შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემში ხარ-4


15-09-2019, 12:48
ავტორი Liluu
ნანახია 1 880

-რომ კითხო სიგარეტის სუნი აწუხებს და მასთან არ უნდა მოწიო...გაბრაზებული დადიოდა აქეთ-იქეთ და იქვე მდგარ გაოცებულ მათეს ყურადღებასაც კი არ აქცევდა..
-ან იმას რა უნდოდა ვაფშე მაგასთან?ვითომ მართლა გადამიყვარა?არა ბიჭოს დაგაკვდებოდა მთელი ცხოვრბა აბა რა...არა მე რა მაბრაზებს?რაც უნდა ის ქნას...არა და მართლა რა ლამაზია...აჰა ისევ დავიწყე...ჯანდაბას რას ჩამოდიოდი საერთოდ ხო ვიყავი აქ მშვიდად?ჩამოვიდა და ამირია თავ-გზა...იქვე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო
-მართლა კარგად ხარ?დაეჭვებულმა კითხა ძმას და კარები გამოაღო...
-რა სახე გაქვს ბიჭო რა იყო...რა სახე ჩამოგტირის...შესვლისთანავე მიახალა ვაკომ ძმაკაცს და მათეს ხელი ჩამოართვა...უკან მოყვა კოსტა და დათო..
-არაფერი რამე უნდა მჭირდეს?
-მათე შენ მაიც გვითხარი რა ჭირს,ცოტა არ იყოს უცნაურად იქცევა...
-მეც ვერაფერი გავიგე...მხრები აიჩეჩა უფროსმა ჯაჭვლიანმა...
-არაფერიც არ ხდება...
თავი გააქნია და ფანჯრიდან შეუმჩნევლად გაიხედა..
-ნეტა რას ლაპარაკობენ ამდენს?თავისთვის ჩაიჩურჩულა...
-დილით ანკამ დამირეკა
-ვინ ანკამ?
-ახვლედიანმა..
-რაო?
-კლასელები ვიკრიბებით ამ თვის ბოლოს ვატოს აგარაკზე 3 დღით...კოსტამ თქვა და სიგარეტს გაუკიდა...
-სკოლის დამთავრებიდან 10 წელი გავიდაო და არ უნდა შევიკირიბოთო?და მოკლედ ვიკრიბებით რა..
-ემას მე ვეტყვი..ფეხზე წამოდგა ვაკო
-დაეტიე მანდ...გაღიზიანება დაეტყო...
-საერთოდ შეეშვი ჰო უყურებ არაა შენი შესაფერისი...
-მევასება და რატო უნდა შევეშვა?
-იმიტო...შეეშვით ცინდელიანს...გართობა თუ გინდა სავსეა თბილისი ნაშებით...
-ახლა არ თქვა მიყვარსო..
-არც ისე ბევრი მიკლია...
-რა თქვი?
-არაფერი დაიკიდე..ემას მე ვეტყვი...გაიჯგიმა და ისევ ფანჯრიდან გაიხედა..იქ არავინ დახვდა...ოდნავ გაღიზიანდა,მაგრამ მალევე მოეშვა ემაზე ფიქრს და ბიჭებს შეუერთდა...
---------------------------------
უკვე ღამის საათები იყო...დაძინებას აპირებდა,როდესაც ტელეფონმა დარეკა...უცხო ნომერი,რომ დაინახა აღება გადაიფიქრა...მაგრამ რომ აღარ გაჩერდა,ცოტა ყოყმანის შემდეგ მაინც აიღო..
-გისმენთ..
-ემა...-
დამიანე?
-ხო
-რატო მირეკავ?
-რა სულელური კითხვაა
-იცოდე გავთიშავ...
-კაი მოიცა რა პატარა ბავშვივით იქცევი
-ვთიშავ
-იცოდე თუ გათიშავ თითებს დაგამტვრევ..
-შემეშინდა ხო იცი
-ვიცი..ჩაცინების ხმა გაიგო-ჩემი სულ გეშინოდა
-მთვრალი ხარ?
-ვარ
-და ჩემგან რა გინდა?
-ეგ რომ ვიცოდე ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება..
-დამიანე..
-რატო ჩამოხვედი?
-ჰო გითხარი მშობლები მომენატრათქო,სხვა კიდე რამე მიზეზი უნდა იყოს?
-ახლა გაგახსენდა მშობლები?მაშინ რატო არ ფიქრობდი მათზე?
-დამიანე რა გინდა?მობეზრებულად ჩაილაპარაკა
-არ ვიცითქო ჰო გითხარი...
-მაშინ გავთიშავ და როცა გაარკვევ რა გინდა მერე ვისაუბროთ..
-ადამიანურად,რომ ვისაუბროთ არ შეიძლება?
-და რაზე?
-არ ვიცი შენ გადაწყვიტე...
-არაფერი გვაქვს საერთო და რაზე ვილაპარაკოთ?
-მართალია
-ხო და ნახვამდის...
-შენი ძმა სახლშია?
-არ გაბედო აქ მოსვლა...
-მაშინ შენ ჩამოდი,თორე იცოდე მაინც ამოვალ...
-კარგი მანდ დამელოდე ფეხი არ მოიცვალო...
-გელოდები..
კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა...
-სულ გააფრიანა...სწრაფად წამოდგა და ჩუმად დატოვა სახლი...კიბეები ჩაიარა და დამიანეს მოკრა თვალი,რომელიც ერთ ადგილზე გაშეშებული იყო და არ ინძრეოდა...
-აქ რას აკეთებ?
-მომენატრეთქო რომ გითხრა დამიჯერებ?
-კი როგორ არა..თვალები გადაატრიალა და თითები ერთმანეთში ახლართა...
-რა შუა გზაში დამაყენე წამოდი..ხელი ჩაავლო ემას და სადღაც კუთხეში გაიყვანა...
-იცი რა ლამაზი ხარ?მოკლე პენუარში გამოწყობილი შეათვალიერა და ხელი წელზე მოხვია...
-ვერც აგღიქვამ კიდე...ცეცხლივით ხარ...არაფერს აკეთებ,მაგრამ მაინც მწვავს...იმდენად მინდიხარ,რომ ჩემ ტვინს ჯობნი...ერთიანად მკლავს,მაგიჟებ,ჭკუიდან მშლი...ნერვები აღარ მივარგა შენზე ფიქრით...ეჩურჩულებოდა და თან კისერს უკოცნიდა....
-მხოლოდ ერთი დღისთვის გჭირდები...ეგ სურვილი გკლავს ჯერაც,რომ შენ წინ,რომ ვარ და არა საწოლში...
-ხო მკლავს...ეგ სურვილი მკლავს და ჭკუიდან გადავყავარ....თვალები ამღვრეოდა და სუნთქვა გახშირებოდა...ტუჩები ნიკაპს მიაწება და სხეულზე უფრო მეტად აიკრა...
-წადი ჯაჭვლიანო....იმაზე მეტად მაინც ვეღარ მატკენ,რამდენადაც მატკინე...
მზერა გაუსწორა შავ თვალებს...
-ჩემ მომავალში შენ არ ხარ...დამიანე ჯაჭვლიანი არ არსებობს...ჩემთვის უკვე არაფერს წარმოადგენ..თავს ნუ შეიწუხებ ჩემი ზდევით,მაინც არაფერი გამოგივა...არ მინდა შენი ნახვა,...საერთოდ არ მომიახლოვდე...არ გამეკარო....ვისთანაც გინდა იმასთან იყავი,ოღონდ მე არ გამეკარო.შენი სათამაშო არ ვარ..სიტყვის თქმა არ აცადა ისე შებრუნდა და წავიდა...დიდხანს იდგა ჯაჭვლიანი გაშტერებული...აჩქარებული გულისცემა არღვევდა ღამის სიჩუმეს...ვერ გაეგო რა გაეკეთებინა...ებრძოლა ცინდელიანისთვის თუ დაევიწყებინა?მაგრამ დაივიწყებდა კი ასე მალე?თითონაც ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის გულში...ტვინი ერთს კარნახობდა გული მეორეს...ნანობდა იმ საშინელ წლებს..ნანობდა იმას,რაც გაუკეთა,რაც ჩაიდინა მის წინაშე...რაც დაუშავა...მაგრამ უკვე გვიანი იყო...სამწუხაროდ დროს ვერ დავაბრუნებთ..ის მიდის...თითოეული ჩვენი სიტყვის უკან წაღება შეუძლებელია,ჩადენილის გამოსწორება კი შეიძლება,მაგრამ შეიძლება ძალიან,ძალიან დაგვიანდეს....
----------------------------------
ორი კვირა ისე გავიდა იმ დღის შემდეგ თვალიც კი არ მოუკრავს ჯაჭვლიანისთვის...ცოტა დამშვიდდა კიდეც,რადგან ვერ ხედავდა უფრო წყნარადაც იყო,მაგრამ ვინ შეარგო ეს სიმშვიდე?არც არავინ...სახლში მიდიოდა,როდესაც სადარბაზოსთან აყუდებული დამიანე დაინახა...მაგრამ ვითომ ვერ შეამჩნია ისე აუარა გვრდი....
-ჰეი ლამაზო როგორ ხარ?
-დამიანე რა გინდა?მობეზრებულად კითხა და მაჯის საათს დახედა..
-რა იყო სადმე გეჩქარება?
-ჰო მერე?
-შეყვარებული უნდა ნახო?
-ასეც,რომ იყოს შენ რაში გაინტერესებს?
-რა აგრესიული ხარ...სიგარეტის კვამლი სახეში შეაფრქვია და ირონიულად გაუღიმა
-კაი არაუშავს მალე გადაგივლის...ემას რეაქცია არ ჰქონია მის ნათვქამზე...შეტრიალდა და გვერდი აუარა...
-მოიცა...ხელი ჩაავლო მაჯაში და მისკენ მიაბრუნა
-რა გინდა დამიანე?
-კარგი საქმეზე გადავალ...
ხვალ კლასელები ვიკრიბებით ვატოს აგარაკზე,სკოლის დამთავრების 10 წლის თავს ავღნიშნავთ...
-კარგი დროის გატარებას გისურვებთ..ზურგი აქცია ჯაჭვლიანს...
-რატო გადაყავარ ჭკუიდან?შენ დასაპატიჟებლად მთელი ორი საათი სადარბაზოსთან ვიყავი აყუდებული და ასე ფეხებზე მიკიდებ?
-მელოდებოდი?გაიცინა...რა პატივია თავი დაუკრა და განაგრძო
-რისი მოსმენა გინდა?რომ წამოვალ?
-ჰო ჩემთან ერთად...
-ეგ გამორიცხულია...
-ახლა მზია,რომ არ იდგეს ჩვენთან ძალიან ახლოს გაკოცებდი...
-რა დრო დამიდგა...გაიცინა
-შენ ჯაჭვლიანს ჩემი კოცნა ოცნებად გექცა...
-ნეტა რატო?შენ ასეთი ფორმით თითქმის შიშველი იჩითები ჩემ წინ
-რასაც მინდა და როგორც მინდა ისე ჩავიცმევ..
-აი ხო ხედავ..
-ახლა მზია,რომ არ გვიყურებდეს სილას გაგაწნავდი..დამიანემ ჩაიცინა და გოგოს გაბრაზებულ გამომეტყველაბს ღიმილით მოავლო თვალი
-მაგიჟებ...
-ეგ რომ მსიამოვნებს უკვე გითხარი?
-საშინელი ადამიანი ხარ,ჩემ ნერვებზე თამაშობ
-რაც ძალიან მსიამოვნებს...სხვათაშორის...
თვალი ჩაუკრა და კმაყოფილს გაეღიმა,როდესაც დამიანეს ამღვრეულ თვალებს წააწყდა...
-ყოველთვის ახერხებ ჩემთვის ხასიათის გაფუჭებას...
-რა ვქნა ასეთი ვარ და...მხრები აიჩეჩ და წარბი მაღლა აზიდა..
-ხვალ გამოგივლი 8 საათზე...
-არაა საჭირო,მისამართი მომეცი და მე თვითონ მოვალ..
-კარგი მოგწერ...უკვე მიმავალ ემას დააწია სიტყვა და კმაყოფილი წავიდა სახლისკენ...
-----------------------------------
ცურვა,რომ დაამთავრა,მოწესრიგდა და სახლისკენ აიღო გეზი...გარეთ გამოსულმა იქვე აყუდებულ მათეს,რომ მოკრა თვალი გაკვირვებისგან ყბა ჩამოუვარდა....
-ეს ძმები რა ერთნაირები არიან...თავი გააქნია და უფროს ჯაჭვლიანს მიუახლოვდა..
-ემა...გოგონას დანახვისას სიგარეტი გვერდით მოისროლა და გოგონას დააშტერდა...
-მათე...რამე მოხდა?
-არაფერი აქვე ვიყავი და შენ დაგინახე...
-გასაგებია..
თავი დაუქნია და სველი თმა უკან გადაიყარა...
-გეტყობა გინდა სულ ფორმაში იყო..
-ჰო რა თქმა უნდა..10 წელი ვიწვალე,რომ ამ ფორმაში ჩამდგარიყავი...
-ღირდა წვალებად...ერთიანად აათვალიერა მოკლე შორტში გამოწყობილი ემა..
-კარგი უნდა წავიდე მეჩქარება...
-მოიცა მანქანით ვარ და გაგიყვან...
-არ შეგაწუხებ...ცალყბად უღიმის
-არც მაწუხებ მხრები აიჩეჩა და მანქანის კარი გაუღო..
-მადლობა გაუღიმა და ჩაჯდა....
-აბა ჩემ ძმაზე მართლა შეყვარებული ხარ?
-ვიყავი..
გაუსწორა და ფანჯარა ჩამოწია...დამიანეს ხსენებაზე ტანში გააჟრჟოლა...გული სწრაფად უცემდა...
-უბრალოდ ბავშვური სიყვარულით მიყვარდა სხვა არაფერი...
-ჰო მაგრამ ასე მალე დაივიწყე?
-10 წელი გერმანიაში ვიყავი,ამიტომ ადვილად დამავიწყდა....როგორ კარგად გამოდიოდა ცინდელიანს ტყუილების თქმა...
-გასაგებია...თავი დაუქნია ბიჭმა...ამის შემდეგ უხმოდ იარეს სახლამდე...
-მადლობა...მანქანის კარი გააღო და გადავიდა....
-გეგა წყნეთში ამიყვან?
სახლში შესვლისთანავე მიმართა ძმას და იქვე მდგარ ლუკას ხელის აწევით მიესალმა...
-დღეს ვერა ემა სოფელში უნდა დავბრუნდე...ტაქსით წადი..
-სხვა გზა არ მაქვს...
სახე დამანჭა და ჩანთა იქვე კუთხეში დადო...
-მე წაგიყვან...გვერდით მდგომი ლუკა მიუბრუნდა გოგოს...
-არაფერი საქმე არ მაქვს...რომლისთვის გამოგიარო?
-ასე 2-3 საათში...მადლობა..გაუღიმა და ოთახისკენ წავიდა...
-რატო მიდის?
-კლასელები სკოლის დამთავრების 10 წლის თავს აღნიშნავენ და...
გეგამ ემას მაგივრად გასცა პასუხი და მიმავალ დას ღიმილით გადახედა...
-გასაგებია...
თავი დაუქნია და იქვე ჩამოჯდა...აბაზანიდან გამოსულმა იქვე დადებული კარამელის კრემს დაწვდა და მთელ ტანზე წაისვა...შემდეგ თმები პირსახოცით აიხვია და კარადასთნ დადგა...დიდხანს იფიქრა თუ რა ჩაეცვა...ბოლოს თეთრი მოკლე კაბა გადაიცვა,რომელიც მის შოკოლადისფერ ტანს ზედმეტადაც კი უხდებოდა,ფეხზე თეთრი დაბალი კედები მოირგო,თმა ჩამოიშალა,მკრთალი მაკიაჟი გაიკეთა და გამზადებული გავიდა შემოსასვლელში...-რა შოკი ხარ...გეგამ აათვალიერა...
-მაგრად გიხდება ბაზარი არაა,მაგრამ..სიტყვა საგრძნობლად გაწელა და მოკლე კაბას კარგად დააკვირა..
-მოკლეა...
-ვიცი რომ ლამაზი კაბაა და ისიც კარგად იცი,რომ არ გამოვიცვლი...ამიტომ თვალების ბრიალს მორჩი...
ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და ჩანთა გადაიკიდა...
-რამდენი დღით მიდიხარ...
-მგონი სამი,მაგრამ როცა მომბეზრდება მაშინ წამოვალ...მხრები აიჩეჩა
-შენი კლასელების ახე მინდა ვნახო ასეთ ვიდზე,რომ დაგინახავენ....გულზე გასკდებიან შენი გოგოები...
-ჰო და გასკდნენ მე რა...
სიცილით დაემშვიდობა ძმას და გარეთ გავიდა...ღილაკს თითი მიაჭირა და დაელოდა ლუკას გამოჩენა...კარიც მალე გაიღო და ბიჭიც გამოჩნდა...ჯერ ემა შეათვალიერა და შემდეგ ღიმილით მიმართა...
-მართლა არ მიყვარს ეს გაცვეთილი და უაზრო ფრაზები,მაგრამ მართლა ლამაზი ხარ....
-მადლობა...
მანაც ღიმილითვე უპასუხა...ამის შემეგ კიბეები უხმოდ ჩაიარეს..
-დიდი ხნით რჩები წყნეთში?გვერდით მჯდომს გახედა და მანქანა დაქოქა...
-როცა მომბეზრდება მაშინ წამოვალ...მხრები აიჩეჩა და ფანჯრისკენ გაიხედა....
-ისევ მიდიხარ?
-აგვისტოს ბოლოსკენ..
-ანუ არ დაბრუნებულხარ?
-კი უბრალოდ საქმეები დამრჩა მოსაგვარებელი და...
-აჰა გასაგებია...
მთელი გზა უხმოდ იარეს....დანიშნულების ადგილზე მისვლისას სახე დამანჭა...არ უნდოდა ემას გაშვება..მანქანიდან გადმოვიდა და კარები გაუღო...
-მადლობა მოყვანისთვის...თბილად გაუღიმა და ეზოდან მომავალ დამიანეს მოკრა თვალი,რომელიც წყვილს დაბღვერილი სახით უცქერდა..
-არ ვიცოდი ჯაჭვლიანიც თუ შენი კლასელი იყო...
-კი სამწუხაროდ მქონდა მაგის ბედნიერება,ისიც მხოლოდ ერთი წლით...გაიცინა და ბიჭს ლოყაზე აკოცა
-კარგად..
-დროებით...გაღიმებული ჩაჯდა ავტომობილში...ემა კიდე დიდხანს იდგა და უყურებდა მიმავალს...ბოლოს თავი გააქნია და ჯაჭვლიანისკენ შებრუნდა,რომელსაც თვალები ამღვრეოდა,სახეზე სულ გაწითლებულიყო..
-ჩემი წამოყვანა არ გინდოდა და ამას კი ჩუჯექი მანქანაში..
-ძალიან კარგი პარტნიორია და ამიტომ...
თვალი ჩაუკრა,გვერდი აუარა და პირდაპირ აუზთან გავიდა სადაც ნაცნობ სილუეტებს მოკრა თვალი...სახე დამანჭა და მათ შეუერთდა...ბიჭები უმალვე ფეხზზე წამოდგნენ მათკენ მიმავალი ემას დანახვისას...სათითაოდ გადაკოცნეს დიდი ხნის უნახავი კლასელი და უამრავი კითხვაც დააყარეს...ჯაჭვლიანი თითოეულ ბიჭს აკვირდებოდა და მათ მზერას,რომ მიუყვებოდა და ემას მკერდთან აჩერებდნენ მანდ უკვე ტვინში ასხამდა..ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს და ბრაზისგან ისე ივსებოდა სადაც იყო იფეთქებდა...როგორც ბიჭებისგან ასე გოგოებისგანაც გრძნობდა შურიან თვალებს,რომ დააცოცებდნენ ემას სხეულზე...ვატომ ემას თავისი კუთვნილი ოთახი აჩვენა,მეორე სართულზე..ემამაც უხალისოდ მოავლო თვალი,ჩანთა იქვე დატოვა და ისევ კლასელებს შეუერთდა... ბავშვებმა უამრავი კითხვა დააყარეს...ემაც თითოეულ კითხვას ამომწურავად პასუხობდა...მთელი საღამოს განმავლობაში აიგნორებდა ჯაჭვლიანის მზერას...ცოტა დალია,მაგრამ მაინც გრძნობდა როგორ უხურდა მთელი სხეული....იქვე ხესთან იდგა და ვაკოს ესაუბრებოდა,როდესაც ჯაჭვლიანს მოკრა თვალი...საკმაოდ მთვრალი ეჩვენა...ზედმეტადაც კი...მის კლასელ ანკას ვნებამორეული კოცნიდა....
-უპოვია გასართობი...თავისთვის ჩაილაპარაკა და ვაკოს გახედა,რომელიც ასევე მთვრალი ველური თვალებით უცქერდა...
-მგონი მეძინება...
თავი გვერდით გადააკონწიალა და ვაკოს კლანჭებიდან დახსნას ცდილოდა...
-კაი რა ტოო ცოტახანს კიდე დარჩი...მსიამოვნებს შენთან საუბარი...
-ჩემთან საუბარი თუ ჩემი მკერდის ყურება?ვაკოს არაფერი უთქვამს,ისე მოხვია ხელი წელზე და სხეულზე აიკრა....ემას არასასიამოვნოდ გააჟრჟოლა და ჯაჭვლიანს გახედა,რომელიც მათკენ მოდიოდა....ვენები დაბერვოდა....ხელები მოემუჭა...
-მეშველა...თავისთვის ჩაილაპარაკა და დამიანეს ისევ გახედა..
-მიშველეო ტუჩების მოძრაობით ვაკოზე ანიშნა....
-ვაკო შეეშვი ემას,ხო უყურებ ეძინება...
-რა შენი საქმეა ჯაჭვლიანო...ემამ თავის დაღწევა მაინც მოახერხა და უაკნმოუხედავად გაეცალა ბიჭებს...მალევე მიხვდა,რომ უკან ვიღაც აედევნა....თავი მოაბრუნდა და დამიანე,რომ დაინახა ოდნავ უკლო სიჩქარეს...
-აი ხო დაგჭირდი...
-მადლობა...ირონია გამოესახა სახეზე..
-მთვრალი ხარ დამიანე...
-ჰო და მოდი დავიშალოთ,თორე რომ გიყურებ თავის მოთოკვა მიჭირს...
-ჰო და ძილინების...ირონიულად გაუღიმა და ოთახში შევიდა...
-----------------------------------
მადლობა ვინც კითხულობთ????გელოდებით????



№1 სტუმარი ana

აუ როგორი გემრიელი საკითხავია .... არმინდა ხოლმე რომდამთავრდეს (მთელისულითდა გულით გელოდებიი ახალი თავითთ )♡♡♡

 


№2  offline წევრი Niniko11

ძალიაან მომწონსს ასე განაგრძეე♡♡♡
წარმატებები♡♡

 


№3  offline წევრი Liluu

ana
აუ როგორი გემრიელი საკითხავია .... არმინდა ხოლმე რომდამთავრდეს (მთელისულითდა გულით გელოდებიი ახალი თავითთ )♡♡♡

ana
აუ როგორი გემრიელი საკითხავია .... არმინდა ხოლმე რომდამთავრდეს (მთელისულითდა გულით გელოდებიი ახალი თავითთ )♡♡♡


❤️????ძალიანნ დიდი მადლობაა საყვარელოო❤️

Niniko11
ძალიაან მომწონსს ასე განაგრძეე♡♡♡
წარმატებები♡♡


მადლობა დიდი❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent