შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელანქოლია(თავი3)


12-09-2019, 00:13
ავტორი რენა
ნანახია 836

×××
დილაუთენია,პიანინოს კლავიშების ხმამ გამომიყვანა ძილბურანიდან, არა ეკა არ იყო.(დედაჩემიც უკრავს,პიანისტია)...ჩემს წინა კორპუსში უკრავდნენ, ალბათ ახალი მდგმური იყო.
-ჰმმმ, -დავიყვირე, შოპენის გაზაფხულის ვალსი...
წამოვხტი ფანჯრები გავაღე, ვიხედები ფანჯრიდან,მაგრამ ვერ ვხედავ პიანისტს, არადა ფანჯრები ღიაა, მოპირდაპირე კორპუსიდან, მხოლოდ ძველი ფარდები მოსჩანს,რომელიც ასაკით ჩემზე დიდია!
გავრისკე, ჩემი ოთახში მეორე ფანჯარაც გავაღე. რომლის ნდობა სიძველის გამო, არ შეიძლება.ესეც ასე, უკვე შემიძლია გავძვრე ფანჯრიდან. მაინც არ მოსჩანს შემსრულებელი.
-როგორ.კარგად უკრავს არა?-მეზობლის ხანდაზმული ქალი იყო.თინა ასე ჰქვია. არა,არა! ჭორკანა დეიდა არ იყო.
-კი ძალიან კარგად უკრავს. დავეთანხმე.
-ძალიან დიდი ხნის წინ,ამ პიანინოზე ერთი ქალი უკრავდა.ისეთი სათნო,ელენა ასე ერქვა!ეჰჰ.
-როგორც მე.
-ხო როგორც შენ.შენ გგავდა შენსავით ფაქიზი გოგო იყო.შენ ჯვარი გწერია-ჯვარი გადამსახა-ის გაიმეტეს!დაუნდობელმა ხალხმა გაიმეტა.
-ახლა ვინაა ამ სახლის პატრონი?
-არავინ იცის, ვიღაცის კი არის.-თვალებში ორი თითი ამოისვა,ცრემლი ამოიშრო დამჭკრნარი ხელებით.
-შემდეგ?
-შემდეგ არაფერი მსმენია, შვილი ჰყავდა ესე ორმოცამდე წლის უნდა იყოს მისი შვილი, ვინ ზრდიდა არავინ იცის, ჩვიდმეტი წლის გაიმეტეს.
-გაიმეტეს ანუ?
-ღამის 5 საათზე სადარბაზოში ყელი გამოსჭრეს, ძალა იხმარეს რამოდენიმე არაადამიანმა. თვითმხილველიც მოკლეს, მამამისმა იპოვა შვილის ცხედარი,შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო.
-ახლაც გაქირავებულია სავარაუდოდ?
-ჰო, მაგრამ მას მერე ასე არავის დაუკრავს, არავის(სიმწრით აღმოხდა ხმა)-გულაჩუყებულს ქვითინი წამოსცდა.
-არაფერი უთქვავს, უკვე ვეღარ ვხედავდი თინა დეიდას.ალბათ ისევ უსმენდა და თვალყურს ადებნებდა მოპირდაპირე ფანჯარას.
მე კი ინტრიგაში ჩავვარდი...
საწოლზე დავეგდე და უცნობი პიანისტის შესრულებული მელოდიის Ludwing van Bethiven_ის Melody of love_ს ვუსმენდი.
რა უნდოდა ამ მდგმურს?მაცხოვრებელ ხალხს რას ერჩოდა?ვერ გამეგო.თუ უბრალოდ მისი ნიჭის დემონსტრირებას ცდილიბდა?არა ეს ნიჭის დემონსტრირებაზე მეტია.უცნობი მდგმური უკრავდა,მოსახლეობას მელოდიებით სულში უძვრებოდა და მათში სქელ ნალექს ტოვებდა.სხეულის ყოველ კუნჭულს მიკანკალებდა შიშისგან,ხან კი _ სათნო სითბო მეღვრებოდა სულში.ყურს სიამოვნებდა.ზღვასავით იყო ხმა ინსტრუმენტის.შესახედად ზღვაც ლამაზია,ლივლივა და მშვიდი. უყურებ, უყურებ და მშვიდდები.მაგრამ ფიქრი იმაზე თუ წყლის ქვეშ რამდენი გვამია სისხლს გიყინავს.
შტორმი_სანახაობაა, ნამდვილი ტრაგიკომედია.მუქარის,წალეკვის,კვდომის და ვისთვის სილამაზის.მხატვარი უყურებს მოსწონს და ხატავს მას. ზოგს კი სტკივა და ჰქმნის დიდხნიან მელოდიას. შეწყდა მუსიკა, ჩემი ფიქრები კი შეეგუა გარემოებას.
ოთხზე უკვე საამსახურში უნდა გავსულიყავი.ადგომა მეზარებოდა,გადავბრუნდი, გადმოვბრუნდი ისევ გადავბრუნდი ისევ გადმოვბრუნდი.ფეხის ფრჩხილებზე ლაქი აცრეცილი მქონდა,მოუვლელს ვგავდი.დედაჩემი მეუბნებოდა ხოლმე,ფეხებს სახის კანივით მოვლე უნდაო,სულს კიდევ უფრო მეტი მოვლა და დასუფთავებაო.ვერასოდეს ვხვდებოდი, რატომ მიმატებდა საფიქრალს.
არ მაძალებდა მაგრამ, მანიშნებდა აღმსარებელი ვყოფილიყავი.მე კიდე ჩემი სამოკიდეებულება ვერ გამეგო ამ თემასთან დაკავშირევით და თავს შორს ვიჭერდი.
ჩემი სიზარმაცის გამო სამსახურში მაგვიანდებოდა, დედას კი ვერ წავეჭორავე.სამაგიეროთ ტაქსისრთან ვიჭორავე ბაბუ იყო, კაი ბაბუ თავიდან შევევაჭრე თანხაზე,მერე ხურდაც კი არ გამოვართვი. ისე გაუხარდა, ამ ბედნიერებად ნუთუ არ ღირდა?



№1  offline წევრი Niniko11

კარგი იყოო მომეწონა ძაალიაან მაგრამ შედარებით პატარა თავიაა გაზარდე შემდეგშიი
წარმატებები♡♡
მოუთმენლად გელი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent