შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, უშენოდ...(ნაწილი 9)


9-09-2019, 12:15
ავტორი natuci555
ნანახია 2 949

საშინელმა თავის ტკივილმა გამოაღვიძა დილით ახვლედიანი. უცნაურ სიმძიმეს გრნძობდა მარჯვენა მკლავზე, თვალები გაჭირვებით დააშორა ერთმანეთს და მის სხეულზე აკრულ მარიამს ინტერესით დააკვირდა. ტუჩები პატარა ბავშვივით წინ გამოეწია და მშვიდად სუნთქავდა. მოშიშვლებულ ყელზე ლურჯად მოელვარე კაპილარები ემჩნეოდა. თმები საყვარლად ასწეწვოდა, მაგრამ მაინც საოცრად ლამაზი იყო. უჩვეულო სიმსუბუქეს გრძნობდა მასთან ახვლედიანი, რას არ მისცემდა მისი ყოველი დილა ასე დაწყებულიყო. სიგიჟემდე მოუნდა მოფერებით გაეღვიძებინა მის მკლავებში მოქცეული ქალი. თავისუფალი ხელი მის ფეხზე აასრიალა და იგრძნო როგორ დააყარა ეკალმა მისი კანის შეგრძნებისას. შეხებისას ოდნავ შეიშმუშნა ნაკაშიძემ, მაგრამ ძილი მაინც განაგრძო. თითებს წრიულად დაასრიალებდა ცოლის მუცელზე და სასწაულად სიამოვნებდა მისი შეხება. შინაგანად გრნობდა რომ ნაკაშიძე სწორედ ისე ქალი იყო რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა. მოსწონდა ასეთი ბავშვური, მიამიტი, ცოტა ავიც და წინააღმდეგობებით სავსე.
თითები ტრუსში ჩაუცურა და მარიამის წამოკივლების ხმამაც არ დააყოვნა-რას აკეთებ?
-მინდა გითხრა რომ მძინარე უფრო საყვარელი ხარ-საწოლიდან ღიმილით წამოიწია ახვლედიანი.
-სანდო კაცი არ ხარ შენ!-თითი მეუღლისკენ გაიშვირა საწოლზე წაომჯდარმა ნაკაშიძე-სიტუაციით სარგებლობა როგორ გიყვარს.
ხარბად ათვალიერებდა ცოლის სხეულს დათა. ტანზე მომდგარი პერანგი მკერდზე გამოჰკვეთოდა და ისე ედგა თავები თითქოს ამოხეთქვას ლამობსო. შიშველი ფეხებს თითქმის არ უფარავდა და გამომწვევად მჯდარ ნაკაშიძეს საცვალიც კი უჩანდა.
-ახლა მაგედან თუ არ ადგები ძალიან ცუდ დღეში ჩავარდები-ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი ახვლედინმა და ცოლს მზერა სხეულზე კიდევ ერთხელ მოატარა. ჰორმონები უტევდა და უკვე აღარ შეეძლო მარიამის გვერდით თავი ისე დაეჭირა თითქოს ვერაფერს გრძნობდა.
-რაა? - ვერ მიხვდა ქმრის ნათქვამს. უცბად მკერდზე დაიხედა ისე გადმოხტა საწოლიდან მის დანახვაზე ახვლედიანი სიცილით ჩაბჟირდა.
-ნუ დამცინი- თვალები დააკვესა მარიამმა.
-ზოგჯერ ისეთი საყვარელი ხარ კოცნით მინდა დაგახრჩო-სახე დაასერიოზულა დათამ.
კაკუნის ხმის გაგონებაზე ცოლ-ქმარმა კარისკენ გაიხედა. მარიამმა ხალათი მოიცვა და მომლოდენი თვალებით შეხედა მასში შემომავალ ელზას, რომელმაც ახვლედიანის ნებართვის შემდეგ კარი მორიდებით გაეღო და თავდახრილი საუბრობდა - ბოდიში დათა შვილო -დაიმორცხვა ელზა უფროსის დანახვაზე- არ შეგაწუხებდით აუცილებელი საქმე რომ არ ყოფილიყო. ვიღაც ბიჭია მოსული ამბობს მარიამის ბიძაშვილი ვარო, დაცვა ეზოში არ უშვებს და საჭიროდ ჩავთვალე თქვენთვის მეთქვა.
-კარგი ელზა, სახლში შემოუშვი და გაუმასპინძლდი სანამ ჩვენ ჩამოვალთ- პასუხი დაუბრუნა ახვლედიანმა ქალს და მისი გასვლის შემდეგ საწოლიდან წამოიმართა.
-ესღა მეკლდა, აქ რას აკეთებს? -ფანჯარას მივარდა მარიამი და ეზოში შემომავალ ბიძაშვილს დააკვირდა-ღმერთო შენ მიშველე, ნეტა ოდესმე სიმშვიდე მეღირსება?!
-ასე რატომ ნერვიულობ მარიამ? დაველაპარაკებით, ავუხსნით ყველაფერს და მშვიდად წავა.
-შენ მაგას არ იცნობ და იმიტომ ამბობ მასე. გთხოვ არ იჩხუბოთ კარგი?! -შეეხვეწა ქმარს ნაკაშიძე.
-დამშვიდდი რა ცოლო. შენი აზრით ვგავარ იმ ადამიანს შარში ძალით რომ ყოფს თავს? ეხლა მაგას ცხვირპირი რომ გავუერთიანო ერთ საათში მისი წელში მოღუნული ძმაკაცები დამადგებიან თავზე დანის ტრიალით და უფრო დიდ ამბავს აწევენ. დარწმუნებული ვარ შენ ისე აუხსნი ყველაფერს ჩემი ჩარევა საჭირო არ გახდება-ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და საბაზანოში გაუჩინარდა.
...
კიბეებზე მიმავალი ახვლედიანი კარგად ხედავდა ოთახში უცნაურად მოსიარულე კოტე ნაკაშიძეს. შავი ტყავის ქურთუკი მოეცვა და ხელზე რამდენიმე ზოლად დახვეული მისი ტყავისფერი ,,ბენდენა" ეკეთა. ყელს კი დიდი ლურჯი ფერის დრაკონიანი ტატუ უმშვენებდა. მის დანახვაზე უნებურად გაეღიმა ახვლედიანს, მიხვდა რომ ეს ბიჭი დროსა და სივრცეში ძალიან აცდენილი იყო, ალბად მასთან მშვიდად საუბარიც არ გაჭრიდა და გულის სიღრმეში შეეცოდა კიდევაც მარიამი, მის გამო რომ აღმოჩნდა ამ სიტუაციაში და მომავალი დიალოგის ატანა რომ მოუწევდა.
-გამარჯობა ჩემი ძმა-ხელი ხელზე ძლიერად მოუჭირა კოტემ ახვლედიანს-ჩემს მარიამთან ვარ მოსული საბაზროდ,ხომ გესმის არა?! - თვალი თვალში გაუყარა და იქამდე არ მოუცილებია სანამ მარიამი არ გამოჩნდა კიბეებზე.
-კოტიკოო-ამოიჩურჩულა სიმწრით ნაკაშიძემ.
-რა კარგია რომ მცნობ ჩემო საყვარელო ბიძაშვილო. იქამდეც რომ გაგხსენებოდა ჩემი არსებობა სანამ ამ ტიპს გაჰყვებოდი ცოლად ხომ შეიძლებოდა არა?! მაგრამ ჯანდაბა,არ გაგხსენებივარ, გიორგისგან უნდა გამეგო ეს ამბავი გოგო?- უკვე ხმას უწევდა კოტე.
-გეხვეწები არ გინდა რა-შეშინებული ჩანდა მარიამი,სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა- მართალი ხარ შეიძლება უნდა მეთქვა, უბრალოდ ვიფიქრე გაბრაზდებათქო და... - ვეღარ დაასრულა სიტყვა თვალცრემლიანმა.
-იმაზე მეტად გავბრაზდებოდი ვიდრე ეხლა ვბრაზობ მარიამ? -წარბი ასწია კოტემ - ვაფშე ვინაა ეს ტიპი იცნობ?ასე უცებ რა გაგიკეთა რომ ეგრევე ცოლად გაჰყევი ტო? ხომ იცი ცხონებულმა ბიძაჩემმა შენი თავი მე ჩამაბარა არა, ვიფიქრე ჭკვიანი გოგოა სამსახური ექნება ცხოვრებას აიწყობს მეთქი-ოთახში ნერვიულად დადიოდა კოტე- გუშინ გაბრიაძე იყო ჩემთან მოსული, კაცი რას გავს იცი? გაგიჟებული იყო. ტიპმა ლამის შენი ხელი მთხოვა, კაცურად ამიხსნა მომწონს და მინდა ვცადო მარიამთან ურთიერთობის აწყობაო შენ კიდე დაკარი ფეხი და გათხოვდი.
გაბრიაძის ხსენებეზე ყბების ძვლები დაეჭიმა ახვლედიანს.
-რაა? - გაბრაზება დაეტყო ხმაში მარიამს - ეგ სულ ასეთი ჩლუნგი იყო თუ ეხლა გამოშტერდა. ჯერ მოსულიყო და ჩემთვის აეხსნა ყველაფერი რას მორბოდა შენთან. ან ეს ხელისთხოვნები რა უბედურებაა. ყველა უჩემოდ რატომ წყვეტთ ყველაფერს - თავს ვეღარ აკონტროლებდა გაბრაზებული-ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს ეგ შენი გაბრიაძე. მაინც არასდროს მომწონდა მაგის ზედმეტად პარიოსანი ბიჭის საქციელები.
მარიამის სიტყვების გაგონებაზე ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა ახვლედიანმა.
-და ამისი ყველაფერი მოგწონს? -წარბი ასწია კოტემ- რამე იცი მისი წარსულის შესახებ? გიორგა ისეთ რაღაცეებს მებზრა გავგიჟდი ტო. შენ ვერც კი ხვდები სად მოხვდი გოგო.
ახვლედიანი ხვდებოდა რომ ახლა სიტუაცია რომ არ გაენეიტრალებინა კოტე ბევრ ისეთ რაღაცას იტყოდა რაც საქმეს სულ გაუფუჭებდა მარიამთან.
-მისმინე კოტე-მკაფიოდ გამოთქვა მისი სიტყვები დათამ-მარიამი უკვე ჩემი ცოლია. ეს ყველაფერი როგორ და რატომ მოხდა მხოლოდ ჩვენ ორის საქმეა. შენი ბიძაშვილი უკვე დიდი გოგოა და მგონი ხვდები რომ იცის რასაც აკეთებს,არც ისეთი სუსტია რომ ძალით ვინმემ დაიმორჩილოს. ამიტომ იმ დღეს მერე რაც ის ჩემი ცოლი გახდა მასზე მე ავიღე პასუხიმგებლობა და გპირდები ყოველთვის კარგად იქნება.
-კარგად ვიცი რა ჩიტიც ხარ.მარიამი შეიძლება დააბოლე მაგრამ მე ვერ მომატყუებ გაიგე?! თუ გავიგე რომ ჩემი ბიძაშვილი შენთან თავს ცუდად გრძნობს იცოდე რომ მაგრად დაგერხევა-თითი მკერზე მიაჭირა ახვლედიანს და მარიამისკენ მიტრიალდა-არ გინდა მომიყვე რეალურად რა ხდება მარიამ?
-რა უნდა ხდებოდეს?!- დაიბნა მარიამი და დათას საცოდავი თვალებით შეხედა-უბრალოდ შემიყვარდა სულ ესაა.
მარიამიაგან მოსმენილი სიტყვები სიგიჟემდე ესიამოვნა ახვლედიანს, კარგად იცოდა ტყუილი რომ იყო, მაგრამ მაინც სცადა მისი დაცვა და ალბათ ეს რაღაც ახალის დასაწყისი იყო მისთვის.
-მარიამ არ მაფიქრებინო, რომ ჩვეულებრივი ბატი ხარ. რამდენი ხანია იცნობთ ერთმანეთს?-ეჭვნარევი მზერით ჰკითხა კოტემ.
-3 თვეა- უცბათ მოიფიქრა ტყუილი მარიამმა.
-და ამ სამ თვეში ისე გადაგრია რომ ცოლად წაყევი? რაღაც ძალიან არ მომწონს ეს ამბავი. კარგად გიცნობ და ვიცი არ ხარ ის ქალი ასე უცბათ რომ გაგაგიჟოს შენ სიყვარულმა.
-ეჰ სიყვარულს რას გაუგებ ჩემო კოტე, შენც შეგიყვარდება და მიხვდები-მხიარულად წარმოსთქვა ახვლედიანმა და იქვე მდგარ დივანზე ჩამოჯდა.
-კარგი ასე ხომ. ვფიქრობ აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს-ახვლედიანის კომენტარისთვის ყურადღება არ მიუქცევია კოტეს ისე განაგრძო-ჩემი სიტყვები კარგად დაიმახსორე მარიამ მეორედ აღარ გავიმეორებ, ერთ დღესაც ამ ნაბიჭ.რისგან გულნატკენი რომ გამოიქცევი ჩემთან ნუ მოხვალ კარგი და ნუ მეტყვი მართალი იყავიო-კარებში გიჟივით გავარდა კოტე ნაკაშიძე.
-ამის მკურნლობაზე არასდროს გიფიქრიათ?-სერიოზული სახით იკითხა ახვლედიანმა.
-ძალიან გთხოვ მორჩი მაიმუნობას რა და ერთხელ მაინც მოიქეცი ნორმალური ადამიანივით, სინდისი ვაფშე არ გაწუხებს შენს გამო რომ ვარ ასეთ დღეში?!- გაბრაზებულმა და ატირებულმა მარიამმა კიბეებზე აირბინა და საძინებელი ოთახის კარები ხმაურით მოაჯახუნა.
-ამ გოგოს ძალიან ბევრი მოზღვავებული ენერგია აქვს უნდა დავახრჯინო-თავისთვის ამოილაპარაკა დათა
და სამზარეულოსკენ წავიდა.
...
რამდენიმე კვირა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა მათ ცხოვრებაში. მარიამმა დათასგან ნებართვის აღების შემდეგ უნივერსიტეტში განაგრძო სიარული. ცდილობდა საახალწლო არადეგებამდე ყველფერი მოესწრო და ჩავარდნილი დღეები აენაზღაურებინა. ახვლედიანი თავის საქმიანობით იყო დაკავებული. კოტეს სტუმრობის შემდეგ მათი ურთიერთობა თითქოს უფრო დათბა. მარიამი ხვდებოდა,რომ ყველა დაკარგა ვინც მისთვის ძვირფასი იყო, ამიტომ დათას გადაკიდებაც არ აწყობდა ბოლომდე. სიმართლე რომ ითქვას ქმარი ცუდად არც ექცეოდა. ყველანაირად ცდილობდა გაეგო და კონფლიქტებისგანაც ყოველთვის თავს იკავებდა, მაგრამ რატომღაც იმ დილის მერე არც კი შეხებია, რაც ნერვებ საშინლად უშლიდა ნაკაშიძეს. თითქოს შინაგანად მოსწონდა კიდევაც ქმრისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ნუცასაც რამოდენიმეჯერ შეეხმიანა. სამსახურიდან წამოსულიყო და სოფელში წასულა დროებით ახალი სამსახურის მოძებნამდე.
16 დეკემბერი იყო. საშინლად ციოდა თბილისში. საშინელი ქარი ქროდა მთელი დღე და თოვლის ფანტელებს ჰაერში საოცრად ატრიალებდა. ზუსტად ისეთი ზამთარი იყო დათას რომ უყვარდა.
კაბინეტის ფანჯრიდან ქუჩას გადაჰყურებდა და ფანტელების ჰარმონიულ ცეკვას აკვირდებოდა.
-რომანტიკამ გაიღვიძა შენში?!-ისე შემოვიდა ბარბაქაძე დათამ ვერც კი შენიშნა.
-მიდი რა. რას მაიმუნობ ერთი-გაეღიმა ახვლედიანს.
-ორჯერ დაგიძახე ძმაო და ვერ გაიგე მე რა შუაში ვარ. სიყვარულმა სულ გამოგაშტერა ჩემო რომეო-სინანულით თავი გადააქნია ლევანმა.
-საქმე გქონდა შენ მგონი -შუბლი შეჭმუხნა მეგობრის სიტყვებით გაღიზიანებულმა.
-აა ჰო. დღეს სოსო ჯაყელმა დამირეკა.
-რაო რა მინდაო?
-ხვალ დაბადების დღე მაქვსო და საღამოს რესტორანში გეპატიჟებითო მეორე ნახევრებითო. მე არ ვიცი სოფოს თუ წამოვიყვან ძლივს დადის თან აღარაფერი ეტევა და მთელი დღე ტირის ტო-შეწუხებულმა ამოიოხრა ლევანმა.
-და წასვლა აუცილებელია? -მაინცდამაინც ვერ მოიხიბლა დაპატიჟების იდეით ახვლედიანი.
-კარგი რა დათა! ტიპი შენი სასმელების თითქმის ნახევარს გისაღებს თავის რესტორნებში. გეტენება იმიტომ რომ ჭირდები და არამგონია მისი დაბადების დღეზე წასვლით რამე დაგაკლდეს. თან 60 წლის ხდება ძმაო, დედა ეტყ..ნება უკვე მის ცხოვრებასაც, იქნებ ზეგ ვერც ნახო- გაეცინა ლევანს.
-რას იწყევლები თუ ძმა ხარ. ჯაყელისნაირი მატლები კაი ხანი ცხოვრობენ ამ ქვეყნად ჩემო ლევან. არ ვიცი მარიამი თუ წამოვა, მე შევთავაზებ ყოველი შემთხვევისთვის-უინტერესოდ ამოილაპარაკა დათამ.
-ისევ ვერ დალაგდით?
-სტრატეგია შევცვალე. საერთოდ აღარ ვეკარები. ნერვები ეშლება მაგრად ხოდა ეხლა იმან მეხვეწოს-გაეცინა ახვლედინს და აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა.
...
უნივერსიტეტიდან გამოსულ სიცივისგან აკანკალებულ მარიამს ეზოში დათა დახვდა. ახვლედიანი მანქანას მიყრდნობოდა და თან სიგრეტს ეწეოდა. ისეთი მშვიდი სახით იდგა აშკარად სიცივე დიდად არ აწუხებდა.
-ყინულის პრინცი ხარ რა- ღიმილით უთხრა ნაკაშიძემ.
-შენ კიდე ყინულის დედოფალი- თვალი ჩაუკრა დათამ-ჯერ ვერ გაგალღვეთ ვერცერთი-სიგარეტის ნაწვი ურნაში ჩააგდო და ჯიბეში ამღერებულ ტელეფონს უპასუხა:
-გისმენ დედა! კი, კი არაა პრობლემა. საახალწლოდ? რა თქმაუნდა. მარიამი ყოველდღე მეკითხება დედიკოსთან როდის უნდა წავიდეთო. კაი გკოცნი. მოგიკითხავ აუცილებლად-ტელეფონი ისევ ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო და პირდაღებულ მარიამს ჰკითხა: - რა მოხდა?
- სულ ასე უნდა იტყუებოდე? ან რატომ მიგდებ სულ მასხარად ვერ ვხვდები-შუბლშეკრული საუბრობდა ნაკაშიძე.
-რომ იცოდე გაბრაზებული როგორი ჩასაყლაპი ხარ მაგას არ მკითხავდი-ღიმილით უპასუხა მეუღლეს ახვლედიანმა და საჭეს მიუჯდა.
-რა სასწაული პასუხები გაქვს ხოლმე პირდაპირ ვგიჟდები.
-მესმის შენი ყველა ასე გიჟდება ჩემზე.
-თვითკმაყოფილი იდიოტი-თვალები მაღლა აატრიალა მარიამმა.
-თავს მოგაჩვენებ რომ არ გამიგია. ეხლა თემა შევცვლოთ. ხვალ რესტორანში ვართ დაპატიჟებული ჩემი ერთ-ერთი პარტნიორის დაბადების დღეა და მიუსვლელობა არ გამოვა. თუ წამოსვლა არ გინდა არ დაგაძალებ-მშვიდად საუბრობდა დათა-ასაკოვანი კაცია, ბებრუხანების სასტავი იქნება ხომ გესმის.
-რატომაც არა წამოვალ-თმა გადაიწია სახიდან მარიამმა.
-მართლაა-გულწრფელად გაუკვირდა ახვლედიანს.
-ხო მართლა, რა იყო ჩემთან ერთად გამოჩენა ხომ არ გიტყდება? -წარბი ასწია მეუღლის რეაქციისგან დაეჭვებულმა ნაკაშიძემ.
-ამას ეხლა სერიოზულად კითხულობ თუ ჩემი გამოწვევა გინდა?
-იქნებ ორივე - ტუჩის კუთხეში გეღიმა მარიამს- ამბიცია ხომ გაქვს ყველაზე ჭკვიანი იყო ხოდა გამოიცანი.
-ცუდად თამაშობ მარიამო ცუდად. იმდენს იზავ დაისჯები-უკვე ართობდა ეს თამაში ახვლედიანს.
-სცადე-თვალი თვალში გაუყარა მარიამმა და ენით ტუჩები დაისველა.
-მგონი ნელ-ნელა მემსგავსები ტო-ცოლის საქციელით გახალისდა დათა.
-მთავარია ეგ თვითკმაყოფილება არ გადმომედოს, არ მინდა სულელი ვჩანდე-ენაზე კბილის დაჭერა ვერ მოახერხა ნაკაშიძემ.
-აჰაა მე სულელი ვჩანვარ არაა? გასაგებიააა - სიტყვა გაწელა ახვლედიანმა- ერთ დღესაც ისე დაგსჯიი, ღმერთო როგორ დაგსჯიი... შენ ვერც კი წარმოიდგენ -გონებაში ათასმა აზრმა გაუელვა უცბათ.
-ოცნებას კაცი არ მოუკლავს ქმარო-ღიმილიანი სახით გადახედა მარიამმა, შემდეგ კი ტელეფონს ჩააცქერდა.
იმ საღამომ მშვიდად ჩაიარა. დათა დაპირდა მარიამს, რომ ხვალინდელი საღამოსთვის ყველაფერზე იზრუნებდა. დასაძინებლად წასულ მეღლეს უკან ჩამორჩა ნაკაშიძე და სამზარეულოში შევიდა.
-ელზა ძვირფასო- გაპრანჭული ხმით მიმართა ქალს- ხვალ გათავისუფლებ შენი მოვალეობისგან.
-რატომ ქალბატონო?- ცოტა შეშინიდა ელზა.
-ხვალ ისეთი დღეა შენს ოჯახთან ერთად უნდა გაატარო, წადი შვილებთან. შვილიშვილებს ლობიანები გამოუცხე. იმხიარულე მათთან. რამდენი ხანია ნორმალურად არ გინახავს ისინი ხომ ასეა? ამიტომ მე გათავისუფლებ.
-მერე ბატონი დათა? -მაინც უკან იხევდა ქალი.
-დათაზე არ ინერვიულო, მე მოვაგვარებ. ბოლოს და ბოლოს მისი ცოლი ვარ შენი აზრით ერთ საუზმეს ვერ მოვუმზადებ?-ღიმილით შეხედა მარიამმა.
-კარგით როგორც გნებავთ, მადლობა დიდი ქალბატონო მარიამ-შვებით ამოისუნთქა ელზამ.
-სამადლობელი არაფერია. ღამემშვიდობის ელზა და ბარბარობას გილოცავ წინასწარ- ანცი ბავშვივით გამოვარდა სამზარეულოდან მარიამი და კიბეებისკენ დაიძრა.
საძინებელში ფეხაკრეფით შეიპარა და საწოლში ჩუმად შეწვა.
-მეჩვენება თუ რაღაცას მაიმუნობ?-ინტერესით ამოხედა გაღვიძებულმა დათამ.
-გეჩვენება ქმარო გეჩვენება,სიზმარში ხარ ეხლა შენ. დაიძინე მიდი დაიძინე- ლოყაზე უცბად აკოცა, ზურგი შეაქცია ახვლედიანს და საბანი თავზე წაიფარა მისი ღიმილიანი სახე რომ არ დაენახა.

ძალიან მიხარია ის რომ ისტორია ასე მოგწონთ. ატვირთვას და თავების სიმცირეს რაც შეეხება მაქსიმალურად ვცდილობ ბევრი ვწერო, და დროულად ავტვირთო არ მინდა თავი მოგაბეზროთ ჩემი მოუცლელობით ძალიან გადატვირთული რეჟიმი მაქვს და მაქსიმალურად ვცდილობ გული არავის დავწყვიტო.
პ.ს. კომენტარებით მახარებთ ყველა



№1  offline წევრი იზუკა

აუ რა კაია..მარიამი ლობიანებს გამოუცხობს დათაას )) ხო იცის რო საყვარელი კერძია ???? აწი როდის უნდა დადო ახალი თავიი..რა მოითმენს.. ცოტა პატარა თავებია და წასაკითხად არ მყოფნის ((

 


№2  offline წევრი დარინა

მეთი სითბო, მეტი სიყვარული და მეთი კიდევ უფრო თბილი მომენტები მინდა მეე, არ მყოფნის და რა გავაკეთოოოო, მარიამი ცოტა კიდევ უნდა გააქტიურდეს, რომ დათამ ვეღარ მოითმინოს და აღიაროს რომ მარიამზე გიჟდება ველოდები შემდეგ თავს.

 


№3 სტუმარი სტუმარი ლია

მოუცლელობას ნუ იმიზეზებ გაადიდე თავები.

მაგრად წერ მომწონს ძალიან.

 


№4 სტუმარი Lizi

Dzalian magaria

 


№5  offline წევრი Takk.22

დღეს არ დებ?

 


№6  offline წევრი natuci555

Takk.22
დღეს არ დებ?

კი დღეს იქნება.ატვირთულია და ადმინისტრაცია გადამოწმების შემდეგ გამოაქვეყნებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent