შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობა დასასრული


6-09-2019, 22:26
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 2 073

- ეს როგორ გააკეთე? მითხარი ეს როგორ გააკეთე? _ ყვირილით ჩასძახა ტელეფონში ლიჩელმა.
- რა გინდა ერეკლე? შენ უნდა გკითხო? მე რას გავაკეთებ და რას არა?
- დარო სულ გააფრინე არა? მითხარი საბოლოოდ გარეკე ხო? ხომ იცი ამის შემდეგ რაც იქნება? ხომ იცი, რომ არ გაცოცხლებენ?
- ჩემო საყვარელო. _ თბილი ხმით ამბობს გოგო. - ერეკლე ჩემო სიყვარულო მე ყველაფერი ვიცი.
- რა იცი? შენ არაფერი არ იცი დარო.
- და მაინც რა არ ვიცი? ის, რომ ის კრუელა სინამდვილეში დედაშენია? ეს არ ვიცი? თუ ის, რომ ჯერ მამაჩემთან და მერე ჩემთან იმის გამო, რომ შემოძვერი შენი კრუელა დედისთვის ყველაფერი, რომ მოგეყოლა. ეს არ ვიცი?
- კი, მაგრამ შენ ეს.
- საიდან ვიცი? მე ყველაფერი ვიცი ერეკლე ყველაფერი. ახლა კარგად მომისმინე, შენც და შენმა კრუელა დედამ ჩემგან და ჩემი ოჯახისგან თავი შორს დაიჭირეთ, თორემ მაშოს სულს ვფიცავ ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევთ. _ ტელეფონი გათიშა და იქვე მიაგდო. - ნიკუშ. _ ბიჭის დანახვისას მალევე დაავიწყდა გაბრაზება, წყენა, სიბოროტე. ყველა აზრი შორს მოისროლა და მონატრებულ სხეულს გადაეხვია.
- დეიდა შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა საშინელება იყო ჩემთვის ეს ჩვენი ვითომ გაბუტვა და ჩხუბი. ძალიან მენატრებოდი. _ მთელი ძალიათ იკრავდა ქალს გილში.
- მეც მენატრებოდი, დეიდას სიხარულო. მაპატიე, მაგრამ ამ დროისთვის ასე იყო საჭირო. ვიღაც უნდა გაგაცნო. _ ხელი ჩასჭიდა და დიდი მისაღების გავლით უკანა ვერანდაზე გაიყვანა. - გაიცანი ნიკუშ ეს ნიკოლოზ ჩადუნელია. შენი დიდი ბაბუა.
- მოიცა ის ხომ?
- არა, არა. საბედნიეროდ ბაბუა იმ ავარიას გადაურჩა.
- შენზე ძალიან ბევრი მსმენია შვილო, დარო მეუბნებოდა მაშოს სასწაულად გავსო, არ ვუჯერებდი, მაგრამ შენ მართლა ჩემი მაშოს ასლი ხარ. სასიამოვნოა შენი გაცნობა. _ ხელი ჩამოართვა ბიჭს.
- ჩემთვისაც. მე უბრალოდ, ისა. _ დაბნეული ძვლივს ლუღლუღებს ბიჭი. - მე მართლა არ ვიცი რა ვთქვა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ბებიას თქვენი ხილვა ძალიან გაახარებს. ახლა კი მითხარით, ეს ყველაფერი როგორ მოხდა? როგორ გადარჩით?
- ჩემი ბავშვობის ძმაკაცის წყალობით, საბედნიეროდ მასთან ერთად საქმეზე მივდიოდი. ის ჩემს მანქანაში არ იჯდა, უკან მომყვებოდა. მანქანის სამუხრუჭე სისტემა, დაზიანებული იყო. წინ მანქანა გადმომიხტა, საჭე ვერ დავიმორჩილე და ხრამში გადავვარდი. მანამ, სანამ მანქანა აფეთქდებოდა ჩემი გამოყვანა მოასწრო. საშინელი მოტეხილობების და დაზიანებების მიუხედავად მაინც გადავრჩი, დღეს აქ ვარ.
- შენ დიდი ხანია იცი სიმართლე?
- მას შემდეგ რაც საქართველოში ჩამოვედი. მე და ბაბუს მეგობარი ერთად ვცდილობდით, მთავრობიდან ყველას განადგურებას. მე მას გზას ვუთავისუფლებდი, ის ზურგს მიმაგრებდა. საკმაოდ შეძლებული პიროვნებაა, ყველას უყვარს. ის ნამდვილად ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატია. მე მის პარტიაში არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ეს ის არის ვინც ჩვენ გვჭირდება. ვინც ხალხს სჭირდება.
- ეს კი გავიგე, მაგრამ ჩემთან არ დალაპარაკება რა შუაში იყო? რატომ არ მელაპარაკებოდი? რატომ მაიძულე ის სიტყვები მეთქვა შენთვის?
- შენი წყალობით ერეკლე გამოვააშკარავე. ჩვენი ჩხუბის შემდეგ ერეკლეს ვთხოვე, კარგი დეტექტივი მოეძებნა ჩემთვის. მან კი კრუელას საუკეთესო დაცვის ბიჭი მომიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ის ბიჭი კრუელას დაცვის რიგებში არ ირიცხება, მაინც მივხვდით ვინც იყო. მას ხომ ჰყავს ფარულად დაცვა? აი ვერავინ, რომ ვერ ხედავს და არავინ, რომ არ იცის ისეთი, მაგრამ ჩვენ ყველაფერი ვიცით. აქედან დასკვნა გამოვიტანეთ, რომ ერეკლე ორმაგი კი არა და სამმაგი აგენტია, თან კრუელას შვილი პირველი ქორწინებიდან.
- არ არსებობს. _ თვალებ დაქაჩული ამბობს ნიკა. - დეიდა შენ ადვოკატი კი არა მანგა ხარ მგონი.
- შენ ახლა. _ წარბს სწევს ლაშხი. - შენ მთავარი არ იცი.
- რა?
- რადგან დემნას კანდიდატურა, საარჩევნო სიიდან ვერ გაქრებოდა, იმ კრუელას გამო. ჩემთან მოვიდა და მთხოვა, დამერჩარებინა ყველაფრის გამომჟღავნება.
- მოიცა ეს ყველაფერი ბაბუას მოწყობილია?
- ბაბუასი არა ჩემი, მაგრამ ისიც არის გარეული.
- ანუ ბაბუა სახლში ბრუნდება? _ აღფრთოვანებას ვერ მალავს ნიკა.
- არა, ბაბუაშენი გუშინ საღამოს თურქეთის გავლით ესპანეთში წავიდა. იქედან კი იმ ადგილას წავა სადაც დედაჩემია. პირველ და ნამდვილ სიყვარულს დაუბრუნდა.
- ასეთი მაგარი ამბავი დიდი ხანია არ მსმენია.
- მოკლედ ნიკოლოზ, დედა და მამა ერთად არიან. ბებია და ბაბუაც მალე ერთად იქნებიან. გვანცა მის სიყვარულთან ერთად გადაიკარგა, იკას რამდენიც არ უნდა ელაპარაკო, მაინც არ იქორწინებს და ახლა დროა მაშოს სიყვარულში გამოუტყდე. მოჰკიდო ხელი, აიღოთ ბილეთები და გაფრინდეთ შორს ესპანეთში.
- ესპანეთში რა გვინდა?
- რას ჰქვია რა გინდათ? ნიკუშ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, კრუელა ასე ადვილად არ გაჩერდება. ასე, რომ შენ, მაშო, ბებო და ბაბუ აქედან დღეს საღამოსვე უნდა წახვიდეთ.
- და შენ?
- მე, მეც მალე ჩამოვალ. ჯონათანიც თქვენთან ერთად წამოვა.



*ერთი წლის შემდეგ*

-ქალბატონო დარო თქვენთან არიან.
- შემოუშვი. _ საბუთებიდან თავი არ ამოუწევია ისე ეუბნება გოგოს. - შემობრძანდით. _ არც ამჯერად აუწევია თავი. - გისმენთ რამ შეგაწუხათ? _ როგორც იქნა მორჩა საბუთების გადახედვას, თავი წამოსწია და თვალებდაქაჩული მიაჩერდა წინ მჯდომს. - შენ?
- გამარჯობა დარო. _ ბოხი ხმით ამბობს ბიჭი, ისევ ისე ძველებურად უღიმის და წინ იხრება. - როგორ ხარ?
- მშვენივრად თავად? _ სახე დაისერიოზულა გოგომ. - რამ შეგაწუხა?
- მომენატრე.
- მოგენატრე? რას ამბობ? ანუ მოგენატრე? შენმა კრუელა დედამ იცოს, სად ხარ ახლა?
- დარო. _ ხმა დაუსევდიანდა ბიჭს.
- ერეკლე სიმართლე გითხრა შენი ნახვა, ჩემს დღევანდელ დღის გეგმებში ნამდვილად არ ეწერა. თუ გინდა ასე, შვიდ ან ათ წელიწადში ჩაგწერ და შემდეგ გამომიარე. _ ფეხზე წამოდგა ლაშხი.
- დარო გთხოვ მომისმიმე.
- ერეკლე ჩვენს შორის, ყველაფერი დაწყებისთანავე დასრულდა. ასე, რომ სალაპარაკო არაფერი გვაქვს. ანუ არც შენი მოსმენა არ მსურს. _ გვერდი აუარა ბიჭს და კარისკენ წავიდა, სახელურს ხელი მოჰკიდა, კარის გაღებას აპირებდა როდესაც ყურთასმენას მისი სიტყვები მოხვდა.
- დარო მიუხედავად იმისა, რომ მოგატყუე. ყველაფერს გატყუებდი, დაგიმალე სინამდვილეში ვისი შვილიც ვიყავი, მაგრამ მე მართლა ძალიან მიყვარხარ.
- ძალიან კარგი, მაგრამ გვიანია. მიხარია თუ გიყვარვარ და ორმაგად მიხარია ჩემს გამო, რომ იტანჯები. მოდი რადგანაც დღეს სიმართლის დღე გვაქვს, გეტყვი, რომ მე არასოდეს მყვარებიხარ.



- გამარჯობა ქალბატონო კრუელა. _ დილით ადრიანად საძინებელში დაადგა თავზე ლაშხი.
- აქ რას აკეთებ? _ შეშინებული წამოხტა ფეხზე ქალი.
- მომენატრე და გადავწყვიტე დილით ადრიანად მომენახულებინე. _ სავარძელში გემრიელად მოთავსდა გოგო. - დაჯექი ფეხზე ნუ დგახარ, მე ჯერ წასვლას არ ვაპირებ შენ კიდე დაიღლები. სალაპარაკო ბევრი გვაქვს.
- დაცვას დავუძახებ.
- ჩემი გეშინია? _ შეწუხებული სახით უყურებს ქალს. - მაშო გახსოვს? ჩემი და მაშო? აი ის შენ, რომ მოკალი.
- მე.
- რა შენ? წუხარ?
- არავითარ შემთხვევაში. შანსი, რომ მქონდეს მასთან ერთად იმ დროს შენც მოგკლავდი.
- მართლა? აჰა. _ იარაღი ამოიღო და მის წინ მდგომ მაგიდაზე დადო. - მიდი აიღე და მომკალი, მაგრამ იცოდე თუ მე დაგასწარი თვალის დაუხამხამებლად მოგკლავ. რას ერჩოდი მაშოს? მამამ ხომ შეასრულა პირობა?
- მაგრამ მაინც გნახულობდათ.
- არ გვნახულობდა. რაც სახლიდან წავიდა ჩვენთამ არასოდეს მოსულა.
- ის ყოველ საღამოს მოდიოდა თქვენთან, ღამით როდესაც ყველას გეძინათ. დაძინებულებს გკოცნიდათ და ისევ უკან ბრუნდებოდა.
- ის არასოდეს მოსულა. _ შეჰყვირა გოგომ.
- ყოველ საღამოს მოდიოდა. სწორედ მისი ბრალია შენი და ახლა აქ, რომ არ არის.
- არ მოდიოდა -თქო. _ ფეხზე წამოხტა ლაშხი. იარაღს ხელი დაავლო, ქალს დაუმოზნა და მალევე გამოჰკრა სასხლეტს. - დავიღალე ლაპარაკით. _ იარაღი ისევ უკან ჩანთაში ჩააბრუნა და ოთახიდან შეუმჩნევლად გავიდა.

- დეიდა როგორ ხარ? _ მეოთხე ჭიქა ვისკს უკვეთავდა როდესაც ნიკამ დაურეკა.
- კარგად ნიკუშ შენ?
- დეიდა ახალ ამბებს ვუყურე. გუშინ დილით ის კრუელა მოუკლავს, დიდი იმედი მაქვს ამ ყველაფერში შენი ხელი ურევია.
- ეჭვი გეპარება? _ ჩაეცინა გოგოს. - შენ სჯობს ის მითხრა სახლში როგორ ხართ? ხომ ყველაფერი კარგად არის?
- კი ყველანი კარგად ვართ. ძალიან მოგვენატრე როდის ჩამოხვალ?
- მალე. შეხვედრამდე ნიკუშ. _ ტელეფონი გათიშა და ვისკი მოსვა.
- მძიმე დღე გქონდათ? _ გვერდიდან ესმის ბიჭის ხმა.
- საშინელი.
- რამე უფრო ძლიერი, რომ დალიო არ გინდა?
- რამე ისეთი არსებობს, რომ დავლიო და ყველაფერი დამავიწყდეს? ან საუკუნის წინ გავიღვიძო?
- მასეთი ჯერ არაფერი გამოუგონიათ.
- ჰოდა გამოიგონე რას ელოდები. _ ღიმილით ბრუნდება ბიჭისკენ.
- შაკო. _ ხელს უწვდის გოგოს.
- რადგანაც მეხსიერების დაკარგვა მსურს, ძველი სახელი უკვე არ მახსოვს და მოდი მე თაკო ვიქნები.
- " სვეცკი" თაკო თუ არაფრის მცოდნე თაკო?
- უბრალოდ თაკო.
- სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც.
- აბა მითხარი რატომ გადაწყვიტე მეხსიერების წაშლა?
- ოდესმე შეგყვარებია იმ ქალის შვილი, რომელმაც შენი და მოკლა?
- არასოდეს.
- ჰოდა მე შემიყვარდა.
- მერე?
- მერე ის, რომ მე დედამისი მოვკალი, მაგრამ სანამ დედამის მოვკლავდი ვუთხარი, რომ არასოდეს მყვარებია.
- ანუ გიყვარს?
- სიგიჟემდე.
- რატომ არ ურიგდები? ახლა ხომ ბარი-ბარში ხართ?
- კი, მაგრამ დედამისმა ჩემი და მოკლა.
- სამაგიეროდ შენ დედა მოუკალი.
- მასთან შერიგება არ მინდა.
- პატარა ბავშვი ხარ.
- შენ კიდე იდიოტი უტვინო ბიჭი, რომელიც ბარში გაცნობილ გოგოს აიძულებს შეურიდგეს ბიჭს რომლის ოჯახმაც ყველაფერი წაართვა, და ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცია. ასე რომ პატარა ბიჭი სჯობს გაიზარდო და მიხვდე რა არის ცხოვრება. ხო ისე მე დარო ჩადუნელი ვარ ადვოკატი. ყოფილი პრეზიდენტის დემნა ჩადუნელის ქალიშვილი. ვისკი ბოლომდე გამოცალანდა იქაურობა სასწრაფოდ დატოვა.




№1 სტუმარი არანაირიარაფერი

ასე დასრულდაა??

 


№2  offline მოდერი LurjTvala demoni

არანაირიარაფერი
ასე დასრულდაა??


პირველი ნაწილი

 


№3 სტუმარი სტუმარი თამო

მეორეს როდის დადებ?

 


№4  offline მოდერი LurjTvala demoni

სტუმარი თამო
მეორეს როდის დადებ?


ვეცდები ძალიან მალე ავტვირთო

 


№5 სტუმარი Lizi

Ai dzalian dzalian magari iyo umagresi imedia male daideba meore nawili

 


№6  offline მოდერი LurjTvala demoni

Lizi
Ai dzalian dzalian magari iyo umagresi imedia male daideba meore nawili


მიხარია, რომ მოგეწონა ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent