შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, უშენოდ...(ნაწილი 15) დასასრული


19-09-2019, 20:39
ავტორი natuci555
ნანახია 3 150

გზად ნუცას დაურეკა და ჰკითხა მარიამი სადმე გასვლას ხომ არ აპირებდა. ახლა ისე სჭირდებოდა ცოლის ნახვა,როგორც ჰაერი. თითქმის ოთხი დღე იყო გასული რაც ნაკაშიძე არ ენახა და მთელ საუკუნედ ეჩვენებოდა. გულის სიღრმეში ძალიან სწყინდა მარიამს ერთხელაც რომ არ გაახსენდა და ერთი სმს მაინც რომ არ მისწერა. ალბათ მას უფრო მეტად უყვარდა ცოლი და იმდენი უნდა გაეკეთებინა,რომ მარიამსაც ისევე შეეყვარებინა, როგორც თვითონ იყო უსაზღვროდ შეყვარებული. კარზე გაბმულად რეკავდა ზარს. სათვალთვალო მილს ხელი დააფარა და კარის გაჩხაკუნებაზე გული ისე მოეწურა ალბათ ცოტაც და გაუსკდებოდა.
კარებთან დასჯილი ბავშვივით ატუზულიყო ნაკაშიძე, თვალები უძილობისა და ბევრი ტირილისგან დასიებოდა. დაუკითხავად შევიდა დათა სახლში და ირგვლივ მიმოიხედა, ძალიან კარგად იცოდა მაგრამ მაინც ჰკითხა ცოლს-მარტო ხარ?
-კი. რატომ მოხვედი?- შუბლი შეკრა ნაკაშიძემ, მაგრამ ხმაში რიხი დაკარგვოდა და უფრო საწყლად ამოისლუკუნა.
-ამისთვის-ცოლს მიუახლოვდა ახვლედიანი და მთელი ძალით ჩაეხუტა. ცხვირში მისი სურნელი შეუძვრა და მთელს სხეულს მოედო. ვერ ხვდებოდა ამდენი წელი როგორ ცხოვრობდა მარიამის გარეშე. ალბათ ამდენი ტანჯვაც იმიტომ გამოიარა,რომ ბოლოს ღმერთი მისი სახით დიდ სიურპრიზს უმზადებდა.
წინააღმდეგობის გაწევა არ უცდია ნაკაშიძეს. სიმართლე რომ ითქვას მოენატრა კიდევაც ქმარი, სიგიჟემდე მოენატრა,მაგრამ რაღაც დიდ კედელს მაინც გრძნობდა მათ შორის და ალბათ ეს კედელი დათას მომავალი შვილი იყო.
-ღმერთო როგორ მომენატრე რომ იცოდე-თავისთვის ბუტბუტებდა ახვლედიანი და ცოლს თმაზე კოცნიდა-გეფიცები კიდევ რომ გამომექცე შეიძლება გავგიჟდე.
-დათა გაჩერდი გთხოვ-გაწევა სცადა მარიამმა, მაგრამ იმდენად ძლიერად უჭერდა მამაკაცი ადგილიდან ვერ დაიძრა- უნდა ვისაუბროთ სერიოზულად. გადაწყვეტილება მივიღე.
-მართლაა. აბა მიამბე მაგ შენი გააწყვეტილების შესახებ-სახეზე ანცი ღიმილი გაუკრთა ახვლედიანს. ისეთი საწყალი სახით იდგა მის წინ მარიამი სურვილი უჩნდებოდა პატარა ბავშვივით დაეცვა და მთელი დღე გულზე ჰყოლოდა მიხუტებული.
-ყველაფერი კარგად მესმის. ისიც რომ ჩვენს დაქორწინებამდე გქონდა იმ ქალთან ურთიერთობა,ისიც რომ ცუდადაა და კიდევ ბევრი რამ,მაგრამ მე ვერ ავიტან იმას რომ შენი თავი ვინმეს გავუყო, უბრალოდ არ შემიძლია გესმის?! ვცადე სხვანაირად შემეხედა ამ ყველაფრისთვის მაგრამ ყველა მხრიდან ასე ვხედავ და რა ვქნა- ქმრისგან თავი დაეხსნა და ოთახში მოსიარულე ნაკაშიძე ხელებს აქეთ-იქით იქნევდა.
-და ვინ აპირებს ჩემს გაყოფას მარიამ? მე რატომ არ მეკითხები რას ვაპირებ?! - ცოლთან ძალიან ახლოს მივიდა ახვლედიანი და თვლებში ჩააშტერდა.
-ასე ახლოს ნუ მოდიხარ? - თითი მიაბჯინა მკერდზე ქმარს მარიამმა-ჩემგან რას ელოდები ვერ გავიგე? არ ვიცი ეს ამბავი როგორ გადავხარშო.
-შენგან მხოლოდ ის მაინტერესებს ჩემთან ყოფნა გინდა თუ არა?!
-პასუხი ისედაც იცი. მაგრამ დარჩენა არ შემიძლია ამიტომ უნდა წავიდე-ხმა უწყდებოდა ნაკაშიძეს.
-ვესადაც ვერ წახვალ-კიდევ უფრო მიუახლოვდა ცოლს. მისი სუნთქვა ტუჩებზე ეფრქვეოდა მარიამს.
-და ვინ გამაჩერებს შენ? რა გინდა ბოლოს და ბოლოს ვერ გავიგე? - ხმა უკანკალებდა ქალს.
-შენთან სექსი, თან სიგიჟემდე - ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში ახვლედიანს.
-შენ არ ხარ ნორმალური-ამოიოხრა მარიამმა.
-რატომ ჩემს საყვარელ ცოლთან სექსის სურვილი რომ მაქვს? იცი რაც წახვედი ყოველ ღამე ვხედავ სიზმარში როგორი გიჟური სექსი გვქონდა და მერე სულ ოფლიანს მეღვიძება. ასე ნუ გაიმეტებს შენს ქმარს, გინდა რომ სულ გავგიჟდე?! - ცოლის სახე ისე ართობდა უკვე ეცინებოდა დათას.
-დათა ამის სათქმელად მოხვედი აქ? მე და შენ ჩვენი ოჯახის დანგრევაზე ვსაუბრობთ და შენს მომავალ შვილზე. ყველაფერს ასეარასერიოზულად რომ უყურებდი იმიტომ მოვედით აქამდე -უკვე ბრაზობდა მარიამი.
-ერთხელ უკვე გითხარი მარიამ მე და შენ მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვაშორებსთქო და ეგ დრო კიდევ ჯერ არ დამდგარა. არავითარი ბავშვი არ იქნება, დედამისი ისეთი უგულო ძუკნა აღმოჩნდა,რომ დასაბადებლადაც ვერ გაიმეტა და თავისი სიცოცხლე ამჯობინა. ის რაც მოხდა ჩვენს ცხოვრებაში მესმის ადვილი გადასატანი არ იყო, ამ ყველაფრიდან ორივემ კარგი მაგალითი უნდა ვისწავლოთ ის ადამიანი არ უნდა დაკარგო ვინც შენს სიცოცხლეს გირჩევნია. ამიტომ შენს თავს არავის არასდროს არ დავუთმობ მარიამ - გამოსვლა დაამთავრა ახვლედიანმა და ცოლს შუბლზე აკოცა.
-არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. მეც უგულო ძუკნა ვიქნები ეხლა რომ ვთქვა ეს ამბავი გამიხარდათქო?!
-არა შენ უფრო ჩემზე გადარეული ქალი იქნები-გაეღიმა ახვლედიანს.
-შენზე მაინც გაბრაზებული ვარ- უკან არ დაიხია მაინც მარიამმა.
-ძალიან გთხოვ მარიამ მორჩი ამ ქალურ თავის დაფასებებს რა. კარგად მესმის რაც დავაშავე და ვეცდები მომავალში იმედი აღარ გაგიცრუო. კარგად იცი რომ სიგიჟემდე მიყვარხარ და უშენოდ სიცოცხლეც კი არ მინდა - უცბათ ფეხი მოხარა ახვლედიანმა, მუხლებზე დადგა და ხელში კოლოფი აათამაშა- ჩემო საყვარელო მარიამ ცოლად გამომყვები?
-რას მაიმუნობ დათა ისედაც შენი ცოლი ვარ - ქმრის საქციელზე ეცინებოდა ნაკაშიძეს.
-ჩემი ცოლი იმიტომ გახდი რომ მე გაიძულე. ახლა მინდა შენი სურვილით დამთანხმდე ამ ყველაფერზე. მინდა ჯვარი დავიწეროთ და შენნაირი პატარები იზრდებოდნენ ამ მუცელში - ხელით მუცელზე შეეხო ცოლს-ჰაა ეხლა გადაწყვიტე სანამ გადავიფიქრე.
-ღმერთო რა გიჟი კაცი მყავს. კი გამოგყვები ოღონდ ყველაფერი ისე იქნება ქორწილში როგორც მე მინდა-გაიკრიჭა მარიამი და ქმარს ყელზე ჩამოეკიდა.
-სიგიჟემდე მიყვარხარ და გპირდები უბედნიერეს ქალად გაქცევ.
-მეც ძალიან მიყვარხარ დათა. ალბათ შენ უნდა გამოჩენილიყავი ჩემს ცხოვრებაში რომ გამეგო რამდენი რამ შეიძლება გააკეთოს შეყვარებულმა კაცმა ქალისთვის.
ტუჩებზე მოწყურებულივით დაეწაფა ახვლედიანი ცოლს. გიჟივით უკოცნიდა და ცდილობდა ბოლომდე შეევსო ის დანაკლისი რაც ბოლო დღეებში დააკლდა. ვნებამორეული ნაკაშიძე ცდილობდა ქმარს არ ჩამორჩენოდა. ვერც მიხვდნენ ტანსაცმელი ისე შემოაძარცვეს ერთმანეთს. სწყუროდა, უნდოდა და ვერ ძღებოდა ცოლის ალერსს მონატრებული ახვლედიანი. ქალის კვნესა უფრო ახელებდა და სურვილს უჩენდა კიდევ უფრო მომთხოვნი ყოფილიყო.
-ვგიჟდები შენზე-შიგადაშიგ ამოიჩურჩულებდა მოფერებისგან მიბნედილი მარიამი და ისევ ქმრის სხეულზე მიკრული აგრძელებდა სიამოვნების მორევში ცურვას.
...
-იცი როგორ მენატრებოდი? - ღიმილიანი სახით შეხედა ქმარს ნაკაშიძემ-სულ შენზე ვფიქრობდი. ყველაფერი რომ არ შეცვლილიყო ალბათ უშენოდ ძალიან გამიჭირდებოდა.
-და შენი აზრით ასე ადვილად დაგთმობდი მარიამ? შენ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს ნიშნავ და ასე მარტივად შენზე უარს არ ვიტყოდი და უფლებასაც არ მოგცემდი რომ ჩემგან წასულიყავი.
-ყოველთვის ასეთი იყავი? - ინტერესით შეხედა მარიამმა.
-ასეთი როგორი? - გაეცინა დათას.
-შეუპოვარი.
-ბავშვობიდან. რაც მინდოდა და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის ბოლოს ჩემი ხდებოდა. შენც სულ ჩემი იქნები - ცოლს სახეზე მიეფერა და ტუჩებზე დაეწაფა.
-მადლობა დათა ყველაფრისთვის. იმისთვის რომ ცხოვრება სულ სხვა თვალით დამანახე,ჩემთვის იბრძოლე და კიდევ ნუცასთვის ამდენი რამე გააკეთე - ქმარს ძლიერად ჩაეხუტა და ყელში აკოცა.
...
-დარწმუნებული ხარ რომ ამის გაკეთება გინდა?-ღიმილიანი სახე შეანათა ცოლს ახვლედიანმა.
-მოიცა დავფიქრდე?-ხელი მიიდო ტუჩთან ნაკაშიძემ-კი დარწმუნებული ვარ.
-ერთხელ გამაფრენინებ შენ. ამდენი ფიქრი უნდა მაგას? -მოჩვენებითი სიბრაზით ცოლს მიუახლოვდა და ტუჩებზე დააცხრა -კარგი წავიდეთ მამაო გველოდება.
მგალობელთა გუნდის ფონზე ჯვარს იწერდნენ დათა და მარიამი. ახლა უკვე ღმერთის წინაშეც ცოლ-ქმარი გახდებოდნენ. მეჯვარეები რათქმაუნდა ლევანი და ნუცა იყვნენ.
- შენს ხელში ალბათ სულ ტკბილად და ბედნიერად ვერ ვიცხოვრებთ, მაგრამ ის ქალი ხარ ვის გარეშეც ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. უშენოდ არაფერი არ მინდა-ტაძრიდან გამოსვლისას ცოლს ყურში უჩურჩულა ახვლედიანმა.
-ასე ხომ?-შუბლი შეკრა ნაკაშიძემ-არც შენ ხარ ბედის საჩუქარი, მაგრამ რას ვიზავ აგიტან. უკვე ორგზის ქმარი ხარ და-გაეცინა მარიამს.
-ისე კამათის გარეშე ჩვენი ურთიერთობა ვერც წარმომიდგენია ცოლო.
-აბა ისე რა მუღამი ექნებოდა- თვალი ჩაუკრა ქმარს და ყელზე ჩამოეკიდა.
-მიყვარხარ.
-მიყვარხარ.
თითქმის ერთდროულად წამოიძახეს. სრულყოფილი ბედნიერება თუ არსებობს ალბათ ახლა გრძნობდნენ ისინი და ღმერთს მადლობას უხდიდნენ რომ ყველაფრის მიუხედავად ერთმანეთის ცხოვრებაში გამოჩნდნენ.

ძალიან მიჭირს იმ სიტყვების პოვნა რაც მკითხველის მიმართ მინდა გამოვხატო. არაჩვეულებრივები ხართ და მომიტევეთ თუ იმედი გაგიცრუეთ. ეს ჩემი პირველი ისტორიაა და შეიძლება ისეთი კარგი ვერ გამოვიდა როგორც სხვები წერენ. მიყვარხართ და მიხარიხართ. ???????? იმედია მალე შევხვდებით ახალი ისტორიით



№1  offline წევრი Maia G.

ეხლა წავიკითხე ყველა თავი,ძალიან თბილი,ემოციებით სავსე ისტორიაა,მომეწონა,ასე,რომ გელით ახალი ისტორიით ❤❤❤❤

 


№2  offline წევრი natuci555

მაია❤
ეხლა წავიკითხე ყველა თავი,ძალიან თბილი,ემოციებით სავსე ისტორიაა,მომეწონა,ასე,რომ გელით ახალი ისტორიით ❤❤❤❤

მადლობა საყვარელო ????

 


№3 სტუმარი ტუსი

იმდენად მომეწონა რომ დასრულება აღარ მინდოდა.ველოდები ახალ ისტორიებს .

 


№4 სტუმარი სტუმარი ლია

ველოდები ახალ ისტორიას, ასეთივე
გემრიელ წასაკითხს.
დიდი ინტერვალით ხარ გაჩერებული,
იმოქმედე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent