შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა'ფერი {საცდელი თავი}


11-09-2019, 13:19
ავტორი niako05
ნანახია 1 435

ჩვენი ისტორია არსაიდან გაჩნდა. არაფერი არსებობდა. ყველაფერი ონლაინში გაცნობით დაიწყო და ქორწილითა და ტყუპი გოგო-ბიჭით დამთავრდა! ჩვენს ისტორიას იქიდან მოგითხრობთ, მისი მშობლები რომ გამაცნო ჩვენი გაცნობიდან სამი კვირის შემდეგ!

--------------------------------------------------------

"გარეთ როგორც კი გავალთ, ლუკას მოვკლავ" - გავიფიქრე. ლუკა კანდელაკი აუღელვებლად ესაუბრებოდა მშობლებს და ხანდახან ჩემკენ გამოაპარებდა თვალს.
- რამდენი ხანია ერთმანეთს იცნობთ? - ცალი წარბი ასწია თამარა კანდელაკმა. რამით თქმას მოვასწრებდი, დამასწრო ვაჟბატონმა!
- სამი თვე, ერთი კვირა, ოთხი დღე და - საათს დახედა, გამომხედა და გამიღიმა. ოოო, ნეტავ ამ გაღიმებულ ტუჩებში ვწვდე და ზედა ტუჩით ვახოხიალო ტრასაზე! - თექვსმეტი საათი.
- დიახ, ასეა... მგონი, დროა წავიდეთ, ლუკა! - ვთქვი და თვალები დავუქაჩე.
- გაგაცილებთ! - განაცხადა ბატონმა კანდელაკმა, რომელსაც მთელი საუბრის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მე მაკვირდებოდა. და წამოდგა. "მუნჯი არ ყოფილამეთქი", გავიფირე და ქურთუკი მოვიცვი.

- შეგიძლია დაიწყო! - პირდაპირ თვალებში მივშტერებოდი და ისე ვეკითხებოდი ლუკას, როცა მისი უაზარმაზარი სასახლიდან გამოვაღწიეთ.
- რა დავიწყო? - იკითხა აუღელვებლად და სიგარეტს მოუკიდა.
- შეგიძლია ამიხსნა შენს მშობლებს ჩემი თავი შენს შეყვარებულად რატომ გააცანი?
- ახსნა რად უნდა, შენც ხომ იცი, რომ ასეა? - თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ.
- არა რა, ნამდვილად გიჟი ხარ... მე შენი არც შეყვარებული ვარ და არც მეგობარი. საერთოდ სამი თვე კიარა სამი კვირაა გიცნობ!
ლუკას არაფერი უთქვამს, ღრმა ნაფაზი დაარტყა და ჭიშკრამდე მიმავალ ბილიკს დაადგა.
- ვის ველაპარაკები? - დავეწიე.
- ნია, რამდენი წლის ხარ?
- ნია არა, ნიაკო! - უკვე მერამდენედ ვჩხუბობ ამაზე!
- რამდენი წლის ხარ?
- 16!
- ანუ ორი წელი უნდა მოვიცადო. თუმცა, სადაც 17 წელი ვიცადე, იქ ორ წელსაც მოვიცდი! - ჩაიბურტყუნა...
- გეუბნები გიჟი ხართქო რაა - ცალყბად გავიღიმე. - რა ორი წელი? რას მოიცდი?
- ორი წელიც, პატარავ და სრულწლოვანი გახდები.
- და რა? - ცინიკური გამომეტყველება არ სცილდებოდა ჩემს სახეს.
- ცოლად მოგიყვან!
რაო? ცოლადო? არასოდეს! ეგღა მაკლია ჩემზე იჭორაონ, კანდელაკს გაჰყვა ცოლადო!
- ჰაჰ! ვერაფერსაც ვერ მიზამ!
- ვერა, არა?
- ვერა!
- მაშინ, კარგი! - გამიღიმა და ხელში ამიტაცა.
- ააა... გამიშვი! რას აკეთეებ? დამსვიი! გაგიჟდი? რას აკეთებ, ლუკაა?
- გიტაცებ! - გაიღიმა და თვალებში ნაპერწკლებმა გაუელვეს.
- ვერ მომიტაცებ! - გავკაპასდი და ზურგში ისეთი ჩავცხე, რომ ლუკას სიმწრის ცრემლები ჩამოუგორდა, მაგრამ ისევ შემართებით იდგა. მანქანაში ჩამტენა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და საჭეს მიუჯდა. მანქანა დაქოქა და დიდი სიჩქარით გააქროლა. მივხვდი, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. თავი ფანჯარას მივადე და თვალები დავხუჭე.

***

- ნიაკო, გაიღვიძე. მოვედით. - ლუკას ნჯღევამ გამაღვიძა. - გაიღვიძე რაა! მოვედით!
ნელა გავახილე თვალი და ლუკას სილუეტიც ნათლად გამომესახა თვალწინ (თითქოს ძალიან მინდოდა!). გარეთ წვიმდა.
- ქოლგა გაქვს?
- არა. - უდარდელად მიპასუხა კანდელაკმა.
- და, სახლში გათბობა?
- სულ ახალთახალი!
მანქანიდან გადავხტი და სირბილით მივვარდი სახლის კარამდე.
ლუკას რომ შევხედე, იდგა და იცინოდა. რა აცინებს ამ საცოდავს? წვიმაში დგას, თან ქოლგაც არ აქვს! გაცივდება და მერე იცინოს! მე მაგის მომვლელი არ ვარ, შანსი არაა!
- ლუკა! მოდი აქ! ნუ დგახარ წვიმაში!
- ნერვიულობ, პატარავ?
- ჰო, ვნერვიულობ!
- და, რაზე? - ეშმაკური სახით მკითხა.
- იმაზე, რომ ახლა წვიმისგან მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაშორებს და თუ შენ აქ არ მოხვალ და კარს არ გამიღებ, გავიყინები! - ნერვებისმომშლელი გამომეტყველება მივიღე.
- სახლში ჩემი მეგობრები არიან. დააკაკუნე და გაგიღებენ! - ხელები გაშალა.
კარისკენ უსიტყვოდ შევტრიალდი და უდარდელად დავაკაკუნე. მართლა არ მეგონა, თუ სახლში ვინმე იქნებოდა! მაგრამ მალევე კარს უკან ნაბიჯების ხმა გაისმა. კარი ახალგაზრდა, დაკუნთულმა ბიჭმა გამიღო, რომელსაც ხელში ლუდის ბოთლი ეკავა და ეტყობოდა, რომ მთვრალი იყო. ამათვალიერა და დაუსტვინა. გარშემო არც კი გაუხედავს! მკერდზე მაშტერდებოდა მხოლოდ. უზრდელი! ტუტუცი! ხეპრე!
- ჩვენთან გოგო თავისი ფეხით მოვიდა! - გასძახა მეორე ოთახში მყოფთ. იქიდან ბიჭების ამოზმუვლება გავიგონე. ტანში გამცრა, მაგრამ ნიაკო რისი ნიაკოა! არაფერი შევიმჩნიე. ბიჭმა მკლავში მტაცა ხელი და ოთახში შემათრია. კარები უკანმოუხედავად, ფეხით მიკეტა. მაგრამ მე ლუკას დანახვა მოვასწარი, რომელიც მანქანაში ნახევრად შემძვრალიყო და რაღაცას ეძებდა ალბათ. რომ დამეძახა, ალბათ ხმას ვერ გაიგებდა.
დაკუნთულ ბიჭს გიო ერქვა. დღემდე გონებაში ლაქად მაქვს ეს სახელი ჩატოვებული. დერეფანში გავიაზრე, რომ ამოღებული, გრძელმკლავიანი ტოპი და დახეული ჯინსის შარვალი მეცვა.
- გოგონი, შენ აქ საიდან?
- ეტყობა, ღმერთმა გამოგვიგზავნა შენი თავი!
- რამდენი წლის ხარ?
- ქალიშვილი ხარ, ლამაზო?
მხოლოდ ბოლო კითხვის გაგონების შემდეგ მივხვდი, რაზე საუბრობდნენ ბიჭები! ახლა რადაც არ უნდა დამიჯდეს, ლუკას უნდა მივაწვდინო ხმა! თუმცა, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ლუკაც იმავეს არ მიპირებს, რასაც ეს ახვ*ები! მაგრამ არა! ლუკას თვალებში დიდ სიყვარულს ვხედავ!
სანამ ლუკას თვალებზე ვფიქრობდი, ერთ-ერთი მომიახლოვდა და ლოყაზე ჩამომისვა ხელი. ტუჩებზე გადამატარა და კბილების კვალიც დაემჩნა თითზე! სანამ ყველა მას მისცვივდა, დრო ვიხელთე და "ლუკა" იმხელაზე ვიკივლე, ორი დღე ყელის ტკივილი ვერ მოვირჩინე! ამ სახელის გაგონებაზე ბიჭები შეკრთნენ. ერთმანეთს გადახედეს და აჩოჩქოლდნენ. რამდენიმე წამში ლუკაც გამოჩნდა. ჩემთან მოვარდა და ჩამეხუტა. ბიჭებმა ამის დანახვაზე მთლად დააფჩინეს პირი. ლუკა დიდხანს მაწყნარებდა და თავზე მკოცნიდა. მე თვალები დახუჭული მქონდა და დიდხანს, ძალიან დიდხანს მოგორავდნენ ჩემს ლოყებზე ცრემლები.
ბოლოს, როგორც იქნა, დავმშვიდდი და ლუკას მოვეხვიე. თავი მივადე მკერდზე და ვეხუტებოდი მთელი ძალით... მერე რა მოხდა არც კი მახსოვს. მახსოვს მხოლოდ ბიჭების ბურტყუნი, საიდან უნდა გვცოდნოდაო.

ヽ(♡‿♡)ノヽ(♡‿♡)ノヽ(♡‿♡)ノ

დადაააააამ! პირველი ისტორიაა. ველი პირველ კომენტარებს. პირველ ემოციებს. პირველ კრიტიკას და პირველ დადებით ემოციებს... შეფასებებს ველი <3 მადლობა, რომ წაიკითხეთ და მაინტერესებს, გავაგრძელო, თუ არა?
სიყვარულით, ნიაკო ))

*-*

P.S. ის ბიჭები ლუკას ძმაკაცები იყვნენ და სანამ ნიაკოს გააცნობდა, კი ნახეთ რა მოხდა :D



№1  offline წევრი Niniko11

კარგი დასაწყისიაა ასე განაგრძეე დამაინტერესა ძაან♡♡♡
ახალი თავი მალე დადე რაა♡♡
წარმატებებიი♡♡♡♡

 


№2 სტუმარი nia

gaagrdzele aucileblad

 


№4 სტუმარი სტუმარი თაკო

საინტერესოა, გააგრძელე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent