შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემში ხარ-2


13-09-2019, 23:40
ავტორი Liluu
ნანახია 1 986

თავი-3
ჭავჭავაძის ქუჩას მიუყვება...გზა უნდა გადაჭრას...ფიქრებში გართული ვერც კი ამჩნევს როგორ უახლოვდება მანქანა...შიშისგან ერთ ადგილზე შეშდება...შუა გზაში დგას და მის წინ მომავალ მანქანას აკვირდება...ყურები დაეხშო...ვერ ინძრევა...მანქანის შუქები თვალს ჭრის და მისდაუნებურად თვალებზე ხელს იფარებს...ფეხები ეკვეთება....მალევე გრძნობს ძლიერ ტკივილს მთელ სხეულში...თავბრუ ეხვის...თვალთ უბნელდება....ძირს ძლიერად ვარდება...ბუნდოვნად ხედავს,რაც მის გარშემო ხდება,შემდეგ კი მთლიანად უბნელდება თვალს...ითიშება..ამის შემდეგ ისმის ხალხის შემაძრწუნებელი ხმები,მძღოლის ახსნა-განმარტება,პოლიციისა და სასწრაფოს სირენების ხმა...ემა საავადმყოფოში გადაჰყავთ...კარები იკეტება და გოგონაც მხოლოდ ექიმებთან რჩება...თვალს ახელს და ძლიერ ტკივილს გრძნობს...სახეს მანჭავს და მომღიმარ ექიმს შეჰყურებს...
-ცოცხალი ვარ?ღიმილით კითხულობს და თაბაშირში შეხვეულ ხელს აკვირდება..
-გაგიმართლა,რომ ძლიერად არ დაგარტყა...
-სად არის?მადლობა უნდა გადავუხადო...ირონიულად ახლის და თვალი კარებისკენ გაურბის,სადაც უსიმპათიურესი ბიჭი დგას და ემას აკვირდება...
-არაფერს ლამაზო...
თვალს უკრავს და მისკენ მიიწევს..
-მე დაქტოვებთ..ღიმილით ამბობს შუახნის კაცი და პალატიდან გადის...ემამ ერთხანს უყურა შემდეგ კი თავი გააბრუნა და ლურჯ ფარდას მიაშტერდა..
-თავს როგორ გრძნობ?
-შენი აზრით?კინაღამ მომკალი...შეუღრინა
-რა ჩემი ბრალია შენ თუ გზაზე გადასვლა არ იცი...
-წითელზე გადავდიოდი...
-რომ გადმოიარე უკვე მწვანე იყო ჩართული..თვალი ჩაუკრა და გაიჯგიმა...
-საიდანღაც მეცნობი..
-გამორიცხულია..თავი გააქნია და ხელები ჯიბეში ჩაიწყო
-რატო ვითომ?
-დღეს ჩამოვედი პარიზიდან..20 წელი იქ ვცხოვრობდი...
-და უცებ უსიამოვნება შეგემთხვა..გაიცინა და ტკივილისგან სახე დამანჭა..
-ჰო მართლა მე მათე
-სასიამოვნოა ემა ცინდელიანი...
-ცინდელიანი?
გოგოს გვარი გაიმეორა და თვალებში ჩააშტერდა..
-ჰო რამე არ მოგწონს?
-არა საიდანღაც მეცნო გვარი და...
-რავიცი..
მხრები აიჩეჩა და მის გვერდით დადებული სარკე აიღო,შიგ ჩაიხედა და საღე მოეღრიცა,როდესაც თვალი ჩალურჯებული ,ლოყა კი დაკაწრული ჰქონდა...
-ნამდვილად საშინლად გამოვიყურები...
-მაინც ლამაზი ხარ...
-როდის გამწერენ?
მისი სიტყვები დააიგნორა და სარკე ისევ ადგილზე დადო...
-დღესვე თუ შენ გინდა თუ არა და ხვალ...
-არა დღესვე მირჩევნია...
-მაშინ მოემზადე მე კი ექიმს დავუძახებ და სახლში წაგიყვან..
-იყოს ჩემით წავალ,მეშინია კიდე რამე არ მომწიო...
თვალები გადაატრიალა და ოდნავ წამოიწია..
-არ ინერვიულო კარგი მძღოლი ვარ...თვალი ჩაუკრა და გაიჯგიმა
-ჰო კარგი...
მხრები აიჩეჩა და ექიმის მოსვლას დაელოდა შემდეგ კი მათეს გაჰყვა...
-აქ ცხოვრობ?გაოცებული შეტრიალდა მისკენ და ღვედი მოიხსნა...ემას გაუკვირდა მისი ასეთი რეაქცია და ცოტა არ იყოს დაიბნა...რაც უფრო აკვირდებოდა ბიჭს,მით უფრო ხვდებოდა,რომ ვიღაცას ძალიან,ძალიან ჰგავდა....
-ჰო აქ ვცხოვრობ,რატო გაგიკვირდა?
-არა მეც აქ მივდივარ ახლოს,უფრო სწორად გვერდით ბინაში...
-სტუმრად?თუ?
-არა ჩემი ჩმა ცხოვრობს და მასთან დავრჩები ალბათ ცოტახანს...
-გასაგებია...
თავი დაუქნია და კარები გამოაღო
-ემა..
-გისმენ?
-მოახერხებ მარტო ასვლას?თუ გამოგყვე?
-ძიძა არ მჭირდება მათე..მადლობა...
გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა,კიბეები ნელა აიარა და სახლში შევიდა...ძალიან,ძალიან აფიქრდება ის ფაქტი,რომ ასე გავდა ვის?რა თქმა უნდა ჯაჭვლიანს,მაგრმ ისიც კარგად იცოდა,რომ ჯაჭვლიანს ძმა არ ჰყავდა,ნუ ასე ეგონა მაინც..ამიტომ უსიამოვნო ფიქრები თავიდან მოიშორა და ლოგინზე წამოწვა,თვალები მძიმედ დახუჭა და მალევე ჩაეძინა....
-----------------------------
კარებზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა ბატონი ჯაჭვლიანი ფიქრებიდა...ფეხზე მობეზრებულად წამოდგა და კარები უღიმღამოდ გამოაღო...ნანახმა იმდენად გააოცა თვალები რამდენჯერმე დახუჭა,შემდეგ ისევ გაახილა და მის წინ მდგარ უფროს ჯაჭვლიანს გადაეხვია..
-როდის ჩამოხვედი?აღფრთოვანებულმა ჰკითხა და ხელები უფრო მაგრად მოუჭირა..
-დღეს..გაუღიმა და ჩამოშორდა
-მერე ახლა გაგახსენდა სახლი და ძმა?
ვითომ ნაწყენმა ჩაილაპარაკა,კარები მიხურა და ბიჭს უკან გაჰყვა..
-არა ბიჭო აეროპორტიდან პირდაპირ აქ მოვდიოდი,როდესაც შემთხვევით გოგო გავიტანე
-მერე?
გაოცებულმა ჰკითხა და სიგარეტს გაუკიდა..უცებ ემას სიტყვები გაახსენდა და თავისდაუნებურად ღიმილმა გადაურბინა სახეზე
-კარგად არის სახლამდე მივიყვანე და პირდაპირ აქ მოვედი
-საწყალი გოგო..მკურნალობის ფული მანც თუ დაუფარე?
-კი ბიჭო,მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ბრალი არ იყო...
მხრები აიჩეჩა და სავარძელში ჩაესვენა...
-ვინ იყო ეგ იღბლიანი გოგო?პირდაპირ მანქანაში,რომ ჩაგიგორდა?
-მარტო მანქანაში?მალე ლოგინშიც ჩამიგორდება...
კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ძმას გახედა...
-ანუ მაგარი გოგოა?
-მაგარი?სასწაული...ანგელოზი...ან რა ტანი,ან რა ფეხი,მკერდი,თვალის ფერი...მთლიანობაში მაგარი ნაშა..
-მითხარი რა ქვია ასე,რომ აგაღფრთოვანა?ჩაიცინა და ღიმილნარევი სახით გახედა ძმას..
-ვიღაც ემა ცინდელიანი,შენ გვერდითა კორპუსში ცხოვრობს...ჯაჭვლიანს თვალები აემღვრა,ღიმილი სახეზე შეაშრა,ვენები დაებერა და ენა ძლივს გასაგონად ამოიდგა
-ემაზე ამბობ?
ძლივს ამოიხრიალა და სიგარეტი ხელში დასრისა...
-ჰო ბიჭო ასე რამ გაგაკვირვა?
-არაფერი ისე უბრალოდ...
გუნება მალევე შეეცვალა...ხასიათი სულ წაუხდა...სიარულს მოყვა აქეთ-იქეთ..ახლა მხოლოდ ემას ამბავი აწუხებდა...რატო?თითონაც ვერ ხვდებოდა...ის გოგო აგიჟებდა,ჭკუიდან გადაყავდა ცინდელიანს,თითქოს მთლიანად დაიპყრო მისი სილამაზით და მიუკარებლობით...ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს,რომ ბიჭები მასზე ჭკუას კარგავდნენ,უნდოდა მარტო მას დაეკარგა ჭკუა მასზე,თითოქს ჩუმად დაისაკუთრა,მისი გახადა,საკუთარი ნაწილის...
-დამიანე გესმის?
-რა იყო?
გაკვირვებულმა გახედა და იქვე მოუნდა ძმის ცემა..
-წამოხვალ კლუბში?გართობა მინდა,მერე კი ნაშები ავყაროთ და პონტიდან დავტყდეთ..
-შენ წადი და მეც მალე მოვალ რაღაც საქმე მაქვს..
-ღამის 12 საათზე?..
-ჰო შეუბღვირა და ოთახში შეიკეტა...
-კარგი ოღონოდ მალე მოდი...
-ჰოო..
ოთახიდან დაუძახა და კარადიდან შავი სპორტული შარვალი და თეთრი ზედა გამოიღო,ზევიდან ნაცრისფერი ჟაკეტი მოიცვა და სახლი ნაჩქარევად დატოვა...ალბათ არ გაგიჭირდებათ გამოცნობა ვისთანაც მიდიოდა...ოთხი სართული გიჟივით აირბინა და კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა...რამდენიმე წუთში კარის სახელური ჩამოიწია,შემდეგ კარი გაიღო და მის წინ მდგარი ნახევრად შიშელი,თითქმის მძინარე ემა ერთიანად აათვალიერა..
-ჯაჭვლიანო?აქ რას აკეთებ?თან ამ დროს?თვალებმოჭუტულმა ჰკითხა და კარების ჩარჩოს მიეყრდნო..
-მაინტერესებდა როგორ იყავი..
და თავით მის შეხვეულ ხელზე ანიშნა...
-მადლობა კარგად ვარ..
გაუაზრებლად უპასუხა,ისე რომ ბიჭისთვის თვალიც კი არ მოუშორებია..
-მოიცა შენ საიდან გაიგე?ვინ გითხრა?არაა...არ თქვა,რომ?ეს შეუძლებელია...თავი გააქნია
-რაზე ან ვიზე ამბობ?
-მათეზე..ვინც მანქანით დამეჯახა...შენ ხარ მისი ძმა?სახე დამანჭა
-კი ჩემი ძმაა..
თავი დაუქნია და სახლში შევიდა...
-ღმერთო რა დავაშავე...დამიანეს გასაგონად ჩაილაპარაკა და ბიჭს უკან აედევნა...
-რატო შემოდიხარ?ვინმემ გითხრა?
-რა იყო არ შეიძლება მეზობელს ვესტუმრო?თვალი ჩაუკრა და იქვე დივანზე მოთავსდა...
-დამიანე რა გინდა?მობეზრებულად ჰკითხა და თვალები გადაატრიალა...
-რატო არ გათხოვდი?უცებ მიახალა და გოგოს გაოცებაც გამოიწვია...
-რავიცი არ მინდოდა..
მხრები აიჩეჩა და მის წინ მოთავსდა...
-არ გინდოდა კი არა მე გიყვარდი და სხვა ვერ შეიყვარე...თვალი ჩაუკრა და გამარჯვებული მზერით გახედა
-ნუ მახსენებ
-ახლა?
-ის გაინტერესებს ახლაც მიყვარხარ თუ არა?პასუხი არ იქნება..
-რა კატეგორიული ხარ...თავი გააქნია და სიგარეტი კოლოფიდან ამოიღო
-არ მოწიო
-შენ ამიკრძალავ?
-ვერ ვიტან,როდესაც ჩემთან ერთად ეწევიან..
.-რახან შენ ვერ იტან..თავი გააქნია და სანთებელა უკანა ჯიბიდან ამოიღო
-სულ შევეშვები..ირონიულად გაუღიმა
-ხო შეეშვები..
ტუჩებიდან გამოგლიჯა და მაგიდაზე დადო
-გოგო შენ ჰო არ გაჟრიალებს?
-გითხარი,როდესაც ჩემთან ერთად ხარ არ მოწიოთქო...ქართული არ გესმის?თუ ყრუ ხარ?
-ნუ ყვირი თორე აქვე მიგახრჩობ..
გაბრაზებულმა კოლოფი ისევ ჯიბეში ჩაიდო და წამოდგა...
-უზრდელო...დაუყვირა და კარები გამოაღო
-მიბრძანდით..ხელით ანიშნა გასასვლელისკენ,ბიჭმა კიდე დიდხანს უყურა შემდეგ კი გაბრაზებულმა დატოვა ცინდელიანის ბინა...რა თქმა უნდა სიგარეტზე უარი არ უთქვამს,გამოსვლისთანავე აანთო და კმაყოფილმა რამდენჯერმე ღრმა ნაპასიც დაარტყა...გარეთ გამოსულმა გეზი პირდაპირ კლუბისკენ აიღო...დღეს ისვენებდა,ხვალაც ამიტომ თავისუფალი დრო თავზე საყრელად ჰქონდა...ძმაკაცებსა და თავის ძმას შეუერთდა...ბევრიც დალია,გაერთო,მოწია და ვიღაც წითურთან ერთად დატყდა პონტიდან...
-----------------------------------
როგორც იქნა მოახერხა „თავის დაღწევა“სოფლიდან...ყველას დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა....ღიმილითა და ხელის აწევით დაემშვიდობა მშობლებსა და ბებო ბაბუს და მანქანა დაქოქა...ეზოდან გაიყვანა და როდესაც მიხვდა,რომ უკვე სამშვიდობოს იყო სიგარეტის ერთი ღერი კოლოფიდან ამოაძვრინა,გაუკიდა და ფანჯარა ჩამოწია..
-მეც მომაწევნიე რა...მოესმა უკნიდან გოგონას მშვიდი ხმა...ჯერ ვერ გაიაზრა რა ხდებოდა,ბოლოს კი შეშინებულმა მანქანა დაატორმუზა და უკან მომღიმარ გოგონას მოკრა თვალი,რომელიც იჯდა და თვალებს საყვარლად აფახუნებდა..
-ვინ ხარ?
დაბოხებული ხმით ჰკითხა და მისკენ 180 გრადუსით შეტრიალდა..
-ლილუ..ხელი გაუწოდა და წარბები მაღლა აზიდა..
-ლილუ..
მშვიდი ტონი შეინარჩუნა და მოელვარე ცისფერ თვალებში ჩააშტერდა..
-აქ რას აკეთებ?
-შენ მანქანაში ჰო?
-ჰო ჩემ მანქანაში..
თავი დაუქნია და ღრმა ნაპასი დაარტყა...
-იცი ძალით მათხოვებდნენ და გამოვიპარე...
-და მერე ჩემ მანქანაში როგორ შემოაღწიე?
-რა მნიშნელობა აქვს,მთავარია აქ ვარ,არ გამათხოვებენ და საერთოდ,რომ დაქოქო ეგ მანქანა და წახვიდე არ გინდა?
-იტყუები ხო?რამდენის ხარ?
-18
გაეკრიჭა და შავი თმა უკან გადაიყარა..
-მერე რა დროს შენი გათოვებაა?ან სად მიდიხარ საერთოდ იცი?
-კი თბილიში ჩემი დაქალია და იქ დავრჩები ცოტახანს...
-კარგი თავი დაუქნია პატარა ცინდელიანმა და მანქანა დაქოქა...მთელი გზა უყურებდა მის გვერდით მჯდომს...მისი სილამაზით მოხიბლული ვერ იჯერებდა,რომ ათხოვებდნენ,მით უმეტეს ასეთ პატარას....
-შენი ქმარი ვინ არის?
-32 წლის კაცი...
-არ იცნობ?
-კარგად არა..მეზობელი სოფლიდან არის...ჩემებს ძალიან მოსწონთ სიძედ და მეც გამიმეტეს...ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და სიგარეტი კოლოფიდან ამოიღო..
-შეიძლება მოვწიო?
სიგარეტის ღერზე მიანიშნა და როდესაც თანხმობა მიიღო გაუკიდა და ღრმა ნაპასიც დაარტყა...
-შენზე რას მეტყვი?
-ჩემზე?ინტერესით გახედა ცინდელიანმა და სიჩქარეს ოდნავ უკლო,ფანჯარა ჩამოწია და ხელი თმაზე გადაისვა...ნერვიულობდა,მაგრამ რა ანერვიულებდა ამას ვერ ხვდებოდა...
-ჰო შენ გარდა კიდე ხედავ ვინმეს?
-გეგა ცინდელიანი..20 წლის...თბილისელი,ვსწავლობ იურიდიულზე,ჯავახიშვილში..-ვაუუ..გაიცინა და მეორე ნაპასიც დაარტყა...
-მე წელს ვაბარებ..თუ გამიმართლა უნარებში არ ჩავიჭრები...გაიცინა ფეხები მოკეცა
-ანუ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ხარ?
-ასე გამოდის...მალე ვამთავრებ...
თვალები გადაატრიალა და სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა...
-შეყვარებული გყავს?
-რა იყო უკვე მოგეწონე?
-რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე...გაიცინა გოგონამ და ბიჭს მიაშტერდა
-უბრალოდ მაინტერესებს თუ შეყვარებული არ გყავს მშვიდად ვიჯდები შენ მანქანაში..
-ჰო არ მყავს,შეგიძლია მშვიდად იყო...
-გმადლობთ...
ირონიულად გაუღიმა და მოსახვევში მკვეთრი მოძრაობით შეუხვია..
-ალბათ უკვე მეძებენ...დუმილი ისევ ლილუმ დაარღვია..
-ყველა სიკეთესთან ერთად შარში ჩამაგდე...
-ნუგეშნია შენ ვინ რას დაგაბრალებს...
-რომ ჩამოგაკითხონ?
-არ წავყვები...
-და ძალით,რომ წაგიყვანონ?
-საკუთარ თავს თავად მივხედავ...კარგი?
-როგორც გინდა...
მხრები აიჩეჩა...ამის შემდეგ ხმა არცერთს ამოუღია...დრო და დრო გახედავდნენ ერთმანეთს...თბილისამდე მშვიდად იმგზავრეს....
-სად ცხოვრობს შენი დაქალი?მითხარი მიგიყვან...
-იყოს აქ ჩამოვალ და ფეხით გავივლი
-მითხარი და მიგიყვან,ფეხით რატო უნდა იარო უცხო ქალაქში
-არ მინდა ჩემით წავალ..აი აქ გამიჩერე..
-ჯიუტო...
-არ დაგავიწყდეს სვანი ვარ...
-ჰო მეც...
თვალი ჩაუკრა და იქვე გაუჩერა...
-მადლობა და ნახვამდის...
-შეხვედრამდე...ხელი დაუქნია ცინდელიანმა და მანქანა დაქოქა...მთელი გზა ლილუზე ფიქრობდა...თვალებიდან არ ამოდიოდა მისი ზღვასავით ცისფერი თვალები,შავი გრძელი თმა,კურნოსა ცხვირი და საყვარელი,მაგრამ მაინც ბავშვური სახე...მანქანა ბინის წინ გააჩერა,როდესაც თვალი მოკრა ჯაჭვლიანს,თვალები გადაატრიალა და გადმოვიდა...გვერდი აუარა,კიბეები სწრაფად აიარა და სახლში გაუაზრებლად შევიდა...
-ემა დავბრუნდი
-როგორც იქნა...
მოესმა გოგონას ხმა სამზარეულოდან და ისიც იქეთკენ წავიდა,დის დანახვისას კინაღამ ადგილზე მოკვდა....თვალები აემღვრა,როდესაც ხელშეხვეული და თვალდალურჯებული დაინახა...
-ჰო კარგად ხარ?რა დაგემართა?ვინ მოგაქცია ასეთ დღეში?კითხვები ერთიანად მიაყარა და დას მივარდა...
-გეგა კარგად ვარ...უბედური შემთხვევა იყო,უბრალოდ ხელი მაქვს ნაღრძობი...დაამშიდა და ატმის წვენი მოსვა...
-ჰო არ მატყუებ?
-რად მინდა შენი მოტყუება?თვალები გადაატრიალა და შემოსასვლელში გავიდა,ბიჭიც უკან აედევნა...
-რატო არ დამირეკე?ეგრევე ჩამოვიდოდი...უსაყვედურა დას და იქვე სავარძელში ჩაესვენა...
-რა საჭირო იყო,თავს მშვენივრად ვუვლიდი..
-ჰო გეტყობა...
შეხვეულ ხელზე მიანიშნა...
-კარგი მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს,გუშინ რატო არ ჩამოდი?
-ციალამ არ გამომიშვა...იქეთ წვიმდა და ხო იცი როგორი ფეთიანია..
-აჰა კარგი..თავი დაუქნია და ისევ დააკვირდა...
-ასეთი ბედნიერი რატო ხარ?
-მეე?არა რა ბედნიერი...
-ვინმე გოგო გაიცანი და არ მეუბნები ჰო?
-ასე,რომ ყოფილიყო ხო გეტყოდი..
-ცინდელიანო რატო მატყუებ?შენი და მაინც არ ვიყო..მიდი თქვი..
წარბები მაღლა აზიდა...
-ჰო კარგი გავიცანი ერთი გოგო...და მთელი ამბავი მოუყვა...
-საწყალი...
თავისთვის ჩაილაპარაკა და ძმას გახედა..
-მერე რას აპირებ?ნახავ?
-არა ისიც არ ვიცი ვინაა მისი დაქალი,ან რაში მაინტერესებს,მე აქამდე ჩამოვიყვანე დანარჩენი თითონ იცის...მხრები აიჩეჩა და ოთახში შევიდა...
-იძინებ?
-ჰო გზამ დამღალა...მიაძახა და ოთახში გაუჩინარდა...
-----------------------------------
კიბეებზე ჩქარა არბოდა,როდესაც ვიღაც ბიჭს შეასკდა...
-ბოდიშიო მიაძახა და სახლში გიჟივით შევარდა
-რა იყო ვინმე მოგზდევდა?
-უბრალოდ ცოტა წავივარჯიშე გაუღიმა და ოდნავ მოიხარა,ხელები ფეხებს დააწყო და ამოისუნთქა...
-მისმინე კიბეებზე,რომ ამოვრბოდი ვიღაც ბიჭს შევასკდი და თუ იცი ვინაა?
-ლუკაზე ამბობ?მანანა ბებოს შვილიშვილია...
დღეს უნდა მოვიდეს და გაგაცნობ..
-მეგობრობთ?
-ნუ ჰო..წინა წელს ჩამოვიდა და...
-აჰა გასაგებია...თავი დაუქნია და ოთახისკენ აიღო გეზი...
-რამდენ ხანში მოვა?
-ასე 10 წუთში..
-კარგი დამიძახე და გამოვალ...ოთახში შევიდა,ტანზე გაიძრო და აბაზანაში შეიკეტა...დიდი ხანი გაატარა თბილი წყლის ქვეშ....ბოლოს,როგორც იქნა იკადრა და გამოვიდა ხელზე ახალი სახვევი გადაიხვია,მოემზადა და გავიდა...ლუკა უკვე მოსულიყო..
-გამარჯობა თბილად გაუღიმა და ხელი გაუწოდა
-მე ემა...
-სასიამოვნოა ლუკა...
ხელი ჩამოართვა ბიჭმა და ისევ დივანზე ჩამოჯდა...
-როდის ჩამოდი?
-სადღაც ერთი კვირის უკან...
-ისევ ბრუნდები?
-კი ორ თვეში..საქმეები დამრჩა მოსაგვარებელი და..
მხრები აიჩეჩა და ბიჭს კარგად დააკვირდა...სულ არ იყო დასაწუნი...პირიქით ძალიანაც კი ესიმპათიურა...
-ცოტახნით აივანზე გავალ...აქ ჩახუთულობაა...
-კარგი გაუღიმა ბიჭმა და ემაც აივანზე გავიდა....რა თქმა უნდა ორივე ჯაჭვლიანს მოკრა თვალი..სახე არასასიამოვნოდ დამანჭა და ხელის აწევით მიესალმა ბიჭებს...მათემ ცალყბად გაუღიმა და მოკლე სარაფანში გამოწყობილი ემა ერთიანად აათვალიერა,არც დამიანე ჩამორჩებოდა,რომელიც თვალებით ჭამდა სასურველ ქალს...იმდენად იზიდავდა,წყურვილი კლავდა ისე უნდოდა მისი მარწყვის და კარამელის სუნი შეეგრძნო...
-ხელი როგორ გაქვს?
-მადლობა მათე შენი წყალობით არც ისე კარგად..
ირონია არ დააკლო და დამიანეს ჩააშტერდა თვალებში...იგრძნო გულმა როგორ დაიწყო ორმაგად ფეთქვა...ცივმა ოფლმა დაასხა...
-შეიძლება მოვწიო?ხელით ანიშნა სიგარეტის ღერზე და ცალყბად გაუღიმა...
-შენი ტერიტორიაა,ვინ ვარ რომ დაგიშალო..
-თქვენ ასე კარგად საიდან იცნობთ ერთმანეთს?გაკვირვება ვერ დამალა უფროსმა ჯაჭვლიანმა...
-როგორ თუ საიდან?ერთი წელი ერთ კლასში ვიყავით თან ემა ჩემზე უგონოდ იყო შეყვარებული...ასე არ არის?
-კი ასე იყო,მაგრამ ახლა ღმერთმა დამიფაროს ისევ მიყვარდე....ხელები შეატყუპა და თვალი ჩაუკრა...
-ჩემზე უკეთეს ბიჭს ჰო იცი ვერსად იპოვი...
-ძაან დიდი წარმოდგენა ჰო არ გაქვს საკუთარ თავზე?შენზე სიმპატიური ბიჭები მახვევია თავზე...
როგორ არ ესიამოვნა ჯაჭვლიანს ემას სიტყვები...მალევე აემღვრა თვალები და სიგარეტი სადღაც ჯანდაბაში მოისროლა...
-კარგი ნუ ბრაზდები,შენც სიმპატიური ხარ...
-გმადლობთ..
ირონია არ დააკლო...
-შეგცივდება...ბიჭის ხმაზე გვერდით მიიხედა...ლუკა იყო და სიგარეტს აბოლებდა...მაშინვე დამიანესკენ გაიხედა...ამრეზად უყურებდა გოგოს...გაბრაზებული და შურიანი თვალებით ლუკას...
-ვა დამიანე?როგორ ხარ?
-რა მიჭირს..მხრები აიჩეჩა,კიდე რამდენიმე წუთი იდგა და გოგოს უყურა,შემდეგ გაბრაზებულმა გამოაღო კარები და ბინაში გაბრაზებული შევარდა...
-რა დაემართა?
გაოცება ვერ დამალა ბიჭმა და ახლა თომას დააკვირდა,რომელსაც არც კი იცნობდა...
-მე რავიცი მხრები აიჩეჩა და ცას ახედა...
-ალბათ იწვიმებს...
-ჰო მეც ასე ვფიქრობ...კიდე დიდხანს ისაუბრეს,უმეტესად თავიანთ შესახებ..
——————-/—/-//——-/——/—/————————//
როგორ ხართ ბავშვებო?ბოდიშით გუშინ ვერ დავდე გვიანობამდე ვმუშაობდიიმედია მოგეწონათ????გელოდებით



№1 სტუმარი ნსუ

აუ იცი რააა ეს ამდენი ბიჭები რო ამას დასდევებ და ვაფშე ყველა რო იძახის რომ "ლოგინში ჩავიგორებო" ეგ რა პონტია...
ყველა ასეთი ტვალით რატო უყურებს... მესმის ლამაზია მაგრამ ეს მგონი ცოტა ზედმეტია...
ამდენი ბიჭების შემოყვანა ისტორიაში ზედმეტად დამაბნეველია..

ამ თავში მარტო ლილუ მომეწონა

 


№2  offline წევრი Liluu

ნსუ
აუ იცი რააა ეს ამდენი ბიჭები რო ამას დასდევებ და ვაფშე ყველა რო იძახის რომ "ლოგინში ჩავიგორებო" ეგ რა პონტია...
ყველა ასეთი ტვალით რატო უყურებს... მესმის ლამაზია მაგრამ ეს მგონი ცოტა ზედმეტია...
ამდენი ბიჭების შემოყვანა ისტორიაში ზედმეტად დამაბნეველია..

ამ თავში მარტო ლილუ მომეწონა


ამ ისტორიის მთავარი ე.წ პერსონაჟები არიან “ემა ცინდელიანი და დამიანე ჯაჭვლიანი” სხვა ყველა არსებული პერსონაჟი მეორე და მესამე ხარისხოვანია...ეს ამდენი ბიჭი იმისთვის მყავს,რომ ცოტა რეალური იყოს ისტორია..ანუ ძმაკაცები გართობა და ყველაფერი რაც ნამდვილ ცხოვრებაშია...ბიჭი,რომელიც გოგოს უბრალოდ არასერიოზული თვალით უყურებს და მისგან მხოლოდ გართობა და “ლოგინში ჩაგორება”უნდა რა თქმა უნდა ასე იფიქრებს მასზე❤️მადლობა შენი აზრის დაფიქსირებისთვის მესიამოვნა❤️

 


№3 სტუმარი კიკი

მომწონს ველი შემდეგს

 


№4 სტუმარი Ia

Dzaan kaia ase gaagrdzele

 


№5  offline წევრი Liluu

კიკი
მომწონს ველი შემდეგს


მადლობა დღეს აუცილებლად დაიდება❤️

Ia
Dzaan kaia ase gaagrdzele


მადლობა დიდი❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent