შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსხვავებულნი (8)


16-09-2019, 17:48
ავტორი Holly_Holly
ნანახია 2 769

გოგას წასვლის მერე ვერ მოვისვენე,ძილის სურვილიც გამიქრა..დილით ადრე ავდექი,აბაზანა მივიღე და ბარში გავედი..არავინ არ დამხვდა,ყავა შევუკვეთე კრუასანთან ერთად და გოგოებთან დავრეკე..
-ხო ანო
-ბარში ვარ და არ გამოხვალთ?
-კიიიი მოვდივართ უკვე
გავთიშე და მეორე ფინჯანი ყავა შევუკვეთე,სიგარეტს მოვუკიდე,თითები მითრთოდა თავს ძალიან უსიამოვნოდ ვგრძნობდი..გოგოები ბიჭებთან ერთად მოვიდნენ,გოგა გაბრაზებული სახით მომიახლოვდა,სიგარეტი ამაცალა და თვითონ გააგრძელა ნაფაზების დარტყმას.
-რასაკეთებ? ავხედე გაბრაზებული
-აღარ მოწევ
-ესეც შენ გკითხო -ჩავიბურტყუნე
-გავიგე ანანო და კი მე უნდა მკითხო
თავი არ მქონდა ჩხუბის და გავჩუმდი..ლენკამ თვალები აათამაშა რა ხდებაო,თავი გავუქნიე არაფერითქო..არ მინდოდა ბიჭებთან რამე მომეყოლა,შეიძლება გოგას ნათქვამიც ჰქონდა.
-სადმე არ დავგაზოთ ხალხო? მომბეზრდა თბილისში ყოფნა -ხმა ამოიღო სანიმ
-მოიცა შეჩ*მა რა -ხელი აიქნია გიომ
-ანანო სალაპარაკო გვაქვს -ვეღარ მოითმინა დევდარიანმა
-კაი -ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი
-ცოტახნით დაგემშვიდობებით -ხელი აუწია ბიჭებს გოგამ და ბარიდან გავედით
-ჩაჯექი მანქანაში
-სად მივდივართ?
-ჩაჯექი რა
ნახევარი საათი არცერთს ამოგვიღია ხმა..
-აუ ანანო მართლა ძაან დავიღალე და თუ ეგეთი სახით უნდა იჯდე შეგიძლია წახვიდე
-რა? -ვერ გავიაზრე რა თქვა,მართლა გავოცდი
-გავიმეორო?
-არარის საჭირო
-ხოდა მშვენიერი,იქნებ ვილაპარაკოთ?
-რაზე გოგა?
-ჩვენზე რა,თუ აპირებ კიდე ნუცას გამო ყვირილს და წივილს ძაან გთხოვ არგინდა
-დღეს ვერხარ ეტყობა და გამიჩერე მანქანა გადავალ
-არსად არ გადახვალ სანამ არ ვილაპარაკებთ
-რა გჭირს გოგა?
-არაფერი ანანო,დავიღალე სულ ჩხუბით
-კაი შენ წადი მიდი როცა მოგინდება და როცა დახმარება დასჭირდება შენს ნაშას მე მადლობას გეტყვი და დაგელოდები,მერე მოიყვანე და ბარემ გამაცანი
-ნუ სულელობ და თავიდან ნუ იწყებ,გითხარი რო უკანასკნელი იყო და დამთავრდა ეს თემა
-ნუ მიყვირიხარ რა
-ნუ მიმიყვან იქამდე რო გიყვირო
-სად მივდივართ?
-გიტაცებ
-ჰა? -გავხედე სერიოზულ დევდარიანს
-ჰო რა
-სად მივდივართ გოგა?
-მოითმინე
გზაში ჩამეძინა,მომენტებში თვალებს ვახელდი და ისევ ვაგრძელებდი ძილს,წვიმიანი ამინდი იყო და საშინლად ციოდა..
-მოვედით გაიღვიძე -ხელი სახეზე მომისვა და ყელში დამიტოვა თბილი კოცნა
მანქანიდან გადმოვედი და ჩემს წინ გაიშალა მთელი სილამაზე,ირგვლივ ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი ერთი სახლი იდგა უამრავ ხეებს შუა,მიყრუებული მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო გარემოთი აღსავსე..
-გოგა სადვართ? ღიმილს ვერ ვფარავდი,ისეთი კმაყოფილი ვიყავი
-მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული,წამოდი -ხელი მომკიდა და შიგნით შემიყვანა
ვგრძნობდი,რომ მას აწუხებდა რაღაც გულის სიღრმეში,მაინცდამაინც ბედნიერი არ იყო აქ ყოფნით..სახლი თბილი იყო,პატარა და მყუდრო ერთი საძინებლით..
-გამომართვი ცხელი კაკაო
-მზრუნველი გოგა -ღიმილით გავხედე
-ანო არმინდა ერთმანეთს რამეს ვუმალავდეთ,არმინდა ჩვენს ურთიერთობაში ტყუილი ლიდერობდეს..ამ სახლში ამდენი წლის მერე შენ მოგიყვანე,რადგან ჩემი მომავალი შენხარ..
ხელი ხელზე მომკიდა და დიდი დუმილის შემდეგ მოყოლა დაიწყო..
-მამაჩემი ცუდი ადამიანი იყო,როცა სვავდა ცუდი ხასიათის იყო და დედას ყოველთვის ეჩხუბებოდა,მე ვერეოდი ვიცავდი დედაჩემს და მერე მე მხვდებოდა ან მისი ხელი ან მისი ნასროლი დანა..როცა სკოლიდან მოვედი,ჩვენს სახლის ირგვლივ სასწრაფო და საპატრულო იდგა,ვხვდებოდი უკვე რა შეიძლებოდა მომხდარიყო..დედაჩემი მკვდარი დამხვდა,იმ ნაძირალამ მოკლა და ციხეში დალპა..ობოლი გავიზარდე გესმის? დედის სითბო მაკლდა ძილის წინ,მამის დარიგება მაკლდა..ბიძაჩემმა გამზარდა,როგორც შეძლო ისე..მეც ცუდი ადამიანი გავიზარდე ანო,მაგრამ არც ისე ცუდი,რომ სიყვარული არ შემეძლოს..ცუდმა ცხოვრებამ შემცვალა და გამაბოროტა ასე გესმის ახლა? ახლა კი შენ და შენმა სიყვარულმა შემცვალეთ..
შოკირებული ვუსმენდი და ვერ ვიჯერებდი,რომ გოგა დევდარიანს ასეთი წარსული შეიძლება ჰქონოდა..
-ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ,ვინც კი ოდესმე შემხვედრია გოგა -ვუთხარი და ხელები მოვხვიე, კისერში ვაკოცე..თუ არ გსიამოვნებს აქ ყოფნა შეგვიძლია წავიდეთ -ჩავჩურჩულე
-არა დღეს გვიანია და დავრჩეთ -წამოდგა ისევ სერიოზული დევდარიანი
-კარგი
მაკარონი გავაკეთეთ,სალათა დავჭერით და გემრიელად მივირთვით..დივანზე დავსხედით კინო ჩავრთეთ,ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენი წარსულის შესახებ,არ გვინდოდა არაფრის დამალვა ერთმანეთისგან..ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა
-არასდროს გატკენ გულს და შეგიძლია მენდო -მითხრა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა,დიდხანს დავაგემოვნეთ ერთმანეთი,ჯემპრი გადაიძრო და უფრო მიმიზიდა მასთან,ტალღებივით ვგრძნობდი მის თბილ კოცნას ყელში,როგორ დაატარებდა მკერდზე და მუცელზე,შარვლის გახდას აპირებდა,როცა გავაჩერე და თვალებში ჩავხედე
-გოგა არმინდა ნაადრევი ნაბიჯის გადადგმა
-როგორც გინდა
-მიყვარხარ!
-მეც -მითხრა და ჩამეხუტა,თმებზე მეფერებოდა..მალევე მივითიშეთ..დილით გოგას ტელეფონმა გამოსცა ხმები..
-ვინარის? -ვკითხე თვალგაუხელად
-ლაშა
-რახდება? -მისკენ ვიცვალე მხარი და თვალებში ჩავხედე
-არაფერი საქმე აქვს,უნდა წავიდეთ -თქვა და ჩაცმა დაიწყო
-გოგა რა საქმე?
-ანო არაფერი რა ჩაიცვი და გავიდეთ-მითხრა და დატოვა საძინებელი
ჩავიცვი მალევე და გარეთ გავედით,მანქანაში ჩავსხედით და გეზი ავიღეთ თბილისისკენ..
-გოგა ხო შევთანხმდით,რომ ერთმანეთს არაფერს არ დავუმალავდით? -შევხედე მოღუშული სახით
-აუ ანო ეხლა ნუ დაიწყებ რა გთხოვ -ხელი მოიქნია მობეზრებულად
-არაფერს არ ვიწყებ,უბრალოდ არ მინდა ციხეებში ან საავადმყოფოებში გაკითხავდე
-არაფერი არ მოხდება -ისე მითხრა,რომ გზისთვისაც არ მოუშორებია თვალი
-ცვალეებადი ადამიანი ხარ,ხან თბილი ხარ,ხან უცბად ისეთი უხეში და ცივი ხდები..
-ხო ასეთივარ
ძალიან მწყინდა და გულზე მხვდებოდა მისი ასეთი საქციელები,მაგრამ ეს ხომ გოგაა..
საათნახევარში მივედით ძლივს..
-გოგა ბარში დამტოვე მე
-არა სახლში მიდიხარ
-როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?
-როგორ ასე?
-შენი წესები
-იქამდე სანამ ცოცხალი ვარ,გვიანია და სახლში ახვალ
-კაი გააჩერე,წავედი
-კოცნა?
ლოყა ლოყაზე მივადე ნაწყენი და მანქანიდან გადავედი,იქამდე იდგა სანამ სადარბაზოს არ მივეფარე..სახლში მივედი,აბაზანა მივიღე და გოგოებთან დავრეკე..
-ლენ ლაშას არც შენთვის უთქვამს რამე?
-არა ანო,ეგეთ თემებზე საერთოდ არ მელაპარაკება
-აუ არვიიცი რა,ეს რა სიყვარულია თუ სულ შიშით უნდა ვიყო რა
-დაწყნარდი,გოგა ისეთია არაფერი მოუვა -ვითომ დამამშვიდა ნინიმ
-კაი ვთიშავ რა გნახავთ ხვალე..
გოგასთან ვცდილობდი 2-3 საათი დაკავშირებას მაგრამ ამაოდ..მრავალი ცდის მერე,კარზე კაკუნი გაისმა..მალევე მივვარდი და კარი გავაღე..
-შემომიშვებ? -გაისმა მისი ბოხი ბარიტონი
-შემოდი -კარი დავხურე და მისკენ წავედი
-ძალიან ვნერვიულობდი -ჩავიჩურჩულე და ჩახუტება ვცადე,როცა სახე მოეღუშა
-რაგჭირს?
-არაფერი ანო -გვერდზე ხელი მოისვა
-მანახე რაგჭირს გოგა -აპანიკებული ჯემპრი ავუწიე და რათქმაუნდა ჭრილობა,სხვა რა
-ეს რაარის? -ვუყვირე
-ანო გთხოვ დღეს არაფერი მკითხო
-წამოდი უნდა დაგიმუშავო..
ჭრილობა დავუმუშავე,თვალი არ მოუშორებია ჩემთვის,მიყურებდა თბილი ღიმილით და თითებს დაატარებდა ჩემს სახეზე..
-მაცადე
-გეყოფა რა
-ვსიო მოვრჩი მაგრამ ექიმს ვანახოთ რა მაინც
-დაიკიდე ექიმი რა
-მე არაფერს არ ვიკიდებ რაც შენ გეხება და თუ დაკიდება დავიწყე,მაშინ შენთან აღარ ვიქნები -ვუთხარი თითის ქნევით და ყავა დავასხი..
-და ეგ არასოდეს არ მოხდება,ჩამავლო ხელი და მუხლებზე დამისვა,ხელები მოვხვიე და ტუჩებში ვაკოცე..
-მიყვარხარ ანო!
-მეც!
დიდხანს ვიყავით ასე ჩახუტებულები,მის ყელში მქონდა თავი ჩარგული და ვისუნთქავდი მის გემრიელ არომატს..
-ანანო
-ჰა? -ისეთი გაბრუებული ვიყავი,წკმუტუნით ამოვიღე ხმა
-ცოლად გამომყვები?



ვაიმე ამაზე საშინელი თავი ჯერ არ დამიწერია მემგონი..მოგწონთ? ჩამიყარეთ კომენატრები აუცილებლად!! როგორ გგონიათ რა იქნება შემდეგ თავში? მადლობა ყვეელას!!



№1  offline წევრი Diamond

არადა კარგი თავი იყო♥

 


№2  offline წევრი Holly_Holly

Diamond
არადა კარგი თავი იყო♥

მადლობა❤️

 


№3 სტუმარი lizi

მალე დადე რა მომდევნო თავი heart_eyes heart_eyes <3

 


№4  offline წევრი Holly_Holly

lizi
მალე დადე რა მომდევნო თავი heart_eyes heart_eyes <3

რომ შემეძლოს დავდებდი ჩემო საყვარელო,მაგრამ სიახლეს 24სთში ერთხელ დებს საიტი

 


№5  offline წევრი Niniko11

ცუდი სულაც არიყოო მომეწონაა ...
ასე განაგრძეე
გელი მოუთმენლად♡♡♡
წარმატებები♡♡

 


№6  offline წევრი Holly_Holly

Niniko11
ცუდი სულაც არიყოო მომეწონაა ...
ასე განაგრძეე
გელი მოუთმენლად♡♡♡
წარმატებები♡♡
მადლობა❤️

 


შოკი, შოკი, შოკი, იმედია დანსთანხმდება ცოლობაზე

 


№8  offline წევრი sofi_sofiaa13

რათბილი სცენაიყოო
--------------------
ფეფო

 


№9  offline წევრი Holly_Holly

sofi_sofiaa13
რათბილი სცენაიყოო
madloba chemo sakvarelo ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent