შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემში ხარ-5


17-09-2019, 20:38
ავტორი Liluu
ნანახია 2 056

დილით ადრე გაეღვიძა...საერთოდ არ იყო შეჩვეული სხვის საწოლში ძილს...წამოდგა და ფანჯრიდან გადაიხედა...თვალი მოკრა ცისფრად მოლივლივე აუზს ჩაეღიმა და კმაყოფილმა მოირგო ტანზე ერთიანი შავი საცურაო კოსტუმი,პირსახოცს ხელი დაავლო და ქვევით ჩავიდა...ყველას ეძინა...დილის 6 საათზე რომელ სულიერს ღვიძავს?რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ ცინდელიანს....თმა კოსად აიწია და თავით გადახტა აუზში...ესიამოვნა ცივი წყალი...უცებ წარმოიდგინა დამიანე...მისი დაკუნთული სხეული და კინაღამ გაგიჟდა...გული იმაზე სწრაფად უცემდა ვიდრე ეს შეიძლებოდა....
-ახლა არ მითხრა ჩემზე ფიქრობო...მოესმა უკნიდან ჯაჭვლიანის სიცილნარევი ხმა...გაეღიმა...შემდეგ წარბები მაღლა აზიდა და მისკენ ისე შეტრიალდა...
-უკაცრავად?იდიოტს ვგავარ?რომელი ჭკვიანი იფიქრებს შენზე?გაიცინა და თვალებში ჩააშტერდა...
-როგორც ჩანს შენ...მხრები აიჩეჩა და ახლაღა დააკვირდა ემას....ნერწყვი მძმედ გადააგორა სასულეში და პირსახოცი იქვე შეზლონგზე მიაგდო...
-რას აპირებ?
-მეც მინდა აუზში...
-კარგი მაშინ მე ამოვალ...
-მოიცადე იყავი,შენთა ერთად მინდა ცურვა...ხრინწიანი ხმით უპასუხა და პირდაპირ თავით გადახტა აუზში...ემას წელზე ხელი მოხვია და მისკენ მიიზიდა....
-ჯაჭვლიანო გამიშვი...მის ხელს დაეჯაჯგურა და თავის გათავისუფლება სცადა...
-რა იყო კი არ შეგჭამს..
მეორე ხელიც მოხვია და თვალი ჩაუკრა...ემა კინაღამ შეწუხდა...სუნთქვა გაუხშირდა...ვერ ლაპარაკობდა....თავს ძლივს იკავებდა,რომ არ ეკოცნა,არა და წყურვილი კლავდა ისე უნდოდა ჯაჭვლიანის ტუჩების გემოს კვლავ დაგემოვნება.....ნერწყვი მძმედ გადააგორა სასულეში და თავი გვერდით გააბრუნა...
-იცოდე გამიშვი...
-და თუ არ გაგიშვებ?სახე უფრო ახლოს მიუტანა და ეცადა თვალებში ჩაეხედა...
-რატო მაგიჟებ?
-თავად ცდილობ შენი თავის გაგიჟებას და რა ჩემი ბრალია?ვითომ გაკვირვებულმა უპასუხა და თვალები გადაატრიალა...როგორ მოსწონდა ჯაჭვლიანს ასე,რომ აკეთებდა ცინდელიანი...კიდე რამდენიმე წამი უყურა,შემდეგ კი უბრალოდ მონატრებულ ბაგეებს წაეტანა....ცინდელიანმა ძლივს შეიკავა თავი,რომ არ ეკოცნა....სახეზე სულ წამოაწითლა....მთელ სხეული უხურდა.....არც ჯაჭვლიანი იყო კარგ დღეში...პირველად იგრძნო რაღაც ახალი...განსხვავებული...რამაც სულ შეცვალა...აღაფრთოვანა...ჭკუიდან გადაიყვანა...პირველად იგრძნო ეს ყველაფერი გოგოსადმი....ცხოვრებაში ჰო უამრავი გოგო ჰყოლია...ისე თუ შეყვარებული,მაგრამ ეს?ეს სულ სხვა იყო...ცინდელიანი აგიჟედბდა.....თითქოს მთლიანად მიეჯაჭვა მას....არ უნდოდა მისი გაშვება....ამ ფიქრებში გართულმა მხოლოდ მაშინ მოეგო გონს,როდესაც იგრძნო როგორ აეწვა მარჯვენა ლოყა.....ხელი ჩმოისვა და ამღვრეული თვალებით გახედა ემას,რომელიც გაველურებული უცქერდა...
-მგონი გაგაფრთხილე,რომ ჩემთან მოახლოებული არ გნახოთქო....თავი გაითავისუფლა და აუზიდან ამოვიდა...პირსახოცი შემოიხვია და სველი შევარდა სახლში...
-ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი,რომ ცინდელიანი ასე გაგაგიჟებდა...
მოესმა ვაკოს ხმა და მანაც მისკენ გაიხედა...
-შენ კიდე ცალკე მოგხედავ...ემას აღარ გაეკარო...
-ვინ დამიშლის?
-მე დაგიშლი..ის მე მეკუთვნის...შეუბღვირა და ისიც აუზიდან ამოვიდე...
-ემა არავის ეკუთვნის...განსაკუთრებით შენ..
-ეგ შენი გადასაწყვეტი არაა,ასე რომ ერთი ადგილი დააყენე და მოშორდი...
-კარგი ბიჭო რამ გაგაბრაზა,შენი იყოს არავინ გართმევს,უბრალოდ მასთან გართობა მინდოდა,ჰო იცი სერიოზულად არცერთ გოგოს ვუყურებ...
-ჰო და წადი და სხვასთან გაერთე,ემას კიდე შეეშვი...
ბეჭი გაკრა და იქვე დადებულ ნახევრად ცარიელი ვისკის ბოთლი მიიყუდა...
-დილიდან ვსვამთ?ახლა სხვები გამოვიდნენ გარეთ....ზოგი აუზში გადახტა თავით,ზოგმა კიდე სასმელები მოიტანეს და გამართეს წვეულება....მხოლოდ ემა იყო ოთახში და არ გამოდიოდა....ფიქრობდა წასულიყო თუ დარჩენილიყო...რამდენჯერმე აკრიფა გეგას ნომერი,მაგრამ ისევ წაშალა...დარჩენა არჩია...ტანზე გამოიცვალა....გადაიცვა ერთიანი მოკლე მწვანე სარაფანი,ფეხზე თეთრი დაბლები მოირგო,თმა გაიშალა და ოთახი დატოვა...აუზთან შეკრებილ კლასელებს შეუერთდა...არაყის ბოთლი დაითრია და ჭიქაში ჩაისხა....ჯაჭვლიანისგან მოშრებით,გიორგის გვერდით ჩამოჯდა...ერთადერთი ნორმალური მეგობარი,რომელიც შემორჩა კლასიდან...მხოლოდ ის არ დასცინოდა და ყოველთვის იცავდა გასაჭირში მყოფ ემას...თავი მხარზე დაადო და ჯაჭვლიან გახედა,რომელიც ნერვიულად აბოლებდა სიგარეტს და ცხოველივით სვამდა....ჯაჭვლიანმაც რამდენჯერმე გახედა გოგონას....
-მოდი შეჯიბრება მოვაწყოთ დალევაში......შეთავაზა მეგობრებს კოსტამ...
-კარგი ვინ მიიღებს მონაწილეობას?
-მე
ხელი ასწია ემამ და კოსტას გვერდით დაიკავა ადგილი...
-კარგი და აბა ვინ გაბედავს და ემას შეეჯიბრება?
-მე...
ფეხზე წამოდგა ჯაჭვლიანი
-ჰო სხვა ვინ იქნებოდა ახლა...თავისთვის ჩაიბურტყუნა გოგონამ და კოსტას მიუბრუნდა...
-წესები როგორია?
-მოკლედ ვინც უფრო მალე დალევს 10 ჭიქა არაყს ის გაიმარჯვებს...
-რა პრობლემაა...
მხრები აიჩეჩა და დამიანეს თალი ჩაუკრა....
-აბა მზად ხარ?ჰო არ შეგეშინდა?
-მეე?თუ შენ?
-ეგრე ადვილად არ ვნებდები...
-ჰო და არც მე...
მხრები აიჩეჩა ჯაჭვლიანმა და მაგიდასთან ემას პირისპირ დადგა,ემამაც თმა აიწია და მოსაგებად მოემზადა.....
-მაშინ დავიწყოთ
ტაში შემოკრა კოსტამ....პირველი რა თქმა უნდა ცინდელიანმა დაამთავრა...გამარჯვებული მზერა სტყორცნა დამარცხებულ ჯაჭვლიანს და ხელები მაღლა აწია..
-ჰო გითხარი ჩემთან შანსი არ გაქვს...დაემანჭა და ატმის წვენი დააყოლა არაყს,რომელმაც ყელი ჩაწვა...თავი ასტკივდა...თავბრუ დაეხვა...წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა....საშინელი მთვრალი იყო...ყველას გასცილდა და იქვე ჰამაკში ჩაესვვენა..თვალები დახუჭა თუ არა ეგრევე ჩაეძინა...მხიარულება კი გრძელდებოდა...
-----------------------------------
რა იცოდა,რომ ყურსასმენები სახლში თუ დარჩებოდა...საკუთარ თავს იწყევლიდა გამოსაცვლელი ტანსაცმელი სახლში,რომ დატოა და ახლა ამ მოკლე კაბით მოუწევდა ბოდიალი,ღამე ქუჩაში,თანაც მეტროთი...ვერ იტანდა უხამს მზერას მისი მიმართულებით...არა და სხვა გზა არ ჰქონდა...ტაქსის გაჩერებაც კი საშიში იყო შუაღამით....საკუთარი თავის ლანძღვით იყო გართული,როცა უკნიდან სტვენის ხმა მოესმა,ყურადღება არ მიაქცია და გზა განაგრძო,მაგრამ როდესაც ნაბიჯების ხმა ზედმეტად ახლოს,რომ გაიგო და ბიჭების ირონიული წამოძახილები მაშინ მოუმატა სიარულს...გული საშინლად უცემდა....ირგვლივ მიმოიხედა,თითქმის ქუჩა ცარიელი იყო,მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯში შენიშნა უცნობი მაღალი ბიჭი,დაუფიქრებლად მიეჭრა ხელი მოხვია და ლოყაზე ტუჩები მიაწება...
-აქ მელოდებოდი?რატო არ გამაფრთხილე?ჯერ კიდევ უკანკალებდა გოგოს ხმა...უფროსი ჯაჭვლიანი ჯერ ვერ გამოერკვა რა ხდებოდა,მაგრამ როდესაც 4 ბიჭი დაინახა,მანაც მოხვია ხელი და გოგონა მისკენ უფრო მიიზიდა...
-ჰო აქ გელოდებოდი...ვიფიქრე მივაკითხავთქო...მანაც გაუღიმა
-წავიდეთ ხო?
-კი
დამშვიდებულმა დაუქნია თავი და მისთვის სრულიად უცხო მამაკაცს გაყვა უკან...ღრმად ამოისუნთქა და ბიჭს მადლიერი თვალებით გახედა..
-მადლობა...
გულწრფელად გაუღიმა გოგომ
-სად მიდიხარ?მიგაცილებ ბარემ ბოლომდე...
გოგონა შეპასუხებას აპირებდა,მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა,კიდე ვინმე არ ამედევნოსო გაიფიქრა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია...
-ისე რა ჩემი საქმეა,მაგრამ როდესაც მეტროთი მგზავრობ,თანაც ასე გვიან ასეთი მოკლე კაბით არ უნდა იმოძრაო,ხო უყურებ რამდენიმე წუთის უკან რა მოხდა...
-ხო ვიცი უბრალოდ გამოსაცვლელი ტანსაცმლის ტარება მეზარება,არა და სამსახურის ფორმაა...სახე დამანჭა და ბიჭს ახლა დააკვირდა....მის უფსკრულივით შავ თვალებში რასაც ქვია ჩაიძირა...
-მოდი აქ ეს არის ჩემი მანქანა..და ერთ-ერთ მანქანაზე მიუთითა,რომელიც თავმომწონედ იდგა...თავად გაუღო კარები და გოგონაც მოთავსდა...
-ზუსტად სად ცხოვრობ?
-საბურთალოზე...კერძოდ დოლიძეზე...
-კარგი...
თავი დაუქნია მათემ და მანქანა დაძრა...
-ჰო მართლა მე მათე...ცალი ხელი გაუწოდა ისე,რომ გზისთვის თვალი არ მოუცილებია...
-ნენე...მისი სიფრიფანა თითები შეაგება და გაუღიმა..
-სასიამოვნოა....
მათესაც მოჰგვარდა ღიმილი სახეზე....ამის შემდეგ ხმა არცერთ ამოუღია...გოგო მთელი ინტერესით ათვალიერებდა ბიჭს,რომელიც ზედმეტად იდეალურიც და სიმპატიურიც კი იყო...ბიჭს ღიმილმა გადაურბინა სახეზე,როდესაც მიხვდა,რომ გოგონა ათვალიერებდა..მაშინვე მოაშორა ნენემ ბიჭს თვალები და ახლა მის თითქმის შიშველ გრძელ ფეხებს დახედა...როგორ ვერ იტანდა თავის სამუშაოს,მაგრამ რა ექნა,ფული სჭირდებოდა...მათეც განსაკუთრებით ცდილობდა ყურადღება გზისთვის მიექცია,თუმცა თვალები მაინც ეპარებოდა გოგოს მოშიშვლებულ გრძელი ფეხებისკენ...მანქანა ბინის წინ გაუჩერა...მათემ სადარბაზომდეც კი მიაცილა გოგონა...
-მადლობა...გულწრფელად გაუღიმა ნენემ,ფეხის წვერებზე აიწია და ლოყაზე მიაკრო ტუჩები...გაღიმებული უყურებდა სადარბაზოში მიმავალ გოგონას,შემდეგ გამობრუნდა მანქანაში ჩაჯდა და კლუბისკენ აიღო გეზი....ნენემ სახლში შესვლისთანავე ფორმა გაიძრო,იბანავა,პენუარი გადაიცვა და ლოგინში შეწვა...ფეხები საშინლად ტკიოდა...მთელი დღე ფეხზე დგომამ მოკლა....მაშინვე გაახსენდა მისი გადამრჩენელი,რამაც სახეზე ღიმილი მოჰგვარა....თვალები მინაბა და როდის ჩაეძინა თითონაც არ ახსოვს....
-----------------------------------
ღამის საათები იყო ემას,რომ გამოეღვიძა...ისევ ჰამაკში იწვა...თვალი მოავლო გარშემო მყოფებს...ყველა თავისთვის იყო...მოწეულში...დალეულში...კაიფში...იქვე შენიშნა ვაკო,ანკა,რომ კუთხეში მიემწყვდია და გამხეცებული კოცნიდა...სახე არასასიამოვნოდ დამანჭა და წამოდგომა სცადა,თუმცა თავი საშინლად ტკიოდა...ჯერ ისევ ისეთი მთვრალი იყო....ბოლოს მაინც წამოდგა და ბარბაცით მივიდა მაგიდამდე...ვისკის ბოთლი მიიყუდა და ნახევრად სავსე ბოლომდე გამოცალა....ტანში სასიამოვნოდ დაუარა...ცეკვა მოუნდა....ტანის რხევით მივიდა ახვლედიანამდე,ხელი ჩაავლო და საცეკვაოდ გაიყვანა...სალსას მელოდიამაც არ დააყოვნაა...ახვლედიანმა ხელები წელზე მოათავსა და ცეკვაც დაიწყეს...ყველა გამოფხიზლდა მუსიკის ხმაზე...ბიჭები ხამებივით იყვნენ...ემა ისეთი ცეცხლოვანი იყო თავისი მიხვრა მოხვრით ნებისმიერს გადარევდა...ნებისმიერის რა მოგახსენოთ და დამიანე,რომ კარგ დღეში არ იყო ალბათ კარგად მოგეხსენებათ...ისედაც მთვრალი,სასმელს უფრო მიეტანა თან სიგარეტს ერთმანეთის მიყოლებით აბოლებდა...მთელი ყუთი ჩაცალა და თამბაქოთი გაიჟღინთა....სასწაულად მოუნდა ემას კოცნა...თავს ძლივს იკავებდა,რომ არ მისულიყო და იქვე არ ეკოცნა...თავს იდიოტად გრძნობდა....როგორც იქნა,დაასრულეს ცეკვა...ყველა აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს...მალევე დაიშალნენ...ყველა მიმოიფანტა,მხოლოდ ემა იჯდა ჰამაკში და ვისკს სვამდა...რამ გადარია თითონაც ვერ ხვდებოდა....უცებ დალანდა ჯაჭვლიანი,რომელიც მისკენ მოდიოდა...თვალები გადაატრიალა და ფეხზე წამოდგომა სცადა,მაგრამ თავბრუ დაეხვა და ისევ ადგილს დაუბრუნდა...
-რა იყო ჯაჭვლიანო ვერ ერთობი?ირონია გამოესახა სახეზე...
-ნახე რამდენი ლამაზი გოგოა...თურმე რამდენი მშვენიერი კლასელი გვყოლია,და შენ რაღა გასიებულ ბოჩკას მოადექი....გაიცინა და თითი მისკენ გაიშვირა...
-ემა გეყოფა მეტს ნუ სვამ
-შენ მიშლი?შესამჩნევია,რომ აშკარად ვერ ერთობი...
-ჰო მე გიშლი...
-მოდი ჩვენ გავერთოთ...
ეს სიტყვები და დამიანეს სახის მიბრუნება ცინდელიანისკენ ერთი იყო...
-მთვრალი ხარ ემა...ძლივს გასაგონად ამოიხრიალა და ხელი მოკიდა...
-არ გინდივარ?ფეხზე წამოხტა და კისკისებდა...
-გავიხადო?მის წინ დატრიალდა და ანთებული თვალები მიაპყრო...
-ამის დედაც ამდენი როგორ დალიე..ფეხზე წამოხტა და მთვრალი ემა სხეულზე აიკრა....
-ემა გამოფხიზლდი...ამდენი როგორ დალიე ჭკუა სულ დაკარგე?
გაღიზიანებულმა წამოიყვირა
-ნუ იცინი დადექი...ხელი მოკიდა,რომ არ წაქცეულიყო...გოგომ ხელები კისერზე შემოაწყო და ტუჩები ყელზე მიაწება...ჯაჭვლიანს გააჟრჟოლა....მალევე მოიშორა და თვალებში ჩახედა...ჩასისხლიანებული და გაფართოვებული ჰქონდა....
-ემა გამოფხიზლდი...
-მინდიხარ...ტუჩები ლოყაზე მიაწება...
-არ გინდივარ ემა...ახლა იმ ტვინს უნდივარ,რომელიც საღად ვერ აზროვნებს...ხელი მოკიდა და მანქანაში ჩატენა,თითონაც დაიკავ ადგილი და მანქანა დაძრა....
-ცხელა...კაბა გაიხადა,რასაც ჯაჭვლიანის სწრაფი რეაქცია მოჰყვა...ავტომობილი მკვეთრად დაამუხრუჭა...ღრმად სუნთქვდა,თანაც გოგონას მოშიშვლებულ მკერდს ხარბად ათვალიერებდა....
-რას მიკეთებ ნეტა იცოდე...თავი გააქნია და მისკენ მიიწია...
-ჩაიცვი...
-რატო?შენ ხო ეს გინდოდა ჯაჭვლიანო?
-ახლაც მინდა,მაგრამ ასე არა...თავისი ხელით გადააცვა სარაფანი და მოშიშვლებული მკერდიც დაუფარა....ღრმად სუნთქავდა....თავის მოთოკვას ცდილობდა,რაც ნაკლებად გამოსდიოდა....
-ძაან ცხელა...კვლავ კაბისკენ წაიღო ხელი,მაგრამ დამიანემ შეაჩერა და ფანჯარა ბოლომდე ჩამოწია....
-ეს დედა აფეთქებული მეც კაცი ვარ და მოთმინება მეწურება..ნუ მაიძულებ ისეთი რაღაც ჩავიდონა რასაც შემდეგ ინანებ...
-მე თანახმა ვარ...თავისას აგრძელებდა ემა,მაგრამ ბიჭს უკვე არაფერი ესმოდა....როგორც იქნა მიაღწიეს უახლოეს სასტუმრომდე...სახლში ვერ წაიყვანდა,ვერც თავისთან,ამიტომ სასტუმროში გადაწყვიტა წაყვანა...მანქანიდან ხელში აყვანილი გადმოიყვანა...ემა არ ჩერდებოდა...ფართხალებდა და გიჟივით იცინოდა...ისეთი მთვრალი იყო,არაფერი ესმოდა...
-ჩუმად იყავი და ნუ ფართხალებ...წესიერად მოიქეცი და მაცადე ოთახი დავიქირავო...ემა გაჩერდი ხელებს ნუ დაატარებ ჩემ კისერზე...ცუდად ვხდები მეთქი...დაუყვირა და გაღიმებულ მენეჯერს გახედა...
-გთხოვთ სასწრაფოდ ერთი ნომერი მჭირდება...
-დიახ მე-6 სართულზე,456-ე ოთახში..
-მადლობა თანხა სწრაფად მიაწოდა და ლიფტში შევიდა...ემა ისევ არ ისვენებდა...ხან კისერში კოცნიდა,ხან ლოყაზე ეფერებოდა ხან კი თმებზე ექაჩებოდა და მისკენ იზიდავდა....როგორც იქნა ნომერში შეიყვანა...სააბაზანოს მიაშურა,ცივი წყალი მოუშვა და ემას თავზე დაასხა...
-დამიანე...ძლივს გასაგონად თქვა...მამაკაცი ამღვრეული შავი თვალებით უყურებდა...
-რა ლამაზი ხარ...რიჟა თმა უკან გადაუწია და ხალათი შემოაცვა...ლოყაზე აკოცა და ოთახში შეიყვანა...კაბა ერთი ხელის მოსმით გადააძრო და ხალათშემოხვეული დააწვინა ლოგინზე....თმები გაუშრო და საბანი გადააფარა...
-ემა ცუდად ხარ?ლოყაზე ხელი ჩამოსუვა და ამღვრეულ ჭაობისფერ თვალებს დააკვირდა...
-მიყვარხარ...ატირებულმა უთხრა და საწოლზე მოიბუზა.-ვიცი...დაიხარა...ლავიწთან,პატარა ფორმის უსასრულო ნიშნის ტატუზე აკოცა და ფეხზე წამოდგა...ტანზე გადაივლო და მხოლოდ სპორტული შარვლით გამობრუნდა უკან...კედელთან მიყუდებული დიდხანს უყურებდა ემას სახეს...წარსულზე ფიქრობდა...ახსენდებოდა თუ როგორ ექცეოდა და გული უფრო საშინლად ტკიოდა...თავს არაკაცად გრძნობდა,ასე რომ ამწარებდა ცინდელიანს,რომელსაც არაფერი დაუშავებია მისთვის,იმის გარდა,რომ მთელი გულით უყვარდა...ბავშვური,წმინდა სიყვარულით,რომელიც დღემდე გრძელდება...თითონ რას გრძნობდა?ალბათ უყვარდა...მაგრამ თავის თავს არ უტყდებოდა,ეშინოდა,რომ დაიტანჯებოდა...იცოდა,რომ ემა აუცილებლად გადაუხდიდა სამაგიეროს...იცოდა,რომ თუ თავს არ მოთოკავდა ეს სიყვარული ტანჯვად ექცეოდა...იცოდა,რომ ემას ასე ადვილად ვერ გატეხავდა....მოუწევდა ბრძოლა...მაგრამ ამისთვისაც კი მზად იყო....ებრძოლა საყვარელი ქალისთვის...ებრძოლა იმ დიდი სიყვარულისთვის,რომელიც ჭკუას აკარგვინებდა....კიდე დიდხანს იყო ასე,შემდეგ გვერდით მიუწვა,მისკენ მიზიდა და თმაზე ეფერებოდა....ბოლოს გამთენიისას ჩაეძინა....
-დამიანე...ხმამაღლა დაუძახა და გვერდით მწოლიარე შეარხია..
-არაფერი მომხდარა...კივილი არ მორთო...არაფერი მიგვიქარვია,ნუ არ მიგიქარვია....
თვალებდახუჭულმა უთხრა და მხარი იცვალა...
-არ ვაპირებ ყვირილს...ახსნაგანმარტებას მოვითხოვ...ხმა გაუმკაცრდა ცინდელიანს...
-მოიცა შენ რა არაფერი გახსოვს?
სიცილნარევი ხმით წამოიძახა და თავი წამოწია...
-და რა უნდა მახსოვდეს?იქნებ ამიხსნა...
-შეგახსენო გუშნდელი შენი ქმედებები?დაეჭვებულმა კითხა და წამოიწია...ლოგინის თავს მიეყრდნო და ბალიში ფეხებზე დაიდო...
-არამგონია მოგეწონოს შენი ქმედებები...
თავი გააქნია და გოგონას გამხედა...
-თქვი დავიტანჯე..სიმწრისგან ამოიხრიალა
-მოკლედ კისერზე მეკიდებოდი,ჩემ წინ ცეკვავდი,შიშვლდებოდი,ჩემთან დაწოლაც კი გინდოდა....
-გაჩუმდი...
უცებ წამოხტა ფეხზე...თაბრუ დაეხვა..წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა...გადასაფარებელი იქვე მიაგდო და ლოგინის თვალიერებას შეუდგა..
-რას ეძებ?
დაეჭვებულმა იკითხა,ისე რომ გოგონასთვის თვალიც კი არ მოუშორებია...
-ნეტა რას...სიმწრისგან გაეცინა...
-არ არსებობს...მოიცა შენ რა ჯერ....გაეცინა და კვლავ ემას გახედა...
-ახლა შენ ქმედებაზე უნდა ვიცინო თუ იმაზე,რომ 28 წლის ასაკში ქალიშვილი ხარ?
-გაჩუმდი...
-ვერ ვიჯერებ...
-მოკეტე..ბალიში ესროლა...
-იცოდე მიგახრჩობ..
-რა იყო გერმანიაში კაცი ვერ ნახე?თუ ასეთიი ერთგული ხარ ჩემს მიმართ?სიცილს არ წყვეტდა ჯაჭვლიანი....
-გეფიცები ვერ გადამირჩები..
-ნუ იღელვებ ისევ ქალიშვილი ხარ...
სიცილით მიუგო და ოთახი დატოვა...
-ასეთი მთვრალი ვიყავი?უკან გაყვა და ბიჭს გვერდით მიუჯდა..
-ზედმეტადაც კი...
-და მართლა სად ვართ?
-სასტუმროში გაუღიმა და თმა უკან გადაუწია...
-ჩემი სიმთვრალით რატო არ ისარგებლე?
-ასეთი გგონივარ?
-რავიცი..მხრები აიჩეჩა და წამოდგა...
-ალბათ კი...რაც ჩამოსული ვარ მარტო ჩემი სხეული გინდა...
-არ გვინდა ამ თემაზე საუბარი ძალიან გთხოვ....მიუახლოვდა...
-მართლა მიდიხარ?ძლივს გასაგონად თქვა...გულის ცემა გაუორმაგდა...თვალებში უყურებდა საყვარელ ქალს და ვერაფერს აკეთებდა...
-არ უნდა ჩამოვსულიყავი..
-ეს რას ნიშნას?
-წავალ..მტკიცედ თქვა და ფანჯრისკენ გააბრუნა თავი...ძალიან ცუდად იყო...არც დამიანე ჩამორჩებოდა...ისევ ბიჭისკენ გააპარა მზერა...თვალებში ჩააშტერდა...
-სულ მალე ისევ წავალ...აქ არაფერი მესაქმება...
-არ წახვიდე...
-რა მაკავებს?ვეღარაფერი თქვა,ან რა უნდა ეთქვა....თავი დაუქნია და გასცილდა...ვეღარ მოითმინა მისი ასეთ მდგომარეობაში ყურება...ტკიოდა...ძალიან,მაგრამ არ იმჩნევდა...არ უნდოდა წასულიყო,მაგრამ ვერც დააკავებდა,რადგან ამის უფლება მაშინ დაკარგა,როცა პატარაობაში საშინლად ექცეოდა...თავის თავზე გაბრაზებულმა კინაღამ ოთახის კარები ჩმოიღო...ემა შეშინებული შეხტა და იქვე სკამზე მოთავსდა....
-----------------------------------
თქვენი აზრი მაინტერესებს ემაზე და დამიანეზე...ველი შეფასებებს ❤მადლობა ვინც კითხულობთ



№1  offline წევრი Niniko11

კარგი იყო ძაქნ მომეწონაა...
ყოჩაღ შენ დამიანეე...
რაღაცნაირად მომწონსს დამიანე დაა ვთვლი რომ ამათგან კარგი წყვილი დადგებაა ...
მაინტერესებს მოვლენები როგორ განვითარდება...
ველი ახალ თავს მოუთმენლად♡♡♡
წარმატებენი♡♡♡

 


№2  offline წევრი Liluu

Niniko11
კარგი იყო ძაქნ მომეწონაა...
ყოჩაღ შენ დამიანეე...
რაღაცნაირად მომწონსს დამიანე დაა ვთვლი რომ ამათგან კარგი წყვილი დადგებაა ...
მაინტერესებს მოვლენები როგორ განვითარდება...
ველი ახალ თავს მოუთმენლად♡♡♡
წარმატებენი♡♡♡


მადლობა დიდი❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი იაკო

როდის დაიდება შემდეგი თავი

 


№4  offline წევრი Liluu

სტუმარი იაკო
როდის დაიდება შემდეგი თავი


დავდე უკვე და მალე გამოქვეყნდება❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent