შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 26)


11-09-2019, 15:08
ავტორი naattii
ნანახია 1 777

მაღალი სიჩქარით მიქროდა მანქანა ქუჩებში და სულაც არ აქცევდა ყურადღებას გარშემომყოფების შეძახილებს. უნდა მიესწრო, აუცილებლად უნდა მიესწრო, ვერ დაუშვებდა გაბრიელი გოგოს კიდევ რამე დამართნოდა, ისევ მისი მიზეზით, რადგან დროულად ვერ მოახერხა მისი დაცვა. რამდენიმე წუთში უკვე საკუთარ ბინასთან იყო და ცუდად მოხვდათ პოლიციის ფარულ მანქანასთან შეჯგუფებული ხალხი თვალში.
-გაგვატარეთ გაიწიეთ_მაშინვე მივარდნენ ტყუპები და გაშეშდნენ. გიორგი, რომელიც ლილუს დასაცავად იყო გამწესებული მათ თვალწინ გულში მოხვედრილი ტყვიის წყალობით სისხლისგან იცლებოდა, პულსის გასინჯვა მოიფიქრა გაბრიელმა და გაისმა კიდევაც სასწრაფო მანქანის სირენის ხმა.
-სასწრაფო თუ უკვე მოვიდა..._შეშინებულმა გამოხედა იოანემ
-ესეიგი გიორგი დაახლოებით ნახევარი საათი ყავთ უკვე ნაპოვნი და გვისწრებენ.
სწორიც იყო, ქუთაისში სასწრაფოს გამოძახება და მისი ლოდინი ნახევრად სიკვდილის ტოლფასი იყო, მანქანების მცირე რაოდენობის გამო ვერ ახერხებდნენ დროულად გამოცხადებას. სახე გაყინული გაიქცა ბიჭი ბინისკენ და ორგანიზმიც გაუცივდა სახლის კარი ღია რომ დახვდა. გატეხვის კვალი არ ჩანდა, გასაღებით იყო კარი გაღებული და შემდეგ დატოვებული. შეღებულ კარებში მარტივად შეამჩნია ძირს დაგდებული სამაჯური, რა დაავიწყებდა, ერთ-ერთი გასეირნებისას თავად უყიდა ლილუს. ახალგაზრდა ბიჭი იჯდა მიწისქვეშა ჩასასვლელთან და თავდახრილი ყიდდა ხელნაკეთ ნივთებს. წამში გაახსენდა გაბრიელს როგორ მოეწონა გოგოს შავი სამაჯური ატმისფერი ყვავილებით და როგორ უღიმოდა ხელზე გაკეთებისას. გააჟრიალა იმის წარმოდგენაზე რა შეიძლებოდა სახლში დახვედროდა და წინ გასწრებულ იოანეს თვალდახუჭული მიყვა უკან.
-არავინაა, ყველაფერი სუფთაა._ძმის ხმა მოესმა წინიდან და უკვე თვალგახელილმა აუჩქარა ნაბიჯს.
-ზედმეტად სუფთაა_კბილებში გამოცრა და თაროსთან დადებულ ბეჭედს მოკრა თვალი.
-ეს ხომ?
-ლილუს ბეჭედია_ხელში დაატრიალა გაბრიელმა.
-როგორც მახსოვს არასდროს იხსნიდა_წარბშეკრული მიუახლოვდა იოანე.
-არამგონია მათ წაეძროთ, თავად დადო, მაგრამ რატომ? ან რატო მაინდამაინც აქ?_ირგვლივ მიმოიხედა გაბრიელმა და წამში გაუნათდა გონება.
-ჩვენი ნოკია_უჯრებს ეცა ორივე და გადმობრუნება დაიწყეს სულ ტყუილად, ტელეფონს ვერ მიაგნეს.
-ჭკვიანი გოგო_გაეღიმა ბიჭს და მაშინვე მალხაზის დაურეკა ადგილმდებარეობა რომ დაედგინა. რამდენიმე წამში დაჩის ზარიც გაისმა მათ ტელეფონზე რომელიც სასწრაფოდ იბარებდა სამსახურში.

-მივაგენით სადაც არიან, მაგრამ რამ მოგაფიქრა ამ საუკუნის წინანდელი მობილურის გატნევა რომელსაც ჯიპიესი არ აქვს_ბუზღუნებდა მალხაზი.
-მოღალატე ყმაწვილი?_ცივი გაუხდა მზერა ბიჭს.
-გაქრა, გიორგი დაჭრა, მანქანაში მიაგდო, ლილუ წაიყვანა და წავიდა.
-ჩვენ აქ რატომ ვართ? თუ ადგილი ცნობილია რაღას ვუცდით?_მოსაცმელს მოკიდა გაბრიელმა ისევ ხელი და მანქანის გასაღები მოისინჯა ჯიბეში.
-მაპატიე, მაგრამ ახლა აქ შენს გრძნობებზე მნიშვნელოვანი საქმე წყდება_ხმა დაუსერიოზულდა დაჩის. -პირველი რაზმი უკვე გავაგზავნე, მაგრამ გზაში არ შეაჩერებენ.
-გინდა ლილუ მოკლან? რას ელოდები?_თვალები ჩაუწითლდა გაბრიელს. იოანე კი ჩუმად უყურებდა ერთმანეთის წინ მდგომ გამომძიებლებს.
-არა გაბრიელ, მე საღად ვაზროვნებ, რაზმი შორიახლოს მიყვება, მაგრამ მანამ არ გავცემ ჩარევის ბრძანებას სანამ მანქანა არ გაჩერდება და ჩემ ხალხს პირდაპირ ნაგაზთან არ მიიყვანს.
-გინდა ლილუ სატყუარად გამოიყენო? მოკლავენ._ხმა ჩაუწყდა ბიჭს.
-თავად გამოთქვა ერთხელ ამის სურვილი და დარწმუნებული ვარ ახლაც ასე იზამდა. ის ისეთი გამბედავია უარს არ იტყოდა, მოკვლით კი ვერ მოკლავენ, როგორც კი ადგილმდებარეობას დავადგენთ და გვეცოდინება ნაგაზის ადგილმდებარეობა, სპექტაკლი დამთავრდება. თქვენ მეორე რაზმში შეგიყვანეთ და ისე ნუ იზამ აქ დაგტოვო_მკაცრად დაამთავრა დაჩიმ და გაბრიელს თვალები დაუბრიალა. გაბრაზებული გამოვარდა ბიჭი გარეთ და იარაღის საცავს მიაკითხა, მომავალი ბრძოლისთვის უნდა მომზადებულიყო. დაინახა როგორ შევიდა დაჩის კაბინეტში მალხაზი, თუმცა იოანე იქ იყო და მაინც გააგებინებდა თუ მნიშვნელოვანი რამე ხდებოდა. ყურადღება არ მიაქცია რამდენიმე წამში გულში გაჩენილ ტკივილს ყურადღება, იფიქრა ლილუზე ვნერვიულობო, თუმცა იოანეს ყვირილი რომ გაიგონა მიხვდა ტყუპის ემოციები გადმოდებოდა. გარეთ გავარდნილს უცნაური სურათი დახვდა წინ. მთელ განყოფილებას ესმოდა იოანეს ბღავილი, ისეთი ემოციური, რომ მთელი განყოფილება ფეხზე დადგა, გაშეშებული უყურებდნენ კაბინეტის კარს და ცუდ ამბავს ელოდნენ. ოთახიდან გამოძურწული მალხაზი დაიჭირა გაბრიელმა და მაშინვე სტაცა ხელი.
-რა ჯანდაბა ხდება?
-არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა, უბრალოდ კამერებმა რაღაც დააფიქსირეს და მინდოდა დაჩის ცოდნოდა.
-მალხაზ, მოკლედ.
-ლილუმდე კიდევ ერთი გოგოა გატაცებული იგივე მანქანით, ვიღაც ნენე გორგოძე_კომპიუტერის ეკრანი დაანხა გაბრიელს სადაც ბიჭისთვის ასე მტკივნეულად ნაცნობი ქერა ქალბატონი მოჩანდა.


ნერვიულად ისრისავდა ხელებს ლილუ, არც კი შეუკრეს, იცოდნენ რადგან თავისი ნებით გამოყვა, გაქცევას არ ეცდებოდა, მასზე ნენეს სიცოცხლე იყო დამოკიდებული. რომც მოეკლათ მის გამო ამ გოგოს არ გაწირავდა. გული დაწყდა ასე ცოტა დროის გატარება რომ მოუწია გაბრიელთან, თვალები დახუჭა და მათი გიჟური თანაცხოვრების მომენტები გაიხსენა. დილით ზეპირად იცოდა რომელ საათზე უნდა გასულიყო ბიჭი სახლიდან ის კი სპეციალურად სააბაზანოში იკეტებოდა, დრო ტყუილად გაყავდა, ფრჩხილის ლაქს ისმევდა, იატაკს ასველებდა, პირსახოცებს პარავდა და მერე ხითხითით უსმენდა ბიჭის ყვირილნარევ ბუზღუნს. შემდეგ სანდრო გაახსენდა, უარესად დაწყდა გული როცა გაახსენდა, რომ ვერ მოასწრო ეთქვა რომ აპატია, რომ დანახვის წამშივე აპატია, საკუთარ თავზე მეტად უყვარდა და მთელი გულით სურდა ახლა მაინც დაეწყო პატიოსანი ცხოვრება. გული წყდებოდა, რომ ვერ დაინახავდა როგორ გახდებოდა იოანე და ნენე წყვილი, როგორ გააგრძელებდა გოგო მის წამებას, კიდევ რა სასჯელს მოუფიქრებდა, რას მოძებნიდა მის გასამწარებლად. ფიქრებში გართულმა ვერ შეამჩნია რომ მანქანამ ჯერ მკვეთრად მოუხვია, შემდეგ კი ლამის სასახლის ზომა სახლთან გაჩერდა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ხელში უხეშად რომ ჩაავლეს და გარეთ გაათრიეს. სახლს გვერდი აუარეს და უკან მდებარე, საკმაო მოცულობის თავლას მიუახლოვდნენ.
საშინელი სუნი ეცა ლილუს, ისეთი მწარე, რომ მაშინვე აეწვა თვალები და სასწრაფოდ დახუჭა. მიზეზი მარტივად გასაგები იყო, თვალებ გაფართოებულმა დაინახა კედელთან მიგდებული გვამი, რომელიც ისე დაეფლითათ სახის არჩევა შეუძლებელი იყო, ძვლები უფრო უჩანდა ვიდრე კანი. იქვე, თითქოს სადმე გაიქცეოდა სადარაჯოდ ორი ნაგაზი ჩანდა, რომლებიც ენის დახმარებით მონდომებით ილოკავდნენ ტუჩებს. კიდევ კარგი რამდენიმე ნაბიჯში კიდევ ერთი კარი მოჩანდა, თორემ სულ ცოტა აკლდა ლილუს ან ღებინებამდე ან გონების დაკარგვამდე. აი იქ კი ნამდვილად დახვდა პირ აკრული ქერა. გოგოს დაღლილობისგან სკამზე მჯდომს და გაკოჭილს ჩაძინებოდა, თუმცა ლილუს დაძახილზე მოშინვე ასწია თავი.
-მაპატიე ნენე, ღმერთო ჩემს გამო რისი გადატანა მოგიწევდა, რამე დაგიშავეს? ხელი დაგაკარეს ამ ცხოველებმა?_ცრემლმორეული ბუტბუტებდა ლილუ და პირში გაჩრილ ნაჭერს ხსნიდა.
-ჯანდაბა, ხომ გითხარი არ მოხვიდეთქო, მე არაფერში ვჭირდები, მისი სახე დამანახა მაინც მომკლავს, ბონუსად კი შენ მიგიღო. რატომ არ დამიჯერე თვალები აეცრემლა ნენეს და უკვე გახსნილი ხელები მოხვია გოგოს.
-სხვა გზა არ მქონდა, არავის მივცემდი უფლებას ჩემს გამო მომკვდარიყო, თუ ჩემი ცოდვებისთვის სიკვდილი მიწერია, მაშ ასეც იყოს_ცრემლები მოწმინდა ნენეს.
-მან, მან.. იცი მან ბიჭი მოკლა_ქვითინი აუვარდა გოგოს, -ძაღლებს დააჭმევინა, წარმოგიდგენია, დაგეშილ ნაგაზებს შეაჭმევინა და მაყურებინა, ღმერთო, არ მომცა საშუალება თვალი დამეხუჭა, თითოეული წამი მაყურებინა როგორ აცლიდნენ ის მგლები ტანიდან კანს, თანაც ისე მადიანად, ღმერთო, ბოლომდე მაყურებინა_კრუნჩხვებში ჩავარდა ლამის გოგოს ისე ქვითინებდა და ლილუს ეხვეოდა.
-რა გულის ამაჩუყებელი სანახაობაა_ტაშის დაკვრის ხმა გაისმა ჩაბნელებული კუთხიდან და კაციც გამოჩნდა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ.
-როგორც ჩანს პატივი მხვდა წილად თავად ირაკლის წინ ვიდგე არა?_ირონიულად გადადგა მისკენ ნაბიჯი ლილუმ და ნენეს ჩამოეფარა.
-სამწუხაროა, რომ ჩემი სახე ბოლო იქნება რასაც ამ სამყაროში დაინახავ_ცივად გაუღიმა კაცმა და კარისკენ წავიდა.
-და რას იზამ? შენს ლეკვებს მომიქსევ? ცეცხლში დამწვავ? თუ გინდა ახალ იდეას მოგაწოდებ და ვინმე დუღარეშიც ჩააწვინე, თუნდაც მე_თვალები უელავდა გოგოს.
-სხვათაშორის შენ ახლა შენი მეგობრის მოკვლის იდეა მომაწოდე.
-მას აქ არაფერი ესაქმება, ხომ მოვედი? მოიქეცი რთხელ მაინც კაცურად და მოცემული პირობ შეასრულე.
-მან ჩემი სახე იცის.
-შენი სახე მთელმა პოლიციამ იცის, როგორც ჩანს ცუდი ინფორმატორი გყავდა_გამარჯვებულის ღიმილით გადახედა სახეწაშლილ კაცს და სახე გაყინული ნენე წამოაყენა. -გაუშვი.
სანამ ნაგაზი შედეგებზე და სამომავლო ნაბიჯებზე ფიქრობდა რამდენიმე რამ ერთად მოხდა, გაღებულ კარში ნაცნობი ადამიანი გამოჩნდა, მისი ფეხის შემოდგმა და გარეთ საბურავების წუილი ერთმანეთს დაემთხვა. თითქმის იმ წამსვე კი ლილუსთვის კარგად ნაცნობი ხმა გაისმა რუპორში.
-ირაკლი, პოლიციის ალყაში ხართ, დროა დაგვნებდე.

-, ხომ უთხარი პოლიციას თამაშიდან გავდივარო_ცოფებს ყრიდა ნაგაზი და შემოსულისკენ მიიწევდა.
-ეგ შენთვის, თორემ თვალს მაინც სულ გადევნებდი, დღეს კი მივხვდი ჩემი დრო რომ მოვიდა.
-დაცვას როგორ შემოეპარე?
-იცი, თავად გამიღეს კარი, ასე ცოტას არ უნდა უხდიდე_დამწუხრებულმა გადააქნია თავი და გოგონებს გახედა, -კარგად ხართ?
-ბახალა, არა?_გულზე მოეშვა ლილუს. ბიჭა კი დასტურის ნიშნად მხოლოდ თავი დაუკრა.
-ჩარლი, ჩაპა_ერთგულ ძაღლებს უხმო, თუმცა სულ ტყუილად.
-იცი დიდად წინააღმდეგობა არ გაუწევიათ როცა ერთმანეთი დაგლიჯეს, სისხლი მათთვის მთავარი ყოფილა_დასვრილი დანა დაანახა კიდევ უფრო თვალებ გაფართოებულ კაცს.
-ეს ჩემი მშობლებისთვის_მუშტი დაარტყა და ცხვირი გაუტეხა -ახლა კი დაიყვირე, რომ თუ შემოვლენ ორივე მძევალს მოკლავ_პოლიციისკენ მიუთითა და თან მის ქვეშემდომრს საწვავის მოსხმა უბრძანა.
-რას აკეთებ_თვალები გაუფართოვდა ლილუს.
-იმას რაც ჩემს მშობლებს გაუკეთა_ზიზღით დააფურთხა წაქცეულს და წამოაყენა, -ისე გქონდა შენი ძაღლებისა და ნარკობარონების იმედი დარტყმაც არ იცი? ხელსაც არ შემომიბრუნებ?_ნენეს ყოფილი სკამისკენ წაათრია კაცი და მის დაბმას შეუდგა.
-იცი რომ ცოცხლად დაიწვნენ?_გიჟს გავდა ბიჭი, -იცი რომ მამა დედაზე გადაფარებული იპოვეს და რამდენიმე ანალიზი ჩაატარეს რომ გაერკვიათ ვინ რომელი იყო? იცი რომ დედაჩემი ჩემ დას ელოდებოდა?_ყოველ წინადადებას დარტყმას აყოლებდა ბახალა და კაცს სკამზე აკრავდა.
-არ გინდა_ხელებში ეცა ლილუ, -დაიჭერენ და ციხეში წავა.
-რომ იქაც იბატონოს? არა, ვერ გადავიტან, როგორც იქნა ჩემ ხელშია_მორჩენილი საწვავი თავზე გადაავლო ირაკლის და გამოაფხიზლა. თითქოს სიამოვნებდა კაცის საოცრად შეშინებული სახის ყურება. ცოტაც და აბღავლდებოდა -ორი წუთი გაქვს აქაურობას რომ გაერიდოთ, თორემ იცოდე თქვენც იგივე გელით_ისე შეაშინა ლილუ ბიჭის თვალში დანახულმა ნაპერწკლებმა მეორედ არ შეწინააღმდეგებია, ნენეს მყარად მოხვია ხელი და ბიჭებისკენ დაიძრა, კარი ძლივს გააღო და რომ არ ესროლათ მაშინვე დაიყვირა
-არ ისროლოთ, მძევლები ვართ, გაბრიელ.
ბიჭიც ძმასთან ერთად მაშინვე გამოეყო პოლიციელებს, დაჩის ძახილს ყურადღება არ მიაქცია და საყვარელი ქალისკენ დაიძრა. როგორც იქნა შემოხვიეს თავიანთ გოგოებს ხელები და გარემო მაშინვე შეძრა კაცის ღრიალმა, მალე ცეცხლიც გამოჩნდა, რომელმაც მთელი შენობა ერთიანად მოიცვა და ალის გაძლიერებას თან ერთვოდა კაცის შემზარავი ყვირილიც. ისეთივე სიკვდილი ერგო ნაგაზს როგორი ცხოვრებაც განვლო. შემზარავი.

------------------
მაპატიეთ ძალიან დავიგვიანე, ბავშვი მყავდა ავად და საჭმელადაც არ მეცალა კომპიუტერზე ხომ ზედმეტია საუბარი, იმედი მაქვს ამ დიდი თავით გამოვისყიდი დანაშაულს.
პ.ს. არ ინერვიულოთ ძმების ემოციებს არ მოგაკლებთ, შემდეგ თავში მათი მოქმედების ისტორიაც იქნება როგორ იპოვეს <3



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ეს რა იყო, მართლა შემზარავი სიკვდილი მოუწია. ასეთ გაგრძელებას არ ველოდი, თუმცა მთავარია ნენე და ლილუ კარგად არიან. მგონი დასასრულისკენ მივდივართ ხო? გელოდები მოუთმენლად.

 


№2  offline მოდერი naattii

ablabudaa
ეს რა იყო, მართლა შემზარავი სიკვდილი მოუწია. ასეთ გაგრძელებას არ ველოდი, თუმცა მთავარია ნენე და ლილუ კარგად არიან. მგონი დასასრულისკენ მივდივართ ხო? გელოდები მოუთმენლად.

გამომძიება ნამდვილად დასრულდა, ახლა წყვილებს წამოვწევ ცოტათი წინ

 


შემზარავი სიკვდილი კი ხვდა წილად ნაგაზს, მაგრამ რაც დათესა ის მოიმკა. მე უარესს ვუზამდი ალბათ :დ
აუ იოანეს ემოცია აუცილებლად უნდა აღვნიშნო. იმედია ახლა ამინც გაიაზებს ნენეს როლს მის ცხოვრებაში.
შემდეგ თავს მოუთმენლად ველი❤

 


№4 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაიმე გაახარებს ღმერთი მაგ ბახალას : )) ღირსი იყო ნაგაზი ასეთი სიკვდილის ,რაც შეეხება ტყუპებს მიხარია რომ კარგად და დანაკარგის გარეშე მოახერხეს გოგოების პოვნა ,იმედია ბოთე იოანე მიხვდება ბოლო ბოლო ძალიან რომ უყვარს ნენე
: ))

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

შენი პაწუკა იყოს კარგად და არ არის პრობლემა ჩვენ დაგელოდებით.გაბრიელის ოცნება ახდა,ნაგაზი მკვდარია.ბახალა კიდევ ჯიგარი.გელოდები ახალი თავით
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent