მე, უშენოდ...(ნაწილი 10)
მეორე დილით ადრიანად გაიღვიძა მარიამმა, ფეხაკრეფით ჩაირბინა კიბეებზე და სამზარეულოში ფუსფუსი დაიწყო. უნდოდა დათას გაღვიძებამდე ყველაფერი მოესწრო, შინაგანად ყოველთვის უნდოდა ვინმეზე ისეთი სიყვარულით ეზრუნა, როგორც ამას ქეთევანი აკეთებდა. სამ საათში უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა. თმები თავზე საყვარლად დაეკოსა და სახეზე აქა-იქ ფქვილი ჰქონდა წასმული. მეუღლის გაუჩინარებით შეშინებულმა ახვლედიანმა მთელი სახლი მოიარა და ბოლოს სამზარეულოსკენ წავიდა. კარში გაოცებული შეჩერდა და ინტერესით დააკვირდა გაზქურასთან მოფუსფუსე მარიამს. ისეთი მონდომებით აკეთებდა რაღაცას ხელის შეშლა ახლა დანაშაული იქნებოდა. -გაიღვიძე?-ღიმილით გამოხედა კარში მდგომ დათას და ხელი მტევნით თმის სახიდან გადაწევა სცადა. -რას აკეთებ ცოლო? - იკითხა დათამ და სამზარეულოს დახლთან მდგარ სკამზე დაჯდა. -საუზმეს - ისეთი სახით უთხრა მარიამმა თითქოს ამას ყოველდღე აკეთებდა. თავისი გამომცხვარი ლობიანები თეფშზე გადმოიღო და დაჭრა დაიწყო - ყავა თუ ჩაი? რომელს დალევ? - ჰკითხა სკამზე ჩამომჯდარ მეუღლეს. -ჩაი იყოს ამინდს უხდება. ხვდები, რომ ნელ-ნელა ნამდვილ ცოლს ემსგავსები? - სკამიდან ჩამოვიდა ახვლედიანი და მასსა და მარიამს შორის მანძილი წამებში დაფარა - იქნებ სხვა მოვალეობებიც განგვეხილა-ხელი მისი სვიტერისკენ წაიღო ხელით გამოსწია და შიგნით ჩაიხედა - მართლა ელზა სადაა? - აქეთ-იქით მიმოიხედა დათამ. -დღეს გავათავისუფლე - სუფრის გაწყობა დაიწყო მარიამმა. -რატომ? - ეჭვნარევი მზერით შეხედა ცოლს ახვლედიანმა. -იმიტომ, რომ დასვენებას იმსახურებს, ეს ისეთია დღეა შენს საყვარელ ხალხთან ერთად უნდა გაატარო. -და შენც მაგ მიზეზით ტრიალებ ეხლა სამზარეულოში?-გაეღიმა მარიამის სიტყვების გაგონებისას დათას. -შეიძლება კი შეიძლება არა - თვალი თვალში გაუყარა ქმარს მარიამმა და ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია. -ჩემს შემოთავაზებაზე რა აზრის ხარ? ცოლ-ქმრულ მოვალეობაზე გეკითხები - ისევ სკამს დაუბრუნდა ახვლედიანი. -დააყენე დღის წესრიგზე და შეიძლება განვიხილო კიდევაც - წარბი ასწია მარიამმა და ჩაი ჭიქებში ჩამოასხა-ჩვენს მოკრძალებულ მაგიდასთან მოგიხმობთ ბატონო დავით! - ხელით ანიშნა დათას. -რამეს მიჩალიჩებ თუ რა ხდება მეტყვი? - მაგიდასთან გადაინაცვლა ახვლედიანმა და ლობიანი გემრიელად ჩაკბიჩა-ხომ არ მომწამლავს? -ნეტა რამის ღირსი თუ ხარ - გაბრაზდა ნაკაშიძე. -ოქროს ხელები გაქვს ცოლო-მარიამთან მიიწია და ტუჩებზე დაეწაფა, ისეთი გემრიელი ეჩვენებოდა გაჩერება არ უნდოდა - შენი ტუჩებივით გემრიელია ესეც. სახეგაბადრული იჯდა საუზმობისას მარიამი. ბედნიერებისგან სახე უცინოდა. ახვლედიანი გემრიელად შეექცეოდა მის მიერ მომზადებულ ლობიანებს და სიამოვნებისგან ხმებსაც კი გამოსცემდა. -ეხლა ცოტახნით საქმე მაქვს უნდა გავიდე, კაბას მოგიტანენ საღამოს რაც უნდა ჩაიცვა კაი? - დღის გეგმა გააცნო მარიამს-მოემზადე და მეც მოვალ. -კარგი. დაამთავრე საუზმობა? -კი. ყველაფერი გემრიელი იყო მადლობა. იცი რა შეგატყვე? ზოგჯერ ნორმალურად მოქცევაც შეგიძლია და არ გინდა სულ ასეთი რომ იყო?! - სიცილის შეკავებას ცდილობდა ახვლედიანი. -გამასწარი აქედან - დასერიოზულება სცადა მარიამმა, მაგრამ არ გამოუვიდა - გეფიცები ზოგჯერ სურვილი მიჩნდება რამე დაგმართო ხოლმე - სიცილით გასძახა კარში გამავალ ქმარს და მაგიდის ალაგება დაიწყო. ... -მზად ხარ?-ოთახში შევიდა დათა და თან საათზე იყურებოდა - ღმერთო, მარიამ ასე ვერ წამოხვალ - პირღია უყურებდა მის წინ მდგარ ცოლს. -რატომ? - ანცად გაუღიმა ნაკაშიძემ. -შენ ისეთი ლამაზი და გამომწვევი ხარ მეშინია ვინმეს ცემა არ მომიწიოს იქ - სერიოზული სახით საუბრობდა ახვლედიანი და ცოლის სხეულს ხარბად ათვალიერებდა - ვინმეს მზერაში რამე ისეთი რომ დავინახო რასაც ახლა მე ვფიქრობ შენზე დამიჯერე შემიძლია ცოცხლად დავმარხო ყველა. -ხოდა ძალიანაც კარგი, მაგრამ დარწმუნებული ვარ არაფერი მსგავსი არ მოხდება - გაეკეკლუცა მარიამი და მოსაცმელს დასწვდა. მგზავრობისას ახვლედიანი მზერას მეუღლის ფეხებისკენ აპარებდა. ტანზე მომდგარი, შავი. კოჭებამდე კაბა ეცვა. მუხლის ზემოთ შეხსნილი იყო და ჯდომისას ერთი ფეხი თითქმის სულ უჩანდა. -ბოლოს მახსოვს მასეთი კაბა რომ გეცვა მოგიტაცეს მარიამ, არ მინდა დღესაც ასე განმეორდეს. ძალიან გთხოვ ფეხები ერთმანეთს მიადგი თუ გინდა რამე სისულელე არ გავაკეთო - ეღიმებოდა თავის ფიქრებზე ახვლედიანს. -შენ ვინ რას გაგიბედავს ქმარო, თვით დათა ახვლედიანს - მაღალფარდოვნად წარმოსთქვა ნაკაშიძემ. -ეჭვი გეპარება?! - წარბ აწეულმა გახედა ცოლს. -არა ქმარო შენს შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება - გაეღიმა მარიამ და გზას გახედა. ... რესტორანში შესვლისას იგრძნო ნაკაშიძემ როგორ შეხედა რამდენიმე თვალმა ერთდროულად. კარებში თვით სოსო ჯაყელი იდგა და სტუმრებს პირადად ხვდებოდა. დაბალი კაცი იყო სოსო, კოტიტა თითებითა და პატივსაცემი მოზრდილი ღიპით. ახვლედიანის დანახვისას ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად - დათას ვახლავართ დათას. -გილოცავთ ბატონო სოსო, ღმერთმა ასსამოცი წლის გაგხადოთ - წაეპირფერა დათა. -გაიხარე ჩემო დავით, გაიხარე. ეს რა ლამაზი გოგო მოგიყვანია ცოლად ამას გვიმალავდი კაცო - მაცდური ღიმილით შეათვალიერა ნაკაშიძე, კოტიტა ხელებში მისი ხელი მოიქცია და ტუჩებით ნაზად ეამბორა. -მარიამ ძვირფასო გაიცანი ბატონი სოსო ჯაყელი. პატივსაცემი კაცია მთელს თბილისში, მასზე უკეთ ჩვენს ღვინოს რეკლამას ვერავი უკეთებს - არ წყვეტდა პირფერობას ახვლედიანი, ძალიან ართობდა ამ გაბღენძილი, გაქონილი მილიონერის სახის ცქერა, სახე ყურებამდე რომ გახეოდა და ემოციებს ვეღარ იტევდა. -სასიამოვნოა მარიამ ნაკაშიძე - მოკლედ შემოიფარგლა მარიამი. -გთხოვთ მაგიდასთან მიბრძანდეთ, მეც მალე მოვალ, თითქმის ყველა სტუმარი მოვიდა - დარბაზისკენ მიმავალი კარისკენ ხელი გაიშვირა ჯაყელმა. ხელი მარიამის წელზე ჰქონდა მოხვეული ახვლედიანს და ცოლს გვერდით ამაყად მიყვებოდა. ხვდებოდა რამდენად მიმზიდველი ქალი ჰყავდა. იცოდა მარიამს რომ არავის დაუთმობდა და უიმისოდ ცხოვრებას ძალიან გაუჭირდებოდა ამიტომ გადაწყვიტა დღეს საღამოსვე დაესვა ყველაფრისთვის წერილი. დაესრულებინა ეს კატა-თაგვობანა და ყველაფერი გაეკეთებინა ახალი ცხოვრების დასაწყებად. მაგიდასთან დაჯდომას აპირებდნენ მათკენ წითელ კაბაში გამოწყობილი, მაღალ ქუსლებზე მდგარი, კეკლუცი ქალი რომ წამოვიდა. წყვილს მიუახლოვდა და ხელი მკერდზე მიადო ახვლედიანს და მხიარულად ამოილაპარაკა: -დათა საყვარელო როგორ ხარ? -მაცაცო- თვალები მომაბეზრებლად აატრიალა ახვლედიანმა - კარგად შენ როგორ ხარ? -შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები აბა? აღარ გახსენდები საერთოდ - კადაიკისკისა და დათას მხარზე მიეხუტა. ქალის საქციელით გაღიზიანებულმა ახვლედიანმა ცოლს გვერდულად გახედა და თვალებით ანიშნა ყურადღება არ მიაქციოვო - მაცაცო დამშვიდდი კაი? არაფერი გეტყობა უჩემობა, რომ გაწუხებდეს. მინდა ჩემი ცოლი გაგაცნო მარიამი - ხელით მასთან ახლოს მოწია ნაკაშიძე. -კი მითხრეს ცოლი მოიყვანაო მაგრამ არ დავიჯერე, კარგი მერე გნახავ - გაუღიმა დათას - სასიამოვნოა -სიტყვა მიუგდო მარიამს და იქაურობას გაეცალა. ყელის ძარღვები დაეჭიმა მარიამს, სურვილი გაუჩნდა ეს თავხედი ქალი თმებით ეთრია. დიდი მოთმინების ფასად უჯდებოდა ახლა თავის შეკავება, ნანობდა საერთოდ რომ წამოვიდა ამ გაბღენძილი საზოგადოების საყურებლად. -მარიამ გთხოვ დამშვიდდი რა- ყურის ძირში აკოცა ახვლედიანმა - დაჯექი მოდი - გვერდით მიუჯდა და მისი ხელი ხელებში მოიქცია ცერა თითს კი მის თითებზე ატარებდა - სოსოს გატუტუცებული გოგოა, მამამის თავის დროზე კარგად რომ მოერტყა ერთ ადგილზე დღეს ასეთი თავხედი არ იქნებოდა. -მასთან რამე გქონდა?- აწყლიანებული თვალებით შეხედა მარიამმა. -კარგი რა ასეთი წარმოდგენა გაქვს ჩემზე, რომ მასთან რამე მექნებოდა? უბრალოდ ძალიან უნდა ვინმემ იხმაროს და შანსს არავისთან უშვებს-უხეშად ამოთქვა დათამ უკვე ნერვები ეშლებოდა თავის მართლება, რომ უწევდა ამ სისულელეზე. დარბაზში ასე სამოცამდე ადამიანს მოეყარა თავი, ბატონ სოსოს დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოს მისი ერთ-ერთი რესტორანი დაეხურა და როგორმე გადაიტანდა ამ დღის დანაკარგს, ისეთ საზოგადოებას მოეყარა თავი. სხვადასხვა მაგიდებთან განაწილებული სტუმრები ბატონ სოსოს შემოსვლას ელოდებოდა მოლხენის დასაწყებად, კარში შემომავალ ჯაყელს უკან გიორგი გაბრიაძე მოჰყვებოდა, ჯიბეში ხელები ჩაეწყო და სოსოს რაღაცაზე მხიარულად ესაუბრებოდა. გიორგი დანახვაზე მარიამს სახეზე მიტკლის ფერი დაედო. ჯერ მაცაცო ჯაყელის სითავხედე ეხლა კიდევ გაბრიაძის ხილვა, რომელიც მათ მაგიდას მიუახლოვდა და მარიამის წინ დაჯდა. გამჭოლი მზერით გამოხედა და მიესალმა - გამარჯობა მარიამ. მიხარია შენი ხილვა. -ბატონო გიორგი-მორიდებით ჩახარა თავი მარიამმა. -საერთოდ აღარ დაელაპარაკო, აუცილებელი არაა - ყბების ძვლები დაეჭიმა ახვლედიანს- იმედია იძულებულს არ გამხდის თავ-პირი გავუერთიანო. -ცუდი იდეა იყო წამოსვლა-უკვე აღარ შეეძლო იქ ყოფნა მარიამს. ძალიან შეეცოდა ახვლედიანს მეუღლე. მართალია არც ის გრძნობდა მთლად კომფორტულად თავს ამ სიტუაციაში, მაგრამ მარიამის მდგომარეობა მაინც სხვა იყო, ხვდებოდა დათა, რომ ეს ყველაფერი ნაწილობრივ მისი ბრალი იყო და ამის გამო გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობდა. -გინდა მალე წავიდეთ? - ცოლისკენ გადაიხარა და ყურში უჩურჩულა. -შეიძლება?-საცოდავი თვალებით ამოხედა მარიამმა. -შენთვის ყველაფერი შეიძლება - თვალი ჩაუკრა და ცხვირზე ტუჩები ნაზად შეახო -ვეტყვი სოსოს, რომ შეუძლოდ ხარ. ჩვეულებრივი სიტუაცია იყო, ფულიანი მილიონერების კიდევ ერთი ეგოს დაკმაყოფილების საღამო, ბევრი პირფერობა და ცოტა გულწრფელობა, ცოტახანი კიდევ გაჩერდნენ, ბარბაქაძეც მათთან ერთად იყო და ცდილობდა ცხვირჩამოშვებული მარიამი ცოტა გაემხიარულებინა. -წავიდეთ? - შეეკითხა დათა და მარიამს შეხედა. -საპირფარეშოში გავალ და წავიდეთ- ბიჭებს ბოდიში მოუხადა და სკამიდან წამოდგა. ტანის რხევით, თავდახრილი გაემართა მარიამ ნაკაშიძე ქალების საპირფარეშოსკენ. უკან გამოსულს ხელიდან ჩანთა გაუვარდა და ასაღებად დახრილს წინ კარგად შემთვრალი გიორგი გაბრიაძე აესვეტა. -მარიამ ჩემო მარიამ!-ირონიულად გამოსცრა კბილებში-რა სიურპრიზია შენი აქ ხილვა ახვლედიანთან ერთად, ხომ ვერ მეტყვი როგორ მოხდა თქვენი ასე დაახლოება? - ახლოს მიდიოდა მარიამთან გაბრიაძე -იცი თავიდანვე ძალიან მომეწონე, ვიფიქრე დიდი პოტენციალი აქვს ამ გოგოსთქო, ჯანდაბა მარიამ მე მართლა სერიოზულად ვფიქრობდი შენზე, ისეთი ქალი ხარ ნებისმიერი მამაკაცის გადარევა, რომ შეგიძლია, რატომ მაინცდამაინც ის? ასეთი რა გითხრა ან რა გააკეთა? - სახეზე ხელი ჩამოუსვა მარიამს და თითები ნიკაპთან გააჩერა. ზიზღის გრძნობა დაეუფლა ნაკაშიძეს, თავი უცბად გაწია და ეცადა მათ შორის მანძილი გაეზარდა. -თავი დამანებეთ თუ შეიძლება. ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა თქვენი საქმე არა-ყელში ბურთად მოაწვა აგრესია მარიამს. -ვაა ეგ ახვარი ნახე რა მაგრად დაუმუშავებიხარ, ისე გემოვნება ყოველთვის ერთნაირი გვქონდა, ყოველთვის ჩემი ქალები ევასებოდა - არ წყვეტდა გაბრიაძე. -არ მაინტერესებს - გვერდის აქცევა სცადა ნაკაშიძემ, მაგრამ არ გამოუვიდა. გიორგი მსუბუქად უბიძგა და კედელზე აკრულს სახე ახლოს მიუტანა. –საოცარი ქალი ხარ მაგრამ ცოტა შტერი, არ გეშინია მისი წინა ცოლის ბედი, რომ გაიზიარო?-ინტერესით ჩაეკითხა გაბრიაძე-იცი მაინც რა დამართა? -რაა?-ყბა აუკანკალდა ფერწასულ მარიამს, ისეთი ტკივილის შეგრძნება ჰქონდა თავი ალბათ მალე გაუსკდებოდა. -რაო პატარა არაფერი მოუყოლია? ასე ბრმად სიყვარული როგორ შეიძლება მარიამ ის მაინც არ გაარკვიე რა კაცი იყო ეგ შენი ქმარი? - გველივით სისინებდა გაბრიაძე. მეტის ატანა აღარ შეეძლო, ალბათ კიდევ რამე რომ ეთქვას გაბრიაძეს ალბათ აქვე გული წაუვიდოდა. ახვლედიანის გამოჩენა შვება იყო მისთვის, მაგრამ მოსმენილისგან ისეთი შოკი ჰქონდა მიღებული აღარ იცოდა ვისთვის დაეჯერებინა. გიორგის ხელი ქეჩოში ჩაავლო დათამ და კედელს შეახეთქა, გამწარებული იქამდე ურტყამდა მუშტებს, სანამ ხელებზე მისმა სისხლმა დენა არ დაიწყო. -დათა თავი დაანებე გთხოვ შემოგაკვდება-ხელების გაკავებას ცდილობდა მარიამი. -არც მე და არ შენ ნაბიჭვ.რო ახვლედიანო-ირონიული ღიმილით უყურებდა გაბრიაძე, რომელსაც ცხვირიდან და ტუჩიდან სისხლი ერთდროულად მოსდიოდა. -ერთხელ კიდევ შეეხები მარიამს და გეფიცები მაგ დამპალ თითებს დაგაჭრი და ტრა.ში გაგთხრი, მასთან ახლოს მისული არ დაგინახო გაიგე? - შეაფურთხა იატაკზე ჩამოცურებულს და მარიამთან ერთად რესტორნის გასასვლელისკენ გაემართა. -დათა ხელებზე რა გჭირს? -შეშინებული სახით ჰკითხა გამომავალს ადევნებულმა ლევანმა. -ის გაბრიაძე ახვეტე საპირფარეშოდან ჩვენ გავდივართ -არც შეუხედავს მეგობრისთვის ისე გააღო მანქანის კარი და მარიამი შესვა, შემდეგ კი მანქანა ადგილიდან გიჟივით მოწყვიტა. მთელი გზა სლუკუნებდა მარიამი, ცრემლები ნიაღვრებად მოსდიოდა და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. -რამე დაგიშავა რა გატირებს მარიამ?-მოთმინება დაკარგული ახვლედიანს მთელი სხეული დასჭიმვოდა, -ჩემამდე სხვა ცოლი გყავდა დათა? - მეხის გავარდნასავით გაისმა მარიამის ხმა მთელ სალონში. -ამის დედაც - მუხრუჭს მთელი ძალით დააჭირა ახვლედიანმა და საჭეს ხელი ძლიერად დაარტყა - მაგის დედა შევ..ცი მე, ანუ მაგას გულისხმობდა არაააა, მე კაცი არ ვიყო თუ მაგას ის ვით სიფათი არ გავუერთიანო - მძვინვარებდა ახვლედიანი და მარიამს უფრო მეტად ეშინოდა მის გვერდით მჯდარი ქმრის. -სიმართლე მაინტერესებს დათა, ვინ იყო და სად წავიდა ის გოგო? რა მოუვიდა? -კიდე რა გითხრა? -დაიღრიალა დათამ. -ასე ნუ მიყვირი გაიგე? იმის მაგივრად რომ თავი იმართლო იქით ნუ მაწვები გაიგე? -უკვე ისტერიკა ეწყებოდა მარიამს. -კარგი სახლში მივიდეთ და ყველაფერს მოგიყვები -მანქანა მშვიდად დაქოქა ახვლედიანმა და მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია. ... -ოცი წლის ვიყავი სალომე რომ გავიცანი - ხმადაბლა საუბრობდა საწოლზე ჩამომჯდარი ახვლედიანი, თავი ქვემოთ დაეხარა და თითქოს წარსულში იყურებაო ისე ყვებოდა თავისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ ისტორიას - მაშინ ალბათ ბავშვი ვიყავი, ფულიანი მამიკოს გატუტუცებული ბავშვი. ისე ისეთი ლამაზი და მიმზიდველი იყო, ისეთი ჰაეროვანი ალბათ ყველა კაცის გულის მონადირებას შეძლებდა. არ გამკვირვებია მე რომ ამომარჩია, გოგონებში ყოველთვის პოპულარობით ვსარგებლობდი. სიგიჟემდე შემიყვარდა, ახლა რომ ვიხსენებ ალბათ მაშინ დაჰიპნოზებულივით ვიყავი, იმიტომ რომ სალომეს გარდა ვეღარაფერს ვხედავდი ირგვლივ. გადავწყვიტეთ დავქორწინებულიყავით, დასაქმებული არ იყო და მთხოვა მამაჩემის ღვინის კომპანიაში გამეწია რეკომენდაცია, მეუბნებოდა ასე უსაქმოდ არ შემიძლია, ეს ბიზნესი სამომავლოდ მაინც შენი იქნება და გამიხარდება თუ შენს წარმატებაში მეც მექნება პატარა წვლილი შეტანილიო. - ნერწყვი გადაყლაპა დათამ და ლაპარაკი განაგრძო - 2 წელი ვიყავით ერთად, თავიდან მეგონა რომ სამოთხეში ვიყავი, ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა, არასდროს შემპარვია მასში ეჭვი. -მერე რა მოხდა?- ვერ მოისვენა მარიამმა ისე აინტერესებდა ისტორიის გაგრძელება. -მერე ყველაფერი აირია, ძალიან შეიცვალა, გაუცხოვდა ჩემს მიმართ. სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდა, მე ამ დროს ვსწავლობდი და ისე ვიყავი სადიპლომოს დაცვით გართული ყურადღებას არც ვაქცევდი. თავიდან ვიფიქრე ალბათ ჩემი მოუცლელობის გამოა ასეთქო და ვეცადე რაღაც შემეცვალა, მაგრამ რაღაც მაინც არ ასვენებდა, ყოველთვის დაღლილობას და ბევრ საქმეს იმიზეზებდა. ერთხელაც მამაჩემს ხუმრობით ვუთხარი „ამ ჩემს ცოლს ამდენს რომ ამუშავებ რა პონტია შვილიშვილი არ გინდათქო?“ გაოცებულმა შემომხედა ასეთს რას მუშაობს მთელი დღე ოთახებში სიარულის მეტს არაფერს აკეთებს და სახლშიც თავის დროზე ვუშვებო. თავში ისეთი ტკივილი ვიგრძენი მეგონა რაღაც ჩამარტყეს, მივხვდი სალომე რაღაცას მატყუებდა. კითხვას აზრი არ ჰქონდა იმდენჯერ ვცადე გარკვევა და ყოველთვის თავს არიდებდა პასუხის გაცემას, ამიტომ თვალთვალი დავუწყე. მეორე დღესვე გამოვიჭირე. იმ გაბრიაძის საყვარელი ყოფილა - სახეზე ხელები აიფარა დათამ და მრისხანებისგან დაჭიმულ კისრის ძარღვებისკენ ნელ-ნელა ჩამოაცურა. -ღმერთო ჩემო-გაოცებისგან პირზე ხელი აიფარა მარიამმა. -თურმე ყველაფერი დადგმული ყოფილა, თავიდანვე. გაბრიაძის კომპანია ახლად აღმოცენებული იყო ბაზარზე. გაყიდვები უჭირდათ, მამაჩემს კი ეს ყველაფერი კარგად გამოსდიოდა. იმ ახვარმა დაგაწყვიტა სალომე შემოეგზავნა ჩვენს ოჯახში და მისთვის ემუშავა. ყველა ინფორმაცია მასთან მიჰქონდა. ისე ვიყავი გაგიჟებული ამ ამბისგან გეფიცები მისი მოკვლის სურვილი გამიჩნდა და ალბათ ამას გავაკეთებდი კიდევაც ორსულად რომ არ ყოფილიყო. -რაა? შენგან ბავშვს ელოდებოდა? - უკვე ზღვარზე იყო ნაკაშიძე, მოსმენილისგან თავბრუ ისე ეხვეოდა ეგონა მალე დაეცემოდა. -არა, ვაპირებდი ბავშვს წავართმევ და ჯანდაბაში გავუშვებ მეთქი მაგრამ იმ ნაბიჭვრისგან აღმოჩნდა. როგორც გავიგე აბორტი გააკეთებინა და საზღვარგარეთ გაუშვა, გასაჩუმებლად თან სოლიდური თანხაც გაატანა. მას მერე არ მინახავს და არც სურვილი მაქვს. მგონია რომ შემომაკვდება თუ სადმე შევხდი, შენ ვერც კი წარმოიდგენ რად მიჯდება ყოველ ჯერზე გაბრიაძის დანახვა. მამას ამ ამბის მერე ინსულტმა დაარტყა და წლები ავადმყოფობდა. ბოლოს მაინც ვერ გაუძლო მისმა ორგანიზმა და გარდაიცვალა, მე კი ისე დეპრესია მქონდა აქედან რომ არ გავქცეულიყავი ალბათ გავგიჟდებოდი - დაასრულა ისტორიის ერთი ნაწილის მოყოლა ახვლედიანმა და სისხლიანი თვალებით შეხედა მარიამს. -მე რა შუაში ვიყავი ამ ყველაფერში? მე რა დაგიშავეთ ორივეს? - მოსმენილისგან ტიროდა მარიამი. -შენ ყველაზე კარგი ვარიანტი იყავი მის გასამწარებლად მარიამ, პირველი დანახვისას მივხვდი რა დამოკიდებულება ჰქონდა შენთან და უცებ გონებაში ნათურასავით განათდა აზრი. მაგრამ გეფიცები პირველად, რომ დაგინახე შენ ისეთი საოცარი იყავი, ისეთი კარგი და მიმზიდველი, ეგოისტურად მომინდა მხოლოდ ჩემი ყოფილიყავი. ალბათ იქამდე ვიღაცას რომ ეთქვა ქალი პირველი დანახვისას თავს დაგაკარგვინებსო დავცინებდი, თან სალომეს მერე ქალებს მხოლოდ ერთი ფუნქციისთვის ვიყენებდი. შენ კი სულ სხვანაირი იყავი, ყველაფრის მიმართ წარმოდგენა შემაცვლევინე, ამ ცხოვრებისაკენ მომაბრუნე. სულ შენს გარშემო ვტრიალებდი შენ კიდე ვერ მამჩნევდი და ნერვებს უფრო და უფრო მიშლიდი. ყოველი შენი ნაბიჯი ვიცოდი, ისიც კი გავიგე გაბრიაძე როდის რას აპირებდა შენთან დაკავშირებით. თავიდან ვეცადე ნორმალურად დამეწყო ურთიერთობა, მაგრამ არ მაცადე ტო, სულ უხეშად მიშორებდი თავიდან, შეიძლება შევცდი ასე, რომ დავიწყე შენთან ურთიერთობა, მაგრამ უკან რომ დამაბრუნა ისევ იგივე გავაკეთებდი, იმიტომ რომ სიგიჟემდე მიყვარხარ მარიამ, სიგიჟემდე და ამ სიყვარულს დასასრული არ აქვს, მზად ვარ შენთვის მოვკვდე თუ შენთვის აუცილებელი იქნება- საუბარი დაასრულა და განაჩენის გამოსატანად ნაკაშიძეს ახედა. ხმას ვერ იღებდა მარიამი. გახევებული იჯდა და ახვლედიანის ნათქვამზე ფიქრობდა. თავში ათასი აზრი უტრიალებდა. - ვიღაც სალომეს გამო გამიკეთე ეს ყველაფერი?- დაიღრიალა ნაკაშიძემ - ასეთი რამ როგორ უნდა გაუკეთო ქალს, რომელიც როგორც შენ ამბობ ასე გიყვარს. ასეთი რამ როგორ გააკეთე, როგორ? ყველაფერი დამაკარგვინე დათა, რაც კი მიყვარდა და მნიშვნელოვანი იყო - ისტერიკა ეწყებოდა მარიამს. -მართლა ძალიან ვწუხვარ- თავჩაღუნული იჯდა დათა. -წუხარ? დამცინი? უკან გაიკეთე ეგ შენი წუხილი გაიგე? საერთოდ არ მჭირდება შენი წუხილი, არ მჭირდება. ორივე უნამუსო ნაბიჭვრები ხართ და იმედია ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით - ფეხსაცმელები ჩაიცვა მარიამმა და კარისკენ წავიდა. -სად მიდიხარ?- სევდიანი სახით შეხედა მეუღლეს ახვლედიანმა. -შენგან რაც შეიძლება შორს გული მერევა ამ ყველაფერზე - კარები ძლიერად გაიჯახუნა და კიბეებზე ატირებული დაეშვა. ეხლა დავასრულე და როგორ ველოდები თქვენს რეაქციებს არ იცით. blush თავი საკამოდ დიდია და ახლაც არ დაიწყოთ წუწუნი რა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა სიტუაციაში ვწერ და როგორ გადარბენაზე ვარ. პ.ს. (ინტრიგა) მომავალი თავი იქნება გამაგიჟებელი. stuck_out_tongue_winking_eye |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.