შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 25)


6-09-2019, 20:59
ავტორი naattii
ნანახია 1 728

როგორც ყოველთვის კლუბში შესული ლილუ უამრავ ხალხს და მოცეკვავე სხეულებს ელოდა, თუმცა სულ ტყუილად, დაცარიელებული დარბაზი სულაც აღარ გამოიყურებოდა ძველებურად მიმზიდველად, მხოლოდ რამდენიმე სხეული ყვებოდა ჩართულ მუსიკას და არც ჭიქის ხელში დაკავებას ერიდებოდნენ ამჯერად არავინ იყო ვინც დაეჯახებოდათ და ძვირიან სასმელს დააღვრევინებდათ. ბარმენი მოწყენილობისგანლამის სიზმრების სამყაროსკენ წასულიყო, დახლზე თავი დაედო და ხმამაღალი მუსიკის მიუხედავად თვლემდა. ნენე ერთ-ერთ თავისუფალ მაგიდას მიჯდომოდა და მთელი ბოთლი არაყი დაედგა წინ.
-მაპატიე გაბრიელ შენი პირობის დარღვევა მომიწევს_თავი გადააქნია და ნენესთან დამჯდარმა პირდაპირ სასმლისკენ წაიღო ხელი.
-რას ავღნიშნავთ?_ჭიქა აწია და გოგოს დაელოდა. მაშინვე შეანათა ნენემ მთვრალი თვალები.
-თვითონ არ ეცალა არა?_მწარედ გაეცინა გოგოს, -როგორც ყოველთვის, აი ნახავ, მალე ნახავ რა საშინელი პროფესია აქვთ_თითი დაუქნია და მორიგი ჭიქა გადაკრა.
-უკვე გამოვცადე სადაც მუშაობენ, დამიჯერე ჩემთან ეგეთი არ გამოუვა_თვალი ჩაუკრა ლილუმ და თავადაც გადაუშვა კისერში მწველი სითხე.
-როგორ მოხდა მარტო რომ გამოგიშვეს?
-მცველები მახლავს_უკანა მაგიდასთან მჯდომი ორი ბიჭისკენ გაახედა მანაც, -აქ როდის მერეა ასეთი სიმცირე?
-რაც იოანემ თავისი მოწმობა დააძრო და ქნევას მოჰყვა_სიცილით დაიწყო, თუმცა საყვარელი სახელის ხსენებაზე მაშინვე მოიღუშა. -დღეს ჩვენი ბოლო დღეა_მწარე ღიმილმა გაუპრო ტუჩები და მორიგ ჭიქას დასტაცა ხელი -იოანეს ჩემი გონებიდან გაძევებისა იყოს_მაღლა შემართა სასმელი.
-იცი რა, მოდი იმ ნაბიჭვრებს გაუმარჯოთ პირველივე გაცნობის წამიდან რომ მოგშხამავენ, სხეულის თითოეულ ნაწილში შეგიძვრებიან და ტვინს გირევენ.
-გაბრიელმა მოგშხამა?_თვალები დაუწვრილდა ნენეს.
-რას ქვია და მომშხამავდა, იქეთ მოვშხამე, რას დაეძებ, დაი*იდე, მთავარია სათქმელი გქონდეს დასალევთან_სიცილი აუტყდა ლილუს და კიდევ ერთი დალია.
რამდენიმე წუთი დასჭირდათ გოგონებს, მალე ორივეს გალეშილი მთვრალის ღიმილი გადაეკრათ სახეზე და უაზროდ სიცილსაც მოყვნენ.
-შენი *რაკი სულ მომწონდა_სლოკინით ამოთქვა ნენემ.
-მე შენი თვალები, ჩემი *რაკი იმდენი ვარჯიშის შედეგია ვინ იცის_ხელი აიქნია ლილუმ და ბარმენს კიდევ დაუძახა სასმელზე.
-პირველად ვნახე ბედნიერი და შეშლილ-გადარეული გაბრიელი_უკვე თვალებიც უღიმოდა გოგოს.
-მასთან მეც სულ სხვანაირი ვხდები_თავი გადააქნია ლილუმ, -როგორ მეგონა ჩემს ყველა ნაცად ხერს გამოვიყენებდი, გავაგიჟებდი, გავაწამებდი, თუმცა ვერ შევძელი, მე უფრო ადრე დავნებდი ვიდრე ის_სიცილი აუტყდა და ნენეს გახედა. -არ გაუშვა ნენე, დამიჯერე და არ გაუშვა, სწორი გზით მიდიოდი, ახლა უბრალოდ დაიცადე, ნახავ შენ რაც საჭირო იყო უკვე გააკეთე, ახლა მისი ჯერია_თვალი ჩუკრა გოგოს.
-იმედს ნუ მაძლევ გთხოვ, უკვე შევეგუე, რომ ის ჩემს ცხოვრებაში აღარ იქნება.
-ცდები_გაუღიმა ლილუმ და ძლივს მოახერხა წამოდგომა. -აბა, ავწიოთ ტაკუნები და სახლებში, კაცი მელოდება, თუმცა ფუჰ სამსახურშია.
-გითხარი მალე გაიგებთქო_ნენეს უფრო გაუჭირდა წამოდგომა.
ძლივს ჩააჯინეს მანქანაში ლილუზე მიმაგრებულმა ბიჭებმა ბოლო ხმაზე მოხარხარე გოგონები და ღიმილის შეკავებით ცდილობდნენ გზაშიც არ მიექციათ ყურადღება მათი დიალოგებისთვის. სადარბაზოსთან შუჩერეს ნენეს, ერთ-ერთმა დაკვირვებით მოათვალიერა გარემო და საეჭვო რომ ვერაფერი შეამჩნია დამშვიდებულმა გაუღო გოგოს კარი. არავინ იცოდა, რომ სწორედ ეს იყო ნაგაზის გეგმა, ვერავინ მიხვდა, რომ აშკარა სიმშვიდის უკან სადარბაზოში დამალული ქარიშხალი არსებობდა, უკუნით სიბნელეში ნასვამი ქალი ისე აიყვანეს ხელში და იმ წამს მოსულ მანქანაში ისე შეტენეს, არავის ყურამდე მისულა მისი გამოფხიზლებული კივილი.

-აბა? გვაქვს რამე ახალი?_პირდაპირ მალხაზისთან შევარდა გაბრიელი.
-ჯერ კიდევ კამერების ჩანაწერებს ვუყურებთ_დაღლილი თვალები მოისრისა იოანემ.
-კარგი, თუ რამე გექნებათ დამიძახეთ, აქ ვიქნები, ჩემ საქმეს მივხედავ_ხმადაბლა ჩაილაპარაკა და უკან, ეულად მდგომ კომპიუტერს მიუჯდა. კი გამოხედა იოანემ გაკვირვებულმა, მაგრამ ისევ კამერებს მიუბრუნდა.
რამდენიმე საათი მუშაობდა სამივე, ისე დაათენდათ ვერც გაიგეს, მალხაზი მაგიდაზე თავ დადებული ფშვინავდა, ტყუპები კი ახერხებდნენ სიფხიზლის შენარჩუნებას. ერთი აზრი არ ასვენებდა გაბრიელს და ცდილობდა კვალს ბოლომდე მიყოლოდა. ბოლოს თითქოს რაღაც იპოვა და დაჩის მიწერა, სასწრაფოდ დაიბარა მალხაზის სამფლობელოში. ამ დროს ზემოდ ხსენებულსაც გაეღვიძა და თვალების ფშვნეტით ახედა საათს, რომელიც უკვე სრულ ცხრა საათს აჩვენებდა.
-რა ხდება გაბრიელ?_დაბარებულივით შმოაღო რამდენიმე წუთში დაჩიმ კარი.
-მემგონი რაღაც მაქვს_მთავარი კომპიუტერისკენ გადაინაცვლა ბიჭმა.
-მიდი მიდი არ მოგერიდოს_დაბღვერილმა მიაძახა მახაზიმ, როცა ბიჭმა მთავარი კომპიუტერის კლავიატურა წაართვა ხელიდან.

-არ მასვენებდა ის ამბავი ვინ გაიტანა ინფორმაცია ბიჭების შესახებ, ამიტომ პატარა გამოძიება ჩავატარე და მგონი რაღაც მაქვს_თითების წკაპუნი დაიწყო სკამზე მოკალათებულმა და ეკრანზე მიათითა. -მოღალატე პოლიციელის პოვნა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, პირველ რიგში ზარების შმოწმება დავიწყე, ისეთის რომელიც უცხო ნომრიდან განხორციელდა, რადგანაც ასეთი ათასობით იყო გადავწყვიტე ...
-იმ საღამოთი დაგეწყო, როდესაც ბიჭები მოვიყვანეთ და საკანში ჩავსვით_აზრი დააბოლოვა იოანემ და სკამზე შესწორდა.
-აქედან გამომდინარე რაოდენობა თითქმის განახევრდა, ამის შემდეგ ...
-ისეთები გამოაკელი რომელიც რამდენჯერმე იქნებოდა დაფიქსირებული_ისევ დაასწრო ტყუპმა,
-დიახ, რადგანაც ისინი ერთ ნომერს რამდენჯერმე არ გამოიყენებდნენ.
-ვერ ვიტან როცა ტყუპობთ_წარბები შეეკრა მალხაზს.
-გაბრიელ პირდაპირ თქვი_მოთმინება ამოეწურა დაჩისაც.
-მოკლედ საბოლოოდ ყველაზ საეჭვო აი ეს ნომერია, და ახლა მალხაზი ნომრის მიხედვით სრულ დოსიესაც მოგვიძებნის_გამარჯვებულის ღიმილით დაუბრუნა კლავიატურა პატრონს, მასაც სულ რამდენიმე წამი დასჭირდა და დოსიე თავისი ფოტოსურათით უკვე ეკრანზე იყო.
-გიორგი ნაკაშიძე, იცნობთ კარგად?_გამშრალ ბიჭებს გამოხედა და მათ სახეებზე წარბები აზიდა, -რა ხდება ტყუპებო.
-ამის დედაც ....._გულიანად შეიკურთხა იოანემ და ფეხზე წამოდგა.
-წავედით_ცივად გამოცრა გაბრიელმა და მოსაცმელს სტაცა ხელი.
-ბიჭებო რა ხდება_აზრზე ვერ მოდიოდა დაჩი.
-გიორგი ნაკაშიძე ლილუს დაცვის წევრია_კარისკენ მიიწევდა იოანე.
-რომლის მორიგეობაც სწორედ წუხელ იყო_უკვე გარეთ გასულმა დაიძახა გაბრიელმა და თითქმის სირბილით გაიარა მანქანამდე გზა.

გზაშივე გამოფხიზლდა ნენე და მიხვდა რაც ხდებოდა, თუმცა რასაკვირველია ნაგაზზე ნამდვილად არ უფიქრია. არც ტირილი დაუწყია და არც ხვეწნა, ყურადღებით ათვალიერებდა გზას და რაიმე მინიშნების შემჩნევას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ, უკუნით სიბნელეში მანქანის განათებაც არ ყოფნიდა რამე შეემჩნია.
მგზავრობამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა და საკმაოდ ლამაზი შესახედაობის სახლს მიადგა მანქანა.
-ვისთან მომიყვანეთ?_მისი ჭკუით გარკვევით იკითხა ნენემ, თუმცა პირში გაჩრილმა ნაჭერმა მხოლოდ ამოზმუვლების საშუალება მისცა.
განათებულ ოთახში თმაშევერცხლილი კაცი იდგა ბუხართან სასმლით ხელში . ბუხარი დანთებულია, ამ ზაფხულში ცეცხლი რადგანაა გამოდის მთაში ვართ_გონებაში დაასკვნა ნენემ და შემობრუნებულ კაცს თვალი გაუსწორა.
-ნუ ნერვიულობ, შენ არაფერში მჭირდები მხოლოდ პატარა სატყუარა ხარ_ტელეფონი ამოაცალა ჯიბიდან და კონტაკტებში სასურველ ნომერს მიადგა, -აბა ვნახოთ რამდენად უღირხარ შენს მეგობარს.
-რახდება ნენე, ხომ არაფერი გჭირდება?_ლილუს მძინარა ხმა გაისმა ტელეფონში და მაშინ კი გადმოსცვივდა გოგოს ცრემლები. მთელი არსებით ცდილობდა რამე ხმა გამოეცა, თუმცა ამაოდ, მიხვდა რაც ხდებოდა და მთელი ორგანიზმი მოეწამლა, ის მხოლოდ იმიტომ იყო აქ რომ ლილუ მომკვდარიყო.
-გამარჯობა საყვარელო_ხმა დაიტკბო ირალიმ და აზმუვლებულ გოგოს ზურგი აქცია.
-ირაკლი ალბათ არა?_ამოიოხრა ლილუმ.
-სწორია, ჩემი სახელი და გვარი უკვე გაგიგიათ, ახლა არ შემეკითხები შენი მეგობრის ტელეფონი საიდან მაქვს?
-ღმერთო, შენ რა ნენე წაიყვანე? მაგრამ ის არაფერ შუაშია_ხმა აუკნაკალდა ლილუს.
-სწორია, ამიტომ თუ გინდა ეს გოგო ისევე გაქრეს აქედან როგორც გამოჩნდა, ათ წუთში რომ მოგიკაკუნებენ უხმაუროდ გამოყვები, არც ვინმეს დაურეკავ, არც შეტყობინებას დატოვებ, ხომ იცი რომ მაინც გავიგებ? თუ არადა ამ ქერა ლამაზმანს დაემშვიდობე.
-დამალაპარაკე_ხმა გაყინვოდა გოგოს.
-ლილუ არც კი გაბედო_მხოლოდ ამ სიტყვების თქმა მოასწრო სანამ ისევ აუკრავდნენ პირს.
-სწრაფად გადაწყვიტე ქალბატონო, დრო ცოტა გაქვს_ჩაიცინა კაცმა და გათიშული ტელეფონი ბუხარში შეაგდო.

ირგვლივ მიმოიხედა ლილუმ და ფიქრი დაიწყო, მხოლოდ რამდენიმე წუთი ქონდა მინიშნების დასატოვებლად. ბიჭების ბინა მოათვალიერა და საუკეთესო იდეის ამორჩევა დაიწყო. მაინდამაინც ახლა ქონდა გათიშული გონება, ის საბრალო გოგო მის გამო ჩაითრიეს და ღმერთმა იცოდა ახლა როგორ დღეშიც იყო. ფიქრებში გართულს აღარც გაუგია რამდენი დრო გავიდა, გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა კარზე რომ მოუკაკუნეს და მას არაფერიც არ ქონდა მოფიქრებული. სასწრაფოდ დაწვდა ტყუპების გადამალულ ტელეფონს და ფეხსაცმელში ჩაიჩურთა, თავისი თავისუფლად ჩიდო ჯიბეში, გაბრიელისვე ნაჩუქარი სამაჯური გაწყვეტილი დააგდო კარის უკან და საკიდზე ჩამოკიდებული მოსაცმელები მთლიანად აურია. კიდევ ერთხელ მიმოიხედა, სადაც ტელეფონი იდო იმ უჯრასთან ოჯახიდან შემორჩენილი ბეჭედი დადო რომ მიეხვედრებინა და თამამად გაემართა კარის გასაღებად. დრო იყო მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგებს შეხვედროდა.

--------------
რას ფიქრობთ ხომ არ გაიწელა?



№1  offline წევრი Rania

Vaime nati damacyda nervebi. Axla cavikitxee. Gilocav patarass. Janmrteli da uflisgan dalocvili yofiliyavit mudammm. Vfiqrob es iyo kavnzis gaxsnaa. Mivicevt finishisken mgonii. Mindoda ertad camekitxa magram vegar movitminee
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline მოდერი naattii

Rania
Vaime nati damacyda nervebi. Axla cavikitxee. Gilocav patarass. Janmrteli da uflisgan dalocvili yofiliyavit mudammm. Vfiqrob es iyo kavnzis gaxsnaa. Mivicevt finishisken mgonii. Mindoda ertad camekitxa magram vegar movitminee

მადლობა დიდი ❤️ გამოძიება ნამდვილად მიდის ბოლოსკენ და ალბათ მალე დავასრულებ, არ მინდა მოგბეზრდეთ ❤️

 


ნათი, აღარ მივარგა ნერვები დააყენე ამ საქმეს საშველი :დ ისე დაძაბულმა ჩავიკითხე მთელი თავი და ბოლოს ჰოპ ისე უცებ დასრულდა, ნუ დასრულებაცაა და დასრულებაც, ისეთ მომენტზე გაჩერდი შემდეგ თავამდე შეიძლება სული განვუტევო და შენი ბრალი იქნება :დ
ველოდები გაგრძელებას❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

არ გაწელილა ნამდვილად იძაბება დ აიძაბება სიტუაცია, ერთი სული მაქ როდის გაგრძელდება, სულ მინდა ვიკითხო.

 


№5 სტუმარი სტუმარი gvantsa

ძალიან მომწონს ეს რასაც წერ და ერთგული მკითხველი ვარ შენი,მაგრამ ეს თავი აშკარად ძალიან პატარა და ისტორიის გასაწელად მგონია დაწერილი,აშკარად დაიძაბა სიტუაცია და ნერვიულობის პიკს ვაღწევ :დ

 


№6  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ნათი, აღარ მივარგა ნერვები დააყენე ამ საქმეს საშველი :დ ისე დაძაბულმა ჩავიკითხე მთელი თავი და ბოლოს ჰოპ ისე უცებ დასრულდა, ნუ დასრულებაცაა და დასრულებაც, ისეთ მომენტზე გაჩერდი შემდეგ თავამდე შეიძლება სული განვუტევო და შენი ბრალი იქნება :დ
ველოდები გაგრძელებას❤

სემდეგ თავში ყველაცერი გაიხსნება და გამოძიებაც გავა ბოლოში, თორემ მართლა გამეწელა

ablabudaa
არ გაწელილა ნამდვილად იძაბება დ აიძაბება სიტუაცია, ერთი სული მაქ როდის გაგრძელდება, სულ მინდა ვიკითხო.

ვეცდები კიდევ რამდენიმე თავი გამოვიდეს ❤️

სტუმარი gvantsa
ძალიან მომწონს ეს რასაც წერ და ერთგული მკითხველი ვარ შენი,მაგრამ ეს თავი აშკარად ძალიან პატარა და ისტორიის გასაწელად მგონია დაწერილი,აშკარად დაიძაბა სიტუაცია და ნერვიულობის პიკს ვაღწევ :დ

არადა 6 ვორდის გვერდი იყო :( აი ყველაზე მეტად გაწელვა არ მინდოდა და მივხედავ მაგ საკითხს :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent