ძმები (თავი 28)
-ისეთი დაღლილი ვარ დაბანაც კი მეზარება _კალთაში ჩაუდო დივანზე წამოწოლილმა გაბრიელმა თავი ლილუს. -როგორ ფიქრობ მორიგდებიან?_ჩაფიქრებული და გაღიმებული ჯერ კიდევ კარს უყურებდა გოგო. -იმედია, თორემ ჩემ ტყუპს ყველაზე იდიოტ არსებად ვაღიარებ და ამ ტიტულს ვეღარასდროს დაკარგავს. -იცი, ნენეს რომ ვუყურებდი პირველად შემეშინდა, შენ არ ვიცი, რასაკვირველია მას ჩემზე დიდხანს იცნობ, მაგრამ ასეთი სახე ადამიანზე არასდროს მინახავს, იცი თითქოს მე სულაც არ მიყურებდა, არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ფაქტია ჩვეული ცხოვრების დასაბრუნებლად ბევრი შრომა მოუწევთ. ორივეს_თმებში დაუწყო ბიჭს მოფერება. -თუ ერთმანეთი უყვართ გაუძლებენ, მთავარია იოანე მიხვდეს ყველაფერს, დანარჩენს მოევლ... -ლილუ_სიტყვა შეაწყვეტინა სანდროს ხმამ. -სანდრო? აქ რა გინდა?_გაკვირვებული მაშინვე წამოდგა და სულ გადაავიწყდა მასზე ნახევრად დაწოლილი გაბრიელი, ძირს გადააგდო და ძმისკენ წავიდა. -არ ინერვიულოთ, მე კარგად ვარ სულ ოდნავ მივარტყი თავი_ხელით მოიზილა საფეთქელი და ბუზღუნით ისიც გოგოს კვალს გაყვა. -კარგად ხარ? რომ გავიგე რაც ხდებოდა უკვე გვიანი იყო და ვეღარ მოგისწარი, მასთან რამ წაგიყვანა სულ გაგიჟდი?_მალევე გადავიდა ჩხუბზე -დამშვიდდი სანდრო, ნენეს არ გავწირავდი, შენ საიდან გაიგე? -ბახალადან_თავი მოიქექა და გაბრიელს გახედა. მის სახეზე მაშინვე ხელები ასწია -ტყუილა არც გაიფიქრო, არაფერს გეტყვი, რაც საჭიროა მოხდა უკვე, ბახალაზე კი შეგიძლიათ არც იფიქროთ, მის ცოლთან ერთადაა წასული და მხოლოდ ამ საქმისთვის დაბრუნდა, ვერც იპოვით ტყუილა არ იწვალოთ და არცაა საჭირო, აქ დაბრუნებას აღარასდროს გეგმავს. -შენ რომელი მისი ძმაკაცი ხარ ასე დეტალურად რომ იცი ყველაფერი?_დაეჭვებული ჩააჩერდა გაბრიელი და მიხვდა დამალვას აზრი არ ქონდა. -სინამდვილეში სწორედაც რომ ვარ, სკოლაში გავიცანი, მე ბახალა და მაღლაფერიძე სამი მუშკეტერი ყველაფრის წინააღმდეგ_სევდიანად გაეღიმა ბიჭს წარსულის გახსენებაზე. -შენ რა უღალატე? თვალები გაუფართოვდა ლილუს. -რა თქმა უნდა არა, პირიქით არა?_გაეღიმა გაბრიელს. -ნამდვილად, არ ხარ ცუდი გამომძიებელი_გაეცინა ბიჭს -ნაგაზთან სწორედ ბახალას გამო მივედით მე და მაღლაფერიძე, თითონ კი ჩვენი დამაკავშირებელი ყველაფერი გააქრო, განსხვავებული ბავშვი იყო ყოველთვის, იმდენად მწარედ ახსოვს პატარაობის შიმშილი და წვალება პირვლივე კლასში იცოდა რა უნდოდა ცხოვრებაში და გააკეთა კიდეც. -თუ მასთან იყავით მაღლაფერიძემ ის... ის რატომ გააკეთა, რატომ შეასრულა ნაგაზის ბრძანება?_ცრემლი მოადგა ლილუს. -მაპატიე ლილუ, ვატყობდი მის მზერას და არ ვიმჩნევდი, ეგ ნაგაზის ბრძანება არ ყოფილა, მან მხოლოდ შენი შეშინება უბრძანა, ბახალას ხალხი ყოველთვის გითვალთვალებდა და გიცავდა, მაგრამ ეგ რადგან გიორგი იყო იცოდნენ და არც გამოგყვნენ, მაგ ნაბი*ვარმა მხოლოდ თავისი სურვილი აისრულა. გაბრუებული ჩაჯდა დივანში ლილუ და საკუთარ ცხოვრებას ფრთხილად გადაავლო თვალი. რა გამორჩა? როდის შეცდა? მხოლოდ ზოგჯერ, ძალიან იშვიათად იჭრდა გიორგის მზერას და მაშინვე აშორებდა თვალს, ისინი ხომ ერთად გაიზარდნენ, გაახსენდა როგორ ერთობოდნენ ერთად, თამაშობდნენ წრეში ბურთს, დამალობანას, საჭმელსაც კი ერთად ჭამდნენ, სწორედ მაღლაფერიძე იყო პირველი ვინც მოუშორებელი ბიჭი მოაცილა და დაიცვა, სწორედ გიორგი იყო სანდროს არ ყოფნაში გვერდით რომ ედგა და ყველანაირად ეხმარებოდა. მოძალადე როდის გახდა? როდის აიძულა ტვინი 90 გრადუსით შეებრუნებინა? რა აიძულებს ადამიანს ასე შეცვლას, რომ არაბიოლოგიურ დაზე იძალადო? კარის გაჯახუნებაზე მოვიდა გონს და უკან დაბრუნებული მხოლოდ გაბრიელი დახვდა. -უცებ გავარდა საქმე მაქვსო_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ლილუს გამოხედა -კარგად ხარ? -კი, რა თქმა უნდა_გამოფხიზლებულმა გამოხედა ბიჭს და მაშინვე წამოდგა -შენ გეზარება მე კი თუ ეს ჭუჭყი არ მოვიცილე რა დამასვენებს_სააბაზანოსკენ წავიდა და გაბრიელის დასანახად ტუჩი მოიკვნიტა. -ხომ არ შემოგიერთდე_ბედი სცადა გაბრიელმა. -იოცნებე_ენა გამოუყო ლილუმ და შესვლამდე გადაიძრო მაიკა გაბრიელის თვალწინ. -ღმერთო გაძლება მომეცი_ლილუს ხითითზე ბიჭსაც გაეცინა და ოთახისკენ გადადგა აღელვებულმა ნაბიჯები. ისე სწრაფად იარა იოანემ რამდენიმე წუთში უკვე ნენეს ბინის კარს აღებდა. სწორედ მაშინ გამოყავდა გოგო ექთანს სააბაზანოდან. -გამარჯობა ნანა, როგორაა?_ხელი მოხვია გოგოს და ხელში აიტაცა. -ოთახში მიმყავდა ბატონო იოანე, ახლა მშვიდადაა. -საერთოდ როგორაა?_საწოლზე დაწვენილი დატოვეს ნენე და გარეთ გამოვიდნენ დასალაპარაკებლად. -საკმაოდ დიდი ზეწოლის ქვეშაა მოყოლილი. სამი სტადია აქვს, ზოგჯერ ყველას ცნობს, ჩვეულებრივი ნენე ხდება და ყველაფერს თავად აკეთებს, ზოგჯერ თვალი უშეშდება და გაყინული რჩება, ამ დროს სრულიად გათიშულია და მარტო ვერაფერს აკეთებს. ყველაზე რთული კი მესამე სტადიაა,_ ამოიხვნეშა ქალმა -როცა ყველაფერი ახსენდება შეტევა ეწყება, კივის, ყვირის, შეიძლება ყველაფერი დალეწოს და თავსაც დაუშავოს რამე. -დღეიდან მასთან მე ვიქნები, რეზეპტები დამიწერე, რა დროს როგორ უნდა მოვიქცე, რითი დავეხმარო და ყველაფერს გავაკეთებ_ნერწყვი გადაყლაპა იოანემ. -ეცადეთ გაშეშების დროს ბევრი ესაუბროთ, წარსული გაახსენოთ, რა თქმა უნდა მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები, შეტევის დროს კი მოეხვიეთ, უთხარით რომ მასთან ხართ და ყველაფერი კარგადაა, უნდა ეცადოთ გონებაზე რაც შეიძლება ხშირად იყოს, ღამე კი გირჩევთ მარტო არ დატოვოთ_გამაფრთხილებლად ჟღერდა ქალის სიტყვები. წამლები მოიმარაგა იოანემ და რადგან ნენე ძირითადად ოთახში იწვა იქ დააბინავა, თუმცა სულ ოთახი კარგი არ იყო ამიტომ შტაბი სასტუმრო ოთახში გადაიტანა. გაღვიძებული ნენე, რომელიც გაშეშებული იწვა ლოგინზე ტელევიზორთან დასვა და პულტი გვერდით მიუდო. -გახსოვს როგორ მიშლიდი ნერვებს ფილმების არჩევის დროს? მაინც ეს ბანალური ფილმები რამ შეგაყვარა, როცა დასასრული ყველამ წინასწარ იცის, სულ ერთმანეთს ვხოცავდით არჩევისას. გახსოვს ერთხელ ჯოკერში რომ მოგიგე და რემბოს გაყურებინე?_სიცილი აუტყდა ბიჭს -მაშინ ვერც კი ვხვდებოდი, რომ სინამდვილეში ის მსიამოვნებდა ჩემ კისერში რომ იმალებოდი და ახლოს მყავდი, აჩემებული მქონდა ჩემს გემოვნებაზე უნდა გადმოგიყვანოთქო, არადა რომ იცოდე ის ჯოკერი .... -თაღლითობით მომიგე_ნენეს დაბალი ხმა გაისმა ოთახში. ისევ ერთ ადგილზე ქონდა თვალი გაშეშებული თუმცა აშკარა იყო ყველაფერი გაიგონა. -როგორ მოხდა არ მომკალი და დღემდე ვსუნთქავ? მე სულელი ისე გაჭირვებით „ვცვეტაობდი“ გულგახეთქილი ვიჯექი, რომ გამიგოს არ მაცოცხლებსთქო_არაფერი შეიმჩნია იოანემ, თუმცა ნენეს ხმის გაგონებაზე ლამის ტაში შემოკრა. -იმიტომ, რომ სულელი ბავშვი ვიყავი, შენთან ახლოს ყოფნა მინდოდა და ძალით წაგებაც რომ დამჭირვებოდა, მაინც გავაკეთებდი, რადგან შენთან ჩასახუტებლად მიზეზი მექნებოდა, შენ კი ვითომ გამომძიებელი ამასაც ვერ ხვდებოდი_ნელა მოაბრუნა თავი და პირდაპირ თვალებში ამოხედა გაშეშებულ ბიჭს. -გინდა მომიყვე?_თემა შეცვალა უხერხულობის დასაფარად იოანემ და სანამ გონებაზე იყო მანამდე კითხა. -შენ ხომ ჩემი ცხოვრება მთლიანად იცი_ნერწყვი გადაყლაპა გოგომ -ასეთ ადამიანებთან სისხლთან, მკვლელებთან ახლოსაც არ ვყოფილვარ, არც სისხლი ვიცოდი და არც არაფერი, მხოლოდ შენ გხედავდი საქმედან დაბრუნებულს ზოგჯერ დაჟრჟილს, მან კი პირდაპირ ჩემ თვალწინ ადამიანი გაატყავა, ცოცხლად გაატყავა გესმის? მისი ყვირილი, განწირული ხმა თითქმის ყოველ წუთს ჩამესმის, გახედვის უფლებასაც არ მაძლევდა, ღმერთო რამდენი სისხლი ქონია ადამიანს _ხელები აიფარა სახეზე და ტირილი მალევე გადაეზარდა კივილში, თითქოს ისევ იქ იყო, სკამზე დაბმული და ყველაფერს თავიდან განიცდიდა. -ჩშშშშ, დაწყნარდი ჩემო პატარა, მე შენთან ვარ არასდროს მიგატოვებ, რომც გამაგდო არსად წავალ, დღიდან შენს აჩრდილად ვიქცევი. ჩშშშშ_მალევე მოდუნდა ნენე და იოლად აიტაცა იოანემ რომ დაეწვინა ჩაძინებული გოგო. ლამის მგელობანა გაეჩაღებინათ ლილუს და გაბრიელს, ბიჭი ნახევარი ძალით მიზდევდა ხალათში გამოწყობილ, ლაღად მოკისკისე გოგოს და ვითომ კუთვნილი მაიკის დაბრუნებას ცდილობდა. -ვსო, დავიღალე, დავბერდი_მოცელილი დაეცა დივანზე ლილუ -და შენც ტრენერი გქვია რა სიცილით აუჩეჩა თმა გაბრიელმა. -შენ ჯობია აბაზანაში შეხვიდე რომ წამომიჯექი აქ ტიტლიკანა და მაყლაპიებ ნერწყვებს_ხელი კრა ბიჭს. -სულ არ შევალ ასე თუა საქმე._სიცილით ჩაკოცნა გოგო და მართლა წავიდა გადასავლებად. კარზე ზარმა გააკვირვა ასე გვიან თუმცა ისეთი სტუმარი დახვდა დრო ვიღას ახსოვდა. -გამარჯობათ ქალბატონო თამარ_ავტომატურად შეისწორა ხალათი და გზა დაუთმო. -ბიჭები სად არიან? მთელი დღეა არ მპასუხობენ გამისკდა გული. -ალბათ არც უნახავთ, საქმე გახსნეს და ცოტა არეულობა იყო_თმა გაისწორა და სწორედ მაშინ შეხედა თამარმა მის ჩალურჯებებს სახეზე და ბეჭზე. -კარგად ხარ? შენც იქ იყავი? -დიახ მე და ნენე გაგვიტაცეს_მოკლედ მოუყვა მომხდარი და ქალს ახედა. -ღმერთო ჩემო როგორ შეგეშინდებოდათ_თბილად მოეხვია ქალი და ლილუს მშობლის სითბო გაახსენა. -კარგად ვართ, ცოტა ნენეა ისევ განცდებში და იოანეა მასთან. -მიხვდა ის მასხარა რომ უყვარს თუ კიდევ იდებილებს თავს? -თქვენც იცოდით?_თვალები გაუფართოვდა ლილუს -რა თქმა უნდა_მხრები აიჩეჩა ქალმა და დივანზე ჩამოჯდა -შენთან საუბარი მინდა. -გისმენთ_სახე დაუსერიოზულდა ლილუს. -მინდა იცოდე, რომ შენი წინააღმდეგი არ ვარ,ვიცი იმ დღეს სხვანაირად ჩანდა, მაგრამ შვილს არ დავკარგავ, არ აქვს მნიშვნელობა მომეწონები თუ არა, არც ის მინდა ამის გამო ისეთი გახდე როგორიც არ ხარ, თუ ჩემი შვილი შენთან იქნება ბედნიერი ჩემთვის ესეც საკმარისი იქნება. -მაშინ .... -რა ღაზე უნდა გელაპარაკო არა? სულ სხვა თემაზე, გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ რაღაცეებს მეც ვგებულობ, ვიცი რაც გადაგხდა, ისიც ვიცი ალბათ ამაზე საუბარი არ გსიამოვნებს, მაგრამ მინტერესებს რას აპირებ? თუ გაბრიელზე სერიოზულად ფიქრობ ის ტრავმა იმედია ხელს არ შეგიშლის. ამბობენ დიდხანს ყვებათ და გონებას არ ავიწყდებაო. არ იფიქრო ცუდად ვამბობდე, მე დახმარება მინდა, გაბრიელს ყოველთვის დიდი ოჯახი უნდოდა, ცოლობასაც მალე გთხოვ დარწმუნებული ვარ, რაცარუნდა ერთად იცხოვროთ ისიც ვიცი ჯვრისწერის გარეშე ხელსაც არ დაგაკარებს, მაგრამ შენ? უკვე მზად ხარ ამისთვის? დარწმუნებული ხარ, რომ მის შეხებას აიტან? არ მინდა ნაჩქარევი ნაბიჯი გადადგათ და მერე ინანოთ, დამიჯერე მე ორივეზე ვფიქრობ და არ მინდა რომელიმე დაიტანჯოთ, უბრალოდ მინდა დამპირდე რომ დაფიქრდები და პასუხს შენს თავში იპოვი, მე კი თუ რამე დაგჭირდება შეგიძლია ნებისმიერ დროს მომმართო, რადგან ოჯახი ვიქნებით მინდა უკეთ ვიცნობდეთ ერთმანეთს_მხარზე დაადო გაღიმებულმა გოგოს ხელი და კარისკენ დაიძრა. დივანზე დარჩენილ ლილუს თავი წამიერად დაემსგავსა ფუტკრის სკას. ხვდებოდა ქალმა რაც უთხრა და სწორი იყო, ამაზე არც უფიქრია, ცდილობდა არც გაეხსენებინა, მაგრამ არც გაბრიელი ეკარებოდა ზედმეტად რომ თავი გამოეცადა. რა იქნებოდა რომ ვერ დაევიწყებინა? იქნებ ვერასდროს შეძლებოდა ნამდვილი ცოლობა გაეწია გაბრიელისთვის და მხოლოდ ტანჯვა მოეტანა? დაშორებოდა? არა, ამისთვის ზედმეტად უყვარდა, თანაც იცოდა ეს უფრო გააუბედურებდათ ორივეს. ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო და უკვე დამშვიდებულმა აკრიბა თამრიკოს დატოვებული ნომერი. ------------------- შემდეგი თავი დასასრულია მეგობრებო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.