შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, უშენოდ... (ნაწილი 14)


17-09-2019, 11:58
ავტორი natuci555
ნანახია 2 431

ცოლს უკან აედევნა, ირგვლივ მიმოიხედა მაგრამ ვეღარ დაინახა. სახლისკენ წავიდა სხვაგან ვერც მოიფიქრებდა წასვლას მარიამი აქ არავის იცნობდა და სიცივეც ისეთი იყო შორს ვერ წავიდოდა. პირდაპირ საძინებელში ავიდა. ნაკაშიძეს ჩანთა ამოეღო და შიგნით ტანსაცმელს ყრიდა.
-რას აკეთებ? - კარებში გაჩერდა ახვლედიანი და გაოცებული შეხედა ცოლს.
თვალზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა მარიამმა და თავისი საქმე გააგრძელა.
-იცი მაინც სად მიდიხარ? მარიამ შენ გეკითხები - ხმა უმკაცრდებოდა უკვე ახვლედიანს - მომაქცევ ყურადღებას ამის დედაც... - იფეთქა ახვლედიანმა.
-ნუ მიყვირი, ამის უფლება არ გაქვს -გაყინული სახით შეხედა ქმარს-რას ელოდები ვერ ვხვდები? არ მაქვს შენთან ყოფნისა და ახალ წელს ბედნიერად შეხვედრის სურვილი. მარტო ყოფნა და დრო მჭირდება დასაფიქრებლად ამას კი შენთან ერთად ვერ გავაკეთებ.
-მესმის რომ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა და დამიჯერე ახლა ისე ვარ ნებისმიერ რამეზე შემიძლია დავთანხმდე, უბრალოდ კარგად დაფიქრდი კარგი? - უცბათ დანებდა ახვლედიანი - მასთან შენს ცოლად მოყვანამდე მქონდა ურთიერთობა. თან რაღაც მძიმე ავადმყოფობა სჭირს და ძალიან ცუდადაა.
-იცი რა არის დათა მე არც შეუგნებელი ვარ და არც უმოწყალო ადამიანი, ახლა შენ მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ და მარტო დარჩენის გეშინია, ერთხელ მაინც დაფიქრდი მე რა მომივიდოდა ამ ამბის გაგების მერე? ჩემზე იფიქრე? არა ხომ? ხოდა ცოტახნით შემეშვი რა. გითხარი დაფიქრება მჭირდება მეთქი - ხელი ხელზე აუკრა მარიამმა და ჩანთა ხელში აიღო. უკან მიყვებოდა ცოლს დასჯილი ბავშვივით და ვერ ხვდებოდა ამ წუთს რა შეიძლება გაეკეთებინა.
-მარიამ რა ხდება სად მიდიხარ? - კიბეებზე ჩამომავალს ჰკითხე ქეთევანმა.
-დედა მერე აგიხსნი - მარიამის მაგივრად ახვლედიანმა გასცა პასუხი-სადგურამდე მაინც გაგიყვან გთხოვ ასე ვერსად წახვალ ხომ იცი - არ ნებდებოდა ბოლომდე დათა.
-კარგი-ქმრისთვის არც შეუხედავს ისე ამოთქვა მარიამმა - შემდეგ ქეთევანთან შეტრიალდა, ჩაეხუტა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
სადგურთან სამარშუტო ტაქსი გაჩერებულიყო და მძღოლი სიცივისგან გათოშილ თითებს ითბობდა.
-სად წახვალ?-სევდიანი სახით შეხედა ცოლს.
-მოვიფიქრებ რამეს. შენ ნუ იდარდებ-გაბრაზებული საუბრობდა მარიამი.
-ასე რატომ იქცევი მარიამ, ხომ შეგიძლია უბრალოდ მომისმინო. კარგად იცი სიგიჟემდე რომ მიყვარხარ და შენ გამო ყველაფერი შემიძლია გავაკეთო. უბრალოდ ასე ადვილად არ დაგთმობ. იფიქრე რამდენი ხანიც გინდა, მაგრამ შენს ცხოვრებაში ბოლო სიტყვა ჩემზე იქნება - ძველი ახვლედიანი დაბრუნდა მასში. მარიამს ხმა არ ამოუღია ისე გადავიდა მანქანიდან. მცირე ზომის ჩანთას ხელით მიათრევდა, სამარშუტო ტაქსში ავიდა და ისე სწრაფად დაძრა მძღოლმა ტრანსპორტი თითქოს მას ელოდებოდა. თვალი გააყოლა მიმავალ ცოლს დათამ და მისი გულიც თან გაჰყვა. ვერ ხვდებოდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მარიამი, თითქოს მასზე ამ წუთს უფლებები დაკარგული ჰქონდა. ალბათ ვერც გაამტყუნებდა საბოლოოდ რომ წასულიყო მისგან. მანქანა დაძრა და თან ტელეფონზე ნომერი აკრიფა. მობილურის მეორე ხაზზე მამაკაცის ხმა გაიგო - ალო ლადო დათა ვარ, კი ძმაო კარგად. ეხლა ლენტეხის მარშუტს გოგო გამოყვა, სახელმწიფო ნომრებს და სურათს გადმოგიგზავნი გოგოსი და ინფორმაცია მჭირდება სად წავა, როგორ და რამდენი ხნით დარჩება. გაიგე? კაი მადლობა. ტელეფონი გათიშა და ეზოში შევიდა. ქეთევანი ნერვიულად დადიოდა აქეთ-იქით და ვერ ხვდებოდა რატომ გაიქცა ასე მოულოდნელად მარიამი. შვილის დანახვაზე ცოტა ამოისუნთქა-დათა დედა რა ხდება?
-ქეთო გთხოვ ყავა გამიკეთე და მერე ვისაუბროთ კაი?-შეეხვეწა ქალს ახვლედიანი.
სამზარეულოს მაგიდასთან იდგა ახვლედიანი და ყავას ნერვიულად წრუპავდა. ქეთევანი მის იჯდა და ელოდებოდა მისი შვილი როდის დაიწყებდა ყველაფრის მოყოლას.
-ერთ გოგოს ვხვდებოდი ადრე, საკმაოდ დიდხანს ვიყავით ერთად. სერიოზულს არაფერს დავპირებივარ. მერე მარიამი მოვიყვანე ცოლად, ახლა კი აღმოჩნდა, რომ ლიზა ორსულადაა.
-ღმერთო ჩემო -პირზე ხელი აიფარა ქეთევანმა - ამიტომ წავიდა მარიამი? სიმართლე გაიგო ხომ?
-კი, ვეღარ მოვითმინე და სიმართლე ვუთხარი. არ ვიცი რა იქნება მომავალში, მაგრამ მარიამი რომ დავკარგო ალბათ გავგიჟდები.
-არც კი ვიცი რა გითხრა დათა. შენზეც ძალიან მებრაზება ამხელა კაცმა ის ვერ გაითვალისწინე რა შეიძლება მოჰყოლოდა შენს დაუფიქრებელ ნაბიჯს? - ქოთქოთებდა ქალი - მაგრამ ეხლა რა შეიცვლება ამით მთავარია მარიამმა ყველაფერი გაგიგოს და გაპატიოს.
-მაგის იმედი დიდად არ მაქვს. მის ადგილზე ალბათ მეც ვერ ვაპატიებდი საყვარელ ადამიანს - სივრცეს გახედა დათამ და გონებით მეუღლეს გადასწვდა.
...
მთელი გზა ეტირებოდა მარიამს. ცდილობდა ცრემლები დაემალა მაგრამ არ გამოუვიდა. გზად ნუცას დაურეკა და მასთან მისვლა გადაწყვიტა. სოფელში წასვლა გადაედო, აღმოჩნდა, რომ სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ახალ წელს აღნიშნავდა და ბედად თბილისში იყო იმ დღეს. სამარშუტო ტაქსიდან ჩამოვიდა და პირდაპირ მის ყოფილ ბინაში წავიდა. სიგიჟემდე ენატრებოდა ის დრო რომელსაც იმ სახლში ატარებდა. შეშინებულმა ნუცამ კარი ისე სწრაფად გაუღო თითქოს მის მოსვლას ელოდებოდა.
-იმედია ისეთი სისულელე არ გააკეთა შენმა ქმარმა, რომ ჩემი ხელით მოკვლა მომიწიოს - მარიამის სახის დანახვაზე წამოიყვირა შეშინებულმა ნუცამ.
-მიდი ჩაი გააკეთე და მერე ვისაუბროთ კაი? შენ მგონი სადღაც მიდიოდი და მე დაგაყოვნე - დარდიანი სახე ჰქონდა ნაკაშიძეს.
-კარგი რა ჩემო საყვარელო ასეთ მდგომარეობაში მარტო დაგტოვებ და მე სადმე წავალ?! - ჩაის გასაკეთებლად წავიდა ნუცა, მარიამი კი მობუზული იჯდა დივანზე და თავის ცხოვრებას მისტიროდა.
-მიდი ეხლა მომიყევი რა მოხდა?-ვეღარ ითმენდა ნუცა.
-მინდა რომ მოვკვდე, იცი როგორ ცუდად ვარ?! ვიღაც საყვარელი ჰყოლია ადრე ლიზა და მისგან ბავშვს ელოდება თურმე -ამოიტირა ნაკაშიძემ.
-რა უნამუსოა ხედავ! მოუნდა კაცს ორი კურდღლის ერთად დაჭერა და კი გაება თვითონ მახეში- ქოთქოთებდა ახალი ამბით თავზარდაცემული ნუცა.
-ეგ ჩემამდე ყოფილა ნუცა უბრალოდ დათამაც ეხლა გაიგო. თან რაღაც ავადმყოფობა სჭირს იმ ქალს და ცუდადაა ძალიანო -ტირილს უმატებდა ნაკაშიძე.
-და შენ რა გატირებს თუ ღმერთი გწამს?
-ის რომ ამ ამბავმა თითქმის ყველაფერი არია. არ ვიცი რა გავაკეთო. პატიება გამიჭირდება, როგორ უნდა გავუყო საყვარელი კაცი ვიღაც ქალს, ის ხომ დათას ნაწილს მუცლით ატარებს. ყოველთვის ექნება მიზეზი მისი ნახვისა და მასთან ყოფნის. თუ მოინდომებს შეუძლია დათა მის ჭკუაზე ატაროს იმიტომ რომ ჩემი ქმარი კეთილი და ყურადღებიანია და თავის შვილს ისე არ დატოვებს-ტიროდა მარიამი და თან ჩაის ხვრეპდა.
-და შენ რას აპირებ მარიამ? - ჩაეკითხა ნუცა- ვერ გავიგე შენ კონკრეტულად რა გაწუხებს?
-ხომ აგიხსენი არა? ვერ გავიგე შენ რას მეკითხები?-გაბრაზდა მეგობრის კითხვით მარიამი.
-კარგი მაშინ გარკვევით აგიხსნი. როგორც შენ ამბობ დათა შენს გამოჩენამდე იყო მასთან, მესმის შეცდომა დაუშვა და ეგ ბავშვი ჩაისახა მაგრამ ამ ყველაფერს ეხლა ვერ გამოასწორებს. მოვიდა შენთან და ადამიანურად აგიხსნა ყველაფერი, ეცოდება ის გოგო თავისი ავადმყოფობის გამოც და თავის შვილსაც რა თქმა უნდა არ მიატოვებს, ამავე დროს შენც უყვარხარ და გეუბნება რომ მისთვის ყველაფერი ხარ. ახლა შენზეა ყველაფერი ან უნდა აპატიო და დაბრუნდე მასთან ან სამუდამოდ დაივიწყო მისი გულისა და სახლის გზა-გამოსვლა დაამთავრა ნუცამ.
-ეგ უშენოდაც ვიცი, ყველაფერი მესმის უბრალოდ გადაწყვეტილებას რომ ვიღებ ზუსტად ეგ მაწუხებს - სლუკუნებდა ნაკაშიძე და ხელს აქეთ-იქით იქნევდა.
-მისმინე მარიამ მე ყველაფერი ვიცი, დათამ მომიყვა.
-რა იცი? -სახე შეეცვალა მარიამს.
-რომ მოგიტაცა იმ დილით დათა იყო მოსული ჩემთან და ყველაფერი მომიყვა. მითხრა რომ პირველივე დანახვისას მოეწონე და ახლა სიგიჟემდე უყვარხარ. და შენს გამო კრიმინალსაც კი ჩაიდენს ოღონდ მის გვერდით იყო. მერე მთხოვა რომ შენი მეჯვარე ვყოფილიყავი ქორწილში. მითხრა შენს დაქალსაც მოვწონვარ და ახლა ვერ ხვდება, მაგრამ მოვა დრო და შევუყვარდებიო. თურმე მართალი ყოფილა - დაასრულა მოყოლა ნუცამ და მეგობარს თვალებში შეხედა.
-ღმერთო ჩემო, ამის თქმას როდის აპირებდი ნუცა? - ნაწყენი სახით შეხედა მეგობარს.
-კიდევ ის დამავიწყდა, რომ სამსახურიც დათამ მიშოვნა-დასჯილი ბავშვივით თავი დახარა ნუცამ.
-და ეს ყველაფერი რატომ გააკეთა?
-შენს გამო შე სულელო, უყვარხარ და იმიტომ. მზადაა ყველაფერი გააკეთოს შენს გასაბედნიერებლად. ამიტომ გადაწყვიტე რა გინდა მისგან და ამ ცხოვრებაში მარიამ - ფეხზე წამოდგა ნუცა - მაპატიე მე უნდა მოვემზადო, თანამშრომლები მელოდებიან და ძალიან გამიხარდება თუ შენც წამოხვალ ახალ წელს ერთად შევხვდეთ - მარიამს მიუახლოვდა და ჩაეხუტა - ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები რაც არ უნდა გადაწყვიტო, იმიტომ რომ შენ ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ და ძალიან მიყვარხარ.
-მეც ძალიან მიყვარხარ, მადლობა ყველაფრისთვის, აქ დავრჩები კარგი? მირჩევნია მარტო ვიყო და ვიფიქრო - გაუღიმა მეგობარს და დივანზე მიწვა.
ახალი წლის ღამემ ისე ჩაიარა არც მარიამს გაუგია რამე და არც დათას. ორივე თავის თავში ჩაკეტილიყო და მომავალზე ფიქრობდა. ორი დღე დარჩა ახვლედიანი სვანეთში შემდეგ კი თბილისის გზას დაადგა. სახლში არც მისულა სამსახურში ყველა საქმე მოაგვარა და პირდაპირ ლიზასთან წავიდა. იცოდა მარიამი ისევ ნუცასთან რომ იყო და დროს აძლევდა დასაფიქრებლად. აი ლიზასთან კი ყველაფერი უნდა გაერკვია და მოეგვარებინა. კაი ხანი რეკავდა კარზე ზარს, უკვე წასვლას აპირებდა კარებში ნახევრად მძინარე ლიზა რომ გამოჩნდა. ქალს თვალები ჩაშავებოდა, მაგრამ უკეთ გამოიყურებოდა, თითქოს ფერიც შეცვლილი ჰქონდა.
-როგორ ხარ?- მიპატიჟება არ დასჭირვებია ისე შევიდა ახვლედიანი სახლში.
-უკეთესად- ხელები გადაიჯვარედინა ლიზამ.
-ბავშვი როგორაა? - მუცელზე თვალით ანიშნა დათამ.
-ეხლა გაგახსენდი? ორი კვირა გავიდა თითქმის მას მერე. ბავშვი აღარაა - სახე მიატრიალა ლიზამ.
-რა თქვი? გაიმეორე - ხმას აუწია ახვლედიანმა.
-ბავშვი აღარაა, აბორტი გავიკეთე - თვალი თვალში ჯიქურ გაუყარა ქალმა.
-და ეს რატომ გააკეთე? - ყბები დაეჭიმა დათას.
-ძალიან დარდობ? არ მითხრა ეხლა რომ ეს ბავშვი შენთვის პრობლემა არ იყო, ან ზედმეტი ტვირთი! ექიმმა არჩევანის წინაშე დამაყენა და მე ჩემი დამპალი სიცოცხლე ვამჯობინე, აი ასე ავდექი და აბორტი გავაკეთე. არც კი ვიცოდი ბოლომდე მივიდოდი თუ არა ჩემი მდგომარეობის გამო, მე რომ მოვმკვდარიყავი ჩვენს შვილს შენთან წაიყვანდი დათა და გაზრდიდი? - სახეზე დააშტერდა ახვლედიანს - მითხარი მიხედავდი? არ გაგახსენებდა შენი ცხოვრების საშინელ წუთებს? მას არ დააბრალებდი რომ უდროო დროს გამოჩნდა შენს ცხოვრებაში? ხედავ პასუხი არ გაქვს ფაქტია ერთია ეს ბავშვი ზედმეტი იყო ყველასთვის და ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მივიღე, მას არც დედა ეყოლებოდა და არც მამა - ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან ნუცას.
-გეფიცები გიყურებ და არ მჯერა, ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი ადამიანი თუ იყავი, საკუთარი შვილზე ასე როგორ საუბრობ? მესმის ეს ისე მოულოდნელად მოხდა შეიძლება მეც არ ვიყავი ამ ყველაფრისთვის მზად, მაგრამ იმაზე არ გიფიქრია რომ ჩემთვის უნდა გეთქვა შენი გადაწყვეტილების შესახებ? - ხმას უწევდა ახვლედიანი.
-ეს ჩემი სხეულია და რასაც მინდა იმას ვუზამ. ორგანიზმი ვეღარ ერეოდა ამ ორსულობას ამიტომ დასრულება გადავწყვიტე ყველაფრის. ახლა უკეთ ვარ და მკურნალობის ახალი კურსიც დავიწყე. იცი რას გეტყვი დათა?! ყველას თქვენი ცხოვრება გაქვთ, ჩემი ადგილი არავის ცხოვრებაში არაა, მეც მინდა ბედნიერი ვიყო და რაც შეიძლება დიდხანს ვიცოცხლო, ერთი რამ მასწავლა ამ ყველაფერმა ყველას თავისი ადამიანი ყავს, მეც მინდა ასეთი ვინმეს პოვნა, ჩემს ცხოვრებას უნდა მივხედო - ცრემლები მოიწმინდა ლიზამ და თავი გვერდით მიატრიალა.
-გისმენ და ვერ ვიჯერებ. სულ ასეთი იყავი თუ მერე გახდი ასეთი საშინელი ქალი - გაოცებული იყო ახვლედიანი.
-წადი რა დათა ძალიან გთხოვ, დღეის მერე მე და შენ სამუდამოდ გავწყვიტეთ კავშირი - კარი გამოუღო ლიზამ ახვლედიანს.
გაბრაზებული გამოვარდა დათა გარეთ, ბოღმა ყელში უჭერდა და სურვილი ჰქონდა ყველაფერი დაელეწა გარშემო. სულ ასეთ ქალებთან როგორ ჰქონდა კავშირი ვერ ხვდებოდა, რატომ ვერ ხედავდა მათ ბოროტ მხარეს, შეიძლება ეს ბავშვი მოცემულ სიტუაციაში არასასურველი იყო, მაგრამ ქალს ასე მარტივად როგორ უნდა გაემეტებინა შვილი ვერ ხვდებოდა, როგორი ბნელი იყო ყველა მის ირგვლივ მარიამის გარდა. ალბათ ვერ გადაიტანდა ისიც მათნაირი რომ აღმოჩენილიყო. მანქანა დაქოქა და ადგილიდან მოწყვიტა. ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო სუფთა ფურცლიდან და ამას აუცილებლად გააკეთებდა, მთავარია მარიამს გაეგო მისთვის და მომავალში ყველაფერი კარგად იქნებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი ლიკუნა

ძანნ მაგარია მალეე დადე რა შემდეგი

 


№2 სტუმარი სტუმარი თაკო

ოჰოოო ამას არ ველოდი ბავშვის ამბავზეეე. საინტერესოა გააგრძელე

 


№3 სტუმარი

აუ მალე დადე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent