას, ქიმიო თერაპიის კურმა საშინლად დაასუსტა. ჩემს ბედს ვწყევლიდი ასეთი უბედური რომ ვიყავი. მეხუტებოდა ჩემი პატარა და მე ვერ ვშველოდი.
თეოს მოვუყევი, მითხრა ასეთ რამეზე არც მეფიქრა. კლინიკამ უარი რომ გამომიცხადა ბავშვის მკურნალობაზე საფასურის გადაუხდელობის გამო თეოს წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დავთანხმდი ქალბატონ ელენეს შეთავაზებას. ირაკლის არაფერი არ ვუთხარი. მოვატყუე, რომ კლინიკა თანხის გადახდას დამაცდიდა. ერთ კვირაში ლევანი თურქეთში წავიყვანეთ. ელენემ კლინიკის ანგარიშიდან გადარიცხა ფული და საქველმოქმედო პიარიც გაუკეთა კლინიკას. მე ამიკრძალა, რომ არაფერი მეთქვა ჩვენს შეთანხმებაზე, ხელშეკრულებაზე მომაწერინა ხელი, ნოტარიუსთან ვიყავით, მისი დიდი ვალი მქონდა ორასი ათასი ლარი. თუ სურათებს მივუტანდი ხელშეკრულება გაუქმდებოდა. დროს ვერ დავკარგავდი, ლევანიკოს თეო გაჰყვა თურქეთში. ის და ირაკლი მისი ნათლიები იყვნენ და ჩემი საუკეთესო მეგობრები. ელენემ კი ზაზასთან მოაგვარა საქმე და სამსახურში მიმიღეს. ზაზას უთხრა რომ მისი შორეული ნათესავი ვიყავი და სამსახური ძალიან მჭირდებოდა. ზაზაც დასთანხმდა და ისე მოაწერინა დავითს ხელი ხელშეკრულებაზე წესიერად არც გაარკვია საქმის ვითარებაში. ელენემ გააფრთხილა, რომ ის არ ეხსენებინა, ზაზაც დასთანხმდა, მან მითხრა, რომ სიძე და სიდედრი ვერ იტანდნენ ერთმანეთს. ზაზამ არაფერი იცოდა ელენეს და ჩემს შეთანხმებაზე. გულწრფელად მითანაგრძნო და დამეხმარა. ახლა უკვე მე უნდა მომენდომებინა და ბატონი დავითი გამება მახეში.
***
-ნინა რას შვრები? გინდა დაგეხმარები თუ ვერ ასწრებ?-თავზე დამადგა ზაზა.
-ხელნაწერიო ბოსმა. შენს და ჩემს კალიგრაფიას გაარჩევს და არა მგონია არ გაბრაზდეს.-სევდიანად ვუთხარი ზაზას და ისევ ჩემს სამუშაოს დავუბრუნდი.-ზაზა სადაზღვეო კომპანიას ხვალ რომ დავუკავშირდე ხომ შეიძლება?
-კი, ხვალ იყოს.-გამიღიმა ზაზამ.
-კარგი, მადლობა.-მეც გავუღიმე და საქმე განვაგრძე. დროში ჩავეტიე და დავითის კაბინეტისკენ დავიძარი. კარში შესულს ნატუკა არ დამხვდა და გადავწყვიტე შევსულიყავი, თუმცა კარს იქით კამათის ხმა გავიგე.
-სულ უკმაყოფილო ნუ ხარ?-ბოსი ვიღაცას ელაპარაკებოდა.
-რა გინდა ჩემგან, თუ ასეა დავამთავროთ ყველაფერი.-ახალგაზრდა ქალის ხმა იყო.
-არც იფიქრო. იქნები იქ სადაც ხარ. თუ რამეს გაბედავ იცი რაც გელის. ყველაფერი შენი ძვირფასი დედიკოს ბრალია, ასე რომ მოგიწევს ამ ყველაფრის ატანა.-მშვიდი ტონით ესაუბრებოდა დავითი ვიღაც ქალს. აშკარა იყო, რომ მისი ცოლი იყო. ინტერესმა თუ როგორ გამოიყურებოდა ელენეს ქალიშვილი მძლია და კარზე დავაკაკუნე.
-შემოდით!-მკაცრი ხმა ჰქონდა დავითს.
-საბუთები მოგიტანეთ.-კარი გავაღე და ახალგაზრდა 30 წლის ქალი შევათვალიერე. საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ რაღაც ისეთი იყო ამ ორს შორის, დიდი ირონია, დიდი ინტრიგა. არ მესმის ასე უსიყვარულოდ როგორ ცხოვრობს ხალხი.-ნატუკა არ დამხვდა და ვიფიქრე გჭირდებოდათ.-ნათარგმნ საბუთებზე ვანიშნე ჩემს უფროსს.
-შემოდი ნინა.-ხელით მანიშნა დავმჯდარიყავი.-ანანო შენ წადი ძვირფასო და სახლში ვილაპარაკოთ.-ლოყაზე აკოცა უკმაყოფილო ცოლს.
-შენს ახალ თანამშრომელს არ გამაცნობ?-უკმაყოფილოდ შეხედა დავითს.-მე ანანო ვარ, დათოს მეუღლე.-ხელი გამომიწოდა ანანომ.
-ნინა, ტრენინიგ ცენტრის სპეციალისტი.-ხელი ჩამოვართვი ქალს, ვისი ქმარიც უნდა შემეცდინა.
-სასიამოვნოა ნინა შენი გაცნობა. -თვალი ჩამიკრა და კაბინეტიდან გავიდა. მე კი მისი ღიმილი კარგად სულაც არ მენიშნა. ისიც ამ შეთქმულების მონაწილე იყო აშკარად.
-გადათარგმნე?-საქაღალდეს ხელი მოჰკიდა და ხელნაწერ ფურცლებს თვალი გადაავლო.
-ხელშეკრულებებს ზოგადად უცხო ენაზე თარგმნიან ხოლმე და არა პირიქით. ეს გამოცდა იყო?-შევხედე დავითს.
-ასე ვთქვათ, გამოცდა, რეზიუმეს გადამოწმება.-ფურცლებს ჩასცქეროდა, უცებ გამომხედა და დაბნეულმა თვალი მოვარიდე, მას კი ჩაეღიმა და ისევ ფურცლებს დააცქერდა. ელენე მართალი იყო, ისეთი სიმპატიური იყო ბატონი დავითი ყველა ქალს მოხიბლავდა. რატომ არ მოსწონდა სიძედ, ან რატომ უნგრევდა ოჯახს? უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში. მინდოდა სიმართლე მეყვირა, მინდოდა მეთქვა, რომ შეთქმულებას უწყობდნენ და მეც ამის მონაწილე ვიყავი. თუმცა ლევანი იყო მეორე მხარეს და მას ვერ გავწირავდი.-კარგი ნინა, შეგიძლია გააგრძელო მუშაობა. ზაზას უსწავლია კადრების შერჩევა.
-რას გულისხმობთ? ანუ კმაყოფილი ხართ ჩემი შესრულებული სამუშაოთი?-შევხედე კმაყოფილს.
-ზაზა კადრებს გარეგნობის მიხედვით არჩევს ყოველთვის, შენს შემთხვევაში კი სწორად შეარჩია.
-ამით რა გინდათ მითხრათ ბატონო დავით, რომ გარეგნობა არ მივარგა?-გადაწყვეტილი მქონდა მალე დამემთავრებინა ყველაფერი, ამიტომაც შესამჩნევად ვკეკლუცობდი.
-ის რომ ფეხები კისრიდან გეწყება საქმეს ვერ შეგიმსუბუქებს.-სავარძელში გადაწვა და ირონიულად ჩაიღიმა.
-არც მჭირდება ბატონო დავით.-გაბრაზებული გამოვედი მისი კაბინეტიდან. თავს საშინლად დამცირებულად ვგრძნობდი, საკუთარი თავი მეზიზღებოდა. სხვა რას ველოდი ნეტავ ჩემი საქციელის მერე.
სხვა სტრატეგია უნდა შემემუშავებინა. მამას სიტყვები გამახსენდა: „ნინა ამდენი თაყვანისმცემელი იმიტომ გყავს, რომ ცივი ხარ. კაცებს იზიდავთ მიუწვდომელი ქალები. თითქოს ერთგვარი აზარტია, ბრძოლა მიუწვდომელის დასაპყრობად. დედაშენი ცოლად კი მოვიყვანე, მაგრამ ვერ შევწვდი, ვერ შევძელი მისი დაპყრობა და ყოველდღე ვიბრძვი მისი გულის მოსაგებად.“ მეც თავი შორს უნდა დამეჭირა დათოსგან, ადვილად მოსაპოვებელი ქალის შთაბეჭდილება არ უნდა დამეტოვებინა. რამდენიმე დღემ ისე ჩაიარა დავითს საერთოდ არ ვეკონტაქტებოდი. დერეფანში თუ შევხვდებოდი მხოლოდ ვესალმებოდი და გვერდს ავუვლიდი. სამაგიეროდ ის მაყოლებდა თვალს, ჩემი გეგმა მოქმედებდა. ყოველ დღე განსაკუთრებულად ვემზადებოდი, სარკეში კმაყოფილი ვათვალიერებდი საკუთარ თავს. სადაზღვეო კომპანიებს ვხვდებოდი, მერე პრეზენტაცია მოვაწყვე და ახალი პაკეტები გავაცანი თანამშრომლებს. დავითიც ესწრებოდა პრეზენტაციას, თვალი მისკენ მაინც გავაპარე. დაჟინებით მიცქეროდა და რომ შევხედე გაეღიმა. ჩემი სიამაყე არ მაძლევდა უფლებას იქით მეცადა მასთან ურთიერთობა. პრეზენტაცია დავასრულე და ჩემს კაბინეტში შევედი.
-კარგი გამოვიდა პრეზენტაცია.-ჩემი და ზაზას სამუშაო ოთახში შემოვიდა დავითი და შემაქო.
-მადლობა.-არ შემიხედავს, კომპიუტერში ჩემი საქმე განვაგრძე, სადაზღვეო კომპანიის კონტრაქტი ამოვბეჭდე, გვერდი ავუარე დავითს და იურისტების კაბინეტისკენ წავედი.
-კახა ეს ხელშეკრულებაა, ყურადღებით გაეცანი და თუ რამე არ მოგეწონება გავასწორებინებ. პაკეტით ყველა კმაყოფილია. იურიდიულ მხარეს გადახედე გთხოვ.-ჩვენს იურისტს ხელშეკრულება დავუდე წინ.
-კარგი ნინა, ვნახავ და დაგირეკავ.-თვალი ჩამიკრა კახამ, აშკარად მეპრანჭებოდა და არა მხოლოდ ის. თაყვანისმცემლების სიმრავლით ყოველთვის გამოვირჩეოდი. ჩემი სამუშაო ოთახისკენ მივდიოდი, რომ დავითმა დამიძახა.
-ნინა, გამომყევი.-ზურგი შემაქცია და დერეფანს გაუყვა. მეც უკან ავედევნე. თან თითებს ვიმტვრევდი ნერვიულობით, სამდივნოში შევედით.
-ნატა ორი ყავა შემოგვიტანე.-დაავალა ნატას.
-მაგარი იყავი.-ცერა თითით მანიშნა ნატუკამ.
-მადლობა საყვარელო.-გავუღიმე ნატუკას.-მე უშაქრო ყავა გამიკეთე.
-კარგი.-გამიღიმა ნატუკამ და ბოსის კაბინეტშიც შევედი.
-ნინა დავალება მაქვს შენთან.-სავარძელში გადაწვა, ხელში კალამს ათამაშებდა და ისე მიყურებდა.
-რა დავალება? გისმენთ.-შევხედე და მისი მაგიდის წინ სავარძელში მოვთავსდი.
-კორპორატიული წვეულებაა დასაგეგმი. მინდა შენ მიხედო ამ ყველაფერს.
-მე კადრებში ვმუშაობ და არა პიარში.-შევხედე უკმაყოფილოდ.
-შეითავსე, შენ კარგად გამოგდის.
-არა ბატონო დავით. არ მაქვს არც განწყობა და არც სურვილი მსგავსი წვეულებების მოწყობის. გთხოვთ სხვა ვინმეს დაავალეთ.-მართლა არ მქონდა განწყობა, ის ვთქვი რასაც ვგრძნობდი.
-კარგი რა ნინა. პიარი დეკრეტულ შვებულებაშია, ნატას, რომ დავავალო საშინელებას დაატრიალებს.
-რას დავატრიალებ?-ნაწყენი სახით შემოვიდა ნატუკა.
-ნატაც მოგეხმარება და ერთად დაგეგმეთ.-თვალი ჩამიკრა ბოსმა.
-რაში ვეხმარები?-გაკვირვებულმა შემოგვხედა ორივეს.
-კორპორატიული წვეულების დაგეგმვასა და ორგანიზებაში.-თვალები გადავატრიალე მობეზრებულად.
-რა მაგარია. ყავის ჭიქები დადგა ნატუკამ და სიხარულისგან ტაში შემოჰკრა.
-კარგით, თანახმა ვარ.-გამოვუცხადე დავითს.-მხოლოდ ნატუკას გამო.
-ნატა ეს რა არის?-ცივად დადგა ყავის ჭიქა დათომ და ნატუკას შეუბღვირა.
-ამერია.-საწყალი სახე მიიღო ნატამ.-ყავის ჭიქა ააცალა და ჩემს წინ დადგმული ყავა გადაუდგა წინ.
-ნინას ახალი ყავა გაუკეთე და სულ დაბნეული ნუ დადიხარ.-საყვედურობდა ნატას.
-გმადლობთ, ყავა არ მინდა ნატუკა. საქმე მაქვს, შესვენებაზე უნდა გავიდე. -მერე დავითს მივუბრუნდი, რომელიც ჩემს ყავას გემრიელად მიირთმევდა.-შვებულება არ მეკუთვნის და იქნებ ერთი დღე, პარასკევს გამანთავისუფლოთ.
-რატომ? ჯერ ორი კვირაც არ არის რაც მუშაობ.
-პირადი საქმე მაქვს, ძალიან მჭირდება.-თითქმის ვეხვეწებოდი.
-არ გიშვებ, მერე იტყვიან პრივილეგიებით სარგებლობსო და იჭორავებენ თანამშრომლები.-კმაყოფილს ჩაეღიმა და ისევ ყავა მოსვა.
-რა სისულელეა.-გაიცინა ნატუკამ.-გაუშვით რა.-ჩემს გამო ეხვეწებოდა დავითს.
-ხელი ხელს ბანსო ხომ გაგიგიათ.-შევხედე დავითს.-კორპორატიულ წვეულებას გავაკეთებ თუ გამიშვებთ.
-ჯერ არ მოსულხარ და უკვე მეწინააღმდეგები კიდეც?-ფეხზე წამოდგა და ჩემს წინ დადგა.-ნატუკა წადი შენ საქმეს მიხედე.-ისე უთხრა ჩემთვის თვალი არ მოუცილებია. ნატუკაც გავიდა კაბინეტიდან.
-არ გეწინააღმდეგებით.-დამფრთხალი ვუყურებდი.-ძალიან მჭირდება ეს ერთი დღე. ვიცი თავხედობაა ერთი კვირის მერე შვებულების მოთხოვნა მაგრამ..
-წადი.-ზემოდან დამყურებდა და სხვანაირად მაკვირდებოდა სახეზე.
-სად?
-პარასკევს განთავისუფლებ.-ისევ მაკვირდებოდა და თვალებით მჭამდა.
-მადლობა, მე წავალ.-თვალი მოვარიდე და გასვლას ვაპირებდი, რომ მკლავზე მომკიდა ხელი და შემაჩერა.
-მართლა არავინ გყავს ოჯახის წევრები?-თავისკენ შემაბრუნა და დაკვირვებით მიყურებდა თვალებში. რეზიუმეში ოჯახის წევრები არ მყავდა მითითებული.
-არავინ.-თვალები დაბლა დავხარე, არ მინდოდა ტყუილში გამოვეჭირე.-ჩემი და ორი წლის წინ გარდაიცვალა სიმსივნით. მამა სტუდენტები ვიყავით, რომ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დედა იტალიაში წავიდა, იქ კი..
-რა მოხდა?
-გათხოვდა, შვილიც ჰყავს და..
-მესმის.
-ბიძები მყავს, თუმცა ყველას თავის ცხოვრება აქვს. ჩემი ოჯახი ჩემი ორი მეგობარია. ისინი ჩემი დის ჯგუფელები არიან და მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემს საუკეთესო მეგობრებად იქცნენ.
-ნინა. თუ რამე დაგჭირდება, თუ გაგიჭირდება რამე უბრალოდ მოდი და მითხარი. კარგი?
-მე..-ცრემლები მომადგა თვალებზე, ის მე დახმარების ხელს მიწვდიდა, როცა მე მას მახეს ვუგებდი.
-ნუ ტირი, დაკარგული ღიმილი დაიბრუნე, ღიმილი ძალიან გიხდება.
-ასეთი კარგი ხართ თუ ნიღაბია?-შევხედე დავითს.
-ადამიანებზე წარმოდგენაც დაკარგე?-გაეცინა.-შენ თვითონ მიხვდი.
-დახმარების ხელს ისე არავინ მიწვდიდა, თუ სანაცვლოდ რამეს არ მოითხოვდა.
-კარგი ნინა წადი. მესმის შენი, არ მიცნობ და ფიქრობ, რომ საფასური ყველაფერს აქვს. მე უბრალოდ მეგობრული ხელი გამოგიწოდე.
-მადლობა.-ჩაკიდული ხელი გავაშვებინე და კაბინეტიდან გამოვედი. მეჩვენებოდა, თუ თავად ცდილობდა ჩემს მოხიბვლას ბატონი დავითი. ჩემი გეგმა მოქმედებდა. თუმცა საკუთარი თავი მეზიზღებოდა. იქნებ გულწრფელი დახმარების ხელი გამომიწოდა და მე კი.. ცრემლები მახრჩობდა. საპირფარეშოში შევიკეტე და ავტირდი.
საღამოს ლევანს და თეოს ველაპარაკე სკაიპით. გაუხარდათ რომ ვუთხარი პარასკევს გადმოვფრინდებითქო. ლევანი ცუდად იყო, ქიმიო თერაპიის მერე საშინლად გამოიყურებოდა.
-თეო ექიმები რას ამბობენ?-ტირილს ვეღარ ვიკავებდი.
-ყველაფერი კარგად იქნება. შენ როგორ ხარ? მასთან?..
-თეო კარგი ადამიანია, საკუთარი თავი მეზიზღება. ჯერ დრო გამყავს, ვიცი ასეთ საშინელებას ვერ გავუკეთებ.
-აბა რომ გელაპარაკებოდი და არ დამიგდე ყური. რას იზავ?
-მიჩივლოს ელენემ და წავალ ციხეში.
-გაგიჟდი? ლევანს ვის უტოვებ?-მიბრაზდებოდა თეო.
-მთვარია ცოცხალი იყოს. მთავარია იცოცხლოს. დედაჩემი იმედია მიხედავს. ვერ გავაკეთებ რასაც ის ტირანი ქალი მთხოვს. დათო რომ მიახლოვდება ვკანკალებ, გული ლამის ამომვარდეს. დღეს მითხრა, თუ რამე დაგჭირდეს მითხარიო.
-დრო გაიყვანე, ირაკლი ჩაატარებს საქველმოქმედო კონცერტს და იქნებ შევძლოთ მაგ ვალის გადახდა.
-კარგი თეო, შენც დაისვენე, ორ დღეში ჩამოვალ.
ორმა დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. დავითი ერთხელ შემხვდა ყავის აპარატთან.
-როგორ ხარ?-გამიღიმა.
-გმადლობთ კარგად. თქვენ?-შევხედე და აპარატს ყავა შევუკვეთე.
-რაპუნცელი.
-რა?-შევხედე გაღიმებულს.
-რაპუნცელის ზღაპარი გიყვარს?-ჩემს თმაზე ვგრძნობდი მის სუნთქვას.
-მიყვარს. მეც და თეოსაც, ჩემს მეგობარს.-დავუკონკრეტე.-ამიტომ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ უფრო მეტად გაიზრდიდა თმას.-ჩემი გრძელი და ხშირი თმით ვამაყობდი. თქვენც გიყვართ ეგ ზღაპარი?
-ჩემს შვილს ვუკითხავდი ხშირად.-გაიღიმა.
-აღარ უკითხავთ?
-ცხრა წლის არის და ახლა თავად კითხულობს რაც აინტერსებს.
-რა ჰქვია?
-დეა, მედეა. დედაჩემის სახელი.
-ლამაზი სახელია.-გავუღიმე.
-შენი თმაც ლამაზია, არ შეიჭრა რა.-თმაზე ხელი ჩამომისვა.
-არ შევიჭრი.-გავუღიმე და ჩემი ოთახისკენ წავედი.
იმ დღით დაუღალავად ვმუშაობდი, არ მინდოდა საქმე დამეტოვებინა გასაკეთებელი, ოფისიდან გვიან გამოვედი და გაჩერებისკენ წავედი. მანქანამ გამიჩერა ფეხებთან და მინა ჩაუწია.
-ნინა დაჯექი მიგიყვან.-ჩვენი იურისტი იყო კახა.
-გმადლობ კახა, თავად წავალ.-უარი ვუთხარი და გზა განვაგრძე. ნამდვილად არ მინდოდა კახას კომპლიმენტები და გადამეტებული ყურადღება. ჩვეულებრივი ამპარტავანი ბიჭი იყო. თვამოყვარეობა შეელახა ბიჭს ჩემი უარით, სწრაფად დაძრა მანქანა და თვალს მიეფარა.-სულელი, რეგვენი.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.-თავი რა ჰგონია?-ვბუტბუტებდი გაჩერებაზე მარტო მდგომი.
-ამ დრომდე რატომ დარჩი ოფისში?-დავითის ხმა რომ გავიგე ჩემს ზურგს უკან შიშისგან ლამის გული ამომვარდა.
-აქ რა გინდათ?-შევხედე შეშინებულმა.
-რატომ არ გაჰყევი კახას?
-აქ რატომ ხართ?
-იმიტომ, რომ ღამეა და ჩემი თანამშრომელი ახლა გამოდის ჩემი ოფისიდან.
-ძიძა არ მჭირდება, დიდი ხანია გავიზარდე.-შევხედე საყვედურით, საშინლად მაღიზიანებდა კაცების კუდში დევნა. რამდენიმე თაყვანისმცემელი მყავდა, რომლებმაც თავი საშინლად მომაბეზრეს. არ მანებებდნენ თავს, სანამ ირაკლი არ ჩაერია და არ მიუჩინა თავ თავისი ადგილი.
-წამოდი მიგიყვან. ათი წუთი კიდევ არ მოვა შენი ავტობუსი.-ტაბლოს შეხედა.
-გთხოვთ წადით, თავად მივხედავ თავს.-ვთხოვე, მან კი მომავალ ტაქსს აუქნია ხელი და გააჩერა. ფული გადაუხადა და რაღაც უთხრა.
-ჩაჯექი და სახლში მიგიყვანს. მიდი და ასე ნუ მიყურებ.-ხელი მომკიდა და თითქმის ძალით ჩამსვა ტაქსში.
სახლში მისულმა ბარგი ჩავალაგე, დილით კი ირაკლიმ მომაკითხა.
-ნინა ჩამოდი გვაგვიანდება.-ტელეფონში ჩამძახა ირაკლიმ. მეც ბარგს ხელი მოვკიდე, კარი გამოვიკეტე და კიბეებზე დავეშვი.
-ჩემი ბიჭი.-ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე იკას.
-ჩემი გოგო როგორ ხარ?-ხელში აყვანილი დამატრიალა. ირაკლი უფროსი ძმასავით იყო. ირაკლი ისეთი მეგობარი იყო, რომელმაც წლების წინ მძინმე დეპრეესიდანაც გამომიყვნა. შეყვარებული ვიყავი ცალმხრივად. ვერავის ვუმხელდი ვერაფერს, ირაკლის კი ყველაფერი მოვუყევი. მოვუყევი როგორ მითხრა ჩემმა სათაყვანებელმა ბიჭმა, რომ მე ბავშვი ვიყავი და ეს სიყვარული არ იყო. ხომ არსებობენ ოჯახის წევრები, დედა, მამა, ძმა. რომლებმაც რაც არ უნდა გაგაბრაზონ, მაინც გიყვარს, იმიტომ რომ ერთი სისხლი გაქვთ. მე და ირაკლის ერთი სისხლი არ გვქონდა, მაგრამ ის ყველაფრი იყო ჩემთვის. ახლა კი თავს საშინლად ვგრძნობდი, რომ არ ვუყვებოდი სიმართლეს.
-შენ როგორ ხარ?-გავუღიმე ირაკლის და ჩემი ბარგი მივეცი.
-კონცერტი ერთ თვეში იქნება, ყველაფერს მოვაგვარებთ ნინა.-მითხრა ირაკლიმ და მანქანის კარი გამიღო.
-შენ და თეო რომ არა ალბათ ვერ გადავიტანდი ამ ყველაფერს.
-დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება.-თმაზე მომეფერა ირაკლი.
-შენც მოდიხარ?
-კი.-ორი ბილეთი დამანახა.
-მიყვარხარ.
-მე უფრო.-ცხვირზე ხელი მომიჭირა.
მალე აეროპორტში ვიყავით და რეგისტრაციას გავდიოდით. აეროპორტიდან სასტუმროში მივედით, ბარგი დავტოვეთ და პირდაპირ საავადმყოფოში მივედით.
-ნინა დადა.-ჩამეხუტა ლევანი, თვალები ჩაშავებული ჰქონდა. ვცდილობდი არ მეტირა მაგრამ ცრემლებს ვერ ვაკავებდი. ჩემს პატარას გულში ვიკრავდი და ვეხუტებოდი. როგორ მომნატრებია მისი სურნელი. თუმცა მას ის სუნი აღარ ჰქონდა, მის ტკბილ სურნელს საავადმყოფოს და წამლის სუნი ერია.
-როგორ ხარ ჩემო პატარა?-ისევ ვტიროდი.
-რატომ არ ხარ ჩემთან?-შემომხედა სევდიანი თვალებით.
-იცი აქ ბევრი ვერ ვიქნებით. თანაც მე უნდა ვიმუშავო, რომ ექიმებს ფული მივცე. შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ, ყველაფერი კარგად იქნება, მალე გამოჯანმრთელდები და სულ ჩემთან იქნები.
-ნინა იცი იქ ოთხი გოგოა, ჩემი მეგობრები არიან. მათაც აღარ აქვთ თმები.-მიყვებოდა ლევანი.
-მამიკოსაც არ ჰქონდა თმა და მერე რა მოხდა? ახალი თმა ამოგივა მალე. ყველაფერი კარგად იქნება.
-გოგონებს, რომ არ აქვთ თმა?-დადარდიანებული იყო ლევანი.
-მათაც ექნებათ საყვარელო.
-მეძინება.-ჩაილაპარაკა, საწოლზე მივაწვინე ჩემი პატარა და გვედიდან არ ვცილდებოდი.
-ამ ორ კვირაში გავნადგურდი.-ცრემლებს იმშრალებდა თეო.-ამდენი ბავშვი რატომ ებრძვის ამ წყეულ დაავადებას?-ირაკლის ეხუტებოდა თეო და ისიც ტიროდა.
-კარგი დამშვიდდი.-თმაზე ეფერებოდა იკა თეოს და აწყნარებდა.
ლევანმა რომ გაიღვიძა ბავშვთა გასართობ ოთახში წაყვანა მთხოვა. მეც წავიყვანე, თეო ირაკლიმ წაიყვანა სასტუმროში.
-ნინა ისინიც ქართველები არიან.-მიღიმოდა ლევანი.
-ვინ საყვარელო?
-ჩემი მეგობრები.
ბავშვთა ოთახში ოთხი ბავშვი დაგვხვდა. მათი მშობლებიც იქ იყვნენ. ბავშვები ლევანიკოს შემოეხვივნენ.
-გამარჯობათ, თქვენ...-ახალგაზრდა გოგონა მომეგება.
-ლევანიკოს დედა ვარ, ნინა.-ხელი გავუწოდე ახალგაზრდა ქალს.
-მე ანას დედა ვარ,-პატარა გოგონა ეხუტებოდა.-ნათია.-ნაძალადევად გამიღიმა ნათიამ. მასაც დაეკარგა გულწრფელი ღიმილი ჩემსავით და ვეღარ პოულობდა.
-ანა.-პატარა გოგოს წინ ჩავიკუზე.-შენ ლევანის მეგობარი ხარ?
-კი, მე უკვე დიდი ხანია აქ ვარ. ლევანი კი ცოტა ხანია. რა ლამაზი თმა გაქვს. დედიკო მეც მინდა ასეთი თმა.-შეხედა დედას სევდიანი თვალებით.
-მალე გაგეზრდება და უფრო ლამაზი თმა გექნება ვიდრე ჩემია.-გავუღიმე ანას.
-ეს მალე მალე დადგება? სახლში მინდა.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ანამ.
-წამოდი ვითამაშოთ.-ხელი მოჰკიდა ლევანმა და სათამაშოებისკენ წაიყვანა, სადაც კიდევ სამი ბავშვი იყო.
-ისინიც გოგონები არიან?-შევხედე ნათიას.
-კი და ყველას მდგომარეობა უიმედოა. ლევანს აქვს შანსი, რადგან მისი დაავადება საწყის ეტაპზეა, ჩვენ კი მგონი აღარ. უბრალოდ დღეებს ვუხანგრძლივებთ.-ცრემლიანი თვალები შეიმშრალა ნათიამ.
-ნახეთ რა ლამაზი თმა აქვს.-ანა წინ წამოვიდა და მას მოჰყვნენ ის სამი გოგონაც.
-რა ლამაზია?-ყველანი შემომეხვივნენ, მათ შორის ლევანიც.
-ლევანიკო საყვარელო ვაჩუქო შენს მეგობრებს ჩემი თმა?-შევხედე ლევანს.
-აჩუქე.-თვალები გაუბრწყინდა ლევანს.-სულ ბიჭები გონიათ თმა რომ არ აქვთ. როგორ აჩუქებ?-შემომხედა თვალებ გაბრწყინებულმა.
-ეგ მე ვიცი.-ყველა ჩავკოცნე და სათამაშოდ გავუშვი. ისე გაუხარდათ, სულ მე მიყურებდნენ გაბრწყინებული თვალებით.
მეორე დილით თეოს მოვკიდე ხელი და სტამბოლის ქუჩებში ვეძებდით სალონს.
-რას აპირებ?-გაოცებული მიყურებდა თეონა.
-თმას ვიჭრით და თავიდან ვიწყებთ შეჯიბრს.
-რა მოიგონე?-შემომხედა გაბრაზებულმა.
-ანას, ბარბარეს, თაკოს და მარის თმას ვჩუქნით.
-რა? რა თმას ვჩუქნით?-თვალებ გაფართოვებული მიყურებდა თეო.
-შევიჭრით და 2 პარიკს შენი თმისგან გავაკეთებთ, 2 პარიკს ჩემი თმისგან.
-კარგი რა, ამდენი ხანია ვიზრდი, თან როგორ ვუვლი.
-უკეთესი თმა ამოგივა. უკვე შევპირდი და თავს ვერ დაიხსნი.-შევხედე გაბრაზებულმა.
სულ ტირილით შეიჭრა თმა თეომ. მე კი ვიდეოს ვუღებდი როგორ გლოვობდა თმას. თმა წამოვიღეთ და სხვა სალონში მივედით, სადაც დაგვპირდნენ, რომ 4 პარიკს შეგვიკერავდნენ მომდევნო დღისთვის.
ხანდახან იღლები სიცოცხლით, ხანდახან გინდა რომ ყველაფერი დაასრულო, მაგრამ როცა აცნობიერებ, რომ ვიღაცას სიხარულს ანიჭებ. როცა აცნობიერებ, რომ ვიღაცის ცხოვრება შეგიძლია წამიერად მაინც გაალამაზო ხვდები, რომ სიცოცხლე ამ წუთებად ნამდვილად ღირს.
-რა ლამაზია, რამ სიგრძეა.-ანამ გახარებულმა მოირგო პარიკი თავზე და ბედნიერი იყურებოდა სარკეში.
-მადლობა-ცრემლებს ვერ იკავებდა ნათია.-რამდენი ხანია მისი თვალები ჩაქრა და ეს ნაპერწკლები აღარ მინახავს. მადლობა. არანაირი სათამაშო აღარ ახარებდა.
-მადლობას ნუ მიხდი, ჩვენ ერთი ტკივილი გვაქვს.-ცრემლები შევუმშრალე ნათიას.
ოთხივე ისეთი გახარებული იყო ახალი თმით, რომ თვალები უბრწყინავდათ. დანარჩენების მშობლებიც გავიცანი. მათი თვალებიც ჩამქრალი იყო. აქამდე ლოცვისას ლევანიკოს გადარჩენას ვთხოვდი ღმერთს, ახლა უკვე ხუთი ბავშვისთვის დავიწყე ლოცვა.
-მიყვარხარ.-ყელზე შემომეხვია ლევანი.
-მეც მიყვარხარ.-ლოყები დავუკოცნე ჩემს პატარას.
-შენ ყველაზე მაგარი დადა ხარ. იცი როგორ გაუხარდათ ახალი თმები. მითხრეს რომ პატარა თმებითაც ძალიან ლამაზია შენი დადაო. რომ გავიზრდებით მისნაირი გვინდა ვიყოთო.
-გაიზრდებიან. -თვალები ცრემლით მქონდა სავსე და ლევანს გულში ვიკრავდი.
ტირილით დავემშვიდობე ჩემს პატარას და ისევ საქართველოში დავბრუნდი. ორშაბათს დილით ადრე გადმოვფრინდი. ირაკლი თურქეთში დარჩა. ჩემი მეგობრები რომ არა ამ ყველაფერს როგორ გადავიტანდი და გავართმევდი თავს არ ვიცი.
სულ ერთი საათი მეძინა, სწრაფად მოვწესრიგდი და სამსახურში წავედი. ჩემს მოკლე თმას ჯერ ვერ ვეგუებოდი, თუმცა ძალიან ლამაზი ვარცხნილობა მქონდა. ლამაზად გამოვეწყე, არ ვიცი რა მემართებოდა, მაგრამ გული სხვანაირად მიცემდა. საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი, რომ არ უნდა მეფიქრა ჩემს ბოსზე. სამსახურში დაგვიანებით მივედი და ჩუმად შევიპარე ოთახში.
-გამარჯობა ზაზა, როგორ ხარ? დავაგვიანე?-შეშფოთებული ვუყურებდი ზაზას.
-5 წუთი.-გამიღიმა ზაზამ. კარგი უფროსი იყო ზაზა, სულ ცდილობდა რაც არ ვიცოდი ესწავლებინა, ზაზა 45 წლის იყო, ოდნავ შვერცხლილი თმით. ჰყავდა ცოლი და 2 ბიჭი. ძალიან მეგობრული და მხიარული ადამიანი იყო.-თმას რა უქენი?-შემომხედა თან იღიმოდა.
-გავაჩუქე.
-გააჩუქე? ისე ასეც გიხდება.-ცერა თითი ამიწია კარგიაო.
-მადლობა.-მაგიდასთან ადგილი დავიკავე და საქმეს შევუდექი.
საღამომდე ვმუშაობდი, სადაზღვეო კომპანიასთან ყველაფერი მოვაგვარე. უფროსს ხელშეკრულება გადავუგზავნე მეილზე და ცოტა ხანში ტელეფონზეც დარეკა. ზაზამ გიბარებსო და მეც ხელშეკრულებით წავედი მისი კაბინეტისკენ.
-ნატუკა როგორ ხარ?-გავუღიმე ნატას.
-კარგად, შენ როგორ დაისვენე?
-დასასვენებლად არ ვყოფილვარ.-სევდიანად გავუღიმე ნატას.
-აბა თურქეთში გაფრინდა შეყვარებულთან ერთადო?-მითხრა ნატამ და ტუჩზე იკბინა, მიხვდა, რომ ზედმეტი წამოსცდა.
-ეგ ვინ თქვა?-შევხედე გაკვირვებულმა.
-მაგას ვერ გეტყვი, შემთხვევით მოვისმინე.-თითებს იმტვრევდა ნატა.-თმა ასე გიხდება.-დარცხვენილი მიყურებდა.
-თურქეთში ვიყავი, საქმე მქონდა. მაგრამ შეყვარებულთან ერთად კი არა მეგობართან ერთად.-განვუმარტე ნატას. ნამდვილად არ მინდოდა ჩემზე არასწორად ეჭორავათ. მივეკუთნებოდი იმ ადამიანების კატეგორია ვისაც სხვისი აზრი აინტერესებს. თუმცა ახლა ისეთ სიტუაციაში ვიყავი, რომ ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა არაფერი აღარ მაინტერესებდა, არც ის რას იტყოდა ხალხი.-მე შევალ ხო.-ხელით ბოსის კარზე ვანიშნე.
-კი, შედი გელოდება.-გამიღიმა ნატამ.
-შეიძლება?-ბოსის კაბინეტის კარი შევაღე.
-შემოდი.-თავი არ აუწევია ისე მანიშნა დაჯექიო. მეც მისი მაგიდის წინ სავარძელში ჩამოვჯექი.-ნინა ბარათები მაინტერესებს, როდის მოგვაწვდიან. სხვა ყველაფერი რიგზეა ხელშეკრულებაში, ხელი მოვაწერე და შეგიძლია ფოსტით გაუგზავნო.-როგორც იქნა თავი ასწია და ხელშეკრულება მომაწოდა. სახე შეეცვალა, თმაზე მიყურებდა და თვალს არ მაცილებდა.
-თმა შევიჭერი.-გავუღიმე.
-ვხედავ, გიხდება. -ხელშეკრულება მომაწოდა.-შენს შეყვარებულს უნდოდა, რომ თმა შეგეჭრა?-სხვანაირი იყო, რაღაც აწუხებდა.
-შეყვარებული არ მყავს.-ვხვდებოდი ჭორებს დათოსთანაც მიეღწია. მაინც რა პატარაა ეს თბილისი, საიდან მოიტანეს, რომ შეყვარებული მყავდა. ალბათ ირაკლისთან ერთად დამინახეს აეროპორტში.
-ხოო?-ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, სავარძლიდან წამოდგა და ჩემს წინ სავარძელში ჩაჯდა. გული ამოვარდნას მქონდა, არ ვიცი რა ჯანდაბა მჭირდა. ვხვდებოდი ცოლიანი კაცი მომწონდა და საკუთარ თავს ვლანძღავდი.
-გასართობად არ ვყოფილვარ თურქეთში, საქმე მქონდა. ჩემი ნათლული უნდა მენახა. ლეიკემია აქვს.-ლევანიკო ნათლულად გავასაღე და თვალზე ცრემლი მომადგა.
-ვწუხვარ, ახლა როგორ არის?-ირონიული ღიმილი გაუქრა სახიდან.
-მკურნალობის კურსს გადის, იმედი არსებობს.-ისე ამოვისუნთქე გული ამოვაყოლე სუნთქვას. -მე წავალ.-ხელშეკრულებას ხელი მოვკიდე და კაბინეტიდან გამოვედი.
-ნატა დათოს სუნამო რომ გაინტერესებდა ეს არის.-წინ Hugo Boss-ის სუნამოს 50% ფასდაკლების ბარათი დავუდე. ფასდაკლების ბარათი კი ჩემს ყოფილ კოლეგას გამოვართვი.-ზუსტად ეს სუნამო ასხია ბოსს.
-ღმერთო რა მაგარი გოგო ხარ.-თითქმის კივილი დაიწყო ნატუკამ.
-ჩუმად, რა გაყვირებს?-გამეცინა მის რეაქციაზე.
-რა ძალიან მომწონდა იცი. საიდან იცი რომ ეს სუნამოა?-უცებ დამისვა შეკითხვა.
-ამ სუნამოს რეკლამაში გადამიღეს ფოტოები, მოდელ ბიჭს კი განწყობისთვის ეს სუნამო დაასხეს.-განვუმარტე ნატას.
-რა მაგარია, ძალიან ძვირია ხომ.-გახარებული მიყურებდა.
-ფასდაკლებით შესწვდები.-ისევ გავუღიმე და კარში მდგარი დავითი დავაფიქსირე რომელიც კარს იყო მიყრდნობილი და ხელებ გადაჯვარედინებული გვიყურებდა.
-ვაიმე აქ ხართ?-შეიცხადა ნატამ.
-ისე კიოდი შევშფოთდი.-გაღიმებული უყურებდა ნატას.
-ქაოსი გამოვიწვიე, მე წავედი.-ნატას გავუღიმე და ჩემს სამუშაო ოთახში წავედი.
ახალი წელი ახლოვდებოდა, ამიტომ დავიწყე კორპორატიული წვეულებისთვის მზადება. ყველაფერი კარგად გამოვიდა, ნატუკა კარგად დამეხმარა, მზადებას ფაქტიურად მოვჩით. ყველაფერი დაგეგმილი იყო, თანამშრომლებმა ცეკვებიც დადგეს, ცეკვის მასწავლებელი მოვიწვიეთ და საინტერესო ცეკვები გამოვიდა. დეკორაციისთვის დიზაინერი არ მომიწვევია, თავად მოვაწყვე.
4 დღით ისევ თურქეთში წავედი ლევანიკოსთან. ახალ წელს მასთან შევხვდი, ჩემს პატარას მოვესიყვარულე. ანა ძალიან მძიმედ იყო, გული მეგლიჯებოდა ამ ბავშვების გამო. საქართველოში გადმოვფრინდი და სამსახურში განვაგრძე სიარული.
-როგორ ხარ?-დილით ბოსი შემხვდა ლიფტში.
-მადლობა, კარგად.-გაღიმებას ვცდილობდი, თუმცა არ გამომდიოდა.
-ახალი წელი როგორ გაატარე?
-ნორმალურად.-შევხედე და თვალზე ცრემლი მომადგა.
-კარგად ხარ?-შეშფოთებულმა შემომხედა. ხელკავი გამომდო და თავის კაბინეტში წამიყვანა. ნატუკა არ იყო მოსული, პირდაპირ კაბინეტში შევედით და სავარძელზე დამსვა. მერე წყალი მომიტანა და დამალევინა.-ფერი არ გადევს სახეზე? რა გჭირს?
-კარგად ვარ.
-მომიყევი. უბრალოდ მომიყევი და გადაგივლის. შეყვარებულს ეჩხუბე?-თვალები იატაკს მიაპყრო, თან ჩემი ხელები ხელში ჰქონდა მოქცეული და მაგრად მიჭერდა.
-არა, შეყვარებული არ მყავს. უბრალოდ ჩემი და გამახსენდა. მეორე ახალი წელია მის გარეშე და..-უცებ მოვახერხე და მიზეზი მოვძებნე ჩემი ცუდად ყოფნის. ის კი არ მაწუხებდა, რომ რუსკა დავკარგე, ახლა უკვე მომავალ დანაკარგს ვგლოვობდი. შიშმა ამიტანა ანას შემხედვარემ, მეგონა გამოსავალი აღარ იყო, მეგონა უბრალოდ დროის საკითხი იყო და ლევანსაც დავკარგავდი.
-მიდი იტირე, ამოიღე რაც გულში გაქვს და თქვი.-ხელი მომკიდა, ფეხზე წამომაყენა და გულში პატარა ბავშვივით ჩამიკრა. ისე მჭირდებოდა ეს, ისე მჭირდებოდა რომ მეგრძნო ვინმეს ძლიერი მკლავი, რომ ცრემლებს გასაქანი მივეცი და ავტირდი. დამშვიდებულს ცრემლები შემიმშრალა.-ახლა კი წადი და საქმეს მიხედე.-გამიღიმა.
-მადლობა.-მეც გავუღიმე და მისი კაბინეტიდან წამოვედი.
საღამოს ელენემ დამირეკა, შემახსენა, რომ დრო გადიოდა და უნდა მემოქმედა.
-წყეული ქალი, ტირანი, როგორ მეზიზღება.-ტელეფონი საწოლზე დავანარცხე და ავტირდი.
რამდენიმე დღე ვერიდებოდი დავითთან შეხვედრას, მრცხვენოდა ჩემი სისუსტის. ვგრძნობდი, რომ ისიც არ იყო გულგრილი ჩემს მიმართ და ძალიან მეშინოდა, სიტუაცია ძალიან იძაბებოდა. ერთი ვიცოდი, ბედნიერი დასასრული არ ჰქონდა ამ ამბავს. ჩვენს შორის იყო რაღაც, ერთმანეთს ვიზიდავდით. მისი შემოხედვაც საკმარისი იყო, რომ მთლიანად ვირეოდი, რაღაც ხდებოდა ჩემს თავს.
დღეს კორპორატიული წვეულებაა. თმა და მაკიაჟი თავად გავიკეთე, ოქროსფერი გრძელი კაბა ჩავიცვი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე, ხელჩანთა ავიღე და რესტორანში წავედი. როგორც წვეულების ორგანიზატორი ყველაზე ადრე ვიყავი წვეულებაზე. იფიქრებთ რა დროს წვეულებებია, როცა ამდენი პრობლემა გაქვსო. რუსკამ სიკვდილის წინ მითხრა, რომ არ უნდა მეტირა, ღია ფერის ტანსაცმელი უნდა ჩამეცვა და ლევანი გამეზარდა. მისი სურვილებიდან მხოლოდ მეორეს ვასრულებდი, ღია ფერის ტანსაცმლით დავდიოდი. ლევანისთვის კი ვიბრძოდი.
რესტორანში ნატუკა დამხვდა, გვერდს შეყვარებული უმშვენებდა. უხდებოდნენ ერთმანეთს. გურამი მხიარული და ხალისიანი ახალგაზრდა იყო. რამდენიმე მხიარული ამბავიც მოგვიყვა მე და ნატუკას და გაგვახალისა. თანამშრომლები დავანაწილეთ, ყველაფერი კარგად მიდიოდა. მერე კი კარში დავითი და ანანო გამოჩნდნენ. დავითი ისეთი სიმპათიური იყო, შავი ფერის სმოკინგში იყო გამოწყობილი. მისი ცოლი ანანო კი უბრალოდ იყო ჩაცმული. ჭრელი პერანგი ეცვა და შავი შარვალი, ზემოდან პიჯაკი ჰქონდა მოცმული. არც ვარცხნილობა ჰქონდა გაკეთებული, არც მაკიჟი. არ ვიცი რა თამაშს თამაშობდა. მთავარ ბუღალტერს მიესალმა გულითადად, დანარჩენ თანამშრომლებს ამრეზილმა გადახედა. მერე მე დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა, გული ლამის ამომვარდა. დავითი თანამშრომლებს ესალმებოდა, მათ ვინც ოფისში არ მუშაობს. ანანო კი ჩემსკენ მოდიოდა.
-გამარჯობა ნინა, როგორ ხარ?-გამიღიმა ირონიულად.
-მადლობა, კარგად. თქვენ?-ნაძალადევად გავუღიმე.
-უცებ წამოვედი. არ ვაპირებდი წამოსვლას, აქ ისეთი კატეგორიაა მისალმებადაც არ ღირს.-ცხვირ აწეული უყურებდა აგეესის თანამშრომლებს.
-ყველას არ უმართლებს ცხოვრებაში რომ ბრენდები ჩაიცვას, სამაგიეროდ კარგი ადამიანები არიან.-მკვახედ მივახალე.
-ხო მაგრამ ბრენდები თუ არა კულტურა მაინც ხომ უნდათ?
-კულტურაში რას გულისხმობთ? უკულტურო მათ შორის ჯერ არ შემინიშნავს ვინმე.
-ერთი წრის ხართ საყვარელო და იმიტომ.-ამაზრზენად გადაიხარხარა.-შენ ის მითხარი ამ ფარსს რამდენ ხანში დაასრულებ?
-რას გულისხმობთ?
-როგორ გგონია დედაჩემს უნდა რომ დათოს გავეყარო? ეს მე მინდა. ასე, რომ დროულად იმოქმედე.-მითხრა და ბუღალტრისკენ წავიდა. ერთმანეთი ისე მოიკითხეს კარგი მეგობრები იყვნენ აშკარად. თვალს ვერ ვაცილებდი ანანოს, შემზიზღდა, ოჯახის დანგრევა თავად უნდოდა. მაინც რას უწუნებდა თავის ქმარს, მასზე მეტი რით იყო? ან ეს ჩაცმულობა რა იყო, ვითომ თანამშრომლებს გვამცირებდა, ამ დროს საკუთარ ქმარს ამცირებდა თავის ქცევებით.
-ძალიან ლამაზი ხარ.-ზურგს უკან დათოს ჩახლეჩილი ხმა გავიგონე და შეშინებული შევბრუნდი.
-მადლობა. თქვენც, სიმპათიური ხართ.-გავუღიმე.
-რა უნდოდა? -თვალებით ანანოზე მანიშნა.
-არაფერი, უბრალოდ თავს არ გვიყადრის.-ირონიულად ჩავიღიმე და მისი მოწოდებული ჭიქიდან ცოტა შამპანური მოვსვი.-გაგიმარჯოთ.-ისევ მოვსვი შამპანური.
-ყურადღებას ნუ მიაქცევ.-მითხრა და შამპანურის ჭიქა გამომართვა.-ამდენს ნუ სვავ დათვრები.-გამიღიმა.-შენ ამ საღამოს დედოფალი ხარ, ამიტომ ბოლომდე აქ უნდა იყო და სიტუაცია გააკონტროლო.
-თუ მეფეც მომეხმარება კონტროლში კარგი იქნება.-თვალი ჩავუკარი, ზედმეტად ვკეკლუცობდი.
-თქვენს სამსახურში მიგულეთ.-ახლოს მოვიდა და თითქმის ჩამჩურჩულა.-ჩემო დედოფალო.
გავწითლდი, გული გამალებით მიცემდა, მას კი ჩაეღიმა და ასე აფორიაქებული დამტოვა.
შესანიშნავი წვეულება გამოვიდა. ახალგაზრდა ბიჭები ძალიან აქტიურობდნენ ჩემს მიმართ, რამდენიმე მათგანს ვეცეკვე კიდეც. ცეკვისას პაემანზე მეპატიჟებოდნენ, თუმცა კულტურული უარით ვიცილებდი ყველას. ფიქრებით დავითთან ვიყავი, თვალს ხშირად ვაპარებდი მისკენ. ის კი ჩვეულებრივად იქცეოდა, თავის ცოლთანაც კი იცეკვა. თუმცა ანანო შუა წვეულებიდან გაქრა. ცეკვები ძალიან კარგი გამოვიდა, დიდი ოვაციები მოჰყვა. წვეულების მიწურულს დავითმა სიტყვა ითხოვა.
-მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ 2015 წელს გაწეული შრომისთვის. განსაკუთრებით მადლობა იმ ბიჭებს ვინც აგეესზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია სახანძროს მოსვლამდე მოასწრეს. მათ პრემიის სახით ორმაგი ხელფასი დაერიცხებათ და მადლობის სიგელებს ნინა გადმოგცემთ.-ბიჭები სცენაზე ამოვიდნენ და სათითაოდ გადავეცი სიგელები, დავითმა კი მადლობა გადაუხადა.-მომავალი თვიდან თქვენს უსაფრთხოებაზე ნინა იზრუნებს.-ხელი ჩამკიდა და სიტყვის თქმა განაგრძო.-არა მგონია რომელიმე თქვენგანმა არ დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და ნინა გააბრაზოს.-მის სიტყვებს ოვაციები მოჰყვა.
-ნინას როგორ ვაწყენინებთ.
-მის გამო ცეცხლშიც გადავარდებით.
-უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ასე რომ არსად არ გადავარდეთ, ცოცხალი და ჯანმრთელები გვჭირდებით.-მიკროფონი გამოვართვი დავითს და გამოვუცხადე თანამშრომლებს.
-ხომ გაიგეთ ნინამ რა თქვა, ყველას სიცოცხლე ძვირფასია. -იღიმოდა დავითი.
სცენიდან ჩამოვედით, დავითი აივანზე გავიდა, სიგარეტს ეწეოდა. დრო და დრო დარბაზისკენ იყურებოდა, რამდენჯერმე ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მე თვალი მოვარიდე.
-წვეულების ბოლოს ერთი ცეკვა მაჩუქეთ დედოფალო.-ხელი გამომიწოდა დავითმა.
-ყურადღებას ხომ არ მივიქცევთ?-ფეხზე წამოვდექი და მის ყურთან დავიჩურჩულე.
-მერე რა. შენ დედოფალი ხარ, მე მეფე. ყურადღების ცენტრში სულ ვიქნებით.
-მე არ ვარ დედოფალი, შენი დედოფალი რამდნინე საათის წინ წავიდა.
-წამოდი, მხოლოდ ცეკვას გთხოვ.-მითხრა და გულზე ამიკრა. კარგი მოცეკვავე იყო, ისე დამასრიალებდა მეგონა ღრუბლებში დავცურავდი. მისმა სურნელმა სულ გადამრია. არ ვიცი რა მჭირდა, ალკოჰოლი ცოტა მივიღე, მთვრალი არ ვიყავი და ასე რამ გადამრია.-ადამიანები მხოლოდ საყვარელი ადამიანის სურნელს იმახსოვრებენ, შენ რატომ გახსოვდა ის სუნამო? ის მოდელი ბიჭი მოგწონდა?
-არა, ძველი ამბავია. მასაც ეს სუნამო ესხა.- არ დამიმალავს დავითისთვის.
-გიყვარდა?
-ხუთი წელი. მერე გადამიარა, ამოვიგდე თავიდან.
-მას? როგორ მოახერხა, რომ შენნაირი გოგო გულმოკლული დატოვა?-გამიღიმა, თან ეჭვიანობდა.
-მაშინ 16 წლის ვიყავი და მითხრა, რომ ეს სიყვარული არ იყო, რადგან მე ბავშვი ვიყავი. მერე კი..
-მერე რა მოხდა?
-გავიგე, რომ ჩემი და უყვარდა გაგიჟებით. ჩემი და კი სხვას გაჰყვა ცოლად. ის კი წავიდა, საქართველოდან საერთოდ წავიდა. ხუთი წელი ვფიქრობდი, ველოდებოდი, მერე კი უბრალოდ საკუთარი თავი ვაიძულე დამევიწყებინა.
-ისევ რომ ნახო?
-ის მხოლოდ წარსულია და მორჩა.
-პირველად სტენდზე გნახე, რატომღაც თვალი ვერ მოგწყვიტე და ზუსტად ის სუნამო ვიყიდე.
-ხუმრობ?-გამეცინა.-რატომ?
-კარგი სურნელი ჰქონდა.-გაიცინა და მეც გამეცინა.
მერე უბრალოდ ჩუმად ვცეკვავდით, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დაუსევდიანდა.
-მინდა ეს არ დასრულდეს. მინდა შენი სურნელით გავივსო ფილტვები.-ისევ ჩაეხლიჩა ხმა.
-აღარ გააგრძელო გთხოვ.-შევხედე და ობოლი ცრემლი ჩამომიგორდა თვალიდან. ხელი გავუშვი და აივანზე გავედი, ღრმად ვსუნთქავდი ჰაერს. ფეხის ხმა გავიგე ზურგს უკან, მეგონა ის იყო, ამიტომ არ შევბრუნებულვარ.
-დაგკერა უკვე?-ზურგს უკან კახა იდგა იურისტი, ნასვამი იყო და ამაზრზენად მიყურებდა.
-ზრდილობა არ გასწავლეს ხომ.-გაბრაზებულმა შევხედე.
-რას გთავაზობს ასეთს?-მკლავში მომკიდა ხელი.-მე მართლა მომწონხარ? ჯანდაბას მას ცოლი ჰყავს და ცხოვრებას დაინგრევ.
-შემეშვი. ჩემს ცხოვრებას რასაც მინდა იმას ვუზავ, შენ არ გეხება.-ხელი გავაშვებინე.
-ნინა, ნინა. არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. შეგიძლია ნორმალური ცხოვრება გქონდეს, დაფიქრდი სანამ შეტოპავ.
-რა გინდა კახა?
-შენ ნინა, მხოლოდ შენ. ყველაფერი გექნება, ცოლად გამომყევი და წადი უბრალოდ სამსახურიდან.
-თავი დამანებე.-დარბაზში შევბრუნდი, დათო მიყურებდა, შეშფოთება შემამჩნია და ჩემსკენ წამოვიდა.
-კარგად ხარ?
-კი, უბრალოდ დავიღალე. მე წავალ, ესენი ალბათ გაათენებენ.-ნასვამ საზოგადოებას გადავხედე, ქეიფს ახლა იწყებდნენ.
-კარგი, გაგაცილებ.-რესტორნიდან გავიდა, მე კი ხელჩანთა და ქურთუკი ავიღე და გარეთ გამოვედი. ტაქსი უკვე გაეჩერებინა. -კარგად დედოფალო.-ლოყაზე მაკოცა და ტაქსის კარი გამიღო. კახა მართალი იყო, რეალობა ძალიან მძიმე იყო და მე ვანგრევდი საკუთარ ცხოვრებას. ელენე მართალი გამოდგა, იქით მომხიბლა ბატონმა დავითმა.
წვეულების მეორე დღეს თეომ დამირეკა, საშინლად ნამტირალევი იყო. გული ლამის გამიჩერდა, მერე კი ამოიტირა, რომ ანა გარდაიცვალა. კანკალმა ამიტანა, შიშმა მომიცვა, რომ ლევანსაც რამე დაემართებოდა. მთელი დღე თვალწინ მედგა პატარა გოგონა, რომელიც თმაზე ოცნებობდა და ბოლოს მაინც წავიდა ჩვენგან. ლოცვა დავიწყე, მისი სულისთვის ვლოცულობდი. ეკლესიაში წვედი, სანთლები დავანთე და გულმხურვალედ ვილოცე, თან ცრემლები მისველებდა თვალებს.
-ნინო.-მამა აკაკი მომეგება.
-დამლოცეთ მამაო.-ხელზე ვეამბორე.
-როგორ ხარ? აღსარებას რატომ აღარ მაბარებ?-მისაყვედურა მამაომ.
-არ შემიძლია. -ამოვიტირე.-მამა აკაკი, ანა, პატარა გოგონა გარდაიცვალა, მას ისე უნდოდა სიცოცხლე, მაგრამ ვერ დაეხმარნენ. გთხოვთ ილოცეთ ლევანისთვის და ანას სულისთვის.-ვუთხარი ტირილით მამა აკაკის და ეკლესია ისე სწრაფად დავტოვე მამა აკაკის არაფრის თქმა არ ვაცადე.
საღამოს კარზე ზარის ხმა იყო, არავის ველოდებოდი. ნელა წამოვდექი საწოლიდან, ცრემლები ხელის გულით შევიმშრალე და კარი გამოვაღე.
-საღამო მშვიდობის.-კარში დავითი იდგა.
-თქვენ?
-შეიძლება შემოვიდე?
-არა!-მკაცრად ჩავილაპარაკე.
-მაშინ წამომყევი, დალაპარაკება მინდა, სადმე დავჯდეთ.
-მე რატომ? ზაზა წაიყვანე, ვინმე სხვა.
-გთხოვ. მე შენთან მინდა დალაპარაკება.
-გთხოვ წადი.-ჩავილაპარაკე ნამტირალევმა.
-თუ არ შემიძლია.-ოთახში შემოვიდა, კარი კი ფეხით მიხურა, მე უკან უკან დავიწყე დახევა, ის კი მიახლოვდებოდა მანამ, სანამ ზურგს უკან კედელს არ მივეყრდენი. ხელი წელზე შემიცურა, თვალები დახუჭა და ცხვირი ჩემს ყელში ჩარგო. ხმას ვერ ვიღებდი, თითქოს გავიყინე, ვერც ვინძრეოდი. დრო თითქოს გაჩერდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ასე.-დავიღალე, სიმშვიდე მენატრება.-დაიჩურჩულა ჩემს ყელთან და ლოყაზე სველი კოცნა დამიტოვა.-რატომ მიწვევდი პირველივე დღეს, რატომ გადამრიე?
-გთხოვ გაჩერდი.
-გიყვარს ვინმე? გაყვს ნინა ვინმე?
-ამას მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ გყავთ ცოლი.-ძალა მოვიკრიბე და ხელებით უკან დავწიე.
-თუ დავიღალე, თუ გაუსაძლისია ყოველდღიური სკანდალები?
-და მაინც, გყავთ თქვენ ცოლი. მაშინ გაეყარეთ და დაასრულეთ.
-საქორწინო ხელშეკრულება. ეს ის არის რაც არ მაძლევს უფლებას მას გავეყარო.
-და რა წერია ამ ხელშეკრულებაში?-ვხვდებოდი დიდი ქაოსი იყო ამ ყველაფრის უკან.
-ამ ქორწინებით 10 წლის წინ კომაპანიები გააერთიანეს ჩვენმა მამებმა. საქორწინო ხელშეკრულება გააფორმეს, თუ რომელიმე ჩვენთაგანი გაყრას მოინდომებს ყველაფერი მეორეს დარჩება, მათ შორის შვილზეც დავკარგავ უფლებას.
-იძულებითი ქორწინება.
-არ იყო იძულებითი, ერთმანეთი გვიყვარდა, თუმცა მშობლების მუდმივი ხელების ფათურის გამო ყველაფერი აირია. გულწრფელი ვიქნები, ანანო აღარ მიყვარს. აღარც ქალი აღარ მაინტერესებს და ბევრჯერ ვუღალატე კიდეც. ბევრჯერ ვცადე ურთიერთობის დალაგება და არ გამოგვდის.
-ახლა ჩემთან უღალატებ, ხვალ კიდევ სხვასთან და გარედან ისე შეფუთავთ თითქოს ბედნიერი ოჯახი გაქვთ.
-ნინა შენ არ ხარ რიგითი ქალი. შენ..
-რა მე?-უკვე ვყვიროდი.-თავი დამანებე, გთხოვ..
-შემიყვარდი.-მანაც დამიყვირა.- გამუდმებით ჩემს ფიქრებში ხარ. საქმეს ვეღარ ვუდებ გულს, სამსახურში სიხარულით მოვდივარ რომ იქ გნახავ.
-ასე მალე? არ მიცნობ, არაფერი იცი ჩემზე.
-გიცნობ ნინა, შენს სურნელს ათასში გამოვარჩევ, შენს თვალებს ვერ ვივიწყებ, ამ თვალებს მუდმივად დიდ ტკივილს რომ დაატარებენ.
-გთხოვ გაჩუმდი.-უკვე ვტიროდი. მან კი ხელში ამიყვანა და ჩემთან ერთად დაჯდა სავარძელში, გულზე მიმიხუტა და ზურგზე მეფერებოდა.
-თმა რატომ შეიჭერი?-თმაზე დამისვა ხელი.-ხომ დამპირდი, რომ არ შეიჭრიდი.
-გავაჩუქე.-ამოვიტირე.
-ვის აჩუქე?
-ორ გოგონას ვისაც თმა აღარ ექნება.-ისევ ტირილი ამივარდა.
-ეგ როგორ?-გაკვირვებული მიყურებდა და თან ცრემლებს მიმშრალებდა თითებით.
-მათ ლეიკემია აქვთ, თმაზე ოცნებობდნენ, ხო და ვაჩუქე. დღეს კი ანა გარდაიცვალა, ერთ ერთი გოგონა.-ტირილით მოვუყევი ანაზე.
-შენ კი მეუბნები არ მიცნობო. მე ამ დამფრთხალ თვალებს ვიცნობ და შენს გულს, როცა გიახლოვდები გამალებით ცემს.
-გაჩერდი, გთხოვ გაჩუმდი.-ცრემლები მომდიოდა თვალებიდან, მან კი ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და გულზე მიმიკრა. დიდი ხანი ვიყავით ასე ჩახუტებულები, ერთმანეთის გულის ცემას ვისმენდით. მასზე მიხუტებს ჩამეძინა. დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. დათო არსად იყო, საწოლზე ვიწექი და პლედი მეფარა. მეგონა დამესიზმრა. ტელეფონს დავხედე დილის 6 საათი იყო. შეტყობინება იყო მოსული.
-„ხვალ სამსახურში გნახავ. არ გეთამაშები, მიყვარხარ.“
-არ მჭირდებ, არ მინდა, ეს სიყვარული ვიცი გამანადგურებს.-ტელეფონს ვიკრავდი გულში და ვბუტბუტებდი. ტირილში ისევ ჩამეძინა, დილით რომ გამეღვიძა და საკუთარი თავი სარკეში დავინახე შემეშინდა. საშინლად მქონდა თვალები შესიებული ტირილისგან. ვერც მაკიაჟმა დაფარა ჩემი ცრემლიანი თვალები.
სამსახურში მივედი, ოთახში ისე შევედი მზის სათვალე არ მომიხსნია. ჩემს კომპიუტერს მივუჯექი და ჩემს საქმეს ვაკეთებდი, რომ ზაზა შემოვიდა ოთახში.
-ნინა სალამი. როგორ ხარ?-გამიღიმა.
-კარგად ზაზა.-ვეცადე ხალისიანად მეპასუხა.-შენ როგორ ხარ?-მეც კარგად. დღეს შრომის უსაფრთხოების ტრენინგია ხომ იცი?
-კი ვიცი.-გავუღიმე.
-დათომ მნახოს დეტალები მაინტერესებსო და მერე შეუარე.
-კარგი.-ხელშეკრულება ამოვბეჭდე, ხარჯთ აღრიცხვა და ბუღალტერიაში წავედი.
ბუღალტერი სასიამოვნო ქალი იყო, ბთავარი ბუღალტრისგან განსხვავებით.
-სალამი ლია.-გავუღიმე ბუღალტერს.
-სალამი საყვარელო, მოდი.-მანაც გამიღიმა.
-ლია ეს ტრენინგ ცენტრს უნდა გადავურიცხოთ. -წინ ხარჯთ აღრიცხვის ფაქტურა დავუდე ლიას.
-დათოს ველაპარაკე, ყველაფერს დღესვე გადავრიცხავ. კარგი გოგო ხარ, ამათ უსაფრთხოებიდან რომ დაიწყე ტრენინგები. იმდენჯერ მოხდა უბედური შემთხვევა დაუდევრობით, რომ უკვე ძალიან მეშინოდა.
-სახანძრო სტენდებიც არ არის აგეესებზე რამდენიმეგან. ბატონ დავითს უნდა დაველაპარაკო, რომ შრომის და უსაფრთხოების სპეციალისტი აიყვანოს კომპანიაში. ამ ყველფერს სერიოზულად უნდა მიხედვა.
-გეთანხმები საყვარელო. მე ამას გადავრიცხავ, სხვა ხომ არაფერი გინდა?
-არა, მადლობა ლია.-ბუღალტერიიდან გამოვედი და დათოს კაბინეტისკენ წავედი.
სამდივნოში ნატა არ დამხვდა და ფრთხილად დავაკაკუნე კარზე.
-შემოდით.-გაისმა დათოს ხმა.
ხელშეკრულებას ხელს მაგრად ვუჭერდი და ვცდილობდი გულის ცემა დამერეგულირებინა. კარი ფრთხილად შევაღე.
-შემოდი.-ფეხზე წამოდგა და წამში ჩემს წინ იდგა.-კარგი რა ნინა, მთელი ღამე იტირე?-ხელი მომხვია და გულზე ამიკრა.
-გთხოვ.-ხელით უკან დავწიე.
-მეც გთხოვ, რომ არასდროს არ იტირო.-ხელი ნიკაპ ქვეშ ამომდო და თავი მაღლა ამაწევინა.-წამოდი.-ხელი მომკიდა და სავარძელში ჩამსვა, ხელი არ გაუშვია ისე დაჯდა ჩემს წინ სავარძელზე.
-ბატონო დავით..
-დათო.
-მე..
-არავითარი ბატონო. რა მომიტანე?- ხელიდან ხელშეკრულება გამომართვა და მაგიდაზე დადო.-ნინა მე არაფერს გავალდებულებ, შენ თუ არ გინდა ყველაფერი ისე იქნება როგორც აქამდე იყო. ნურც სამსახურის დაკარგვის ნუ შეგეშინდება და ნურც იმედი ნუ გექნება, რომ რამე პრივილეგია გექნება. სამსახურში ვიქნებით თანამშრომლები და მორჩა. მე უნდა მეთქვა, რასაც ვგრძნობ ეს უნდა მეთქვა. შენ შეიძლება მიპასუხო, შეიძლება არა. შენს გადაწყვეტილებას, როგორიც არ უნდა იყოს ის მივიღებ და შევეგუები.
-მე არ შემიძლია, შენ ცოლი გყავს.
-მესმის. სათქმელი ვთქვით და დავამთავრეთ.-სევდიანი იყო.- ახლა კი ტრენინგზე მომიყევი.-მაგიდას მოაურა და საკუთარ სავარძელში დაიკავა ადგილი.
-დღეს მოვლენ და ტრენინგს ჩაუტარებენ აგეესის მენეჯერებს. ვფიქრობ ერთი ორი კადრი აგვეყვანა, ვინც ივლის მივლინებებით აგეესებზე და ოპარეტორებსაც ჩაუტარებს შრომის უსაფრთხოების ტრენინგებს, ასევე მოაწესრიგებენ სახანძრო სტენდებს.
-მომწონს შენი იდეა, ავიყვანოთ. ზაზას უთხარი ვაკანსია გამოაცხადოს და შევარჩიოთ.
-დღეს, რომ მოვა შრომის უსაფრთხოების ტრენერი იქნებ დაელაპარაკო და ცენტრში ყავდეთ გადამზადებული კადრი, რომელიც დღეს დღეობით უმუშევარია. უკეთესია მათ გვირჩიონ.
-კარგი, დაველაპარაკები.-გამიღიმა.-საუკეთესო კადრი ხარ.
-მადლობა, იმედია გულწრფელად ამბობთ.
-გულწრფელად ვამბობ, კომპანიისთვის საუკეთესო შენაძენი ხარ.-ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა და მომაწოდა, ხელი მოვკიდე ხელშეკრულებას ის კი ხელს არ უშვებდა.-არა მარტო კომპანიისთვის, შენ ჩემს ცხოვრებასაც აფერადებ.-ხელშეკრულებას ხელი გაუშვა და მეც სწრაფად დავტოვე მისი კაბინეტი.
ტრენინგმა კარგად ჩაიარა. ტრენერი დათომ თავის კაბინეტში წაიყვანა. მეორე დღეს დათომ მე და ზაზას წერილი მოგვწერა ელექტრონულ ფოსტაზე, რომ ახალი თანამშრომელი უნდა აგვეყვანა. ეს ახალი თანამშრომელი კი კოტე ფილფანი იყო. შოკში თუ არ ჩავარდებოდი არ მეგონა. რამდენჯერმე გადავიკითხე მეილი. კოტე ფილფანი, წარსულის ტკივილი, ისევ უნდა დაბრუნებულიყო ჩემს ცხოვრებაში. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ეს სხვა კოტე ფილფანი იქნებოდა.
მეორე დღეს კოტე ოფისში მოვიდა, ვერ მოვასწარი დათოსთვის მეთქვა, რომ კოტეს ვიცნობდი. დერეფანში, რომ დამინახა გახარებული მომეხვია.
-ნინა, როგორ გამიხარდა შენი ნახვა. როგორ ხარ?
-ნორმალურად. შენ როგორ ხარ კოტე?-ნაძალადევად გავუღიმე კოტეს და მკაცრად შევხედე.
-კარგად. გერმანიიდან ახლახანს დავბრუნდი, შრომის უსაფრთხოების სერთიფიკატი ავიღე და დამირეკეს სამსახურში აგიყვანენო. გამიხარდა, რომ შენც აქ მუშაობ.
-დამთხვევების არ მჯერავს. აქ რატომ ხარ კოტე?
-მართლა შემთხვევით მოვხვდი.-თავი დახარა და ისე ჩაილაპარაკა.
-ჩემი იდეა იყო, თუმცა არ ვიცოდი, თუ შენ იქნებოდი. წამოდი უფროსს გაგაცნობ.-შევბრუნდი და დათოს დაჟინებულ მზერას გადავაწყდი.-დავით, ეს კოტე ფილფანია.
-შენ საიდან იცნობ?-რაღაც არ მოეწონა. თვალები სიბრაზით უელავდა.
-ჩემი დის მეგობარი იყო კოტე, ძალიან პატარაა ეს თბილისი.-ისევ კოტეს შევხედე.
-მარტო შენი დის?-გამიღიმა კოტემ.
-ჩემიც.-ჩავილაპარაკე ჩუმად, დათოს გამჭოლი მზერა კი არ გამომპარვია, კოტე ისევ ისეთი სიმპათიური იყო. 8 წელია არ მყავდა ნანახი. დათო აშკარად ეჭვიანობდა.-მე ხელშეკრულებას მივხედავ, თქვენ ისაუბრეთ.-კარისკენ წავედი.
-წამოდი, შენ გადაწყვიტე ამ კადრის აყვანა და აქ უნდა იყო.-მითხრა დავითმა.
-გადავწყვიტე, მაგრამ არ მეგონა, თუ კოტე იქნებოდა.
-დისკომფორტს გიქმნი?-შემომხედა კოტემ.
-არა რას ამბობ. ჩემთვის სულერთია.-სინამდვილეში კი საშინელება იყო ახლა ჩემს გვერდით კოტეს გამოჩენა. კაცის რომელზეც 5 წელი თავიდან ვერ ვიგდებდი.
-კარგი მაშინ ავიყვან სამსახურში, შეგიძლია კახას ხელშეკრულება მოამზადებინო?
-ჯობია თქვენ დაავალოთ.-შევხედე დავითს.
-რატომ? რამე პრობლემაა?
-კარგით მოვამზადებინებ, არ არის პრობლემა.-ჩემი ოთახისკენ წამოვედი, ისინი კი დათოს კაბინეტში შევიდნენ.
-ზაზა გთხოვ შრომითი ხელშეკრულება გაამზადებინე კახას. გაბრაზებული ვარ ცოტა და არ მინდა მაგ ტიპთან ურთიერთობა.-შევეხვეწე ზაზას.
-რამე პრობლემაა? ნინა მითხარი და მივუჩენ თავის ადგილს.
-არაფერი ისეთი. უბრალოდ ხელშეკრულება გაამზადებინე, კარგი.-შევხედე მუდარის თვალებით.
-კარგი, შენ არ ინერვიულო.
-ზაზა ყველაზე მაგარი უფროსი ხარ.
-მადლობა.-გამიღიმა ზაზამ და კაბინეტიდან გავიდა.
1 საათის მერე გამზადებული ხელშეკრულება მომივიდა ელექტრონულ ფოსტაზე კახასგან. თან წერილი ახლდა.
„აღარ მელაპარაკები? კარგი, ზედმეტი მომივიდა, ნასვამი ვიყავი. შევრიგდეთ, ბოლოს და ბოლოს ხშირად მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა. შერიგების ნიშნად დღეს ყავაზე გეპატიჟები. შესვენებაზე გავიდეთ და სადმე მშვიდად დავილაპარაკოთ.“
-„თავს თუ არ მომაბეზრებ, დიდად დამავალებ.“-მივწერე საპასუხო წერილი და დაბეჭდილი ხელშეკრულებით დათოს კაბინეტისკენ წავედი.
-ხელშეკრულება მზად არის.-მაგიდაზე გამზადებული ხელშეკრულება დავუდე დავითს. კოტე და დათო მე მიყურებდნენ და იღიმოდნენ.
-კარგია, გადავხედავ და ხელს მოვაწერ, შენც გადახედე და თუ ეთანხმები პირობებს დავიწყოთ თანამშრომლობა.-კოტეს გადახედა და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. კოტემაც გადახედა და მანაც მოაწერა ხელი.-ნინა ეს ზაზას მიეცი.-ხელმოწერილი ხელშეკრულება მომაწოდა.-ხვალიდან ჩვენი თანამშრომელი ხარ, ნინას რადგან კარგად იცნობ, ნინა აგიხსნის დეტალურად რა უნდა აკეთო.-ხელი ჩამოართვა კოტეს.
-მადლობა, ხვალ დილიდან შევუდგები საქმეს.-თქვა და გასავლელისკენ წავიდა, მეც თან გავყევი და დერეფანში დავემშვიდობე.
-ხვალამდე.-გავუღიმე კოტეს და ის იყო უნდა ჩემი ოთახისკენ წავსულიყავი.
-ნინა, მოიცადე. -ხელი მომკიდა.-დღეს საღამოს გამოგივლი და სადმე დავსხდეთ, დავილაპარაკოთ. რამდენი ხანია არ მინახიხარ.-შემომხედა ხვეწნით.
-კარგი. 7 საათზე გამომიარე.-გავუღიმე.-კოტე აქ რომ არ შევხვედრილიყავით ერთმანეთს ისე არც მნახავდი ხომ?
-საქმეები მქონდა. საყვედური მიღებულია, რა თქმა უნდა გნახავდი ჩემო გოგო.-ლოყაზე ხელი ჩამომისვა.
-არა კოტე. ნინა და არა ჩემო გოგო.-შევხედე გაბრაზებულმა.
-ისევ ბრაზობ, ისევ ისეთი ბავშვი ხარ.
-არა კოტე, მე უკვე 23 წლის ქალი ვარ.
-კარგი, საღამოს გამოგივლი და ვისაუბროთ.-ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
-კარგი.-ზურგი შევაქციე და კაბინეტში შევედი. ნატუკა მომყვა უკან.
-ნინა დათომ შემოვიდესო.-გამიღიმა ნატამ.
-კარგი.-დათოს კაბინეტისკენ წავედი, კარზე დავაკაკუნე და თანხმობის მერე შევედი.
-ნინა დაჯექი.-ფანჯარაში იყურებოდა.-ის არის?-სივრცისთვის თვალი არ მოუცილებია ისე ჩაილაპარაკა.
-ის არის. აქ როგორ აღმოჩნდა?-შევხედე დათოს.-ისიც კი არ ვიცოდი საქართველოში თუ დაბრუნდა.
-შემთხვევითობის არც მე მჯერა. -შემობრუნდა დათო.-შენ თუ დისკომფორტს შეგიქმნის მითხარი და გავუშვებ.
-არ მიქმნის დისკომფორტს.-ჩავილაპარაკე.
-კარგი. შეგიძლია წახვიდე.-მითხრა და ისევ ფანჯარაში გაიხედა.
საღამოს კოტემ სამსახურში მომაკითხა. მისი მანქანისკენ წავედი და წინ ადგილი დავიკავე. უკან კახა მომყვებოდა, ისეთი თვალებით შემომხედა ადგილზე მომკლავდა ნება, რომ მიგეცათ.
-სად წავიდეთ?-შემეკითხა კოტე.
-კინოში, რამდენი ხანია ფილმისთვის არ მიყურებია.-გავუღიმე მე.-ალბათ რაც შენ გერმანიაში გადასახლდი.
-კარგი წავიდეთ. მერე კი სადმე მყუდრო ადგილას ჩაი, ან ყავა დავლიოთ.-მანქანა დაძრა კოტემ.
ფილმის ყურების მერე კაფეში დავსხედით, კოტე თავის ამბებს მიყვებოდა, მე კი ლევანზე მოვუყევი. ვუთხარი, რომ სესხი ავიღე, ელენეს და ჩემს შეთანხმებაზე ხმა არ ამომიღია.
-ნინა.-ჩემი ხელი ხელში მოიქცია.-ხომ იცი რუსკა რა ძვირფასი იყო ჩემთვის.
-ვიცი კოტე.-სევდამ გადამირბინა სახეზე.
-მან ალექსი აირჩია და მე უბრალოდ წავედი. ის აღარ არის, აღარც ალექსი. მე გულში დიდი იარა დამრჩა. საქართველოში დაბრუნება უბრალოდ აღარ მინდოდა, მეგონა რაც შორს ვიქნებოდი ეს გაივლიდა. მაგრამ არ გაიარა. ნინა.-ჩემი ხელები ხელში მოიქცია.-ორი ბინა მაქვს. ფალიაშვილზე ბინას გავყიდი და მაგ ვალს დაგიფარავ. გთხოვ უარი არ მითხრა, რუსკას გამო, ლევანის გამო. ამან იქნება ცოტა შემიმსუბუქოს ტკივილი.
-მე, არ ვიცი. ირაკლი კონცერტს ატარებს.-ხელი გავაშვებინე.
-ირაკლისგან თუ შეგიძლია მიიღო დახმარება, ჩემგან რატომ არა?-ნაწყენმა შემომხედა.
-ირაკლი ჩამი ძმაა, შენ კი არა.
-ნინა ისევ გიყვარვარ?
-უკვე აღარ.
-მაშინ დამთანხმდი, როგორც მეგობარს.
-კარგი, მაგდენი თანხა მაინც ვერ მოგროვდება კონცერტით. როცა მოვახერხებ დაგიბრუნებ...
-მე ამ ფულს რუსკას შვილს ვჩუქნი და სესხად არ გაძლევ.-თვალზე ცრემლი მომწმინდა და ლოყაზე მაკოცა.
-კოტე მადლობა.-შვება ვიგრძენი, თუმცა ღირდა კი კოტესგან დახმარების მიღება? ყველაფერი დალაგდებოდა, ლევანი იმკურნალებდა და ელენეს მარწუხებს თავს დავაღწევდი. კოტესგან დახმარება არ მინდოდა, მაგრამ ელენეს შემოთავაზება მთლად საშინელება იყო ჩემთვის. თითქოს რუსკამ გამომიგზავნა კოტე. კარგ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში სწორედ იმ დროს, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. საერთოდ არ გვილაპარაკია ჩვენზე, ორივე ვარიდებდით თავს წარსულის მოგონებებს.
კოტემ სახლამდე მიმაცილა, დამემშვიდობა და წავიდა. სახლში მისულმა თეოს დავურეკე და ახალი ამბავი ვახარე. მასაც გაუხარდა, რომ ამ ყველაფერს თავს დავაღწევდი. ლევანის ტკბილი ძილი ვუსურვე და ამდენი ხნის მერე პირველად მეძინა მშვიდად. უფალმა სასწაული მაჩვენა, მაშინ როცა ზღვარზე ვიდექი კარგსა და ცუდს შორის, უფალმა დახმარების ხელი გამომიწოდა. მომავალს იმედის თვალით შევხდე.
სამსახურში მშვიდად დავდიოდი, კოტემაც დაიწყო აქტიურად მუშაობა. მისი დანახვისას უცნაური გრძნობა მქონდა, თითქოს თავს ძლიერ ქალად ვგრძნობდი, თითქოს ვგრძნობდი, რომ ის ხელს ჩამჭიდებდა და დამიცავდა. დავითს სულ გავურბოდი და ვცდილობდი აღარ მენახა, მაშინებდა გრძნობა, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი. კახა ისევ ნერვებს მიშლიდა თავის გაუთავებელი ფლირტით.
ორშაბათი დილა იყო, კოტე და დავითი მივლინებით აგეესების შესამოწმებლად წავიდნენ დასავლეთში, თან უსაფრთხოების შეფასება უნდა მოეხდინა კოტეს. ზაზა გასული იყო კომპანიიდან შესვენებაზე, რომ კარი გაიღო და ანანო შემოვიდა.
-გამარჯობათ.-შეშინებული მივესალმე და სახეზე ფერი დავკარგე.
-მე შენ რა გითხარი?-ხმას აუწია და წინ დამიჯდა.-ვისთან უნდა იფლირტაო არ იცი?
-უკაცრავად, რა გინდათ, მე არავისთან არ ვფლირტაობ.-ვერ გავიგე რა უნდოდა.
-შენ აქ იმისთვის ხარ, რომ დათო შეაბა და არა იმისთვის, რომ კახას დაახვიო თავბრუ პატარა კახპა.-გამოსცრა კბილებში.
-კახა? კახა თავად დამდევს და გირჩევთ ტონს დაუწიოთ. არც კახას და არც თქვენი ქმრის გაბმას არ ვაპირებ, საერთოდ მივდივარ კომპანიიდან.-მეც ხმას ავუწიე.
-ვერსადაც ვერ წახვალ.-თმაში მწვდა, წონასწორობა ვერ შევიკავე და მაგიდას ჩამოვარტყი თავი, წარბი გამისკდა და სისხლი წამომივიდა.-დათოს ღალატის სურათები მჭირდება.-ისევ თმაში წამწვდა და კბილებში გამოსცრა.-კახას არ გაეკარო თორემ ჩემი ხელით მოგკლავ.-დამიყვირა შეშლილი ხმით.- ამ დროს კი ხმაურზე კახა და ლია შემოვარდნენ. კახამ ხელი მოჰკიდა და ოთახიდან აგდებდა ანანოს.-მოგკლავ იცოდე.-არ ცხრებოდა ანანო და თითს მიქნევდა, რომ კახამ სახეში სილა გაარტყა და ხელში აყვანილი გაათრია ოთახიდან. დერეფანში ისევ ისმოდა ანანოს ყვირილი, მოკვლით მემუქრებოდა.
-ღმერთო ჩემო.-ლია სისხლიან შუბლს მწმენდდა და გულში შვილივით მიკრავდა.-არასდროს მომწონდა ეს ქალი, ცხოველი, ნამდვილი ქუჩის ქალი.-ილანძღებოდა ლია.-რა უნდოდა? ასე როგორ გაგიმეტა?
-ლია.-ამოვიტირე.-კახას რატომ ეფლირტავებიო.
-რაა?-გაოცებული მიყურებდა.-მეგონა ქმარზე ეჭვიანობდა, ისეთი თვალებით გიყურებს მაგის ქმარი ვიფიქრე..
-იფიქრე დათოს საყვარელი ვიყავი.-დავასრულე მისი ნათქვამი.
-ასე მეგონა, კახა რა შუაშია?
-არ ვიცი ლია. ის რომ იცოდე საერთოდ რისთვის ვარ აქ..-ამოვიტირე.
-მომიყევი ჩემი გოგო.-თმაზე მეფერებოდა ლია.
უნდა ამომეღო, ვიღაცისთვის უნდა მეთქვა სიმართლე, ამ დროს დედა უნდა ყოფილიყო ჩემს გვერდით და ეს ყველაფერი წესით მისთვის მომეყოლა, მაგრამ ლიას ვუყვებოდი. გაოცებული ისმენდა ჩემს მონაყოლს და ანანოს ლანძღავდა.
-რას აპირებ?
-ზაზას დაველოდები და სამსახურიდან მივდივარ. კოტე დახმარებას დამპირდა და მის დახმარებას მივიღებ.-ცრემლები მისველებდა სახეს.
-მართალი ხარ ჩემო გოგო. სწორად იქცევი, შენ მომავალი გაქვს, ამ მექალთანეს არ უნდა შესწირო შენი სუფთა გული. უნდა ოჯახი შექმნა, მერე კი ვერავინ გაგიბედავს მსგავს შეურაცხოფას.-დედასავით მარიგებდა ლია.
-რა ხდება?-შეშფოთებული შემოვიდა ზაზა კაბინეტში.
-ზაზა სამსახურიდან მივდივარ.-გამოვუცხადე ზაზას.
-რატომ ტო, რა მოხდა?-შეშფოთებული მიყურებდა, მე კი პრინტერზე განცხადება ამოვბეჭდე, ხელი მოვაწერე და წინ დავუდე.
-უნდა წავიდე.
-რა გჭირს?-ხმას აუწია.-დათო გაგიჟდება, რა მოხდა, ან შუბლზე რა გჭირს?
-დათოს ცოლი მოუვარდა და სცემა.-უთხრა ლიამ.
-რაა? ანანო? რა დაემართა?
-არ ვიცი.-მხრები ავიჩეჩე და ჩანთა ავიღე.
-მოიცადე ნინა.-ხელი მომკიდა.-მესმის, რაღაც ისე არ არის, დათოს მოსწონხარ, მაგრამ ანანოს დიდი ხანია ქმარი და მისი ქალები სულ აღარ ადარდებს. რა მოხდა მეტყვი?
-ქმარი არა მაგრამ ჩვენი იურისტი ადარდებს?-შეხედა ლიამ ზაზას.
-რა? ვინ იურისტი? კახა?
-ბოლო ხმაზე უკიოდა კახას თავი დაანებეო. მაგ შენმა კახამ სულ ძალით გაათრია კომპანიიდან.
-ამის დედაც..-მუშტი დაარტყა მაგიდაზე ზაზამ.-რა ოჯახია, ცოლი ცალკე გულაობს, ქმარი ცალკე. ეს რაღამ გამოაშტერა, რატომ არ ეყრება?-ახლა დათოზე ბრაზობდა.
-ზაზა მე წავალ, ასე აჯობებს. თავს საშინლად შეურაწყოფილად და დამცირებულად ვგრძნობ. შენ საუკეთესო უფროსი ხარ, მადლობა იმ ყველაფრისთვის რასაც აკეთებდი.-ზაზას მოვეხვიე.
-მადლობა შენ, მომენატრები.-გამიღიმა ზაზამ.-იქნებ მაინც დარჩე, დათოს დაველაპარაკები.
-რა შეიცვლება? არაფერი.-სევდიანად გავუღიმე, ლიას ჩავეხუტე, მასაც დავემშვიდობე და ოფისი დავტოვე.
ტაქსს ვაჩერებდი, რომ ფეხებთან კახას მანქანამ გამიჩერა.
-მოგისწარი,, უნდა დავილაპარაკოთ, ჩაჯექი მანქანაში.
-თავი დამანებე.-შევხედე გაბრაზებულმა.-ჯობია შენს საყვარელს მიხედო.
-უნდა დავილაპარაკოთ, ანანოსთან აღარაფერი მაკავშირებს.
-ჩემთან მითუმეტეს, შენ არავინ ხარ და თავი დამანებე.
-არ დაგანებებ, მომწონხარ. ანანო მივატოვე, დავამთავრე მას მერე რაც გავიგე რასაც გიწყობენ.
-მოგიყვა რა სულმდაბლები არიან ის და დედამისი?-ზიზღით ჩავილაპარაკე.
-მომიყვა, გთხოვ დამელაპარაკე. ყველაფერს მოგიგვარებ, უბრალოდ წამომყევი და დავილაპარაკოთ.-უკვე მეხვეწებოდა კახა.
-ერთი არამზადისგან თავის დაღწევა და მეორე არამზადისგან დახმარება არ მჭირდება.
-აბა რას იზავ? ბავშვს რას უზავ?
-გეყოფათ ყველას. დავიღლე, ბავშვს მივხედავ, ხელგაწვდილი მათხოვრობა რომ დამჭირდეს მივხედავ და თქვენ ყველამ თავი დამანებეთ.-მომავალ ტაქსს ხელი ავუწიე და სწრაფად ჩავჯექი მანქანაში.
საღამო იყო, სააბაზანოდან გამოვედი, რომ კარზე დარეკეს. თმა ისევ სველი მქონდა, ხალათი მქონდა მოცმული.
-ნინა.-დათო იდგა კარში, გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე შემოვიდა და მომეხვია.-ღმერთო.-ხელი გაკერილ წარბზე დამისვა.-ეს ანანომ გააკეთა?
-დათო გთხოვ წადი.-ხელებით უკან დავწიე და მისი მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე.
-რატომ ნინა? არ მაინტერესებს არც ხელშეკრულება და არც არაფერი. ყველას და ყველაფერს დავთმობ შენს გამო.
-შენ არაფერი არ იცი.
-ვიცი ნინა. მიყვარხარ და არც შენ ხარ გულგრილი.-ტუჩებზე მეცა და კოცნა დამიწყო. ხალათი შემიხსნა და მხრებზე დამიწყო კოცნა.
-გთხოვ გაჩერდი.-ამოვიტირე.
-მაგიჟებ.-ხელი წელზე შემიცურა და ხალათი წამში გადამაძრო. მერე უკან დაიწია და საცვლების ამარა დარჩენილი ხარბად შემათვალიერა. ჩემი მკერდი ხელში მოიქცია და წამში ამაკრა კედელზე. ისევ მკოცნიდა გაუჩერებლად. კონტროლს ვკარგავდი, მისი სურვილი მაგიჟებდა. არასდროს მიგრძვნია ასეთი სურვილი. არ ვიცი ძალა როგორ მეყო, როგორღაც მოვიცილე თავიდან.
-გაჩერდი! -ყელიდან არადამინურად ხმა აღმომხდა. მე შემთხვევით არ მოვხვედრილვარ კომპანიაში. ელენემ 200 000 ლარის სანაცვლოდ შემომაგზავნა შენთან. უნდა შემეცდინე და ფოტოები მიმეტანა, მაგრამ არ გავაკეთე, ვერ გავაკეთებ, სიმართლე მინდა იცოდე.-თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი ვნება აშლილი თვალები როგორ აემღვრა, თითქოს ბინდი გადაეკრა, თითქოს გაქრა ის კაცი ვისაც აქამდე ვიცნობდი. უცებ ყელში მწვდა და კედელზე ამაკრა.
-ეს როგორ გამიკეთეთ, მე მართლა შემიყვარდი, როგორ შეგეძლო.-ღრიალებდა, მერე თითქოს გონს მოვიდა, ნელ-ნელა შემიშვა ხელი. ძლივს ამოვისუნთქე, იატაკზე დავვარდი, ხველა ამივარდა. დათომ კი კარი გაიჯახუნა და ჩემი სახლი დატოვა. გონს როგორც კი მოვედი ძირს დავარდნილი ხალათი მოვიცვი და ფეხშიშველი უკან გამოვეკიდე.
-დათო დამელოდე, მომისმინე, ყველაფერი ბოლომდე არ მითქვამს.-მის მანქანის ფანჯარას მივვარდი, მან კი მინას აუწია და მანქანა დაძრა. მანქანას გავეკიდე, უკვე ქუჩაში მივდევდი. მუხრუჭის ხმა გავიგონე, მერე კი დავინახე ვიღაც ქალის შეშინებული თვალები და გონებაც დავკარგე.
აპარატის წრიპინის ხმამ გამაღვიძა, რეანიმაციაში ვიწექი, ირგვლივ სულ აპარატები წრიპინებდნენ. თან და თან ვფხიზლდებოდი და საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. ორი დღე აუტანელი ტკივილები მაწუხებდა, მერე კი გადამიყვანეს პალატაში. ექიმმა მითხრა, რომ თავში გემატომა იყო და ნელ-ნელა გაიწოვებოდა. მეხსიერების მხრივ პრობლემები მქონდა, რაღაცეები არ მახსოვდა. პალატაში ატირებული დედაჩემი, რომ დავინახე თვალები ლამის გადმომცვივდა.
-ნინა, ძვირფასო.-თმაზე მეფერებოდა დედა.
-რა მოხდა? შენ აქ რა გინდა?-ისევ გაბრაზებული ვიყავი მასზე.
-ნინა გთხოვ. ლამის მოკვდი, დაივიწყე ეს შენი სიამაყე. შენც ქალი ხარ და იქნებ გამიგო.
-რა დედა? რა გავიგო? ერთი წლის თავზე საზეიმოდ, რომ გათხოვდი ეს გავიგო?
-შენ არაფერი არ იცი. მამაშენი კარგი მამა იყო, კარგი ქმარი, მაგრამ ის მე არასდროს მიყვარდა. ჯერ კიდევ ბავშვი მომიტაცა და საერთოდ არ მკითხა მინდოდა თუ არა გათხოვება. შენც შეგიყვარდება და გამიგებ, ოდესმე გამიგებ.
-ვერ გავიგებ დედა. ზუსტად მამას გარდაცვალების წლის თავზე გათხოვდი. 18 წლიანი თანაცხოვრების მერე სულ ცოტა პატივისცემას მაინც იმსახურებდა მამა.
-თქვენ უნდა გესწავლათ, მარკო კი ამ ყველაფერში დამეხმარა.-ტიროდა დედა.
-ნუღარ ტირიხარ.-შევხედე გაბრაზებულმა.-რა მჭირს ის მითხარი, იმედია ინვალიდად არ ვიქეცი.
-მანქანა დაგეჯახა, ის გოგო დააკავეს, საჩივარი შევიტანე.-ცრემლები შეიმშრალა დედამ.
-ვინ გოგო?
-ვინც დაგეჯახა.
-რა საჩივარი შეიტანე, ახლავე გამოიტანე. ვიღაცის გაუბდურების მიზეზი ნამდვილად არ მინდა გავხდე. გესმის ახლავე გამოიტანეთ საჩივარი.-უკვე ყვირილზე გადავედი.
-დამშვიდდი, გამოვიტან.-მამშვიდებდა დედა.
-ლევანს მიხედე, ერთადერთი რაც მინდა გთხოვო ეს არის. ლევანს მიხედე. ვერ ვასრულებ პირობას რაც რუსკას მივეცი. მე თუ რამე დამემართა ლევანს მიხედე.-ცრემლები თავისით მომდიოდა.
-კარგი, დამშვიდდი.-ცრემლები შეიმშრალა დედამ და პალატიდან გავიდა. ნელ-ნელა ვიხსენებდი მომხდარს, იმ გოგოს შეშინებული თვალებიც გამახსენდა მანქანის მინის იქით რომ შემომყურებდა.
დედაჩემი აღარ მოსულა ერთი კვირის მანძილზე. სამაგიეროდ კოტე და ირაკლი მოვიდნენ და გვერდიდან არ მცილდებოდნენ.
-კოტე წადი სახლში დაისვენე გთხოვ. შენც ირაკლი.-დაღლილი სახე ჰქონდათ, იქვე დივანზე ისხდნენ და ერთმანეთს გაბრაზებულები უყურებდნენ.
-კარგი მე წავალ და მალე დავბრუნდები.-კოტეს შეხედა ირაკლიმ ისე თითქოს აფრთხილებდა ჭკუით იყავიო და პალატიდან გავიდა.
-შენ როგორ ხარ? ტკივილები კიდევ გაქვს?-საწოლთან მოვიდა და თავზე მომეფერა კოტე.
-უკეთ ვარ. ასე მგონია მაგრად მცემეს. ყველა ადგილი მტკივა ყრუდ. ნელ-ნელა მომხდარსაც ვიხსენებ.-სახე დავმანჭე ტკივილისგან.-კოტე დედაჩემი არ გამოჩენილა?
-სულ აქ არის. უბრალოდ არ შემოდის. რატომ არ პატიობ?
-ვერ ვპატიობ. ალბათ ამიტომაც განვსხვავდებოდით მე და რუსკა. მან შეძლო პატიება მე კი ვერა. ალბათ ამიტომ შეიყვარე რუსკა და არა მე. ის იდეალური იყო, კეთილი და საყვარელი.
-ვერც მე მაპატიე ხომ?-გაეღიმა კოტეს.
-არასდროს. ჩემი 5 წელი გმართებს, ჩემი ცრემლები გმართებს და ჩემი გული, რომელიც მოკალი.-სევდიანი სახით მიყურებდა.-გეხუმრები. კარგი ყურები ნუ ჩამოყარე.-ნაძალადევად გავუღიმე.
-ავანაზღაურებ გპირდები.-თმაზე მომეფერა. -ნინა იქნებ მომიყვე რა მოხდა? ზაზამ მითხრა სამსახურიდან წავიდაო, რა მოხდა ოფისში, ყველა ცალ-ცალკე ტუტუნებს რაღაცას.
-რომ გამოვალ აქედან დავილაპარაკოთ, ყველაფერს მოგიყვები.
-ლევანს ეხება?
-ლევანსაც და დათოსაც.
-დათო რა შუაშია?
-კოტე აქ იყო მოსული? მომიკითხა?
-მან მოგიყვანა საავადმყოფოში. აქ იყო, რეანიმაციაში სანამ გონზე არ მოხვედი არ მიდიოდა. მერე წავიდა. ნინა დათო რა შუაშია იქნებ მომიყვე რა ხდება?
კოტეს ყველაფერი მოვუყევი, ისიც დათო რომ მეფლირტავებოდა, ისიც მისმა ცოლმა ოფისში, რომ მცემა და ისიც კახაც, რომ ამ საქმეში იყო.
-ნინა ცოლად გამომყევი.-ისე მოულოდნელად მითხრა, რომ გაოცებულმა შევხედე.
-კოტე დამცინი? -შევხედე გაბრაზებულმა.
-ნინა ეს ფორმალობა იქნება. ახლა, უბრალოდ რომ მიჰყვე ცხოვრების დინებას შეცდომას დაუშვებ, გამოუსწორებელ შეცდომას. ორივეს ერთი სატკივარი გვაქვს, თუ ჩემი ცოლი იქნები დაგიცავ ყველასგან და იმ დიდი სიყვარულის გამო რასაც გულით ვატარებ ლევანიკოზე გადავიტან და მასზე ერთად ვიზრუნებთ. ჩემი ცოლი იქნები და ვერასდროს ვერავინ გაგიბედავს, რომ ასე დაგამციროს.
-არ ვიცი.-სევდიანი და ცრემლიანი თვალები შევანათე.-იცი რამდენჯერ წარმოვიდგინე, რომ სიყვარულს მიხსნიდი და ცოლობას მთხოვდი? არ იცი. ძალიან ბევრჯერ. თუმცა არ ერთ წარმოდგენაში არ მეუბნებოდი ეს ფორმალობა იქნებაო და ჩემს ოცნებებში არც საავადმყოფოს კედლები არ იყო.
-ნინა, ნუ რომანტიკოსობ, იმდენი რამ გადაიტანე და..
-აღარ ვარ რომანტიკოსი. ცხოვრებამ იმდენჯერ მომაყენა დარტყმა, რომ ოცნებები შორეულ წარსულში დავტოვე. ცხოვრებას თვალი გავუსწორე და ვცდილობ მყარად ვიდგე მიწაზე.
-გამომყევი პატარა. არავის მივცემ უფლებას, რომ გატიროს.-თმაზე მეფერებოდა.-დღეს ბინის კლიენტი უნდა ვნახო და ბინა გადავუფორმო. აქედან, რომ გამოხვალ გადავცეთ თანხა.
-მადლობა კოტე.-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-ხვალ კონცერტია. ვნახოთ ირაკლი რას იზავს. თუ საჭიროა ისრაელში, ან სულაც გერმანიაში გადავიყვანოთ.
-იმედს მაძლევენ, დაავადება მკურნალობას ექვემდებარება.
-კარგი ძვირფასო. დაიძინე, დაისვენე. -შუბლზე მაკოცა.-მე უნდა გავიდე, არ ინერიულო არაფერზე, კარგი?
-კარგი.-გავუღიმე კოტეს და მალე ჩამეძინა.
საღამოს გამეღვიძა, დედაჩემი იჯდა პალატაში და ჟურნალს ათვალიერებდა.
-როდის მიდიხარ იტალიაში?-გადავხედე დედას.
-სანამ შენ და ლევანი არ გამოჯანმრთელდებით არსად არ წავალ.
-რა მოხდა? მეხსიერება გქონდა დაკარგული? გაგახსენდა, რომ ვარსებობთ? რა მოხდა „დედა“?-ბოლო სიტყვები ირონიით გამოვთქვი.
-გამახსენდა, რომ შვილი და შვილიშვილი მყავს.-მანაც ირონიით მიპასუხა.-არ მაინტერესებს გამიგებ თუ არა, არ მაინტერესებს მაპატიებ თუ არა. მე აქ ვიქნები და მორჩა.-მითხრა გაბრაზებულმა და ისევ ჟურნალის კითხვა დაიწყო.
-ნიკოლა როგორ არის? ჩამოიყვანე?
-რაში გადარდებს ნიკოლა? არასდროს მოგიკითხია.-იქით მიტევდა დედა.
-იქნებ იმიტომ რომ დედა წამართვა. იქნებ იმიტომ რომ მე მარტო ვიყავი, მას კი დედაც ჰყავდა და მამაც გვერდით. იქნებ იმიტომ რომ სიბრაზემ და სიამაყემ არ მომცა ამის უფლება.-ხმამაღლა ვლაპარაკობდი.
-რუსკა მამაშენს გავდა, ის ყველას ყველაფერს პატიობდა. ცუდია, რომ შენ მე დამემგვანე.-ჩაილაპარაკა უფრო თავითვის.
-მე შენ არ გგავარ. მე პრობლემებს არ გავურბივარ, პრობლემებს ვუპირისპირდები. არ გაბედო და არასდროს თქვა, რომ შენ გგავარ, ეს ჩემთვის დიდი შეურაწყოფაა. მე ავადმყოფი დიშვილის მიტოვებაზე არასდროს მიფიქრია, შენ კი ორი შვილი მიატოვე. შვილები მიატოვე ქალბატონო ეთერ.
-სხვა გზა არ მქონდა.
-ყოველთვის არსებობს სხვა გზა. ყველაფერს ეშველება გარდა სიკვდილისა.-ვუყვიროდი.
-ნიკოლა საქართველოშია. მარკომ თბილისში ბინა იყიდა, ძალიან მოეწონა საქართველო. მას უნდა შენი გაცნობა.
-მოვიდეს. მას არაფერი დაუშავებია, თუ ვინმეა ამ სიტუაციაში დამნაშავე შენ ხარ.
მერე ორივე გავჩუმდით. ვცდილობდი დამეძინა, მაგრამ ვერ დავიძინე. ძალიან მინდოდა ჩემი ძმის ნახვა. სოციალურ ქსელში სულ ვათვალიერებდი მის ფოტოებს. რუსკას გვერდზე შევდიოდი, მას ჰყავდა ნიკოლა მეგობრებში და აქტიურად ვადევნებდი თვალ, თუ რა მოსწონდა, რა აინტერესებდა. ახლა ნიკოლა 8 წლის იყო, ძალიან მგავდა. რაც არ უნდა არ მდომოდა დედასთან მსგავსება, მე მას ვგავდი. დედა ახლაც ულამაზესი ქალი იყო, გულგრილად ვერ შეხედავდა ვერც ერთი მამაკაცი. მე კი მისი ახალგაზრდა ასლი ვიყავი. ნიკოლას თმა გრძლად ჰქონდა. ჩემი ბავშვობის სურათებს ვათვალიერებდი და ისე მგავდა ვერ გაარჩევდით. მჭირდებოდა ოჯახი, მჭირდებოდა ნიკოლა, რომ ჩავხუტებოდი, ახლობელი ადამიანის სურნელი შემეგრძნო. ნეტავ როგორი სუნი აქვს? ალბათ როგორიც ლევანს. ახლობელი და თბილი.
ერთი კვირის მერე სახლში გამწერეს. დედას ვთხოვე თურქეთში წასულიყო და ლევანისთვის მიეხედა, რადგან თეო სამსახურში გადიოდა და მეტად ვეღარ დარჩებოდა. ირაკლიმ კონცერტი ჩაატარა, საკმაოდ სოლიდური თანხა მოგროვდა. ამიტომ კოტეს თანხის ნაწილი გამოვართვი მხოლოდ. ჯერ კიდევ ცუდად ვიყავი, ინვალიდის ეტლით გადავადგილდებოდი.
ელენე დავიბარე ნოტარიუსთან და კოტეს და ირაკლის მოცემული თანხა გადავეცი. გაცოფებული იყო ელენე, რომ დათო ვერ გამოიჭირა. მერე ხელშეკრულება და საბუთები წამოვიღე და სასამართლოში ვუჩივლე ქალბატონ ელენეს. კლინიკის პიარისთვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის. სასამართლომ სოლიდური თანხა გამოუწერა ჯარიმის სახით და ვალებულება დააკისრა ლევანის ბოლომდე მკურნალობის. დათო უბრალოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. ლია მოვიდა ჩემთან სტუმრად.
-როგორ ხარ ჩემი გოგო?-ჩამეხუტა ლია.-ნატუკაც მომყვებოდა და მერე შეფმა რაღაც დაავალა.
-კარგად ლია, შენ როგორ ხარ? შენი რჩევა გავითვალისწინე და ვუჩივლე ელენეს.
-კარგად მოიქეცი ჩემი გოგო. გაფუჭებული ქალი, რამდენს ბედავს.-ბრაზობდა ლია.
-ლია ის, როგორ არის?
-მე შენ გითხარი, რომ თავიდან ამოგეგდო.-თითი დამიქნია.-იცი რამდენი შენნაირი მინახავს მის გვერდით. გუშინ ჩამობრძანდნენ, ევროპაში იყო ცოლ შვილთან ერთად, ვითომც არაფერი, ისე დააბიჯებს მაგის ცოლი დედოფალი ჰგონია თავი.
-კახა?
-სამსახურიდან წავიდა. არ ვიცი რა მოხდა, ნატუკამ მითხრა თავად დაწერა განცხადება და დათომ და კახამ იჩხუბესო. მაინც რა მოგწონთ მაგ დათოსი გამაგებინეთ, ერთი უთავმოყვარეო ტიპია, ცოლისთვის ქმრად არ ვარგია, შვილისთვის მამად. მამას სულ არ ჰგავს, ისეთი კარგი კაცი იყო მისი მამა.-ქოთქოთებდა ლია.-შენი კოტეც წამოვიდა, მაგისიც ვერაფერი გავიგე, ორი კვირა იმუშავა სულ.
-თავის საკუთარი ტრენინგ ცენტრი აქვს, კომპანიაში ჩემს გამო მოვიდა. მეც ალბათ მასთან დავიწყებ მუშაობას როცა გამოვჯანმრთელდები.-მოვუყევი ლიას.
-კარგი ბიჭია, ვენაცვალე მაგის გამზრდელს, ეგ, რომ არ დაგხმარებოდა როგორ დააღწევდი თავს იმ სვავებს.-ისევ ქოთქოთებდა ლია.-ბავშვი როგორ არის?
-კარგად არის. მადლობა უფალს მალე აღმოვაჩინეთ და საშველი არსებობს. დედაჩემია მასთან. ფეხზე რომ გავივლი აუცილებლად წავალ მასთან.-ლევანის გახსენებაზე სევდამ გადამიარა სახეზე.
-ყველაფერი მოგვარდება შვილო. დათო კი დაივიწყე, ვინმე ნორმალურს გაჰყევი ცოლად და ბედნიერი ოჯახი შექმენი.-გამიღიმა ლიამ.-ნინა კოტეზე არ გიფიქრია? კარგი ბიჭია. დავიჯერო ასეთი ლამაზი არ მოსწონხარ?
-ცოლობა მთხოვა.
-რა? მართლა?-გახარებულმა შემომხედა.
-ფორმალურად ვიქორწინოთ და ვერავინ ვერაფერს გაგიბედავსო.
-ჯანდაბას, რა ფორმალობა აუტყდა. -გაბრაზდა ლია.
-მგონი დავთანხმდები, დავიღალე ლია. სილამაზეს ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, უამრავი კაცის მზერის მოგერიება გიწევს. უამრავი თაყვანისმცემელი უნდა მოიგერიო. საქორწინო რგოლი კი თითქოს აფრთხობს კაცებს. სჯობს დავთანხმდე.-სევდიანად ჩავილაპარაკე.
-ერთი უბედურებიდან მეორე უბედურებაში ნუ გადახვალ. კაცთან უსიყვარულოდ ქორწინება ტანჯვაა. თუ ერთს მაინც უყვარს მეორე, კიდევ შეიძლება ურთიერთობა დათბეს, მაგრამ შენ არ გიყვარს, მასაც არ უყვარხარ, არ გამოვა შვილო.-მარიგებდა ლია.
ლიას დარიგება გავითვალისწინე და კოტეს უარი ვუთხარი ცოლობაზე. თანაც წარსულს ვერ ვპატიობდი.
კარზე ზარი იყო. კარი რომ გავარე ახალგაზრდა ლამაზი ქალი იდგა კარში და მიღიმოდა. მისი თვალები ისე ძალიან მეცნობოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ვინ იყო.
-შეიძლება დაგელაპარაკო?
-ვინ ბრძანდებით?-შევხედე გაკვირვებულმა, თან ყავარჯენს ვეყრდნობოდი.
-ის ვინც ამ დღეში ჩაგაგდოთ?-სევდიანად გამიღიმა.
-თქვენ. გამახსენდა, თქვენ დამეჯახეთ. მობრძანდით.-სახლში შემოვუშვი.
-ნინა მადლობა, რომ სარჩელი გამოიტანე.-მითხრა დამნაშავე ბავშვივით.
-ჩემი ბრალი იყო. მე უნდა მოგიხადოთ ბოდიში, რომ ამდენი პრობლემა შეგიქმენით.
-ჩემი ბრალიც არის. ანერვიულებული დავჯექი საჭესთან, ვტიროდი და ვერ დაგინახე.-თავდახრილი ლაპარაკობდა.
-რა გქვიათ?-შევხედე ინტერესით.
-ვიკა. ვიქტორია.-გამიღიმა.
-ვიკა გთხოვ თავი არ დაიდანაშაულო. რატომ ტიროდი?
-იმ დღით ეკლესიაში ვიყავი და ვნახე ადამიანი რომელიც მკვდარი მეგონა.
-ეგ როგორ?-შევხედე გაკვირვებულმა.
-დიდი და ტკივილიანი ამბავია. ის შავი ბერია და მე წლების მერე ვნახე.-ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან.-ეს ჩემი სავიზიტო ბარათია. თუ რამე დაგჭირდეს უბრალოდ დამირეკე, მოდი ჩემთან და დაგეხმარები.-მითხრა და სავიზიტო ბარათზე ამოვიკითხე ვიქტორია ხაჩიძე. სს „000” ფინანსური მენეჯერი.
-ასეთი ახალგაზრდა.-გამეღიმა.-მიზანდასახული ქალი ხართ.
-ეს გზა არ ყოფილა უპრობლემო, უბრალო ოპერატორობიდან დავიწყე და აქამდე მისასვლელად ბევრი ბრძოლა დამჭირდა. ნინა შენზე გავიკითხე და საკმაოდ კარგი შეფასებები მოვისმინე.
-შეიძლება გავიგო ვისგან?
-დათო ხარბედია ჩემი ჯგუფელი და ჩემი მეგობარია. მითხრა, რომ საუკეთესო კადრი ხარ და თუ მოისურვებ ჩემი კომპანიის კარი მუდამ ღია იქნება შენთვის.-მითხრა ვიკამ.-იმ დღით მე და დათომ მიგიყვანეთ საავადმყოფოში. დათომ ლამის მომკლა, გაგიჟებული ღრიალებდა შენს გამო.
-ჩემი ეს მდგომარეობა მისი ბრალი უფროა ვიდრე თქვენი. ნურც დათოს რეკომენდაციას ნუ ენდობით, რადგან მას ჩემი გარეგნობა უფრო მეტად ხიბლავდა ვიდრე ჩემი პროფესიონალიზმი.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-ეგ ეტყობოდა.-გაეღიმა.-გიყვარს?
-არა!.-ისევ გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.
-გიყვარს და მასაც უყვარხარ.
-ვუყვარვარ? არ მომისმინა ბოლომდე რას ვუყვებოდი. ლამის საკუთარი ხელით მომკლა, მახრჩობდა. მერე ხელი შემიშვა და წამოვიდა. მას გამოვეკიდე და სწორედ ამ დროს დამეჯახე. -გაცხარებული ვალაპარაკობდი.
-იცი მისი ცოლი არავის არ გვხიბლავდა მის მეგობრებს. ვიცოდით, რომ მისი ეს ქორწინება არ გაამართლებდა. ერთი კუდაბზიკა ამპარტავანი გოგო იყო ანანო. თუ გიყვარს იბრძოლე მისთვის. მისი ოჯახი დიდი ხანია ძირ გამომპალია. ძალიან მეცოდება დათო, მშობლებმა ბევრი დააშავეს მის ცხოვრებაში. წლობით თავს ვიდანაშაულებდი, რომ უფრო აქტიური არ ვიყავი, სიამაყეს ვერ გადავაბიჯე და დავკარგე კაცი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. მასაც ვუყვარდი და ეს მხოლოდ წლების მერე გავიგე. მე რომ მებრძოლა ამოვიყვანდი იმ ჭაობიდან, მაგრამ ადვილად დავთმე. ვერ ვაპატიე, რომ მშობლების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და სხვა შეირთო მანაც.
-მე დათო არ მიყვარს და არც მისთვის არ დავიწყებ ბრძოლას.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-კარგია თუ არ გიყვარს. მშურს იმ ადამიანების ვისაც უბრალოდ შეუყვარდებათ, ოჯახს შექმნიან და მშვიდად ცხოვრობენ წარსულის აჩრდილების გარეშე. არ ვიცი რა იქნება მომავალში. ახალი წელი, მისი დაბადების დღე და ყველა დღესასწაული ეკლესიაში სანთელს ვანთებდი მის სახელზე და მას ვუზიარებდი ემოციებს. თურმე ის ცოცხალია, ეკლესიაშია და მე...-ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან ვიკას.-იცი პირველი ხარ ნინა ვისაც ამას ვუყვები. უცხო ადამიანთან უფრო ადვილია ალბათ შენს გრძნობებზე საუბარი ვიდრე ახლობლებთან. ცოტნეს მამაო ვერ დავუძახე, ვერ შევძელი.
-ვიკა, შენ კარგი ადამიანი ხარ. ჩემი სამეგობრო ძალიან მწირია და თუ შენც ჩემი მეგობარი იქნები ძალიან გამიხარდება.-გავუღიმე ვიკას.-თუ ოდესმე მოინდომებ, მოდი და მომიყევი უბრალოდ შენზე. მეც მოგიყვები ჩემს ცხოვრებაზე, უბრალოდ ახლა არ მსურს ამაზე საუბარი.
-კარგი საყვარელო.-კარგი მეგობარივით ჩამეხუტა ვიკა, დამემშვიდობა და წავიდა.
თურქეთში ჩავედი მალე, ნიკოლაც გავიცანი. ძალიან საყვარელი ბავშვი იყო, ისე გაუხარდა ჩემი გაცნობა სახე უბრწყინავდა. მან ქართული არ იცოდა, ინგლისურადაც ცოტა სიტყვები იცოდა, ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ღიმილით და ჩახუტებით შემოიფარგლებოდა. მე დავიწყე საღამოობით იტალიური სიტყვების სწავლა, რომ ნიკოლას ლაპარაკიდან ცოტა მაინც გამეგო რამე.
ლევანი ისეთი გახარებული იყო რომ მის გვერდით ვიყავი, გვერდიდან არ მცილდებოდა. ნიკოლა, რომ ნახა ეჭვიანობა დაიწყო.
-ნინა ნიკოლა გიყვარს?-ისეთი სევდიანი თვალებით მკითხა?
-მიყვარს, მაგრამ მე ერთი ბიჭი ყველაზე მეტად მიყვარს. ის ჩემი გულია, ჩემი სულია და სულ ჩემი იქნება.
-ვინ?-გაკვირვებული მიყურებდა.
-შენ ჩემო სიცოცხლე.-ჩავეხუტე ლევანს. სახე გაუნათდა, ბედნიერების სხივი გაკრთა მის თვალებში.
-ნინა დადა მიყვარხარ.-მეხუტებოდა ჩემი პატარა.
-მე უფრო მეტად მიყვარხარ.-გულში ვიკრავდი და თან ვტიროდი.
თავს არ მოგაბეზრებთ ყოველდღიური ამბების მოყოლით. დედაჩემი და ნიკოლა იტალიაში გაემგზავრნენ. ერთი წელი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. გამუდმებული მკურნალობა, მუდმივად კლინიკის კართან დგომა, საშინლად გავხდი, უძილობისგან თვალის უპეები სულ ჩამიშავდა. ჩემს გვერდით თეო და ირაკლი იყო. არ მეგულება არსად ნათლიები, რომლებიც ნათლულზე ასე ზრუნავენ. ირაკლი და თეო ღვთის საჩუქარი იყო ჩემთვის და ლევანისთვის. ყველა ადამიანს მფარველი ანგელოზი იფარავსო ამბობენ. ირაკლი და თეო არა მარტო ლევანის ჩემი ცხოვრების ანგელოზებიც იყვნენ. კოტეც ჩამოვიდა რამდენჯერმე თურქეთში. ეს 19 თვიანი წამება ღირდა, ლევანი სრულიად განიკურნა. ბოლოს ანალიზი გაუკეთეს და სისხლი სრულიად ჯანმრთელი იყო. საქართველოში ბედნიერი დავბრუნდი. შევძელი, მაინც შევძელი და პირობა შევასრულე, ლევანი გადავარჩინე.
მუშაობას ჯერ ვერ ვიწყებდი, რადგან ლევანი სკოლაში ვერ მიმყავდა. მორიგეობით მაკითხავდნენ კოტე, ირაკლი, თეო და ვიკაც. დატვირთულები მოდიოდნენ და საკვები მოჰქონდათ ჩვენთვის. 2016 წლის გაზაფხულზე დედაჩემი ჩამოვიდა ნიკოლასთან ერთად საქართველოში.
-ნინა ლევანს წავიყვან სექტემბრამდე იტალიაში და იქ მეყოლება.-გამომიცხადა დედამ.
-რატომ, აქაც მშვენივრად არის.-მაინც სულ ვკამათობდი ეთერთან.
-მომისმინე ნინა, ნუ ხარ ჯიუტი. სამსახური მოძებნე, სახლიდან გადი, ახალგაზრდა ხარ. ლევანს არაფერს გავუჭირვებ. დანაზოგი მაქვს და სექტემბრიდან კერძო სკოლაში მივიყვანოთ. მთელი დღე სკოლაში იქნება და შენც შეძლებ შენი ცხოვრება გქონდეს.
-გათხოვებას და ლევანის მიტოვებას არ ვაპირებ.
-ამას არ გეუბნები. სულ შეიძლება ირონიით მელაპარაკო? მინდა ბედნიერი იყო. სახლში ხარ, თავს საერთოდ არ უვლი. სალონში ბოლოს როდის იყავი?
-სალონები არ მჭირდება.
-ისედაც ლამაზი ხარ, მაგრამ სალონში სტუმრობა მაინც გჭირდება. საყიდლებზე სიარული გჭირდება, ახალგაზრდა ხარ და ოთხ კედელში არ უნდა გამოიკეტო.
-კარგი გაგატან ლევანს იტალიაში და დავიწყებ მუშაობას.-მეც მინდოდა უკვე მუშაობის დაწყება. ასე ვერ გავაგრძელებდი.
ვიკას ხვეწნის მიუხედავად მაინც კოტეს ოფისში ვარჩიე მუშაობის დაწყება. კოტეს წარსულს ვერ ვპატიობდი და გულის სიღრმეში მინდოდა ისევე დატანჯულიყო, როგორც მე. მისმა სიტყვებმა, ფორმალურად ვიქორწინოთო სულ გამაგიჟა. ლევანი ეთერმა წაიყვანა იტალიაში. მე კი მისი რჩევა გავითვალისწინე და სალონს მივაკითხე. თმა ლამაზად შევიჭერი, თავი სრულად მოვიწესრიგე და ახლა ჩემს გარდერობს მივაკითხე. ეთერმა უამრავი რამ ჩამომიტანა იტალიიდან, მე კი საერთოდ არ ვიცმევდი. იარლიკიანი ტანსაცმლით მქონდა გარდერობი სავსე. ლამაზი მუხლამდე კაბა მოვირგე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, ხელში პატარა ხელჩანთა დავიკავე და კოტეს ოფისში მივედი.
-ნინა?-ისეთი თვალებით მიყურებდა კოტე გაოცებას ვერ მალავდა.
-მუშაობისთვის მზად ვარ.-გავუღიმე.
-მოიცადე, ჯერ დატრიალდი.-გაეღიმა და ნერვიულად მოისვა ხელი კეფაზე.
-რაო კოტე, მოგეწონე?-თვალი ჩავუკარი. ჯერ კიდევ არ მომინელებია მისი უარი. შინაგანად მინდოდა, ისევე ძლიერ მინდოდა, რომ ჭკუიდან გადამეყვანა. ახლა ჩემი ჯერი იყო, გაბრაზებული ვიყავი ყველაფრის მიუხედავად და ჩემს ცრემლებს ჯერ კიდევ ვერ ვპატიობდი. თან ისე იქცეოდა, ისეთი საყვარელი იყო ყოველთვის, რომ მე მასთან ნამდვილი მონსტრი ვიყავი.
-პირი დამაღებინე.-ნერვიულად გაიცინა.-ნინა, ნინა. მეთამაშები?
-არა კოტე, სამსახურში გამოვცხადდი. რა დროს თამაშია.
-ჯინსებით რატომ არ მოხვედი?
-პირველი დღეა, თანამშრომლებზე ხომ უნდა მოახდინო შთაბეჭდილება. მერე ჯინსებსაც შემოგაპარებთ.-ტუჩის კუთხეში ჩავიღიმე.
-მორჩი ახლა კეკლუცს.-თითი დამიქნია.-ყველა თანამშრომელი ძვირფასია ჩემთვის და არ გადამირიო ახლა ბიჭები.
-ჩემი სამიზნე მხოლოდ შენ ხარ საყვარელო.-ყურში ჩავჩურჩულე და სავარძელში ჩავჯექი.
-მაშ თამაშს ვიწყებთ დილიდან.-გაეცინა.-ამ კაბინეტში იქნები, შენ ჩემი თანაშემწე ხარ. ასე რომ მოგვიწევს ერთმანეთის ატანა. გარე საფრთხეებსაც ავირიდებ თავიდან, რაც შენი სილამაზით იქნება გამოწვეული.-თავის მაგიდას მიუჯდა და რაღაც ამობეჭდა.-ეს არის შენი პირველი დავალება.-მოვიდა და ჩემს მაგიდაზე ჩამოჯდა. რამდენიმე სტუდენტი მოძებნე, ფლაერები დაბეჭდე და დაარიგებინე ხალხ მრავალ ადგილებში. რაც მეტი რეკლამა იქნება მით მეტი სამუშაო გვექნება. -ფლაერების ტექსტი მომაწოდა.-შეძლებ?
-ძალიან ცხელა, კონდიციონერი არ მუშაობს?-შევხედე კოტეს, ისევ შეყვარებულ ქალს ვთამაშობდი.
-20 გრადუსია ოთახში, თუ გცხელა ჩავრთავ.-შემომხედა გაკვირვებულმა და თავის მაგიდისკენ წავიდა.
-უკვე კარგად ვარ, არ ჩართო.-უცებ შემომხედა და გაეღიმა.
-ნინა, ნინა. ჩემს ყოველ მოახლოვებაზე ასე თუ ცეცხლი მოგედო მალე აალდები.
-არაფერი ცეცხლიც არ მომედო.-შევხედე გაბრაზებულმა.
-მორჩი თამაშს.-ისევ ჩემს წინ ჩამოჯდა მაგიდაზე.-ამ თამაშით მხოლოდ შენ დაზარალდები ჩემო სიცოცხლე.-თვალი ჩამიკრა და კაბინეტიდან გავიდა.
ჯანდაბას, რატომ იყო ყინულივით. რატომ არ ვუყვარდი, რატომ ვერ დაივიწყა რუსკა? გაბრაზებული ვიყავი კოტეზე. თუმცა მაინც არ შევწყვიტე თამაში. ყოველ დღე მაგარ ფორმაში ვიყავი. მაკიაჟსაც ვიკეთებდი, სახლში საქმე მაინც არაფერი მქონდა და საკუთრი თავის მოვლით ვიყავი დაკავებული. შეიძლება არ ვუყვარდი კოტეს, მაგრამ როგორც ქალი მოვწონდი და მის ნერვულ სისტემას ვუკაკუნებდი. მე რას ვგრძნობდი კოტეს მიმართ? არ ვიცი. აკვიტებად მექცა, უარი ვერ ვაპატიე და ახლა მინდოდა ისევე დატანჯულიყო როგორც მე.
თანამშრომლებს ადვილად შევეწყვე, ბევრნი არ ვიყავით, სულ 12 კაცი მუშაობდა ოფისში ჩვენს გარდა. ჩვენმა თანამშრომლებმა ჯომარდობის ტური მოვაწყოთ არაგვზეო, ქალაქ გარეთ გასვლა გადაწყვიტეს. კოტესაც მოეწონა იდეა და შაბათ დღეს ფშავში გამგზავრება გადავწყვიტეთ.
-კოტე ირაკლის, ვიკას და თეოსაც ვუთხრათ და წამოვიდნენ.-გავუღიმე კოტეს.
-კარგი, შენ დაპატიჟე.
-შენ რატომ არა? იცი ვიკასაც წამოვიყვან. სარძლოდ მომწონს, იქნებ ირაკლისაც..
-მაჭანკლობ? იქნებ მე მომეწონოს.
-რა ვიცი, შეიძლება შენც მოგეწონოს.-ირონიულად ჩავიღიმე.-ირაკლის შენ რატომ არ პატიჟებ?
-ვიჩხუბეთ?
-რატომ?
-შენს გამო, მითხრა აღარ დატანჯო გოგო თორემ სახეს აგახევო. საერთოდაც გამოუშვი სამსახურიდანო. რა ვქნა? გაგიშვა?-შემომხედა თან ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-მე ავუხსნი ირაკლის, სულაც არ ვიტანჯები მე.-შევხედე გაბუსხულმა.
-ხოო? კარგია, ყველაფერი მოგვარდა. ცოლად რატომ არ გამომყევი?-უცებ დამისვა შეკითხვა და შემომანათა თავის კუპრივით შავი თვალ წარბი.
-იცი რატომაც. ჩემი ქმარი ჩემი იქნება და არავისთან გაყოფას არ დავუშვებ.
-იქნებ არც ყოფდი.-თვალი ჩამიკრა.
-გეყოფა, მორჩი მაიმუნობას. ყველაფერი ჩემი მოსაგვარებელია, მთელი დღე მაიმუნობ.-შევხედე გაბრაზებულმა.
-არ თქვა არ მომწონსო. მიდი, აღიარე, რომ ისევ გიყვარვარ.-არ წყვეტდა ჩემს ნერვებზე დაკვრას.
-მგონი დროა ვუთხრა ირაკლის შენი კარგი კაცობის შესახებ. არც პირველი იქნები და არც უკანასკნელი ვისაც სახეს აახევს.-შევხედე ნიშნის მოგებით.
-მოიცადე, ვხუმრობ. არაფერი არ უთხრა, ისედაც ვერ ვირიგებ.-შეშფოთებულმა შემომხედა.
ირაკლისთან ხვეწნა არც დამჭირვებია, ვიკა და თეოც დავპატიჟე და ყველანი ჩვენს ოფისში შევიკრიბეთ.
-ვიკა ძვირფასო, ეს ირაკლია, ეს კი თეო. ჩემი საუკეთესო მეგობრები.-გავაცანი ვიკას თეო და ირაკლი.
-მე და ირაკლი ვიცნობთ ერთმანეთს.-გაიღიმა ვიკამ.
-ხო.-ირაკლისაც ჩაეღიმა.-ეს სამყარო ძალიან პატარაა.
-ცოტნე როგორ არის?-შეხედა ვიკამ სევდიანი თვალებით.
-მამა ცოტნე კარგად არის.-გაუღიმა ირაკლიმ და მამაოზე მახვილი დასვა.
მივხვდი, რომ ვიკას დიდ სიყვარულს, ორივე იცნობდა და იქიდან იცნობდნენ ერთმანეთს. მერე გამახსენდა ცოტნე, ირაკლის ძველი მეგობარი. ისიც მღეროდა, მერე კი აღარაფერი მსმენია მასზე. ჩემი პრობლემებით ისე ვიყავი დაკავებული გარშემო ვეღარაფერს ვამჩნევდი.
ყველანი გავემგზავრეთ ფშავში. ირაკლიმ გზაში რამდენჯერმე გვიმღერა, ისე მალე ჩავედით ვერც კი გავიგეთ მგზავრობა. ამდენი მწუხარების მერე თითქოს რაღაც მოხდა ჩემში, მომავალს იმედით დავუწყე ყურება, სამარშუტო ტაქსში ცეკვა დავიწყე, მერე თეოც ამყვა და სულ სიცილით ჩავედით ფშავში.
-ვიქტორია, შენ ჩემს ნავში ჩაჯექი, თეო შენ და ნინაც.-გამოგვიცხადა ირაკლიმ. მესაკუთრე იყო. ზედმეტად მზრუნველი და ცოტა ეჭვიანიც.
-ირაკლი გეყოფა რა.-გაბრაზებულმა შეხედა კოტემ. -ისე უნდა გადავნაწილდეთ, რომ ნავზე ქალებიც იყვნენ და მამაკცებიც. რამე რომ მოხდეს გოგონებს დახმარება ხომ უნდათ.
-მე კოტესთან წავალ.-შევხედე ირაკლის, რომელიც მიბღვერდა ჩემს ნავში ჩაჯექიო.-იკა.
-რა ნინა.-გაბრაზებულმა შემომხედა.
-ხომ იცი შენ ვერავინ შეგცვლის, შენ ჩემი გმირი ხარ, ჩემი ძმა და მეგობარი.-ყელზე ჩამოვეკიდე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე. ვიკა გვიყურებდა და ეღიმებოდა.
-ვიცი, ნუ მეპირფერები.-ისევ მიბღვერდა.
-ირაკლი მიყვახარ, ყველაზე მეტად მთელს მსოფლიოში, ოღონდ ლევანის მერე.-უცებ გამოვასწორე.
-იცოდე ყველაფერს მომიყვები. თუ კიდევ დამიმალავ რამეს გაგლახავ.-საჯდომზე მომარტყა ხელი და პატარა ბავშვივით დამტუქსა. ჯერ კიდევ ვერ მოინელა ელენეს, რომ ხელშეკრულება დავუდე. ვერც იმას ინელებდა კოტესტან, რომ მუშაობა დავიწყე.
თეო და ვიკა იცინოდნენ, თეო რაღაცას უყვებოდა ვიკას, მერე ორივემ ნავში დაიკავეს ადგილი, ირაკლი და ორი ჩვენი თანამშრომელი ბიჭიც მათი ნავისკენ წავიდნენ.
მაისი იყო, ცხელოდა. არაგვი საკმაოდ დიდი მოდიოდა. ინსტრუქტორმა წესები აგვიხსნა. ასევე აგვიხსნა ნიჩბები როგორ უნდა დაგვეჭირა ხელში. ნიჩბის ტარის ბოლო მყარად უნდა გვჭეროდა ხელის გულით, რათა ინსტრუქტორის მითითებაზე გაჩერდით, როცა ნიჩაბს ამოვიღებდით წყლიდან გვერდით მჯდომი არ დაგვეზარალებინა. ეს ყველაფერი მოვისმინეთ, სპეციალური ტანსაცმლით აღჭურვილები ვიყავით, ნავში ფეხის ტერფები მყარად დავაფიქსირეთ, რომ გადავარდნის შანსი მინიმუმამდე დაგვეყვანა. მანძილი 14 კმ-ს მოიცავდა. მართალია წყალი ძალიან ღრმა არ იყო, მაგრამ საკმაოდ ჩქარი დინება იყო. რა მინდოდა, სად მივდიოდი, ცურვაც კი არ ვიცოდი. მაგრამ რატომღაც ძალიან მინდოდა ამ სიგიჟეში მონაწილეობის მიღება.
ნახევარი გზა გვქონდა გავლილი, ინსტრუქტორმა გვითხრა, რომ დიდი ტალღები იყო წინ.
-ნინა ფეხი კარგად დაიმაგრე, რომ არ გადავარდე.-შემომხედა კოტემ, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა ნავში.
-კარგად მაქვს დამაგრებული.-შევხედე საყვედურით.
-არ გაქვს.-თქვა და მოულოდნელად ჩემი ფეხის ტერფი დაამაგრა ნავში. სწორედ ამ დროს მივიღეთ ინსტრუქცია გაჩერებაზე და მე ნიჩაბი ამოვიღე წყლიდან. ამ დროს ასწია ზუსტად კოტემ თავი და ნიჩაბის ტარი მოხვდა. ისე უცებ გადავარდა წაყალში, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი.
-კოტე!-ერთი დავიყვირე. ხელ-ფეხს არ ამოძრავებდა.
-დარჩით ნავში მე ამოვიყვან.-ბრძანება გასცა ინსტრუქტორმა, მაგრამ ვინ უსმინა. სწრაფად გადავხტი წყალში კარგი მაშველივით. კოტესკენ მივიწევდი.
-კოტე!-ვყვიროდი რაც შეიძლება ხმამაღლა. თუმცა ხის ტოტი მომხვდა, მერე წყალმა ქვებზე შემაგდო.
გონს, რომ მოვედი კოტე მასულიერებდა და მეხვეწებოდა თვალები გამეხილა.
-რა მოხდა?-ამოვიკვნესე.-ფეხები მტკივა.-სულ დალუჯებული ვიყავი. ისე ძლიერად შემაგდო ქვებზე წყალმა.
-სად გადმოხტი? გაგიჟდი? ცურვა საერთოდ არ იცი?-ბრაზობდა კოტე.-რაზე ფიქრობდი?
-ნუ მიყვირიხარ, მეგონა მოგკალი.-ცრემლები გადმომცვივდა.
-გაგეხუმრე, თავად ამოვიდოდი წყლიდან, ნიჩაბი არ მომხვედრია.-გაეღიმა კოტეს.
-რა? თვალები დავუქაჩე.-შენ ნორმალური ხარ? ცოტა რამ გადავიტანე? კიდევ გულის გახეთქვა მინდა?-ვუყვიროდი და მუშტებს ვურტყავდი გულზე.
-ჩუმად.-ხელები მომხვია და მაგრად მიმიკრა გულზე.
-სად ვართ? დანარჩენები სად არიან?-სადღაც ტყეში ვიყავით მდინარის პირას. არავინ არ ჩანდა.
-წყლიდან, რომ ამოგიყვანე და მოგასულიერე წავიდნენ, მანქანით მოვლენ და წაგვიყვანენ. კიდევ კარგი ირაკლის ნავი კარგა ხნის ჩავლილია, ნამდვილად მომკლავს.
-მცივა.-კანკალმა ამიტანა. ტანსაცმელი სულ სველი მქონდა. ფეხსაცმელებიც კი სველი იყო.
-მოდი აქ.-გასაბერი ჟილეტი გაიხადა კოტემ. მერე მე გამხადა ჟილეტი და გულზე მიმიკრა.
-ასე ნუ მეხუტები.
-რატომ?-ჩაეღიმა.-ჩემთან მოხლოვებისას ცეცხლი ხომ გეკიდება. ხო და ახლა აალდები და ორივე დავიწვებით.
-მცივა, სველი ვარ და ვერ ავალდები.-ვეკვროდი კოტეს.
-სამაგიეროდ მე წამეკიდა ცეცხლი.-იცინოდა.
-იდიოტო.-მუშტი მივცხე.
-ნუ ბრაზდები. მე მართლა ცეცხლი მომეკიდა.-მითხრა, უფრო მაგრად მიმიხუტა გულზე და კოცნა დამიწყო.
-მომშორდი.-სწრაფად მოვცილდი, მისი კოცნა არ მსიამოვნებდა.
-მოიცადე.-ხელი მომკიდა და ისევ გულზე მიმიკრა.-დამშვიდდი, არ გეთამაშები.
-არ მითხრა შემიყვარდიო, მაინც არ დავიჯერებ.-შევხედე გაბრაზებულმა.
-ნუ დაიჯერებ, მაგრამ რაც კომპანიაში დაგინახე მას მერე...
-გეყოფა. არ მჯერა და დაამთავრე თამაში.-ვუყვიროდი.
-ნინ გაჩუმდი და მომისმინა.-ხელები უფრო მეტად მომხვია და გულზე ამიკრა.-მაშინ შენ ბავშვი იყავი, ვერ ვხედავდი შენში ქალს. მეტიც ისე გიყურებდი, როგორც ჩემს პატარა მეგობარს. ახლა კი, როცა დაგინახე და დავინახე ის ნაბ*რი, რომ თვალებით გჭამდა და ათასი შეკითხვა დამისვა შენზე მაგიტომ გადავწყვიტე მუშაობის იქ დაწყება. ვიეჭვიანე, შენი დაკარგვის შიშმა შემომიტია და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ დათო შენამდე არ მომეშვა. საშინლად ვიეჭვიანე, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ არ მიყვარდი, მაგრამ ეს ასე არ იყო. როცა ცუდად ვიყავი, როცა სევდა შემომაწვებოდა, გეფიცები სულ შენზე ვფიქრობდი. ვიხსენებდი საქანელადან რომ ჩამოვარდი და კაბა თავზე გქონდა გადმოფარებული. თან რომ ყვიროდი კოტე შენ არ მომიახლოვდეო.
-მაინც შენ მოხვედი და ხელში ამიყვანე.-გამეღიმა მეც.-იცი როგორ შემრცხვა?
-შენს ჩადენილ სიგიჟეებს ვიხსენებდი. ვიხსენებდი სიყვარული რომ ამიხსენი, მე კი უბრალოდ ვიღიმოდი, ბავშვურ გატაცებად ჩაგითვალე.-ეღიმებოდა.
-დამცინე.
-არ დაგცინე. მართლა არ დამიცინია, გული ჩამწყდა, რადგან მაშინ რუსკა მიყვარდა. თან გული გამითბა, რომ შენისთანა გოგოს ყურადღება დავიმსახურე.
-სიმაღლე მოგემატა ხომ.-გავიბუსხე.-„მე არ მიყვარხარ.“ დღემდე ჩამესმის ეს სამი სიტყვა და არასსრულფასოვნების სინდრომი ჩამომიყალიბდა.
-არა ნინა. რუსკა ისე ავიკვიატე, რომ ვერავის ვამჩნევდი. ახლა კი რომ გიყურებ შენ არ იცი რა მინდა გიქნა.
-რა?-შევხედე და ტუჩზე ვიკბინე.
-რა და ჯერ მაგ ტუჩებს მოგაჭამ.-ისევ ტუჩებზე მეცა მგელივით და კოცნა დამიწყო.-ირაკლიმ ახლა რომ დამინახოს ასე შენთან ჩახუტებული ნამდვილად მომკლავს.-დაიჩურჩულა ჩემს ტუჩებზე.-ნინა ისევ გიყვარვარ? მინდა ვიცოდე. თუ დავაგვიანე გაგიგებ.
-დააგვიანე კოტე. იმ დღის მერე მე გავიზარდე, ისე გავიზარდე, რომ აღარაფრის მჯერა.-კოტეს მოვცილდი და ჩემი ჟილეტი მოვიცვი. მდინარის პირას ვიჯექით, გვერდი გვერდ, ორივე ჩუმად ვუყურებდით აბობოქრებულ არაგვს და ორივეს სული არაგვივით ბობოქრობდა. ნახევარ საათიანი ლოდინის მერე გამოჩნდა მანქანა და ორივე წაგვიყვანა.
-რაზე ფიქრობდი საერთოდ?-ახლა ირაკლი მიბრაზდებოდა.
-გეყოფათ. დავიხრჩობოდი, სხვა რა მომივიდოდა.-დავიყვირე მეც.-ვის დავაკლდებოდი, არავის, საერთოდ არავის.-ისევ ვაგრძელებდი ისტერიკას.
-რა სჭირს?-კოტეს გადახედა.-კოტე ვერ გადამირჩები იცოდე.-თითი დაუქნია.
-გეყოფა იკა, ნუ იქცევი ისე თითქოს მამაჩემი იყო.-გავუბრაზდი ირაკლის.
-ნინა! -დამიყვირა, მე კი ტირილი დავიწყე.
-რა გინდოდა, რატომ ატირე.-ახლა კოტე გამოენთო.
-შენი საქმე არ არის.-თითი დაუქნია და გულში ჩამიკრა ირაკლიმ.-ნუ ტირი, ხომ იცი როგორ მიყვარხარ, შენ ჩემი ნაწილი ხარ. არ იცი რა დამემართა რომ მითხრეს წყალში ჩავარდაო. ჩემი გული ხარ, ჩემი სულის ნაწილი. შენს გარეშე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ეს სამყარო. მე შენი მამაც ვარ, ძმაც და მეგობარიც. ვის დააკლდებოდი? მე დამაკლდებოდი, ჩემს გულს წაიღებდი თან. როცა სისულელის გაკეთებას დააპირებ ამაზე იფიქრე. კარგი?-შუბლზე მაკოცა.
-მიყვარხარ.-კალთაში ჩავუჯექი ირაკლის და ჩავეხუტე. მალე პარკში მივედით. ზიპ-ლაინზე ეშვებოდნენ დანარჩენები. ნაწილი მუსიკის ფონზე ისვენებდა.
-როგორ ხარ?-თეო და ვიკა მომცვივდნენ.
-კარგად.
-წამოდი გამოიცვალე.-საშხაპისკენ წამიყვანეს გოგოებმა და სუფთა ტანსაცმელიც მომიტანეს. მოვწესრიგდი და გამოვედი, თეძოზე საშინელი სისხლჩაქცევა მქონდა, კოჭლობით გამოვედი საშხაპედან.
-რა გჭირს? ფეხი ხომ არ მოიტეხე?-ირაკლი მომვარდა შეშფოთებული.
-არაფერია, ქვას მივარტყი წყალში ფეხი. -გავუღიმე და ტკივილისაგან სახე დავმანჭე.-ირაკლი იქიდან მეც დავეშვები.-ზემოთ ავიხედე, გოგოები ზიპ-ლაინით ეშვებოდნენ.
-წამოდი.-ხელი მომკიდა და ფაცხაში წამიყვანა. პუფი დამიდო და დამსვა.-აქ იჯდები და ფეხს არ მოიცვლი. გასაგებია!-შემომხედა გაბრაზებულმა.
-კარგი რა ირაკლი.-შევხედე დაღონებულმა.
-ხმა არ გავიგო შენი. შენი კუნტრუში მორჩა, იჯდები აქ და ფეხს არ მოიცვლი. იცოდე თვალს არ მოგაცილებ.-მითხრა და თავად აღიჭურვა, რომ ჰაერში თოკებით ჩამოკიდულ დაბირინთებში ემოძრავა. ირაკლი როგორც კი წავიდა კოტე მომიჯდა გვერდით და თან წვენი მომიტანა.
-გინდა იქ ასვლა?-შემომხედა.
-მადლობა.-წვენი გამოვართვი.-ირაკლიმ არ ახვალო.-შევჩივლე.
-მართალია, ფეხი გტკივა. ზაფხულში წამოგიყვან კიდევ და მერე დაეშვი. სოლიდარობას გიცხადებ და არც მე არ ავალ.-მხარი გამკრა მხარზე.-გაიღიმე, შემირიგდი მიდი.
-გაბუტული არ ვარ.-მის სახეზე გამეღიმა.
-ვეცდები საქმით დაგიმტკიცო ჩემი სიყვარული.-ლუდი მოსვა და სივრცეს გახედა.
-აბა შენ იცი.-თვალი ჩავუკარი და თოკებზე დაკიდებულ ირაკლის გავხედე, რომელიც დრო და დრო ჩვენკენ იყურებოდა.-თვალს არ მოგაცილებო და სულ მე მიყურებს.-ჩავილაპარაკე.
-ვინ? ირაკლი?-გაეღიმა კოტეს.-სულ მიკვირს აქამდე რატომ არ მოიყვანა ცოლი, ისეთი მზრუნველია კარგი მამა და ქმარი იქნება.
-იდეალური.-ჩავილაპარაკე.-ლევანის ნათლია რომ არ იყოს ცოლად გავყვებოდი.-ჩავილაპარაკე.
-შენ მე გამომყვები ცოლად.-გაეღიმა.
-ვითომ რატომ? ძალიან დარწმუნებულიც ნუ იქნები.
-ნინა მართლა შემიყვარდი, ძალიან მიყვარხარ. ნამდვილი იდიოტი ვარ, რომ მაშინ არ შევეცადე სხვა თვალით შემომეხედა შენთვის.
-იცი ჩემი სიყვარული გულში ჩავიკალი. რომ გავიგე რომ რუსკა გიყვარდა აქტიურად ვარწმუნებდი ჩემს დას კოტე კარგი ბიჭია, კოტე იდეალურია, კარგი ქმარი იქნება, კოტეს გაყევი. მას კი სულ ალექსი ეკერა პირზე. რამდენჯერმე ალექსი სახლშიც კი არ შემოვუშვი, აქტიურად ვცდილობდი, რომ რუსკას შენ შეყვარებოდი და არა ალექსი. მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი, არ მინდოდა დატანჯულიყავი ცალმხრივი სიყვარულით.
-ვიცი. რუსკას ქორწილის დღეს ველაპარაკე. იცი რა მითხრა?
-რა?-შევხედე ინტერესით.
-მითხრა არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული რაც ნინას შენს მიმართ გააჩნიაო. საკუთარ სიყვარულს გულში იკლავს და ყველაფერს აკეთებს, რომ შენ შემიყვარდეო. მაგრამ ალექსის მიმართ ჩემი სიყვარულიც ისეთივე დიდია, როგორიც ნინასი შენს მიმართო. -ცრემლი მოიწმინდა.-იცი სულ ვფიქრობდი რუსკას სიტყვებზე და სულ ვფიქრობდი შენზე. ქვეცნობიერად ალბათ ყოველთვის მიყვარდი. რამდენჯერმე მოვედი სტუმრად, შენ მაშინ სახლში არ იყავი, ბიძასთან იყავი სტუმრად წასული. შოკოლადები მოგიტანე. მაშინ გამოცდებისთვის ერთად ვმეცადინეობდით მეც, ირაკლიც, რუსკაც, თეოც და ნუცაც. ნუცამ და რუსკამ აითვისეს შენი შოკოლადები. მარკეტში ჩავედი და კიდევ ვიყიდე. გვაჭამეო გამომეკიდნენ, მე კიდევ არ მივეცი. ეს ნინასია და არც ერთი არ შეჭამთთქო გამოვუცხადე, მერე კი მაცივარში შეგინახე. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ბავშვს ვხედავდი შენში. მინდოდა ჩაგხუტებოდი, მინდოდა ხელში აყვანილი მეტარებინე, მინდოდა შოკოლადებით გამეხარებინე. ვერ დავუშვი საკუთარ თავში, რომ ხუთი წლით პატარა გოგონაში ქალი დამენახა.
-მაინც შემიჭამეს ის შოკოლადი ნუცამ და რუსკამ. მითხრეს ქაღალდი შეგინახეთო, მე კი იმ ქაღალდს ვინახავდი. ისევე ვინახავდი შენს მაისურს. და კიდევ შენს ნაჩუქარ კურდღელთან ერთად მეძინა 5 წელი.
-პირველად მაშინ ამიჩქარდა გული როცა ჩემი მაისური გადაგაცვი.-გაეღიმა, მეც გავიღიმე. მერე წარსული გამახსენდა.
ქობულეთი, 8 წლის წინ...
-კოტე ცურვა არ ვიცი.-შევხედე საწყალი თვალებით.
-გასწავლი პატარა.-ხელში ამიყვანა, ჩემი კივილისთვის ყურადღება არ მიუქცევია და პირდაპირ ზღვისკენ გაიქცა.
-კოტე მეშინია, ხელი არ გამიშვა.-ვეხვეწებოდი და კისერზე მქონდა ხელები მოხვეული. მიწას ვერ ვგრძნობდი ფეხებ ქვეშ, კოტე ცურავდა.
-ასე თუ იქნები და არ გამიშვებ ხელს ვერ ისწავლი ცურვას.-იცინოდა კოტე.
-ნუ დამცინი, მეშინია, ნაპირზე გამიყვანე.-შევეხვეწე, ტალღები იყო და მეშინოდა. უცებ დიდი ტალღა წამოვიდა ჩვენსკენ და ნაპირისკენ გამოგვრიყა, ტანზე რომ დავიხედე საცურაო კოსტუმის ზედა ნაწილი აღარ მეცვა და ტალღებზე ლივლივებდა. კოტემ რომ შემომხედა ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, მერე კი თითქოს გონს მოეგოო, გულზე მიმიკრა თითქმის შიშველი და ნაპირისკენ ჩემთან ერთად გაიქცა. არ მომცილებია, თითქოს უნდოდა, რომ ჩემი მკერდი მის მეტს არავის დაენახა. უცებ დასწვდა თავის მაისურს და თავზე სწრაფად გადამაცვა. სულ წითელი ვიყავი, ისე შემრცხვა კოტეს ორი დღე აღარ ვენახვებოდი.
-ნინა შეიძლება?-კარზე დამიკაკუნა.
-შემოდი.-ცრემლები შევიმშრალე და საწოლიდან წამოვდექი.
-როგორ ხარ? ეი, რა გჭირს?-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გულზე მიმიხუტა.-რატომ იტირე?
-მამა გამახსენდა და..-გული ამომიჯდა და ისევ ტირილი დავიწყე.
-ჩუმად.-ცრემლი მომწმინდა.-რატომ მერიდები? გრცხვენია?-თავი ამაწევინა და გაეღიმა. მე კი პასუხის მაგიერ თავი დავუქნიე.-კარგი რა ნინა, სანაპიროზე შიშველი მკერდი ვის უკვირს. თანაც ჩემს მეტმა ვერც ვერავინ დაინახა. ნუ ბავშვობ და ჩემი ნუ გრცხვენია.-ლოყაზე მაკოცა და გულში ჩამიკრა. გული თითქოს გაჩერდა, როცა მის შიშველ მკერდზე შიშველი ვიყავი სანაპიროზე მიკრული, მაშინ რაღაც მოხდა. მას მეგობრად ვეღარ აღვიქვავდი, ის უფრო მეტი იყო.
ახლანდელი დრო...
-ჰეი, სად წახვედი?-კოტე მიღიმოდა ფიქრებში წასულს.
-წარსულში.-ჩამეღიმა. მერე კი თვალებით ირაკლი მოვძებნე, უკვე გასულიყო ლაბირინთებში და ვიკას ეხმარებოდა, რომ ზიპ-ლაინით დაშვებულიყო.
-წამოდი გავისეირნოთ. მე დაგეხმარები დამეყრდენი.-კოტე წამოდგა და ხელი გამომიწოდა.
-კარგი, მაგრამ არც ასე ძალიან არ მტკივა.-გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი.
-ხელი მაინც მომკიდე.-ჩემი ხელი ხელში მოქცია და მდინარისკენ წავედით.
-სად მიგყავს?-გამოენთო ირაკლი.
-ვსეირნობთ იკა.-შევხედე გაბუსხულმა.
-მდინარეს არ მიუახლოვდე იცოდე.-თითი დამიქნია.
-არის უფროსო.-გავუღიმე და კოტეს ავედევნე.
-ზედმეტი მოსდის.-ბრაზდებოდა კოტე.-მამაშენი კი არ არის ასე რომ გტუქსავს.
-კოტე ის ჩემზე ნერვიულობს. შენ შორს იყავი, საერთოდ არ მირეკავდი, არც კი მკითხულობდი. ირაკლი ამ დროს რას აკეთებდა იცი? ღამის 12 საათზე რომ დავურეკავდი მოდიოდა და სასაფლაოზე მივყავდი, არ არსებობდა მეთხოვა და რამე არ შეესრულებინა, ის ყველაფერია. დედაც, მამაც, მეგობარიც, ძმაც. არ არსებობდა საიდუმლო, მას ყველაფერს ვუყვებოდი. მაშინ ზღვაზე შენს მაგივრად ირაკლი რომ ყოფილიყო არ შემრცხვებოდა, რადგან ის ირაკლია. გესმის? არ გესმის, რადგან არ იცი რა ურთიერთობა გვაქვს. არ იცი რამდენჯერ მიტირია მის მკერდზე. არ იცი. ამიტომ ირაკლის ზედმეტი არსდროს მოსდის. და თუ გადავწყვეტ გათხოვებას და გადავწყვეტ ვინმეს ცხოვრება დავუკავშირო, პირველი ვინც ამას გაიგებს, პირველად ვისგანაც რჩევას მივიღებს ეს ირაკლი იქნება.
-არ მითხრა ახლა ჩემი ხელიც მას სთხოვეო.-გაეცინა.
-არ გეტყვი, რადგან შენს ცოლობას არ ვაპირებ.-ენა გამოვუყავი.
-მოგანდომებ.-მდინარის პირას ვიდექით, ხეები იყო ჩვენსა და პარკს შორის. წელზე ხელი მომხვია და ტუჩებზე დამაცხრა. მერე ხელი მოისურის ქვეშ შემიცურა და შიშველ ზურგზე მეფერებოდა.
-კოტე.-ხელით უკან გავწიე.-კოტე გაჩერდი, ზედმეტი მოგდის.-ის იყო უნდა გამოვბრუნებულიყავი, რომ კოტეს სახეში მუშტი მოხვდა და ძირს დაეცა. გაცეცხლებული უყურებდა ირაკლი, მეგონა მოკლავდა.
-ირაკლი გაჩერდი.-მკლავზე ხელი მოვკიდე.-გთხოვ.-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-შენ წადი გოგონებთან!-შემომხედა გაცეცხლებულმა.
-ირაკლი 24 წლის ვარ. გეყოფა ამდენი მუშტი კრივი.-ისევ ვბრაზობდი.
-არ მეყოფა ნინა. არ მეყოფა, რადგან 5 წელი ჩემს მკერდზე ტიროდი, არ მივცემ უფლებას ისევ გატიროს, ისევ გატკინოს.-ხელი მომკიდა და იქიდან სულ ძალით წამომიყვანა.
-ირაკლი სად მიმარბენინებ, გაჩერდი.-კოჭლობით მივსდევდი. უცებ ხელი დამავლო და მხარზე გადამიკიდა.-ირაკლი გაგიჟდი? რა დაგემართა? ასე რამ გადაგრია? სად მიმარბენინებ?-ვყვიროდი, ის კი არ მსვავდა ძირს. მერე სადღაც შორს წამიყვანა და ტყეში პარკისგან მოშორებით დამსვა ძირს.
-იცოდე თუ კიდევ მოგიახლოვდება ცოცხლად გავატყავებ.-თითი დამიქნია.
-რატომ? ასე რომელი მეგობარი იქცევა. მითხარი რატომ? რა დააშავა, მხოლოდ მაკოცა.
-იმიტომ რომ მე შენი ძმა ვარ, შენი ღვიძლი ძმა გესმის. რუსკას ვუთხარი, მაგრამ შენ ვერ გაგიბედე. ვერ გითხარი სიმართლე. შემეშინდა, რომ იმ სიყვარულს დავკარგავდი რაც ჩვენს შორის იყო. რა მნიშვნელობა ჰქონდა იცოდი, თუ არა. იმაზე მეტად გიყვარვარ, ვიდრე ნებისმიერ დას მისი ძმა. ის რომ ძარღვებში ერთი სისხლი გვაქვს არაფერს შეცვლიდა.
-როგორ?-ცრემლები მომდიოდა და ისე ვუყურებდი ირაკლის. რამდენი წუთი ვიყავით ასე არ ვიცი, მისის ნათქვამის გადახარშვას ვცდილობდი.
-მამას და დედას ურთიერთობა ჰქონდათ. მერე მიატოვა და დედაშენი მოიტაცა. დედამ შეურაწყოფილად იგრძნო თავი და მამას არ უთხრა, რომ ფეხმძიმედ იყო. რომ წამოვიზარდე მერე მომიყვა ყველაფერი. მამა მოვძებნე და გავიცანი. ხშირად მაკითხავდა, გეგმავდა, რომ ერთმანეთს გაგვაცნობდა. მხოლოდ სამი თვე ნინა, მხოლოდ სამი თვე მქონდა ურთიერთობა მამასთან, მერე კი გარდაიცვალა. შენ ვერ გაგიბედე, ბავშვი იყავი მაშინ. რუსკა ვნახე სკოლაში, იმ წელს ამთავრებდა სკოლას და სიმართლე მოვუყევი. მერე ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს. ალექსანდრეც მე გავაცანი. მე, ალექსმა და რუსკამ აღმოვაჩინეთ რომ სამივეს იურისტობა გვინდოდა და ერთ სასწავლებელში შევიტანეთ საბუთები. სამივემ, რომ ჩავაბარეთ უბედნიერესები ვიყავით. რადგან მარტო ცხოვრობდით სულ შიში მქონდა, რომ ვინმე რამეს დაგიშავებდათ. ამიტომ უბნის ბიჭებს დაველაპარაკე. თუ რამე ხდებოდა, თუ ვინმეს მოსწონდი, განსაკუთრებით შენ ყველას ვიგერიებდი. რუსკას და ალექსს ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მათი ამბავი მიხაროდა. მაგრამ უფრო მეტად მიხაროდა, რომ შენ გიყვარდი. თითქოს გრძნობდი ჩვენს კავშირს, ყველაფერს მიყვებოდი როგორც უფროს ძმას. არ ვიცი ამ გრძნობას რა დავარქვა, შენზე ზრუნვა უბრალოდ ყოველდღიურობად ვაქციე. ვიკას ვუყვებოდი ჩვენზე და მან მითხრა, რომ სიმართლე უნდა მეთქვა. შენს საძებნელად წამოვედი და დავინახე ის ნაბ*რი როგორ გკოცნიდა.-ნერვიულად მოისვა თავზე ხელი. მე კი გონზე ვერ მოვდიოდი, ყველაფერს წარმოვიდგენდი გარდა ამას. ირაკლი ჩემი ძმა იყო. ცრემლები თავისით მომდიოდა, ის კი უბრალოდ იდგა და ნაბიჯს ვერ დგავდა ჩემსკენ.
-მიყვარხარ.-მე გადავდგი ნაბიჯი და წელზე შემოვხვიე ხელები.
-მეც მიყვარხარ ჩემო პატარა.-გულში მაგრად მიკრავდა და ტიროდა.-რამდენი წელი ვუყურე როგორ იტანჯებოდი, მინდოდა კოტე ჩემი ხელით მომეკლა. ჩემი დაიკო.-ისეთი სინაზით წარმოთქვა გული გამიჩერდა.-დედაჩემს უნდა შენი ნახვა, ყოველთვის გავურბოდი თქვენს გაცნობას. მასაც ძალიან უნდა შენი გაცნობა და შენც სულ მთხოვდი, რომ გამეცნო.
-ხვალ მოვალ შენთან.-ისევ ჩავეხუტე და მის ყელში ჩავრგე ცხვირი. ისეთი ახლობელი სურნელი ჰქონდა. ირაკლის მამას სუნი ჰქონდა, ალბათ ამიტომ მიყვარდა მასთან ჩახუტება. პირველად რომ გამაცნო რუსკამ ჩემი მეგობარიაო, თავს იკავებდა რომ არ დავეფრთხე, მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლო.
8 წლის წინ...
-ნინა გაიცანი ეს ირაკლია, ჩემი საუკეთესო მეგობარი.-რუსკამ ახალგაზრდა ბიჭი გამაცნო, არ ვიცი რა დამემართა რომ დავინახე. ისეთი თბილი მზერა ჰქონდა, ისეთი სითბოთი და სიყვარულით მიყურებდა, რომ დავიბენი.
-მიხარია შენი გაცნობა.-ხელი გავუწოდე ირაკლის.
-მე უფრო მიხარია.-თვალები აუწყლიანდა.-შეიძლება ჩაგეხუტო?-სანამ თანხმობა ვუთხარი ახლოს მიმწია და გულში ჩამიკრა. ცხვირი მის ყელში ჩავრგე და ისეთი ნაცნობი სურნელი ვიგრძენი გავბრუვდი. წარმოვიდგინე, რომ მამას ვეხუტებოდი და გული გამითბა. ხელს არ მიშვებდა და არც მე ვეწინააღმდეგებოდი.-ნინა თუ რამე დაგჭირდეს, თუ ლაპარაკი მოგინდება ვინმესთან, იცოდე, რომ მე ვარსებობ.
-მეე..-დაბნეული ვუყურებდი.
-ხო, პატარა. დღეიდან მე და შენ მეგობრები ვართ. შენ ჩემი პატარა და იქნები, კარგი?-ლოყაზე მიბწკინა.
-კარგი.-დაბნეულმა დავუქნიე თავი. მერე რუსკას შევხედე, მასაც ცრემლიანი ჰქონდა თვალები.-შენ რატომ ტირი?-ვკითხე რუსკას.
-არაფერია პატარა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, სამი მუშკეტერი.-თქვა რუსკამ და ორივეს გადაგვხვია ხელი.
მთელი დღე ემოციებში ვიყავი. მამა გამახსენდა და ტირილი მინდოდა, თან ბედნიერი ვიყავი, შიგნით, გულის სიღრმეში, რაღაც მიხაროდა და არ ვიცოდი რა.
-რუსკა ვინ არის ირაკლი? სად გაიცანი?-საღამოს რუსკას კითხვები დავაყარე.
-ჩემი მეგობარია. ჩათვალე, რომ ჩვენი ძმაა.
-რუსკა რა ძმა? უცხო ადამიანია, ასე როდის მოასწარი მასთან დაახლოვება?-ყოველთვის ფრთხილი ვიყავი.
-მამას საუკეთესო მეგობრის შვილია, შენ არ გახსოვს, ბავშვობაში ვიცნობდით ერთმანეთს. ახლა მოგვძებნა და მეგობრობა უნდა ჩვენთან. მასაც გარდაეცვალა მამა. რატომ ნერვიულობ?-შემომხედა რუსკამ.
-რას მატყუებ? ვიცი, რომ იტყუები.-შევხედე ეჭვით.
-კარგი რა ნინა. არ მოგეწონა ირაკლი?-შემომხედა ინტერესით.
-ზედმეტად მომეწონა.
-აბა რა განერვიულებს?-გაღიმებული მიყურებდა რუსკა.
-რაღაცნაირად ვარ, არ ვიცი როგორ გითხრა. ასეთი რამ არავის მიმართ არ მიგრძვნია.
-რას გულისხმობ?-შეშფოთებულმა შემომხედა.- არ მითხრა შემიყვარდაო.
-არა, არა. სხვანაირად ვარ. მამას ნაირი სუნი აქვს.-უცებ ვუთხარი რუსკას.
-არ შემინიშნავს, ალბათ იმიტომ, რომ შენსავით არ ჩავხუტებივარ.-გაეღიმა რუსკას.
-ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი მის მკლავებში. ძალინ მომწონს ეგ ბიჭი და მაგიტომ ვფრთხილობ. -ცრემლი მომადგა თვალზე.
იმ ზაფხულს ირაკლიმ ზღვაზე წაგვიყვანა მე და რუსკა. კოტე, თეო და ალექსიც წამოვიდნენ. სწორედ იქ შემიყვარდა კოტე. მერე სულ გავურბოდი, ვერიდებოდი. ირაკლის არ გამორჩენია ჩემი ცვლილება.
-ნინა მომიყევი.-ჩემი ხელები ხელში მოიქცია და თვალებში დამიწყო ყურება.
-რა მოგიყვე?-შევხედე დაბნეულმა.
-კოტეზე.-ხელზე მაკოცა და თვალებში შემომხედა.
-მეე. არაფერი.-თვალი მოვარიდე.
-ნინააა.. მომიყევი.
-მიყვარს.-თვალები ამიცრემლიანდა.
-ჩემი გოგო.-გულში ჩამიკრა.-ნუ ტირი. კოტე კარგი ბიჭია, თუ მასაც უყვარხარ ხომ კარგი, მაგრამ ჯერ პატარა ხარ საყვარელო. შენ უნდა ისწავლო, წარმატებული ქალი უნდა გახდე. -გულში მიკრავდა და მარიგებდა ირაკლი.
-მიყვარს, სულ მასზე ვფიქრობ. პატარა შეიძლება ვარ მაგრამ მიყვარს.-ირაკლისთან ჩახუტებული ვტიროდი.
-დაწყნარდი, შენ რომ ტირი ცუდად ვარ, არ იტირო გთხოვ.-ცრემლები თითებით შემიმშრალა და შუბლზე მაკოცა.
მერე არ ვიცი რა მოხდა. ირაკლი და კოტე ცოტა უცნაურად იქცეოდნენ. თითქოს მე ვიყავი მიზეზი. ამ ამბის მერე ურთიერთობა აშკარად გაუფუჭდათ. კოტე სულ გამიუცხოვდა. ახლოს აღარ მეკარებოდა.
ქობულეთიდან რაჭაში წავედით. ირაკლის დედულეთში. კარგად ვერთობოდით, ერთი ის იყო, რომ კოტე სულ გამირბოდა. სევდიანი იყო და მეც თითქოს გული მქონდა დამძიმებული.
ეზოში დიდი კაკლის ხე იდგა, ხეზე კი საქანელა დაკიდა ირაკლიმ. პატარა ბავშვივით მიხაროდა. მე რომ გავეხარებინე ჩემთვის ჩამოაბა ხეზე თოკებით ხელნაკეთი საქანელა. მეც ვიჯექი და ვქნაობდი, ჩემს გრძელ თმას ქარი მიფრიალებდა, თითქოს ჰაერში დავფრინავდი.
-ჭინკა.-წინ დამიდგა ირაკლი.-წამოდი ისადილე, ეს საქანელა არსად წავა.
-ირაკლი ხან და ხან მგონია, რომ მამაჩემი ხარ.-ავკისკისდი.
-ჩათვალე, რომ ვარ.-თვალი ჩამიკრა.-წამოდი.-მითხრა და სახლისკენ წავიდა. ეზოს ბოლოს მდინარე ჩამოდიოდა. მას გავცქეროდი და ისევ საქანელაზე ვქანაობდი. მოკლე ფრიალა კოპლებიანი კაბა მეცვა. თავი უკან გადავწიე, ცას ვუყურებდი და ისე ვქანაობდი. უცებ უკან გადავარდი და საქანელაზე ფეხებით დავეკიდე, ხოლო კაბა თავზე წამომეფარა.
-მიშველეთ. ირაკლი! -ვყვიროდი, არავინ ჩანდა. სახლი მოშორებით იყო და ირაკლი ვერ გაიგებდა ჩემს ყვირილს.
-რა მოგივიდა?-კოტეს ხმა გავიგე შორიდან.
-კოტე შენ არ მოხვიდე.-ვყვიროდი ბოლო ხმაზე. მისი სიცილის ხმა მესმოდა, ფეხის ხმაზე ვგრძნობდი, რომ მიახლოვდებოდა. საქანელადან უცებ ჩამომხსნა და ხელში ამიყვანა. მის სუნთქვას ვგრძნობდი სახეზე. მიყურებდა, თითქოს რაღაცას ფიქრობდა. მე კიდევ ვაკოცე, ვაკოცე მის რბილ ტუჩებს, მერე ხელი მოვხვიე და მის ყურთან დავიჩურჩულე.-მიყვარხარ.-თითქოს გამოფხიზლდა, უცებ შემიშვა ხელი და მეც იქ დავასრულე ღრუბლებში ფრენა. ფეხქვეს უკვე მიწას ვგრძნობდი.
-მე არ მიყვარხარ.-თითქოს ყურები დამიგუბდა, გუგუნივით მესმოდა მისი სიტყვები. არ მესმოდა რას ამბობდა. მხოლოდ „ მე არ მიყვარხარ“ მეორდებოდა დაუსრულებლად. რა ვიგრძენი? დამცირება, შეურაწყოფა, იმედგაცრუება, ტკივილი. შემოვბრუნდი და მდინარისკენ გავიქეცი. დიდხანს ვიჯექი მდინარის ნაპირზე, ცრემლები მომდიოდა, თითქოს ბუნებამაც იგრძნო ჩემი ტკივილი. წვიმა დაიწყო, კოკისპირულად წვიმდა. მე კი ვიჯექი მდინარის პირას და ვტიროდი. არასდროს მინახავს მსგავსი რამ, უცებ დავინახე, რომ მდინარე ნელ-ნელა იმატებდა და საქანელასკენ გამოვიქეცი. ისე სწრაფად ადიდდა მდინარე, რომ რომ არ გამეხედა და არ გამოვქცეულიყავი ალბათ წამიღებდა.
-სად იყავი, შემაშინე, გეძებდი.-ირაკლის მკლავები, რომ ვიგრძენი მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი. ხელში აყვანილი შემომიყვანა სახლში როგორც პატარა ბავშვი. პირსახოცით ისე მიმშრალებდა თმას, როგორც მამა ბავშვობისას. მერე ჩემი მშრალი ტანსაცმელი მომაწოდა.-გინდა რუსკას დავუძახებ და მოვა?-ისეთი სევდიანი თვალებით შემომხედა.
-არ მინდა. გამოვიცვლი მე თვითონ და ისევ შენ მოდი გთხოვ.
-კარგი, მალე მოვალ.-ოთახიდან გავიდა. ფანჯრიდან ვხედავდი, აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა. მერე კი გაბრაზებულმა მიარტყა ხელი აივნის მოაჯირს. ცოტა ხანში კი უკან შემობრუნდა.-ვიცი რაც მოხდა. არ იტირო გთხოვ, შენს ცრემლებად არავინ არ ღირს, ეს იცოდე. -გულში ჩამიკრა, მე კი უბრალოდ ვტიროდი. -შენ ისეთი მაგარი გოგო ხარ კაცები შენს ფეხებთან უნდა დააჩოქო, მათ გამო კი არ უნდა იტირო.
-სად არიან?-გული რომ ვიჯერე ტირილით კითხვა დავსვი.
-კოტე წავიდა. დანარჩენები კარტს თამაშობენ, ისე არიან გართულები არაფერი გაუგიათ. შენ დაისვენე, დაიძინე. თუ გინდა საჭმელს აქ მოგიტან.
-ირაკლი ძმა რომ მყოლოდა შენზე კარგი ვერ იქნებოდა.-ისევ ჩავეხუტე ირაკლის და მის მხარზე ისევ ავტირდი.
ახლანდელი დრო..
-ირაკლი რატომ არ მითხარი 8 წლის წინ, რომ ჩემი ძმა ხარ?
-მეშინოდა. ისეთი სათუთი იყავი, რომ მეშინოდა. არ ვიცოდი როგორ მიიღებდი. მერე კი ისე შემიყვარე, რომ არ ვიცი. აღარ ვთქვი, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
-მამას სუნი გაქვს. შენთან ჩახუტების დროს ასე მეგონა მას ვეხუტებოდი. გულით ვგრძნობდი და სულ კითხვის ნიშანი მქონდა თავში. შეიძლება ადამიანი ასე უგონოდ გიყვარდეს? თვალებში რომ შემოგხედავდი, კითხვები უბრალოდ ქრებოდა.
-შეიძლება.-ისევ ჩამეხუტა.-ჩემი პატარა გოგო გაიზარდა.
-ალბათ იმიტომ დავრჩი პატარად, რომ შენ ხედავდი ჩემში მუდამ ბავშვს.
-წამოდი პარკში წავიდეთ.-ხელი ჩამკიდა და პარკისკენ წამიყვანა. კოტეს კი ისე უყურებდა მე რომ არა მოკლავდა.
ფაცხებში მაგიდა იყო გაშლილი, მშვიდად დავიწყეთ სადილობა. ყველა რაღაცას ხუმრობდა და მხიარულობდა. მარტო კოტე იჯდა გაბრაზებული სახით. მე კი ირაკლის შევყურებდი ბედნიერი სახით და კოტესთვის სულ არ მეცალა იმ დროს.
-ნინა გელაპარაკა?-ვიკა ჩამოჯდა ჩემს წინ პუფზე.
-მელაპარაკა. ისეთი ბედნიერი ვარ. სულ ვგრძნობდი ჩვენს კავშირს, სულ კითხვები მქონდა თავში.-აღფრთოვანებული ვლაპარაკობდი.
-მიხარია, ირაკლი კარგი ბიჭია.-მითხრა და ირაკლის გახედა.
-კარგი არა, საუკეთესო მთელს მსოფლიოში და ის ჩემი ძმაა.-გავუღიმე ვიკას.
-ძალიან ყურადღებიანია და კარგად აღზრდილი. ცოტნემ გამაცნო, იმდენს ლაპარაკობდა მასზე. ორი უკიდურესობა ვართო. რამდენადაც მე სულ ყველაფერს ვაფუჭებდი, ირაკლი ყველაფერს ასწორებდაო.
-გინდა ცოტნეზე მომიყვე?-შევხედე ინტერესით.
-სხვა დროს ყველაფერს მოგიყვები, დეტალურად.-თვალი ჩამიკრა.-ახლა ამის მოყოლა, რომ დავიწყო ბევრს ვიტირებ და არ მინდა. მინდა ეს დღე მხიარულად გავატარო, წარსული უკან მოვიტოვო და ახალი ცხოვრება დავიწყო.-ისევ ირაკლის გახედა და გაეღიმა.
-მოგწონს?-შევხედე გაღიმებულმა, მან კი დაბნეულმა შემომხედა.-ჩემი ძმა მოგწონს?-დავუკონკრეტე.
-არა, რა სისულელეა.-თვალი მომარიდა.
-სისულელე რატომ არის. მას არავინ ჰყავს. შენც თავისუფალი ქალი ხარ. ორივე ძალიან ლამაზები, რომ მოგეწონოს მერე რა.-გაღიმებული ვუყურებდი.
-მეტყობა?-დაიმორცხვა.
-ცოტა.-გავუღიმე.-მასაც ეტყობა, რომ მოსწონხარ.
-არა.-თავი გაიქნია.
-კი. ხშირად გიყურებს, თვალს სულ შენსკენ აპარებს. შენ უთხარი და მაშინვე სიმართლე მომიყვა. მოსწონხარ და დროა გააქტიურდე.-გავუღიმე.
-როგორ?
-მე დავგეგმავ შეხვედრებს და შენ ეკეკლუცე.
-საყვარელი გოგო ხარ.-ლოყაზე მაკოცა.
-მულს სარძლოდ მოსწონხარ.-მხარი გავკარი და ორივეს გაგვეცინა.-ვიკა ირაკლი და კოტე სად გაქრნენ?-უცებ თვალებით მათი ძებნა დავიწყე.
-მდინარისკენ წავიდნენ, რაღაცას უხსნიდა კოტე.-მითხრა ვიკამ.
-ამ ხნის განმავლობაში თვალს არ აცილებდი ხომ. მე წავედი სანამ მოკლა კოტე იმ ველურმა.-უცებ წამოვდექი და მდინარის მხარეს გავიქეცი კოჭლობით.
-შენს ძმობას ვფიცავარ მართლა მიყვარს.-კოტეს ხმა მომესმა შორიდან და მათი მიმართულებით წავედი, თან ხეებს ვეფარებოდი.
-კოტე მე გაგაფრთხილე, შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა. ძალიან განიცადა და არ მინდა ისევ იტიროს. ჩემი დის ცრემლებს შენ კი არა არვის ვაპატიებ. იმ ფულს კი რაც მიეცი მე გადავიხდი. არც ეცადო და არ გამოიყენო ეგ მდგომარეობა, რომ შენთან დავალებულია. ლევანი ჩემი დისშვილია და მე გავისტუმრებ შენს ვალს.-ხმამაღლა ელაპარაკებოდა ირაკლი.
-რა ვალს იკა. არაფერი არ მინდა, მე ბავშვს დავეხმარე. საქმე კარგად მიდის, ჩემებიც მეხმარებიან გერმანიიდან, ფული არ მჭირდება.
-ვიცი, ნინა გჭირდება, მაგრამ არ მჯერა. მისმა სილამაზემ მოგხიბლა, არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. რაც შენ გერმანიაში წახვედი სულ მის დაცვაში ვარ. რამდენჯერმე მისი მოტაცებაც კი სცადეს. ნინა ნებისმიერ კაცს გადაიყვანს ჭკუიდან. არ მინდა ოჯახი ისე შექმნას, რომ მის ქმარს მხოლოდ მისი ფორმები მოსწონდეს. ნინას სული უფრო ლამაზი აქვს, არც შენ და არც ერთი მისი თაყვანისმცემელი არ იცნობს ნინას სულს. მხოლოდ ერთი მათგანი ხედავდა მისი სილამაზის უკან იმ სუსტ ბავშვს და ისიც ცოლიანი აღმოჩნდა.
-გეყოფა ირაკლი. დათო ახვ*რია, მას ნინა საყვარლად უნდოდა.
-მას მართლა უყვარდა შენგან განსხვავებით.
-უყვარდა, რატომ დაანება თავი თუ უყვარდა?-არ ცხრებოდა კოტე.
-იმიტომ, რომ მე ვუთხარი. თუ მართლა გიყვარს ცხოვრებას ნუ გაურთულებთქო, მას ეყო კაცობა და წავიდა. შენ კი არ მიდიხარ მისი ცხოვრებიდან. როცა გითხარი დარჩენილიყავი, მაშინ წახვედი, ახლა გეუბნები, რომ წახვიდე და არ მიდიხარ.
-გერმანიაში მივდივარ ერთ კვირაში. ვიფიქრებ შენს ნათქვამზე, თუ მომენატრა ნინა და დავრწმუნდი, რომ მიყვარს დავბრუნდები, თუ არა და სამუდამოდ წავალ.-ჩაილაპარაკა და პარკისკენ წავიდა. ირაკლიმ კი ქვა აიღო და მდინარეში გაისროლა. მერე სიგარეტს მოუკიდა და ღრმად ჩაუშვა მხუთავი აირი ფილტვებში.
-ირაკლი.-მის უკან ვიდექი და თვალები ცრემლიანი მქონდა.
-ნინა. დიდი ხანია აქ ხარ?-შეშფოთებულმა შემომხედა.
-კი. მართლა მიდის?-ცრემლიანი თვალები შევანათე.
-მიდის და არ იდარდო. ვინც არ გიმსახურებს ჯობია წავიდეს. -ცხვირზე მაკოცა.
-მინდოდა დამეტანჯა, მინდოდა გამეგიჟებინა, მაგრამ მაინც მე ვიტანჯები. ვერც ვპატიობ იმ უარს, რომ მიახლოვდება შიში მაქვს, რომ ისევ უარს იტყვის და ისევ წავა. აღარ მინდა ჩავიკეტო საკუთარ თავში. ამის მერე ვიცხოვრებ, ნამდვილი ცხოვრებით. კომპანიონობას გამიწევ და ვივლით რესტორნებში, კლუბებში, ექსკურსიებზეც. საქართველოს რომ მოვივლით მერე ევროპაში წავიდეთ. შენ არასოდეს მიმატოვებ, მხოლოდ შენ გიყვარვარ უანგაროდ.
-წავიდეთ. გასტროლებზე ხომ გამომყვები. ჩემს ბიჭებსაც ძალიან უყვარხარ ხომ იცი.
-მეც მიყვარს შენი ბიჭები, განსაკუთრებით მაშინ ჩოხა-ახალუხში, რომ გამოეწყობით და მღერით.-გავუღიმე და ჩავეხუტე.
-ძველი დრო გავიხსენოთ?-თავზე მაკოცა.
-რატომაც არა.
-ყველა ძეგლთან?
-აბა რა.
თბილისში დაბრუნების მერე ყველაფერი სხვანაირი მეჩვენებოდა. თითქოს უფრო გავძლიერდი. გვერდით ძმა მყავდა. გეგმა შევადგინეთ, ბარებში დავდიოდით, ცოტას დავლევდით და მერე ხან რომელ ძეგლთან და ხან რომელ ძეგლთან ვცეკვავდით. თეოს და ვიკასაც დავატარებდით. კარგად ვერთობოდით.
-ჩამოდი მივდივართ.-ირაკლიმ ჩამყვირა ტელეფონში და მეც გიჟივით დავეშვი კიბეებზე.
-სად მივდივართ?-ლოყაზე ვაკოცე.
-ჯერ ბარში. ცოტა თუ არ დავლიე ძეგლთან რა მამღერებს.-იცინოდა.
-დანარჩენებიც იქნებიან?-შევხედე ინტერესით.
-კი მოვდივართო თეომ, მაგ ამბავს გამოვტოვებთო. -თვალი ჩამიკრა.
-ღმერთო რა გიჟი ძმა მყავს.
-მე უფრო გიჟი და მყავს.
-ვაგრძელებთ მანამ პატრული არ დაგიჭერს.
-კარგი რა ნინა.
-რა ნინა.-ორივემ სიცილი ავიტეხეთ. მალე ბარში მივედით. თეო, კოტე და ვიკა უკვე იქ იყვნენ. -კოტე რატომ მოვიდა?
-არ ვიცი, ალბათ თეომ დაპატიჟა.-მხრები აიჩეჩა ირაკლიმ.
უკვე კარგათ შემთვრალები ვიყავით ყველა. ვიკამ თვალით რაღაც მანიშნა და ბარისკენ გავიხედე. დავით ხარბედია მორიგ ლამაზმანთან ერთად სვამდა ვისკს. ცოტა მთვრალი ვიყავი, მაგარ ფორმაში. მოკლე სარაფანი მეცვა ზურგზე მოშიშვლებული და მაკიაჟიც მქონდა გაკეთებული. წამოვდექი და საპირფარეშოსკენ წავედი, რომ მათი თვალთახედვის არეში მოვქცეულიყავი. დათო მხოლოდ ვიკამ შენიშნა, სხვა არვის დაუნახავს, ამიტომაც ჩემი გასვლისთვის არც ირაკლის და არც კოტეს ყურადღება არ მიუქცევიათ. ზურგი ამეწვა, ვიგრძენი როგორ მიყურებდა დაჟინებით. საპირფარეშოებს გვერდი ავუარე და აივანზე გავედი. სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და განათბულ ქალაქს გავხედე.
-ნინა ჟღენტი. რა სიურპრიზია.-ირონიული ჩაცინება გავიგონე ზურგს უკან.
-დიდი ხანია სურპრიზების აღარ მჯერა.-უცებ შემოვბრუნდი და პირდაპირ თვალებში შევხედე.
-და ჩვენი ეს შეხვედრა?-ტუჩის კუთხეში ჩაეცინა.
-მითვალთვალებთ ბატონო დავით?
-ესეც მეკრძალება? თუ მომიწევს გული რა ვქნა? თავისუფალი რომ ვიყო არ იცი რას გიზავდი. ახლა კი მხოლოდ დრო და დრო გნახულობ. ამიკრძალავ? ეს ბარი ყველასია. თანაც პარტნიორი მახლავს.
-გამოუსწორებელი მექლთანე და ნაბ*ვარი ხარ.-ახლოს მივიწიე და თითქმის ჩავჩურჩულე. ვიგრძენი როგორ დაიძაბა და ზამბარასავით დაეჭიმა სხეული.
-გაიქეცი ნინა, ჩემთვის ზედმეტად კარგი ხარ. ნუღარ გამომიწვევ და ნურც გამეთამაშები. შეიძლება თავის შეკავება გამიჭირდეს.-ლოყაზე მაკოცა და ის იყო უნდა წასულიყო.
-სიმართლე არ მოგისმენია ბოლომდე, ამიტომაც გამოგეკიდე, არც არავინ გეტყვის სიმართლეს ჩემს მეტი.-აივნისკენ შევბრუნდი და განათებულ ჰორიზონტს გავხედე.
-მე სიმართლე ვიცი, ფულის გულისთვის მეთამაშებოდი.-ჩემს ზურგს უკან ჩაილაპარაკა.
-თუ მოგინდება სიმართლის მოსმენა შეგიძლია დამირეკო.-შემოვბრუნდი ტელეფონი დავანახე და ჩემი მაგიდისკენ წავედი.
უკან შევბრუნდი და დავინახე იმ ქალთან ერთად როგორ დატოვა ბარი. საშინლად ვიეჭვიანე, გულში რაღაც ჩამწყდა.
-რა უნდოდა?-გაბრაზებულმა შემომხედა ირაკლიმ.
-არაფერი. ძველი ნაცნობი მოვიკითხე. რამე პრობლემაა?-შევხედე გაბრაზებულმა.
-ნინა!-ისევ მიბრაზდებოდა ირაკლი. კოტე კი ნება რომ მიგეცათ მომკლავდა ისე უელავდა თვალები.
-ავადმყოფები ხართ. მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან საუბარიც მეკრძალება? არავინ გეკითხებათ ვის დაველაპარაკები და ვის გავუღიმებ. 24 წლის ვარ და საკუთარ ცხოვრებას თავად მივხედავ. -ჩანთას ხელი მოვკიდე და ბარიდან გამოვედი. გაჩერებისკენ წავედი და მომავალ ტაქსს ხელი ავუქნიე. მისამართი ვუკარნახე და სახლში წამოვედი. გასაღებს ვეძებდი ჩანთაში გაბრაზებული და ტუჩსაცხი ამომივარდა ჩანთიდან.
-ფრთხილად.-დათო დაიკუზა და ტუჩსაცხი მომაწოდა, მე კი შიშისგან ლამის გული ამომვარდა.
-აქ რა გინდა?
-გელოდებოდი.
-გთხოვ წადი.
-სიმართლე უნდა მოვისმინო, შენ დამპირდი.-შემომხედა და სევდიანი თვალები შემომანათა.
-და თუ ეს სიმართლე ცხოვრებას დაგიგნგრევს.-კარს გასაღები მოვარგე და სახლში შევედი, ისიც უკან მომყვა.
-ნინა, ნინა. ამაზე მეტად რაღა უნდა დაინგრეს.
-ყავა გინდა?
-შენს მოწოდებულ შხამსაც დავლევ.-გაეცინა. სამზარეულოში გავედი და ორი ყავა გავამზადე.
-მიირთვი.-ყავა დავუდგი წინ.
-სიმართლე მჭირდება.
-კარგი.-მის წიმ სავარძელში მოვთავსდი. სულ თავიდან დავიწყე ყველაფრის მოყოლა და სასამართლოს ჩათვლით ყველაფერი მოვუყევი. თვალები ამღვრეული ჰქონდა, დიდი ტკივილი სახეზე ეწერა და შოკირებული მიყურებდა.
-ფული რომ ვერ გეშოვა რას იზავდი?-მკითხა ბოლოს.
-არაფერს. ელენე ფულის გამო მიჩივლებდა და წავიდოდი ციხეში. მამის სულს გეფიცები ასეთ რამეს ვერ გაგიკეთებდი.-ცრემლიანი თვალებით შევხედე.
-ელენე. მოვკლავ, ცხოვრება დამინგრიეს, პაიკად მაქციეს.-წამოდგა და კედელს გამეტებით დაარტყა ხელი.
-დათო.-მხარზე ხელი დავადე.-შენ კარგი ადამიანი ხარ. შეგიძლია ცხოვრება სულ თავიდან დაიწყო. დაფიქრდი სჯობს დააღწიო ამ ჯოჯოხეთს თავი. ბედნიერებაზე ძვირფასი არაფერია.
-დაიწყებ ჩემთან ერთად ცხოვრებას? სულ რომ არაფერი მქონდეს, ასე უბრალოდ. მითხარი თუ დაიწყებ და დავტოვებ ყველას და ყველაფერს.-ცრემლი მოიწმინდა და თვალებში ჩამხედა.
-დათო ისეთი ხარ ნებისმიერ ქალს აუჩქარებ გულს და ფიქრებს აუშლი, მაგრამ ეს არ არის სიყვარული. ეს ვნებაა და არ მინდა ვნებას ავყვეთ და მერე მივხვდეთ, რომ..
-ჩემთვის ზედმეტად კარგი ხარ, გულწრფელი, ლაღი.-ლოყაზე ჩამომისვა ხელი.
-შეგიყვარდება, აუცილებლად შეგიყვარდება და მასაც შეუყვარდები. ოღონდ ეს ანანო არ იქნება. ძირ გამომპალ ოჯახს ნუღარ ჩაეჭიდები, მინდა ბედნიერი იყო, თუნდაც შენი გველი სიდედრის ჯიბზე.-გავუღიმე.-დღეს სახლში არ მიხვიდე და არც შეიმჩნიო, რომ ყველაფერი იცი.
-აქ დამტოვებ?
-აქ არ დაგტოვებ. წასასვლელს მოძებნი.-თვალი ჩავუკარი.-ის ლამაზმანი რა უყავი?
-გავუშვი და შენ აგედევნე.-ჩემსკენ წამოვიდა, თვალები უელავდა.
-დათო გაჩერდი, არაფერი არ გამოვა.-ხელი გულზე მივადე.-ლამაზი ქალის მეგუბრული რჩევა თუ დაგჭირდება შენს სამსახურში მიგულე.-გავუღიმე.
-მეგობარი?-გაეღიმა.-იცი ქალებს მეგობრებად ვერ აღვიქვავ, გამოგიტყდები და შენი დანახვისას მხოლოდ იმას წარმოვიდგენ, როგორ გაშიშვლებ და როგორ გეფერები. რჩევა დარიგება?-იცინოდა.
-შეეცადე სხვა თვალით დაინახო ქალი. შეეცადე ქალის სული წაიკითხო და მეგობრობასაც შევძლებთ.-გავუღიმე.
-გამოვა? არა მგონია.-ჩემსკენ წამოვიდა და ტუჩებზე დამაცხრა. მეც ავყევი კოცნაში, წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, არ შემეძლო. ძალა მოვიკრიბე და გავაჩერე.
-ჩვენი მეგობრობა გამოვა. შენ ჩემს სულში ჩახედვა რამდენჯერმე მოახერხე. მითანაგრძნობდი და მამშვიდებდი. მაშინ არა მგონია ჩემს სიშიშველეზე გეფიქრა. უბრალოდ ასე ახლოს არასდროს აღარ მოხვიდე.-ნერვიულად გამეცინა.
-კარგი ნინა, ვიყოთ მეგობრები.-ხელზე ხელი მომკიდა და ხელის გულზე მაკოცა.-ღამე მშვიდობის.-უცებ ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა.-იცი თავს რატომ ვიკავებ შენთან? იმიტომ რომ გარყვნილი კაცი ვარ, შენ კი ისეთი ხარ. ჩემი, რომ დაგარქვა ვერ შევძლებ შენს ღალატს და იმ თავისუფალი ცხოვრების დაკარგვის შიშიც მაქვს. მივეჩვიე მუდმივად სხვა და სხა ქალის გვერდით გაღვიძებას.
-მე კი ზედმეტად ამაყი ვარ. ღალატს ვერავის ვპატიობ. ასე, რომ არაფერი გამოგვივა.-ხელით უკან დავწიე და კარისკენ ვანიშნე.-შენი წასვლის დროა.
კარი გააღო, ჩემსკენ შემობრუნდა, გაიღიმა და წავიდა. ოთახში შემოვბრუნდი, ტელეფონზე უამრავი ნარეკი დამხვდა. ირაკლის 30-ჯერ მაინც დაერეკა.
-რა მოხდა იკა?-ჩავძახე ტელეფონში.
-რა მოხდა? სად დაიკარგე?-გაბრაზებულმა ჩამყვირა.
-სახლში ვარ.
-თითქმის შენს სახლთან ვართ. ჩამოდი პირობა შესასრულებელი გაქვს, ნუ დაგავიწყდა სანეძლაო წააგე.
-კარგი.-ვიცი ირაკლის ვერ მოვიცილებდი თავიდან, ბალეტკები მოვირგე. თხელი მოსაცმელი მოვიცვი კაბაზე და ქვემოთ ჩავედი.
დათოს მანქანა ეზოდან გადიოდა, რომ ირაკლის მანქანა შემოვიდა ეზოში. სულ არ მინდოდა ახლა ერთმანეთს შეხვედროდნენ. მანქანის კარი გამოვაღე და დავჯექი.
-რა ჯანდაბა გეტაკა?-გამიბრაზდა თეო.-ეს სულ ასე იგერიებს შენს გარშემო კაცებს და ახლა გაბრაზდი?
-რა უნდოდა აქ?-ირაკლი გამოენთო ისევ.-გასაგებად ვერ ავუხსენი და ხვალ მივხედავ მაგას.-საჭეს ხელი დაარტყა. კოტე ხმას არ იღებდა.
-სიმართლე მოვუყევი.
-რატომ ნინა? რაში განაღვლებს, ეცოდინება თუ არა რა მძღ*ში ზის?-ბრაზობდა ირაკლი.
-კარგი ადამიანია და სიმართლე უნდა იცოდეს.
-გიყვარს?-კოტემ დასვა შეკითხვა.
-ჩემდა სამწუხაროდ არა. -გაბრაზებულმა ვუპასუხე.-მას ვუყვარვარ და ამაში ეჭვი არ ეპარება. კითხვები არ აქვს და ჩემი ერთი გადადგმული ნაბიჯი საკმარისი იქნება, რომ ყველას და ყველაფერს უკან მოიტოვებს. დასაკარგი ბევრი აქვს, მაგრამ მზად არის ჩემს გამო ყველაფერი დაკარგოს.
-დარწმუნებული ნუ იქნები.-შემომხედა ირაკლიმ გაბრაზებულმა.-გვეყოფა ამ თემაზე საუბარი. დაამთავრეთ. აბა რომელ ძეგლთან ცეკვავ წაგებულო?-გამომხედა სარკეში.
-მაიკოვსკიდან ვიწყებ და აღმაშენებლის ძეგლამდე ცეკვით მივდივარ.-გავუღიმე.-და ნუ გიხარია შენთან ერთად. -თვალი ჩავუკარი სარკეში.
-კოტე ჩამანაცვლებს.-წარბი ამიწია.
-შენ დამპირდი.
-მე და ვიკაც ვიცეკვებთ, თეო კი კადრებს შეინახავს.
-არა. მე არ წამიგია და რატომ?-დაიბნა ვიკა.
-წაგება, მოგება. რა მნიშვნელობა აქვს? ვერთობით.-ხელები გაშალა იკამ.
-ღმერთო რა გიჟები არიან.-თვალები გადაატრიალა ვიკამ.
ღამის პირველი საათი იყო. მე და კოტემ ვალსი ვიცეკვეთ მაიაკოვსკის ძეგლთან. ისე მიჭერდა ხელებს მეგონა ხელს მომტეხავდა.
-ჩემს გაგიჟებას ცდილობ?-წელზე ისე მომიჭირა ხელი კვნესა აღმომხდა.
-არა. ეს რევანშია. მინდა იგივე იგრძნო რაც მე წლების წინ.-თვალებში შევხედე. ლამპიონების შუქი ირეკლებოდა მის თვალებში და გაბრაზებული მიყურებდა.
-რაღაცას ხომ აქვს დასასრული. წელიწად ნახევარია შენი გულის მოგებას ვცდილობ. შენ კი ისევ თამაშობ ჩემი გრძნობებით.
-რომელი გრძნობებით? რა იცი შენ გრძნობების შესახებ? რა იცი რა ტკივილი გამოვიარე? რამდენჯერ ვნატრობდი, რომ გვერდით ყოფილიყავი და შენ არ იყავი. არ მირეკავდი, არ მკითხულობდი.
-მინდოდა დაგვიწყებოდი.
-რომ არ დამავიწყდი, რომ დავიტანჯე. ამას ვინ აანაზრაურებს? ამას როგორ გამოასწორებ? ვერ გამოასწორებ. ამიტომაც ისევე გატკენ როგორც შენ მატკინე. გაგაგიჟებს ჩემი სიყვარული, ჩემი სურვილისგან მოკვდები და მე შენი არასდროს გავხდები.-ხელი გავუშვი და მანქანაში დავბრუნდი.
-მიდით ახლა თქვენი ჯერია.-ირაკლის და ვიკას შევხედე.
-თქვენ ცეკვავდით თუ ჩხუბობდით?-თეომ შემომხედა.
-დავიღალე, მე სახლში მივდივარ.-მანქანიდან გადმოვედი, ვიკას და ირაკლის ცეკვისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ტაქსი გავაჩერე და ის იყო უნდა ჩავმჯდარიყავი.
-სად მიდიხარ?-კოტემ დაიჭირა კარები.
-სახლში.-ისიც ჩაჯდა და მძღოლს თავის სახლის მისამართი უთხრა.
-ჩემს სახლში მივდივარ.-შევხედე გაბრაზებულმა.
-რაღაც უნდა გავარკვიოთ. სალაპარაკო გვაქვს. -გაბუტული მივეყუდე სავარძლის საზურგეს და ლამპიონებს დავუწყე ყურება. წვიმა წამოვიდა, ჯერ ნელ-ნელა მოცურავდნენ წვიმის წვეთები, მერე იმატა წვიმამ და მის სახლთან, რომ მივედით უკვე კოკისპირულად წვიმდა. -წამოდი.-ხელი მომკიდა და სირბილით გავიქეცით სადარბაზოსკენ. ლიფტი გამოიძახა და მალე სახლშიც ავედით. ხმას არც ერთი ვიღებდით, უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით გაბრაზებულები.
-სულ დავსველდი.-მობუზული შევედი კოტეს ბინაში. ყველაფერი ისეთი მოწესრიგებული იყო. კოტე საძინებელში შევიდა, მე კი მისაღებში ვიდექი და ვკანკალებდი.
-პირსახოცი გამომართვი. ცხელი შხაპი გიშველის. ტანსაცმელიც იქ დაგიწყე. მე ჩაის მოვადუღებ.-მითხრა და სამზარეულოში შევიდა. საშხაპეში დიდი ხნით დავრჩი. ფიქრებმა წარსულში დამაბრუნა.
8 წლის წინ..
რუსკას ქორწილისთვის ისე გამოვეწყვე პატარძალიც კი გავაოცე.
-ღმერთო რა ლამაზი ხარ. შენ უფრო გავხარ დედოფალს. ეგ კაბა იისფერის ნაცვლად თეთრი რომ იყოს დედოფალი ყველას შენ ეგონები.-გულში მიკრავდა რუსკა.
-შენი დღეა და შენ ყველაზე ლამაზი და განსაკუთერბული ხარ.-ვაკოცე ჩემს დას და მაყრიონს დაველოდეთ.-რუს, წამოდი მღერიან ის გიჟები.-ფანჯრიდან დავანახე სიმღერით როგორ მოდიოდნენ ჩვენი კორპუსისკენ.
-ღმერთო რა გიჟები არიან.
-კოტე არ არის.-სახე დამისევდიანდა.
-ნუ დარდობ, დაივიწყე. კოტეზე მაგარი ბიჭი გამოჩნდება შენს ცხოვრებაში და აუცილებლად შეგიყვარებს.-ჩამეხუტა რუსა.
-იქ უნდა გაიარო.-რუსკას დავანახე როგორ დამწკრივდნენ ბიჭები ხმლებით ხელში თან მღეროდნენ. ალექსი სადარბაზოში შემოვიდა, ირაკლიც მას მოჰყვა და მალე კარზე დააკაკუნეს.
-მე გავაღებ.-კარისკენ სულ სირბილით წავედი და კარი გამოვაღე.-სიძე.-ალექსს ჩავეხუტე.-იკაა, რა სიმპათიური ხარ, დღეს თვალს არ მოგაცილებ იცოდე.-გავუცინე ირაკლის.
-ეს ნახე. მე არ მომაცილებ თვალს?-დამატრიალა.-გვერდიდან არ მომცილდე, დღეს შენი კავალერი ვარ.-მითხრა და ყელში მაკოცა.
-წამოდით.-ხელი მოვკიდე და სახლში შევიყვანე. ჩემი ბიძები, ბიცოლები და ბიძაშვილებიც იქ იყვნენ.
ახალგაზრდები დალოცეს და ყველანი სამებაში წავედით ჯვრისწერაზე. ირაკლი გვერდიდან არ მცილდებოდა და თვალებით იგერიებდა ჩემსკენ მომზირალ მამრებს.
რესტორანში მივდიოდით, ირაკლიმ თავის მანქანაში ჩამსვა. უკან მისი მეგობრები ისხდნენ. იქ იყო ცოტნეც, ახლა უკვე მამა ცოტნე. ყველაზე მხიარული და საყვარელი იყო მათ შორის. მთელი გზა ვიცინოდით.
-ირაკლი ექიმთან იყავი?-შევხედე მზრუნველი თვალებით.
-ვიყავი და ოპერაციას გაიკეთებო.
-ასე რთულადაა.-შევხედე სევდიანმა.
-სანთლები უნდა გაიკეთოო, თუ არა და ოპერაციაო.
-მერე გაიკეთე სანთლები.
-არა.
-უტყდება.-უკნიდან ცოტნემ გადმოსძახა.
-ცოტნე მოკეტე.-იკამ შეუბღვირა სარკეში.
-მე კი გავჩუმდები, მაგრამ...
-ცოტნე!
-ჩუმად ვარ. -ცოტნეც გაჩუმდა.
მალე რესტორამში მივედით. იკა მთელი ქორწილის მანძილზე გვედიდან არ მომცილებია. მხოლოდ ერთხელ ეცეკვა რუსკას. დანარჩენი დრო სულ ჩემს გვერდით იყო და ცეკვავდა. მოწვეული მომღერლები არ გვყოლია, ირაკლი და მისი ბიჭები რიგრიგობით მღეროდნენ და ქორწილში კი არა თავი კონცერტზე მეგონა.
-ეს სიმღერა ეძღვნება ჩემს მეგობარს ირაკლის.-ცოტნე ავიდა სცენაზე, უკვე კარგად იყო შემთვრალი. და ცოტა ხანში გაისმა სიმღერა.-„მე ღმერთს შევავედრე, შენი სიყვარული მეტი ქვეყანაზე მე რა დამრჩენია, და ყველა ხატის წინ, ასე დანთებული შენდა შესაწირად ჩემი სანთლებია!“-ირაკლის გადავხედე, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.-ცოტნე კი ისე გაქრა უცებ სცენიდან თვალი ვერ მოვკარით. მხოლოდ მე და იკას ბიჭები ვიცინოდით. დანარჩენები ვერ მიხვდნენ რატომ გაეკიდა ირაკლი მოსაკლავად ცოტნეს.
ცოტნე და ირაკლი წამში დამავიწყდა, რუკას გვერდით კოტე რომ დავინახე. ალექსს და რუსკას ბედნიერება მიულოცა და ის იყო უნდა წასულიყო, რომ მე ავედევნე.
-კოტე, მოიცადე.-მკლავზე ხელი მოვკიდე.
-ვა, ნინა. რა ვიდზე ხარ.-სევდიანმა ღიმილმა გადაუარა სახეზე.
-რატომ მოხვედი? ხომ გტკივა, რატომ მოხვედი?-შევხედე.
-უნდა მოვსულიყავი. ალექსი და მე ერთად გავიზარდეთ. ახლა კი მივდივარ.-კარისკენ შებრუნდა.
-კარგი წადი.-ჩავილაპარაკე.
-ჩემთან ერთად წამოხვალ?-უცებ შემობრუნდა.
-სად?-შევხედე გაკვირვებულმა.
-სადმე დავსხდეთ. მარტო დალევა არ მინდა. ყველა ჩემი მეგობარი ახლა აქ არის.
-კარგი წამოვალ.-ისე ავედევნე არც არავის არ დავუნახივარ. მერე კი ირაკლის და რუსკას წერილი მივწერე, რომ დავიღალე და სახლში წავედი.
-სად წახვედი?-იკამ დამირეკა.
-სახლში იკა, დავიღალე უკვე თითქმის მივედი.-ჩავძახე ტელეფონში.
-კარგი, სახლში, რომ შეხვალ დამირეკე.
-კარგი.-ვუთხარი და გავუთიშე.
-რატომ მოატყუე.-გადმომხედა კოტემ.
-იჩხუბებდა, მეტყოდა სახლში წავსულიყავი.
-იქნებ მართალია და მე არ უნდა მისმინო მთელი საღამო. ისე გიცავს ირაკლი თითქოს მამაშენია.-გაეღიმა.
-ვიცი გჭირდები დღეს და კომპანიონობას გაგიწევ.
-შენ არ დალევ.-თითი დამიქნია.
-მე არ დავლევ. მე ხომ ბავშვი ვარ.-ჩავილაპარაკე გაბუსხულმა.
-ბუტია.-ცხვირზე ხელი მომიჭირა.-გადმომხედა და გაეღიმა.
-რატომ იცინი?-შევხედე გაბუსხულმა.
-იცი, მგონი ყველაზე ლამაზი შენ იყავი იქ.
-პატარძალი?-წარბაწეულმა შევხედე.
-შენ. პატარძალი, რომ მიყვარს იმას არ ნიშნავს, რომ სილამაზეს ვეღარ აღვიქვავ. მართლა ძალიან ლამაზი ხარ ნინ.-ჩაილაპარაკა და ჩაბნელებულ ჰორიზონტს გაუშტერა თვალი.
-ალბათ ამიტომ არ მცილდებოდა ჩემი იკა გვერდიდან. ისე იგერიაბდა ბიჭებს ერთი შეხედვაც კი კმაროდა.-გამეცინა ირაკლის კოპების გახსენებაზე.
-ახლა, რომ მხედავდეს, რომ ბარში მიმყავხარ მომკლავს.
-ნამდვილად.
-იცი ერთი პერიოდი მეგონა ირაკლის უყვარდი. მაგრამ რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება აქვს შენს მიმართ.-ისევ გზას გახედა.-ვერ ვხვდები.
-ირაკლი ნამდვილი მეგობარია.
-მეც მინდა შენთან მეგობრობა.
-მერე მე დაგიშალე?
-დამიშალე აბა რა, გამომიცხადე მიყვარხარო.-გაეცინა.
-დაივიწყე, ბავშვურად მომივიდა.-გული საშინლად მტკიოდა მის ასეთ დამოკიდებულებაზე.
მალე ბარში მივედით. ჩემთვის წვენი შეუკვეთა კოტემ, თავად კი ვისკით გამოთვრა. არ ლაპარაკობდა, უბრალოდ ჭიქას ჭიქაზე მიჭახუნებდა.
-კოტე ძალიან დათვერი. არ გინდა წავიდეთ? თანაც არ ლაპარაკობ, მარტო სვავ.-შევხედე მოწყენილი თვალებით.
-რა ლამაზი თვალები გქონია.-უცებ შემომხედა და გაეღიმა.-აქამდე რატომ ვერ შევნიშნე?-ჩაეღიმა.
-იმიტომ, რომ ფხიზელი მიყურებდი. მთვრალს მახინჯიც ლამაზად გეჩვენება.
-შენ. მახინჯი? არა ნინა, შენ ულამაზესი ხარ. იცი სულ მიკვირს, რატომ შეიყვარე ჩემისთანა უბადრუკი არსება.-ისევ იცინოდა, უკვე ნერვიული სიცილი ჰქონდა.
-კოტე წავიდეთ.-ხელი მოვკიდე და ისიც გამომყვა. გარეთ გამოვიყვანე და მანქანაში მგზავრის ადგილას დავსვი, თავად კი მძღოლის ადგილას დავჯექი. კართან ქერა გრძელი პარიკი ვნახე დაგდებული. ვიღაცამ სიმთვრალეში დაკარგა. ხელში ავიღე და მანქანაში ჩავაგდე.
-ეგ რა არის?-პარიკზე მანიშნა.
-ქერა თმა მიხდება?-გამეცინა და პარიკი მოვირგე.
-კი, სუპერ, მაგარი ნაშა ხარ.-იცინოდა კოტე. პარიკი მოვიხსენი და ისევ სავარძელზე დავაგდე.
მალე მის ბინაში მივედით. კოტე ცუდად გახდა, ამიტომ უკან აღარ წამოვედი, შემეშინდა და მთვრალი მარტო ვერ დავტოვე. აბაზანაში შევიყვანე და სახე ცივი წყლით მოვბანე, რომ ცოტა გამოფხიზლებულიყო.
-რა საყვარელი ხარ ნინა, მე კი როგორი იდიოტი.
-წამოდი დაიძინე.-საძინებლში შევიყვანე და საწოლზე დავაწვინე.
-მოდი აქ.-უცებ ხელი მომხვია და კოცნა დამიწყო. როგორ ვოცნებობდი, რომ თავად მაკოცებდა, მაგრამ ეს სიტუაცია სულაც არ მომწონდა. ისე შემომაძარცვა ტანსაცმელი აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი.
-კოტე გაჩერდი, გთხოვ გაჩერდი.-ვეხვეწებოდი, ის კი არ ჩერდებოდა. საშინელება იყო, უძლური ვიყავი, წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევდი. მგელივით მკოცნიდა და მეფერებოდა. იმ ღამით სექსის გემო პირველად გავიგე და სექსი შემძულდა. ტკივილის და იმედგაცრუების მეტი ვერაფერი ვიგრძენი. სააბაზანოში ვიდექი და ჩემს ცრემლებს წყალს ვატანდი. მეზიზღებოდა საკუთარი თავი, მეზიზღებოდა კოტე. მძაფრ ალკოჰოლის სუნს ახლაც კი ვგრძნობდი და გული მერეოდა ამ ყველაფერზე. სხეული სულ დალურჯებული მქონდა. სააბაზანოდან გამოვედი, ის კი იწვა და მშვიდად ეძინა. ჟინი დაიკმაყოფილა და ახალა მშვიდად ეძინა. მუცლის არეში ყრუ ტკივილის ვგრძნობდი. ტანსაცმელი ჩავიცვი და ისე გამოვიპარე მისი სახლიდან, რომ არა ზეწარზე დატოვებული კვალი ჩემს არსებობას იქ ალბათ ვერც გაიხსენებდა. რომ დავრჩე, რა? დილით მეტყვის, რომ შეცდომა იყო და გულს იმაზე მეტად მატკენს ვიდრე ახლა მტკივა. მისი სახლიდან გამოვიპარე, ტაქსი გავაჩერე და სახლში მივედი. სახლში მარტო ვიყავი, ალექსი და რუსკა იმ ღამით გაემგზავრნენ ბათუმში.
დილით კარზე გაბმულმა კაკუნმა გამაღვიძა. ტანი ძლივს წამოვწიე საწოლიდან, ხალათი მოვიცვი და კარი გავაღე.
-რატომ წამოხვედი მარტო?-ირაკლი იყო კარზე მიყუდებული და მიღიმოდა.
-დავიღალე.-ცრემლი მომადგა თვალზე მისი დანახვისას.
-ეი, რა გჭირს?-გულში ჩამიკრა ირაკლიმ.
-არაფერი. ემოციების ბრალია.
-რამე მოხდა? სხვანაირი ხარ.-თვალებში მიყურებდა.
-არაფერი.-თვალები დავხარე.-ისევ ვიტირებ აღარაფერი მკითხო. შენ ნაბახუსევი არ ხარ? ამ დილაადრიან, რომ დამადექი თავზე?
-ვდარდობდი. წუხელვე ვაპირებდი წამოსვლას. ტელეფონიც გათიშული გქონდა. დედაჩემმა მეჩხუბა ეძინება, არ წახვიდეო, მოვდიოდი წუხელ.
-რა გიჟი ხარ. ახლა დაწყნარდი?
-არა, რაღაც გაწუხებს.
-არაფერია.-ირაკლის ჩავეხუტე.
-დღეს გასვლას ვაპირებთ ბიჭები და გამოგივლი. სადმე დავსხდეთ.-გამიღიმა ირაკლიმ.
-კარგი.-მეც გავუღიმე.
-მიდი ჩაიცვი და მერე ყავა გამიკეთე.-თვალი ჩამიკრა.
-კარგი. იკა მიყვარხარ.
-მეც ჩემო ჭინკა.-ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა.
საღამოს რესტორანში შევიკრიბეთ. განწყობა არ მქონდა, მაგრამ არ მინდოდა ირაკლი რამეს მიმხვდარიყო. შავი შარვალი და მწვანე ზედა ჩავიცვი და რესტორანში გავყევი ირაკლის.
-რა ბებიაჩემივით გამოეწყვე?-იცინოდა.
-ასეთ განწყობაზე ვარ.-ჩავილაპარაკე. თითქოს თვალები ჩამიქრა, თითქოს ოცნებები გამიქრა. იმ ღამით მე გავიზარდე.
-კარგი რა ნინა, ასე არ შეიძლება, დღეს ვქეიფობთ, ბევრი უნდა მეცეკვო.-მიღიმოდა ირაკლი.
-კარგი გეცეკვები.-გავუღიმე.
რესტორანში მისულებს მთელი მათი ჯგუფელები იქ დაგვხვდნენ. კოტეც იქ იყო და სახე შემეცვალა მისი დანახვისას. თავის მობილიზება მოვახდინე, ბედნიერი ღიმილი ავიკარი და ყველას მხიარულად მივესალმე.
-ნინაჩკა.-გიორგიმ სკამი გამომიწია.-დაბრძანდი საყვარელო.
-როგორ ხარ?-კოტე მომიჯდა გვერდით, ირაკლი თავის ჯგუფელმა გოგონებმა სცენისკენ წაიყვანეს.
-კარგად. შენ როგორ ხარ?
-ნინა სახლში შენ მიმიყვანე გუშინ?-უცებ დამისვა შეკითხვა და მივხვდი საუბარი საითკენაც მიჰყავდა.
-მე არა ვიღაც ქერა ქალმა.-უცებ ჩავილაპარაკე, მეგონა გავიხუმრე, მან კი ისეთი სახე მიიღო მგონი დაიჯერა.
-მანქანაში ქალის პარიკი იყო.
-რა მოხდა კოტე?
-არაფერი. ზედმეტი დავლიე და არაფერი არ მახსოვს. ნინა შენ ვინ წაგიყვანა?
-თავად წამოვედი ბარიდან. არ გინდა სხვაგან გადაჯდე?
-გაბრაზებული ხარ?-დამნაშავე ბავშვივით მიყურებდა.
-არა კოტე. რატომ უნდა გავბრაზდე, მიზეზი მაქვს?-თვალებში ვუყურებდი. ვერ ვიჯერებდი, როგორ შეიძლება არაფერი არ ახსოვდეს. გული მეგლიჯებოდა, მაგრამ ასე სჯობდა. ასე სჯობდა მომხდარიყო, ვიდრე ახსოვდეს და მოვალეობის გამო დარჩეს ჩემთან.
-ჩემს ადგილას ზიხარ.-თავზე ირაკლი წამოადგა კოტეს.
-ვდგები.-ხელები მაღლა ასწია და სკამიდან ადგა. შორს არ წასულა, მაგიდას მოუარა და ჩემს წინ თავისუფალი ადგილი დაიკავა. რაც მსახიობის ოსტატობა იყო ჩემში სულ იმ საღამოს გამოვიყენე. ისე ვიქცეოდი თითქოს ბედნიერი ვიყავი, თითქოს არაფერი მაწუხებდა. რესტორანში ჰაერი ჩაიხუთა, აივნისკენ წავედი. ფარდის უკან გიორგი იდგა, ვიღაცას გაცხარებული ელაპარაკებიდა. გასავლელში სვეტის უკან დავდექი და მისი და კოტეს ლაპარაკი გავიგონე.
-ვიღაც ქერაო. არ მახსოვს ის ქერა, ნინა მახსოვს. ყველაფერი ამერია.
-ამხელა კაცი ხარ. ღირსი ხარ მოგკლას ირაკლიმ. მართლა ნინა, რომ ყოფილიყო? აზრზე ხარ რა ჩაიდინე?
-ხო მოსაკლავი ვარ. მაგრამ არ მახსოვს წესიერად არაფერი. იქნებ დამესიზმრა მთვრალს ნინა.
-ასეთი სიზმრები არ ესიზმრებათ კოტე. ვერ დამაჯერებ, რომ ისეთი მთვრალი იყავი ვისთან დაწექი არ გახსოვს.
-ის პარიკი საიდან მოვიდა აბა?
-არ ვიცი, შენ უნდა იცოდე. ირაკლი კი არა მე მოგკლავ ეს, რომ მართალი აღმოჩნდეს. ნამდვილი არაკაცივით მოიქეცი.-საყელოზე მოქაჩა გიორგიმ. შემეცოდა კოტე, ხო მე კოტე შემეცოდა იმ წუთას. სვეტს შემოვუარე და ხმაურით გავემართე აივნისკენ.
-ბიჭებო ეწევით?-გავუღიმე ორივეს.
-ნინა აქ ცივა.-გიორგიმ პიჯაკი მომახურა.
-მაგრამ სუფთა ჰაერია.-გავუღიმე. -რა სახეები გაქვთ? მოკვდა ვინმე?-გაღიმებულმა შევხედე ორივეს.
-არაფერი.-ნერვიულად მოისვა კეფაზე ხელი ორივემ.
-კოტე წამოდი მეცეკვე.-გიორგის თავის პიჯაკი მივაწოდე,კოტეს ხელი მოვკიდე და დარბაზში შევიყვანე. გიორგი გაკვირვებული გვიყურებდა ორივეს.
-ნინა ცეკვის თავი არ მაქვს.-შემომხედა საწყალი თვალებით, თითქოს გაქცევა უნდოდა.
-ცეკვას გთხოვ სექსს ხომ არ გთავაზობ.-ვუთხარი და თვალებში ჩავხედე. ფერი დაკარგა და თვალი მომარიდა.-კარგი ნუ მეცეკვები.-ხელი შევუშვი და მაგიდისკენ წავედი.
-ჩემი გოგო, დაიღალე?-შემომხედა იკამ.
-დავიღალე. წამიყვან სახლში?-უკნიდან მოვეხვიე ყელზე ირაკლის და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე.
-აბა რას ვიზავ.-უცებ წამოდგა.
-ნახვამდის.-ხელი დავუქნიე დანარჩენებს და იკას ავედევნე. გასავლელში ვიყავი უკან მოვიხედე. კოტე იდგა და მიყურებდა. ეს ბოლო შეხვედრა იყო. მეორე დილით გავიგე, რომ კოტე გერმანიაში გაემგზავრა თავის მშობლებთან და მას მერე აღარც დაბრუნებულა. არ ვიცოდი, რა ახსოვდ და რა არა. ტკივილი, იმედგაცრუება, დეპრესია ყველაფერი ერთად დამემართა. მერე ლევანი დაიბადა და ბავშვზე გადავერთე. სტუდენტი გავხდი, თან სამოდელო სააგენტოში დავიწყე მუშაობა. ინტენსიურად ვტვირთავდი ფოტოებს სოციალურ ქსელში. უამრავი თაყვანისმცემელი მეხვეოდა გარს, თუმცა თითქოს ჩემი გული იმ ღამით სამუდამოდ მოკვდა.
ახლანდელი დრო....
-ნინა კარგად ხარ?-კარზე კოტე აკაკუნებდა.
-კი, მალე გამოვალ.-ფიქრებიდან გამოვერკვიე და სველი სხულის შემშრალება დავიწყე.
ცხელი წაყალი მესიამოვნა, გავთბი. კოტეს მაისური და მოკლე შარვალი მოვირგე და სააბაზანოდან გამოვედი. ამ სახლში თითქოს არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც რვა წლის წინ.
-კოტე.-სამზარეულოში შევედი, ჩაი მოემზადებინა და მელოდებოდა.
-რა სასაცილო ხარ ჩემს ტანსაცმელში.-გაეღიმა.
-რაზე უნდა ვილაპარაკოთ.-მხიარულება ჩავაშხამე.
-ნინა გიყვარვარ?-ხელზე ხელი მომკიდა.
-შენ კოტე? გიყვარვარ?-კითხვა დავუბრუნე.
-მიყვარხარ.-თვალები დახარა.
-არა კოტე არ გიყვარვარ. ახლა უბრალოდ კარგი კანდიდატურა ვარ შენთვის. თავს არწმუნებ, რომ გიყვარვარ. -ჩაი მოვსვი და ფეხები სავარძელზე ავიკეცე.
-გცივა?-მკითხა, მეც თავი დავუქნიე. საძინებლისკენ წავიდა და წინდებით დაბრუნდა.-ჩაგაცმევ.-ფეხზე თავის წინდები ჩამაცვა. მერე კი ჩემს ტუჩებს მისწვდა და კოცნა დამიწყო. საშინლად არ მესიამოვნა მისი შეხება.
-კოტე გაჩერდი, სურვილს და სიყვარულს ნუ აურევ ერთმანეთში გთხოვ.-მოვიშორე და ჩაის დალევა განვაგრძე.
-იყოს თუნდაც სურვილი, რა მნიშვნელობა აქვს სიყვარულს თუ სურვილი არ არის. შენ კი უბრალოდ მაგიჟებ. გამომყევი ცოლად და გპირდები ბედნიერები ვიქნებით.
-არა კოტე, მე სიყვარული მჭირდება.-შევხედე თვალებში და მოწოლილ ცრემლებს არ მივეცი უფლება ჩემი თვალები დაესველებინათ.
-გერმანიაში უნდა გადავფრინდე. 2 კვირით მივდივარ. გთხოვ შენც წამოდი, ჩემებს გაგაცნობ.
-მარტო წადი. საკმარისი დროა იმისთვის, რომ გაიზრო რას გრძნობ. ეს სიყვარულია თუ უბრალოდ ვნება ლამაზი ქალის მიმართ.
-ვინ გითხრა რომ ლამაზი ხარ?-ჩაიცინა.
-შენმა ანთებულმა თვალებმა და კიდევ ბევრი სხვა მამრის.-თვალი ჩავუკარი, სახე აერია.
-ნინა არ მოგცემ უფლებას მას დაუკავშირო ცხოვრება.-დათოზე ეჭვიანობდა.
-არ ვუკავშირებ. ეგ რომ მინდოდეს დიდი ხნის წინ დავუკავშირებდი ცხოვრებას მას. ისე ეჭვიანობ მგონი მართლა შეგიყვარდი.-გამეღიმა.
-რატომ არ გჯერა, მართლა მიყვარხარ. იცი მე შენი საყვარელი შოკოლადიც მაქვს.-მაცივარი გამოაღო და შოკოლადები მომიტანა.-ბევრი შოკოლადები უნდა გაჭამო და უნდა გაგასუქო.
-რატომ, ფუმფულა ქალები მოგწონს?
-ფუმფულა, რომ იქნები სხვების მოგერიება აღარ მომიწევს.-მითხრა და შოკოლადის ფილა შემაჭამა.
-რა მოხდა?-ეღიმებოდა.-ასე რატომ მიყურებ?
-შოკოლადი გისვია.ზუსტად ისე, როგორც წლების წინ. სულ რატომ ისვრი ტუჩებს?-უცებ მოწყვეტით მაკოცა შოკოლადიან ტუჩებზე და ტუჩები გაილოკა.
-გეყოფა.-თითი დავუქნიე.-მეძინება, სახლში წამიყვან?
-დარჩი. დიდი ბინაა, დავეტევით.
-არა, გთხოვ წამიყვანე.
-კარგი, არაფერს დაგიშავებ. არ მოგეკარები, დარჩი.
-ირაკლი რას გიზავს?
-ვერაფერს ვერ მიზავს. ვიკა და ის გაიპარნენ. თეომ მომწერა წეღან. ძმა გაგიბედნიერდა.
-რაა? -გაკვირვებულმა შევხედე. გავბრაზდი ირაკლიზე, რომ არაფერი არ მითხრა.-ეგ მე მირჩევს საქმეებს, უნამუსო, რატომ არ მითხრა?-ვბრაზობდი.
-მის ჯიბრზე გამომყევი. მიდი გადაწყვიტე და გახდი ჩემი ცოლი.
-არა! წავედი მე ვიძინებ. ყველა მოღალატეა. მე ყველა მღალატობს.
-საკუთარ ძმაზე ეჭვიანობს?-სიცილით მომდევდა კოტე უკან.
-მე თუ ყველაფერს ვუყვები მან რატომ არ მომიყვა?-ისევ ვბრაზობდი.
-ჩემი ბუტია.-ხელი დამავლო, ერთი შევკივლე და ზურგზე გადამიკიდა. საძინებელში შემარბენინა და საწოლზე დამაგდო, მერე კი გულის წასვლამდე მიღიტინა.
-კოტე მოვკვდები, კოტე გაჩერდი.-უკვე ვხაოდი.
-კარგი.-ხელი მომხვია, ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო და საბანი გადამაფარა.
-ასე არ შეიძლება.-საწოლიდან წამოვდექი.
-რატომ?-უცებ წამოდგა და წინ დამიდგა.
-არ შემიძლია. უბრალოდ არ შემიძლია შენ გვერდით, ვერ ვიძინებ.-ჩავილაპარაკე და თვალი მოვარიდე.
-ნინა.-ხელით ნიკაპი ამაწევინა.-მიყვარხარ. ხელს რა გვიშლის, არ ვართ პატარა ბავშვები, ერთმანეთის სურვილი გვკლავს, შენ კი უბრალოდ გამირბიხარ.
-მე არ მკლავს სურვილი. სურვილი არ მჭირდება. მე სიყვარული მჭირდება კოტე და სანამ სიყვარულს არ დავინახავ შენს თვალებში მანამ ჩემთან სექსზე არც იოცნებო.-ვუთხარი, ჩემი ტანსაცმელი წამოვკრიფე, ხელ ჩანთას ხელი მოვკიდე და მისი სახლიდან სულ სირბილით წამოვედი. გზაზე გამოვედი და ტაქსი გავაჩერე. თითქოს დაგროვილმა ემოციებმა ერთიანად იფეთქა ჩემში, კადრები ერთმანეთს მისდევდა, ის ღამე კიდევ ერთხელ დამიდგა თვალწინ.
-ქალბატონო კარგად ხართ?-ტაქსის მძღოლმა გამომხედა.-მოვედით.
-კარგად ვარ, მადლობა.-ფული მივაწოდე და მანქანიდან გადავედი. კიბეები სულ სირბილით ავირბინე. ცოტა ხანში კი კარზე კაკუნი გაისმა.
-კოტე წადი.-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-ნინა რა გჭირს? მართლა არ ვიცი. დავიბენი, ძალიან დავიბენი. ვცდილობ მოგიახლოვდე, შენ კი. როცა მგონია, რომ ჩემი გახდი ისევ გარბიხარ და მშორდები.
-არაფერი კოტე. არაფერი არ მჭირს. წადი და ნუღარ მირევ თავგზას, დავიღალე.
-მეც დავიღალე ნინა. გამუდმებით ვცდილობ შენი გული მოვიგო. შენ კი ვერ გაიზარდე, ისეთივე ბავშვად დარჩი, როგორიც რვა წლის წინ იყავი.-ხმას აუწია კოტემ.
-არა კოტე. ის ბავშვი რვა წლის წინ მოკალი და ახლა უბრალოდ გულმოკლული ქალი დგას შენს წინ, რომელმაც რწმენა დაკარგა დიდ სიყვარულზე. წადი, საერთოდ წადი ჩემი ცხოვრებიდან. რატომ გამოჩნდი მაინც და მაინც მაშინ, როცა მეგონა, რომ დაგივიწყე.-ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.
-იქნებ იმიტომ, რომ მე ვერ დავივიწყე ის პატარა გოგო.
-არა კოტე, შენ ის გოგოც დაივიწყე და კიდევ..-გავჩუმდი.
-არა ნინა. მე ის გოგო არ დამვიწყებია. გამუდმებით ვათვალიერებდი შენს ფოტოებს, შენი ნახვის სურვილი მკლავდა. მაგრამ არ ვიცოდი როგორ დავბრუნებულიყავი. არ ვიცოდი როგორ მეთხოვა პატიება. შემთხვევით, რომ არ შეგხვედროდი ვერც ვერასდროს გავბედავდი მოსვლას. ბევრჯერ ვიყავი საქართველოში. რუსკას სიკვდილი, რომ გავიგე მაშინაც ჩამოვედი. უბრალოდ მანქანაში ვიჯექი და შორიდან გიყურებდი. არ მეყო გამბედაობა, მოვსულიყავი და მოგხვეოდი. მშიშარა და მოღალატე ვარ. ვიცი, შენ არასდროს მეუბნები, მაგრამ მე ვიცი, რომ ნამდვილი ღორი ვარ. ლევანის მდგომარეობა თითქოს გამიხარდა, რომ შენთან დაახლოვების შანსი მომეცა. ახლა უბრალოდ არ ვიცი რა ვქნა?
-გერმანიაში დაბრუნდი.-ხელით კარისკენ ვანიშნე. ისიც წავიდა და მე კარი მივხურე. ახლა უკვე მე გავუშვი, თავად გავაგდე ჩემი ცხოვრებიდან.
მეორე დღეს სამსახურში მისულს იქ არ დამხვდა კოტე. ნათიამ, ოფის მენეჯერმა მითხრა, რომ გერმანიაში გაემგზავრა და მოვალეობა მე უნდა შემესრულებინა. არ დამირეკა, არაფერი არ დამიბარა. უბრალოდ ადგა და წავიდა. ირაკლის დავურეკე.
-უნამუსო, მოღალატე.-ჩავძახე ტელეფონში.
-კარგი რა ნინა, ისე უცებ გადავწყვიტეთ.-თავს იმართლებდა.
-მეც უცებ გადავწყვეტ და არაფერს გეტყვი.-ვუთხარი გაბრაზებულმა.-რძალი დამალაპარაკე.
-გისმენ ნინა.-ვიკას ხმა გაისმა.
-გილოცავთ. მე ჩემს ძმას, ჩემს სულს და გულს გაბარებ და იცოდე გაუფრთხილდი. მიყვარხართ და მინდა ბედნიერები იყოთ. მაგ გაბუტულს კიდევ ჩემს მაგივრად მაგრად აკოცე.-ვიკას გაეცინა და კოცნის ხმა გავიგე.
-ეს ნინასგან.-იცინოდა ვიკა.
-ნინა შემირიგდი?-იკას ხმა გაისმა.
-შეგირიგდი? შენ რაც არ უნდა გააფუჭო ვერ გებუტები ხომ იცი. მაგ გოგოს გაუფრთხილდი. იცოდე თუ ატირე ვერ გადამირჩები.
-არის უფროსო.
-ბავშვი აღარ ვარ?-გამეცინა.
-დიდი ხანია ბავშვი აღარ ხარ, უბრალოდ თავს ვერ ვუტყდები. მიყვარხარ.
-მეც. გკოცნით.-ტელეფონი გავთიშე.
დღე დღეს მისდევდა. იკას და ვიკას თაფლობისთვე გაუგრძელდათ. კოტე საერთოდ არ რეკავდა. რამდენი ხნით იყო წასული ისიც არ ვიცოდი. 10 დღის მერე, საღამოს სამსახურიდან გამოვდიოდი, რომ დათო დამხვდა ოფისის წინ მანქანით.
-როგორ ხარ ნინა?-ლოყაზე მაკოცა.
-შენ როგორ ხარ?-გავუღიმე.-აქ რა გინდა?
-კომპანიონი მჭირდება. წამოდი სადმე დავსხდეთ და დავილაპარაკოთ.
-რაზე უნდა ვილაპარაკოთ?-წარბაწეულმა შევხედე.
-წამო რა. ნუ ინაზები, კაცურად უნდა დაგელაპარაკო.
-მე? კაცურად დამელაპარაკო?-გამეცინა.
-წამოდი. -ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამსვა.-ერთადერთი ქალი ხარ ვისთანაც ვსაუბრობ. რჩევა მჭირდება და უნდა დაგელაპარაკო.
-დანარჩენებთან არ საუბრობ?-გამეცინა.
-დანარჩენებს ვჟ*მავ.-გაეცინა.
-უზრდელო.-მეც გამეცინა.
-შენსკენ რა ხდება? მიხვდა შენი ტურფა, რომ მაგრად გაება, თუ ჯერ ვერა.-მიღიმოდა დათო.
-ვერა და ვერც ვერასდროს გაერკვევა. გერმანიაში წავიდა და როდის ჩამოვა არ ვიცი. გზა ხსნილი იყო და მოქანდი უცებ ხომ?-შევხედე ინტერესით.
-აბა ამ შანსს გავუშვებდი ხელიდან. ჩამოვა, მალე ჩამოვა.-მითხრა დათომ.-შენ რა გჭირს? ასე დარდობ?
-როგორ გეტყობა, რომ არასდროს არ გყვარებია.-შევხედე გაბრაზებულმა.
-საყვარელო კაცებს და ქალებს სიყვარულზე სხვა და სხვა წარმოდგენა გვაქვს. ქალი თუ საწოლში მაგარია, გვიყვარს, თუ არა და არა.
-გამოუსწორებელი მექალთანე ხარ.
-ვაღიარებ ვარ.-იცინოდა.
-ღირსი ხარ იმ ყველაფრის რასაც შენი ცოლი და სიდედრი გიპირებდნენ.
-მათ ხელში კიდევ კარგად ვარ. შეუძლებელია ადამინობა შეგრჩეს. ქალი უკვე მომიგზავნეს, მალე ალბათ ქილერსაც მომიგზავნიან.
-არა მგონია ასე გარისკონ. არ გინდა ანანოსთან ურთიერთობა დაალაგო? დეას ხათრით მაინც.-შევხედე დათოს.
-უკანასკნელი მცდელობა მქონდა. შენ რომ მითხარი ელენემ მომაგზავნაო ხელი მოვკიდე ანანოს და დეას და ევროპაში წავედით. დეა ძალიან ბედნიერი იყო. ანანომ კი უბრალოდ ახლოს არ გამიკარა. ისეთი ზიზღით მიყურებდა თითქოს კეთროვანი ვიყავი. ბოლო და უკანასკნელი მცდელობა იყო. ორივემ დავწერეთ განქორწინებაზე განცხადება. ერთობლივად და კომპანიასაც გავყოფთ. შეიძლება გავკოტრდე და არაფერი არ დამრჩეს, მაგრამ დავიღალე. აღარ მინდა მაგ ორი ქალის დანახვა.
-ბოლოს და ბოლოს მიხვდი?-შევხედე და გამეცინა.
-შენზე მომიყევი, რაო იმ შტერმა?
-კოტე შტერი არ არის.-გავუბრაზდი.
-შენისთანა ქალს რომ გულს გაუტეხავს შტერია აბა რა არის.
-შენ ვისზე ლაპარაკობ? რამდენ ქალს გაუტეხე გული? რამდენი დატოვე გულ მოკლული?-შევხედე გაბრაზებულმა.
-ბევრი. მაგრამ შენნაირი არც ერთი.-თვალი ჩამიკრა.
-გეყოფა ფლირტი.-გავებუტე.
-კარგი. -ცხვირზე ხელი მომიჭირა.-ნუ ბრაზობ. თავს ვერ ვიკავებ. იცი რამხელა გადატრიალება მოახდინე შენ? არ იცი, მართლა არ ვსაუბრობდი ქალებთან. პირველად, რომ დაგინახე ისიც კი წარმოვიდგინე..
-გეყოფა!-შევხედე გაბრაზებულმა.
-ნინა ნურც შენ ელოდები, რომ კოტე ბუშტებით და ყვავილებით ეცდება შენს მოხიბვლას. -მოვედით, წამოდი.-ქალაქგარეთ, მყუდრო კაფეში ვიყავით.
-ძალიან ლამაზი ადგილია.-ლამაზი ბაღის ბოლოს იყო მყუდრო კაფე.
-შენ გამახსენდი აქ რომ პირველად მოვედი.
-რატომ?
-შეგეფერება. ველური ყვავილებისგან შექმნილი ბაღი. უცხო და ლამაზია, როგორც შენ.
-ჩემი დაგემოვნების სურვილი გკლავს ხომ?-გამეცინა.
-სულ რომ მოვკვდე არ შეგეხები. იმიტომ კი არა, რომ არ მინდა, უბრალოდ ძალიან დავიგვიანე. ალბათ ეს არის სიყვარული, არ ვიცი. არ მემეტები იმისთვის, რომ ჩემს გვერდით იყო და დაიტანჯო. -სალათი და ხაჭაპური შეუკვეთა. წითელ ღვინოს ვწრუპავდით და მშვიდად ვვახშმობდით.
-აბა ახლა მომიყევი როგორ გავაგიჟო კოტე. ისე, რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდეს, რომ ქალი ვარ და არა ის 16 წლის გოგო რომელმაც სიყვარული აუხსნა და ბავშვი ხარო თავიდან მომიცილა.-კითხვა დავუსვი დათოს.
-დავიწყოთ იქიდან, რომ ქალი არ ხარ.-ჩაეცინა.
-ქალი ვარ. თუმცა სექსზე არც თუ ისე კარგი წარმოდგენა მაქვს.-სევდამ გადამიარა სახეზე.
-რაა?-გაკვირვებულმა შემომხედა.-კოტე იყო?
-კი და არაფერი ახსოვს.
-ღადაობ? არ არსებობს, ახსოვს, თავს იკატუნებს.-ბრაზისგან თვალები აენთო.
-არ ახსოვს. მთვრალი იყო, მე კი გამოვიპარე.
-ახსოვს ნინა. არ დაგაჯეროს, რომ ეგ დაავიწყდა. როგორი მთვრალიც არ უნდა იყო, როცა ამას აკეთებ გახსოვს.
-ახსოვს, თუმცა ნაწილობრივ.
-ეგ როგორ?
-ქალის პარიკი ვიპოვე იმ ღამით, სახლში მთვრალი მივიყვანე. ცუდად იყო და ვერ დავტოვე. მერე კოცნა დამიწყო, ვერ მოვიცილე. ნამდვილი საშინელება იყო. სექსის მერე უბრალოდ დაიძინა. ერთი თბილი სიტყვაც არ უთქვამს. ვიცოდი სიბრალულის ან რამე მსგავსი რამის გამო დარჩებოდა ჩემთან, ამიტომ გადავწყვიტე წამოვსულიყავი. მეორე დღეს კი ისე ვიქცეოდი, ვითომც არაფერი მომხდარა. გიორგის ელაპარაკებოდა, მგონი ნინასთან ვიყავიო. პარიკი იპოვა მანქანაში და დაიბნა. ფიქრობდა, რომ სხვასთან იყო. ჩემმა ურეაქციობამაც დააბნია.-დათოს თვალები სიბრაზისგან ელავდნენ.
-ნინა ყველაზე მაგარი ქალი ხარ ვისაც კი ვიცნობ. როგორ შეძელი ასეთი რამის დამალვა?-ხელი ხელზე მომკიდა და თითებზე მაკოცა.
-პირველი ადამიანი ხარ ვისაც ამას ვუყვები. არავისთვის არ მომიყოლია. ირაკლი გრძნობდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო, მაგრამ კითხვასაც ვერ მიბედავდა.-ობოლი ცრემლი მოსწყდა ჩემს წამწამებს.
-გთხოვ არ იტირო.-ცრემლი მომწმინდა.-მან რა ქნა?
-მეორე დღესვე გერმანიაში გაფრინდა და რვა წელი არ გამოჩენილა. ახლა მეუბნება, რომ ვუყვარვარ, თურმე ჩამოდიოდა და შორიდან მითვლთვალებდა.
-ნაბიჭ*რი.-სავარძელში გადაწვა დათო.-არა მასეთი ტიპები რატომ მოგწონთ ქალებს?
-შენ არასტაბილური პიროვნება ხარ. ის კი კარგი მამა და ქმარი იქნება.
-ცოლის ჩრდილს ამოფარებული.-ჩაილაპარაკა დათომ.
-ახლა დამარიგე, მეგობრულად მირჩიე როგორ მივახვედრო რომ ბავშვი დიდი ხანია აღარ ვარ?-თვალებში ვუყურებდი დათოს.
-მაგას არ ვიზავ. ჯერ იმიტომ რომ არ შემიძლია სხვისკენ გაგიხსნა გზა, მეორეც იმიტომ, რომ ეგ ნაბიჭ*არი არ გიმსახურებს.
-გთხოვ.-შევხედე და გავუღიმე.
-არ მემეტები მისთვის.-ხელი ხელზე მომიჭირა.
-არც შენი არ ვიქნები, ეს ხომ იცი.
-ვიცი.-ამოიოხრა.-გამორიცხული არ არის კიდევ გატკინოს გული. იქნებ ჯობია დაივიწყო?
-არ ვიცი, თავში ყველაფერი ამერია. რატომ მოხვედი? -გაბრაზებულმა შევხედე.
-იქნებ იმიტომ, რომ სწორი გზა დაგანახო, იქნებ იმიტომ, რომ არ მინდა ჩემი შეცდომები გაიმეორო. წავიდეთ?-ხელი მომკიდა და ყვავილების ბაღს გავუყევით.-რომ მოგიტაცო რას იზავ?
-დათო!-შევხედე გაბრაზებულმა.
-მართლა არ მემეტები მისთვის. -ხელის გულზე მაკოცა.
-რომ არ გამოჩენილიყო შენს მკლავებში აღმოვჩნდებოდი. ის ღმერთმა გამომიგზავნა, რომ სწორი გზით ვიარო. შენთან ყველაფერი რთულად იყო.
-მასთან ხომ გაქვს აწყობილი ცხოვრება.-შემომხედა გაბრაზებულმა.
-ავაწყობ, დავალაგებ ყველაფერს, მადლობა.-ლოყაზე ვაკოცე.
-რისთვის?-შემომხედა და გამიღიმა.
-რომ მომისმინე. თითქოს დიდი ტვირთი მოვიხსენი.
-მოდი.-ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა.-ნინა არ ღირს ის შენს არც ერთ ცრემლად. თუ დატოვებ წარსულში და თავიდან დაიწყებ ცხოვრებას მე მზად ვიქნები შენს გვერდით ვიყო. არ ახსოვს და მისთვის უარესი, ნურც გაახსენებ.
-დათო.-ხელებით უკან დავწიე.-წავიდეთ.-მანქანაში ჩავჯექი, არც ერთი ხმას არ ვიღებდით. -აქ სად მივდივართ?-შევხედე გაკვირვებულმა.
-გიტაცებ. მხოლოდ ორი დღით. ისევ დაგაბრუნებ უკან.
-დათო!-საყვედური გავურიე ხმაში.
-ეს ორივეს გვჭირდება ნინა. უნდა გავერკვეთ ორივე რა ხდება ჩვენს თავს. არ მოგეკარები, უბრალოდ ორი დღე ერთად ვიცხოვრებთ და მხოლოდ საუბრით შემოვიფარგლებით. კითხვები, რომ აღარ არსებობდეს.-გზას შეხედა.
-სად მივდივართ?
-დედაჩემის სახლში.
-დათო! რას თამაშობ?
-არ ვთამაშობ, პირველად მივყვები გულის ძახილს.-გაღიმებულმა შემომხედა.
-შორს არის?
-არა თითქმის მოვედით.-მცხეთასთან ახლოს ერთ ერთი სოფელისკენ გადაუხვია.
-ვინმე ცხოვრობს იქ?-ავნერვიულდი.
-არა, დაკეტილია სახლი.
-ჩვენ ორი, ერთ სახლში. სახიფათო თამაში წამოიწყე.-შევხედე საყვედურით.-გთხოვ დამაბრუნე სახლში.
-მინდა გაერკვე. ჩემგან თუ წახვალ არ მინდა კოტე იყოს შენს გვერდით.
-ექსპერიმენტს ვატარებთ? გრძნობების გამოცდაა?-შევხედე.
-ეს მეც მჭირდება, შენთან საუბარი მჭირდება.-მითხრა და გზას გახედა. მერე მანქანა ერთ პატარა სახლთან გააჩერა. მეზობელ სახლში შევიდა და ცოტა ხანში გასაღებით დაბრუნდა.-წამოდი.-ხელი ჩამკიდა და სახლში შემიყვანა. პატარა მყუდრო სახლი იყო.-აქ ბედნიერი ვიყავი, ძალიან ბედნიერი. მერე კი.-ისე ამოისუნთქა, გული თითქოს ამოვარდა.
-ჩემი სოფლის სახლშიც ასეთი სუნია. ბავშვობის, ბედნიერების სუნი. ჩემი ნება რომ ყოფილიყო სულ ბავშვი ვიქნებოდი და არასდროს გავიზრდებოდი.-დათომ ძველი ნივთების ყუთი გამოიტანა. მისი სათამაშოებით იყო სავსე. მტვერი გადაწმინდა და სათითაოდ მიყვებოდა რომელი სათამაშო ვინ უყიდა. ჩემს წინ ის პატარა ბავშვი იდგა იმ წუთას, რომელსაც ეს სათამაშოები აჩუქეს. ის ბედნიერი სხივი ისევ იყო მის თვალებში. მერე სევდამ მოიცვა მისი თვალები და ისევ ზრდასრული მამაკაცი იდგა ჩემს წინ.
-ნინა არჩევანის გაკეთებისას როგორ უნდა გაიგო რა არის სწორი და რა შეცდომა. ან ვინ დაადგინა, რომ როცა არჩევანს აკეთებ და ყველა შეცდომად თვლის შენთვის რა არის უკეთესი?-შემომხედა თავის სევდიანი თვალებით.
-არ ვიცი? სირთულეების გვეშინია და მშვიდი ცხოვრებისთვის ვთვლით, რომ სწორ გზას მივყვებით. -მხრები ავიჩეჩე.-ერთ მამაოს ვესაუბრე. მან გული გადამიშალა, ჩემი ძველი მეგობარი იყო. ქალი რომელიც უგუნოდ უყვარდა დათმო მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკომანი იყო და ამ ქალის გაუბედურება არ უნდოდა. მერე სხვა შეირთო, იმიტომ, რომ ეს ქალი არ დაეტანჯა. უნდოდა, რომ მის დიდ სიყვარულს სხვასთან ეპოვა ბედნიერება. ოჯახი დაენგრა, რადგან მყარი საძირკველი არ ჰქონდა, რადგან იქ სიყვარული არ იყო. მანქანით ხევში გადავარდა და ყველას გარდაცვლილი ეგონა. ერთმა კაცმა გადაარჩინა და შვილივით უპატრონა. მერე კი მონასტერში მიიყვანა. ახლა შავი ბერია. იმ გოგომ წლების მერე იპოვა ბედნიერება, მაგრამ ის პირველი დარწმუნებული ვარ მაინც უყვარს. რომ მიეცა ნება, რომ ებრძოლათ ორივეს ვიცი გაიმარჯვებდნენ. მაგრამ ორივემ მარტივი გზა აირჩია და ერთი ლამაზი სიყვარულის ისტორია განშორებით დამთავრდა. ადამიანები მარტივ გზას ვირჩვთ ყოველთვის. პრობლემებს ყველა გაურბის.
-მართალი ხარ. მეშინია, რომ იმ ფუფუნებას დავკარგავ რაც მაქვს და გავურბივარ ანანოსთან განქორწინებას. დიდი ხნის დანგრეულ ურთიერთობას ვაკოწიწებ. მეშინია დეას რეაქციისაც. აქამდე ამაზე არასდროს არ ვფიქრობდი, რადგან არ არსებობდა ადამიანი ვისთან ერთად ცხოვრებაც მომინდებოდა. ახალა გამუდმებით ვფიქრობ, რომ უნდა დავასრულო.-ჩემი ხელი ხელში ეჭირა და თითებით ეფერებოდა.
-შენთან ყველაფერი რთულად არის. შენს საცდუნებლად მოვედი შენთან. ეშმაკს შვეკარი, მერე კოტე გამოჩნდა, ყველა მეუბნება, რომ სწორი არჩევანია კოტე. მან დახმარების ხელი გამომიწოდა, ამ ჭაობიდან ამომიყვანა. მაგრამ არ ვიცი დათო რა არის სწორი და რა შედომა. კოტეს, რომ დავთანხმდე და მისი ცოლი გავხდე ბედნიერი ოჯახი მექნება. მეყოლება ქმარი, რომელსაც ვუყვარვარ, მეყოლება შვილები და ვიცხოვრებთ ბედნიერად. მაგრამ ეს ასე იქნება? წარსულის ტკივილს დავივიწყებ? არ ვიცი. შენთვის ბრძოლას ვერ ვბედავ, არ შემიძლია. რაც არ უნდა იყოს შენ სხისი ქმარი ხარ, შენ მამა ხარ. მამა აკაკიმ მითხრა, რომ თუ შენ აგირჩევ დიდ შეცდომას დავუშვებ და ღმერთს განვარისხებ. მამა ცოტნემ კი მითხრა, რომ გულს მოვუსმინო და რა რთული ბრძოლაც არ უნდა იყოს ვიბრძოლო და წინ ვიარო. ორი მამაო სხვა და სხვა რამეს მეუბნება და რა არის სწორი ვინ მეტყვის?
-იქნებ ჩვენი გულები?
-და გული რას გეუბნება?
-მიყვარხარ. თუ ბედნიერი იქნები ჩემს გარეშე მზად ვარ განზე გავდგე. ვიცი გაგირთულებ ცხოვრებას. თუმცა მაინც არ შემიძლია შენს გარეშე. -მერე ჯიბიდან რაღაც ამოიღო.-ეს შენ გიყიდე.-ლამაზი ყელსაბამი გამიკეთა.-დაბადების დღეს გილოცავ.-ყურთან მაკოცა.
-საიდან იცოდი?-შევხედე გაკვირვებულმა.
-შენი რეზიუმე ჩემს უჯრაში დევს ისევ.-გამიღიმა.
-წინა წელს ის საცვლები...-შევხედე გაკვირვებულმა.
-მე გამოგიგზავნე.-იცინოდა.-ვერ მიხვდი რომ მე ვიყავი?
-ვერ მივხვდი. მასეთ საცვლებს არ ვიცმევ.-შევხედე გაბრაზებულმა.
-მოვა დრო და ჩაიცმევ.
-გაერთე ხომ?-წარბაწეულმა შევხედე.
-ცოტა. მართლა არ ჩაიცვი? ინტერესის გამო მაინც. მე კი წარმოგიდგინე კიდეც.-იცინოდა.
-ჩავიცვი, სარკეში ჩავიხედე, სარკეს ვეკეკლუცე და შევინახე.-გავწითლდი.
-მე როდის უნდა მეკეკლუცო?-ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.-სარკედ ყოფნასაც, რომ ინატრებს კაცი.
-აღარასდროს.-გაბუსხულმა შევხედე.
-მოდი ჩემთან.-ხელი მომკიდა და კალთაში ბავშვივით ჩამისვა.
-ასე ნუ იქცევი.-ვჩურჩულებდი მის ყურთან.
-არაფერს გიშავებ.-ჩაილაპარაკა მანაც ჩუმად.
-გულს მიჩქარებ.-ისევ დავიჩურჩულე.
-ესაა სიყვარული, ჩამეხუტე.-გულზე მიმიკრა. დიდხანს ვიყავით ასე, მერე დამეძინა. დილით რაღაც სასიამოვნო სუნმა გამაღვიძა. საწოლში ვიწექი, ტანსაცმელი მეცვა. ფრთხილად წამოვდექი და გამოვედი ოთახიდან. დათოს ხმა იყო, ტელეფონზე ლაპარაკობდა.
-დედაა..-გაბრაზებული ხმა ჰქონდა.-მეგობარია მხოლოდ. 35 წლის კაცი ვარ და ნუღარ მიკონტროლებ ცხოვრებას, შემეშვით ყველა.-უთხრა და გაუთიშა.
-რა მოხდა?
-მეზობლებმა იჭორავეს.
-ჩვენზე?-შევხედე დათოს.
-მკი*დია. წამოდი ვისაუზმოთ.-ხელი მომკიდა და სამზარეულოში შემიყვანა.-სანამ გეძინა კარტოფილი შევწვი.
-გემრიელად გამოიყურება.-გავუღიმე.-შენ სად გეძინა?-შევხედე დათოს.
-შენს გვერდით. თუმცა არ მეძინა, შენს ძილს ვყარაულობდი.-გამიღიმა.
-არასწორად ვიქცევით, ხალხიც ჭორაობს.
-ნინა რაში განაღვლებს ხალხის აზრი. შენ რა გინდა, ან მე რა მინდა ამაზე ვიფიქროთ. ცოლად გამომყევი.
-არ შემიძლია. დედაშენმა რა გითხრა?-ინტერესიანი თვალები შევანათე.
-როგორ გაბედე და ჩემს სახლში ქლი როგორ მიიყვანეო.
-შენ რა უთხარი?
-ვუთხარი, რომ ქალები სასტუმროში დამყავს. შენ კი ჩემი მეგობარი ხარ, ჩემთვის ძვირფასი და ამიტომაც მოგიყვანე ჩემი ბავშვობის სახლში.-გამიღიმა.
-დათო ცოლად, რომ გამოგყვე არ მიღალატებ?-შევხედე.
-ვხუმრობდი, როცა გითხარი თავისუფლების დაკარგვა არ მინდა მეთქი. სინამდვილეში ასეთმა ცხოვრებამ დამღალა. გული მერევა საკუთარ ცხოვრებაზე, იმ ყველაფერზე რაც ჩემს გარშემო ხდება. მინდა სახში დაბრუნებულს ღიმილით მომეგებოს ცოლი და შვილი. მინდა სახლში სადაც არ უნდა იყოს ეს სახლი, მისვლა უბრალოდ მიხაროდეს. შეუძლებელს ვითხოვ? დავიღალე, სიმშვიდე მინდა. გამუდმებული სკანდალებით დავიღალე. არასდროს ვსაუბრობდით, რა თემაზეც არ უნდა დაგვეწყო ლაპარაკი ყოველ ჯერზე ჩხუბით მთავრდებოდა. ხომ შეიძლება ოდესმე რამით კმაყოფილი ყოფილიყო. არასდროს არ იყო არაფრით კმაყოფილი. ყოველთვის ეძებდა მიზეზს, რომ გვეჩხუბა. სამი წლის მერე მასში ქალს ვეღარ ვხედავდი. თავი შემაძულა. ყველა ვინც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის თითქოს დავკარგე. იმიტომ, რომ ანანოს არავინ არ მოსწონდა. მერე ყველაფერი დავიკ*დე. ყოველ დღე ვერთობოდი და სახლში საერთოდ არ მივდიოდი. სამსახურიდან პირდაპირ ბარში გავრბოდი მეგობრებთან ერთად. ვსვავდი და ხან ვისთან ვათენებდი ხან ვისთან.-სევდიანად ლაპარაკობდა თავის ცხოვრებაზე.-იდეალური არ ვარ ნინა, ერთი ჩვეულებრივი ნაძირალა კაცი ვარ. საკუთარი თავი მეზიზღება, მაგრამ გეფიცები იმდენჯერ ვეცადე და იმდენჯერ დავთმე ცხოვრებაში, რომ დავიღალე. ყოველთვის მე უნდა დამეთმო, მე უნდა გამეწია ყველასთვის ანგარიში. არასდროს არ დამხვედრია სახლში ცოლის მომწადებული ვახშამი, არასდროს არ გამომყოლია ჩემს მეგობრებთან რესტორანში. თავის სამეგობრო მე უნდა მიმეღო. მისი საუკეთესო დაქალიც კი ცდილობდა ჩემს შეცდენას. ამ გარემომ და გარემოცვამ მაქცია ასეთად.
-დათო სიყვარულზე რომ ამბობდი, კაცებმა სხვანაირი სიყვარული ვიცითო. თუ საწოლში მოგვწონს გვიყვარსო.-შევხედე დარცხვენილმა, თან გავწითლდი.
-არა ნინა, ასე არ არის. ოჯახისთვის და სიყვარულისთვის ბევრად მეტი რამ არის საჭირო. ერთმა მხარემ არ უნდა მოითმინოს სულ, მეორე მხარემაც უნდა დათმოს რამე. ერთმანეთს უნდა გაუგონ. არ ვიცი რა გამოვა, რომ გამომყვე ცოლად ვერ მოგცემ გარანტიას, რომ გამოგვივა. მაგრამ ის ვიცი, რომ შენს გამო ბევრჯერ დავთმობ და ბევრს, ალბათ ეს არის სიყვარული.-თვალებში მიყურებდა, გულწრფელი იყო.
-მე ლევანიც მყავს, დედამ კი მითხრა რომ იტალიაში დატოვებს, მაგრამ არ ვიცი რა იქნება.
-იცხოვროს ჩვენთან, მე არ ვარ ნინა წინააღმდეგი. შეიძლება დეამაც მოინდომოს ჩემთან ცხოვრება.
-არც მე ვარ წინააღმდეგი მაგრამ მეშინია. იმ სირთულეების მეშინია დათო რაც წინ იქნება. დეა, ლევანი, ანანო, ელენე, დედაშენი, ირაკლი. იმდენი ადამიანია კედლად ამ ურთიერთობაში, რომ მეშინია იმას დაანგრევენ რაც არის. მეშინია, რომ იმ ბევრს ვეღარ დათმობ ჩემს გამო, და მეშინია, რომ მეც ვერ დავთმობ. მეორე ცოლის სტატუსს ბევრი მინუსი აქვს.
-კარგი. დრო გაქვს, უბრალოდ იფიქრე და გადაწყიტე. მე აღარ შეგაწუხებ, თავს არ მოგაბეზრებ. დაგელოდები და რაც არ უნდა გადაწყვიტო გაგიგებ.-მაგიდიდან წამოდგა და ეზოში გავიდა. მე კი მაგიდის ალაგება დავიწყე. ნერვიულობაზე წყლის დოქი წამექცა და კაბა სულ დამისველდა. საძინებელში შევედი, ვერაფერი ვერ ვიპოვე რომ ჩამეცვა. კარადები სულ ცარიელი იყო. მერე ფანჯარას შევხედე, ჭრელი ფარდა ეკიდა, ჩამოვხსენი და ფარდა კაბასავით შემოვიხვიე ტანზე. თმის სამაგრით დავიმაგრე და საძინებლიდან გამოვედი.
-დათო!-დათოს გავძახე ეზოში.
-ნინა ეგ რა გაცვია?-გაეღიმა.
-ფარდა. კაბა დამისველდა, გთხოვ სახლში წამიყვანე.
-დღესაც დავრჩეთ გთხოვ.-შემომხედა მუდარით.
-უფრო გავართულებთ, უფრო გვეტკინება.-შევხედე მეც სევდიანი თვალებით.
-კაბაც გაშრება მანამდე, საღამოს წავიდეთ, გთხოვ.-ხელი მომკიდა და გულში ჩამიკრა.-ვიცი რომ სამუდამოდ წახვალ. ვიცი ნინა, რომ მარტივ გზას აირჩევ. ამ გულის გამო აქ რომ გამალებით გიცემს.-გულზე დამადო ხელი.-მხოლოდ ამის გამო გთხოვ დღევანდელი დღე მაჩუქე. მხოლოდ ეს დღე.
-კარგი, საღამოს წამიყვანე.-ხელები შემოვხვიე და ჩავეხუტე. მთელი დღე ერთად გავატარეთ, ვახშამიც ერთად მოვამზადეთ. ყავის მოდუღების დროსაც არ მცილდებოდა გვერდიდან. ისეთი ტკივილი ედგა თვალებში მკლავდა მისი მზერა. მისი მწვანე თვალები გულს მისერავდა. ნეტავ არ იყოს დაქორწინებული, ნეტავ არ იყოს ამდენი პრობლემა. საღამოს სახლში მიმიყვანა.
-კარგად.-მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი ხელი დამიჭირა.
-მეგობრულად მაინც მაკოცე.-თავისკენ მიმწია.
-კარგად.-გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე. მან კი მომქაჩა და მოწყურებულივით დამეწაფა ტუჩებზე. თმაში ხელი შევუცურე და მეც ავყევი კოცნაში, კარგა ხანს ვკოცნიდი და გონზე ვერ მოვდიოდი. მერე მოვცილდი და სწრაფად გადმოვედი მანქანიდან.
-ნინა, ნინა.-იცინოდა, მე კი სადარბაზოში შევედი და სახლში ავედი.
თავში ყველაფერი ამერია, არ ვიცოდი რა მჭირდა. მეგონა დათოსთან მხოლოდ ვნება და სურვილი იყო, მაგრამ არ ვიცოდი არაფერი. მაინც რა იყო სიყვარული? იქნებ ძლიერი სურვილია სიყვარული რასაც მე ვნებას ვეძახი.
რამდენიმე დღეში კოტე დაბრუნდა გერმანიიდან. ირაკლი და ვიკაც დაბრუნდნენ და გადავწყვიტეთ რესტორანში აგვეღნიშნა ირაკლის დაოჯახება. ირაკლიმ დედამისიც გამაცნო. თუმცა იქ ისეთი ხმაური იყო, ნორმალურად ვერც კი დავილაპარაკეთ. ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაღალ ფარდოვანი სადღეგძელოები ისმოდა. ბიჭები სიმღერით გვანებივრებდნენ. ბოლოს ფეიერვერკიც გაისროლეს და აივანზე გავედით ყველა. კოტემ, რომ დამიჩოქა და საქორწინო ბეჭედი გამომიწოდა ლამის პირი დავაღე. ყველა ტაშს უკრავდა. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ის მე ოფიციალურად ხელს მთხოვდა, თავში ყველაფერი ამერია, უბრალოდ თავი დავიქნიე. რამდენჯერ ვიოცნებე ამაზე, მაგრამ ახლა ფაქტის წინაშე, რომ დავდექი მივხვდი, რომ მისი ცოლობა არ მინდოდა. ყველა მეხუტებოდა, მეხვეოდა გახარებული. ირაკლიმაც გულში ჩამიკრა.
-ჩემი გოგო გაიზარდა, მას მართლა უყვარხარ.-დაიჩურჩულა ირაკლიმ ჩემს ყურთან და მეც თითქოს მივყევი დინებას.
-ქორწილი როდისთვის დავგეგმოთ.-კოტეს ნათქვამი ეს სიტყვები ისე ჩამესმა ყურში, როგორც წლების წინ ნათქვამი „მე არ მიყვარხარ“.
-ჯერ არა!-პასუხი ეს იყო და ისე დავტოვე რესტორანი არავის არ დავმშვიდობებივარ. მანქანა დავქოქე და უაზროდ მივდიოდი. გონს რომ მოვედი იმ კაფეში ვიყავი სადაც ყვავილების ლამაზი ბაღი იყო. კაფე დაკეტილი იყო. მტკვრის სანაპიროზე ჩამოვჯექი და ავტირდი. ტელეფონი გაბმულად რეკავდა. უამრავი ზარი იყო კოტე, თეო, ვიკა და ირაკლი მორიგეობით მირეკავდნენ. ტელეფონი საერთოდ გავთიშე. რამდენი ხანი ვიჯექი სანაპიროზე არ ვიცი. მერე კი წამოვედი იქიდან და პირდაპირ სოფელში წავედი. მიტოვებულ სახლში ისევ იდგა მშობლიური ბავშვობის სურნელი.
ირაკლის მივწერე, რომ სოფელში ვიყავი და მარტო ყოფნა მინდოდა. რამდენიმე დღე სოფელში ვიყავი, მერე კი იტალიის ბილეთი ვიყიდე და იტალიაში წავედი.
-ლევანიკო.-ჩემს ანგელოზთან ჩახუტება პიკი იყო. დაგროვილმა ემოციამ ერთიანად იფეთქა ჩემში და ტირილი დავიწყე.
-ნინა შვილო.-ამდენი წლის მერე დედას ჩავეხუტე და გულამომჯდარი ავტირდი.-მომიყევი რა გჭირს.-თმაზე მეფერებოდა დედა.
-არ ვიცი დედა. მეგონა მიყვარდა, 5 წელი მის გამო ვტიროდი. ახლა ხელი მთხოვა.-ბეჭედი დავანახვე.-არ ვიცი. გული სხვას მეუბნება, გონება სხვას.
-რას გეუბნება გული?
-აღარ მიყვარს, მაგრამ ის კარგი მამა იქნება ლევანისთვის. იცი როგორ ვარ? რაღაც მიუწვდომელს რომ მისწვდები და გაუფასურდება, სწორედ ისე ვარ ახლა.
-სხვა გიყვარს?-შემომხედა დედამ.
-შეუძლებელია. მასთან შეუძლებელია რამე დალაგდეს. ის ცოლიანია.
-მაგრამ გიყვარს.
-მიყვარს დედა, ისე მიყვარს გული მეგლიჯება, ძვლები მტკივა..-ტირილით დავუქნიე თავი დედაჩემს.
-დარჩი აქ, ყველაფერი გადახარშე და მერე დაბრუნდი საქართველოში. თუ არ გიყვარს დაიტანჯები დედი.-თმაზე მეფერებოდა დედა.
-მამა არ გიყვარდა. ვერც შეიყვარე ხომ?-ცრემლიანი თვალებით შევხედე.
-ჩემზე 10 წლით იყო დიდი. მაშინ ბავშვი ვიყავი, მან კი ბავშვობა მომპარა. ყველაფერს აკეთებდა, იდეალური ქმარი და მამა იყო, თუმცა მე ვერ შევიყვარე. მისი შეხება უბრალოდ არ მსიამოვნებდა. მარკოსთან სხვანაირად ვარ. ის მართლა მიყვარს. მამაშენიც მიყვარდა, პატივს ვცემდი, შევეჩვიე. რომ აგვიანებდა სახლში მოსვლას ველოდებოდი, ვნერვიულობდი. მისი მოსვლა მიხაროდა, მაგრამ ..-დედა გაჩუმდა.
-როგორც მამაკაცი არ გიზიდავდა.-მისი სათქმელი დავასრულე.
-ასეა.-თავი დამიქნია.
-არ მინდა მეც ასე დამემართოს.-ჩავილაპარაკე.
-შენ ბედს თავად წყვეტ. პატარა არ ხარ, ასე, რომ ისე მოიქეცი როგორც გინდა და არა ისე, როგორც სწორად გგონია.-მითხრა დედამ და ცრემლიანი თვალები მომწმინდა.
-120 000 უნდა გადავუხადო, უნდა დავუბრუნო რაც ლევანის მკურნალობისთვის მომცა ფული.-ჩავილაპარაკე.
-დანაზოგი მაქვს, მაგრამ მაგდენი არ მაქვს. მოგცემ და დანარჩენი მერე გადავუხადოთ.
-ბინას გავყიდი და გავისტუმრებ. მაგ ფასში გაიყიდება.
-კარგი, ამ ფულს მოგცემ და პატარა ბინა იყიდე შენთვის.-მითხრა დედამ.
-მადლობა.
-შენი პატიება ჩემთვის შეუფასებელია.-სავდიანად გამიღიმა.
-ყველაფერს დავალაგებ. იმ სახლში ბევრი ტკივილია, აღარ მინდა იქ ცხოვრება.
-მართალი ხარ. წარსული დატოვე უკან და ახალი ფურცელი გადაშალე შენს ცხოვრებაში.-მიღიმოდა დედა.
-დედა იცოდი, რომ მამას შვილი ჰყავდა.-შევხედე დედას.
-არა. მამაშენის სიკვდილის მერე რუსკამ მომიყვა მასზე, კარგი ბიჭიაო.
-საუკეთესო მთელს მსოფლიოში.-ირაკლის გახსენებაზე ჩამეღიმა.-იცი მაშინ, ყველა, რომ მაკლდა გვერდით და არავინ მყავდა ის უბრალოდ ყველაფერი გახდა ჩემთვის. ირაკლი დედაც იყო, მამაც, დაც, მეგობარიც და ძმაც. როგორც მამას ვუყვებოდი ყველაფერს, ისე ვუყვებოდი ირაკლის. მამას სიკვდილის მერე მან თითქოს მამა ჩაანაცვლა. ზუსტად ისეთია, როგორიც მამა, ისეთივე მზრუნველი.
-მიხარია. საქართველოში, რომ ჩამოვალ გამაცანი.
-იცი მისი დედა გავიცანი, რესტორანში გავიცანი და არ გვისაუბრია. სულ მეპატიჟება.
-გაიცანი მერე ნინა კარგად. რომ მეცოდინება, რომ ვინმე არსებობს, ვინც შენი ახლობელი იქნება მშვიდად ვიქნები. რუსკას გასვენებაში ვნახე ირაკლი, ისე გპატრონობდა, ისე გიხუტებდა გულში, რომ თავი ზედმეტად ვიგრძენი.
-მამას სუნი აქვს.-გამეღიმა.
-ფიზიკურადაც გავს.-ჩაეღიმა დედას.
-დედა მამა როგორც მეგობარი გიყვარდა?
-როგორც მეგობარი მიყვარდა. მისი სიკვდილის მერე ისე ვიყავი, როგორც ობლად დარჩენილი ბარტყი. ისიც კი არ ვიცოდი პური როგორ უნდა მეყიდა მაღაზიაში. ის ყველაზე და ყველაფერზე ზრუნავდა. მაგრამ როგორიცაა სიყვარული მამაკაცის მიმართ, სურვილი საყვარელი კაცის, მის მიმართ არ მქონია.
იტალიაში ერთი კვირა დავრჩი. დედამ დამარწმუნა ლევანი იქ დამეტოვებინა და ჩემი ცხოვრებისთვის მიმეხედა. ერთი კვირის მერე დავბრუნდი საქართველოში. აეროპორტში ირაკლი და ვიკა დამხვდნენ.
-ნინა.-ირაკლიმ გულში ჩამიკრა.
-მომენატრე.-ყურში ჩავჩურჩულე.
-მეც.-ლოყაზე მაკოცა.-შენ და მე უნდა ვილაპრაკოთ.-ბოლოს უფროსი ძმის იერი მოირგო და ისე ჩაილაპარაკა.
-როგორ ხარ რძალო.-ვიკას ჩავეხუტე.
-მე კარგად მულო. შენი ძმაა, რომ კვდება შენზე ნერვიულობით.-გამიცინა ვიკამ.
-რა ანერვიულებს?-შევხედე ირაკლის.
-ნინა სულ ნუ გამაგიჟე. არაფერს მიყვები და ვხვდები, რომ რაღაც გაწუხებს.-ჩემი ბარგი მოჰქონდა და გაბრაზებული მიყურებდა.
-ვიცი მაინც გიყვარვარ და ეს გაბრაზებული სახე არ გიხდება.-თალი ჩავუკარი.-ირაკლი ამის მერე მომავალ შვილებზე ინერვიულე. მე უკვე გავიზარდე.
-გაიზარდე, ხო როგორ არა. ზრდასრული ადამიანები ასე არ იქცევიან.-ისევ ბუზღუნებდა.
-შენ რა გიჭირს ახლა უსმენ ამის ბუზღუნს. რაც წახვედი ამ დღეშია. „რა დაემართა? არა არ მენდობა. აღარფერს მიყვება. და დავკარგე. ჩემი გოგო მომენატრა.“ -ირაკლის ხმით აჯავრებდა ვიკა.
-მიგიყვან შენ სახლში.-ბარგი მანქანაში ჩადო და თითი დაუქნია ვიკას.
-შემაშინე.-ენა გამოუყო ვიკამ.
-დაისჯები.-ტუჩის კუთხე ჩატეხა იკამ და საჭესთან დაიკავა ადგილი.-ჩემთან მივდივართ, დედაჩემი გელოდება. ბოლოს და ბოლოს ნორმალურად გამაცანი ის გოგოო.
-მაშინ რესტორანში გამარჯობა გაგიმარჯოთი შემოვიფარგლეთ.
-ისიც მაგას ამბობს.-გამიღიმა ირაკლიმ.
მალე ირაკლისთან მივედით სახლში, ირაკლის დედა ქალბატონი ნინო თავს დამტრიალებდა. ისეთი გახარებული იყო, მგონი ვიკა რომ მიიყვანა სახლში ირაკლიმ მაშინ არ უნერვიულია ასე.
-ქალბატონო ნინო დაჯექით გთხოვთ. -ხელით ვანიშნე დივანზე, რომ დამჯდარიყო.
-ისე ვღელავ.-ჩაილაპარაკა და ზურგზე ხელის გული დამისვა.-ნინო დამიძახე რა გთხოვ.
-კარგი ნინო.-ხელზე ხელი მოვკიდე.
-იცი მამაშენმა მითხრა, რომ ნინო ჩემს საპატივსაცემოდ დაგარქვა. მითხრა, რომ მნიშვნელოვანი იყავი ჩემს ცხოვრებაში და ჩემს პატარა ნებიერა შვილს შენი სახელი დავარქვიო.
-დედას არ მოსწონდა ნინო და ნინას მეძახდა. მამა კი სულ ნინოს მეძახდა.-გავუღიმე.
-ნინა შვილო, ირაკლის და და ზვიადის შვილი იგივე ჩემი შვილია. ისე მიყვარდა ზვიადი, რომ ოჯახი ვერ შევქმენი. თუ რამე დაგჭირდეს, თუნდაც ჩახუტება, იცოდე, რომ მე და ირაკლი აქ ვართ და შეგიძლია ნებისმიერ დროს შეგვაწუხო. ზვიადის და რუსუდანის სულისთვის სულ ვლოცულობ. ეკლესიაში საკურთხი მიმაქვს სულ. ჩვენ ერთი ტკივილი გვაქვს და ერთი სიხარულიც გვექნება მალე.-გაიღიმა და ვიკას გახედა ბედნიერი სახით.
-რა ხდება?-ვიკას შევხედე.
-ფეხმძიმედ ვარ.-გამიღიმა ვიკამ.
-მართლა?-ისე გამიხარდა ბედნიერი ვეხუტებოდი ხან ვიკას და ხან ირაკლის.-მამიდა გავხდები. ჩემი ბიჭი მამა.-ხმაურით ვაკოცე ირაკლის ლოყაზე.
-რატომ მეგონა, რომ ეს გაიზარდა?-იცინოდა ირაკლი.
-სანამ შენ გამანებივრებ მზრუნველობით ვერ გავიზრდები.-ისევ ვაკოცე და ჩავეხუტე.
-დეეე. ხომ საყვარელია?-გულში მიკრავდა იკა და დედამისს უყურებდა.
-ძალიან საყვარელია.-გაიცინა ნინომაც.
მშვიდად ვივახშმეთ, მერე ირაკლიმ ხელი მომკიდა და სამზარეულოდან გამომიყვანა.
-ესენი მიხედავენ, წამოდი.-ხელიდან თაფშები გამომართვა და ეზოში გამიყვანა.
-რაო, დაიწყე აბა ჩემი დატუქსვა.-შევხედე ირაკლის.
-რა დატუქსვა ნინა. დაიწყე და მოყევი.
-არაფერია მოსაყოლი.
-გელოდები.-ხელები გადაიჯვარედინა და გაბრაზებულმა დამიწყო ყურება.
-მივხვდი რომ არ მიყვარს.- შევხედე ირაკლის.
-რაა? ლამის თავი მოიკალი მიყვარსო. -გაკვირვებული მიყურებდა.
-ხო, მეგონა. გადამიარა. ბევრი ტკივილია ამ ურთიერთობაში და მივხვდი, რომ საერთოდ არ მიყვარს.
-ნინა ნუ გამაგიჟე. რას აპირებ?-გაოცებული მიყურებდა ირაკლი.
-მივატოვებ. ყველაფერს დავუბრუნებ და მივატროვებ. ისევე მივატოვებ, როგორც მან მიმატოვა. ისევე ეტკინება როგორც მე.
-შენ ჩემი ნინა არ ხარ. ნინა გთხოვ ასე ნუ იქცევი. აუხსენი და დაამთავრე.-შემომხედა ირაკლიმ.
-ირაკლი საყვარელო. არის რაღაც რაც შენ არ იცი. რომ იცოდე კოტე შეიძლება მოკლა. ამიტომაც ეს რაღაც ჩემთვის დავიტოვე. ახლა კი რევანშის დროა.
-ასეთი რა ჩაიდინა?
-გთხოვ განზე გადექი და არ ჩაერიო. უკვე დიდი ვარ და თავად მივხედავ საკუთარ ცხოვრებას.
-ნინა გულს მტკენ. ჩემს მხარზე ტიროდი და მგონი ვიმსახურებ სიმართლის ცოდნას.
-არ მიყვარს. ეს არის სიმართლე. დათო მიყვარს, ვიცი არაფერი გამოვა და არც ვაპირებ მასთან არაფერს, მაგრამ არც კოტეს არ გავყვები ცოლად. ნებისმიერს გავყვები და მას არა.
-მართლა შეუყვარდი.
-ვიცი. ვიცი და მეც სწორედ ეგ მინდოდა.
-ნინა ასე არ შეიძლება.
-ირაკლი გთხოვ არ ჩაერიო.
-როდის ეტყვი?
-ქორწილის დღეს.
-გაგიჟდი? ჩვენს სამეგობროს რაღას ერჩი? ნათესავებს რაღას ერჩი? ქორწილში მიიყვან და გამოუცხადებ, რომ ქორწილი არ იქნება?
-კარგი სხვა რამეს მოვიფიქრებ.
-ნინა არ გინდა. მართლა ბავშვივით იქცევი. ზრდასრული ადამიანები ასე არ იქცევიან. უპასუხისმგებლო ცანცარა ქალის შთაბეჭდილებას ტოვებ. და კიდევ იცოდე, რომ იმ დათოს არც გაეკარო, ჩემი ხელით მოგკლავ იცოდე.-თითი დამიქნია.
-ცხოვრებაში პირველად ვაკეთებ იმას რაც მინდა და ვერც შენ, ვერც თეო და ვერც ვერავინ ვერ შემაცვლევინებს გადაწყვეტილებას.-სახლში შევბრუნდი და ვიკას ჩავეხუტე.
-რაო, წაგიკითხა ლექცია?-ჩამჩურჩულა ვიკამ.-სიყვარულს მიჰყევი და არ გადაუხვიო გზიდან.
-შენ რა იცი?-შევხედე ვიკას.
-შენთან, რომ მოვედი და გელაპარაკე პირველად მაშინვე მივხვდი. შენ ის გიყვარს, მას კი შენ. შეიძლება კოტე ირაკლის მეგობარია, მაგრამ დათო ჩემი მეგობარია და ერთი რამ იცოდე. ის ცხოვრებამ აქცია ასეთად. შენ შეგიძლია ის სხვა გზით წაიყვანო. ამას შეძლებ, რადგან მას ძალიან უყვარხარ. ირაკლის არ უთხრა რაც გითხარი, თორემ გამიბრაზდება.-მიჩურჩულა ვიკამ.
-რას ტუტუნებთ?-თავზე დაგვადგა იკა.
-ჩემი ძმის შვილი.-მუცელზე მოვეფერე ვიკას.-ნეტა გოგო იყოს, როგორ გავატუტუცებ.-ვიღიმოდი.
-ნეტა ბიჭი იყოს.-ჩაილაპარაკა იკამ.-კიდევ ერთი თავქარიანი გოგო არ მჭირდება.
-რომ გადაგრევს მერე ნახე შენ.-თვალი ჩავუკარი.
-მამას აგიჟებდი არა?-გაეღიმა.
-ვაგიჟებდი რომელია. ზეპირად იცოდა ყველაფერი. ყველა ბიჭს სცნობდა ვინც სიყვარული ამიხსნა. ყველაფერს ვუყვებოდი.
-ცუდად არის ჩემი საქმე. დედა ილოცე ბიჭი დაიბადოს.-ნერვიულად მოისვა კეფაზე ხელი ირაკლიმ.
-ახლა მე მკითხე?-შეხედა ნინომ იკას.-შენი ჩხუბების გამო რაც მე ღამეები მითენებია. შვილი დიდი დარდია. გოგოც და ბიჭიც თავისებურად დარდია, ტკბილი დარდია.-თავზე აკოცა ირაკლის.-ბავშვებო მე დავიძინებ თქვენ ისაუბრეთ. ხვალ მძიმე ოპერაცია მაქვს და უნდა გამოვიძინო.-დაგვემშვიდობა და წავიდა ნინო.
-იკა სახლში წამიყვანე რა.
-დარჩი. ხვალ დილით გაგიყვან. მომენატრე, ცოტა ხანი კიდევ გიყურო.-შუაში ჩაგვიჯდა მე და ვიკას და ორივე მიგვიხუტა.-მაშ გოგო არა. სამი გოგოს მწყემსვა არ გინდა?-გაეცინა.
-შენ იქნები საუკეთესო მამა.-გულზე ვაკოცე ირაკლის.
-საუკეთესო ქმარი უკვე ხარ. საუკეთესო მამაც იქნები თუ ამდენ ნერვიულობას მორჩები.-ლოყაზე აკოცა ვიკამ.
-ნუ ცუღლუტობთ. მე წავალ, აბა სად ვიძინებ. -ვიკას შევხედე.
-წამოდი.-ხელი მომკიდა და ერთ-ერთ საძინებელში შემიყვანა. ირაკლიც უკან გამოგვყვა.
-ნინა აქ გადმოდი. ერთად ვიცხოვროთ, სახლი დიდია. თანაც ნაკლებს ვინერვიულებ.-მიღიმოდა იკა.
-არა. ყველას სჭირდება თავის სიმყუდროვე. თანაც ვეჭვიანობ.-მხრები ავიჩეჩე.-ისე მიყვარხარ, რომ ვიკამ რამე რომ გითხრას მე და ვიკა ვიჩხუბებთ და არ მინდა კაპასი მული ვიყო.-თვალი ჩავუკარი ვიკას.
-კარგი როგორც გინდა.-სევდიანად ჩაილაპარაკა.-ღამე მშვიდობის.-შუბლზე მაკოცა და საძინებლიდან გავიდა. ვიკაც მას აედევნა.
დილით სახლში დავბრუნდი და კოტეს დავურეკე მოსულიყო. ისიც მალე მოვიდა.
-როგორ ხარ?-ლოყაზე მაკოცა, სევდიანი სახე ჰქონდა.
-შენ როგორ ხარ?
-ცუდად. თანხმობა მითხარი და სულ გაქრი, არც ტელეფონს არ პასუხობ. -საყვედური გაურია ხმაში.
-ფიქრი მჭირდებოდა, ლევანისთან ჩახუტება მჭირდებოდა.-ჩავილაპარაკე.
-ნინა ქორწილი ვიცი არ გინდა, რუსკას გამო ვიცი. უბრალოდ ხელი მოვაწეროთ და სადმე გავემგზავროთ.
-კარგი. როგორც გინდა.
-ნინა შენ რა გინდა ის მითხარი. მე რა მინდა ის ვიცი.
-თუ არ ვიცი კოტე. თუ არ ვიცი რა მინდა?
-ორი ბილეთი ვიყიდე. გერმანიში წავიდეთ ჩემებს გაგაცნობ. რომ ჩამოვალთ ხელი მოვაწეროთ და ჯვარი დავიწეროთ. როგორც ირაკლიმ და ვიკამ, რესტორანში მოკლე წრეში ავღნიშნოთ.-ცხოვრებას მიგეგმავდა კოტე.
-კარგი.-თავი დავუქნიე.
-ერთ თვეში გავემგზავროთ. კარგი?-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე მაკოცა.
-კარგი.-თავი დავუქნიე, თუმცა გადაწყვეტილი მქონდა ყველაფერი დამესრულებინა მასთან. მისი შეხება უკვე მაღიზიანებდა, რეალობას თვალი გავუსწორე, ის რაც დათომ მითხრა, რომ არ არსებობს ის ღამე არ ახსოვდესო ჩვენი ურთიერთობისთვის დიდ კედლად იქცა. კოტეს ყველაფერი ახსოვს, ამაში უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, უბრალოდ ნამდვილი ღორია.
სამსახურიდან წამოვედი და სხვა სამსახურის ძებნა დავიწყე აქტიურად. სახლი გავყიდე. ახალმა მეპატრონემ ნება დამრთო თვის ბოლომდე მეცხოვრა ჩემს ბინაში სანამ ახალ ბინას მოვძებნიდი. ნატუკა და ლია მესტუმრნენ.
-როგორ ხართ?-მოვეხვიე ორივეს.
-ცუდად ჩემი გოგო.-ქოთქოთებდა ლია.
-რა მოხდა?-შეშინებულმა შევხედე.
-კომპანია გაყვეს. გაიყარნენ. ახლა ფინანსური შემოვიდა და ანგარიშები დააყადაღა. ხელფასსაც ვერ ვიღებთ.-ისევ ქოთქოთებდა ლია.
-სამაგიეროდ საქმე არ გვაქვს.-იცინოდა ნატა.
-შენ რა გენაღვლება, გურამს დასდევ. მე ვიკითხო, რა ვაჭამო ბავშვებს.-არ ცხრებოდა ლია.
-დათო?-შევხედე ორივეს.
-რა დათო? შენ არ თხოვდები?-გამიბრაზდა ლია.
-როგორ არის?-ახლა ნატუკას შევხედე.
-რა ვიცი. შეიძლება დააკავონ.-მხრები აიჩეჩა ნატამ.
-რა?-თითქოს ცა ჩამომექცა თავზე. საშინელი ტკივილი ვიგრძენი, გული თითქოს დამისერეს.
-შეუძლებელია, ლია რა ხდება?-ახლა ლიას შევხედე.
-გაკოტრებისგან, რომ გადაერჩინა კომპანია რაღაცეები იმაიმუნა და ამოუქექეს. კომპანიას აღარაფერი ეშველება და მგონი არც დათოს.-ჩაილაპარაკა ლიამ.-მეცოდება ეგ საზიზღარი, შვილივით მიყვარს, უვარგისია მაგრამ მაინც მიყვარს.-ცრემლი შეიმშრალა ლიამ.
-ლია ასე რთულად არის საქმე?-ადგილიდან ვერ ვდგებოდი. მეხის დაცემასავით იყო ეს ამბავი ჩემთვის.
-ასეა ჩემო გოგო, შენ მიხედე შენს თავს. ქორწილი როდის გაქვს?-ჩაილაპარაკა ლიამ.
-არ მაქვს.
-რას ჰქვია არ გაქვს? ხომ დაინიშნე.-გაბრაზბული მიყურებდა.
-ყველაფერს ვაუქმებ. არ მივყვები კოტეს.
-რატომ?-ნატა მიყურებდა ახლა გაოცებული.
-არ მიყვარს და მორჩა.
-გასალახი ხარ.-თითი დამიქნია ლიამ.-არ მოგეშვა ხომ დათო.
-დათო რა შუაშია ლია?
-თავშია. პირველი არ ხარ ვინც გამოაშტერა. მოვკლავ მე მაგას.-ქოთქოთებდა ლია.
-კოტე არ მიყვარს და დათო არაფერ შუაშია.-დავსვი წერტილი.
-მე მომატყუებ შენ? რა თვალებით უყურებთ ერთმანეთს მე მასწავლი? ან ეს განქორწინება, აქამდე არ გაყრია იმ გველს და ახლა რა ბზიკმა უკბინა.-თითს მიქნევდა ლია.-შენ აურიე თავგზა.
-კარგი რა ლია.-ნატა გაუბრაზდა.-ნინა რა შუაშია?
-შეუყვარდა იმ შტერსაც. კარგა ხანია აღარ დაძვრება აქეთ-იქით.
-შენ რა იცი. გითანხმებს?-არ ცხრებოდა ნატა.
-ვიცი, სახეზე აწერია, შეყვარებულია ისიც და ესეც.-ჩემსკენ გამოიშვირი ხელი ლიამ.
-ლია ლია.-ლოყაზე ვაკოცე.-არ იცვლები, როგორ მომენატრა შენი ქოთქოთი. ნატა მიდი ყავა გააკეთე, მე თავი არ მაქვს.-ნატას შევხედე.
-მოიკალი ახლა თავი დარდით.
-ხო მიყვარს და რომ დაიჭირონ მოვკვდები. მეხივით, რომ მომახალე ეს ამბავი რა გეგონა.-ხმას ავუწიე.
-მოიცადე. მართლა გიყვარს?-პირდარებული მიყურებდა ნატა.
-ხო ნატა, მიყვარს. ახლა კი დამამშვიდებელიც გამომიყოლე სამზარეულოდან.-ვუთხარი ნატას.
-ვიცოდი, ოხ დათო, არ შეგჩება ამ ბავშვის ნერვიულობა.-გულში ჩამიკრა ლიამ.
ლია და ნატა კარგა ხანს დარჩნენ ჩემთან. სხვა და ხვა ამბები მომიყვნენ. საქმე რთულად იყო, დათოს მართლაც რთულად ჰქონდა საქმე სამართალთან. იმ საღამოს დავურეკე.
-როგორ ხარ?-სევდიანი ხმა მქონდა.
-ნინა.-ისე გაუხარდა ჩემი ხმის გაგონება.-რაო ნატუკა გეჭორავა?-უცებ მიხვდა რამაც დამასევდიანა.-გადავიტან საყვარელო, ამასაც გავუძლებ. შენ როგორ ხარ?-ხმა დაუთბა.
-მე ძველებურად. ხელი მთხოვა და დავთანხმდი. -მისი რეაქცია მაინტერესებდა და განზრახ ვუთხარი.
-ხოო, კარგია, მინდა ბედნიერი იყო. -სევდა შეერია.
-შენი ნახვა მინდა.
-რატომ? ციხემდე უნდა მიმაცილო?-გაიცინა.
-სად ხარ?
-სახლში ვარ. ბინა ვიყიდე ცალკე და გადავცხოვრდი.
-მისამართი მომწერე.
-რატომ ნინა?
-შენი ნახვა მინდა. ვიცი გჭირდები, ვიცი საუბარი გინდა.
-არ მინდა, დავიღალე, გარეთ ასეთ ჯოჯოხეთს ციხეში ჯდომა მირჩევნია.-მითხრა და გამითიშა.
ნატუკას ნომერი ავკრიფე.
-ნატა დათოს მისამართი მომწერე.-ვუთხარი ნატას.
-რათ გინდა?-გაკვირვებულმა მკითხა.
-მინდა!-მკაცრად ჩავილაპრაკე.
-კარგი.-გამითიშა და ცოტა ხანში დათოს მისამართიც მომწერა.
მანქანაში ჩავჯექი და აღნიშნულ მისამრთზე მივედი. რატომ ვიდექი აქ, რომ დაეჭირათ, რომ აღარ გამოეშვათ? საკუთარ ცხოვრებას ძალით ვირთულებდი. მშვიდ ცხოვრებას ვთმობდი და სირთულეებს თავად ვეძებდი, ზარი დავრეკე.
-ნინა აქ რა გინდა?-კარს იყო მიყუდებული და სევდიანი სახით მიყურებდა. ხელით გვერდზე გავწიე და მის ბინაში შევედი.-ნინა წადი გთხოვ.-უკან მომყვებოდა.
-რატომ?-შემოვბრუნდი და მის წინ დავდექი. მის ცხელ სუნთქვაა სახეზე ვგრძნობდი.
-იმიტომ რომ დაიტანჯები, იმიტომ, რომ თავის შეკავება უკვე აღარ შემიძლია.-თქვა და ტუჩებზე მგელივით დამაცხრა. მეც ავყევი კოცნაში, ნელ ნელა შემოვაძარცვეთ ერთმანეთს ტანსაცმელი. მკოცნიდა დაუსრულებლად, ჩემს შიშველ ზურგზე დაასრიალებდა ხელებს. სხვა სუნამო ესხა, სრულიად განსხვავებული. -მიყვარხარ, მაგიჟებ.-ჩურჩულებდა კოცნასა და კოცნას შორის.
-მიყვარხარ.-მეც აღმომხდა.
-რა თქვი?-კოცნა შეწყვიტა და თვალებში მიყურებდა.
-მიყვარხარ, ეს ვნება არ არის, არც სურვილი. მიყვარხარ და არ მაინტერესებს ხვალ რა იქნება. მინდა შენს მკლავებში დავიკარგო, მინდა გიყვარდე.-ახლა მე ვაკოცე ყელში.
-ნინა ეს სიგიჟეა.-ნერვიულად გაეცინა და მოფერება განაგრძო.-ჩემთვის გამოეწყე ასე?-დათოს ნაჩუქარი საცვლები მეცვა.
-შენთვის, მხოლოდ შენთვის.-ვჩურჩულებდი, ის კი ხარბად მათვალიერებდა, მერე საცვლებიც შემომაძარცვა.
-ახლა გაიგებ სექსი რაც არის.-დაიჩურჩულა და ვიგრძენი როგორ შეერთდა ჩვენი სხეულები. ერთი მთლიანობა ვიყავით. ბიძგებს ნელ ნელა ახშირებდა, თან მკოცნიდა. შეუკავებელი კვნესა აღმომხდა და პიკს მივაღწიე. მხოლოდ დილის საათებში ჩაგვეძინე. მთელი ღამე მეფერებოდა, თითქოს შიში ჰქონდა, რომ ეს პირველად და უკანასკნელად ხდებოდა.-რომ მითხრან რომ მალე მოვკვდები, ერთი რამ ვიცი. ამ ქვეყნად მოსვლა ამ ღამედ ღირდა.-ჩურჩულებდა ჩემს ყურთან.
-ახლა მესმის რატომ გიჟდებიან შენზე ქალები.-ყელში ვაკოცე.
-ნინა მართლა გიყვარვარ?-გულში მიკრავდა.
-სამუდამოდ.-გულზე ვაკოცე. მერე კი ერთმანეთის გულის ცემას ვითვლიდით. არ ვიცოდით რა იქნებოდა მომდევნო დღეს.
-დღეს პროკურატურაში მიბარებენ.-სააბაზანოდან გამოვიდა და ტანსაცმელს იცვამდა.
-მეც წამოვალ.-ზეწარი მქონდა შემოხვეული ისე წამოვდექი საწოლიდან.
-დამენახე.-ზეწარი წამართვა ხელიდან და შიშველი დამტოვა.
-რას აკეთებ?-ზეწარს დავწვდი.
-ღმერთო რა სრულყოფილი ხარ.-ხელი ჩემს მკერდზე ჩამოატარა.-დამელოდე, არ გაბედო და არ გაჰყვე ცოლად.-თვალები უელავდა.
-არ გავყვები. მხოლოდ რევანში მჭირდება.
-დაანებე თავი.
-ისევე ეტკინება, როგორც მე.
-მაშინ..-დათო გაჩუმდა.
-ვცდილობდი მომეცილებინა მაგრამ ვერ მოვიშორე.-თვალები ამიცრემლიანდა.
-დაივიწყე.-თვალებში მიყურებდა.-დაივიწყე ნინა წარსული.
-რომელ საათზე ხარ დაბარებული?-საათს შევხედე.
-ათ საათზე იქ უნდა ვიყო.-მანაც საათს გახედა.
-ჯერ ცხრის ნახევარია, მოვასწრებთ.-პერანგის ღილები შევუხსენი და ჩემსკენ მოვქაჩე.
-გარყვნილო, ჩემი ცდუნება ადვილად გამოგდის.-ხელში ამიყვანა და წამში ზემოდან მომექცა.
-ეს სახლის გასაღებია, მე მეორეც მაქვს.-გულში ჩამიკრა წასვლის წინ.-დამლოდები?
-დაგელოდები.-ჩავილაპარაკე და ცრემლი მომადგა თვალზე.
-არ იტირო და თუ დამიჭირეს ციხეში მოსვლა არ გაბედო.
-რატომ?-სევდიანი თვალებით ვუყურებდი.
-არ მოხვიდე, დამპირდი, რომ არ მოხვალ. ცხოვრებას გააგრძელებ და იქ არ ივლი.
-კარგი გპირდები.-ვუთხარი, მან კი მოწყურებულივით მაკოცა ტუჩებზე.
საწოლში დამტოვა და წავიდა, თან წაიღო ჩემი გულიც. პროკურატურაში გამოცხადდა, დააკავეს და ჯარიმის გადახდა მოსთხოვეს ხუთი მილიონი ლარის. ადვოკატი აგვარებდა რაღაც საკითხებს. სახლში დავბრუნდი და ჩვეულებრივ გავაგრძელე ცხოვრება. ველოდებოდი, ამიკრძალა ციხეში მისვლა და მეც არ მივდიოდი.
კოტე არ ჩანდა. რაღაც ხდებოდა. რამდენჯერმე დამირეკა და მომიკითხა, სულ არ გავდა შეყვარებულ კაცს, რომელსაც დღე დღეზე ცოლი უნდა მოეყვანა. მე საერთოდ არ ვურეკავდი. კარზე ზარი რეკავდა, თეოს ველოდებოდი, ისე გავაღე კარები არც მიკითხია ვინ იყო. კარში კახა იდგა და მიღიმოდა.
-კახა აქ რა ჯანდაბა გინდა?-შევხედე და კარის მიხურვა დავაპირე.
-მოიცადე.-კარს ფეხი დაუდო.-საქორწინო საჩუქარი მოგიტანე.
-კახა წადი.
-ერთ ნაძირალას გაექეცი და მეორე ნაძირალას ხელში აღმოჩნდი.-მითხრა და ტელეფონის ეკრანი დამანახა.-ნახე შენი გმირი რა დღეშია.-ირონიულად ჩაილაპარაკა და ცხვირთან მომიტანა ტელეფონი. კოტე ვიღაც გოგოს ეხვეოდა ბარში.-შემდეგიც ნახე.-ტელეფონის ეკრანს ხელი გაუსვა და ახლა ის დამანახა იმ გოგოს როგორ კოცნიდა.
-ეგ პროფესია საყვარელმა გასწავლა?-შევხედე ზიზღით.-თვალთვალი და ფოტოების გადაღება კაცობის ახალი გამოვლინებაა?
-ნინა რა ჯანდაბა გინდა? გღალატობს, არ უყვარხარ. არც დათოს არ უყვარხარ, მხოლოდ შენი გაჟ*ვა უნდოდა.-სიტყვა არ დავამთავრებინე და სახეში სილა გავარტყი.
-წადი ჩემი სახლიდან და არ გაბედო აქ მეორედ მოსვლა.-თითი მივუტანე ცხვირთან.
-მეტის ღირსი ხარ, იმას მიიღებ რასაც იმსახურებ.-მითხრა და კარი ისე გაიჯახუნა მეგონა ჩამოვარდებოდა.
-ნაბიჭ*რი.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.
გერმანიაში წასვლის დღე იყო. კოტეს დავურეკე და ვუთხარი პირდაპირ აეროპორტში მივიდოდი. ისიც დამთანხმდა.
ირაკლი, ვიკა და თეო მოვიდნენ ჩემთან.
-ნინა რას აპირებ?-ირაკლიმ მკითხა.
-რაც დავგეგმე.-შევხედე იკას.
-არ მინდა ამაში მონაწილეობის მიღება.
-ნურც მიიღებ, მარტო წავალ.
-არა. მარტო არ გაგიშვებ.
-რა გინდა იკა?-შევხედე გაბრაზებულმა.
-ცუდი გოგო გახდი, ძალიან ცუდი და აქ მტკივა.-გულზე დაიდო ხელი.
-კარგი გოგო რვა წლის წინ მოკლა იმ ნაძირალამ და ახლა ისევე მოვუკლავ გულს, როგორც მე მომიკლა.-ჩავილაპარაკე.
-ნინა რა ჩაიდინა ასეთი, რომ ვერ მოინელე? არ უყვარდი და წავიდა.
-იკა გვაგვიანდება.-საათს დავხედე და ყველანი აეროპორტში წავედით. აეროპორტში როგორც კი მივედი კოტე მოგვეგება და მე კონვერტი მივეცი.
-ეს რა არის?-კონვეტს დახედა.
-ის ფული რაც მმართებდა. ეს კი ბეჭედი.-ხელიდან ბეჭედი მოვიხსენი და ხელზე დავუდე.-„მე არ მიყვრხარ“.-შემოვბრუნდი და ჩემი ჩემოდანი უკან წამოვიღე.
-ნინა რას აკეთებ?-უკან ამედევნა. ირაკლი, ვიკა და თეო იდგნენ და მოვლენების განვითარებას უყურებდნენ.
-ნინა რა ხდება?-კოტემ მომკიდა მკლავში ხელი.
-მე სიყვარულის გზას მივყვები და არ გადავუხვევ.-ვიკას შევხედე.-კოტე არ მიყვარხარ და ცოლად არ მოგყვები.
-ნინა ასე ვერ მომექცევი.-გაბრაზებული მიყურებდა კოტე.
-რატომ კოტე, თავად ხომ მომექეცი ასე. წახვედი და მიმატოვე 8 წელი.
-შური იძიე? იმ ღამისთვის იძიე შური?-თითი ცხვირთან მომიტანა კოტემ.
-ასეა კოტე. მეგონა არ გახსოვდა, მაგრამ ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ასეთ რამეს ვერ ივიწყებენ. ნამდვილი ღორი ხარ კოტე. როგორ გთხოვდი გაჩერებულიყავი მაგრამ არ გაჩერდი, გული მომიკალი, ცხოვრება დამინგრიე. არასრულფასოვნების სინდრომი ჩამომიყალიბდა.
-რაზე ლაპარაკობთ?-ირაკლის სახე აერია.
-იმაზე, რომ შენი უმწიკლო და ჯერ კიდევ რვა წლის წინ დამიწვა.-კოტეს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ირაკლის მოქნეული მუშტი მოხვდა და ცხვირიდან სისხლი წასკდა.
-ნაბიჭ*ვარო.-ისეთი ღრიალი აღმოხდა ირაკლის, რომ არა ვიკა მოკლავდა კოტეს.
-დავრწმუნდი, რომ ნამდვილი ღორი ხარ.-ვუთხარი კოტეს, მერე კი ირაკლის ხელი მოვკიდეთ და აეროპორტიდან წამოვიყვანეთ. დაცვა მოგვარდა მაგრამ სიტუაცია განვმუხტეთ.
-რატომ არ მომიყევი?-თეო თვალცრემლიანი მიყურებდა.-ეს როგორ დამალე?
-ღმერთო მე დებილი სად ვიყავი ამ დროს?-ცალკე ირაკლი ურტყავდა მუშტს საჭეს.-ეს როდის მოხდა? როდის მოხდა ხმა ამოიღე?-დამიყვირა.
-რუსკას ქორწილიდან რომ წამოვედი. ბარში წამომყევიო მითხრა, მერე ბევრი დალია და სახლში მივიყვანე. ცუდად იყო და მარტო ვერ დავტოვე.
-შენი ინიციატივით მოხდა?-ისევ დამიყვირა.
-არა ირაკლი. ვეხვეწებოდი გაჩერებულიყო და არ გაჩერდა.-ტირილი დავიწყე.
-ნუ ტირიხარ. მის გამო აღარ გაბედო ტირილი, მოვკლავ, ამას არ შევარჩენ.-ისევ საჭეს დაარტყა ხელი.
-დამშვიდდი გთხოვ.-ვიკა ეხვეწებოდა.
-უნდა მოვკლა, ეს როგორ გააკეთა.-არ ცხრებოდა ირაკლი.
-მე გამოვიპარე ღამით, მეორე დღეს კი არაფერი მახსოვსო გიორგის უყვებოდა. იმ საღამოს გაფრინდა გერმანიაში. 8 წელი მეჯერა რომ არ ახსოვდა.
-როგორ მიხვდი, რომ ახსოვდა?-თეომ მკითხა.
-დათომ მითხრა, გატყუებსო და მართალი აღმოჩნდა.-ჩავილაპარაკე დამნაშავე ბავშვივით.
-დათომ არა. ნინა მე დამიმალე და ეს დათოს მოუყევი? რა შემეშალა. მითხარი როდის გავუცხოვდით? რატომ დამიმალე? -ყვიროდა ირაკლი.
-ვიცოდი არ აპატიებდი. მე კი არ მინდოდა შენთვის მეტკინა. მეჯერა, რომ არ ახსოვდა. ისევ მას ვიცავდი.-ტირილი დავიწყე.
-აღარ გაბედო მის გამო ტირილი. ერთი ცრემლიც არ დაღვარო მის გამო.-დამიყვირა ირაკლიმ.
-იკა დამშვიდდი.-ვიკა ეხვეწებოდა.-გადმოდი და მე წავიყვან მანქანას. -მძღოლის ადგილი ვიკამ დაიკავა, მანამდე კი მანქანიდან გადასულ ირაკლის ჩაეხუტა, რაღაც უთხრა და ირაკლიც ცოტა დამშვიდდა.
გზაში ყველა ჩუმად ვიყავით, ხმას არც ერთი არ ვიღებდით.
-სახლში დამტოვეთ.-გამოვუცხადე ვიკას.
-ჩემთან მოდიხარ.-ჩაილაპარაკა ირაკლიმ.
-სახლში დამტოვე ვიკა. ირაკლი არ მაქვს არავის თავი, ცუდად ვარ დასვენება მჭირდება.-ჩავილაპარაკე.
-კიდევ რას მიმალავ?-გაბრაზებული უყურებდა გზას.
-დათო მიყვარს.-აღარ ვაპირებდი არაფრის დამალვას.
-ჯანდაბა. ის ციხეშია და შეიძლება არც გამოუშვან. მომდევნო 5-6 წელი კიდევ ტირილში გაატარე და გაგიფრინდა ახალგაზრდობა.-მიყვიროდა ირაკლი.
-დაამთავრე?-შევხედე გაბრაზებულმა.
-დავამთავრე. შენ როდის დაალაგებ საკუთარ არეულ ცხოვრებას?-არ ცხრებოდა ირაკლი.
-მალე.-ჩავილაპარაკე.
მალე სახლში მივედი, მანქანა დავქოქე და პირდაპირ დათოს ბინაში წავედი. მისი პერანგი ჩავიცვი და მის ბალიშს ჩავეხუტე. ხმაურზე გამეღვიძა, წამოვდექი დათოს ხმა იყო, ვიღაცას უყვიროდა.
-იმდენი გადაგიხადე, რომ ადრე უნდა გამოგეყვანე. -მერე გაჩუმდა.-არ მაინტერესებს მიზეზები.-ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე მდგარი ვაზა კედელს შეანარცხა. შიშისგან შევკივლე, ის კი ჩემსკენ შემობრუნდა.
-დათო. -გახარებული გავიქეცი მისკენ და ჩავეხუტე.
-ნინა? მითხრეს გაფრინდაო.-გახარებული მიკრავდა გულში.
-ამიტომაც გატეხე ვაზა?-ყელში ვაკოცე.
-მითხრეს აეროპორტში იყო და გაფრინდაო. რატომ მიდიოდი?-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე მაკოცა.
-შური ვიძიე. მარტო გავუშვი.
-მე კი ლამის გული გამიჩერდა. ჩემი გიჟი გოგო.-წელზე შემომისვა და ნამსხვრევებზე ისე გადამიყვანა.
-დამსვი ნამსხვრევებს ავკრეფავ.-დავიჩურჩულე მის ყურთან.
-რა დროს ნამსხვრევებია.-საწოლზე დამაწვინა და პერანგის ღილები შემიხსნა.-ჩემი საყვარელი პერანგი რატომ ჩაიცვი?-ყურზე მიკბინა.
-იმიტომ, რომ შენი სიახლოვის შეგრძნება მჭირდებოდა.-მის ყურთან დავიჩურჩულე.
-იღბლიანი პერანგია, გიზიდავს.
-რაა?-გაკვირვებულმა შევხედე.
-იმიტომ მიყვარს, რომ პირველად რომ ჩავიცვი მაშინ ვნახე შენი რეკლამა, სადაც შენ იყავი გადაღებული. მეორედ, რომ ჩავიცვი ჩემს ოფისში აღმოგაჩინე. მაგიური ძალა აქვს და ამიტომაც მიყვარს.-კოცნასა და კოცნას შორის მეჩურჩულებოდა.
-ცრუ მორწმუნე. -მეცინებოდა.
-წამოდი.-ხელი მომკიდა და სააბაზანოში შემიყვანა.-სისუფთავის შეგრძნება მჭირდება.-წამში გაიხადა ტანსაცმელი, მეც გამხადა და საშხაპეში შემსვა. შხაპის ქვეშ მეფერებოდა და ალერსს არ წყვეტდა.
ვახშამი მოვამზადეთ ერთად, ასე ხალისიანად არ მომიმზადებია არასდროს ვახშამი.
-ნუ ცუღლუტობ, თორემ.-დანა მეჭირა ხელში და წარბაწეული ვუყურებდი.
-თორემ აქვე მაცდუნებ.-ყელში მაკოცა.
-დათო რა ხდება? სერიოზულად დამელაპარაკე.-შევხედე სევდიანი თვალებით.
-ამ სახლის მეტი არაფერი არ დამრჩა. -სახე დაუსევდიანდა.
-ძალიან დარდობ? მე არ მჭირდება არაფერი, მართლა. ვიმუსავებ, შენც მოძებნი სამსახურს და ვიცხოვრებთ ჩვეულებრივ. -წელზე ხელები შემოვხვიე და მივეხუტე.-ფუფუნებაში არ გავზრდილვარ, მე არ გამიჭირდება.
-შენი სიყვარული სულ მეყოფა.-თავზე მაკოცა.
-გამიშვი, დამეწვა.-უცებ მოვცილდი და გაზქურა გამოვრთე. მერე კი ორივემ ისტერიული სიცილი ავიტეხეთ.
-ნინა. შენ გაქვს ცოტა ფული.-მითხრა ვახშმობისას.
-რა ფული?-შევხედე გაკვირვებულმა.
-რაღაც თანხა შენს სახელზე შევიტანე ბანკში. ეს ისე ანაბარია, შენ შეგიძლია როგორც გინდა ისე გამოიყენო. ეს შენი ფულია.
-არ მინდა, დაგიბრუნებ. მე რატომ არ მკითხე?-შევხედე სავედურით.
-ნინა ყველაფერს ვკარგავდი. მინდოდა რამე გამეკეთებინა შენთვის. ვიცოდი კოტეს ვალი გქონდა და არ მინდოდა დავალებული ყოფილიყავი. მინდოდა შენთვის ცოტა ღირებული რამე მაინც გამეკეთებინა. სხვა არაფერი ნინა.
-რამდენია?
-ორასი ათასი.
-რაა? ამხელა თანხა ჩემს სახელზე შეიტანე და მე რატომ არ მითხარი.
-ნინა რა გაწუხებს? შენ შარში არ გაგხვევდი. მე არ შემიტანია, სულ სხვას შევატანინე ეს თანხა შენს ანაბარზე.
-ვიცი მაგრამ ეს შენი ფულია.
-შენი ფულია და როგორც გინდა ისე გამოიყენე.-სკამიდან ადგა, მაგიდას შემოურა და ჩემს წინ ჩაიმუხლა.-ნინა ცოლად გამომყვები?
-ძალიან მალე შეელიე თავისუფლებას.-გამეცინა.
-იცი გაყრის მერე საქორწინო ბეჭედი რომ მოვიხსენი მაშინ ვთქვი, რომ არასდროს გავიკეთებდი. მეგონა არ მოხვიდოდი ჩამთან, მეგონა სამუდამოდ დაგკარგე. მაგრამ ახლა ისე ძალიან მინდა ამ ბეჭდის ტარება ჩვენი სიყვარულის ნიშნად, როგორც არასდროს.
-აბა ბეჭედი?-გამეცინა.
-ვიყიდოთ, როგორიც შენ მოგეწონება, განსხვავებული, გამორჩეული, როგორც ჩვენი სიყვარული.-მიღიმოდა.
-ჯვარიც დავიწეროთ.
-კარგი, ჯვარდაწერილი არ ვყოფილვარ. უფლის წინაშეც ჩემი იქნები.-ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.
-სახლი აღარ მაქვს, ხვალ უნდა დავცალო ბინა და აქ გადმოვდივარ.-გამოვუცხადე.
-ვინ გიშვებდა შენს ბინაში. გულითაც რომ გინდოდეს არსად არ გიშვებ.
-ვალები დაგრჩა?-შევხედე დათოს.
-ცოტა დარჩა. ანგარიშზე თანხას არ დავაფიქსირებ სამი წელი და მერე ჩამოწერენ როგორც ხანდაზმულს. კომპანია გაკოტრდა და ვეღარაფერს იზავენ. კერძო კომპანიები გავისტუმრე და დანარჩენი სახელმწიფომ დააყადაღა და წაიღო. მანქანა დედაჩემს გადავუფორმე და ეს სახლიც, ამასაც წაიღებდნენ.
-შენ როგორ გამოგიშვეს?
-წაიღეს მთლიანი კომპანია და გამომიშვეს. თუ არ დავთანხმდებოდი და შევინარჩუნებდი ციხეში ჩავჯდებოდი. არ მიღირს არანაირი ფული შენს ერთ დანახვად. ყოველ დილით ჩემს გვერდით რომ დაგინახავ და გული ამიჩქარდება მე ესეც მეყოფა.
-ბიზნესს დავიწყებ მე.
-რა ბიზნესს?-გამიღიმა.
-სასტუმროს ნომრებს ვიყიდი და შემოსავალი მექნება.
-ჩემი ყოჩაღი და ჭკვიანი.-ლოყაზე მაკოცა.
სამი დღის მერე ირაკლიმ დამირეკა ჩემთან გამოდი სალაპარაკო მაქვსო.
-დათო.-დათოს გავძახე სამზარეულოში იყო.
-რაო?-გვერდზე ისე არ ჩამივლიდა, რომ არ ეკოცნა, ან არ მომხვეოდა.
-ირაკლიმ სალაპარაკო მაქვს გამოდიო. წამოხვალ? ერთად დაველაპარაკოთ.-შევხედე დათოს.
-წამოვალ აბა რას ვიზავ.-გამიღიმა, მისმა სიმშვიდენ გამაოცა.
-ირაკლი გაბრაზდება.-ჩავილაპარაკე.
-ვიცი, საკუთარ თავზე გამოვცადე მაგის სიბრაზე. თან დავპირდი და კაცური სიტყვა მივეცი, რომ ახლოს არ გაგეკარებოდი. მაგრამ თავად შემომივარდი სახლში და კაცური სიტყვაც გამატეხინე.-იცინოდა დათო.
-ბოლო დროს იმდენჯერ გავაბრაზე. შენ რა გიხარია?-მის სიმშვიდეზე გავბრაზდი.
-ყოველ დღე ჩემს საწოლში მძინარეს გიყურებ და ეს არ არის სიხარულის მიზეზი?-ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა.-ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. ამაღამ მოგიყვები შენ რომ დაგინახე რა ვინატრე და განვახორციელებ კიდეც ჩემს ნატვრას.-ყურში ჩამჩურჩულა.
-ავად ხარ.-შევხედე გაბრაზებულმა.-სულ სექზე შეიძლება ფიქრი? მე რას გელაპარაკები და შენ კიდევ „რა ვინატრე“.-გამოვაჯავრე.
-კი ავად ვარ. მეც ვხვდები და ჩემს ავადმყოფობას ნინა ჰქვია.-ისეთი სერიოზული სახით მითხრა გამეცინა.
საღამოს ირაკლისთან წავედით. კარი ნინომ გაგვიღო.
-ნინო როგორ ხარ?-ჩავეხუტე ნინოს.
-კარგად საყვარელო, რატომ აღარ მოდიხარ?-მისაყვედურა ნინომ.
-ქალბატონო ნინო როგორ ბრძანდებით.-დათომ ნინო გადაკოცნა.
-კარგად შვილო, შენ როგორ ხარ?-გაუღიმა ნინომ.
-თქვენ?-გაოცებულმა შევხედე ორივეს.
-ვიცნობ.-გაეღიმა დათოს, წელზე ხელი მომხვია და სახლში შემიყვანა.
-როგორ ხართ?-ვიკამ ორივე გადაგვკოცნა. ირაკლიმ დათოს ხელი ისე ჩამოართვა საერთოდ არ გაკვირვებია მისი იქ ყოფნა.
-იკა როგორ ხარ?-შევხედე ირაკლის.
-კარგად ვარ.-ჩემს შეშფოთებულ სახეზე გაეღიმა.
-ნუ ხარ დაძაბული. უკვე ველაპარაკე შენს ძმას.-გამიღიმა დათომ და მეც ამოვისუნთქე, სახლში რომ შევედი და ჩავისუნთქე ჰაერი მგონი მას მერე აღარ ვსუნთქავდი.
-დაძაბული უნდა იყოს, რადგან შენ მელაპარაკე და ეგ არა. -ისევ მიბღვერდა ირაკლი.
-კარგი რა ირაკლი.-შევხედე სევდიანი თვალებით.
-მოდი.-ხელი მომკიდა და გულში ჩამიკრა.-მიყვარხარ და არ გაბედო კიდევ რამის დამალვა. თუ პრობლემა გაქვს მე მითხარი, გესმის?
-ირაკლი შეეგუე, ახლა პრობლემებზე დათოს დაველაპარაკები და არა შენ. დათო და მე ერთად მივხედავთ ჩვენს პრობლემებს, შენ ვიკაზე და პატარაზე იზრუნე.-ხელები შემოვხვიე ჩემს გაბუტულ ძმას.
-გაიზარდე ხომ?-ისევ გულში მიკრავდა.
-დიდი ხანია. უბრალოდ მომწონდა ჩემზე რომ ზრუნავდი და აბეზარ თაყვანისმცემლებს მიგერიებდი.-შევხედე და გავუღიმე.
-ესენი სულ ასე არიან.-ვიკამ გადაულაპარაკა დათოს.-სხვანაირი სიყვარული და იდილია აქვთ.-თვალი ჩაუკრა.
-ნუ დაგვცინი. ჩვენ ვერ ვჩხუბობთ. არ შეგვიძლია.-ჩაილაპარაკა იკამ.
საღამომ მშვიდად ჩაიარა. ვიკამ ახალი ამბავი გვითხრა, ჯგუფელები ქეიფს აპირებდნენ და დათოს უთხრა შენ და ნინაც წამოდითო. ჩემი ბიჭი მიდიოდა და მე როგორ არ წავიდოდი.
-ჯვარს მომდევნო კვირას იწერთ ხომ?-ირაკლიმ რომ გვკითხა დათოს შევხედე გაკვირვებულმა.
-კი მომდევნო კვირას. რესტორანში ავღნიშნოთ მხოლოდ ახლობლებმა.
-მე რატომ არ მითანხმებ?-შევხედე გაბრაზებულმა.
-ხომ დამთანხმდი, თარიღს რა მნიშვნელობა აქვს?-შემომხედა დათომ. -ხო მართლა ბეჭდები ვიყიდე, მგონი პიჯაკის ჯიბესი მაქვს.-ძებნა დაიწყო და ბეჭდების ყუთი ამოიღო.-გაიკეთე ჯვრისწერამდე, მეც გავიკეთებ.-მითხრა და რგოლი თითზე გამიკეთა.
-ასე უბრალოდ?-შევხედე გაკვირვებულმა.
-ასეთები არიან. -იდაყვი გაკრა ვიკამ ირაკლის და ორივეს გაეღიმათ.
-ბუშტებით და ფეიერვერკით ვინც გთხოვა ხელი კი დატოვე პირში ჩალა გამოვლებული და რას წუწუნებ.-მითხრა ირაკლიმ.
-კაგით ხო. მოდი მეც გაგიკეთებ.-რგოლი დათოს მოვარგე თითზე.-რომანტიკისგან ორივე შორს ხართ.
-სამაგიეროდ არ თამაშობენ, ეს უკვე პლიუსია.-თვალი ჩამიკრა ვიკამ.
-ნუ იბუტები. რამდენჯერ აგიხსენი.
-რას გიხსნიდა?-დაინტერესდა იკა.
-ყველაფერი კი არ უნდა გაიგო. მე ვკითხე ვიკას რამე რომ გააქციე ბათუმში მაშინ?
-არაფერი არ გკითხა?-შეხედა ვიკას.
-ნწუ-თავი გაიქნია ვიკამ.
-მიკვირს.-წარბი აწია იკამ.
-წავიდეთ?-დათოს შევხედე.
-წავიდეთ.-გამიღიმა.
-სად გეჩქარებათ?-ვერ მთმობდა იკა.
-ვიკა ხვალ დაგირეკავ, შენთან საქმე მაქვს.-ჩავკოცნე რძალი.
-ვიკასთან გაქვს საქმე?-შემომხედა ირაკლიმ.
-მორჩი ყველას და ყველაფრის კონტროლს.-ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე და სახლიდან წამოვედით.
მე და დათომ ჯვარი დავიწერეთ, რესტორანში ავღნიშნეთ ჩვენი ამბავი. ჩვენი მეგობრები და თანამშრომლები იყვნენ ქორწილში. დათოს დედა და დათოს შვილი არ მოვიდნენ. დათოს ბიძა და ბიცოლა გავიცანი. ყველაფერმა მშვიდად და კარგად ჩაიარა. რესტორნიდან გამოვიპარეთ და ყაზბეგში წავედით. ერთი კვირის მერე დავბრუნდით თბილისში. საქმე არაფერი გვქონდა, მთელს დღეებს სახლში ვატარებდით. სადილს ვამზადებდი, დათო მარკეტში გავგზავნე. კარზე ზარი იყო, მეგონა გასაღები დარჩა და კარი სწრაფად გამოვაღე.
-გამარჯობათ.-წინ შუა ხნის ქალი მიდგა წინ.-ვინ გნებავთ?-შევხედე გაკვირვებულმა.
-ჩემი შვილი. შეიძლება შემოვიდე.-მითხრა და კარში შემოვიდა.
-თქვენ, ქალბატონო მედეა..
-შენი დედამთილი ვარ.-შემობრუნდა და ამათვალიერა, მერე კი გამიღიმა.-ასე ნუ მიყურებ შეშინებული.
-არა. მე..-დაბნეული ვუყურებდი.-მობრძანდით.-მისაღებში შევიპატიჟე.-ყავას დალევთ.-დაბნეულმა არ ვიცოდი რა მეთქვა.
-დაჯექი. არაფერი არ მინდა. ნუ ნერვიულობ.-გაეღიმა.
-დათო მარკეტში წავიდა, მალე მოვა.-თითებს ვიმტვრევდი ნერვიულობისგან.
-ლიამ დამირეკა. ყველაფერი მომიყვა. ჩემი რძლის კარგ ქალობაზეც ვიცი ყველაფერი. ქორწილში მინდოდა მოსვლა, უბრალოდ ჩემი შვილიშვილის გამო შევიკავე თავი. არ მინდა ბავშვს ვაწყენინო.
-მე არ მწყენია, მესმის. ვიცოდი, რომ ადვილი გზა არ მელოდა, მეორე ცოლობას თავის მინუსები აქვს.-ჩავილაპარაკე.
-დათო გიყვარს?-ხელზე ხელი მომკიდა.
-ძალიან.-თვალზე ცრემლი მომადგა.
-მაშინ დამილოციხართ შვილო. მინდა, რომ ბედნიერი იყოს ჩემი ბიჭი. სულ მას ვამტყუნებდი ყველაფერში, სულ ანანოს მხარეს ვიჭრედი. -ჩაილაპრაკა სევდიანად.
-ნინა მოვედი.-კარის ხმა იყო და დათოც შემოვიდა სახლში.-დედა?-გაკვირვებულმა შეხედა დედამისს.
-არ მელოდი?-გაუღიმა მედეამ შვილს.
-არა, არ გელოდი.-ლოყაზე აკოცა დედას. მერე კი მე შემომხედა.
-არაფერი დამიშავებია. არ ჩავერიე, არც არაფერს ვაპირებდი, უბრალოდ არ მომეწონა შენი ეს ნაბიჯი. ოჯახის დანგრევის გამო შენ გამტყუნებდი. მაგრამ ლიას ველაპარაკე და სიმართლე გავიგე.-უთხრა თავის შვილს.
-დედა ნინა ძალიან მიყვარს.
-მასაც უყვარხარ.-შემომხედა და გაეღიმა.
-შენ რა გჭირს, დედამთილს ყავა მაინც მოართვი.-შემომხედა დათომ.
-ახლავე.-წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. ყავა გავამზადე, ნამცხვარი და შოკოლადებიც დავალაგე სინზე და მისაღებში გამოვიტანე.
-რამდენი წელია შენი თვალები ასეთი ანთებული ღარ მინახავს, ალბათ მას მერე რაც დეა დაიბადა.-თმაზე პატარა ბავშვივით მოეფერა თავის შვილს.
-და მაინც აღიარე, რომ მოგეწონა.-შეხედა დედამისს და მერე მე გამომხედა.
-დასაწუნი რა აქვს შვილო. მთავარი ის არის, რომ შენ მოგწონს და ბედნიერი ხარ.
-მიირთვით.-წინ ყავა და ნამცხვარი დავუდე დედამთილს.
-მადლობა შვილო.-ყავა მოსვა.-ძალიან მეცნობი და ვერ ვიხსენებ საიდან.-ჩაილაპარაკა და ინტერესით მომაჩერდა.
-ყოფილი მოდელია. რაც შენ ჟურნალებს ათვალიერებ სადმე ნახავდი.-გაუღიმა დედასმისს დათომ.
-მართალი ხარ, გამახსენდა. -შემოგვხედა ორივეს.-კოსმეტიკის და სუნამოს რეკლამაში მყავს ნანახი. შენ რას აპირებ? სახლში იჯდები? რა უნდა ქნა, კომპანია აღარ გაქვს.
-მოვახერხებ რამეს.-ჩაილაპარკა დათომ.-ჯერ თაფლობის თვე გვაქვს და ნინათი ვტკბები.-თვალი ჩამიკრა, მე კი გავწითლდი.
-სასტუმრო გვაქვს და იქიდან გვექნება შემოსავალი.-ჩავილაპარაკე და დათომ გაკვირვებულმა შემომხედა.
-რა სასტუმრო?-მედეამ შეხედა თავის შვილს.
-არ ვიცი. შენს რძალს კითხე, ჩემთვისაც სიახლეა.-ინტერესიანი მზერა მომაპყრო დათომ და დედამისმა.
- სასტუმროს ნომრები ვიყიდეთ მე და ვიკამ ბათუმში და იჯარით გავაქირავეთ.-შევხედე ორივეს.
-როდის მოასწარი?-შემომხედა დათომ.
-ვიკამ მოაგვარა, ხომ იცი რა ყოჩაღია.
-ვიკა ვინ არის?-შეხედა დათოს.
-ჩემი ჯგუფელი ვიქტორია, შენ რომ მოგწონდა ძალიან.
-ვიკას საიდან იცნობ შენ?-ახლა მე შემომხედა.
-ჩემი ძმის ცოლია. ერთად ვიყიდეთ სასტუმროს ნომრები. მუშაობასაც დავიწყებთ, ჩვენზე არ ინერვიულოთ. თქვენ თუ რამე გჭირდებათ არ მოგერიდოთ არაფერი გთხოვთ, რითიც შევძლებთ დაგეხმარებით.-შევხედე ჩემს დედამთილს.
-დედა ექიმია. ზედმეტად ამაყია, არასდროს არ მართმევდა ფულს.
-საკმარი შემოსავალი მაქვს, თუ დაგჭირდებათ იქით დაგეხმარებით. თუ არა და ჩემს მომავალ შვილიშვილებს მაინც გავანებივრებ. იმედია შვილების ყოლას აპირებთ. დეასაც მოულბება გული. ყველაფერს დრო დაალაგებს.-შემოგვხედა ორივეს.
-ფეხმძიმედ ვარ.-ჩავილაპარაკე უცებ და ისევ ოთხი გაკვირვებული თვალი მომაჩერდა.
-რაა?-დათოს ღიმილმა გადაუარა სახეზე.
-დღეს ვაპირებდი თქმას, სასტუმროზეც და ბავშვზეც. -ჩავილაპარაკე ჩუმად.
-ღმერთო.-უცებ მოვიდა ჩემთან და გულში ჩამიკრა.-პატარა.-მუცელზე ხელის გულით მომეფერა.
-გილოცავთ.-მედეამ ორივეს გვაკოცა.-იმდენი ხანია კარგი აღარაფერი გამიგია. ბედნიერი მივდივარ. ლიასი ბოლომდე არ მეჯერა, ახლა კი ვხედავ, რომ როგორც იქნა ჩემი ბიჭი ნამდვილად ბედნიერია.
მედეა დათოს ბავშვობაზე მელაპარაკებოდა. ბევრი რამ მომიყვა, საღამომდე დარჩა ჩვენთან. თავის სახლშიც დამპატიჟა და დამპირდა ხშირად მოვალო. კონსულტაციაზე კი თავისთან დამიბარა, მედეა გინეკოლოგი იყო. მერე დათომ წაიყვანა სახლში. მეძინებოდა, საძინებელში ტანსაცმლიანი დავწექი საწოლზე, დათოს ველოდებოდი და ჩამეძინა. ყელში მაკოცა და თვალები ზანტად გავახილე.
-მე გაგხდი.-მითხრა და ნელ-ნელა ტანსაცმელი გამხადა.-რა ბედნიერი ვარ შენ არ იცი.
-ვახშამი მინდოდა მომემზადებინა. ახალი ამბავიც ვახშამზე მინდოდა მომეყოლა. არ გამოვიდა.-ვჩურჩულებდი ნახევრად მძინარე.
-მორჩი რომანტიკოსობას. შვილი გვეყოლება, რა ვახშამი და რა სანთლები.-კოცნა დამიწყო.-სხვანაირად ავღნიშნოთ.-ყელიდან კოცნით ჩაუყვა და მუცელზე მაკოცა. მერე რაღაც გაახსენდა, ტელეფონს დასწვდა და სადღაც დარეკა. ცოტა ხანში დაბრუნდა.
-სად წახვედი?-გაკვირვებულმა შევხედე.
-დედაჩემს ვკითხე სექსი თუ შეიძლება.
-რაა?-შევხედე გაბრაზებულმა.-რა გითხრა? ეგ როგორ კითხე?
-რა მოხდა მერე? მე წერომ კი არ მომიყვანა, ამას ისიც აკეთებდა მამასთან ერთად.-იცინოდა და თან მკოცნიდა.
-რა გითხრა?-არ ვცხრებოდი მე და სულ გავწითლდი.
-შეიძლება, ძალიან არ დაღალოო, სიცილი დაიწყო.-მითხრა და ისევ მაკოცა.
-რაღა მინდა, ახლა უკვე დედამთილმაც იცის როდის მაქვს ქმართან სექსი.-გაბრაზებული ვბურტყუნებდი.
-ჩემი ბრაზიანი.-მუცელზე მაკოცა.-ნინა ძალიან ჯაჯაღანა გახდი.
-არ ვარ ჯაჯღანა.-ტირილი დავიწყე.
-გულჩვილიც.-ყელში მაკოცა.-ნუ ტირი, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, ასეთი ვარ.
-არ მიღალატებ?-შევხედე თვალცრემლიანმა.
-აი სად დამენ*რა. ახლა ასე უნდა იტირო? არ გიღალატებ. როგორ უნდა გიღალატო? ისეთი კარგი ხარ.-ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ხარბად შემათვალიერა, მერე კი მოფერება განაგრძო.
ერთი კვირის მერე ვიკამ დამირეკა და მითხრა გავმზადებულიყავით, რესტორანში ქეიფობდნენ დათოს და ვიკას ჯგუფელები კვირა დღეს და ჩვენც უნდა წავსულიყავით.
სალონში წავედი და ძალიან მოვინდომე. სარკეში კმაყოფილი ვათვალიერებდი საკუთარ თავს. ლამაზი მუხლამდე კაბა მოვირგე, ქუსლიანი ფეხსაცმელი და უკვე მზად ვიყავი.
-დათო ჯერ არ ჩაგიცვამს?-შევხედე გაბრაზებულმა.
-შვიდ საათზეო და ჯერ ხუთი საათია.-გაკვირვებულმა სემომხედა და ამათვალიერა.-ასე მწარედ ვისთვის გამეოწყე?
-შენთვის. ადექი ჩაიცვი. მაინტერესებს შენ როგორ გამოიყურები, შნს ჩრდილში ყოფნას არ ვაპირებ.-ხელი მოვკიდე და საძინებელში შევიყვანე.
-ჩემს ჩრდილში? მე საერთოდ შემამჩნევს ვინმე? ნინა მაგარ ვიდზე ხარ და თუ ჩემთვის გაისარჯე ასე, იქნებ დავრჩეთ.-კაბის ელვა ჩამიხსნა და შიშველ ზურგზე ააცურა ხელი.
-გარყვნილო. რა დაუკმაყოფილება გჭირს. ჩაიცვი და ელვაც შემიკარი.-შევხედე გაბრაზებულმა.
-კარგი. გნებდები.-ელვა შემიკრა და ჩაცმა დაიწყო. ისეთი სიმპათიური იყო, რომ ლამის მეც გადავწყვიტე დარჩენა სახლში.-ასე რატომ მიყურებ?-ჩემსკენ წამოვიდა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.-მოგწონვარ პატარა?-ყელში მაკოცა და მეც თვალები მიმელულა.-წავედით.-უცებ მომცილდა და სიცილით გავიდა მისაღებში, მე კი გათიშული დამტოვა.
-ნუ მეთამაშები?-უკან ავედევნე, ის კი იცინოდა.
-სულ შენ ხომ არ უნდა მეთამაშო?-წელზე ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა.-დედაჩემთან როდის მიდიხარ?
-ხვალ, ბავშვის გულის ცემასაც მოგასმენინებო. წამოხვალ?-შევხედე დათოს.
-აბა რას ვიზავ.-გამიღიმა.-წავიდეთ?
-წავიდეთ.
რესტორანში, რომ მივედით თითქმის ყველა მისული იყო. დათოს და ვიკას მეგობრები გავიცანი. ჩემს გოგოს მუცელი უკვე ეტყობოდა. ისეთი საყვარელი იყო. ირაკლი გვერდიდან არ სცილდებოდა. ვიკამ გოგნებს ჩემი თავი წარუდგინა:“დათოს ცოლი და ჩემი საყვარელი მული“. ყველას ძალიან გაუკვირდა, მე და ირაკლი, რომ და ძმა ვიყავით. მოგვიანებით კიდევ ერთი მათი ჯგუფელი ნინელი მოვიდა. მარტო მოვიდა, ძალიან იყო გაპრანჭული, ძალიან მოუნდომებია.
-ნინელი, ეს დათოს მეუღლეა, ნინა.-გააცნეს გოგონებმა ჩემი თავი. მეც მივესალმე ნინელის.
ირაკლიმ ღვინოვ კახურო იმღერა. მთელი რესტორანი ტაშს უკარავდა ჩემს ბიჭს და განმეორებით სიმღერას სთხოვდნენ.
ვიკა მხოლოდ ერთხელ ეცეკვა ირაკლის, ვიღლებიო და გოგონებთან საუბრით ირთობდა თავს.
-წამოდი მეცეკვე.-ხელი მომკიდა ირაკლიმ და სცენისკენ წამიყვანა. მაგიდის მხარეს ვიყურებოდი, ის ნინელი გაცხარებული ელაპარაკებიდა ვიკას და თან ჩვენ გვიყურებდა. ირაკლიმ და მე ბევრი ვიცეკვეთ. მაგიდასთან, რომ დავბრუნდით ძველ ამბავს ვიხსენებდით და თან ვიცინოდით.-დღეს უნდა ვიმღეროთ.-მიჩურჩულა ირაკლიმ.
-არა იკა, არ შემიძლია.-შევხედე სევდიანად.
-კარგი რა ნინ. ამდენი კარგი მოხდა, დროა ისევ იმღერო.
-შენ რა იცი, რომ სიმღერა ვიცი?-შვეხედე გაკვირვებულმა.
-მამამ მითხრა ნინაც შენსავით კარგად მღერისო.
-მამას სიკვდილის მერე აღარ მიმღერია. იცი ფეხმძიმედ ვარ.-გადავულაპარაკე ირაკლის.
-მართლა?-გახარებულმა შემომხედა და ლოყაზე მაკოცა. წინ გავიხედე და ის ნინელი თვალებით მკლავდა, ნეტავ რა უნდა რას მომშტერებია? გავიფიქრე. ვიკა და გოგონები კი იცინოდნენ, თან სიცილის შეკავებას ცდილობდნენ.-წამოდი იმღერე.-მთხოვდა ისევ ირაკლიმ.
-კარგი წამოდი. -სცენისკენ წავედით და ჯენიფერ ლოპესის “No Me Ames” ვიმღერეთ.
-მიყვარხარ.-სიმღერის ბოლოს გულში ჩამიკრა და ჩამჩურჩულა. მაგიდისკენ წავედით, ირაკლი ხელს არ მიშვებდა, გოგონები ისე იცინოდნენ მოსასულიერებლები იყვნენ.
-რა გჭირთ?-შევხედე გაკვიევებულმა.
-ნინელის კითხე?-გვანცა სიცილით ლამის მაგიდის ქვეშ გაწვა.
-რა ხდება?-ვიკას შევხედე ინტერესიანი თვალებით.
-მე მეკითხები? ქმარს, რომ მახევ აქ.-მითხრა ვიკამ და მანაც სიცილი დაიწყო.
-რა ქმარს გახევ?-შევხედე გაკვირვებულმა.
-ნინელიმ არ იცის, რომ შენ ირაკლის და ხარ და სამი საათია ვიკას არწმუნებს ქმარს გახევს დათოს ცოლიო. ახლა დათო გაიყვანა აივანზე და რაღაცას ელაპარაკება.-იცინოდა ნათია.
-გადამირევს ქმარს.-მეც გამეცინა და აივნისკენ წავედი.
-მოვკლავ მაგათ.-გაბრაზებული ლაპარაკობდა ნინელი დათო კი იცინოდა.
-რა ხდება?-დათოს გავუღიმე და ხელი ჩავკიდე.
-გამაშაყირეს.-ბრაზობდა ნინელი, მერე კი შებრუნდა და მაგიდისკენ წავიდა.
-ნინელი ააგდეს და აღარ დაუშვეს მიწაზე. სულ ასე ამწარებდნენ. სტუდენტობის დროსაც ასეთი ეჭვიანი და ჭორიკანა იყო.-იცინოდა დათო.
-სიმართლე უთხარი?-გავუღიმე.
-ლამის გიწოდა და რა მექნა.-იცინოდა დათო.
-ისინი ხოხავენ სიცილით.-გოგონებს გავხედე. ნინელი ეჩხუბებოდა ისინი კი ისევ იცინოდნენ.-დათო არ წავიდეთ? დავიღალე.
-წავიდეთ.-შუბლზე მაკოცა და მაგიდისკენ წავედით.
-კარგად, გამიხარდა თქვენი გაცნობა.-გამოვუცხადე ყველას.-იმედია არ დაიკარგებით?
-შენ და ირაკლი თუ გვიმღერებთ ყოველ თვე შევიკრიბოთ.-გამოგვიცხადა გოგამ.
-გიმღებთ.-გავუღიმე.-კარგად.-ხელი დავუქნიე ყველას და წამოვედით, ვიკა და ირაკლიც წამოვიდნენ.
-გილოცავ.-დათოს ჩაეხუტა ირაკლი.
-მეც გილოცავ, ბიძა გახდები.-თვალი ჩაუკრა დათომ.
-ამ გიჟი გოგოს შვილი არ ვიცი როგორ მეყვარება.-ნასვამი იყო ირაკლი და სიყვარულს აფრქვევდა.
-მე კი ეს გოგო.-ხელი ვიკას დავუსვი მუცელზე.
-ბიჭია.-შემომხედა ირაკლიმ.
-არა გოგოა, ხო ვიკა?-თვალი ჩავუკარი ვიკას.
-სანამ არ დაიბადება ვერ გაიგეთ ვერც ერთი.-თითი დაგვიქნია და მანქანაში ჩაჯდა.
სახლში წამოვედით. ცხელი შხაპი მივიღე და საძინებელში შევედი.
-გოგონებს ძალიან მოეწონე.-პერანგი გაიხადა და შემომხედა.
-მეც მომეწონნენ.-გავუღიმე.
-ისინი სულ დავკარგე, რამდენი წელია არ მყავდა არავინ ნანახი. ანანო არ მომყვებოდა მათ შეკრებებზე, მე კი მარტო არ მინდოდა წასვლა.
-რატომ, გამოაცხადა სხვა დონის არიანო?-შევხედე დათოს.
-ზუსტად. ზედმეტად ამპარტავანია, ორი უკიდურესობა ხართ. ალბათ ამიტომაც გადამრიე, შენი უშუალობით. ყველას მიმართ თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით.-ლოყაზე ხელის გულით მომეფერა.
-დათო დეა რას ამბობს?-სევდიანად შევხედე. ძალიან მაწუხებდა მისი დამოკიდებულება.
-ვუთხარი, რომ და, ან ძმა ეყოლება და გაუხარდა. ამ დღეებში დედასთან იქნება. ჩვენც წავიდეთ და გაგაცნობ. ცოტა თუ გეუხეშა გაატარე გთხოვ.-მითხრა ხვეწნით.
-მესმის დათო, ბავშვი არ ვარ. ყველაფერი დალაგდება, ამის მჯერა.-ჩავეხუტე დათოს.
რამდენიმე შეხვედრა დეასთან კრახით დამთავრდა. მერე ლევანი და ნიკოლა ჩამოვიდნენ დედასთან ერთად იტალიიდან. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვიკას გოგო ეყოლა და ირაკლიმ ნინა დაარქვა.
-ჩემი სახელი რატომ დაარქვი?-ვკითხე იკას.
-ნინაზე ზრუნვა სისხლში მავქვს. შენ აღარ მიჯერებ არაფერს, ახლა პატარა ნინაზე ვიზრუნებ.-თვალი ჩამიკრა.
ძალიან ბედნიერი ვიყავი, ყველა გვერდით მყავდა. დათო მანებივრებდა. ვიკა კომპანიიდან წამოვიდა და ჩვენს პატარა ბიზნესებს უძღვებოდა. ერთობლივად ფართიც ვიყიდეთ და სალონი გავაკეთეთ. ერთ დღეს დათო მოვიდა და გამოაცხადა, რომ მანქანა გაყიდა.
-რატომ გაყიდე?-შევხედე.
-ბევრი საწვავი უნდოდა და ელექტრო მანქანა ვიყიდე. არ დამცინო.-ჩემს გაღიმებულ სახეს უყურებდა და თითს მიქნევდა.-ხვალ სამსახურს ვიწყებ.-გამომიცხადა.
-სად?
-ვიკას კომპანიაში. ახალ გენ დირექტორს ჩემი კანდიდატურა შესთავაზა ვიკამ, აღმასრულებელი დირექტორი ვიქნები.
-გილოცავ. ცხოვრებას ფეხი აუწყე, ეს კარგია.-კალთაში ჩავუჯექი და ხმაურით ვაკოცე ლოყაზე.
-აბა შენ როდემდე უნდა გთხოვდე ფულს?-გამიღიმა.
-ეს რატომ გაწუხებს? ეს ჩემი კი არა შენი ფულია.
-შენი ფულია და შენი ბიზნესი.
-მოდი ჩემი და შენი დაივიწყე და დაარქვი ჩვენი. კარგი?
-კარგი.-გამიღიმა.-იცი ელენემ ჩამიშვა საგადასახადოში და ფინანსურიც მან მომიგზავნა.
-ვერ იზავდა?-შევხედე დათოს და გამეცინა.
-დავპირდი რომ მოკვდები პირქვე უნდა დაგმარხო მეთქი. შენ არ დამმარხავ ჩემი შვილი დამმარხავსო. თუ არ ავუსრულო მე კაცი არ ვიყო.-დაიქადნა.
-დათო!
-რა დათო, ცხოვრება თავზე დამამხო.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-თავზე კი არ დაგამხო ბედს გწია.
-მართლა ბედს მწია მაგრამ ეგ ნამდვილად არ უნდოდა.-გაეცინა და ცხვირი გამისვა ყელში.-შენი სურნელი მაგიჟებს.
-იკამ ბავშვები ერთად მოვნათლოთო.-თემა შევცვალე.
-კარგია.-გამიღიმა.
-დათო მტკივა.-უცებ თითქოს რაღაც დატრიალდა მუცელში.
-რა? უკვე დაგეწყო?-შემომხედა შეშინებულმა.-ისუნთქე ნინა.
-ვსუნთქავ, საძინებელში ჩანთაა, აიღე და წვიდეთ.-ჩვილაპარაკე და მორიგი მოვლითი ტკივილი დამეწყო.
ერთი დღე მაწამა ჩემმა ბიჭმა და დაიბადა. პატარა გაბრიელი. დათო სიხარულისგან ტიროდა.
-ბებოს ბიჭია.-მედეა სიყვარულით უყურებდა პატარას.-პირველად ბებოს მოეგება.-ჩემმა დედამთილმა მამშობიარა.
სამ დღეში სახლში გამოგვიშვა მედეამ და თან გამოგვყვა. ლევანის მოვლაში რუსკას სულ ვეხმარებოდი და ვიცოდი ბავშვის მოვლა. პირველად დამეხმარა ბავშვის ბანაობაში, მერე კი თავის სახლში დაბრუნდა. გამომიცხადა, შენც მშვენივრად უვლიო.
დათო მეხმარებოდა, გაბის მუცელი სულ შემობერილი ჰქონდა და სულ ტარება უნდოდა. დეა მოვიდა ძმის სანახავად. უკვე დიდი გოგო იყო. ძალიან ლამაზი, მამას გავდა.
-რა პატარაა.-ფრთხილად მოეფერა ხელზე გაბის.
-გინდა დაიჭირო?-შევხედე დეას.
-არა, მეშინია.-შემომხედა.
-ნუ გეშინია.-ფრთხილად დავაკავებინე გაბი ხელში. ისიც გაინაბა დის მკლავებში და მშვიდად დაიძინა.
-მეყოლება ცოტა ხანი და მერე დავაწვენ.-შემომხედა დეამ.
-კარგი საყვარელო.-გავუღიმე დეას და სამზარეულოში სადილის მომზადება დავიწყე. დათო სამსახურში იყო, დეა მედეამ მოიყვანა და ისიც წავიდა. დეა იმ დღით კარგად მომეხმარა, გაბის სულ დაატარებდა და ელაპარაკებოდა. მე კი სახლის საქმეებს მივხედე.-დეა დააწვინე საწოლში, თორემ გატუტუცდება და შენ, რომ არ იქნები ხელში ჭერას მოითხოვს.-გავუღიმე.-წამოდი საჭმელი შევჭამოთ.-ბავშვი გამოვართვი და საწოლში ჩავაწვინე, დეა კი სამზარეულოში წავიყვანე. მშვიდად ვისადილეთ. არც ერთი ხმას არ ვიღებდით.
-ლევანი შენი ვინ არის?-მკითხა დეამ, სამშობიაროში გაიცნო ლევანი და ნიკოლა.
-ჩემი დის შვილია.
-დადას გეძახის.
-ხო, მისი დედა გარდაიცვალა და მე მისი დედაც გავხდი და მამაც.
-ახლა რატომ არ ცხოვრობს შენთან?
-დედაჩემმა იშვილა, თანაც ნიკოლამ და მან კარგად გაუგეს ერთმანეთს. იტალიაში სწავლობს. აქ მხოლოდ არდადეგებზე ჩამოდის.
-დედას და ბებიას საუბარი მოვისმინე.-ჩაილაპარაკა.
-რა საუბარი?-შევხედე და აშკარაფ ფერებმა გადამიარა სახეზე.
-ბავშვის გამო დათანხმდა და რას წარმოვიდგენდი თუ ერთმანეთი შეუყვარდებოდათო. ლევანის გამო რატომ მიხვედი მამასთან?-კითხვა დასვა დეამ.
-დეა. ეს ძალიან რთული და ჩახლართული ამბავია. მე არ დამინგრევია თქვენი ოჯახი. მე განზე გავდექი და წავედი. მერე დათომ ევროპაში წაგიყვანათ შენ და ანანო. იცი მამა რომ გარდაიცვალა დედაჩემი გათხოვდა. უკვე დიდი ვიყავი, მაგრამ ვერ ვაპატიე. აქ რაღაც საშინლად მტკიოდა.-გულზე მივიდე ხელი.-ასეთი რაღაცეები ხდება. როცა დათო შემიყვარდა დედას მერე შევურიგდი, მერე გავუგე. გაიზრდები, შენც შეგიყვარდება და იქნებ გაგვიგო.-ობლად წამოსული ცრემლი მოვიწმინდე.
-ლევანს რა სჭირდა?-შემეკითხა დეა.
-ლეიკემია. ორი წელი ვმკურნალობდი, შევძელი და გადავარჩინე.
-იმ გოგოებს თმა მართლა აჩუქე?
-ვინ გითხრა?-შევხედე გაკვირვებულმა.
-ლევანმა მითხრა. ჩემი დადა ყველაზე კეთილია. ჩემს მეგობრებს თმა უნდოდათ და აჩუქაო. ისინი ახლა უფალთან არიანო.
-სამწუხაროდ ოთხივე გარდაიცვალა.-თვალზე ცრემლი მომადგა.
-ნინა მესმის. გამუდმებით ჩხუბობდნენ, ახლა ორივე მშვიდად არის. მიხარია რომ ძმა მყავს, ძალიან მიხარია. მერჩივნა ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ თუ მაინც დედინაცვალი უნდა მყავდეს მირჩევნი ეს შენ იყო. მამას კაბინეტში ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვიპოვე ჟურნალები. მამა მოდის სამყაროს არასდროს ეცნობოდა. შენს გამო ჰქონდა, იქ შენი ფოტოები იყო. ძალიან მომწონდი, მერე ჟურნალები მოვიპარე. რომ გავიგე, რომ მამამ შენ მოგიყვანა ცოლად ყველა ჟურნალი დავხიე. მე მინდა შენთან მეგობრობა.
-იცი როგორ მიხარია.-წამოვდექი და დეა გულში ჩავიკარი.-მეც ძალიან მინდა საყვარელო.-სახეზე მოვეფერე და ისევ გულში ჩავიკარი. დეა საღამომდე ჩვენთან დარჩა. საღამოს ერთად ვივახშმეთ ყველამ და მერე დათომ წაიყვანა სახლში.
-არ გძინავს?-მისაღებში ფილმს ვუყურებდი დათო, რომ დაბრუნდა.
-რატომ დაგაგვიანდა?-შევხედე დათოს.
-ის გველი ცუდად გახდა.
-ვინ?
-ელენე. ინფაქტიაო, სასწრაფო დაგვხვდა, რომ მივედით, დეას მარტო ვერ დავტოვებდი.
-წამოგეყვანა უკან მერე.
-დედაჩემთან გავიყვანე და იქ შემოვრჩი.
-ექიმებმა რა თქვეს?
-რა და მდგომარეობა კრიტიკულიაო.
რამდენიმე დღეში გავიგეთ, რომ ელენე გარდაიცვალა. ქუთაისში გადაასვენეს და იქ უნდა დაეკრძალათ. დეა და დათო წავიდნენ, მე არ წავედი. ცინიკოსობა იქნებოდა ამ ქალის პანაშვიდზე მისვლა.
მე და იკამ ბავშვები ერთად მოვნათლეთ. დათოს და ვიკას ჯგუფელი გოგონები დამიმეგობრდნენ. ბავშვთა გასართობ ცენტრში ერთად დავდიოდით და დაგვყავდა დაბადების დღეებზე ბავშვები. დეაც მიმყავდა ყველგან. ისე უყვარდა გაბი ყოველ შაბათ-კვირა ჩვენთან მოდიოდა და ეთამაშებოდა.
პარკში ვსეირნობდით მე და გაბი. გაბრიელი უკვე წლინახევრის იყო. გვერდით სკამზე ორი ბიჭი იჯდა და გაბის ეთამაშებოდნენ.
-თქვენი შვილია?-გამიღიმა ერთმა.
-კი.-დავუდასტურე. მათ ბურთი მისცეს და გაბიც გაერთო. მერე კი ერთმაენთში ლაპარაკი დაიწყეს.
-ხო ბიჭო და რომ გიყვებოდი. მესაფლავედ წადიო მთხოვა გიორგიმ და მეც წავედი, ცოტა ფულს გავაკეთებ მეთქი. საფლავი გავთხარეთ, მიცვალებული დავმარხეთ. იქ რაღაც დატოვეს ჭირისუფლებმა შენდობა უთხარითო. დავსხედით, უკვე ბინდი იყო და ორი კაცი გადმოვიდა მანქანიდან და იარაღი მოგვიშვირეს. გათხარეთ საფლავიო. შიშისგან ლამის ჩავისვარეთ. მეგონა საკუთარ საფლავს ვთხრიდი. მიცვალებული ამოგვაღებინა და ახლა პირქვე დამარხეთო. შიშისგან რას არ ვიზავდით. პირქვე დავმარხეთ და მიწაც მივაყარეთ. მერე ამოიღო ჯიბიდან და ორას ორასი დოლარი მოგვცა. მანქანიდან მაგარი კონიაკები და მაგარი პურმარილი ამოიღო. ეგენი გადაყარეთ და მაგის შესანდობარი არ დალიოთო დაგვიბარა და ის იყო მიდიოდა ლაშამ კითხა, კი მაგრამ ვინ არის, ან რა დაგიშავაო. ჩემი სიდედრიაო თქვა და წავიდა. რახან გადავრჩით ისე მოვილხინეთ სულ იმ საფლავზე ვცეკვავდით. ზოგი რა გიჟი დაიბადება. მარა ისეთი შიში ვჭამე მას მერე აღარ წავალ მესაფლავედ.-თან იცინოდა და თან ისეთი ემოციით ყვებოდა ტიპი. ამ დროს გაბრილმა ისევ მათკენ გააგორა ბურთი და მათთან მივიდა.
-უკაცრავად.-ბავშვი ხელში ავიყვანე.-თქვენი საუბარი მოვისმინე. იმ მიცვალებულის სახელი და გვარი ხომ არ გახსოვთ?-შევხედე ბიჭს.
-რა დამავიწყებს, ელენე ნემსაძე. ლამის იმ საფლაზე მოვკვდი.-ნერვიულად გაიცინა.
-მადლობა.-ბავშვი ხელში ავიყვანე და სახლში წამოვედი.
-დათო!-სახლში შესულმა ხმამაღლა დავიყვირე.
-რა მოხდა?-გაკვირვებულმა გამომხედა.-რაგბს ვუყურებ და ნუ ხმაურობ.
-რა რაგბს? სულ გაგიჟდი?-შევხედე გაბზებულმა.
-რა მოხდა?-გაკვირვებული მიყურებდა.
-რა რა მოხდა. ელენე პირქვე რატომ დამარხე?-შევხედე გაბრაზებულმა.
-მეც არა ვთქვი რა მოხდათქო.-დაჯდა და რაგბის ყურება დაიწყო.-არა შენ საიდან გაიგე?-უცებ შემომხედა.
-დათო!
-რა დათო, დაიმსახურა და ახლა იდოს მიწაში პირქვე.-ხმას აუწია.
-ნორმალური ადამიანები ასე არ იქცევიან. ასე როგორ შეიძლება, სულ გადაირიე.
-დაწყნარდი ჩემო პრინცესა.-ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.
-ეს პრინცესა მაგ ელენემ მოგიყვანა.-გაბრაზებული ვუყურებდი.
-შენ საიდან გაიგე?-გაოცებული მიყურებდა.
-ქვემოთ სკვერში ზის ის ბიჭი და მეგობარს უყვება შენი კარგი კაცობის ამბავს.-შევხედე გაბუსხულმა.
-მა-მა.-ფეხზე შემოეხვია გაბი დათოს.
-მამას კაცი.-გულში ჩაიკრა გაბი.-ნინა დავამთავრეთ რა ამაზე ლაპარაკი. ბედნიერი ვარ და შემარგე ეს ბედნიერება. რა ელენე რის ელენე. რაც დავმარხე მას მერე გავილაღე და ვცხოვრობ ნამდვილი ცხოვრებით. ეგ სახელი აღარ ახსენო არასდროს.
-ფეხმძიმედ ვარ და გოგოა. ელენე უნდა დავარქვა.-შევხედე დათოს.
-სახლიდან გაგაგდებ.-ჩაილაპარაკა და მერე თითქოს გაიაზრა რაც ვუთხარი.-რა? გოგოა. ამდენი ხანი როგორ დამიმალე, რომ სქესიც იცი?
-გამომეპარა მეც. ერთი კვირის წინ გავიგე და წამომცდა.-ტუჩზე ვიკბინე.
-მიყვარხარ. თუ გინდა ურჩხული დაარქვი, ოღონდ ელენე არა.-ტუჩებზე მგელივით მეცა და მაკოცა. უცებ მომცილდა.-არის, ლელო დადეს, მაგრები ხართ.-ლამის ტელევიზორში შეძვრა ყვირილით.
-დედი მამას არ დაემსგავსო. ორ ასეთს ვერ გაგიძლებთ.-გაბის გავუღიმე და სამზარეულოში გავედით, დათო კი დავტოვე ემოციებში ტელევიზორის წინ. კარზე ზარი იყო. ამ შაბათ კვირას ექსკურსიაზე მიდიოდა დეა და არ გვესტუმრა, მე და გაბის მოგვენატრა.
-დია.-თვალები გაუბრწყინდა გაბის დეას დანახვაზე.
-ჩემი გოჭი.-ხელში აიყვანა დეამ გაბი და გულში ჩაიკრა.-როგორ მომენატრე. კარში ანანო იდგა.
-გამარჯობა, შემოხვალ?-შევხედე ანანოს, რაც ოფისში მეჩხუბა მას მერე არ მინახავს. მაგარ ფორმაში იყო, ზალიან ლამაზად გამოიყურებოდა.
-არა, მადლობა მე წავალ. ძალიან საყვარელია.-გაბრიელზე მანიშნა.-დეა სულ მასზე საუბრობს. ახლაც იმდენი მეხვეწა წამომეყვანა.
-ანანო შემოდი. დათოც სახლშია.-კარს მოვცილდი და ვანიშნე შემოსულიყო, რაც არ უნდა ყოფილიყო ის დეას დედა იყო.
-არა, მადლობა, ღამე მშვიდობის.-ჩაილაპარაკა და წავიდა.
-ჩემი ბურთი.-დეა გაბის კოცნიდა და ისე შევიდა მისაღებში.-მამ როგორ ხარ?-დათოს აკოცა.
-კარგად ვარ. შენ როგორ ხარ?-ისე აკოცა დეას ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია.-გადით სამზარეულოში, საქმე არ გაქვთ?-შემოგვიბღვირა და ისევ ტელევიზორის ყურება დაიწყო.
-მამაშენი გასულია მომსახურების ზონიდან.-მხრები ავიჩეჩე და დეას გავუღიმე.
-შენ მოგივლი, ჯერ დამთავრდეს.-თითი დამიქნია.- გადით რას დამიდექით წინ.-ბრაზობდა და ისე უყურებდა ტელევიზორს სავარძელზეც კი არ ჯდებოდა. ფეხზე იდგა და ემოციებში იყო.
-ეს მართლა მამაჩემია. რატომ მეგონა რომ გამოასწორე?-გაიცინა დეამ და სამზარეულოში გავედით.
-მოგეწონა რაბათი?-ვკითხე დეას.
-კი, ძალიან ლამაზია. უმაგრესი დრო ვატარეთ. აქამდე არ მიშვებდნენ არსად. ახლა მამა შენით არის დაკავებული, დედას ვიღაც კახა ყავს მეგობარი და საერთოდ დაავიწყდა შვილი. ახლა ტაო კლარჯეთი უნდა შევაპარო. გამიშვებენ, სად სცალიათ ჩემთვის.-სევდიანად ჩაილაპარაკა.
-დეა.-ხელი მოვკიდე.-თუ გინდა ჩვენთან გადმოდი. სკოლის შეცვლა არ დაგჭირდება, მე და გაბი გატარებთ მანქანით. თუ გენდომება სხვა ბინას ვიყიდით, შენს სკოლასთან ახლოს და იქ გადავიდეთ. მე ძალიან მინდა შენ და გაბი ერთად იყოთ.
-მეც მინდა გაბის გვერდით.-ჩაკოცნა გაბი.
-მალე დაც გეყოლება.-გავუღიმე.
-მართლა?-გაუხარდა. მე რომ გავიცანი დეა პირველად შემეშინდა. ლურჯად ჰქონდა შეღებილი თმა, ცხვირზე პირსინგი, შავი მანიკური ესვა და რაღაც გაურკვეველ მუსიკას უსმენდა. უხეში იყო, იმდენად, რომ უზრდელობაში გადასდიოდა თავის სიუხეშე. გაბის დაბადების მერე, შეიცვალა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ აბსოლიტურად შეიცვალა და სხვანაირი გახდა.
-მართლა საყვარელო.-თმაზე მოვეფერე.
-გაბი გოგო გვეყოლება და გავანებივროთ ხომ.-გაბი ჩაკოცნა.-არა მე შენ მაინც ყველაზე მეტად მეყვარები.
-მასაც ძალიან უყვარხარ. მთელი კვირაა შენს სახელს გაიძახის.-გავუღიმე დეას.
-ნინააა.. შეყვარებული მყავს.-მორცხვად ჩაილაპარაკა.
-ხოო. კარგია. გაგვაცანი.-გავუღიმე დეას.
-მამას როგორ ვუთხრა?
-მამას უთხარი, რომ მეგობარია, მთლად ნუ ეტყვი, რომ შეყვარებულია. დაპატიჟე და მოიყვანე ჩვენთან. ოღონდ გათხოვებაზე არ იფიქრო.-თითი დავუქნიე.
-არა. ჩემზე ერთი წლით დიდია. ჯერ უნდა ვისწავლო, მანაც და მერე დრო გვიჩვენებს.
-ჩვენი გოგო გაიზარდა.-ხელები მოვხვიე დეას და გულში ჩავიკარი. ამ ბავშვს ისე აკლდა მშობლების ყურადღება, რომ გული საშინლად მწყდებოდა. არ ვიყავი დამნაშავე, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც რაღაც მაწუხებდა, თითქოს ჩემი ბრალიც იყო მას, რომ მშობლების ყურადღება აკლდა.
-ნინა შაბათს მოვიყვან ვაკოს და გაგაცნობთ. გაბისაც წავიყვანთ სასეირნოდ. იმდენს ველაპარაკები გაბიზე, რომ ძალიან უნდა გაბის ნახვა.-მთხოვდა დეა.
-კარგი დეა, მოიყვანე.-გავუღიმე.
-ვინ უნდა მოიყვანო?-სამზარეულოში დათო შემოვიდა და წყალი დალია.
-თავის მეგობარი უნდა გაგვაცნოს.-ვუთხარი დათოს, მან კი მორიგი ჭიქა შეავსო წყლით და დალია.
-ვინ მეგობარი?-თქვა და მორიგი ჭიქა შეავსო წყლით.
-სკოლის მეგობარი.-თვალი ჩავუკარი დეას.
-მოიყვანე მერე მამი.-კიდევ დაისხა წყალი და დალია.
-დათო თუ იხრჩობოდი ვერ მითხარი? მოგიტანდი მაგ წყალს.-შევხედე თან მეცინებოდა.
-მივხვდი, რომ მწყუროდა? მაინც მოიგეს. მაგრები არიან.
-დეა ხვალ თავიდან მოვუყვები ამას, დღეს არა მგონია ჩვენი ნათქვამი რამე გაეგო.-შევხედე დეას, ისიც იცინოდა.
-რა ვერ გავიგე. კლასელი გოგო უნდა მოვიყვანოო. მშვენივრად გავიგე.-გვითხრა და გაბი აიყვანა ხელში.
-რა კლასელი გოგო. საერთოდ დაგიბლოკავ ყველა სპორტულ არხს.-ავედევნე უკან.
-რა უნდა მამი?-გაბის შეხედა.
-რა მინდა და გამოფხიზლდი. დეამ უნდა გაგვაცნოს თავის სკოლელი ბიჭი, მისი მეგობარია. შაბათს მოიყვანს, იმედი მაქვს დაიმახსოვრე.
-ბიჭი. შეყვარებული გყავს დეა?-შეხედა დეას.
-ჰყავს. გაიზარდა შენი შვილი დათო. შენ კიდევ ლელოო.. ისევ გაჰყვირი ამხელა კაცი.-მხარი გავკარი დათოს.
-მართლა მამი?-დეა ჩაიკრა გულში.-მამი ჯერ ადრე არ არის შეყვარებულობანა? -შეხედა უცებ.-კარგი მოიყვანე და გავიცნობ. აი სად დამერ*ა.-აღმოხდა უცებ, მე და დეამ კი სიცილი დავიწყეთ.-გათხოვება არ გაბედო იცოდე.-ბოლოს თითი დაუქნია.
-არ ვაპირებ.-გაუღიმა დეამ.
-შენც ასე აწამებდი მამაშენს?-შემომხედა მე.
-მე შეყვარებული არ მყავდა, სამაგიეროდ თაყვანისმცემლები დამდევდნენ უკან. თავს მაბეზრებდნენ და მამა აგვარებდა მათთან ყველაფერს.-ჩავილაპარაკე, თან სარეცხის მანქანიდან ზეწრები გამოვიღე.
-მამაშენი უფრო შარში ყოფილა.-ჩაილაპარაკა.-არა მე უფრო შარში ვარ.-აფორიაქდა დათო.
დეა ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. ძალიან მეხმარებოდა გაბის გაზრდაში, თან ფეხმძიმედ ვიყავი და გაბის ტარება უკვე მიჭირდა. სამაგიეროდ მეცადინეობაში ვეხმარებოდი დეას, სკოლაში კარგი შედეგები ჰქონდა. მისი მეგობარი ვაკო კარგი ბიჭი იყო. კარგად სწავლობდა და დეაზე კარგ ზეგავლენას ახდენდა. დათო თავიდან უბღვერდა ვაკოს, მერე შეეგუა და მიეჩვია. ჩვენი ბორჯღალოსნების საბალეშიკოდ ერთადაც წავიდნენ სტადიონზე რაგბის საყურებლად. დათომ სტადიომზე ვაკოს მამაც გაიცნო.
-გაიგე საყვარელო?-დეას მათემატიკაში ვამეცადინებდი, დათო დაგვადგა თავზე.
-მეც კარგად ვსწავლობდი მაგრამ არაფერი აღარ მახსოვს, შენ როგორ გახსოვს ასე კარგად მათემატიკა?-გაოცებული გვიყურებდა.
-ყოფილი კომაროველი ვარ. თანაც მოსწავლეებს ვამზადებდი სტუდენტობის დროს.-შევხედე დათოს.-საკუთარი ფული მქონდა და არავისზე არ ვიყავი დამოკიდებული.
-ხოო, ეგ არ გეწერა რეზიუმეში.-თვალი ჩამიკრა.
-სამაგიეროდ ის ხომ კარგად ამოიკითხე „ყოფილი მოდელი“.-გამოვაჯავრე დათოს.
-პირველად შენი გარეგნობა მომხვდა თვალში და რა ვქნა.-მხრები აიჩეჩა.
-მამა გვაცდენ. მორჩით ჟღურტულს.-გაეცინა დეას და ამოცანის ამოხსნა განაგრძო.
-ჩუმად.-საჩვენებელი თითი ტუჩებთან მივიტანე და დათოს თვალებით ვანიშნე ოთახიდან გასულიყო.
-რა მკაცრი ხარ.-ხელები ასწია და ოთახიდან გავიდა.
სამზარეულოში ვიყავი, კარტოფილს ვჭრიდი კერძისთვის, უკვე ძალიან დიდი მუცელი მქონდა.
-ნინა იცი რა ბედნიერი ვარ?-ჩაილაპრაკა დათომ, თან მე მიყურებდა.
-როგორი?-შევხედე წარბაწეუმა.
-ძალიან ბედნიერი.-მოვიდა და ყელში მაკოცა.-სახლში სიხარულით მოვრბივარ, რომ შენს ღიმილს დავინახავ, დეას და გაბის გახარებულ თვალებს დავინახავ. სახლში მოსვლა მიხარია. შენ? ბედნიერი ხარ? სულ იმის შიში მაქვს, რომ შეიძლება რაღაც შემეშალოს და გაწყენინო. თუ რამე არ მოგეწონება მითხარი და გამოვსწორდები.
-მე ასეთი მიყვარხარ და არ შეიცვალო. შენი უარყოფითიც მიყვარს და შენი დადებითი მხარეც.
-მიყვარხარ. -ისევ მაკოცა და ზურგიდან ჩამეხუტა.

დასასრული.



№1  offline წევრი Takk.22

ძალიან სასიამოვნოდ წერ

 


№2  offline წევრი R.M

Takk.22
ძალიან სასიამოვნოდ წერ

მადლობა❤
--------------------
R.M

 


№3  offline წევრი elene2619

როგორი კარგი ისტორიააა heart_eyes
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე heart_eyes

 


№4  offline წევრი ჭირვეული

კარგი იყო, როგორც ყოველთვის. შენი პერსონაჟები ადამიანურები არიან, თავიანთი დადებითი და უარყოფითი თვისებებით და ეს მომწონს განსაკუთრებით. იმედია, მალე დაბრუნდები ახალი, საინტერესო ისტორიით

 


№5  offline წევრი R.M

elene2619
როგორი კარგი ისტორიააა heart_eyes
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე heart_eyes

მადლობა რომ კითხულობთ❤
უკვე მეგონა მხოლოდ ათვალიერებდნენ და არ კითხულობდნენ.
თქვენი კომენტარები დიდი სტიმულია❤❤????

GentleWoman
კარგი იყო, როგორც ყოველთვის. შენი პერსონაჟები ადამიანურები არიან, თავიანთი დადებითი და უარყოფითი თვისებებით და ეს მომწონს განსაკუთრებით. იმედია, მალე დაბრუნდები ახალი, საინტერესო ისტორიით

მადლობა ❤
--------------------
R.M

 


№6 სტუმარი ლიამი

არანაირი გრძნობა, არანაირი ემოცია, არანაირი არაფერი მოვიდა ჩემამდე. მაპატიე მაგრამ ასე მეგონა 13 წლის ბავშვის ნაწერს ვკითხულობდი. პლიუს ამას ნინას პროტოტიპი ახურებული ქალის იერს ტოვებს ხან ერთიკაცი უნდა, ხან მეორე უნდა, მერე ისევ პირველი უნდა, მერე მეორე უნდა.
საშინელება იყო, ემოციებზე იმუშავე... წაიკითხე ფეფოსი, ფორთოხალის, ლორელაის, ალისას მოთხრობები რაღაცამ გული ხო უნდა აგიჩქაროს ან პირიქით... არაფერი მოვიდა სრულიად მშრალად გიწერია.
წერ ობოლი ცრემლი მოიწმინდაო, ისე უნდა წერო რომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების აღწერისას აგეტიროს ადამიანს მე კიდე ისე წავიკითხე ვოთომც არაფერი.
ვწუხვარ კიდევაც რომ დრო დავკარგე

 


№7  offline წევრი მე♥უცნაურე

უსაზღვროდ ვისიამოვნე ამ ისტორიით
მადლობა
საოცარი და-ძმობა იყო აღწერილი

 


№8 სტუმარი Nino

Miyvars sheni istoriebi dz.

 


№9  offline წევრი R.M

Nino
Miyvars sheni istoriebi dz.

მადლობა❤
მეც მიყვარხართ ჩემი ერთგული მკითხველები.❤❤

ლიამი
არანაირი გრძნობა, არანაირი ემოცია, არანაირი არაფერი მოვიდა ჩემამდე. მაპატიე მაგრამ ასე მეგონა 13 წლის ბავშვის ნაწერს ვკითხულობდი. პლიუს ამას ნინას პროტოტიპი ახურებული ქალის იერს ტოვებს ხან ერთიკაცი უნდა, ხან მეორე უნდა, მერე ისევ პირველი უნდა, მერე მეორე უნდა.
საშინელება იყო, ემოციებზე იმუშავე... წაიკითხე ფეფოსი, ფორთოხალის, ლორელაის, ალისას მოთხრობები რაღაცამ გული ხო უნდა აგიჩქაროს ან პირიქით... არაფერი მოვიდა სრულიად მშრალად გიწერია.
წერ ობოლი ცრემლი მოიწმინდაო, ისე უნდა წერო რომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების აღწერისას აგეტიროს ადამიანს მე კიდე ისე წავიკითხე ვოთომც არაფერი.
ვწუხვარ კიდევაც რომ დდავკარგე

ყველა ინდივიდუალურია.
ყველას თავის სტილი აქვს.
ბოდიშს გიხდი თქვენი ასე ძვირფასი დრო რომ დაგაკარგვინეთ.❤
--------------------
R.M

 


№10 სტუმარი Linda

dzaan mshrali istoriaa chemo kargo titqos mariali akliao...
abdaubdad da ugrdznobad midis movlenebi...
amdeni kacis sikvdili ra aris espanuri serialia?
mere ravici chemamde veraperi movida imdnead zerelad mgonia dawerilia

 


№11  offline წევრი ნორმი

ე.ი ძალიან მაგარი ისტორია იყო..არა შენ მაგარ ისტორიებს სულ წერ....ძალიან კარგი გოგო ხარ და ასე გაარგრძელე....
--------------------
მორფეოსი

 


№12  offline წევრი R.M

ნორმი
ე.ი ძალიან მაგარი ისტორია იყო..არა შენ მაგარ ისტორიებს სულ წერ....ძალიან კარგი გოგო ხარ და ასე გაარგრძელე....

მადლობა ძვირფასო. ❤❤❤❤
--------------------
R.M

 


№13 სტუმარი სტუმარი Nalla

რა უაზრობაა :///

 


№14  offline წევრი R.M

ჟოზე
პირველად წავიკითხე შენი ისტორია და მინდა გითხარ რომ ძალიან, ძალიან მომეწონა... საერთოდ არ ვეთანხმები კომენტარებს რომ ემოცია ვერ მოიტანა, მომეწონა და ვისიამოვნე თან როგორ... ეხლა გადავალ შენს პროფილზე და ვნახავ ძველ ისტორიებს ❤
ამ ისტორიის კითხვის დროს კი საოცარი ემოციებით ავივსე,მადლობა შენ ამისთვი და წარატებებს გისურვებ ❤❤ დღეიდან ჩემს ფავორიტებში დაგამატე და ერთგულ მკითხველად მიგულე ❤

მადლობა❤
ერთი და იგივე მტროლავს. ყურადღებას უკვე აღარ ვაქცევ. ❤
--------------------
R.M

 


№15 სტუმარი სტუმარი ელიზა

ანუ ისტორია არც მე მომეწონა და რახამც მინდა დავწერო ჩემი აზრი მეც გტროლავ?
კრიტიკის მიღება არ შეგიძლიათ ამ ხალხს და თუ გგონია ისე ერთი და იგივე ადაიანს არ ეზარება შენთან შემოსვლა და ათჯერ რაღაცის დაწერა ძალიან დიდი წარმოდგენა გქონია საკუთარ ნამუშევრებზე...
ისტორიას ნამდვილად აკლია ემოციები, ის სიყვარული და ის გრძნობები რომელიც საჭიროა ორი შეყვარებული ადამიანის საუბრისას.
თუნდაც ფლირტისას, ყველაფერი ყალს და დადგმულს გავდა და მიდით ახლა და იძახეთ რომ ხალხი ძალით გიწერთ კომენტარებს და თავი დაიმშვიდეთ

 


№16  offline წევრი R.M

ჯანსაღ კრიტიკას ძალიან ვაფასებ.
ძალიან მიყვარხართ.❤
ამასობაში ისტორიის ნახვებიც იზრდება და უფრო მეტი ინტერესია.
მეტია ჯანსაღი შენიშვნაც და კრიტიკაც.❤
კრიტიკას განსაკუთრებით ვითვალისწინებ.
რაც შეეხება ემოციას ისტორია მსუბუქად წასაკითხი მინდოდა გამოსულიყო, ამიტომაც რეაბილიტაციის წელიწად ნახევარი საერთოდ ამოვიღე.
რაც შეეხება ტროლვას კომენტარი:"უაზრობაა" ამას კრიტიკას ვერ დავარქმევ. ეს ე.წ. "ბოღმაა".
P.s.მე ყველა მიყვარხართ.❤❤
--------------------
R.M

 


№17  offline წევრი Niniko11

არვიცი რა ვთქვაა ძალიაან კარგი იყოო სევდიანიც...
დიდი ხანია ასეთი ისტორია აღარ წამიკითხაავს მადლობა შენ ასე განაგრძე
და ახალი ისტორიით დაბრუნდიი
წარმატებები♡♡♡

 


№18  offline წევრი R.M

Niniko11
არვიცი რა ვთქვაა ძალიაან კარგი იყოო სევდიანიც...
დიდი ხანია ასეთი ისტორია აღარ წამიკითხაავს მადლობა შენ ასე განაგრძე
და ახალი ისტორიით დაბრუნდიი
წარმატებები♡♡♡

მადლობა heart_eyes heart_eyes
--------------------
R.M

 


№19 სტუმარი სტუმარი ნატო

ვერაფერი ვიგრძენი.. მეგონა 10 წლის ბავშვმა დაწერა

 


№20  offline წევრი R.M

სტუმარი ნატო
ვერაფერი ვიგრძენი.. მეგონა 10 წლის ბავშვმა დაწერა

რა საყვარელი ხარ. :D :D :D
--------------------
R.M

 


№21 სტუმარი სტუმარი კრავაი

ოპტიმისტური და მომავლის იმედის მომცემი ისტორები გაქვთ, თუმცა თითქმის ყველა ისტორიაში მეორდება ბევრი პასაჟი და ეს ნაკლებ საინტერესოს ხდის ამბავს. მე მაინც მგონია, რომ თქვენს ნაწერებში საუკეთესოა " თოთხმეტი წელი მოლოდინში". პ.ს. ვარ თქვენი მკითხველი, ველოდები ახალ ისტორიას და არ გეწყინოთ პატარ-პატარა შენიშვნები. ეს ყველაფერი, თქვენ როგორც ავტორს გაგზრდით. წარმატებები!!!

 


№22  offline წევრი R.M

სტუმარი კრავაი
ოპტიმისტური და მომავლის იმედის მომცემი ისტორები გაქვთ, თუმცა თითქმის ყველა ისტორიაში მეორდება ბევრი პასაჟი და ეს ნაკლებ საინტერესოს ხდის ამბავს. მე მაინც მგონია, რომ თქვენს ნაწერებში საუკეთესოა " თოთხმეტი წელი მოლოდინში". პ.ს. ვარ თქვენი მკითხველი, ველოდები ახალ ისტორიას და არ გეწყინოთ პატარ-პატარა შენიშვნები. ეს ყველაფერი, თქვენ როგორც ავტორს გაგზრდით. წარმატებები!!!

მადლობა heart_eyes
--------------------
R.M

 


№23 სტუმარი ძალიან კარგია ყოჩაღ

Takk.22
ძალიან სასიამოვნოდ წერ

 


№24 სტუმარი სტუმარი ნინო

დავიწყე და დავამთავრე,მონეწონა ????

 


№25 სტუმარი სტუმარი მაია

მე მომეწონა....ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო...დადებითად იმოქმედა

 


№26 სტუმარი სტუმარი ნონა

არ ვიცი ვისთვის როგორ მაგრამ მე სრულიად ცხადად შევიგრძენი ყველა ის ემოცია რასაც მთავარი პერსონაჟი განიცდის.მე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ასეთი სასიამოვნო და სიყვარული ისტორიები.

 


№27 სტუმარი Killer of

ძალიანაც კარგი იყო!

 


№28 სტუმარი მადონა ხაჭაპურიძე-კიკვიძე

ისე ძალიან მიყვარს მეორედ წავიკითხე და ვიცი კიდევ წავიკითხავ.გაიხარეთ.

 


№29 სტუმარი სტუმარი Nestani

Me Zales an momewona saintereso sadiamovno wasakitxi saocari cyvilebit ra kargi iyo mec bevrjer wavikitxav vici imdeni emociebit Ari's savse mraval ferebit madloba warmatebebi ????????????

Kidev wavikitxavdi ROM yofiliyo visiamovne iseti tkbili da tbili nacarmoebia madloba

 


№30  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგი ისტორია იყო... საზიამოვნოდ წავიკითხე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent