შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენით ვარსებობ


17-09-2019, 15:52
ავტორი Kathara
ნანახია 1 653

შენით ვარსებობ

ის რომ არა მე ახლა არ ვიქნებოდი, მხოლოდ მისით შემიძლია არსებობა, ის რომ არ იყოს არც მე ვიქნებოდი,
ის მხოლოდ მე მეკუთვნის და მე მხოლოდ მას ველუთვნი.
ჩემი მთელი ცხოვრება ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე ვიქნდბოდი ვინმეზე დამოკიდებული ან ვინმე ასე თუ შემიყვარდებოდა, ჩვენი ისტორია დაიწყო 2წლის წინ, მაშინ 22წლის ვიყავი, ახალი ჩამოსული ვიყავი გერმანიიდან და ერთ დღესაც გავიგე რომ მე-2 სტადიის სიმსივნე მჭირდა, სწორი რომ გითხრათ არც შოკირებული ვყოფილვარ და არც დეპრესიები დამწყებია, პირველივე დღიდანვე მოვინდომე მკურნალობა, მართალია წინ დიდი ხნის მკურნალობა მელოდა მაგრამ მე არასდროს დამიკარგავს იმედი, ყველანი გვერდით მედგნენ, მაგრამ რამდენიმე კურსის შემდეგ მაინც არ იყო ისეთი შედეგი როგორც საჭირო იყო ამიტომ უფრო გაძლიერებულად მკურნალობა მომიწია, რამდენიმე ქიმიის შემდეგ ც მინდოდა მაგრამ ვერ შევძელი ჩემი ოჯახისთვის ღალატი, ასე მეგონა არავის ესმოდა თუ როგორ ძნელი იყო ეს ყველაფერი, რამდენიმეჯერ ისე ცუდად გავხდი საავადმყოფოში სასწაროფოთ გადამიყვანეს, რამდენიმეჯერ კი იქ თვეების გატარება მომიწია, ამ ყველაფრის გადატანაში კი ალექსანდრე დამეხმარა, ჩვენი შეხვედრა რათქმაუნდა საავადმყოფოში მოხდა,
ამდენი წამლებით ძალიან დაღლილი ვიყავი და გადავწყვიტე სახურავზე ავსყლიყავი და სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა, იქ ხშირად ავდიოდი როცა საავადმყოფოში ვიყავი ხოლმე “გამოკეტილი”. მშვიდად ავედი და ასე რომ ვთქვათ ჩემს ადგილას დავჯექი, ვინმეს რომ დავენახე ეგონებოდა ხტეობა ისეთ ადგილას ვიჯექი მაგრამ იქ არავინ არასდროს არ ამოდიოდა და არანირი პრობლემა არ მქონდა.
ნახევარი საათი ვიჯექი და მოხუცივით ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი, შემცივდა ფეხზე ავდექი და ამ დროს ვიღაც უკნიდან მიყვირის:
-დაიცა რას აკეთებ არ გადახტე.-უკან რომ მივიხედე ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი იდგა უფროსწორად ექიმი და შეშფოთებული მიყურებდა.
-ნუ ჯავრობ გადახტომას არ ვაპირებ.-ფრთხილად ჩამოვედი და გავუცინე.
-ისე იდექი მეთქი...
-ხო მართალია რამდენჯერმე მიფიქრია მაგრამ ჯერ ჯერობით ვერ გადავწყვითო სად უფრო კარგად ვიქნები.-გავიცინე და ის კი გაკვირვებით მიყურებდა.
-ასე ადრე სიკვდილი რამ მოგაფიქრებინა.-მანაც გამიცინა და დაძაბულობა მოეშვა.
-რავი აბა ხომ გითხარი არ ვიცი სად მინდა რომ ვიყოთქო.
-და აქ რას აკეთებ ასე მეგონა ჩემ გარდა აქ არავინ ამოდიოდა.
-რავი როცა აქ დარჩენა მიწევს პალატაში ჯდომა მეზარება ხოლმე და აქ ამოვდივარ.-კარებისკენ წავედი.
-ანუ პაციენტი ხარ? რომელ პალატაში ხარ? მე ახალი ვარ აქ დარე გერმანიაში ვიყავი და მერე აქ მომიწია გადმოსვლა.-უკან გამომყვა და ყველაფერი ერთ დროულად გამომკითხა.
-123-ე პალატაში ვარ და რა სპეციალობით მუშაობ?მეც ახალი ჩამოსული ვარ გერმანიიდან.-ყველა კითხვაზწ გავეცი პასუხი.
-პედიატრი ვარ,მე ალექსანდრე მქვია მარა სანდროს მეძახიან და შენ რა ქვია.-საყვარლად შემომხედა.
-მე ანასტასია მაგრამ ყველა სხვადასხვა სახელს მიძახის შენ კი როგორც გინდა ისე დამიძახე.-პირდაპირ მივდიოდი და გვერძე არც გამიხედავს.
-ჰმ კაი მაშინ ან ანსტასიას დაგიძახებ ან ტასოს.
-კაი.-ჩემს პალატასთან მივედი და დავემშვიდობე,მაგრამ მისთვის ის არ მითქვამს რომ ხვალ მწერდნენ და ვეღარასდროს მნახავდა რადგანაც სხვა საავადმყოფოში უნდა მემკურნალა.
მეორე დილას ადრე წავედი და სანდროს ნახვის იმედიც აღარ მქონია.
-დე კარებზე ზარია.-მეორე სართულიდან ჩავძახე დედას,მაგრამ გამახსენდა რომ გასული იყო.
კარები გავაღე და სანდრო დამხვდა.
-ე შენ აქ რა გინდა?-გაკვირვებით შევხედე.
-ისე წახვედი არც კი დამემშვიდობე და გადავწყვიტე სახლში მოვსულიყავი.-საყვრლად გამიღიმა და პირდაპირ სახლში შემოაჭრა.
ასე ნელ ნელა დავახლოვდით ყველგან ერთად დავდიოდით, თითქმის სულ ჩემს გვერდით იყო და მეც მის გვერდით ყოფნა მომწონდა,ერთად ძალიან კარგ დროს ვატარებდით ხოლმე,მაგრამ
რამდენიმე თვეში ისევ ცუდად გავხდი და საავადმყოფოში მომიწია დაწოლა.
ალექსანდრე რათქმაუნდა ჩემს სანახავად მოვიდა, მაგრამ იმ დროს მეძინა, რომ გავიღვიძე ჩემი ხელი ეჭირა და მიღიმოდა.
-როგორ ხარ?
-რავი როგორც მხედავ ისე.-ძლივს ამოვიღუღლუღე.
-წყალი ხომ არ გინდა.
-კი.- წამოვიწიე და ფრთხილად მოვსვი.-სანდრო რაღაც მინდა გითხრა, ამას მხოლოდ ახლო ადამიანებს ვეუბნები და მინდა შენც იცოდე.-ბალიში გავისწორე და ჭიქა გვერძე დავდგი.
-ჰმ კაი გისმენ.-გვერძე დამიჯდა.
-გახსოვს პირველად რომ შეგხვდი გითხარი თუ სად მინდოდა ყოფნა ჯერ ვერ გადამეწყვიტა, მაგრამ ამაზე ბევრს ვფიქრობდი ხოლმე და გადაწყვეტილება მივიღე.-სანდროს სახე შეეცვალა, ალბათ მიხვდა რომ კარგი რამის თქმას არ ვაპირებდი.
-რა გადაწყვიტე.- მძინედ გადაყლაბა ნერწყვი.
-აქ ჩემს ყოფნას აზრი არ აქვს ამიტომ ...-სიყტვა არ დამამთავრებინა
-არა ამას ვერ გააკეთებ.-დაიძაბა და გაბრაზებულმა შემომხედა, მთელი ბოღმა მის სახეზე ამოვიკითხე თუ რას ფიქრობდა.-შენს დაკარგვას ვერ გადავიტან, უნდა იმკურნალო და გამოჯამთელდები ან საერთოდ გერმანიაში წადი სამკურნალოდ ან სამდე სხვაგან მეც თან წამოგყვები.
-სანდრო ეს გადაწყვეტილება უკვე დიდი ხანია რაც მივიღე და არ შევცვლი, დრო გავა და სხვა მეგობარსაც შეიძენ.
-ანასტასია შენ ასე გონია რომ ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ მეგობარი ხარ? ძალიან ცდები ამას თუ შენ კიდევ ვერ მიხვდი, დანახვის თანავე მივხვდი თუ როგორი სხვანაირი იყავი, ერთი ნახვით შეყვარების იმ დღეს ვიწამე, ჩვენი გაცნობის თანავე შემიყვარდი ამის თქმას ვაპირებდი მაგრამ ვერ მოვახერხე , შენ თუ არ გინდა დარჩენა მაშინ არც მე დავრჩები, სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდი, არ დავუშვებ რომ მიმატოვო ან ერთად ვიცოცხლებთ ანა ერთად მოვკვდებით.-ამ ყველაფრის გააზრება ვერ მოვახერხე, მაგრამ ცრემლები ძალაუნებურად მომადგა, არ ვიცოდი თუ რა უნდა მეთქვა მაგრამ მაშინ მივხვდი რომ აქ დარჩენის მთავარი მიზეზი მქონდა, სანდრო მომიახლოვდა, ჩამეხუტა და ყურში ჩამჩურჩულა:
-ჩემი მიტოვების უფლებას ვერ მოგცემ.
ამის შემდეგ გერმანიაში გავემგზავრეთ და იქ დავიწყე მკურნალობა, სანდრო არცთერთი წამით არ მომცილებია, რამდენიმე თვეში უკვე შედეგი იყო.
3 წელში საქართველოში დავბრუნდით სრულიად განკურნებული და მალევე დავქორწინდით.
ახლაც მხოლოდ სანდროს წყალობით ვსუნთქავ, ამის შემდეგ მივხვდი თუ რა ძალა ქონია სიყვარულს, ადრე ვფიქრობდი რომ ისე ვერავის შევიყვარბდი როგორ სანდროს მაგრამ შევმცდარვარ, ვერც კი მიხვდები თუ როგორ შეგიყვარდება, ვერ განსაზღვრავ თუ როდის მოხდება ეს, სიყვარლუს აზრს მხოლოდ ახლა მივხვდი.
ყველას ასეთ სიყვარულს გისურვებთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent