შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, უშენოდ...(ნაწილი 13)


15-09-2019, 18:49
ავტორი natuci555
ნანახია 2 844

სამშობიაროში შესვლისას მარიამს დაურეკა და ახალი ამბავი უთხრა, ნაკაშიძემაც სურვილი გამოთქვა მათთან ერთად ყოფილიყო ლევანისთვის ამ მნიშვნელოვან წუთებში. ბარბაქაძე დაძაბული იდგა კლინიკის კედელთან და ნერვიულად იჭამდა ტუჩებს.
-რა იყო რა სახე გაქვს? მამა ხდები ტო-სცადა მხიარული ყოფილიყო ახვლედიანი.
- იცი სოფო როგორ იტანჯებოდა? რაც მოვდიოდით მთელი გზა ტკივილისგან კიოდა, მინდოდა სამშობიარო ბლოკში შევყოლოდი მაგრამ თვითონ არ მოინდომა - ნერვიულად ისვამდა თავზე ხელს ლევანი და ცოლის ტკივილი თვითონაც სახეზე აღბეჭდვოდა.
-კარგად იქნება ყველაფერი ძმაო, ასე ნუ განიცდი რა. ყველა ქალის გადის მაგ პროცესს. ხომ იცი რა მაგარია სოფიკო- ცდილობდა დათა მეგობარი დაემშვიდებინა.
-ვიცი ვიცი, ყველაზე მაგარი და საყვარელი გოგო მყავს მე რომელიც მეორე ასეთივე გოგოს მაჩუქებს - წარმოდგენისას გაეღიიმა ლევანს.
-შენ რა გჭირს? რაღაც არ მომწონხარ? რაღაც სხვანაირი სახე გაქვს? - მეგობრის დარდი მაინც შენიშნა ემოციებში გადავარდნილმა ბარბაქაძემ.
-არაფერი არ იდარდო ჩემზე მოგვარდება ალბათ - მთელი გული ამოაყოლა თავის ნათქვამს ახვლედიანმა.
- მისმინე დათა ძალიან კარგად გიცნობ და ისიც იცი შენი პრობლემა ჩემიც რომაა, თუ რამით შემიძლია დახმარება მითხარი, ყველაფერს გავაკეთებ ხომ იცი შენთვის. მომიყევი მოგეშვება მაინც.
-ლიზა ორსულადაა!-იატაკისთვის თვალი არ მოუშორებია ისე ამოთქვა ახვლედიანმა - და არ ვიცი ეს ამბავი მარიამთან ჩემს მომავალს რას უზავს.
-არც კი ვიცი რა გითხრა - გაოცებული უყურებდა ლევანი-მაგარ შარში ხარ ძმაო.
-ეგ უშენოდაც ვიცი ჩემო ლევან! ახლა ის უნდა მოვიფიქრო რა გავაკეთო და ეს ამბავი მარიამს როგორ ავუხსნა-დარდისგან თვალები ჩასწითლებოდა ახვლედიანს.
- სიმართლე ყველა შემთხვევაში უნდა უთხრა. დარწმუნებული ხარ რომ შენგანაა ორსულად? - ბოლო იმედს ჩაებღაუჭა ლევანი - იქნებ ვინმესთან რამე იმაიმუნა ან რავიცი კიდევ რა. მასეთი ქალები ხომ იცი უარს არავის ეუბნებიან.
-არ ვიცი ლევან მაგრამ არ მგონია ლიზას ეს ეკადრა. კარგად ვიცნობ. მასთან საკმაოდ დიდი დრო გავატარე და ვიცი როდის იტყუება და როდის არა. მითხრა ლეიკემია მაქვს და ბავშვი უარესად მფიტავსო. მალე მოვკვდები და ბავშვს მიხედეო. - გრძნობდა ამ ამბებისგან მთელი სხეული როგორი დაჭიმული ჰქონდა და ეგონა სისხლი სადაცაა გამოხედთავდა ვენებიდან.
-გაფიცებ სად ასეთი ააგდე ასეთი შარიანი გოგო? მარტივად არ გამოგდის ძმაო ცხოვრება.
-მასეა, რამდენჯერაც ვცადე რაღაც ახალი დამეწყო ცხოვრებაში იმდენჯერ რაღაც უბედურება დატრიალდა ჩემს თავს. მარიამი ამ ამბავს რომ გაიგებს არ ვიცი როგორ შეხვდება. რომ მიმატოვოს ალბათ მეორედ მოვკვდები. ყოველთვის ჩემი ერთი ადგილის გამო მექმნება პრობლემა და ჭკუა ვერ ვისწავლე ამის დედაც .. - უკვე ძალიან ბრაზობდა ახვლედიანი.
- შენი აზრით წავა? - ჩუმი ხმით იკითხა ლევანმა.
-არ ვიცი და ზუსტად ამის მეშინია,რომ ვერ ვხვდები რა რეაქცია ექნება.
-რაზე საუბრობთ ასეთი დამწუხრებული სახით? - მეგობრებს მიუახლოვდა მარიამი-ხომ მშვიდობაა?
-კი, კი -სიტუაციის განმუხტვა სცადა ბარბაქაძემ- სოფოს მდგომარეობაზე ვდარდობ. ძალიან ძლიერი ტკივილები ჰქონდა აქ რომ მოვედით.
-არ ინერვიულო გაუძლებს. ქალებს ყველაფერი შეგვიძლია -გაიღიმა მარიამმა და ხელი მხარზე დაადო ლევანს. პასუხად მხოლოდ გაუღიმა ბარბაქაძემ.
ამ დროს სამშობიარო ბლოკში ქალი გამოჩნდა და იქ მსხდომთ დაუძახა- ბარბაქაძე რომელი ხართ? გილოცავთ გოგო გეყოლათ.
ბედნიერებისგან დაფრინავდა ლევანი არ იცოდა რა გეკეთებინა, მილოცვებს იღებდა. მისი და სოფოს ოჯახის წევრებიც იქ იყვნენ. შემდეგ ლევანი ბავშვისა და სოფოს სანახავად შეუშვეს. ხვდებოდა დათა როგორი მნიშვნელოვანი წუთები იყო ნებისმიერი მამაკაცისთვის შვილის დაბადება. გულში საშინელ ტკივილს გრძნობდა ეგონა ვიღაც ძლიერად უჭერდა და სადაცაა გაუსკდებოდა. თავში ათასი აზრი უტრიალებდა და ტვინს უწვავდა. უყურებდა მარიამს და გრძნობდა როგორ გაუჭირდებოდა მისთვის ყველაფრის თქმა.
ლევანი ისეთი ბედნიერი სახით გამოვიდა ცოლის პალატიდან ცოტახნისწინანდელი დარდი აღარც ახსოვდა. ხედავდა დათა მეგობრის გაბრწყინებულ სახეს და რას არ მისცემდა მისგან ლიზა კი არა ორსულად მარიამი ყოფილიყო.
-მგონი ყველაფერი კარგადაა არა? სახლში ხომ არ წავიდეთ? - ჩაფიქრებულ დათას მეუღლე მიუახლოვდა-მოხდა რამე? რაღაც სერიოზული ხარ.
-არა ისეთი არაფერი. წავიდეთ კი შენც დაიღლებოდი. წავალ ლევანს დავემშვიდობები და გავიდეთ -მეგობრისკენ წავიდა ახვლედიანი. ცოტახანს საუბრობდნენ რაღაცას შემდეგ გადაეხვია და მარიამისკენ წამოვიდა. საშინელი ეჭვი ღრღნიდა ნაკაშიძეს. რაღაც არ მოეწონა ქმრის თვალებში, რაღაც ისეთი დაინახა რაც აქამდე არ ყოფილა.
მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოუღია ორივეს გულში ჩუმად რაღაც აწუხებდათ და ერთმანეთს ვერ უებნებოდნენ.
-ხვალ დილით საქმეებს მოვაგვარებ, გამოგივლი და წავიდეთ სვანეთში კარგი?! -ძილის წინ ცოლისკენ გადაბრუნდა ახვლედიანი და მისი ხელი ხელში მოიქცია.
-დათა რაღაც მინდა გკითხო და არ მომატყუო კარგი? - ჩურჩულით ამოილაპარაკა მარიამმა.
-რა ხდება? -შეცბუნებულმა იკითხა ახვლედიანმა, ეგონა შუბლზე ყველაფერი ეწერა და მარიამიც ამ ყველაფერს ხვდებოდა.
-რატომღაც მგონია რომ რაღაცას მიმალავ? ძალიან შორს ხარ ამ წუთს ჩემგან - თვალები აუცრემლიანდა ნაკაშიძეს.
-ასე რატომ ფიქრობ? მე ყოველთვის შენთან ვარ მარიამ, ყოველ წუთს და წამს. ჩემს ტვინში, გულში, სხეულში, ვენებში სულ შენ ხარ. რასაც ვაკეთებ ყოველთვის შენ გითვალისწინებ და პირველ რიგში შენ გაყენებ. არც კი ვიცი აქამდე როგორ ვიყავი მაგრამ დამიჯერე მე, უშენოდ არ შემიძლია იმდენს ნიშნავ ჩემთვის. ადრე წავიკითხე სადღაც რომ ,,გიყვარდეს ადამიანი ნიშნავს მისცე მას შენი განადგურების საშუალება და გჯეროდეს რომ ის ამას არ გააკეთებსო,, მზად ვარ ყველა საშუალება მოგცე და ყველა სადავე შენს ხელში იყოს თუ ეს ბედნიერებას მოგანიჭებს. ვერც კი წარმოვიდგენდი ამხელა სიყვარული თუ შემეძლო და მადლობა შენ რომ გამაგებინე რას ნიშნავს დაიწყო ცხოვრება თავიდან,სიგიჟემდე მიყვარხარ მარიამ და სიცოცხლის ბოლო წუთამდე მეყვარები.
-დათაა-ამოტირა მოსმენილით გაოცებულმა მარიამმა -რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ ახლა რაღაც ცუდი უნდა მითხრა?!
-მინდა ახლა რაც გითხარი ყოველთვის გახსოვდეს კარგი?! -ცხვირზე აკოცა ცოლს და სხეულზე მიიხუტა-დავიძინოთ ეხლა დაღლილი ხარ შენც.
-მეც ძალიან მიყვარხარ -უფრო ძლიერად მიეკრო სხეულზე მარიამი.
სიმართლის თქმა ვერ გაბედა ახვლედინმა, ყველაფერი თავის ეგოიზმს დააბრალა, უნდოდა კიდევ ერთი დღე გაეტარებინა ცოლთან მშვიდ გარემოში, ალბათ მარიამიც ვერ გაიმეტა ტკივილისთვჯს. სვანეთიდან დაბრუნების მერე აუცილებლად მოუყვებოდა ყველაფერს. ახლა კი მის სულში დატრიალებული ქარიშხალი უნდა დაეწყნრებინა და ცივი გონებით გადაეწყვიტა როგორ შეიძლებოდა თავისი შეცდომა ისე გამოესწორებინა რომ დაზარალებული ნაკლებად ყოფილიყო რომელიმე მხარე. მთელი ღამე მარიამის სახეს უყურებდა და თმაზე ეფერებოდა. მშვიდად ეძინა ნაკაშიძეს, ხელი ქმრის მკერდზე ედო და ვერც კი წარმოიდგენდა რა ხდებოდა ახლა ამ გულში.
...
დილიდანვე მოაგვარა დათამ თავისი საქმეები და შუადღისით უკვე სვანეთის გზას დაადგნენ.
-სვანეთში ნამყოფი ხარ? -საუბრის დაწყება სცადა ახვლედიანმა.
-არა სამწუაროდ. ყოველთვის მინდოდა წასვლა მაგრამ რატომღაც ვერ მოვახერხე. მე და ნუცა ვგეგმავდით ამ ზაფხულს უშგულში წასვლას მაგრამ შვებულება არ მომცეს და-სინანულით ამოილაპარაკა მარიამმა.
-ზემო სვანეთს მერე განახებ, ახლა ქვემოთი დაკმაყოფილდი კაი? - გაუაღიმა მეუღლეს დათამ.
-კარგი -გაეღიმა მარიამს განსხვავებას დიდად ვერ ხვდებოდა მაგრამ მთავარია ქმართან ყოფილიყო და სხვა ყველეფერი მეორეხარისხოვანი იყო მისთვის.
გზად რამდენჯერმე გაჩერდნენ ცოტა წაიხემსეს და საღამოს უკვე სვანეთში იყვნენ. ლასკადურა ლენტეხთან ახლო ერთი პატარა სოფელი იყო. თოვლით გადათეთრებულიყო არემარე, უზარმაზარი მთები დაშვებულიყო გარშემო და ისეთ საოცარ სილამაზეს ქმნიდა მიხვდა მარიამი რატომ არ ჰქონდა ქეთევანს აქედან წასვლის სურვილი. სოფელში სულ რამოდენიმე სახლი იდგა და ადვილად მიხვდებოდი რომელი იყო ახვლედიანების სახლი. ეზოში ვიღაცას თოვლი გადეხვეტა და სტუმრების დასახვედრად მომზადებულ სახლში სინათლე იყო გაჩახჩახებული. დათამ ეზოში მანქანა შეაყენა და მარიამს მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა.
-ფრთხილად ცოლო, აქ საღამოობით საშინელი ყინვაა და შეიძლება მოყინული იყო სადმე- ხელი მიაშველა ნაკაშიძეს და სახლამდე მისვლაში დაეხმარა.
-დედი მოხვედით?-კარში საშინაო ფორმაში გამოწყობილი ქეთევანი გამოვიდა. შვილი და რძალი მოიკითხა და თბილ სახლში შეუძღვა.
-ყველაფერი როგორი გემოვნებითაა მოწყობილი-სახლის დათვალიერებისას აღფრთოვანებული საუბრობდა მარიამი.
-ხო ყველაფერი მე და ჩემმა ცხონებულმა ქმარმა მოვაწყეთ. ადრე აქ მამა-პაპისეული სახლი გვედგა მერე დაინგრა და გადავწყვიტეთ ახალი აგვეშენებინა. უფრო სადა და კომფორტული.
-მართლა ძალიან ლამაზია -ბედნიერი სახით ათვალიერებდა ყველაფერს მარიამი.
-იმხელა გზა გამოიარეთ თქვენ ალბათ გეშიებათ. ყველაფერი მზად მაქვს ახლავე სუფრას გავშლი და ვივახშმოთ- სამზარეულოში გაიქცა ქეთევანი.
მარიამი დივანზე მჯდარ დათას მიუახლოვდა. კალთაში ჩუჯდა და ხელები ყელზე შემოხვია - ძალიან კარგი ვქენით აქ რომ წამოვედით -ყელში ვნებიანად აკოცა ქმარს.
-მარიამ ნუ ცუღლუტობ,მოგერიდოს მაინც აქვე ახლოს შენი დედამთილია - მოჩვენებითი სიბრაზით უთხრა დათამ.
-კარგი მაშინ წავალ დავეხმარები-წამოიწია ნაკაშიძე.
-არსადაც არ წახვალ-ხელით ძლიერად დაიჭირა ცოლი ახვლედინმა და ძველ ადგილზე დააბრუნა-ახლა ასეთი გაღიზიანებული უნდა დამტოვო?ერთი მაინც გეკოცნა?
-ესეც ერთი- ლოყაზე ხმაურით აკოცა ქმარს და ისე წამოფრინდა ახვლედიანმა დაჭერა ვეღარ მოასწრო -დანარჩენი მერე.
საღამომ მშვიდად ჩაიარა. ვახშმობის მერე ცოტა ისაუბრეს. ქეთევანი თავისი და უფროსი ახვლედიანის სიყვარულის ისტორიას იხსენებდა. ხან იცინოდა, ხან ტიროდა,ზოგჯერ ბედნიერი იყო ზოგჯერ უბედური. ბოლოს კი ისტორიის დასასრულს ასეთი სიტყვები თქვა - როცა ჩვენს საყვარელ ადამიანებს ვკარგავთ მხოლოდ მერე ვაფასებთ იმ წუთებს რომელიც მასთან გაგვიტარებია და მერე ვხვდებით რამდენი რამ დავკარგეთ მასთან ერთად.
-კარგი ქეთევან არ იტირო ეხლა! სულ ასე ხარ მამაზე რომ საუბრობ. მესმის გენატრება ყველა ასე ვართ მაგრამ ამდენი ნერვიულობით ხომ იცი ვერაფერს უშველი. ბატონი ავთანდილი ახლა აქ რომ იყოს ხომ იცი როგორ გაგიბრაზდებოდა -გაუღიმა დედას ახვლედიანმა.
-წარბებს ასე შეკრავდა და მეტყოდა "ახლა რაღა გატირებს ქეთო? რა იყო მოვკვდი?!" -ქმრის იმიტაცია გააკეთა და გაეცინა ქეთევანს-წადით ეხლა ბავშვებო თქვენ მოისვენეთ მე მივალაგებ აქ რაღაცეებს და მეც დავიძინებ.
...
31 დეკემბრის დილა თენდებოდა. თოვლის ფიფქები ცვიოდა ციდან. ზამთრის თეთრ ქურქში გახვეული სვანეთის პატარა სოფელს ისევ ეძინა. ხალხის სიმცირის გამო ქუჩაში თითქმის არავინ მოძრაობდა. დათას ადრიანად გაეღვიძა და მის მკლავებში გახვეულ შიშველ ცოლს დახედა. ეცადა უხმაუროდ ამდგარიყო მაგრამ არ გამოუვიდა. მარიამმა თვალები გაახილა და ეჭვნარევი მზერით ჰკითხა-სად მიდიხარ?
-შენ კაცი ვერაფერს გამოგაპარებს რა. შეშას დავაპობ და მერე საფლავზე მინდა ასვლა- თან ტანსაცმელს იცმევდა ახვლედიანი.
-მეც რომ წამოვიდე შეიძლება?- შეეხვეწა ქმარს მარიამი.
-წამო,წამო მამამთილს შენს თავს გავაცნობ-ღიმილით კარი გაიხურა ახვლედიანმა და კიბეებზე დაეშვა.
...
დათოვლილ ქუჩაში მიაბიჯებდნენ ცოლ-ქმარი. დათას მარიამისთვის ხელი ჩაეკიდა და პატარა ბავშვივით მიჰყავდა.
-აქ ნათესავები არ გყავთ?ქეთევანი მარტო ცხოვრობს? - იკითხა ნაკაშიძემ.
-ასაკოვანი ცოლ-ქმარი ცხოვრობენ გვერდით და დედას ისინი ეხმარებიან. ყოველთვე ვარკვეულ თანხას ვუხდი და ყველაფერს თითქმის ისინი აკეთებენ. აქ ნათესავები არ გყვავს მამაჩემი წარმოშობით ლეჩხუმიდანაა ჩვენ იქაური თავადები ვიყავით-სიამაყით გაიჯგიმა ახვლედიანი- მერე მამაჩემმა დედაჩემი გაიცნო და სიყვარულმა იმდენი ქნა უფროსი ახვლედიანი ცოლთან გადმოსახლდა საცხოვრებლად. ბაბუაჩემს მეტი შვილი არ ყავდა და ყველაფერი მაინც დედაჩემის იყო. მერე მამამ იმდენი ქნა თავისი შრომით ყველაფერი მოიპოვა ფულიც და გავლენებიც და თბილისში გადაცხოვრდნენ ჩემი მშობლები. თუმცა მამა ყოველთვის ამბობდა აქ ოდესმე დავბრუნდები ცოცხალი თუ არა მკვდარი მაინცო. ზუსტად მაგიტომ გადაწყვიტა დედამ აქ მისი დასაფლავება. მე არ ჩავრეულვარ - თვალებზე ცრემლი მოადგა დათას- სასწაული ურთიერთობა ჰქონდათ. თითქოს თვალებით ესმოდათ ერთმანეთის - სასაფლაოს კარი შეაღო ახვლედიანმა. ლაპარაკის მოსმენთ გართულმა მარიამმა ვერც შენიშნა ისე მოვიდნენ. საფლავთან დაიხარა დათა და დათოვლილი სურათი გადაწმინდა. უმცროსი ახვლედიანი საოცრად გავდა მამას. თითქმის ერთნაირი სახე და გამოხედვა ჰქონდათ.
-გამარჯობა მამა, ნახე რძალი მოგიყვანე-მხიარულად ამოთქვა დათამ თუმცა მის ხმაში მაინც იგრძნობოდა სევდა - ალბათ ყოველთვის მექნება დანაშაულის გრძნობა, რომელსაც ვერ მოვიშორებ -მარიამს ახედა სევდიანმა.
-დათა ასე თავს რატომ იტანჯავ? ის რაც მოხდა შენი ბრალი არაა. შენ გიყვარდა და ენდობოდი, წესით სიყვარული ზუსტად ისეღია ზუსტად ამ ნდობამ დაგღუპა მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ უნდა გაბოროტებულიყავი და ცუდი ადამიანი გამხდარიყავი?! იცი რას მივხვდი ყველა რასაც სხვას უშავებს ისევ თავის თავს უკეთებს იგივეს. ყველას ყველაფერი უკან უბრუნდება ხომ ასეა?! ამიტომ მოეშვი ამ გლოვას და ბედნიერად ცხოვრება დაიწყე - შუბლ შეჭმუხნული უყურებდა ქმარს ნაკაშიძე.
-უბედურება სულ თან დამსდევს მარიამ. რაც არ უნდა შორს წავიდე მაინც რაღაცნაირად ახერხებს ჩემს დაუფლებას.
-დათა რა ხდება?შენი საუბარი არ მომწონს. ადრე შენ სულ სხვანაირი იყავი-შიში გაერია ნაკაშიძის ხმაში.
-ახლა რასაც გეტყვი ალბათ ორივეს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის მაგრამ მეტი დამალვა აღარ შემიძლია, მგონია ამით შენ გღალატობ -საუბრის დაწყება უჭირდა დათას- სანამ ცოლად მოგიყვანდი ალბად მიხვდებოდი რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობდნენ სხვა ქალებიც. ზოგი მცირე ხნით ზოგიც შედარებით დიდხანს.
კარგად ხვდებოდა მარიამი რაღაც ცუდი რომ უნდა ეთქვა ახლა დათას მისთვის. შინაგანად გრძნობდა მის ცვლილებას და ეჭვიც კაი ხანია აწუხებდა, რომ რაღაც ისე არ იყო.
-პირდაპირ საქმეზე გადადი-ხმა გაუცივდა ნაკაშიძეს.
-ერთი გოგოა ლიზა. ჩემგან ბავშვს ელოდება - თავდახრილი იდგა ახვლედიანი-ეს შენს ცოლად მოყვანამდე მოხდა გეფიცები.
იგრძნო მარიამმა მიწა როგორ გამოეცალა ფეხქვეშ. ერთიანად კანკალი აუვარდა და სახე უცნაურად მოერყა. ღრიალი უნდოდა მთელი ხმით მაგრამ ხმას ვერ იღებდა. ადგილიდანაც ვერ იძვრებოდა. - რამდენი ხანია ეს ამბავი იცი? -ისეთი სახით შეხედა ქმარს თითქოს მისთვის უკვე უცხო გამხდარიყო ეს კაცი.
-ორი დღეა. გეფიცები აქამდე თქმა მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე გესმის-თავის მართლებაზე გადავიდა ახვლედიანი.
-მართლაა, ურეზინოთ სექსი ხომ გაბედე დათა? კიდევ ჩემი მოტაცება და შურისძიება ხომ გაბედე? - ხმას უწევდა მარიამი-მაგის თქმა რატომ ვერ გაბედე მითხარი? დათა ახვლედიანს შეეშინდა? ან აქ რატომ წამომიყვანე?იფიქრე რომ დედაშენთან ისტერიკას არ მოვაწყობდი? -თავის გაკონტროლება უჭირდა ნაკაშიძეს.
-მარიამ დამშვიდდი კაი? ეს ყველაფერი ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვისაც. შენი რეაქციის შემეშინდა მართალი ხარ. შენი წასვლის და დაკარგვის. რაც ჩემთან ხარ მას მერე ვხვდები რომ მე, უშენოდ ყოფნა არ შემიძლია. არ ვიცოდი ეს ყველაფერი როგორ უნდა ამეხსნა ან გამომესწორებინა - ცოლისკენ გაიწია ახვლედიანმა.
-გილოცავ შენი შიშები გამართლდა. არც მე ვიცი ეს ამბავი როგორ უნდა მივიღო და ახლა რა უნდა გავაკეთო.გილოცავ მალე მამა გახდები - უკუსვლით წავიდა ნაკაშიძე და დაღმართზე დაეშვა.

კომენტრებს ვადავხედე და მესმის თქვენი უბრალოდ როგორც მეწერება ისე ვწერ. არ ინერვიულოთ ყველაფერი კარგად იქნება.



№1 სტუმარი არანაირიარაფერი

იმედია დათა ლეიკემიაზეც ეტყვის და მარიამიც გაუგებს თორე გავაფრენნ????ძალიან ძალიან მომწონს, ასე გააგრძელე

 


№2  offline წევრი natuci555

უფრო საინტერესოდ განვითარდება მოვლენები????????

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან მომწონს საინტერესოა

 


№4 სტუმარი სტუმარი Lika

Rodis dadebt 14 nawils

 


№5 სტუმარი სტუმარი ლიკუნა

მაგარიაა მალეე დადე შემდეგიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent