შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, უშენოდ...(ნაწილი 7)


7-09-2019, 10:14
ავტორი natuci555
ნანახია 2 817

დილით ცარიელს საწოლში გაეღვიძა. ახვლედიანი არსად ჩანდა, მაგრამ მისი სურნელი მთელს ოთახში გაბატონებულიყო. საწოლზე წამოჯდა, თვალები დახუჭა და წინა ღამით მომხდარი სცენის გახსენებას შეეცადა. ხვდებოდა რომ დათა იმაზე მეტად მოსწონდა და უნდოდა ვიდრე საჭირო იყო, ამასთან არაფერი დაშავდებოდა მასთან თუ სექსი ექნებოდა, ბოლო-ბოლო მისი ქმარი იყო და მისგან თავიც რომ დაეღწია ოდესმე მინც არავინ დაუჯერებდა, რომ ინტიმური სიახლოვე არ ჰქონიათ. მაგრამ იყო დიდი მაგრამ... ალბათ ახვლედიანის დაწყებული სტარტი მათ ურთიერთობაში და მარიამის უაზრო სიამაყე, რომელიც ყოველთვის ყველაფერში ხელს უშლიდა. ფიქრებს თავი დააღწია და მის წინ ნახევრად შიშველ ახვლედიანს ახედა, რომელსაც წყლის გადავლება უკვე მოესწრო და ოთახში თავის მოწესრიგებით გართული ისე დადიოდა მარიამს ყურადღებას არ აქცევდა.
-დილამშვიდობის-ამოიჩურჩულა მარიამმა.
-მიხარია შენ მაინც თუ გაქვს მშვიდობიანი დილა- არც შეუხედავს ისე გამოელაპარაკა ახვლედიანი.
პირსახოცი მოიხსნა და ტრუსი ისე ამოიცვა მეუღლის არც კი მორიდებია.
- სასაუზმოდ ჩავდივარ. დღეს დედაჩემი სოფელში ბრუნდება უკან თუ შეიძლება დროიებით მაინც ისე მოიქეცი, რომ შენზე წარმოდგენა არ შეეცვალოს. ტანსაცმელი ჩაიცვა და ისე გაიხურა საძინებლის კარი არც შეუხედავს გულდაწყვეტილი მარიამისთვის. ხვდებოდა, რომ ნაწყენი იყო ახვლედიანი და კიდევ რაღაც იკითხებოდა მის თვალებში, რაღაც ისეთი რასაც ვერ ხსნიდა ალბათ იმედგაცრუება. საერთოდ არ იცნობდა ამ კაცს. არც მისი ხასიათების შესახებ იცოდა არაფერი. მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა არ იყო საკმარისი იმისთვის რომ ადამიანი ასე ახლოს მოეშვა მის გულთან და სხეულთან. ძალიან არ უნდოდა სასაუზმოდ ჩასვლა და უგულოდ ემზადებოდა. კიბეებზე მიმავალს ესმოდა როგორ მხიარულად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს დედა-შვილი. მისი გამოჩენისას უცბად გაჩუმდნენ და საუზმობა განაგრძეს.
-დილამშვიდობის მარიამ საყვარელო. როგორ გეძინა?-ღიმილით შეხედა ქეთევანმა და მის გვერდით მდგარ დამხმარე ქალს გახედა - ელზა ძვირფასო ყავა მიართვი ჩვენს პატარძალს.
- არ შეწუხდეთ ჩემითაც შემიძლია მომსახურება, ჩემთვის ისეთი უჩვეულოა ეს ყველაფერი ,როგორ გითხრათ, ბავშვობიდან ყოველთვის ჩემით ვაკეთებდი ყველაფერს და ალბათ შეჩვევა ძალიან გამიჭირდება - თავი მორცხვად დახარა მარიამმა.
-შენთვის როგორც იქნება მოსახერხებელი ისე მოიქეცი ძვირფასო. მე ჩემს ცხონებულ ქმარს ყოველთვის ჩემი ხელით ვუმზადებდი ყველაფერს. ისე მსიამოვნებდა მისთვის რაღაცის კეთება არასდროს არ ვიღლებოდი. ბოლოს ისე მიეჩვია სხვის გაკეთებულს ყოველთვის იწუნებდა - სევდიანად ამოთქვა ქეთევანმა- როცა სიყვარულით აკეთებ რაღაცას არც გბეზედება.
- ალბათ ძალიან კარგი გრძნობაა- ამოიჩურჩულა თავისთვის ნაკაშიძემ. -თქვენ სოფელში ცხოვრობთ?- თემა უცბათ შეცვალა ნაკაშიძემ.
- ღმერთო რა საყვარელი გოგოა,არ მიკვირს ჩემი ბიჭის გული რომ მოიგე. რა საჭიროა ეს ოფიციალურობა საყვარელო, ქეთი დამიძახე და ყოველთვის შენ გვერდით მიგულე - ხელი მხარზე დაადო და თბილად გაუღიმა-კი სვანეთში ვცხოვრობ, რაც ჩემი ავთო აღარ მყავს იქით გადავსახლდი. ზოგჯერ აქეთაც ჩამოვდივარ ხოლმე, მაგრამ იშვიათად, გული მაინც იქითკენ მიმიწევს სადაც ჩემი მეუღლე მელოდება. მის საფლავს მოვლა და პატრონობა ხომ უნდა. იქ მამა-პაპური სახლი გვაქვს, თან დათამ ისე იზრუნა ჩემზე, რომ იქ ყველანაირი პირობა მომიწყო საცხოვრებლად. აბა აქ რაღა დამრჩენია? დათაც ხშირად მანებივრებს თავისი სტუმრობით - ყავა მოსვა და შვილს გაბრწყინებული თვალებით გახედა,რომელიც მათ საუბარს უსმენდა.
- რა საყვარელი საყურებლები ხართ პირდაპირ ცრემლი მომადგა თვალზე- გაეღიმა ახვლედიანს -მაპატიეთ უნდა წავიდე ბევრი საქმე მაქვს. ქეთო შენ გუჯა წაგიყვანს კაი? გპირდები შენთან თვის ბოლოს ჩამოვალთ -დედას ლოყაზე აკოცა, შემდეგ მეუღლისკენ გადაიხარა და ისე უცბად დაეკონა ტუჩებზე ნაკაშიძემ გააზრებაც ვერ მოასწრო. მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა მარიამს, ეს მათი პირველი კოცნა იყო და ვერც კი წარმოიდგენდა ასე სასიამოვნო თუ იქნებოდა. სიგიჟემდე მოუნდა აჰყოლოდა, მაგრამ იქვე მჯდარი ქეთევანის მოერიდა და თავი სწრაფად მოარიდა.
- კაი დე შენ არ იდარდო, როგორც შენს საქმეს აწყობს ისე მოიქეცი - მზერით გააცილა კარებში გამავალი შვილი.
- დათა ერთი წუთით- სიტყვა დააწია მიმავალს მარიამმა. ახვლედიანი გაოცებული მზერით მოტრიალდა და კართან ასვეტილ მარიამს მომლოდინე მზერით შეხედა.
-რა ხდება?
-იცი ჩემი ტანსაცმლის წამოღება მინდა ბინიდან. თან ჩემი მობილურიც აღარ მაქვს. ან აქ მთელი დღე რა ვაკეთო? - საუბრის დროს ხელებს იმტვრევდა მარიამი და თვალს არიდებდა მეუღლეს.
- კარგი. წამოღებით არაფრის წამოღება არ იქნება საჭირო, საღამოს გავიაროთ და ყველაფერი შევიძინოთ რაც გჭირდება. მთელი დღე კიდე საოჯახო საქმეებით დაკავდი. ყოველთვის ვგიჟდებოდი დიასახლის ცოლზე- თვალი ჩაუკრა და კარისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.
საუზმემ მშვიდად ჩაიარა მარიამმა და ქეთევანმა ცოტახანს კიდევ ისაუბრეს. ქეთევანი უყვებოდა დათას ბავშობის დროინდელ ამბებს მათი ცხოვრების შესახებ ისტორიებს და მარიამი რწმუნდებოდა, რომ ქეთევანი იდეალური დედა და ქალი იყო. იმდენჯერ წარმოიდგინა პატარა დათა თავისი მოუსვენარი ხასიათით სიგიჟემდე მოუნდა ჩახუტებოდა და მისი გულის მფლობელი გამხდარიყო სამუდამოდ. რას არ მისცემდა ყველაფერი სხვანაირდ დაწყებულიყო.
რამოდენიმე საათის მერე ქალბატონი ტვილდიანი სვანეთის გზას დაადგა,მარიამი კი ახვლედიანის სახლში დატოვა ფიქრებითა და ემოციებით სავსე.
...
-რა იყო რას გავხარ მთელი ღამე არ გეძინა?! - სიცილით უთხრა მეგობარს ლევანმა,რომელსაც ხელში ფურცლები და კალამი ეჭირა და უკვე კარგა ხანს კითხულობდა, მაგრამ აშკარად გონებით სხვაგან დაფრინავდა.
-ძალიან გთხოვ არ გინდა რა ეს უაზრო ოხუნჯობები არ ვარ მაგ ხასიათზე-სერიოზული სახით ამოხედა ახვლედიანმა და ტელეფონს დასწვდა.
-ლანა შემოდი ერთ წუთს-ზუმერის შემდეგ უბრძანა მდივანს და მაშინვე გათიშა.
- გისმენთ ბატონო დათა- კარში პატარა ცქრიალა გოგო გამოჩნდა, რომელსაც აშკრად თავისი საქმე კარგად ჰქონდა ათვისებული და ამ მონდომების გამო ახვლედიანი ძალიან აფასებდა.
-შენ უკეთესად იცი ქალებს რა გევასებათ, ისეთი მობილური ამირჩიე ქალბატონი ახვლედიანი სასიამოვნოდ გაკვირვებული რომ დარჩეს და ნომერიც ჩვენი ბაზიდან ჩადე. ყველა ფუნქცია ჩართული უნდა იყოს. ხომ გესმის ჩემი-გაუღიმა მდივანს და ანიშნა საქმე მიხედეო.
პირდაღებულმა ლანამ მხოლოდ იმის თქმა მოახერხა ახლავეო და კარში გაუჩინარდა.
-მგონი ეგ იქამდე უნდა გაგეკეთებინა სანამ ცოლს მოიყვნდი, ქალები მაგით ებმევიან ხომ იცი?! - სკამზე გადაწოლილი ლევანი გამომცდელად უყურებდა დათას.
-ყველაფრის სხვანაირად დაწყება ნამდვილად სჯობდა. მაგრამ ხომ იცი მე რა შენძ..ეული ვარ ყოველთვის ყველფერი რომ არ ავურიო ისე არ შემიძლია.
-იქნებ ჯობია ურთიერთობის დალგება გულწრფელობით დაიწყო?! დამიჯერე უფრო მოგეშვება, თორემ ჩემს ძმაკაცს უკვე ვეღარ ვცნობ.
- ნეტა ეს დედამოტ..ნული გრძნობა არ არსებობდეს? რა მინდოდა რა თავი ავიტკიე?! ნებისმიერი ხერხით შევძლებდი იმ გაბრიაძის გამწარებას მაგრამ მაინც ეს ავირჩირიე. ახლა ვხვდები რომ ნერვი არ მრჩება ბევრი რაღაცის. შენ ვერც კი წარმოიდგენ რად მიჯდება მარიამის ცივი, უმეტყველო თვალების ყურება.
-ატრაკებ რა. ცხოვრების აზრიც ზუსტად სიყვარულშია ძმაო. ვინც მოითმენს ის მოიგებსო ხომ გაგიგია? ხოდა იმოქმედე და იქნებ გეშველოთ ორივეს რამე- გადმოაფრქვია თავისი აზრები ლევანმა.
- ვინც მოითმენს უფრო და..ლევდებაო ეგაა სწორი ჩემო ლევან.-წამოდგა ახვლედიანი და კოსტიუმიც ხელს გააყოლა-კაი წავედი მე და თუ აუცილებელი საქმე არ იქნება არ შემაწუხოთ რა ძმურად. საღამოს ჩვენს ადგილზე გელოდები.
-არის უფროსო- ხელი შუბლთაან მიიტანა ბარბაქაძემ და მეგობარს დაემშვიდობა.
...
მთელი დღე ელოდებოდა დათას. ყოველი კარის გაღებაზე ეგონა, რომ ის შემოვიდოდა, ბოლოს გადაწყვიტა ელზასთან საუბარში გული გადაეყოლებინა,თან უმცროსი ახვლედიანის შესახებ ცოტა ინფორმაციაც მოეძიებინა. სამზარეულოში შესულს ელზა გაზქურასთან მოფუსფუსე დახვდა. - ქალბატონო მარიამ რამე ხომ არ გჭირდებათ? - მომლოდინე თვალებით შეხედა ელზამ.
- არა უბრალოდ თქვენთან სასაუბროდ შემოვედი- მხრები აიჩეჩა ნაკაშიძემ და სამზარეულოს სკამზე შემოჯდა.
-ყავას მაინც მოგიმზადებთ და ისე ვისაუბროთ- გაუღიმა ელზამ.
-მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენც დალევთ.
-სახელით მომმართეთ ქალბატონო. მე ასე ვარ მიჩვეული. ჩემთვის ძალიან უჩვეულოა თქვენობით რომ მესაუბრებით-დაიმორცხვა ელზამ და ყავის მოდუღებას შეუდგა.
- კარგი. რამდენი წელია რაც აქ მუშაობ ელზა- ჰკითხა მარიამმა.
- 20 წელია ქალბატონო, ბატონი ავთოს დროს დავიწყე მუშაობა აქ. დათა ჯერ კიდევ პატარა იყო რომ მოვედი 10 წლის. ისეთი საყვარელი და ბუთხუზა იყო. სულ წონის პრობლემა აწუხებდა - ღიმილით იხსენებდა ელზა განვლილ ცხოვრებას- მათთან ერთად მაქვს გავლილი ბევრი ტკივილიანი თუ ბედნიერი დღეები.
-დათას როგორი კერძები უყვარს ან დესერტები?! ბევრი არაფერი ვიცი მისი გემოვნების შესახებ-ყავის ჭიქის წვალება დაიწყო ნაკაშიძემ.
- პრეტენზიული მჭამელი არ არის. თითქმის ყველაფერს ჭამს. უბრალოდ ლობიანი უყვარს განსაკუთრებით. უარს არასდროს ამბობს ხოლმე. ტკბილეული ნაკლებად ნაყინის გარდა თითქმის არაფერს ჭამს.
- გასაგებია-ამოიჩურჩულა მარიამმა და ფიქრებით ისევ დათას გადასწვდა- გვიან მოდის ხოლმე?
-ამის მერე შენთითონვე შეგიძლია მაგის გარკვევა დამირეკე და მკითხე ხოლმე- კარში გამოჩნდა ახვლედიანი და მარიამს პარკში ჩადებული კოლოფი დაუდო წინ.
- ეს რა არის?-გაოცებულმა იკითხა მარიამმა- ახალი ტელეფონია?
-კი ჩემო ძვირფასო მეუღლევ -გახსნაში მიეხმარა დათა- თან ნახე პირველი ჩემი ნომერია ჩაპროგრამებული, სახელი შეცვლას არ ექვემდებარება.
ნომრის დანახვაზე მარიამს სიცილი აუტყდა. -სულ ასეთი მასხარა ხარ შენ?
-რატომ მკადრებთ ასეთ რამე ქალბატონო მარიამ?! ზოგჯერ შემიძლია ძალიან სერიოზულიც კი ვიყო,ზედმეტად სერიოზული- მზერა მისი მკერდისკენ გაექცა დათას.-მიდი გაემზადე და გავიდეთ საყიდლებზე- ამღვრეული თვალებით უყურებდა მეუღლეს ახვლედიანი და ათასი ფიქრი მოსდიოდა თავში.
-კარგი-უხერხულად შეიშმუშნა მარიამი და კარისკენ წავიდა.
-ელზა ყავა გამიკეთე რა სანამ ქალბატონი ახვლედიანი გამოიპრანჭება - ღიმილით შესცინა მის წინს მდგარ ქალს დათამ. მეუღლის სიტყვების გაგონებისას უცნაურად შეუფართხალდა გული მარიამს. გაეღიმა და ბედნიერი სახით მეორე სართულისკენ დაიძრა.

_________
დაგიბრუნდით მეშვიდე თავით.მაპატიეთ ვისაც გალოდინებთ ხოლმე.მაქსიმალურად ვცდილობ მოკლე შუალედები გავაკეთო. მიხარია, რომ ასე მოგწონთ ისტორია.ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო.



№1 სტუმარი Nino

Dz momwons da cota tavebi gazarde ra.

 


№2 სტუმარი სტუმარი ციკო

დათა ჩემიი პუპსიკაა :-) :-) :-)

 


№3 სტუმარი სტუმარი ლია

სასწაული გოგო ხარ, ისტორია ძალიან მომწონს.
თავები გაადიდე და აღარ დააგვიანო.❤❤❤❤

 


№4  offline წევრი natuci555

სტუმარი ლია
სასწაული გოგო ხარ, ისტორია ძალიან მომწონს.
თავები გაადიდე და აღარ დააგვიანო.❤❤❤❤

მომდევნო თავი მზად მაქვს ძვირფასო. სამწუხაროდ ატვირთვის უფლება არ მაქვს.

ხვალ დილით იქნება ????

მიხარია თუ მოგწონს :-)

 


№5 სტუმარი Lizi

Dzaan dzaan magaria

 


№6  offline წევრი Takk.22

ძალიან მომწონს კარგად წერ, ნაგრამ არ მყოფნის ცოტა გაზარდე თავები,მალე იქნება?

 


№7  offline წევრი Lurjtmiani

აუ ძან არ დამიტანჯო დათო ძან საყავრელი ტიპია და რავი მართლა უყავრს მარიამი. მარამი კიდე შტერია ვერ ერკვევა გრძნობებში ჰოლომდე დდდ შმდეგ თავს ველოდები

 


№8 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მომწონს,საინტერესოდ წერ,.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent