შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენამდე ( ნაწილი მეხუთე )


19-09-2019, 00:59
ავტორი Likuna1998
ნანახია 10 101

ჩვენ სამნი რესტორნიდან გავედით,დაქოქილ მანქანაში ბექა გველოდებოდა,ჩვენს დანახვაზე გაეცინა და გიორგის შესძახა
-ხო არ მოგეხმარო,ბრატ?
მანქანასთან მივედით,მან ძირს დამსვა და მანქანის კარი გამიღო
-ჩაჯექი
-არ მინდა და არ ჩავჯდები
-რატომ?
-ფეხით მინდაა გასეირნება
-ცივა და წვიმასაც იწყებს,ფეხით როგორ უნდა გაისეირნო?
-მინდა და მორჩა!
მარი თვალებს მიბრიალებს,ალბათ მალე თმებში მწვდება და სულ წივილ-კივილით ჩამაჯენს მანქანაში,ვგრძნობ..ფეხზე ვერ ვდგავარ,იმდენი დავლიე,მაგრამ მაინც,ჯიუტად მომინდა ფეხით გასეირნება და ვერანაირმა თვალების ბრიალმა და ვერც ტკბილმა ლაპარაკმა ვერ გაჭრა.
-ჩაჯექი გოგო,გავიყინე,როდემდე უნდა ვიდგეთ ესე? მეუბნება მარი გაბრაზებული ხმით,თან მისი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს,ისევე როგორც ჩემი,მაგრამ არც ერთი ყურადღებას არ ვაქცევთ.
-კარგი,რახან ასეა,რა გაეწყობა,ნასვამი გოგოს სიტყვა,სიტყვაა
თქვა გიორგიმ და ბექას მიუტრიალდა
-მარი სახლში წაიყვანე,ჩვენ ფეხით ჩამოვალთ
შემდეგ მარის გადახედა და მის პასუხს დაელოდა
მარი ხმაამოუღებლად ჩაჯდა მანქანაში და ჩაჯდომისას "სახლში მოსული არ დაგინახო,თმებს გაგაგლიჯავ რო გამოფხიზლდები" მზერა მესროლა
ბექამ მანქანა დაქოქა და წავიდნენ,დავრჩით ჩვენ ორნი,მე და ჩემი მწვანეთვალება
-აბა წავედით?
თვალებში მიყურებს და ეცინება
-და ვინ გითხრა რომ შენთან ერთად მინდოდა ფეხით სიარული? მე მარტო ყოფნა მინდა
-კარგი,წინ წადი და უკან გამოგყვები მაშინ,თუ მარტო ყოფნა გინდა
მის ტონში უკვე სიბრაზე ვიგრძენი და ამან თითქოს სიამოვნებაც მომანიჭა.
-კარგი
ვუთხარი და ნაბიჯებს ავუჩქარე.მე წინ მივდივარ,ის უკან მომყვება
რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ,შორიდან ერთი ტიპი შევამჩნიე,რომელიც გამვლელებს სხვადასხვა რეპლიკებს ესროდა,ხელში ლუდის ჭიქა ეჭირა და უშნოდ იმანჭებოდა,იქვე რამოდენიმე ბიჭიც ახლდა.
მათ დანახვაზე შემეშინდა ჩემთვისაც არაფერი მოეძახებინათ და ნაბიჯებს მოვუკელი,ცოტა ხანში კი გავჩერდი და უკან,გიორგის გავხედე,რომელიც აუჩქარებლად მოაბიჯებდა და თვალს არ მაშორებდა.
ალბათ მანაც შეამჩნია ის ტიპები,მომიახლოვდა და მეკითხება
-შეგეშინდა პატარა?
-ისე კარგად მიცნობ,რომ უკვე პატარათი მომმართავ?
-ირონია არ გიხდება
მითხრა და ხელი მაგრად ჩამკიდა
-წამოდი,სწრაფად ვიაროთ თორე ხო ხედავ სულ დასველდი
-ჩემზე დარდით აღარ ხარ,მოკლედ
გზა განვაგრძეთ,ამჯერად ერთად ვითვლიდით ნაბიჯებს.
ჩემი თითები რომ მის თითებს შეეხო ტანში ჟრუანტელმა დამიარა და გული ამიჩქარდა
გიორგი ისე მელაპარაკებოდა,ისე მომმართავდა,თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდით ერთმანეთს,არადა რეალურად,ჩემზე არაფერი იცოდა,მაგალითად არ იცოდა რამდენი წლის ვიყავი,სად ვსწავლობდი,სად ვცხოვრობდი,არც ჩემი გვარი,არც ჩემი ნომერი იცოდა,არც ის იცოდა,რომ ვისთანც ერთადაც ახლა ხელჩაკიდებული მოდიოდა,მას შეყვარებული ჰყავდა,თან უკვე 3 წელია..
ასე მთელი გზა ,გულში ვფიქრობდი და ვერ ვხვდებოდი,რატომ მექცეოდა ისე,როგორც მისთვის ძალიან,ძალიან ახლო ადამიანს..
მივდიოდით ქუჩაში,ჩვენ ორნი,ხელჩაკიდებულნი,ერთმანეთს არაფერზე ვესაუბრებოდით,თითქოს ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცოდით.

მივდიდით ქუჩაში,ჩვენ ორნი,ხელჩაკიდებულნი ორივე ვფიქრობდით,მე მასზე,ის ჩემზე და არც ერთი არ ვიღებდით ხმას ამის შესახებ,მხოლოდ დროდადრო,რამდენიმე წამით ვაპარებდით ერთმანეთისკენ თვალებს,შემდეგ ისევ თავს ვხრიდით და გზას ვაგრძელებდით.
არ მინდოდა ამ გზას დასასრული ჰქონოდა,მინდოდა მთელი ღამით,ასე უსასრულოდ მესეირნა მასთან ერთად,საერთოდ არ მაინტერესებდა ის,რომ წვიმა ნელ-ნელა იმატებდა საშინლად ვსველდებოდით ორივე.
ამ ფიქრებში გართულმა ჩვენი სასტუმროს აბრა დავინახე
-აი მივედით
მითხრა და შემომხედა
-სახლში ადი და ახლავე გამოიცვალე,თორე სიცხე არ აგცდება
ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს მისთვის
სასტუმროს შესასვლელთან ვიდექით,როდესაც ეს სიტყვები მითხრა,ველოდები ხელს როდის გამიშვებს რომ ოთახში ავიდე.
მეორე ხელი ავწიე და ჩემდაუნებურად გულზე დავადე
სახეზე ფერი დაეკარგა,ვგრძნობდი როგორც უცახცახებდა მთელი სხეული,სუნთქვა კი მნიშვნელოვნად აჩქარებული ჰქონდა
გულზე ხელი დავადე და თვალებში შევხედე
არაფრის თქმა არ მინდოდა,უბრალოდ მაინტერესებდა მისი გულიც თუ იმავე ხმებს გამოსცემდა,მისი გულიც თუ ისე ცემდა ,როგორც ჩემი.
რამდენიმე წამით ასე,უთქმელად ვუმზერდით ერთმანეთს.
ვგრძნობდი,როგორ მიზიდავდა ნელ-ნელა თავისკენ,და როგორ აპარებდა მზერას ჩემი ტუჩებისკენ.
ისე ძლიერად დაიწყო წვიმამ,მაგრამ ახლა ეს აღარც მას არ ადარდებდა.
*****
ოთახში ფეხაკრებით შევედი რომ მარი არ გამეღვიძებინა.სველი კაბა გავიხადე და დავწექი
ვუყურებ ცარიელ ჭერს და უაზროდ ვეშვები ისევ,ფიქრების მორევში.
ვერ ვხვდებოდი,ყველაზე ბედნიერი ვიყავი,თუ ყველაზე უბედური
ვფიქრობდი და ვერ ვარკვევდი,როდის დავუშვი შეცდომა,როცა 3 წლის წინ ნიკა შევიყვარე თუ ახლა,როცა გიორგი გავიცანი,პირველად გავცურე ზღვაში მასთან ერთად,წვიმაში ვისეირნეთ და ერთმანეთს ვაკოცეთ....
გულზე რომ ხელი დავადე მივხვდი,რომ არც ის იყო გულგრილი ჩემს მიმართ.მისი გულიც გამალებით ცემდა,ისე ,რომ სადაცაა საგულედან ამოვარდებოდა.
არვიცოდი,ვერ ვხვდებოდი მე მისთვის ვინ ვიყავი,მორიგი გოგონა,რომელთან ერთადაც ზაფხულის რამოდენიმე დღეს გაატარებდა,თუ უსაზღვრო სიყვარულის მიზეზი. მაგრამ ეს უკანასკნელი როგორ უნდა ვყოფილიყავი? როცა ჩემზე არაფერი,საერთოდ არაფერი იცოდა,ნორმალურად არც კი მიცნობდა,სწორედ ეს უკანასკნელი მაგდებდა ეჭვებში და პირველი ვარიანტისკენ ვიხრებოდი
"ალბათ ხვალ უკვე აღარც ვემახსოვრები"
მისი კოცნა - იმ წამს ,როდესაც მისი ტუჩები ჩემსას შეეხო, ყველაფერმა აზრი დაკარგა,ჩემთვის არავინ და არაფერი აღარ არსებობდა ამ პლანეტაზე მის გარდა.ყველაზე მეტად ამის მეშინოდა,რომ ეს კოცნა,ეს კოცნა შეცდომა არ ყოფილიყო..
ასე ,ფიქრებში წასულს ჩამეძინა..
****
დილის 11 საათი იყო,როდესაც საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა
ავდექი,სარკეში რომ ჩავიხედე ვიგრძენი,რაღაც რიგზე რომ ვერ იყო..
სახეზე საშინელი ფერი მედო და საშინლად გაციებული ვიყავი
მარის გავძახე,სახლში არ იყო
რამოდენიმე წამში კარის ხმა გავიგე
-მარი შენ ხარ?
-მე ვარ,მაღაზიაში ვიყავი,აბა ნაბახუსევი ხომ არ ხარ?
-არა,მაგრამ მგონი საშინლად გავცივდი.
-ხო,სახეზეც ცუდი ფერი გაქვს,მოიცადე,სიცხის საზომს მოვძებნი,მგონი წამოვიღეთ.
მარიმ სიცხის საზომს დაუწყო ძებნა
სიცხე გავიზომე
38.5 ხაზი
-მადლობა ღმერთო,წასვლის წინა დღეს რომ სიცხით არ დაგეჯლდოვებინე,არ შეიძლებოდა.
ვეუბნები ჩემს თავს
-აბა რა გეგონა? წვიმაში რო მოგინდა სეირნობა შუაღამის 3 საათზე.
-დათო არ ჩამოდის დღეს?
-არა,თბილისსში წავიდა, ხვალ დილით ჩვენც წავალთ ,იმედია მანამდე გამოკეთდები.ისე არგინდა რომ მომიყვე,რა ხდება? არ გაძალებ
თვალებზე ცრემლი მომადგა,ვგრძნობდი როგორ მიწევდა ნელ-ნელა სიცხე და ეს უფრო ცუდად მხდიდა.ვეღარ ვუძლებდი ამ ყველაფრის გულით ტარებას,მარის მუხლებზე თავი ჩამოვადე და ტირილი დავიწყე,შემდეგ ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი,ავუხსენი იმის იმედით,რომ რჩევას მაინც მივიღებდი მისგან.
დიდხანს მისმინა ყურადღებით,გული ვიჯერე საუბრით და ტირილით,ცოტა გამოვკეთდი,შვება ვიგრძენი.
-კარგი და ახლა,ახლა რა იქნება? მეკითხება მარი
-არვიცი,რა იქნება
-ანუ რა გამოდის? ბექა ნიკას გუნდელია,რომელმაც ისი,რომ შენ ნიკას შეყვარებული ხარ,გიორგიმ კი ნიკას შესახებ არაფერი არ იცის?
-ხო,ბექამ ჩემი თავი პირველად მას ისე გააცნო,როგორც მისი მეგობარი და არა მისი გუნდელის შეყვარებული..
აქ დამთავრდა ჩვენი საუბარი,საუბარი კარზე კაკუნმა შეგვაწყვეტინა.მარი კარის გასაღებად წამოდგა და თვალებში ორი გოგონა ჩემოდნებით შეეჩეხა,მე კი აივანზე გავედი
-გამარჯობათ,ოთახის ნომერს ვერ ვპოულობთ,412 გვინდა და ამ კარებებს რატომღაც არ აწერიათ,იქნებ იცოდეთ?
-ეს 411 ია გოგოებო,412-ე ჩვენს გვერდით,მაგრამ დაკავებულია,ბიჭებს აქვთ ნაქირავები, ხომ არ გეშლებათ?
-დიად დაკავებული იყო,მისღებში გვითხრეს რომ დღეს 12 ზე გადიოდნენ და შეგვეძლო უკვე ოთახის დაკავება.
*****
რამდენიმე წუთში მარი აივანზე გამოდის,სახე ალეწილი,შეშლილი აქვს
-რა მოხდა გოგო,მშვიდობაა?
-წავიდნენ
-ვინ წავიდნენ,ან სად?
-გიორგი ბექა და ბიჭები,წასულან,დღეს დაუცლიათ ოთახი,უკვე სხვები შევიდნენ მათ მაგივრად.
აქ კი უკვე ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის..
-წავიდა,უთქმელად წავიდა,წუხელ,მნახა და წავიდა? ასე როგორ შეიძლება?
მუხლები ერთიანად მომეკვეთა,აზრები გამეფანტა.
ერთ რამეს კი ნამდვილად ვფიქრობდი,ცხოვრებაში ყველაზე,ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი,ამას თავიდანვე ვხვდებოდი,თავიდანვე ვხვდებოდი იმას,რომ შეცდომას ვუშვებდი,შეცდომა იყო მისი შეყვარება,ნახვა,მისი კოცნა.მაგრამ ამაზე ფიქრისას,არმინდოდა რეალობისთვის თვალებში ჩამეხედა,ამიტომ ოთხი დღე თურმე ილუზიებში ვცხოვრობდი.
მისი გაბრწყინებული თვალები,მის აჩქარებული გულის ცემა, მისი თითები და ტუჩები.ეს ყველაფერი წარმოსახვითი იყო,სინამდვილეში კი მისთვის მართლაც რომ მორიგი " საზაფხულო სათამაშო ვიყავი " ხვდებოდა, რომ მიყვარდა, და ჩემს გრძნობებზე თამაში სიამოვნებდა....
ამ ყველაფერს ხმამაღლა ვფიქრობდი
მარის მივუტრიალდი და ვეკითხებოდი თუ რატომ მომექცა ასე.მაგრამ მან ხომ არაფერი,საერთოდ არაფერი არ იცოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent