შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, უშენოდ...(ნაწილი 8)


8-09-2019, 08:36
ავტორი natuci555
ნანახია 2 972

მანქანას მშვიდად მართვდა ჩაფიქრებული ახვლედიანი და მარიამის მხარეს არც იყურებოდა. მობილურის ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან, თითი ეკრანს გადაატარა და უპასუხა-გისმენ, კაი როცა გავთავისუფლდები დაგირეკავ და გამოდი - ტელეფონი გათიშა და იქვე მანქანის სალონში დადო.
-სად მიდიხარ?-უნებურად წამოსცდა მარიამს. კი ინანა მაგრამ უკვე გვიან იყო.
-ვაა ეს უკვე რაღაც ახალია. შენ რა ეჭვიანი ცოლივით იქცევი ტო- ირონიული ღიმილით უთხრა ნაკაშიძეს.
- მე მართლა შენი ცოლი ვარ დათა და მგონი უფლება მაქვს რაღაცეები ვიცოდე.
-მართლაა? რაღაც არ მახსოვს ცოლის მოვალეობას ბოლომდე ასრულებდე-ცინიკურად ჩაეცინა ახვლედიანს.
- აბაა. შენ ხომ ხარ იდეალური ქმარი-წარბი ასწია მარიამმა.
-შენ თბილად მოქცევა გწყენს მარიამ და რა გავაკეთო? რატომ მეჯიბრები ვერ ვხვდები? იმ გამო.რებულ გაბრიაძეს რომ არ ვგავარ და ძაან პატიოსანი ბიჭის როლი არ მაქვს მორგებული ეგ არ მოგწონს თუ რა პონტია ვერ ვხვდები - ხმას უწევდა უკვე დათა.
-გიორგი რა შუაშია ვერ გავიგე-შუბლი შეჭმუხნა მარიამმა-რა ამომიყვანე ყელში, საერთოდ არაფერი მქონია მასთან. რატომ არ მოგწონს ვერ ვხდები, ძალიან კარგი ადამიანია, დარწმუნებული ვარ შენსავით არასდროს მოიქცეოდა.
-შევე.ი მაგის ადამიანობას გაიგეეე? - ყვირილზე გადავიდა დათა- რაც არ იცის იმაზე ნუ ლაპარაკობ. მაქსიმალურად ვცდილობ ნერვები ვაკონტროლო, მაგრამ როგორც ჩანს არ გამომდის, ხოდა ერთხელაც თუ გადამეკეტა იცოდე მარიამ-თითი გამაფრთხილებლად ასწია ახვლედიანმა- მაგ შენ გიორგი ისე გავუხდი საქმეს სიკვდილი სანატრელი ექნება.
მიხვდა მარიამი რომ ახლა გაჩუმება სჯობდა რადგან ასეთ მდგომარეობაში მყოფი ახვლედიანი ყველაფრის გამკეთებელი იყო. ვერ გაეგო რა მიზეზით სძულდა ასე გაბრიაძე. თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა, ფანჯრიდან ქუჩების ყურება დაიწყო და მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია.
...
ერთი მაღზიიდან მეორეში დადიოდა და უგულოდ ათვალიერებდა ტანსაცმელს. ახვლედიანი მალ-მალე საათზე იყურებოდა და ეტყობოდა რომ უკვე მოთმინებას კარგავდა მეუღლის ყურებისას - მუზეუმში არ ვართ მარიამ იქნებ რაც გჭირდება და გინდა აარჩიო და იყიდო- კბილებში გამოცრა დათამ.
-თუ გეჩქარება შეგიძლია წახვიდე-გაბუსხული ტუჩებით უთხრა ნაკაშიძემ.
-რატომ მებუტები ვერ ვხვდები? ორი საათია დადიხარ და შენ თვითონაც არ იცი რა გინდა? რას ელოდები ჩემგან ვერ ვხვდები?
-კარგი. ეს შარვალი მინდა-თემა შეცვალა მარიამმა.
-ყველაფერი შეიტანე რაც მოგწონს და მოიზომე. ხომ იცი ფული პრობლემა არაა.
გასახდელიდან ნაირ-ნაირი ტანსაცმელით გამოდიოდა მარიამი,სარკის წინ გამომწევად დატრიალებული თან ახვლედიანს აკვირდებოდა უყურებდა თუ არა. ცოლის საქციელით გახალისებული ნელ-ნელა კარგ ხასიათზე დგებოდა დათა, ტელეფონს ინტერესით ჩაჰყურებდა და იშვიათად ამოხედავდა ხოლმე მარიამს.
ნაკაშიძე კი ქმრის საქციელით გაბრაზებული სახეზე ერთიანად წითლდებოდა. ართობდა დათას ეს თამაში, გრძნობდა როგორ უდუღებდა სისხლს მარიამთან პაექრობა. მისი სექსუალური მიხვრა-მოხვრა ათას აზრს უჩენდა. თვალებში ჭინკები აუთამაშდა და თავში ერთმა საინტერესო აზრმა გაუელვა. გამოსაცვლელი ოთახები გადაჭრა და იმ კაბინაში შეძვრა სადაც მარიამი იცვლიდა. ახვლედიანის დანახვაზე მარიამმა უნებურად წამოიყვირა და ეცადა თავისი სიშიშვლე დაემალა. საცვლების ამარა იდგა ნაკაშიძე სარკის წინ და მოსაზომად გამზადებულ ტანსაცმელს სხეულზე იფარავდა .
-აქ რას აკეთებ? - თვალები დააკვესა გაბრაზებულმა.
-ჩემს ცოლს შემოვაკითხე ცოტა შეაგვიანდა და - მზერა სარკეზე გადაიტანა დათამ და მარიამის სხეულის უკანა ხედი ხარბად შეათვალიერა.
-შენ ნორმალური არ ხარ?აქ სხვებიც არიან? -უკვე ბრაზობდა ნაკაშიძე.
-ხოდა გაჩუმდი მაშინ თორემ ხვალ ყველა ჩვენზე ილაპარაკებს როგორ ვმაიმუნობდით ქალების გასახდელში-ახლოს მივიდა მასთან, ხელი წელთან შეუცურა და ნელ-ნელა საჯდომისკენ ჩაასრიალა, მსუბუქად მოუჭირა და ყურში ვნებიანად უჩურჩულა -ვერც კი წარმოიდგენ რისი გაკეთების სურვილი მიჩნდება, როცა ასე მიწვევ, ამიტომ სანამ თამაშს დაიწყებ ჩემო საყვარელო ჯობია ჯერ შენი შანსები გათვალო, რომ წაგებული ისევ შენ არ დარჩე-მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და კაბინიდან გაუჩინარდა.
სირცხვილისგან და ვნებისგან ერთიანად იწვოდა მარიამი. ნერვები ეშლებოდა თავის თავზე ასე რომ დნებოდა მის მკლავებში. არ იცოდა რა მოეხერხება მათი ურთიერთობისთვის. მათი განსხვავებული ხასიათიდან გამომდინარე დარწმუნებული იყო ვერასდროს მოახერხებდნენ ერთად მშვიდად ყოფნას.
გასახდელი ოთხიდან თავდახრილი გამოვიდა მარიამი, ტანსაცმელი ხელზე გადაეკიდა, ახვლედიანისთვის არც შეუხედავს ისე წავიდა სალაროსთან.
ცოტახანს კიდევ იარეს მაღაზიებში. თითქმის ყველაფერი იყიდა მარიამმა რაც სჭირდებოდა. მანქანაში ჩაჯდომას აპირებდნენ, ახვლედიანმა რომ შესთავაზა თუ გშია სადმე ვივახშმოთო,მაგრამ მარიამმა დაღლილობა მოიმიზეზა და პირდაპირ სახლისკენ წავიდნენ. ეზოს კართან ჩამოსვა მეუღლე დათამ, მანქანის დაძვრას აპირებდა გაოცებულმა მარიამმა რომ ჰკითხა-შენ არ შემოდიხარ?
-არა საქმე მაქვს.
-სად მიდიხარ? - კიდევ ერთხელ ინანა თავისი სიტყვები ნაკაშიძემ.
-ეჭვიანი ცოლი ჩაირთო? მოდი გადაწყვიტე გაინტერესებ თუ არა კაი? მე ძალიან დავიღალე უკვე.- ცოლის კითხვა დააიგნორა და მანქანა უკუ სვლით დაძრა დათამ.
-ჯანდაბაშიც წასულხარ ნეტავ რაში მაინტერესებს- მიაძახა გაბრაზებულმა მარიამმა და პარკებით ხელში ეზოში შევიდა.
...
ყოველ შაბათ საღამოს მეგობრები თბილისის ერთ-ერთ ცნობილ კლუბში იკრებებოდნენ და ცდილობდნენ დაძაბული კვირის ბოლოს თავისთვის განტვირთვის საშუალება მიეცათ. ახლაც არ ღალატობდნენ ტრადიციას. მაგიდასთან ლევან ბარბაქაძე იჯდა მხარს კი მისი და დათას სტუდენტობის მეგობარი ბექა ბურდული უმშვენებდა. ბურდული მამამისის სამშენებლო კომპანიაში მთავარ იურისტად მუშაობდა. ყოველთვის ფიქრობდა რომ თუ ცხოვრებაში რამის მიღწევა გინდა ეს შენი ხელებითა და ტვინით უნდა გააკეთო, ამიტომაც თითქმის არავის ეუბნებოდა, რომ თენგიზ ბურდული მამამისი იყო. დიდი ლოდინის მერე როგორც იქნა გამოჩნდა დათა ახვლედიანი.
-სად ხარ აქამდე ტო? ვიფიქრე ცოლმა არ გამოუშვა მეთქი-დასცინა ლევანმა.
-ჩემი ახალდაქორწინებული ძმა- ვადაეხვია ბექა დათას და ხელი ზურგზე დაარტყა -მომესწრო ბიჭი, კაცია უკვე კაცი - სიცილს არ წყვეტდნენ ბიჭები.
-ნეტა როდემდე უნდა იღადაოთ რა- ხელი აიქნია ახვლედიანმა-ეს ბედოვლათი რომ დაქორწინდა მაშინ რატომ არ გქონდა მაგხელა ენა - და თითი ლევანისკენ გაიშვირა.
-კაი რა გწყინს ტო. მოვღლით თემას და ეგ იქნება რა. შენ ის მითხარი როგორ ხარ? მთლა თაფლობის თვიდან გამოქცეულს არ გავხარ ისეთი სახე გაქვს? - ისევ იცინოდა ბურდული.
- იმ კახელის არ იყოს ოჯახი რა არის ხო იცი? ხოდა მეც უკუღმა შემხვდა ძმაო ეგ ბოჭკა - ხუმრობის ხასიათზე დადგა ახვლედიანი- მარტო ჩვენს ლევანს გაუმართლა, დღემდე თაფლის ლოკვითაა დაკავებული.
-შენ შურიანი ნუ ხარ. მე გამიმართლა ძმაო. ჩემი სოფო იშვიათი ქალია და ისე ვექცევი როგორც იმსახურებს. შესაბამისად მიბრუნდება უკანაც -ვისკი მოსვა ლევანმა.
- ბაზარი არაა ეგრე ჩემო ლევან, როგორაა ფოფიკო აბა? რაო პატარამ აღარ გამოვდივარო? - იკითხა ბურდულმა.
- ძალიანაა შეწუხებული უკვე,მაგრამ რას იზავს აბა. თვის ბოლოს მივდივართ ექიმთან და გავიგებ ერთი რას აპირებს ჩემი ვაჟკაცი-სიამაყით წარმოთქვა ბარბაქაძემ.
-შენ რას შვრები აბა? რას შვრება შენი სასიყვარულო ინტრიგები? - ჰკითხა ბურდულს ახვლედიანმა.
- ნუ მახსენებ თუ ძმა ხარ. გეფიცები ჩემი ცხოვრების ტკბილი დღეები შეიწირა მაგ გოგომ. გუშინ ძალით ვაკოცე და ისეთი გამარტყა ეხლაც მტკივა გეფიცები-ხელი ლოყაზე მოისვა ბექამ- მერე რა იჭიკჭიკა არ ვიცი, თენგიზამ დამიბარა და მიმტისკა ეგ გოგო არ დამაკარგვინო თორემ სამსახურიდან ისე გისვრი არც დავფიქრდებიო - გამოაჯავრა მამამისს ბურდულმა.
-შენც კაი შარში ხარ ძმაო- ვისკი მოსვა დათამ- და რომ შეეშვა არა?!
-და შენ რატომ არ შეეშვი მარიამს? გინდოდა და იმიტომ ხომ. მეც მასე ვარ, რაც უფრო წინააღმდეგობას მიწევს მით უფრო მეძლევა მუღამი.
-და არ დაფიქრებულხარ რომ არ ევასები? ან იქნებ კაცები არ აინტერსებს?- დასცინოდა მეგობარს დათა.
-მაგის შანსი არაა, მე და ვინმეს არ მოვწონდე?! - გაიბრიქა ბურდული - ქმართან დაშორების მერე კაცთმოძულე გამხდარა თურმე, ასე ჭორაობენ გოგოები ჩვენთან, ვიღაც გამოშტერებულის გამო მე რატომ უნდა ვაგო პასუხი თუ ძმა ხარ ერთი მითხარი.
-ეჰ ჩემო ბექო, ქალები უცნაური არსებები არიან. ტვინი უკუღმა აქვთ მოწყობილი. ჩვენ რომ დღეს რაღაცას ვაკეთებთ მაგის შედეგზე მაგათ უკვე მომდენო ხუთი წელი აქვთ ნაფიქრი- არიგებდა მეგობარს ჭკუას უკვე კარგად შემთვრალი დათა-უნდა დაფიქრდე ეხლა შენ რამდენად გაქვს იმის ნერვები მაგ გოგოს შიშებს უმკურნალო.
-აუ ძმაო შენ მეტი აღარ დალიო რა ხომ ატყობ უკვე ფსიქოლოგია ჩაგერთო-სერიოზულად შეხედა ბექამ ახვლედიანს.
-მასხარა ხარ ძმაო მასხარა, რაში სჭირდება ნეტავ იმ გოგოს შენნაირი ოხუნჯი-ვისკი კიდევ დაისხა დათამ და ჭიქა ბოლომდე გამოცალა.
მხიარულობდნენ და გვიანობამდე სვავდნენ მეგობრები. ყველას თავისი ტკივილი თუ სიხარული ჰქონდათ და ერთმანეთს უზიარებდნენ.
...
ფეხარეული მიდიოდა დათა ეზოში და ცდილობდა სახლში ისე შესულიყო არ ეხმაურა. გრძნობდა რომ ალკოჰოლი კარგა გვარიანად მოჰკიდებოდა და ფრთხილად რომ არ ყოფილიყო სადღაც უეჭველი დაეცემოდა. მისაღებში შესულმა პირი გაოცებისგან დააღო. დივანზე ხალათშემოცმულ მარიამს მისძინებოდა. სასწაულად ესიამოვნა იმის შეგრძნება რომ მის ლოდინში ჩაეძინა აქ. ეცადა ისე გადაადგილებულიყო ნაკაშიძე არ გაეღვიძებინა, მაგრამ არ გამოუვიდა ფეხი რაღაცას წამოსდო და მთელი ძალით შეასკდა სავარძლის ზურგს.
-შენი დედაც-ამოიყვირა გაბრაზებულმა და მარიამს გახედა, რომელსაც გაღვიძება უკვე მოესწრო და შეშინებული სახით უყურებდა.
-რა მოხდა? რას გავხარ? - გაბრაზებულმა გახედა მეუღლეს
ახლადგაღვიძებულმა მარიამმა.
-აქ რატომ გძინავს საძინებელში ასულიყავი? - მისი კითხვა დააიგნორა დათამ.
-შენ რა მთვრალი ხარ? ფუუ ალკოჰოლის და სიგარეტის სუნად ყარხარ- მიუახლოვდა ახვლედიანს და სუნზე ცხვირი აიბზუა.
-ქალების სუნადაც ხომ არა აბა კარგად მიყნოსე?- ყელი ახლოს მიუტანა მეუღლის საქციელით გახალისებულმა დათამ.
-რა საზიზღარი კაცი ხარ, მე აქ გელოდები და შენზე ვნერვიულობ შენ კიდე სადღაც ბორდელებში დაეთრევი, არაუშავს მეტის ღირსი მაინც არ ხარ-გაიბუსხა მარიამი და ხელები ერთმანეთზე დაიწყო.
- მართლა ცოლივით იქცევი ე-სიცილს არ წყვეტდა ახვლედიანი.ძალიან ართობდა მარიამის ასეთი რეაქციები- ასე მალე როგორ ისწავლე თუ ქალებს ეგ რაღაც გენებში გაქვთ? რა საყვარელი ხარ! ასე თუ დამელოდები ხოლმე მზად ვარ ყოველ ღამე დავაგვიანო-მიახლოება სცადა მეუღლესთან, მარიამმა მოულოდნელად გვერდით გაიწია და კიბისკენ უკან სვლა დაიწყო-მეტი რას ველოდებოდი ნეტა შენგან- ჩქარი ნაბიჯებით წავიდა კიბეებისკენ.
-ასე იმიტომ თუ გარბიხარ რომ გგონია გამოგეკიდები ძალიან ცდები საყვარელო ცოლო, ახლა ისე ვარ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავადგამ.
-ღმერთო ჩემო! ყველაფერთან ერთად ლოთიც ყოფილხარ. მოდი დაგეხმარები-ხელ წელზე შემოხვია დათას-დამეყრდენი ოღონდ მეც არ წამაქციო თუ შეიძლება.
-ერთხელ შენც დათვრები და მერე მე ვიღადავებ იცოდე შენზე-სიცილით მიჰყვებოდა გვერდით მეუღლეს ახვლედიანი.
-ასეთი საჭესთან როგორ იჯექი?
-თვითონ მომიყვანა აქამდე მანქანამ. ჩემი შავი რაშია. აბა შენს მოსატაცებლად რითი მოვედი ეს პრინცივით ბიჭი.
საძინებელ ოთახში შესულმა ადხვლედიანმა ფეხსაცმელი გაიძრო და საწოლზე გადაწვა.
-მასე არ დაწვე. რას აკეთებ გასწორდი- უკვე ბრაზდებოდა მარიამი.
-გამხადე რა-შეეხვეწა დათა.
-ესღა მეკლდა-ამოიოხრა ნაკაშიძემ და ხელები მეუღლის პერანგისკენ წაიღო. ნელა უხსნიდა ღილებს და ცდილობდა ზედმეტად არ შეხებოდა.
-ამაღამ ჩემთან ხომ დაიძინებ? -ჰკითხა ცალი თვალით გახელილმა ახვლედიანმა.
-სურვილი არ მაქვს საერთოდ- ბრაზობდა ისევ მარიამი, თან შარვლის ღილებს უხსნიდა.
-საოცარი თითები გაქვს-ამოიოხრა ღიმილით ახვლედიანმა.
-რა გარყვნილი კაცი ხარ! რაც არ უნდა გავაკეთო სულ ბინძური აზრები გიტრიალებს თავში - გახდა დაასრულა და ის იყო საწოლიდან ჩასვლას აპირებდა ხელები ძლიერად, რომ მოხვია ახვლედიანმა და ზედ მიიხუტა.
-გამიშვი რას აკეთებ? -ფართხალებდა შეშინებული მარიამი.
-ცოტახანს მაინც დაწყნარდი ტო, სულ ასეთი მოუსვენარი რატომ ხარ- ზურგიდან მიეხუტა ახვლედიანი და გამოძრავების საშუალება არ მისცა ნაკაშიძეს.
-არაფერი გაბედო იცოდე-თითი გამაფრთხილებლად ასწია მარიამმა.
-ეხლა ისეთი მთვრალი ვარ საყვარელო ცოლო რომ შენსას კია არა ამ ოთახში ვერცერთ ხვრელს ვერ ვიპოვი, ამიტომ მოისვენე რა თორემ ვიფიქრებ რომ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ქალი მოვიყვანე ცოლად და სულ სექსზე ფიქრობს.
-მთრალიც რა აუტანელი ხარ.
-მოეშვი და დავიძინოთ კარგი-ბალიში შეისწორა დათამ და მის მკლავებში მოქცეულ ცოლს კიდევ უფრო მიეხუტა.
კაი ხანს ვერ დაიძინა მარიამმა. სულს უხუთვდა ახვლედიანთან ასე ახლოს ყოფნა, ათასი ფიქრები და აზრები უტრიალებდა თავში. ბოლოს ძილმა თავისი გაიტანა და მორფეოსის სამყაროში ისე გადაინაცვლა თვითონაც ვერ გაიგო.



№1 სტუმარი ann

აუ იმედია შემდეგს მალე დადებ, მოუთმენლად ველი

 


№2  offline წევრი Lurjtmiani

აუ რა მოუმენს შემდეგის დადებამდე.
საოცარი ისტორიაა ძლააინნმომწონს.

 


№3 სტუმარი Lizi

Magariaaaaaa imedia male dadeb shemdegs

 


№4  offline წევრი natuci555

Lizi
Magariaaaaaa imedia male dadeb shemdegs

ლიზი სამწუხროდ ადმინისტრაციის შეზღუდვა 24 საათაი ერთხელ ხდება სიახლის დამატება. ვეცდები ხვალ ავტვირთო. კიდევ უფრო საინტერესო თვები გელით წინ. მადლობა ყველას ვისაც ასე მოგწონთ და ელოდებით.

 


№5 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Kargi da saintetreso istoriaa, magram cotaa.

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

ცოტას თუ გაზრდით თავებს ურიგო არ იქნება,ძალიან საინტერესოდ წერტ და სულმოუთქმელად ვკიტხულობ,წარმატებები!❤

 


№7  offline წევრი natuci555

სტუმარი მარი
ცოტას თუ გაზრდით თავებს ურიგო არ იქნება,ძალიან საინტერესოდ წერტ და სულმოუთქმელად ვკიტხულობ,წარმატებები!❤

დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. გავითვალისწინებ რჩევას. ????

 


№8 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი ისტორია,სიყვარულით,იუმორით,სითბოთი სავსე,.გელოდები.

 


№9 სტუმარი tako

Auu male Dade ra shemdegi tavebi, dzalian saintereso istoriaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent