შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენამდე ( ნაწილი მესამე )


16-09-2019, 23:21
ავტორი Likuna1998
ნანახია 2 062

გიორგი ნელ-ნელა კიბის საფეხურებს აუყვა,უკან კი აღარ მოუხედია.მე ცალ თვალს მისკენ ვაპარებ თან ვფიქრობ "ნეტავ არ გამოიხედოს და არ დამინახოს,ამ მდგომარეობაში რომ ვარ"
ნეტავ ჩემი თავი 2 წუთით მაინც დაგანახათ,იმ მომენტში რა მჭირდა.სახე კვლავინდებურად აშლილი,გადაწითლებულ-გადაყვითლებული..
დაახლოებით 1 ის ნახევარია.მე ისევ ფოიეში ვზივარ,წიგნს იმდენად აღტაცებული ვკითხულობ,გარშემო რა ხდება ვეღაც ვაკონტროლებ..ნელ ნელა თურმე ხალხი მიმოფანტულა,ზოგი ეზოში გასულა,ზოგი კი სახლში..კიბეებზე ფეხის ხმამ შემაკრთო.წარმოიდგინეთ,იმდენი ხნის განმავლობაში,რამდენმა ადამიანმა აიარ-ჩაიარა,მეკი ერთისთვისაც არ გამიხედია,მაინც და მაინც იმ ფეხის ხმამ მიიქცია ჩემი ყურადღება და გავიხედე..თვალი თვალის წინ.
გიორგი შემხვდა.
თვალებში მიყურებას, და რამოდენიმე წამით გაჩერდა.არც მე არ მომიცილებია თვალი,ჯიუტად მივაშტერდით ერთმანეთს,არვიცი იმ დროს,ის რაზე ფიქრობდა,ან მე რაზე ვფიქრობდი უბრალოდ ასე,გაუნძრევლად იდგა ის,კიბეებთან,მე კი ფოიეს პუფში გამოსკორილი.
რამოდენიმე წამის შემდეგ აზზრზე მოევდი და თვალი ავარიდე,თავი ისევ მივატრიალე და წიგნს ჩავაცქერდი.
ის მომიახლოვდა.
-საშინლად იჭერს ინტერნეტს ოთახში,თუ არ შეგაწუხებ აქ ჩამოვჯდები რამოდენიმე ხნით.
-კიბატონო,დაბრძანდი. გავუღიმე და წიგნის კითხვა გავაგრძელე
ვაი ამ კითხვას,რას ვკითხულობდი ხომ საერთოდ არ მესმოდა,გონებაში ათასი ფიქრი მიტრიალებდა,ასოებს ვეღარ ვარჩევდი.თვალები ცრემლმორეული,თან გაბრწყინებული მქონდა.
გავიდა 5 წუთი.
10
15
20
20,30
მკითხველო,ალბათ ფიქრობ " როგორც იქნა,ისინი მარტო დარჩნენ,ალბათ ამდენი ხნის განმავლობაში რამდენ რაღაცაზე ისაუბრებდნენ,ერთმანეთს გაიცნობდენ,დაახლოვდებოდნენო"
მაგრამ,რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს,ნახევარი საათი ისე გავიდა,რომ არც მე და არც მას ერთი სიტყვაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის.
დროდადრო ეზოში გადიოდა,სიგარეტს სიგარეტზე უკიდებდა,შემდეგ შემოდიოდა,ცალ თვალს ჩემსკენ აპარებდა,თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა მაგრამ ეერ ბედავდა,ხელში ისევ ტელეფონს იღებდა და ვგრძნობდი ,ისევე უაზროდ ჩასცქეროდა ის -ტელეფონს, როგორც მე -წიგნს.
დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ასე ვიყავით,თვალებს ერთმანეთისკენ ვაპარებდით,თითქოს თვალებით ვლაპარაკობდით მაგრამ ხმას ვერც ერთი,ვერც ერთი ვერ ვიღებდით.
***
საათს რომ დავხედე, სამი იყო , ავდექი
-ღამემშვიდობის, გავუღიმე და ლიფტისკენ წავედი
-ერთი წუ..
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, ტელეფონმა დამირეკა,ლიფტის კარები გაიღო,ერთბაშად დავიბენი,უკან ვეღარც მოვიხედე, ლიფტში შევედი და ყურმილი ავიღე
ნიკა იყო.
-რატო არ გძინავს?
-წიგნს ვკითხულობდი,და ახლა დაძინებას ვაპირებ,შენთან რა ხდება
-აუ რავი,ძაან შარში ვართ ბიჭები,მეგონა გეძინა და ვიფიქრე არ გავაღვიძოთქო მაგრამ ისე მინდოდა შენი ხმის გაგონება.ქობულეთში ჩამოსვლას ვეღაც ვახერხებ, ძაან ბევრი საქმე გამოგვიჩნდა, თქვენც ბარემ 4 დღეში ჩამოხვალთ და აღარ ვიწვალებ.ხო არ გეწყინება?
-არა,შენს საქმეებს მიხედე,ახლა წავალ და დავიძინებ,ხვალ ვილაპარაკოთ.
ისე ცივად ვუპასუხე და გავუთიშე,საკუთარი თავის შემრცხვა.
ოთახში შევედი, მალე მარი და დათოც მოვიდნენ.თავი მოვიმძინარე,ზედმეტი საუბრის ხასიეთზე არ ვიყავი.
ჩემს თავს მთელი ღამით,გამუდმებით კითხვებს ვუსმევდი, ვეკითხებოდი რატომ მემართებოდა ასეთი რამ და ვინ იყო საერთოდ ის ბიჭი,რა მინდოდა მისგან. და საერთოდ,რატომ ვაძლევდი გულს უფლებას რომ გონებაზე წინ ემოქმედა? "არც გაბედო" - გავუმეორე ჩემს გულს და დავიძინე..
მაგრამ.
გულს
რომ
ვერ
უბრძანებ? - მგონი ახალი ამბავი არ არის...
***
ჩემდა გასაკვირად,დილა ძალიან ადრე დავიწყე,ისეთ პოზიტიურ ხასიათზე გამეღვიძა და თავს ისე კარგად ვგრძნობდი,მეტი რომ არ შეიძლებოდა.
ცოტა წავივარჯიშე, 19 წლის განმავლობაში რომ ფეხიც არ გამიქნევია,გადავწყვიტე დილით ცოტა სპორტით დავკავებულიყავი,შემდეგ ვისაუზმე და სანაპიროზე,მზეს მივეფიცხე.
ხომ გქონიათ ცხოვრბაში ისეთი მომენტი,დილით რომ გაგიღვიძიათ,გულში შიგნიდან,რაღაც გიხარიათ და არ იცით რა,ეს კი უფრო მეტ სიხარულს გგვრით,გეღიმებათ,გეცინებათ და გგონიათ რომ ყველაფერი კარგი და საუკეთესო წინ გაქვთ.
განცხრომაში ვიყავი,როდესაც უკნიდან მარის წივილ-კივილი მომესმა.
-გოგო ნორმალური ხარ? რა გჭირს დეპრესია გაქვს? ჯერ დილით ადრე ადგომაო,ვარჯიშიო,მარტო საუზმე და ახლა მარტო იზაგრები,მოგბეზრდი უკვე?
ბუზღუნით მოვიდა და გვერდით ჩამომიჯდა.აშკარად მარცხენა ფეხზე ადგა
-რაგჭირს,მშვიდობა გაქვს? გამეცინა
-არ მაქვს მჭვიდობა,საშინელ ხასიათზე ვარ,ბექა ფოთში წავიდა ძმაკაცებთან ერთად და ხვალ დილამდე იქ იქნება,რა უნდა ვაკეთო? აღარც ზღვა მინდა და საერთოდ არაფერი
-წავიდა და წავიდა,რა გადარდებს? ვიცინი
-შენ სულ გაგიჟდი ხო? რამოდენიმე დღის წინ სახეს იხოკავდი,ნიკა რო სოფელში მიდიოდა და ახლა მე რა მადარდებს?
-დამშვიდდი და მზეს მიეფიცხე, ცოტა გავირუჯოთ,საღამოს კი გოგოშკურად სადმე წავიდეთ და დავლიოთ,ცოტა ხანი ამ ბიჭებს თავი გავანებოთ,განტვირთვა ჩვენც გვჭირდება.
ეს ყველაფერი ჩემდა უნებურად წამომცდა.
-შენ ნამდვილად გაგიჟებულხარ.
"ოჰო,შესანიშნავი ხუთეული ჩვენსკენ მოემართება"
-ვინ?ვინ ხუთეული? მარიმ აქეთ იქეთ თვალების ცეცება დაიწყო
-ესენი ნიკას მეგობრები არიან,რამოდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ
-შენ საიდან იცნობ?
-ნიკასგან,საიდან უნდა ვიცნობდე
სიტყვა არ მქონდა დამთავრებული რომ ბექა ჩვენსკენ წამოვიდა და მოგვესალმა
გავუღიმეთ
-ზღვაში არ შემოხვალთ?
-მე კი შემოვალ,მაგრამ ლიკამ ცურვა არ იცის. ეუბნება მარი და ჩემსკენ დამცინავად იყურება.
ეს გოგო ჩემი გულის ნაგლეჯი რომ არ იყოს უთუოდ თმებს გავაწიწკნიდი -გულში ვფიქრობ
შორიახლოს ვიღაცის სიცილი მომესმა.ალბათ მიხვდებით,ვინც იქნებოდა
-ვინ გითხრა რო ცურვა არვიცი? წავედით
ვთქვი და ზღვისკენ გავეშურე,პირველი მე მივრბოდი,უკან კი გიორგი,ბექა და მარიამი მომყვებოდნენ.
ნელნელა ბექამ და გიორგიმ საუბარი წამოიწყეს,ჩვენც ავყევით.
-ცოტა გავცუროთ არა? გვეკითხება გიორგი
-კიკი,ლიკა გამოგყვება ; პასუხობს მარი
-წავედით : თქვა გიორგიმ ,ცოტა შევცუროთ
-შენ წადი,მერე იქ დამელოდე, შენამდე მოვალ და მერე ისევ უკან წამოვალ - როგორც წაიკითხეთ,ზუსტად ისე ვთქვი,ნორმალურად მეც ვერ გავიგე, რა ვუთხარი მას.
გიორგიმ შეცურა, ნელნელა ვხვდებოდი როგორ ვეღარ წვდებოდა ჩემი ფეხის თითები ფსკერს.. გაჩერდა და მეუბნება
-აქ დაგელოდები,მოდი გამოცურე
რაც კი მამაჩემს ბავშვობაში ჩემთვის ფეხების და ხელების ქნევა უსწავლებია,ყველაფერი ერთიანად გამახსენდა,როგორც იქნა გიორგიმდე მივაღწიე მაგრამ ვგრძნობდი,რომ ფეხებს ფსკერზე საერთოდ ვეღარ ვადგამდი და ვიძირებოდი,ჩემდა უნებურად,მხრებზე ხელები ჩამოვადე.
შემომხედა მწვანე თვალებით,რომელშიც,იმდენი რამ იკითხებოდა, ცალკე ისტორიის დასაწერად ღირს.მთელი სხეული ამიცახცახდა, თვალს არ მაშორებს და თვალს არ ვაშორებ,ვუყურებთ ერთმანეთს და მინდა,მინდა რომ ეს წამი გაგრძელდეს უსასრულოდ.
მის თვალებში , მის თვალებში იმდენ რაღაცას ვკითხულობ.
ის კი მიყურებს, მიყურებს და დარწმუნებული ვარ
ჩემს თვალებში ისიც ამჩნევდა ერთ რაღაცას.
იმას,რომ
იმ
წამიდან,
იმ
წამიდან,
მე
ის
სიგიჟემდე,
შემიყვარდა.



№1  offline წევრი თათუ♡

Shemdegi rodis daidebaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent